ძებნის რეზულტატი:
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და რუმინეთის ლიდერები ირპენში ჩავიდნენ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში ლიდერები პირველ რიგში შეხვდებიან პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და ეწვევიან ირპინს. "ჩვენ შევხვდებით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა მივიდეთ ბრძოლის ადგილზე, სადაც მკვლელობები განხორციელდა და ჩავატაროთ დაგეგმილი შეხვედრები. ეს ქალაქი არის ირპინი", - თქვა მაკრონმა. მან დასძინა, რომ სურს უკრაინელები დაარწმუნოს ევროპულ მხარდაჭერასა და ერთიანობაში. დელეგაციასთან ერთად იმყოფება ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა. „ეს მოგზაურობა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის, ევროპისა და გლობალური სტაბილურობისთვის“, - თქვა მან კომენტარში. უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჩავიდნენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის გაწეული მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში. „მხარეებმა დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა, აღნიშნულ საფრთხეებთან მიმართებით საქართველოს მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებისა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მიზნით. ყურადღება დაეთმო „საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტის“ (Tailored Support Document) განხილვას, რომელიც მორგებულია თავდაცვის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაზე. მხარეებმა ისაუბრეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში პრაქტიკული დახმარებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ალიანსის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზეც. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის რეფორმები და ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსთვის მხარდაჭერის გაძლიერებისთვის მზადყოფნა, მათ შორის ჰიბრიდული გამოწვევების წინააღმდეგ და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის. შეხვედრაზე დადასტურდა ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მოახლოებული ნატო-ს მადრიდის სამიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით. ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა, ნატო-ს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლიციამ ქვემო ქართლში არასრულწლოვანი გოგონას ქორწინების იძულების ბრალდებით 1 პირი დააკავა
პოლიციამ ქვემო ქართლში არასრულწლოვანი გოგონას ქორწინების იძულების ბრალდებით 1 პირი დააკავა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ა.გ. არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით დააკავეს. "დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, ქორწინებას აიძულებდა. გოგონამ აღნიშნულის შესახებ პოლიციას აცნობა. სამართალდამცველებმა მიღებული შეტყობინებისთანავე შესაბამისი საგამოძიებო, ასევე საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს და ა.გ. იმავე დღეს, ბრალდებულის სახით დააკავეს. გოგონა ამჟამად გადაყვანილია თავშესაფარში, მისი ოჯახის სხვა წევრების მიმართ კი, გამოცემულია შემაკავებელი ორდერები.ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინამ უფრო მძიმე იარაღი უნდა მიიღოს - რეზნიკოვი
ოლექსი რეზნიკოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინამ უფრო მძიმე იარაღი უნდა მიიღოს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თავის Twitter-ზე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ დაწერა. გერმანია უკრაინას სამ ერთეულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა MARS2-ს გადასცემს სლოვაკეთი უკრაინას ვერტმფრენებს, კანადა, პოლონეთი და ნიდერლანდები კი საარტილერიო დანადგარებს გადასცემენ ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების გადაცემა დააანონსა მინისტრმა რეზნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა „ძალიან პროდუქტიული“ იყო. „უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის კუთხით, მესიჯი იყო ხმამაღალი და მკაფიო: კართაგენი განადგურდება! არავინ შეგვიშლის! მთელი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება ჩვენს ხელშია. ამ ხელებმა უნდა მიიღონ უფრო მძიმე იარაღი", - წერს რეზნიკოვი. 15 ივნისს ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. „რამშტეინი 3“) შეხვედრა მიმდინარეობს. მანამდე, 23 მაისს, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე (გერმანია) უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფის მეორე შეხვედრა 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების დონეზე გაიმართა. უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევის ასეთი ინსტრუმენტი შეერთებული შტატების ინიციატივით შეიქმნა.
