ძებნის რეზულტატი:

კობახიძე: აქციის კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა „ომის პარტიასთან“ ერთიანობისკენ მოგვიწოდა

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის შეთავაზებას არ იღებს და ხვალინდელ აქციაში მონაწილეობას არ გეგმავს. პარტიის პოზიცია პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარემ იმით ახსნა, რომ „ევროინტეგრაციას საქართველოში მოსახლეობის 85 პროცენტი უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს“. ამასთან, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აქციის კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა მათ „ომის პარტიასთან“ ერთიანობისკენ მოუწოდა. „ამ აქციის კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ „ომის პარტიასთან“, როგორც მას თავადვე უწოდა - რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელიც თავადვე სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიაში ამხილა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის ევროპაშიც, რომ ევროინტეგრაციას საქართველოში მოსახლეობის 85 პროცენტი უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს. გარდა ამისა, ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამართლიანობის პრინციპით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღწევების შეფასების საფუძველზე. სამართლიანი შეფასების პირობებში კი, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არა აქვს. დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას. გვაქვს რწმენა, რომ გაიმარჯვებს სიმართლე და სამართლიანობა, რაც ის ღირებულებებია, რომლებსაც ევროკავშირი შექმნის დღიდან დაეფუძნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც მიმართა, შეუერთდნენ ამ შეკრებას. პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ვისი მიზანიც ევროპაა, მასთან „ერთად დადგნენ მიკროფონების გარეშე“. ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის შეთავაზებას იღებს და 16 ივნისის აქციაში მონაწილეობას გეგმავს.

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

"გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინაში 250 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ჯამში კი - მოკლული რუსი ჯარისკაცების რიცხვმა 32 750-ს მიაღწია", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 313 ბავშვი დაიღუპა „24 თებერვლიდან 15 ივნისამდე პერიოდში მტრის საერთო დანაკარგები მოიცავს: 1440 ტანკს, 3528 ჯავშანმანქანას, 722 საარტილერო სისტემას, 230 ზალპურ სარაკეტო სისტემას, 97 საჰაერო თავდაცვის სისტემებს, 213 თვითმფრინავს, 179 ვერტმფრენს, 2485 ავტომობილებსა და საწვავის ავზს, 13 გემს/კატერს, 591 უპილოტო საფრენ აპარატს, 55 ერთეულ სპეცტექნიკას, 129 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნით დაგეგმილ ყველა შეკრებაზე უნდა მივიდეთ, შეიძლება, უფრო მეტი შეკრებაც გახდეს საჭირო - სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად გამართულ ყველა აქციაზე მისვლას მიზანშეწონილად მიიჩნევს. ომბუდსმენი თვლის, რომ ამ მხარდაჭერის დასაფიქსირებლად საზოგადოებამ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. „ახლა არ არის დრო საზოგადოების დაყოფის. მე პირიქით, მოვუწოდებ მოსახლეობას, ყველგან, სადაც იქნება შეკრება ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნით, ჩვენ, ალბათ, ყველგან უნდა მივიდეთ და არ უნდა დავიღალოთ. ეს იქნება ორი, სამი თუ ოთხი შეკრება, რამდენიც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ევროპას დავანახოთ, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა. ეს აქციები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში ჩვენს ხელისუფლებას დავანახოთ, რომ ხალხი ითხოვს იმ რეფორმების განხორციელებას, რაც დაგვაახლოებს ევროპასთან. ვფიქრობ, ყველა შესაძლებლობა საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს. შეიძლება, უფრო მეტი შეკრებაც გახდეს საჭირო. დღეს არის ის მომენტი, როდესაც საზოგადოებამ არ უნდა დაიზაროს თავისი პოზიციის საჯაროდ გამოხატვა არცერთ ფორმატში", - განაცხადა სახალხო დამცველმა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისში ორი აქცია დაანონსდა. 20 ივნისის აქცია სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" ორგანიზებით ჩატარდება. 14 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქციის ორგანიზატორებს შეკრების გადადებისკენ მოუწოდა, თავად კი, საზოგადოებას 16 ივნისს ევროპის მოედანზე შეკრების თხივნით მიმართა, თუმცა „სირცხვილიამ“ პრეზიდენტის მოწოდებას აქციის გადადების შესახებ, მალევე უარით უპასუხა.  

