ძებნის რეზულტატი:
დასავლეთი უკრაინაში ომის სამ სცენარს განიხილავს - CNN
დასავლეთის ქვეყნების მაღალჩინოსნები და ანალიტიკოსები რუსეთ-უკრაინის ომში მოვლენების განვითარების სამ სცენარს განიხილავს. ამის შესახებ CNN იუწყება. პირველი შესაძლო სცენარია, ის, რომ რუსეთი თანდათან დაიპყრობს ახალ ტერიტორიებს ლუგანსკისა და დონეცკის მხარეებში. მეორე სცენარი: ბრძოლებში რომელიმე მხარე თუ არ დაწინაურდება, ომი თვეობით ან წლობით გაგრძელდება დიდი დანაკარგებით და მსოფლიო ეკონომიკისთვის მძიმე შედეგებით. დასავლეთისთვის მესამე სავარაუდო სცენარი, ყველაზე სარწმუნოა - კერძოდ, რუსეთი დააკორექტირებს თავის მიზნებს და განაცხადებს, რომ მიაღწია იმას, რაც დაგეგმილი ჰქონდა და შეეცდება მოამზადოს ნიადაგი საომარი მოქმედებების დასასრულისთვის. აშშ-ში შიშობენ, რომ თუ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასაყრდენს იპოვის, პუტინი ამ ტერიტორიებს გამოიყენებს, როგორც პლაცდარმს უკრაინის სიღრმეში შემდგომი შეტევისთვის. დასავლეთის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ძალების რაოდენობრივი უპირატესობის გამო, უფრო ხელსაყრელ პირობებშია. თუმცა, მძიმე ბრძოლების შემდეგ ორივე მხარეს დიდი დანაკარგებით, შესაძლოა სამხედროების დეფიციტი შეექმნას. რუსეთმა შესაძლოა დაკარგოს სახმელეთო ძალების მესამედი (არ არის დაკონკრეტებული სევეროდონეცკის მიმართულებაზეა საუბარი თუ უფრო ფართოზე). ამიტომ რუსეთისთვის იოლი არ იქნება მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა სრული მობილიზაციის გარეშე, რასაც პუტინი საშიშ ნაბიჯად მიიჩნევს. „ვფიქრობ, მალე დადგება მომენტი, როდესაც ერთი ან მეორე მხარე წარმატებული იქნება. ან რუსეთის ფედერაცია მიაღწევს სლავიანსკსა და კრამატორსკამდე, ან უკრაინელები შეაჩერებენ მათ. თუ უკრაინელები შეძლებენ ტერიტორიის დაცვას ასეთი ბალანსით და ძალაუფლების შენარჩუნებას, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - აცხადებს NATO-ს მაღალჩინოსანი. 15 ივნისს ბრიუსელში უკრაინის შეიარაღებაში კოორდინირებული დახმარების საკითხზე „რამშტეინის“ ფორმატის მესამე შეხვედრა იმართება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პოლიციამ ჯგუფურად გამოძალვისა და ძალადობის საქმეზე სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და კახეთში სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „1976 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ქ.ხ.-ს ბრალი ედება ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში, ხოლო წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები – 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1975 წელს დაბადებული თ.ღ. ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით არიან დაკავებული. დანაშაულები 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქე ე.ბ.-ს, ძალადობის გამოყენების მუქარით, 4000 ლარი მოსთხოვეს. გ.ბ. და თ.ღ. კონკრეტულ ვადაში თანხის გადაუხდელობის მოტივით დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ და სხეულზე დაზიანებები მიაყენეს. შემდგომი ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, ე.ბ.-მ მოთხოვნილი თანხა ბრალდებულებს გადასცა“, – აცხადებენ შსს-ში. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა სამივე პირი თბილისსა და კახეთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს. პოლიციამ გ.ბ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი და 18 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. ქ.ხ.-ს და თ.ღ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას და ძალადობას გულისხმობს.