თბილისში ტრანსგენდერ ქალებს 20-მდე კაცი თავს დაესხა
თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ტრანსგენდერ ქალებს 20-მდე კაცი თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ცნობილია, დაშავებულია ორი პირი. Europetime-ს შს სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
სალომე ზურაბიშვილი ბაქოში, ილჰამ ალიევს შეხვდა
16 ივნისს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტი ბაქოს მე-9 გლობალურ ფორუმში მონაწილეობდა, რომლის თემაა „საფრთხეები გლობალური მსოფლიო წესრიგისთვის“. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ბაქოს IX გლობალური ფორუმის წარმატებით ჩატარება მიულოცა, საუბრისას რეგიონული თანამშრომლობისა და ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს სატრანსპორტო და ენერგეტიკული საკითები, აღინიშნა ახალი შესაძლებლობების გაჩენის პერსპექტივა სატრანზიტო სექტორში.
ეროვნული ბანკი სანქცირებული პირების მიერ საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, გამორიცხულია, სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს. მათივე ცნობით, საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილია და საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს. „ქვეყნის ცენტრალური ბანკი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს. საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილია და ბუნებრივია, საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის რეგულირებისას ყოველთვის საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული მოთხოვნებით ხელმძღვანელობს. შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ომის დაწყების მეორე დღესვე მისცა და ამასთან, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას, რაც ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას გამორიცხავს. ეროვნული ბანკის სწრაფ, ადეკვატურ და ეფექტიან მოქმედებებს არაერთხელ გამოეხმაურა როგორც დიპლომატიური კორპუსი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფი და ადეკვატური ქმედებებით ეფექტიანად წარიმართა საფინანსო სექტორის მიერ სანქციების დაცვის პროცესი“. ამავე დროს, ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რის შედეგადაც ბანკებს მუდმივად მიეწოდებათ განახლებული მონაცემები სანქცირებული პირების და ორგანიზაციების შესახებ. სანქციების თავიდან არიდებაში დახმარება არც ქართული ბანკების ინტერესში არ არის, ხოლო მათ საქმიანობას კი მუდმივად ზედამხედველობს ეროვნული ბანკი. ეს მიდგომები ცნობილია და სამაგალითოდაა შეფასებული ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მიერ“, – აღნიშნულია განცხადებაში. უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას თქმით რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები სანქციებს საქართველოს ბანკებისა და საფინანსო სისტემების საშუალებით არიდებენ თავს. Deutsche Welle წერს, რომ არახამიამ ეს განცხადება ვაშინგტონში, „გერმანიის მარშალის ფონდის“ შეხვედრაზე გააკეთა. მან ასევე მოუწოდა ვაშინგტონს ამ საკანონმდებლო ხვრელის აღმოსაფხვრელად იმოქმედონ.
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. ელჩის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა რჩება რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის წინაპირობად. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა, ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ არსებული რეგიონული პროექტები საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია. მთავრობის მეთაურმა თურქ დიპლომატს თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ასევე წაიკითხეთ: თურქეთის ელჩის თანამდებობაზე ფატმა ჯერენ იაზგანს ალი კაან ორბაი შეცვლის