კობახიძის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის 75 მლნ ევროს კრედიტზე უარი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის გამო თქვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პრეზიდენტ ზურაბიშვილის კრიტიკის საპასუხოდ ევროკავშირის ტრანშზე უარის თქმის მიზეზზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. კობახიძის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის 75 მლნ ევროს კრედიტზე უარი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის გამო თქვა. „სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამოიყენა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების კიდევ ერთი მესიჯბოქსი ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით. ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის შესახებ განცხადების გამყარება მან რამდენიმე გარემოებით სცადა. შევეხებით თითოეულ მათგანს: მაგალითად, 75 მილიონის მოცულობის კრედიტზე უარის თქმა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ გამოსაყოფი 75 მილიონი იყო არა გრანტი, არამედ კრედიტი და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის გამო, საქართველოს მთავრობამ დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღებაზე სრულიად დასაბუთებულად თქვა უარი. ამასაც რომ თავი დავანებოთ, რა კავშირი აქვს კრედიტზე უარის თქმას ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან, სრულიად გაუგებარია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „შეიძლება, ჩამოვთვალო მთელი რიგი ნაბიჯების, რომელიც გადაიდგა ხელისუფლების მიერ იმ დღიდან, როდესაც ჩვენ ვიკრიბებოდით ბათუმში და დეკლარაციას ვიღებდით, აქეთ ზელენსკი, მაია სანდუ და შარლ მიშელი და ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი ნაბიჯი ტრიოს ფორმატში. ამის შემდეგ დაიწყო და აღარ გაჩერებულა სხვადასხვა გადაწყვეტილება. პირველ რიგში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება - კაცი ჩამოვიდა 18-19 ივლისს და 28 ივლისს გამოვაცხადეთ ანულირება. შემდეგ, 5 ივლისის საქმეზე არაქმედითი გადაწყვეტილებების მიღება. ევროკავშირის 75-მილიონიან სესხზე ისე უარის თქმა, თითქოს, ეს არ გვჭირდება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე. ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა თავს შეიკავებდა ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. ამის მიზეზად ღარიბაშვილმა საგარეო ვალის შემცირება დაასახელა. მთავრობის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა. უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. მაშინ, პრეზიდენტმა ევროკავშირის სესხის მიღებაზე უარს გაუგებარი ნაბიჯი უწოდა. „უარი ვთქვით ისეთ სესხზე, რომელზეც არსებობდა რისკი, რომ არ ჩამოირიცხებოდა“, - განაცხადა თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკურიძემ ევროკავშირის მაროფინანსურ ტრანშზე საუბრისას.

რუმინეთის პრეზიდენტი: საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე უნდა მიენიჭოთ

"უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუმინეთის პოზიციაა, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიენიჭოს", - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტრო: გერმანიის პოლიტიკური წრეები ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან კლაუს იოჰანისის განცხადებით, რუმინეთი მიიჩნევს, რომ სამი ქვეყნისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. რუმინეთის პრეზიდენტი ამას ზნეობრივად, ეკონომიკურად და უსაფრთხების თვალსაზრისით სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. „მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილების მიღება მიმდინარე თვის ბოლომდე მოხდება. ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს რაც შეიძლება მალე, ეს არის სწორი გადაწყვეტა მორალური, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - აღნიშნა იოჰანისმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.  