რუსულ ბაზარზე უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტია - მედია
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ბაზარზე უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტი შეინიშნება და გარკვეულ სეგმენტებზე ფასები სამჯერ გაიზარდა. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ ბაზრის მონაწილეებზე დაყრდნობით წერს. გაზეთის ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, დეფიციტი ჩინეთის კომპანია DJI-ის მიერ რუსეთში მიწოდების შეწყვეტის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელსაც სამომხმარებლო „დრონების“ ბაზრის 90%-ი უჭირავს. სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის დირექტორმა რუსლან პუხოვმა „კომერსანტს“ განუცხადა, რომ, მისი აზრით, თვითგამოცხადებული DNR და LNR მარაგის შესყიდვის სამოქალაქო ინიციატივებმა ხელი შეუწყო უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტს. საშუალოდ, თებერვლიდან მოყოლებული დრონები გაძვირდა 30%-ით (ელექტრონული პროდუქციის ფასების ანალოგიურად, წერს გაზეთი), ამასთან, პროფესიონალური გამოყენების სეგმენტში – მაგალითად, ნავთობისა და გაზის სეგმენტში, საძიებელი და სამაშველო სამუშაოების წარმოების ფასები სამჯერ გაიზარდა. „ის, რაც ადრე ღირდა დაახლოებით 1 მილიონი რუბლი, ახლა იყიდება 3 მილიონ რუბლზე მეტად“, - თქვა ნიკოლაი რიაშინმა, Hive-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც დრონოპორტებს აწარმოებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინთან მოსალაპარაკებლად მზად ვარ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მოსალაპარაკებლად მზად არის. სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ მან დანიაში მედიის წარმომადგენლებისთვის ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, მხოლოდ პუტინი წყვეტს, შეჩერდება თუ არა რუსეთის არმია. „რუსეთს თუ ამ ომის დასრულება სურს, რადგან მედიით ისინი სწორედ ამას ამბობენ, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ. უკრაინის შესახებ მოლაპარაკების მაგიდა უკრაინის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, ეს მოლაპარაკებები უნდა იყოს პირდაპირი. შეგვიძლია ვისაუბროთ შუამავლებით, ან შუამავლების გარეშე – ჩემთვის სულერთია. თუ რუსეთის ფედერაცია მზადაა ომის დასასრულებლად, გამოდის, ჩვენი ტერიტორიების დასატოვებლად, ნებისმიერ მომენტში ასეთი ფორმატისთვის მე პირადად მზად ვარ", – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა ომი დასრულდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სტოლტენბერგი: NATO-ს მოკავშირეები უნდა მოემზადონ უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის, რადგან ომის დასრულების პროგნოზირება რთულია
რუსეთის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, უკრაინას მეტი მძიმე იარაღი უნდა ჰქონდეს NATO-ს ქვეყნებიდან და ეს საკითხი დღეს, 15 ივნისს, უკრაინის მხარდაჭერისთვის საკონტაქტო ჯგუფის NATO-ს შტაბ-ბინაში განიხილება. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ალიანსის გენმდივნის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება უკრაინის მხარდაჭერისთვის. ეს არის ფორმატი, რომელიც შეიქმნა რამშტეინის ბაზაზე რამდენიმე თვის წინ და რეგულარულად იკრიბება NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით, რათა უკრაინას მიეწოდოს სხვადასხვა ტიპის იარაღი, სამხედრო ტექნიკა, მათ შორის მძიმე იარაღი“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შვიდი მოკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ზელენსკი: უკრაინა არ ითხოვს იმაზე მეტ იარაღს, ვიდრე საჭიროა თავისუფლების დასაცავად მისივე თქმით, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას მრავალი წლის განმავლობაში უჭერდნენ მხარს. 2014 წლიდან NATO-ს მოკავშირეებმა მოამზადეს და აღჭურვეს ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი და ოფიცერი, რომლებიც ახლა ფრონტის ხაზზე იმყოფებიან.„მაგრამ ისინი უნდა მოემზადონ გრძელვადიან პერსპექტივაში მხარდაჭერისთვის, რადგან არ არსებობს იმის პროგნოზი, თუ როგორ და როდის დასრულდება ეს ომი. ამიტომ, ისინი მზად უნდა იყვნენ, რომ გააგრძელონ ეს მხარდაჭერა დიდი ხნით და ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შტუტგარტში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა
შტუტგარტში გაიმართა საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ოფიციალური ცერემონია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გენერალური საკონსულო გახსნეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ, მიუნხენის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, მამა თამაზმა და გენერალურმა კონსულმა ლევან ღვაჩლიანმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები.
უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 313 ბავშვი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, სულ მცირე 313 ბავშვი დაიღუპა და 579 დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება. მათივე ცნობით, ბავშვების დაღუპვისა და დაშავების შემთხვევების უმეტესობა დონეცკში ფიქსირდება. "მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან ინციდენტების დადასტურება აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რთულია. ბავშვების დაღუპვისა და დაშავების შემთხვევების უმეტესობა დონეცკში ფიქსირდება, რომელსაც ხარკოვისა და კიევის ოლქები მოსდევს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მარკ რუტე: ნიდერლანდები გერმანიასთან ერთად მალე მზად იქნება, უკრაინაში 12 თვითმავალი ჰაუბიცა გაგზავნოს
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გერმანიასთან ერთად მალე მზად იქნება უკრაინაში გაგზავნოს 12 თვითმავალი ჰაუბიცა Panzerhaubitze 2000. მისი თქმით, დახმარება უკრაინული ეკიპაჟის სწავლების დასრულებისთანავე გაიგზავნება. „ახლა ჩვენ ვავარჯიშებთ უკრაინელებს Panzerhaubitze 2000 სისტემებზე და ვიმედოვნებთ, რომ მათგან 12-ს, უკრაინაში გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან რაც შეიძლება მალე გავგზავნით“, - განაცხადა რუტემ. მან აღნიშნა, რომ არსებობს ორი რამ, რაც ნამდვილად აერთიანებს NATO-ს მოკავშირეებს: ტრანსატლანტიკური ორიენტაცია და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის აბსოლუტური საჭიროება. ამიტომ, ისინი იმუშავებენ, რომ უკრაინას რაც შეიძლება მეტი დახმარება გაუწიონ, მათ შორის არის ჰუმანიტარული დახმარებისა და მძიმე იარაღის მიწოდება კიევისთვის. ზელენსკი: უკრაინა არ ითხოვს იმაზე მეტ იარაღს, ვიდრე საჭიროა თავისუფლების დასაცავად როგორც ცნობილია, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინა მალე მიიღებს Panzerhaubitze 2000-ის თვითმავალ ჰაუბიცებს. ამ სისტემების უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობის შესახებ მაისში გახდა ცნობილი. სულ იგზავნება 12 ჰაუბიცა, შვიდი გერმანიიდან და ხუთი - ნიდერლანდებიდან. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა სამშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარების წვრთნა გერმანული ჰაუბიცების გამოყენებისთვის, მალე დასრულდება, რაც გზას გაუხსნის უკრაინის ომში იარაღის გამოყენებას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გერმანიის ელჩი 16 ივნისს შეკრებაზე პრეზიდენტის ინიციატივას იწონებს და ევროპის მოედანზე მისვლას გეგმავს
გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში 16 ივნისს შეკრებაზე პრეზიდენტის ინიციატივას იწონებს და ევროპის მოედანზე მისვლას გეგმავს. „საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ხვალ, 16 ივნისს, 19 საათზე მოსახლეობა მიიწვია ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, როდესაც სახელმწიფოს მეთაური თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია ევროპის მიმართ. ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები, რათა გავხდე ამ ნების გამოხატვის მოწმე“, - აღნიშნულია ელჩის განცხადებაში. პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც მიმართა, შეუერთდნენ ამ შეკრებას. პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ვისი მიზანიც ევროპაა, მასთან „ერთად დადგნენ მიკროფონების გარეშე“. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 16 ივნისის შეკრების ინიციატივა „სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია, რადგან აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული“. ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის შეთავაზებას იღებს და 16 ივნისის აქციაში მონაწილეობას გეგმავს. საგარეო საქმეთა სამინისტრო: გერმანიის პოლიტიკური წრეები ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან
ოლექსი არესტოვიჩი: ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვაზე, რადგან უკრაინას დაპირებულ მძიმე შეიარაღებას არ აძლევთ
ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე, რადგან უკრაინას დაპირებულ მძიმე შეიარაღებას არ აძლევთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის გერმანული წარმოების საბრძოლო ტანკების გადაცემაზე ბერლინმა მადრიდს უარი განუცხადა. ზელენსკი: უკრაინა არ ითხოვს იმაზე მეტ იარაღს, ვიდრე საჭიროა თავისუფლების დასაცავად მედია: გერმანიამ ესპანეთს, ტანკების უკრაინისთვის გადაცემის უფლება არ მისცა "ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე. ბავშვები ყოველდღე იღუპებიან, ჩვენ ყოველდღე ვკარგავთ 100 ჯარისკაცს, რადგან თქვენ არ გვაძლევთ მძიმე შეიარაღებას. უკრაინის არმია ძლიერია, შეგვეძლო რუსების ჩვენი ქვეყნიდან განდევნა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება იარაღი", - განაცხადა არესტოვიჩმა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის შესახებ. მედია: გერმანიამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მინიმუმამდე შეამცირა რასმუსენი: გერმანია უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების საკითხზე ზედმეტად ყოყმანობს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინამ იმ იარაღის ჩამონათვალი გაავრცელა, რომელიც ქვეყნის არმიას ომის დასასრულებლად სჭირდება იენს სტოლტენბერგი: უკრაინამ უფრო მეტი მძიმე შეიარაღება უნდა მიიღოს გერმანული კონცერნი მზადაა, უკრაინაში ქვეითი საბრძოლო მანქანები გაგზავნოს - Bild მარკ რუტე: ნიდერლანდები გერმანიასთან ერთად მალე მზად იქნება, უკრაინაში 12 თვითმავალი ჰაუბიცა გაგზავნოს უკრაინის ელჩი გერმანიის მთავრობას: რატომ აჭიანურებთ ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდებას, როდესაც უკრაინას სისხლი სდის დონბასში?