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას ევროკავშირის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით 4 საპატრულო კატარღა გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, „დეფენდერის“ ტიპის 4 სწრაფმავალი მცირე საპატრულო კატარღა შეემატა. აღნიშნული კატარღების შეძენა და გადმოცემა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით პროექტ "SAFE"-ის ფარგლებში და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) კოორდინაციით განხორციელდა. კატარღების სანაპირო დაცვის შემადგენლობაში შეყვანასთან დაკავშირებით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის სამსახურის უფროსის მოადგილეს კატალინ გჰერმანს და გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში - საბინე მახლის უმასპინძლა. "ღონისძიების მიმდინარეობისას კატარღის მეთაურებმა მცურავ ერთეულებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები საზეიმოდ აღმართეს.კატარღები დაკვირვების, სანავიგაციო და კავშირგაბმულობის თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი. მათ დანიშნულებას წარმოადგენს ნავსადგურებსა და ტერიტორიული ზღვის ფარგლებში პატრულირება, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულების კონტროლი და საძიებო-სამაშველო ოპერაციების ჩატარება. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახელით სტუმრებს მადლობა გადაუხადა.ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოში საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესის მხარდაჭერას, რაც საზღვრის მართვის სისტემების განვითარებას და მოდერნიზებას გულისხმობს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია კი, სასაზღვრო პოლიციასთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს", - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველაზე მეტი ვიზიტორი იანვარ-მაისში რუსეთიდან და ბელორუსიდან შემოვიდა
საქართველოს ეროვული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან $841 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ყველაზე დიდი შემოსავალი მაისში დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში 319,000-მა ვიზიტორმა $258 მილიონი დოლარი დახარჯა.საქართველოში ტურისტების მიერ გაწეული დანახარჯებით, პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია. ჯამურად, რუსებმა წელს საქართველოში $150 მილიონი დოლარი დახარჯეს. მეორე ადგილზეა ბელარუსი ვიზიტორები (მიგრანტები), რომლებმაც წელს საქართველოში 94.6 მილიონი დახარჯეს.2022 წელის იანვარ-მაისში საქართველომ 1 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, მათი დანახარჯები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:1) რუსეთი - $150.4 მილიონი დოლარი;2) ბელორუსი - $94.6 მილიონი დოლარი;3) ევროკავშირი (27 ქვეყანა) - $90.3 მილიონი დოლარი;4) უკრაინა - $82.2 მილიონი დოლარი;5) თურქეთი - $80.8 მილიონი დოლარი;6) ისრაელი - $79.1 მილიონი დოლარი;7) აზერბაიჯანი - $30.6 მილიონი დოლარი;8) სომხეთი - $30.0 მილიონი დოლარი;9) საუდის არაბეთი - $24.6 მილიონი დოლარი;10) ირანი - $22.7 მილიონი დოლარი;დანარჩენი ქვეყნები - $155.7 მილიონი დოლარი.
იუსტიციის სამინისტრო: წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მათივე ცნობით, კომიტეტი დადებითად აფასებს, რომ დელეგაციას ვიზიტის ფარგლებში შესანიშნავი თანამშრომლობა და სრული მხარდაჭერა ჰქონდა როგორც იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობისგან, ისე პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებისგან. „2022 წლის 16 ივნისს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ვიზიტისშემდგომი ანგარიში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომენტარებთან ერთად. CPT დადებითად აფასებს, რომ დელეგაციას ვიზიტის ფარგლებში შესანიშნავი თანამშრომლობა და სრული მხარდაჭერა ჰქონდა როგორც იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობისგან, ისე პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებისგან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს პენიტენციური სისტემის გამჭვირვალობას. ანგარიშის მიხედვით, დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების არასათანადო მოპყრობის არცერთ ფაქტზე. პირიქით, CPT-ის შეფასებით, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითი და მშვიდი ურთიერთობა არსებობს. ევროპული კომიტეტის დადებითი შეფასება მიიღო პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სისტემამაც; კერძოდ, CPT-ის ანგარიშის მიხედვით, სწრაფად და ადვილად ხელმისაწვდომია გადამდებ დაავადებათა კონსულტაცია და მკურნალობა. კომიტეტის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს მიერ პენიტენციურ სისტემაში „კოვიდ-19“-ის მართვის პრაქტიკამ, რის