სტოლტენბერგი: განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ პრაქტიკული მხარდაჭერა რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ალიანსი განიხილავს გზებს, თუ როგორ გააძლიეროს პრაქტიკული მხარდაჭერა რისკის ქვეშ მყოფი სხვა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია ჰერცეგოვინისა და საქართველოსთვის“. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იენს სტოლტენბერგი მსგავსი მოწოდებით გამოდის. უკრაინაში ომის ფონზე პარტნიორების მხარდამჭერის გაძლიერების გზავნილებით NATO-ს გენერალური მდივანი არაერთხელ გამოვიდა. იენს სტოლტენბერგი: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა და გავაგზავნოთ მესიჯი, რომ მის ტერიტორიულ მთლიანობას არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც ვუჭერთ მხარს „ორ კვირაში ჩვენ შევხვდებით მადრიდში ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამ უფრო სახიფათო სამყაროში, ჩვენ NATO უფრო ძლიერი  უნდა გავხადოთ და კიდევ უფრო მხარი დავუჭიროთ ჩვენს პარტნიორებს. და ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ამ კვირაში. დღეს საღამოს ჩვენ შევხვდებით უკრაინას, საქართველოს, შვედეთს, ფინეთსა და ევროკავშირს. NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები გვექნება შესაძლებლობა, თავდაცვის მინისტრმა რეზნიკოვმა მოგვაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სჭირდება უკრაინას დაუყოვნებლივ. მოკავშირეები მზად არიან, გააგრძელონ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება, რომელიც უკრაინას სჭირდება, მძიმე იარაღისა და შორ მანძილზე მოქმედი სისტემების ჩათვლით. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ პრაქტიკული მხარდაჭერა რისკის ქვეშ მყოფი სხვა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია ჰერცეგოვინისა და საქართველოსთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 15-16 ივნისს, ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება, რომელსაც NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. შეხვედრა 15 ივნისს, სამუშაო ვახშმით დაიწყება, სადაც მიწვეულნი არიან პარტნიორები - ფინეთი, საქართველო, შვედეთი, უკრაინა და ევროკავშირი. 16 ივნისს, NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ორ სესიაზე შეიკრიბებიან. ცალკე, უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც შეერთებული შტატები მასპინძლობს, NATO-ს შტაბბინაში, 15 ივნისს გაიმართება. 

პოდოლიაკი: უკრაინა იყო, არის და იქნება, საკითხავია, მედვედევი სად იქნება

„უკრაინა იყო, არის და იქნება. საკითხავია, 2 წელიწადში, სად იქნება დმიტრი მედვედევი ორ წელიწადში“, ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს დიმიტრი მედვედევს, რომელმაც უკრაინას გაქრობა უწინასწარმეტყველა. პოდოლიაკის კომენტარი Twitter-ზე განთავსდა. „რუსულ იმპერიალიზმს სახე რომ ჰქონდეს, ის მედვედევი იქნებოდა. პატარა კაცი, რომელიც შხამს აფრქვევს უკრაინის წაინააღმდეგ ან ემუქრება მსოფლიოს, რათა საკუთარ თავს რამე დაუმტკიცოს. უკრაინა იყო, არის და იქნება. საკითხავია, 2 წელიწადში, სად იქნება დმიტრი მედვედევი ორ წელიწადში“, - პასუხობს პოდოლიაკი მედვედევს. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა თავის Telegram არხზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ორ წელიწადში მსოლიო რუკაზე უკრაინის არსებობა ეჭვქვეშ დააყენა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა

"ლაბორატორიული კვლევების შედეგად, საქართველოში დადასტურდა „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა", - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არც ერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. ცნობისთვის, დაავადების პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში 7 მაისს დაფიქსირდა. ინფორმაციისთვის, მაიმუნის ყვავილი (Monkeypox) ჩუტყვავილას „ოჯახიდან“ არის.  ასევე წაიკითხეთ: სპეციალისტები ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ - BBC

ზელენსკი ჩეხეთის პარლამენტს: რუსეთი მხოლოდ უკრინაში შეჭრით არ დაკმაყოფილდება, ამიტომ, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს

უკრაინის პრეზიდენტმა ჩეხეთის პარლამენტს მიმართვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის რეკონსტრუქციის პროექტის განხორციელებაში ჩეხეთი ლიდერთა შორის იქნება. ზელენსკის თქმით, უკრაინის ეროვნული რეკონსტრუქციის გეგმისა და ევროპის რეკონსტრუქციის პლატფორმის სრული სინქრონიზაცია უნდა იყოს მოხდეს, რათა პროექტი რაც შეიძლება ეფექტიანად და სწრაფად განხორციელდეს. „მე მჯერა, რომ ჩეხეთი იქნება ჩვენი დროის უდიდესი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტის - უკრაინის რეკონსტრუქციის - განხორციელების ლიდერთა შორის. ეს არის განსაკუთრებული შესაძლებლობა, აჩვენოს ევროპის მთელი ძალა - ტექნოლოგიური, ინსტიტუციური, შემოქმედებითი“, - განაცხადა ზელენსკიმ ოთხშაბათს, ჩეხეთის პარლამენტისადმი ვიდეომიმართვისას. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია.  „ამიტომ, უკრაინამ ყველაფერი უნდა მიიღოს იმისთვის, რომ გაიმარჯვოს“, - დაამატა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის რესპუბლიკას ამ დრომდე გაწეული დახმარებისთვის, ამავე დროს, მოუწოდა დასავლეთს, განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა. „ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, იყავით ჩვენთან ერთად“, - მიმართა ზელენსკიმ დეპუტატებს, რომლებიც მას ტაშით შეხვდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ევროკავშირს, რუსეთის წინააღმდე სანქციები გაამკაცროს და მეშვიდე პაკეტი მიიღოს. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კელი დეგნანი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს მოსამართლეებთან შეხვედრისას განიხილებოდა ის გზები, რომლითაც შეერთებულ შტატებს შეუძლია, მხარი დაუჭიროს ეფექტიან, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს. „აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავი რეგიონული ვიზიტებისას ელჩი დეგნანი მოხარული იყო მოსამართლეებთან შეხვედრის შესაძლებლობით. საქართველოს მოსამართლეებთან შეხვედრისას განიხილებოდა ის გზები, რომლითაც შეერთებულ შტატებს შეუძლია, მხარი დაუჭიროს ეფექტიან, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს. ელჩისთვის პატივი იყო დღეს შეხვედროდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს, მათ გამოცდილებასა და გამოწვევებზე სასაუბროდ. გასული 30 წლის განმავლობაში ქართველი და ამერიკელი მოსამართლეები და იურისტები ერთად მუშაობენ საქართველოს სასამართლო სისტემის გამტკიცებისა და მოდერნიზაციისთვის იურიდიული განათლების, ტრენინგებისა და გაცვლითი პროგრამების საშუალებით. შეერთებულ შტატებს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის 30-წლიანი ისტორია აქვს. ამ ხნის განმავლობაში 6 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ასობით მოსამართლე, შეერთებულ შტატებში გაცვლითი პროგრამით გაიგზავნა. ხალხთა შორის ეს კავშირები წარმოადგენს ჩვენი მტკიცე პარტნიორობის საფუძველს. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ სასამართლოს შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც საელჩოს Facebook გვერდზე გავრცელდა.  

პრეზიდენტი: პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, არ არის მიზანშეწონილი, რომ პრესმდივანი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს

საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რომ პრესმდივანი აკეთებს საჯარო კომენტარებს ამ თემაზე. „პრეზიდენტის თხოვნა იყო პირადი ხასიათის! პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას! არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს შეხვედრა! პრეზიდენტს პატრიარქისადმი აქვს განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარული და სულიერი დამოკიდებულება! რაც ინსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება! ამ მოცემულობიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი, რომ პრესმდივანი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს! მიგვაჩნია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი!“, - აღნშნულია პრეზიდენტის Facebook გვერდზე განთავსებულ განცხადებაში. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ „იმედთან“ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა შეხვედრის ორგანიზება „ვერ მოხერხდა“. „სალომე ზურაბიშვილისა და ილია მეორის შეხვედრა ვერ მოხერხდა. პატრიარქთან შეხვედრები ასე ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება. თხოვნა იყო, რომ დღეს შემდგარიყო ეს შეხვედრა და დღეს არ ხერხდება. მიზეზს ვერ დაგიკონკრეტებთ, უშუალოდ მე ამ პროცესში არ ვიყავი ჩართული“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.  