საქსტატი: შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 4.1 ლარით გაიზარდა და 245 ლარი გახდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში საარსებო მინიმუმის განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემით, მაისში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 245.1 ლარს შეადგენს. საარსებო მინიმუმი 2021 წლის ამ პერიოდში 205.6 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, წინა წლის საარსებო მინიმუმთან შედარებით, 2022 წლის მაისის მონაცემი დაახლოებით 20%-ით მეტია. საქართველოში საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით დგინდება, ხოლო მინიმალური სასურსათო კალათის მთელი შემადგენლობის ღირებულება გამოიანგარიშება შემდეგი წესით: საქართველოს ხუთ ქალაქში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში სასურსათო კალათის შემადგენელი პროდუქტისათვის დგინდება საშუალო ფასი, ხსენებული ქალაქების გასაშუალოებული ფასების დათვლის შედეგად მიღებული შედეგები კი მთელი ქვეყნის მასშტაბით პროდუქტების საშუალო ფასს წარმოადგენს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.
UNICEF: უკრაინელი ბავშვების თითქმის ორი მესამედი დევნილია
უკრაინელი ბავშვების თითქმის ორი მესამედი იძულებით გადაადგილებულია - იქნება ეს დევნილი ქვეყნის შიგნით თუ ისინი, ვინც საზღვრებს გარეთ გაიქცა. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიას კონკრეტული ციფრი არ დაუსახელებია. „ციფრები შემაძრწუნებელია - უკრაინის ბავშვების თითქმის ორი მესამედი იძულებით გადაადგილებულია - იქნება ეს დევნილი ქვეყნის შიგნით თუ ისინი, ვინც საზღვრებს გარეთ გაიქცა. ბავშვები იძულებულნი არიან, დატოვონ სახლები, მეგობრები, სათამაშოები და ძვირფასი ნივთები, ოჯახის წევრები და აწყდებიან მომავლის სირთულეებს. ეს არასტაბილურობა ბავშვებს მომავალს ართმევს – ტრავმამ და შიშმა შეიძლება, ხანგრძლივი გავლენა მოახდინოს ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა აფშან ხანმა, გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა. აფშინ ხანი უკრაინაში გასულ კვირას იმყოფებოდა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (OHCHR) უახლესი მონაცემებით, ძირითადად, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების გამო 277 ბავშვი დაიღუპა და 456 ბავშვი დაშავდა. UNICEF-ის რეგიონულმა დირექტორმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთში სულ მცირე 1,4 მილიონი ადამიანს წყალზე წვდომის პრობლემა აქვს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მედვედევი: ვინ თქვა, რომ უკრაინა ორ წელიწადში იარსებებს მსოფლიო რუკაზე?