შედეგადაც, პანდემიის მიუხედავად, შესაძლებელი იყო პატიმრების გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნება. რაც შეეხება ანგარიშში დაფიქსირებულ რეკომენდაციებს, მათი ნაწილი უკვე გათვალისწინებულია ან ასახულია იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ 10-წლიან სტრატეგიაში; კერძოდ, CPT-ის მხრიდან ყურადღება გამახვილდა საკნის გარე აქტივობების, დასაქმების, საგანმანათლებლო და სპორტული პროგრამების რაოდენობის გაზრდის საჭიროებაზე. ევროპულ კომიტეტს უკვე მიეწოდა ინფორმაცია, რომ 2021 წლის განმავლობაში არაერთი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიება განხორციელდა პენიტენციურ დაწესებულებებში, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 2151-მა პატიმარმა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატში ქალი პატიმრების გამარჯვება. ასევე, CPT-ის ვიზიტის შემდეგ პენიტენციურ სისტემაში დამტკიცდა სპორტის მართვის ახალი სისტემა, რომლის ფარგლებშიც პატიმრებს პროფესიონალი ინსტრუქტორები მოამზადებენ. სპორტული მოედნები განახლდა №5, №14, №15, №16 და №17 პენიტენციურ დაწესებულებებში; ამოქმედდა ციფრული უნივერსიტეტის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების შესაძლებლობა ექნებათ; დასაქმებულია 1000-ზე მეტი პატიმარი და ეს რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება. ევროპული კომიტეტის კიდევ ერთი რეკომენდაციაა პატიმრებს შორის ძალადობის შემცირება/პრევენცია და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა. CPT-ს მიეწოდა ინფორმაცია, რომ პატიმრებს შორის ძალადობის ან ერთმანეთზე ზემოქმედების ნებისმიერ მცდელობაზე სპეციალური პენიტენციური სამსახური ახდენს მყისიერ რეაგირებას. მუდმივ რეჟიმში ხორციელდება რისკებისა და საჭიროებების შეფასება, რის შედეგადაც ხდება ცალკეული პატიმრის გადაყვანა მაღალი რისკის დაწესებულებებში. შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, იწყება გამოძიება და ხდება დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა. პატიმართა შორის ძალადობის შემთხვევები კიდევ უფრო შემცირდება ახალი პენიტენციური დაწესებულებების ამოქმედებისა და არსებული დაწესებულებების უფრო მეტად განტვირთვის შემდეგ; კერძოდ, წლის ბოლომდე გაიხსნება პენიტენციური დაწესებულება დაბა ლაითურში, რომელიც 700-მდე პატიმარზე იქნება გათვლილი. რაც შეეხება თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას, ეს პროცესი დაწყებულია. ამასთან, დასაქმებულთა პირობები ეტაპობრივად უმჯობესდება. CPT-მ ითხოვა ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებებში მომხდარ ცალკეულ ინციდენტთან დაკავშირებითაც, რაც იუსტიციის სამინისტროს მხრიდან დადგენილ ვადაში მიეწოდა. ევროპული კომიტეტი განსაკუთრებით პოზიტიურად აფასებს იუსტიციის მინისტრის მზაობას, აქტიურად ითანამშრომლოს როგორც CPT-თან, ისე სახალხო დამცველთან. საქართველოს პენიტენციური სისტემის ღიაობას დამატებით ადასტურებს CPT-ის ანგარიშის გამოქვეყნება, რაც იუსტიციის სამინისტროს თანხმობის საფუძველზე განხორციელდა. პენიტენციური სისტემის რეფორმა აქტიურად გაგრძელდება იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიის შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული იქნება CPT-ის რეკომენდაციები. უკვე განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობის ყველაზე მკაფიო ინდიკატორი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკაა, რომლის მიხედვითაც, ევროპულ სასამართლოს 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არცერთი საქმე არ მიუღია წარმოებაში, რაც ადასტურებს პატიმართა უფლებების ქვეყნის შიგნით დაცვის მაღალ სტანდარტს. CPT-ის დელეგაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2021 წლის 17-24 მაისს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ მოინახულა ოთხი პენიტენციური დაწესებულება (№2, №14, №15 და № 17)“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სკოლებში საქართველოს ისტორიის გაძლიერებულ სწავლებას გეგმავენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ „საქართველოს ისტორიის“ სწავლების გაძლიერების კუთხით 2021 წლიდან აქტიური მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. "მთავარი მიზანი იყო, რომ ახალგაზრდებს საშუალო საფეხურზე ჩვენი ქვეყნის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად შეესწავლათ. შესაბამისად, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის (X-XII კლასების) ისტორიის სტანდარტი გადაიხედა, რისთვისაც სპეციალურად დაკომპლექტებული ისტორიკოსთა ჯგუფი შეიქმნა.