მაისში რუსეთიდან $314 მლნ შემოვიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 889%-ით მეტია

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში საქართველოში რეკორდული მოცულობის - $505.7 მილიონის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 169%-ით მეტია. უცხოეთიდან ფულად გზავნილებში პირველია რუსეთის ფედერაცია, საიდანაც $313.9 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. ზრდა 889%-ია. მეორეა იტალია $36.8 მილიონით, მესამეზე კი აშშ - 27.8 მილიონით. TOP 20 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი გზავნილი შემოვიდა: 1. რუსეთის ფედერაცია - $313.9 მილიონი, მატება წინა წელთან 889% 2. იტალია - $36.82 მილიონი, მატება წინა წელთან 15% 3. აშშ - $27.78 მილიონი, მატება წინა წელთან 15% 4. ყაზახეთი - $20.81 მილიონი, მატება წინა წელთან 587% 5. საბერძნეთი - $20.33 მილიონი, მატება წინა წელთან -1% 6. ისრაელი - $16.07 მილიონი, მატება წინა წელთან 9% 7. გერმანია - $13.31 მილიონი, მატება წინა წელთან 46% 8. თურქეთი - $8.13 მილიონი, მატება წინა წელთან 11% 9. ყირგიზეთი -$ 5.68 მილიონი, მატება წინა წელთან 372% 10. ესპანეთი - $4.96 მილიონი, მატება წინა წელთან 8% 11. აზერბაიჯანი -$4.63 მილიონი, მატება წინა წელთან -40% 12. საფრანგეთი - $3.72 მილიონი, მატება წინა წელთან 21% 13. პოლონეთი - 3.33 მილიონი, მატება წინა წელთან 31% 14. გაერთიანებული სამეფო - $2.85 მილიონი, მატება წინა წელთან 49% 15. კანადა - $1.92 მილიონი, მატება წინა წელთან -5% 16. ირლანდია - $1.91 მილიონი, მატება წინა წელთან 4% 17. ტაჯიკეთი - $1.86 მილიონი, მატება წინა წელთან 203% 18. სომხეთი - $1.53 მილიონი, მატება წინა წელთან 41% 19. კვიპროსი -$1.51 მილიონი, მატება წინა წელთან 13% 20. უზბეკეთი - $1.33 მილიონი, მატება წინა წელთან 192%

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში პირველად, იუნესკო-ს გადაწყვეტილებით, ორ ტერიტორიას ჩვენს ქვეყანაში ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭა

საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში პირველად, იუნესკო-ს გადაწყვეტილებით, ორ ტერიტორიას ჩვენს ქვეყანაში ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. მისი თქმით, ამ ისტორიული შედეგისთვის მთავრობა 2015 წლიდან მუშაობდა და მადლობას უხდის პროექტში ჩართულ თითოეულ სახელმწიფო უწყებას, აგრეთვე ქვეყნის საერთაშორისო მეგობრებსა და პარტნიორებს. „ბიოსფერული რეზერვატი, ბუნებრივი და ადამიანური რესურსების გონივრული გამოყენების გზით, აუმჯობესებს რეგიონის ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას, ხელს უწყობს ბიზნესსაქმიანობას, განსაკუთრებით, ორგანული პროდუქციის წარმოების კუთხით, ზრდის ტურისტულ პოტენციალს და, ამდენად, უმნიშვნელოვანესია მრავალფეროვანი ადგილობრივი ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის. დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატისა და სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის საერთაშორისო აღიარება დადებით გავლენას მოახდენს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე და როგორც რეგიონის, ისე მთლიანად ქვეყნისათვის განვითარების ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. ამ ისტორიული შედეგისთვის ჩვენ 2015 წლიდან ვმუშაობდით. მადლობას ვუხდი ძალისხმევისათვის პროექტში ჩართულ თითოეულ სახელმწიფო უწყებას, აგრეთვე ჩვენს საერთაშორისო მეგობრებსა და პარტნიორებს“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.  

ალბანეთისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები უკრინაში ჩავიდნენ

მონტენეგროს პრემიერ მინისტრი დრიტან აბაზოვიჩი და ალბანეთის პრემიერ მინისტრი ედი რამა უკრაინაში, ირპენსა და ბოროდიანკას ეწვივნენ. შესაბამისი ინფორმაცია პრეზიდენტ ზელენსკის Facebook- გვერდზე განთავსდა. თავის მხრივ, აბაზოვიჩმა ვიზიტისადმი მიძღვნილ Facebook პოსტში აღნიშნა, რომ მონტენეგრო უკრაინისთვის ამ რთულ დროს დახმარებას განაგრძობს. ბოროდიანკაში ვიზიტისას აბაზოვიჩმა განაცხადა, რომ გათავისუფლებულ დასახლებაში „ომის ჯოჯოხეთური შედეგები“ ჩანს. კიევის რეგიონის ირპენის, ბუჩას და ჰოსტომელის დასახლებები რუსი ოკუპანტებისგან აპრილის დასაწყისში განთავისუფლდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ისრაელი და ეგვიპტე ევროკავშირის ქვეყნებს გაზს მიაწვდიან

ევროკავშირს ისრაელსა და ეგვიპტეს შორის ევროპისთვის თხევადი გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულება გაფორმდა. გაზს ისრაელში მოიპოვებენ, ეგვიპტეს კი მისი გათხევადებისა და ექსპორტისთვის აუცილებელი სიმძლავრეები აქვს. თავის მხრივ, ევროკავშირი ისრაელსა და ეგვიპტეს დაეხმარება, გაზარდონ ბუნებრივი აირის მოპოვება და თავიანთ ტერიტორიულ წყლებში გაზის ახალი საბადოების სადაზვერვო სამუშაოები აწარმოონ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაზის იმპორტის ახალი შეთანხმებები ხელს შეუწყობს რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების დაძლევას. ევროკომისიის ხელმძღვანელი, ისრაელთან ეგვიპტის გავლით ევროპისთვის თხევადი გაზის მიწოდების საკითხს განიხილავს უკანასკნელი მონაცემებით, რუსეთის გაზი ევროკავშირის მიერ იმპორტირებული მთელი გაზის 40%-ს შეადგენს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოითხოვს გაზის იმპორტის ახალი წყაროების მოძიებას. ცნობისათვის, ხმელთაშუა ზღვაში, ისრაელის ტერიტორიულ წყლებში, გაზის ორი მოქმედი საბადოა, რომელთა სიმძლავრე, ექსპერტების შეფასებით, 690 მილიარდი კუბური მეტრია. კიდევ ერთი საბადო ათვისების პროცესშია. შეთანხმების პირობებით, ისრაელის გაზი ჩავა ეგვიპტეში, გასათხევადებელ ტერმინალამდე, საიდანაც გათხევადებულ აირს ტანკერებით ევროპაში გადაიტანენ.  

კრემლი: პუტინი და სი ძინპინი ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ

კრემლის პრესსამსახურის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი დასავლეთის სანქციების პოლიტიკის გამო, ენერგეტიკის, ფინანსებისა და მრეწველობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩინეთი რუსეთთან სტრატეგიულ კოორდინაციას გააძლიერებს Bloomberg: ჩინეთის იმპორტიორები ცდილობენ რუსული გაზი ფასდაკლებით იყიდონ "დეტალურად განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მდგომარეობა და პერსპექტივები, რომლის მოცულობა სავარაუდოდ 2022 წლის ბოლომდე რეკორდულ დონეს მიაღწევს. ენერგეტიკის, ფინანსური, სამრეწველო, სატრანსპორტო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ასევე, ეკონომიკის არსებული ვითარების გათვალისწინებით სამხედრო და ტექნიკური კავშირების განვითარების საკითხები განიხილეს",- ნათქვამია კრემლის პრეს-სამსახურის განცხადებაში. Reuters: ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დასავლეთის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს უკანონო და კონტრპროდუქტიული უწოდეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბულგარელ და თურქ კოლეგებთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილა

  NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს დრაგომირ ზაკოვსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აკარს შეხვდა. ინოფრმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, რუსეთის აგრესიის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება იყო. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, რომელმაც რეგიონში სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. შეხვედრებზე განსაკუთრებით აღინიშნა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარებისთვის დასავლეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა. ორმხრივი შეხვედრების დროს ჯუანშერ ბურჭულაძემ ბულგარელ და თურქ კოლეგებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, საუბრის თემა იყო ევროატლანტიკური მისწრაფებები და საერთაშორისო სამშვიდობო მისებში საქართველოს წვლილი. ჰულუს აკართან საუბრის დროს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილა. მან თურქ კოლეგას გააცნო თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები; ისაუბრა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების განხორციელებაში თურქეთის წვლილზე, პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობაზე. ჯუანშერ ბურჭულაძემ და დრაგომირ ზაკოვმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, საუბარი შეეხო ნატოში გაწევრიანების გზაზე ბულგარეთის მხარდაჭერას. მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს, ქართველი სამხედროების წვრთნისა და განათლების ხელშეწყობას. NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში საქართველო NATO-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა NATO-ს შტაბ-ბინაში მიმდინარეობს. 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მეთაურთა მესამე შეხვედრა ხელს შეუწყობს უკრაინაში მძიმე იარაღის მიწოდების გაფართოებას - იერმაკი ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. „რამშტეინი 3“) შეხვედრა მიმდინარეობს. მანამდე, 23 მაისს, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე (გერმანია) უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფის მეორე შეხვედრა 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების დონეზე გაიმართა. უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევის ასეთი ინსტრუმენტი შეერთებული შტატების ინიციატივით შეიქმნა.

ყაზახეთი ხორბლისა და ფქვილის ექსპორტზე შეზღუდვას ახანგრძლივებს

ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან ხორბლისა და ფქვილის ექსპორტის შეზღუდვა 30 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. ყაზახეთი შაქრის ექსპორტს ზღუდავს „ყაზახეთის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საგარეო ვაჭრობის პოლიტიკისა და საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებში მონაწილეობის უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება 30 სექტემბრამდე გაახანგრძლივოს შემაკავებელი ზომები ხორბლისა და ზეთისხილის მესამე ქვეყნებში და EAEU ქვეყნებში ექსპორტისთვის. დაშვებულია მესამე ქვეყნებში მხოლოდ 550 ათასი ტონა ფქვილისა და ხორბალ-ჭვავის 370 ათასი ტონის ოდენობით ექსპორტი“, - ნათქვამია განცხადებაში. ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების კვოტირების მექანიზმის დასამტკიცებლად ზომებს იღებს. 15 ივნისამდე ყაზახეთიდან ხორბლის ექსპორტზე კვოტა 1 მილიონ ტონას შეადგენდა, ხოლო ფქვილზე 300 ათას ტონას. ყაზახეთის მარცვლეულის კავშირის ბოლო მონაცემებით, ხორბლის კვოტა 50%-ია, ფქვილის - 87%.  

შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სანნა მარინს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.  საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ  ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა. შალვა პაპუაშვილმა, ასევე, დეტალურად ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ  ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიაღწია. შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესია და მისი შედეგები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ რუსეთის პოლიტიკა  2008 წელს - საქართველოში და 2014 წელს - უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებაა. პრემიერ-მინისტრმა სანნა მარინმა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ ფინეთის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ევროპულ საქმეთა საკითხებში ფინეთის რესპუბლიკის მინისტრმა, ტიტი ტუპურაინენმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.  

Reuters: აშშ უკრაინას დამატებით $1 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თეთრი სახლი ოთხშაბათს უკრაინისთვის დაახლოებით $1 მილიარდის მოცულობის ახალი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადებს. ახალი სამხედრო დახმარება მოიცავს გემსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს, საარტილერიო რაკეტებსა და ჰაუბიცის ჭურვებს. გამოცემის ცნობით აშშ გეგმავს უკრაინაში გადაიტანოს გაგზავნილი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა (MLRS), ასევე M777 ჰაუბიცებისა და სათადარიგო ნაწილების საარტილერიო ჭურვები. როგორც Bloomberg იტყობინება, შეერთებული შტატები უკრაინას ასევე სახმელეთო Harpoon-ის სარაკეტო გამშვებებს, ასევე უსაფრთხო რადიოებს და ღამის ხედვის აღჭურვილობას გადასცემს. NATO-ს თავდაცვის მინისტრები დღეს ბრიუსელში შეიკრიბნენ, რათა უკრაინისთვის დამატებითი იარაღის მიწოდების საკითხი განიხილონ.