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა თავის Telegram არხზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ორ წელიწადში მსოლიო რუკაზე უკრაინის არსებობა ეჭვქვეშ დააყენა. მედვედევის პოსტი ეძღვნება ცნობებს, რომლის თანახმადაც უკრაინამ შეერთებულ შტატებს თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება Lend-Lease-ით ორ წელიწადში გადახდის პირობებით შესთავაზა. აქ არის ერთი კითხვა და ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე? - წერს მედვედევი. მედვედევმა არ დააკონკრეტა რა შეიძლება იყოს, მისი აზრით, მსოფლიო რუკაზე ორ წელიწადში უკრაინის არარსებობის მიზეზი . რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის რეგიონების აღება მის ტექსტში არ არის ნახსენები. მანამდე მედვედევი ამტკიცებდა, რომ პოლონეთი „უკრაინის დაყოფის“ პროვოცირებას აპირებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ლომჯარია პრეზიდენტს: თქვენი მხრიდან რატომ არ იდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რაც ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებად ჩაითვლებოდა
საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის მოსმენის შემდეგ პრეზიდენტთან შეკითხვები აქვს. „იყოს საკითხები, რომლებშიც პრეზიდენტს ვეთანხმები. თუ ის თვლიდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები, რისი მიღებაც, მისი აზრით, იყო გაუმართლებელი, შეეძლო ემოქმედა, მაგალითად, ვეტო დაედო, ან შეწყალების უფლება გამოეყენებინა. მივმართე კიდეც. მან არ ახსენა, რომ რეზოლუციაში ეს საკითხიც არის მოხსენიებული და გვერდი აუარა. მე მაქვს მასთანაც კითხვები - მისი მხრიდან რატომ არ იდგმება შესაბამისი ნაბიჯები, რაც ჩაითვლებოდა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებად. რა თქმა უნდა, მას ბევრის გაკეთება არ შეუძლია, თუმცა რისი მანდატიც აქვს, ვფიქრობ, თუკი მას პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა სახალხო დამცველმა მედიასთან. 14 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება და განაცხადა, რომ ბრიუსელში მას გაფუჭებული საქმე დახვდა. პრეზიდენტის შეფასებით, გაფუჭებული საქმე ყველაზე ნათლად გამოჩნდა რეზოლუციის იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ზურაბიშვილი თვლის, რომ ასეთი ტექსტი თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იყო გაწეული სათანადო მუშაობა ევროპარლამენტის იმ პარტიებთან, რომლებიც რეზოლუციის მომზადებაში მონაწილეობდნენ.
შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, მატი ვანჰანენს და პარლამენტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ფინეთს შორის არსებული ნაყოფიერი ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა, რომ პოზიტიურად ვითარდება საპარლამენტო თანამშრომლობა, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს შორის. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე შეტანილ განაცხადსა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ფინეთს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. მხარეებმა, ასევე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობა მიმოიხილეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ნატოში გაწევრიანება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შალვა პაპუაშვილმა წარმატება უსურვა ნატოში გაწევრიანების გზაზე მყოფ ფინეთს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.
Bloomberg: მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა $1,4 ტრილიონი დაკარგეს
Bloomberg-ის გათვლებით, მსოფლიოს 500 უმდიდრესმა ადამიანმა 2022 წლის დასაწყისიდან $1,4 ტრილიონი დაკარგა, მათ შორის $206 მილიარდი მხოლოდ 13 ივნისს. სააგენტომ ეს დასკვნა საკუთარი „მილიარდერთა ინდექსის“ მონაცემების საფუძველზე მოამზადა. ყველაზე დიდი ზარალი Binance -ს კრიპტოვალუტის ბირჟის დამფუძნებელს ჩანგპენგ ჩაოს მიადგა. ის Bloomberg-ის მილიარდერების საერთო რეიტინგში 190-ე ადგილს იკავებს და წლის დასაწყისიდან $85,6 მილიარდი დაკარგა. სააგენტოს მიერ მისი ქონება $10,2 მილიარდად არის შეფასებული. Tesla-სა და Space X-ის დამფუძნებელი ელონ მასკი ზარალის მხრივ მეორე ადგილზეა, მისი ქონება $73,2 მილიარდით შემცირდა, მესამეზეა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომელმაც $65,3 მილიარდი დაკარგა. Meta-ს ხელმძღვანელის მარკ ცუკერბერგის დანაკარგი $64,4 მილიარდია. მეხუთე ადგილზეა Louis Vuitton Moët Hennessy ჯგუფის პრეზიდენტი ბერნარ არნო, რომელმაც წლის დასაწყისიდან $56,8 მილიარდი დაკარგა.