აღნიშნული ჯგუფი აერთიანებდა ქართველ ისტორიკოსებს აკადემიური წრეებიდან – პროფესორებს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ასევე, ისტორიის პედაგოგთა ასოციაციის წევრებსა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივ ექსპერტებს, რომლებმაც 2022 წლის იანვარში დაასრულეს მუშაობა ისტორიის სტანდარტების რევიზიის მიმართულებით. სამუშაო პროცესში ჯგუფის წევრებმა სხვადასხვა ინიციატივა განიხილეს და არაერთ სადისკუსიო საკითხზე იმსჯელეს.ქართველ ისტორიკოსთა ერთობლივი მუშაობის შედეგად, მიღებულ იქნა ისტორიის განახლებული სტანდარტი, რომლის თანახმად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში „საქართველოს ისტორია“ და „ისტორია“ ცალ-ცალკე საგნად გაიწერა. საგნის „საქართველოს ისტორია“ სწავლებისას აქცენტი გაკეთდება ქართული ისტორიოგრაფიისთვის აქტუალური პრობლემების კვლევაზე და მათ სიღრმისეულ გააზრებაზე. „ისტორიის“ საგნის სწავლება კი მთავარ მიზნად ისახავს მსოფლიო ისტორიული მოვლენების/პროცესების შესწავლასა და მათთან საქართველოს ისტორიის საკითხების დაკავშირებას.სხვა საგნების მსგავსად, ისტორიის სტანდარტიც სრულად ეფუძნება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ერთიან კონცეფციას. აქცენტი კეთდება ისეთ მიდგომებზე, როგორებიცაა: კონსტრუქტივიზმის პრინციპები, ცნებების პედაგოგიკა და დიფერენცირებული სწავლება.გრიფირების პროცესი უკვე დაწყებულია და გრიფირებისთვის წარმოდგენილია 5 სხვადასხვა გამომცემლობის სახელმძღვანელო - საგანში "საქართველოს ისტორია".შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული რეცენზენტების ჯგუფის მიერ მიმდინარეობს სახელმძღვანელოების შეფასების პროცესი, რომელიც ივლისის ბოლომდე დასრულდება.შემფასებელთა ჯგუფში შედიან: პრაქტიკული გამოცდილების მქონე მასწავლებლები, დარგის მეცნიერები, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი, ფსიქოლოგები, ფილოლოგები და ასევე სპეციალისტი, რომელიც სახელმძღვანელოს აფასებს სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით.2022-23 სასწავლო წლიდან X კლასის მოსწავლეებს „საქართველოს ისტორიის“ ახალი სახელმძღვანელო ექნებათ",- ნათქვამია განცხადებაში.
ილჰამ ალიევი: სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანის მიერ შემოთავაზებული ხუთი პრინციპი, ახლა ყველაფერი პრაქტიკულ სამუშაოზეა დამოკიდებული
სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის შესახებ აზერბაიჯანის მიერ წამოყენებული წინადადებები ასევე, ერთმანეთის საზღვრების მიმართ ქვეყნების ურთიერთპატივისცემას მოიცავს, - აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოს გლობალური ფორუმის გახსნაზე (საფრთხეები გლობალური მსოფლიო წესრიგისთვის) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს „მოხარული ვართ, რომ სომხეთის მთავრობამ ეს ხუთი პრინციპი მიიღო“, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ახლა მთავარია მხარეებმა ამ მიმართულებით პრაქტიკული მუშაობა განახორციელონ. „აზერბაიჯანში უკვე შექმნილია კომისია საზღვრის დელიმიტაციისთვის. სომხეთისგანაც იგივე ნაბიჯს ველით", - განაცხადა ალიევმა. 9 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცახადა, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა. აზერბაიჯანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სომხეთთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დალაგების საფუძველი შემდეგი პრინციპები გახდეს: - მხარეებმა ორმხრივად უნდა ცნონ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო საზღვრები და ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობა; - მხარეებმა უნდა აღიარონ, რომ სახელმწიფოებს ერთმანეთის მიმართ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები და აიღებენ იურიდიულ ვალდებულებას, რომ მომავალშიც ასეთ პრეტენზიებს ერთმანეთთან მიმართებით არ წამოაყენებენ; - მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ და არ დაემუქრონ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ერთმანეთის უსაფრთხოებას. ასევე თავი უნდა შეიკავონ ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან, აგრეთვე გაეროს წესდების მიზნებთან შეუთავსებელი სხვა გარემოებებისგან; - მოახდინონ საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია, დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები, გახსნან ტრანსპორტის მიმოსვლა და კომუნიკაცია; - დაამყარონ კომუნიკაცია და ითანამშრომლონ სხვა სფეროებში, სადაც ერთობლივი ინტერესები აქვთ; მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ „აზერბაიჯანის წინადადებებში მიუღებელი არაფერია“. 2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC წერს, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი უკრაინაში ომის მხარდაჭერისთვის, ასევე - ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა - „უკრაინელი ბავშვების იძულებით გადაყვანისა და გაშვილებისთვის“. „ჩვენი სამიზნეები არიან პუტინის ომის ხელშემწყობები და დამნაშავეები, რომლებმაც უკრაინას წარმოუდგენელი ტანჯვა მიაყენეს, მათ შორის ბავშვების იძულებით გადაყვანა და გაშვილება“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რუსეთის მოქალაქეს, რომელიც რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაშია ბრალდებული, საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა - შსს
შსს-ს ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეს, რომელიც რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაშია ბრალდებული, საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა. დეტალებს უწყება განცხადებით განმარტავს. „12 ივნისს რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან საქართველოს საზღვარზე შემოვიდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოგუზ ინსა (OGUZ INSA), რაც დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციის მიერ მის პასპორტში გაკეთებული შტამპით. აღნიშნულ პიროვნებას „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, ვინაიდან იგი იძლეოდა აშკარად ცრუ და ურთერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას თავისი ვიზიტის მიზნების შესახებ, რაზეც შედგა შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტი და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. მეორე დღეს, 13 ივნისს, აღნიშნული მოქალაქე კვლავ გამოცხადდა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე და მოითხოვა საერთაშორისო დაცვა. მისი განმარტებით, ის ბრალდებულია რუსეთის ფედერაციაში ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამო და სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვს შინაპატიმრობა საქმის არსებით განხილვამდე. მისივე განმარტებით, მან დაარღვია შინაპატიმრობის წესები, მოიხსნა ე.წ. ,,სამაჯური" და საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ აპირებდა საქართველოში შემოსვლას. აღსანიშნავია, რომ მასობრივი ინფორმაციის წყაროებიდან ნამდვილად იკვეთება, რომ აღნიშნული პირი არის ბრალდებული ისეთ მძიმე საერთაშორისო დანაშულში, როგორიც არის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის საკითხი თანხვედრაში უნდა იყოს საზღვრის კვეთის შესაბამის მოთხოვნებთან. თუკი პირი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს, მათ შორის, თუკი პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს ან თუ პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ისეთ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ასეთ პირს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით. „ლტოლვილთა შესახებ კონვენციის“ (1951 წელი) 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც სრულ თანხვედრაშია ამ კონვენციის დებულებებთან, სახელმწიფოს ანიჭებს უფლებას შეზღუდოს უცხოელის ქვეყანაში შესვლა, როდესაც საკითხი ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს რუსეთთან დიალოგის საკითხი, ნებისმიერი ზეწოლა მიუღებელია - პოლონეთის საგარეო უწყება
უკრაინამ თავად უნდა განსაზღვროს რუსეთთან დიალოგის ფორმულა და ნებისმიერი ზეწოლა ამ მიმართულებით მიზანშეწონილი არ არის. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარკინ პრჟიდაჩმა პოლონურ მედიასთან განაცხადა. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წელს საქართველოზე თავდასხმის შემდეგ (ასევე, უკრაინაში 2014 წლის მოვლენები) მოსკოვთან დიალოგს არ მოჰყოლია სტაბილიზაცია და მშვიდობა. დიპლომატის თქმით, პირიქით, ასეთმა პოლიტიკამ პუტინს დრო მისცა მორიგი სამხედრო ოპერაციებისთვის მოსამზადებლად და ამას დასავლური პოლიტიკის სისუსტედ აღიქვამდა. „პოლონური მხარე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს უკრაინაზე ზეწოლას ნაჩქარევი დიალოგისთვის [რუსეთთან]“, - ხაზგასმით აღნიშნა დიპლომატმა. მან აღნიშნა, რომ პუტინმა დაარღვია გერმანიისა და საფრანგეთის მიერ გარანტირებული მინსკის შეთანხმებები. „აქედან გამომდინარე, გაურკვეველია, საიდან მოდის რწმენა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება და დიალოგი შეიძლება, კვლავ აღიქმებოდეს პუტინის მიერ ვალდებულებად“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. 16 ივნისს უკრაინაში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი ჩავიდნენ. მანამდე მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას „რუსეთთან მოლაპარაკება მოუწევს“. „რუსეთს თუ ამ ომის დასრულება სურს, რადგან მედიით ისინი სწორედ ამას ამბობენ, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ. უკრაინის შესახებ მოლაპარაკების მაგიდა უკრაინის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, ეს მოლაპარაკებები უნდა იყოს პირდაპირი. შეგვიძლია, ვისაუბროთ შუამავლებით, ან შუამავლების გარეშე - თუ რუსეთის ფედერაცია მზადაა, ომის დასასრულებლად, გამოდის, ჩვენი ტერიტორიების დასატოვებლად, ნებისმიერ მომენტში ასეთი ფორმატისთვის მე პირადად მზად ვარ", – განაცხადა თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მაკრონმა ირპენში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსული ჯარების მიერ განადგურებულ ქალაქ ირპინში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინამ ომის მოგება უნდა შეძლოს.ამის შესახებ მაკრონმა Twitter-ზე დაწერა. საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და რუმინეთის ლიდერები ირპენში ჩავიდნენ უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჩავიდნენ "ირპენი უკრაინაშია. ჩვენ ვნახეთ განადგურებული ქალაქი და ბარბაროსობის კვალი. ასევე უკრაინელი ქალებისა და კაცების გმირობა, რომლებმაც შეაჩერეს რუსული არმია, როდესაც ის კიევზე მიდიოდა. უკრაინა წინააღმდეგობას უწევს. მან უნდა შეძლოს გამარჯვება", - წერს მაკრონი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2008 წელს საქართველოზე თავდასხმის შემდეგ, მოსკოვთან დიალოგს სტაბილიზაცია და მშვიდობა არ მოჰყოლია - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ 2008 წელს საქართველოზე თავდასხმა მოიყვანა იმის მაგალითად, რომ რუსეთთან დიალოგს აზრი არ აქვს. თბილისის შემთხვევა პოლონელმა დიპლომატმა უკრაინის კონტექსტში ახსენა. „უკრაინამ თავად უნდა განსაზღვროს რუსეთთან დიალოგის ფორმულა და ნებისმიერი ზეწოლა ამ მიმართულებით მიზანშეწონილი არ არის“, მიიჩნევს მარკინ პრჟიდაჩი. „2008 წელს საქართველოზე თავდასხმის შემდეგ (ასევე, უკრაინაში 2014 წლის მოვლენები) მოსკოვთან დიალოგს არ მოჰყოლია სტაბილიზაცია და მშვიდობა“, - აღნიშნავს პოლონელი დიპლომატი და ამატებს, რომ პირიქით, ასეთმა პოლიტიკამ პუტინს დრო მისცა მორიგი სამხედრო ოპერაციებისთვის მოსამზადებლად, რასაც ის დასავლური პოლიტიკის სისუსტედ აღიქვამდა. „პოლონური მხარე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს უკრაინაზე ზეწოლას ნაჩქარევი დიალოგისთვის [რუსეთთან]“, - ხაზგასმით აღნიშნა დიპლომატმა. მანვე აღნიშნა, რომ პუტინმა დაარღვია გერმანიისა და საფრანგეთის მიერ გარანტირებული მინსკის შეთანხმებები. „აქედან გამომდინარე, გაურკვეველია, საიდან მოდის რწმენა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება და დიალოგი შეიძლება, კვლავ აღიქმებოდეს პუტინის მიერ ვალდებულებად“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. 