ირაკლი კობახიძე: კიდევ კარგი, ზურაბიშვილი მართლა მთავარსარდალი არ არის
საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს, „ქართულ ოცნებაში“ ბრიფინგით გამოეხმაურნენ. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი ოპოზიციის „მესიჯბოქსით“ საუბარში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ“. „ქალბატონი სალომეს განცხადებებზე გამოხმაურებას საჭიროდ არ ჩავთვლიდით, თუმცა, პატივს ვცემთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ სტატუსს და აქედან გამომდინარე, ძალიან მოკლედ შევეხებით მისი გუშინდელი ბრიფინგის რამდენიმე პასაჟს. დავიწყებთ საერთო შეფასებით და ვიტყვით, რომ, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელში სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა და მეორე მხრივ, საჯაროდ თავად იმეორებს იმ სიცრუეს, რაზეც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა აგებული. როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ შარშან ივლისში საქართველო იყო პირველ ადგილზე, ახლა კი არის ბოლო ადგილზე უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ამ განცხადებას მხოლოდ უმძიმესი შეფასება შეიძლება მიეცეს. პრეზიდენტის ეს ე.წ. შეფასება რომ ტყუილია, ამასაც კი არა აქვს ამ შემთხვევაში რაიმე არსებითი მნიშვნელობა. პრეზიდენტი: ბრიუსელში დამხვდა გაფუჭებული საქმე, ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციიდან საქართველომ ბოლო ადგილას გადაინაცვლა როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ, ვციტირებ, „არგუმენტები არ დაგვრჩა“ და კანდიდატის სტატუსის მიღების მხოლოდ „მცირე შანსი რჩება“, ეს არის რადიკალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაგრძელება. რატომ აკეთებს ამას სალომე ზურაბიშვილი და რატომ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსში, ამის განსჯას საზოგადოებას მივანდობთ. სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ისაუბრა მმართველი პარტიისა და საქართველოს მთავრობის ე.წ. ანტიევროპულ რიტორიკაზე, რასაც არავითარი საფუძველი არა აქვს. ევროპარლამენტარების ის ნაწილი, რომელიც სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს არაა ევროპა და აქამდე გვეგონა, რომ ანტიევროპულ რიტორიკად მათი კრიტიკის გამოცხადება მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას შეეძლო. თუმცა, ამ შემთხვევაში, მსგავსი, ადეკვატურობას მოკლებული განცხადება სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმინეთ. ამასთან, საინტერესოა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუცია გუშინ უმწვავესად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მასში გვხვდება როგორც ფაქტობრივი უზუსტობები, ისე დაუსაბუთებელი ბრალდებები. გაუგებარია, რატომ უწოდებს სალომე ზურაბიშვილი ჩვენს სამართლიან კრიტიკას ანტიევროპულ რიტორიკას, როდესაც ევროპარლამენტს თავად ასეთ უმძიმეს ბრალდებებს უყენებს. სალომე ზურაბიშვილმა აბსურდი უწოდა მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ირიბი სანქციები უკვე მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ ამგვარი განცხადება პირველად არა მმართველმა პარტიამ, არამედ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა გააკეთა. როდესაც ადვოკატი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ირიბი სანქციები უკვე მოქმედებს და ამ სანქციებით მას ვერავინ შეაშინებს, ეს რას ნიშნავს, საზოგადოებას კარგად ესმის და წესით, სალომე ზურაბიშვილსაც კარგად უნდა ესმოდეს. ამ ფონზე, რატომ ცდილობს ის ირიბი სანქციების თემის დაკნინებას, გაუგებარია და ამაზე მსჯელობაც საზოგადოებისთვის მიგვინდია. კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან დაიხია მისი განცხადებიდან, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა და თქვა, რომ ქვეყანა არც ერთს არ უნდა გადავაყოლოთ, ეს არის ციტატა. არა გვგონია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი განცხადება მისი სამარცხვინო შინაარსის დაგვიანებით გაცნობიერების გამო გადააკეთა. როგორც ჩანს, მან, ნახა რა საზოგადოების განწყობა და უმძიმესი რეაქციები, მიხვდა, რომ ამ განცხადების უკიდურესი უსამართლობა და უმადურობა მის იმიჯს მძიმედ დააზიანებდა და უკან დახევა ამიტომ მოუწია“. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამოიყენა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების კიდევ ერთი მესიჯბოქსი ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით. ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის შესახებ განცხადების გამყარება მან რამდენიმე გარემოებით სცადა. კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის შესახებ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების მესიჯის გასამყარებლად. დემოკრატიული უკუსვლა არის ე.წ. აღქმა, რომლის უკანაც არავითარი ფაქტი არ დგას. რაც შეეხება უკრაინის, სანქციებისა და მეორე ფრონტის თემას, კობახიძის მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ლოიალურად შეაფასა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოში უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი და უკრაინელი ქალებისა და ბავშვების გარდა, ქართველი ქალები და ბავშვებიც უნდა იხოცებოდნენ. „ეს არის მაგალითად დანილოვის ცნობილი ციტატა. ამასთან, აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების ნებისმიერი ასეთი განცხადება უპასუხოდ უნდა დავტოვოთ. სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებაზე რაიმე კომენტარის გაკეთება საჭიროდ არც მიგვაჩნია“, - განაცხადა კობახიძემ. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ სალომე ზურაბიშვილს მეორე ფრონტის გახსნის სურვილი აქვს, კობახიძე ამბობს, რომ ეს არ იცის, თუმცა „ისეთ არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ, შეიძლება, ვინმემ ამაში ჩაითრიოს“. „ორიოდე კვირის წინ, საპარლამენტო დებატების დროს, ოპოზიციამ ერთმანეთისგან ვერ გაარჩია სანქციები და სანქციებისთვის გვერდის არავლის მექანიზმები. ის, რაზეც მაშინ ოპოზიციას სამართლიანად დასცინეს, ახლა სამწუხაროდ სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა; საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის თემა მოგონილია. როგორც მან განაცხადა, ვციტირებ, „მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე არ არსებობს“. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სალომე ზურაბიშვილს შევახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო თბილისიდან 40 კილომეტრში, არა NATO-ს, არამედ რუსეთის ჯარი დგას. რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა და უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაგვეშვა, ახლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა. ვინ ითხოვდა ამ ნაბიჯების გადადგმას, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია კარგად მოიკითხოს. აღარაფერს ვამბობთ რადიკალური ოპოზიციის, მისი კუთვნილი ტელევიზიების, ენჯეოებისა და ცალკეული უცხოელი პარტნიორების რიტორიკაზე, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ამ აზრის მომწიფებას ისახავდა მიზნად. სალომე ზურაბიშვილს გვინდა ვუთხრათ, ვინმეს თუ უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ამას მას არავინ ეტყვის, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მეორე ფრონტის გახსნის არავითარი ბერკეტი არ აქვს, საბედნიეროდ“. „გვაქვს ინფორმაცია, ვინ ითხოვდა მოხალისეების უკრაინაში გაშვებას, რაც საქართველოს ომში ჩართვას ნიშნავდა. ოპოზიცია ამას საჯაროდ აჟღერებდა. ანუ ოპოზიცია საჯაროდ ითხოვდა ხელისუფლებისგან ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რაც ნიშნავდა საქართველოს ომში ჩართულობას. ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს, არ არსებობს მეორე ფრონტის რისკი და საფრთხე - პრეზიდენტი მთავრობის ნებართვით ბორტის გაშვება ნიშნავდა საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ითხოვდა ოპოზიცია. ეს პირდაპირი მცდელობა იყო, ჰაერიდან არაფერია მოტანილი, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, ეს ღიმილისმომგვრელია, კიდევ კარგი ზურაბიშვილი მართლა მთავარსარდალი არ არის. 40 კილომეტრში გვიყენია რუსეთის ჯარები, ორი რეგიონი წინა ხელისუფლების წყალობით ოკუპირებულია და ასეთ დროს ზურაბიშვილი რომ ამბობს, რომ მეორე ფრონტის საფრთხე არ არსებობს, რა კრიტიკას უძლებს ეს. ფორმალური მთავარსარდალია, არ შეუძლია სამხედრო ძალების მართვა კონსტიტუციის მიხედვით. კონსტიტუციაში წერია, რომ მშვიდობიან პერიოდში სამხედრო ძალებს მართავს თავდაცვის მინისტრი, ომის პერიოდში პრემიერ-მინისტრი, აქედან გამომდინარე პრეზიდენტი არის სიმბოლური და არა ფაქტობრივი მთავარსარდალი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იენს სტოლტენბერგი: საქართველო მიწვეულია NATO-ს ლიდერების შეხვედრაზე, რაც მჭიდრო პარტნიორობის გამოხატულება