16 ივნისს უკრაინაში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი ჩავიდნენ. მანამდე მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას „რუსეთთან მოლაპარაკება მოუწევს“. „რუსეთს თუ ამ ომის დასრულება სურს, რადგან მედიით ისინი სწორედ ამას ამბობენ, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ. უკრაინის შესახებ მოლაპარაკების მაგიდა უკრაინის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, ეს მოლაპარაკებები უნდა იყოს პირდაპირი. შეგვიძლია, ვისაუბროთ შუამავლებით, ან შუამავლების გარეშე - თუ რუსეთის ფედერაცია მზადაა, ომის დასასრულებლად, გამოდის, ჩვენი ტერიტორიების დასატოვებლად, ნებისმიერ მომენტში ასეთი ფორმატისთვის მე პირადად მზად ვარ", – განაცხადა თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თსუ რექტორისა და სტუდენტების შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინალური გამოცდები 20 ივნისს დაიწყება და 3 საგამოცდო ცენტრში - თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში ჩატარდება, - ამის შესახებ რექტორისა და სტუდენტების შეხვედრის შემდეგ უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათი ინფორმაციით, რექტორისა და სტუდენტების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ თითოეული მოთხოვნის შესაბამისად ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფები და პლატფორმები, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ, ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად, სამუშაო ფორმატში განიხილონ აქტუალური საკითხები. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაცია პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, მოლაპარაკების ფორმატში ერთობლივად, პუნქტობრივად განიხილეს სტუდენტთა აღნიშნული ჯგუფის მიერ წარმოდგენილი შემდეგი ძირითადი მოთხოვნები: სტუდენტური საერთო საცხოვრებლების საკითხი, უნივერსიტეტის ბიუჯეტის გამჭვირვალობა, რექტორის არჩევის წესი, ფინალური გამოცდების ფორმატი და სხვა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ თითოეული საკითხის შესაბამისად ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფები და პლატფორმები, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ, ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად, სამუშაო ფორმატში განიხილონ აქტუალური საკითხები, გამოიჩინონ ინიციატივა და მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ცვლილებების განხორციელების პროცესში. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ორგანიზებით თემატური სამუშაო ჯგუფები უკვე მზადაა სტუდენტებთან შესახვედრად და კონსტრუქციულ ფორმატში სამუშაოდ. რაც შეეხება ფინალური გამოცდების ფორმატს, თითოეული ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფინალური გამოცდები იწყება 20 ივნისს 3 საგამოცდო ცენტრში: თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ ახერხებს საგამოცდო პროცესში მონაწილეობას, მას მიეცემა საშუალება მიმართოს თავისი ფაკულტეტის ადმინისტრაციას, რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს და შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში სტუდენტებს შესთავაზებს გამოცდის გადატანას სექტემბერში. შესაბამისად, სტუდენტთა გარკვეულ ნაწილთან დაკავშირებული სირთულეებიც მოიხსნება“,- ნათქვამია თსუ-ის განცხადებაში.
ზელენსკიმ კიევში, პრეზიდენტის სასახლეში საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები მიიღო
პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევში, პრეზიდენტის სასახლეში საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები მიიღო. საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინამ რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს და გაიმარჯვოს. BBC წერს, რომ ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი მიზნად ისახავენ, დაუპირისპირდნენ მათი ქვეყნების მიერ გამოხატული მხარდაჭერისადმი არსებულ კრიტიკას და კიევს შესთავაზონ როგორც ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება, ასევე - იარაღი“. უკრაინის ელჩი გერმანიის მთავრობას: რატომ აჭიანურებთ ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდებას, როდესაც უკრაინას სისხლი სდის დონბასში? კიევამდე, ლიდერები ირპენში ჩავიდნენ. „ირპენი უკრაინაშია. ჩვენ ვნახეთ განადგურებული ქალაქი და ბარბაროსობის კვალი. ასევე, უკრაინელი ქალებისა და კაცების გმირობა, რომლებმაც შეაჩერეს რუსული არმია. უკრაინა წინააღმდეგობას უწევს. მან უნდა შეძლოს გამარჯვება", - წერს მაკრონი Twitter-ზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.