საქართველო მიწვეულია ლიდერების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად; ვფიქრობ, ეს სოლიდარობისა და NATO-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, – ამის შესახებ NATO-ს მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ფინეთთან და შვედეთთან ერთად, უკრაინა და საქართველოც მიიწვიეს „ვფიქრობ, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი ინტერვენციის ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს მოკავშირეებმა გააძლიერონ სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც მოწყვლადი არიან რუსული აგრესიის წინაშე. რა თქმა უნდა, საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის. რუსეთი უკვე შეიჭრა საქარველოს ტერიტორიებზე, აკონტროლებს მის ნაწილებს და შესაბამისად, მე ველოდები, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს პრაქტიკულ პარტნიორობას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ასევე წაიკითხეთ: სტოლტენბერგი: NATO-ს მოკავშირეები უნდა მოემზადონ უკრაინისთვის გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის, რადგან ომის დასრულების პროგნოზირება რთულია
მივესალმებით საქართველოს გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ჩვენი მხარდაჭერა მტკიცეა - ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარე
ფინეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი არის მტკიცე. ვიზიარებთ შეშფოთებას სეპარატისტულ რეგიონებში ბორდერიზაციისა და მცოცავი ანექსიის შესახებ, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მატი ვანჰანენმა განაცხადა. ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და ევროკავშირს მოუწოდა, მიანიჭოს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი საგარეო საქმეთა სამინისტრო: გერმანიის პოლიტიკური წრეები ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან მისივე თქმით, ასევე ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპული მისწრაფებებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას. „შესანიშნავი განხილვები გვქონდა, შემოგვიერთდნენ ჩვენი პარლამენტის ყველა ფრაქციის წევრები. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, რუსეთის შეჭრა უკრაინაში და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა, ისევე, როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების აპლიკაცია. ორმხრივი ურთიერთობები არის შესანიშნავი. ივლისში ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. მადლობა გადავუხადე სპიკერს დახმარებისთვის, რომელიც საქართველომ გაუწია ფინეთის მოქალაქეებს, რომლებიც საფრთხეში იყვნენ ავღანეთში. ფინეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი არის მტკიცე. საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას სეპარატისტულ რეგიონებში ბორდერიზაციისა და მცოცავი ანექსიის შესახებ. საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე ჩვენი მხარდაჭერა არის მტკიცე. მივესალმებით საქართველოს გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩემი შეხედულებით, აპლიკაცია გზავნის ორ მთავარ გზავნილს – საქართველოს სურს, იყოს ევროპული დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობის წევრი და საქართველო იღებს ვალდებულებას, განახორციელოს საჭირო რეფორმები“, – განაცხადა მატი ვანჰანენმა. კითხვაზე, როგორია თქვენი მოსაზრება საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე, მატი ვანჰანენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სტატუსთან დაკავშირებით განაცხადი ორ მთავარ გზავნილს მოიცავს. „საქართველოს გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანებაზე გზავნის ორ მთავარ გზავნილს, პირველი – თქვენ თვითონ გრძნობთ, რომ იქნებით ევროპის დემოკრატიული თანამეგობრობის ნაწილი და მეორე, ასევე გზავნის ძლიერ გზავნილს ევროკავშირისთვის, რომ საქართველოს აქვს ძლიერი ნება, განახორციელოს რეფორმები, რათა დააკმაყოფილოს კოპენჰაგენის კრიტერიუმები. ჩვენ ვიცით ჩვენი ისტორიიდან, რომ ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება ადვილი არ არის, მაგრამ მსურს, გავამხნევო საქართველო, რომ გააკეთოს ეს“, – განაცხადა ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარემ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან
ემანუელ მაკრონი: უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს
"უკრაინას მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა, რათა შეეცადოს ომის დასრულებას", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინთან მოსალაპარაკებლად მზად ვარ „მოგვიწევს მოლაპარაკების წარმოება, უკრაინის პრეზიდენტს და მის ლიდერებს მოუწევთ მოლაპარაკებების წარმოება რუსეთთან და ჩვენ, ევროპელები ვიქნებით მოლაპარაკებების მაგიდასთან უსაფრთხოების განარტიების შესახებ, რომლის შემადგენელი ნაწილები ჩვენს კონტინენტს ეხება და ეს არის რელობა“, – აღნიშნა მაკრონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.