ძებნის რეზულტატი:
ილია დარჩიაშვილმა რან გიდორთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შორის, რომელიც საქართველოში თავის მისიას ასრულებს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტს ისრაელში და მის მნიშვნელობას. ისრაელის ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ილია დარჩიაშვილმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ელჩ რან გიდორს საქართველოში გაწეული მუშაობისთვის და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
დრაგი ირპენში ვიზიტის შემდეგ: ყველაფერს აღვადგენთ
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ ხუთშაბათს უკრაინის ომის შედეგად განადგურებულ ქალაქ ირპენში ვიზიტის შემდეგ პირობა დადო, რომ „ყველაფერს აღადგენს“. „მათ დაანგრიეს საბავშვო ბაღები, გაანადგურეს საბავშვო ბაღები. ყველაფერი აღდგება. მუშაობა უკვე დაწყებულია“, - განაცხადა დრაგიმ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევში, პრეზიდენტის სასახლეში საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები მიიღო. საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინამ რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს და გაიმარჯვოს. BBC წერს, რომ ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი მიზნად ისახავენ, დაუპირისპირდნენ მათი ქვეყნების მიერ გამოხატული მხარდაჭერისადმი არსებულ კრიტიკას და კიევს შესთავაზონ როგორც ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება, ასევე - იარაღი“. უკრაინის ელჩი გერმანიის მთავრობას: რატომ აჭიანურებთ ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდებას, როდესაც უკრაინას სისხლი სდის დონბასში? კიევამდე, ლიდერები ირპენში ჩავიდნენ. „ირპენი უკრაინაშია. ჩვენ ვნახეთ განადგურებული ქალაქი და ბარბაროსობის კვალი. ასევე, უკრაინელი ქალებისა და კაცების გმირობა, რომლებმაც შეაჩერეს რუსული არმია. უკრაინა წინააღმდეგობას უწევს. მან უნდა შეძლოს გამარჯვება", - წერს მაკრონი Twitter-ზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სლოვაკეთმა უკრაინას საჩუქრად 5 შვეულმფრენი გადასცა
სლოვაკეთმა უკრაინას საჩუქრად გადასცა საბჭოთა კავშირის მიერ წარმოებული Mi-სერიის ხუთი სამხედრო შვეულმფრენი და საბრძოლო მასალა სარაკეტო სისტემისთვის. ამის შესახებ ქვეყნის თადაცვის მინისტრმა განაცხადა. დახმარება მოიცავს ოთხ M1-17 და ერთ Mi-2 ტიპის შვეულმფრენს, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე გადაეცა. სანაცვლოდ სლოვაკეთს აშშ-ის წარმოების UH-60M Black Hawk ვერტმფრენები გადაეცა. სლოვაკეთის პრეზიდენტი: უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცა Zuzana-2-ს გადავცემთ სლოვაკეთი უკრაინას ვერტმფრენებს, კანადა, პოლონეთი და ნიდერლანდები კი საარტილერიო დანადგარებს გადასცემენ NATO-ს წევრი და უკრაინის დასავლელი მეზობელი, სლოვაკეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას. სლოვაკეთმა უკრინას უკვე გადასცა სხვა სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა, მათ შორის S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მარინა კალირანდი: ჩვენ გამოვთქვამთ კრიტიკას იმის გამო, რომ თქვენი ქვეყნის განვითარება და წარმატება გვსურს. ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირის წევრები გახდეთ
ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ყველაზე სწრაფი პროგრესი საქართველოს ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა რეფორმების ტემპი ეცემა. მარინა კალიურანდი ამბობს, რომ უკრაინის მიმართ სიმპათია იგრძნობა. „ვგრძნობ, რომ უკრაინის მიმართ არის სიმპათია, ამას ვხედავ დერეფნებში, სამუშაო კაბინეტში, ევროკომისიის პრეზიდენტისა და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა განცხადებებში. ვფიქრობ, უკრაინას გარკვეული უპირატესობა აქვს. შესაბამისად, უკრაინისთვის უფრო მარტივი იქნება კანდიდატის სტატუსის მიღება, მე ვისურვებდი, რომ სამივე ქვეყანას მისცენ სტატუსი, მაგრამ სამივე ქვეყანას ჰქონდეს პირობები - რაც შეეხება საქართველოს, ყველა პირობა უნდა იყოს შესული, რასაც შარლ მიშელის შეთნხმებაში იყო გათვალისწინებული. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ყველაზე სწრაფი პროგრესი საქართველოს ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა რეფორმების ტემპი ეცემა“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პირველ რიგში, ის საკუთარ თავს და მის ფრაქციას საქართველოს მეგობრად განიხილავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას მხარს უჭერს ყოველგვარი ბალანსის და კრიტიკის გარეშე. „ეს არის მეგობრობის ძალა - როდესაც საჭიროა, მხარი დაუჭირო, მაგრამ იყო კრიტიკული, როდესაც საჭიროა. ასე რომ, მოვუწოდებდი ქართველ პოლიტიკოსებს, მოუსმინონ კრიტიკას, რომელიც ევროპარლამენტიდან და სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან მოდის. ჩვენ გამოვთქვამთ კრიტიკას იმის გამო, რომ თქვენი ქვეყნის განვითარება და წარმატება გვსურს. ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირის წევრები გახდეთ. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს ევროკომისია, მას ექნება რჩევის სახე, მაგრამ გავლენას რა თქმა უნდა მოახდენს საბჭოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. კომისიის რეკომენდაცია ფაქტებს დაეყრდნობა. რაც შეეხება საბჭოს, ის აბსოლუტურად პოლიტიკურ ფაქტორებს ეყრდნობა - ევროკავშირის ყველა ქვეყნის მთავრობამ უნდა დაუჭიროს გადაწყვეტილებას მხარი, ეს ძალიან პრინციპული საკითხია. ასე რომ, დღეს არ ვიცი, იქნება თუ არა კონსენსუსი ამ საკითხზე და გაითვალისწინებენ თუ არა გარკვეულ ფაქტორებს. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ საბჭოს გადაწყვეტილება არ შეცვლის თქვენი ხალხის ნებას, რადგან თუ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს საქართველო, მაშინ ხალხმა უნდა იბრძოლოს, იყოს თანმიმდევრული და აიძულოს მთავრობა, გაატაროს დემოკრატიული მთავრობა“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა „ტვპირველის“ ეთერში. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუმინეთი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუმინეთი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ. „ხვალ, ევროკომისია დადებს დასკვნას და მომავალ კვირას ევროპის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ოთხივე მხარს ვუჭერთ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - განაცხადა მაკრონმა. მაკრონმა ირპენში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს დრაგი ირპენში ვიზიტის შემდეგ: ყველაფერს აღვადგენთ 16 ივნისს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი უკრაინაში იმყოფებიან. დღესვე კიევში ჩავიდა რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისიც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჩვენ დღეს კიევში ჩამოვედით მკაფიო გზავნილით: უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის - ოლაფ შოლცი
გერმანიის კანცლერის განცხადებით, უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის და ევროპელი ლიდერები სწორედ ამ გზავნილით ჩავიდნენ უკრაინაში. შესაბამისი პოსტი კიევში ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, შოლცის Twitter გვერდზე გავრცელდა. საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუმინეთი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ „ჩვენ დღეს კიევში ჩამოვედით მკაფიო გზავნილით: უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. გერმანიას მხარს უჭერს დადებით გადაწყვეტილებას, რაც გულისხმობს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - წერს ოლაფ შოლცი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუმინეთი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ. „ხვალ, ევროკომისია დადებს დასკვნას და მომავალ კვირას ევროპის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ოთხივე მხარს ვუჭერთ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - განაცხადა მაკრონმა. მაკრონმა ირპენში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს დრაგი ირპენში ვიზიტის შემდეგ: ყველაფერს აღვადგენთ 16 ივნისს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი უკრაინაში იმყოფებიან. დღესვე კიევში ჩავიდა რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისიც. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პრეზიდენტი: საქართველოს ბედი და პერსპექტივა ერთადერთი არის ევროპაში - დღეს მე აქ არ ვარ პრეზიდენტი, ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც სჯერა, რომ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს
ევროპის მოედანზე, სადაც შეკრებისკენ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საზოგადოებას ორი დღის წინ მოუწოდა, მოქალაქეები მიდიან. აქციაზე მივიდა სალომე ზურაბიშვილი, ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც, ამერიკის, გერმანიის და საფრანგეთის ელჩები. „დღეს მე აქ არ ვარ პრეზიდენტი, მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე და რომელსაც სჯერა, სწამს, რომ ამ ქვეყანას ევროპის გარდა სხვა მომავალი არ აქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა მედიასთან. „გვჯერა, რომ საქართველოს ბედი და პერსპექტივა ერთადერთი არის ევროპაში“, - განაგრძო ზურაბიშვილმა. „დღეს მთავარი გზავნილია, რომ ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად, ეს არის ჩემი მიზანი და ჩემი არჩევანი, რომ აქ არ ყოფილიყო ის, რასაც მიჩვეულები ხართ - ანუ რაღაც პარტიული შეხვედრები. აქ არიან მოქალაქეები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, დღეს გამოეხატათ - ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ბედი და პერსპექტივა ერთადერთი არის ევროპაში. ამის ჩვენება გვინდოდა ერთმანეთისთვის წყნარად. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა არის მოსული თავისუფლად, არავის აქვს სხვაზე მეტი უფლება. სხვათა შორის, აქ თქვენთვის შეიძლება, მნიშვნელოვანიც იყოს, რომ ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს ჰკითხოთ, რატომ არიან მოსულები, რომ ეს არის მათი გამოხატულება და არა ჩემი. მე ვარ ერთი რიგითი მოქალაქე, მე აქ არ ვარ პრეზიდენტი. ძალიან ხშირად, ხან ერთ მხარეს, ხან მეორე მხარეს ავიწყდება, რომ პრეზიდენტი ვარ ან არ უნდა აღიაროს, რომ პრეზიდენტი ვარ. დღეს მე აქ არ ვარ პრეზიდენტი, მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე და რომელსაც სჯერა, სწამს, რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს. მე სანამ შევძლებ, სადაც ვარ იმ ადგილიდან, შემდგომ სხვა ადგილიდანაც თუ საჭირო გახდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პერსპექტივა განხორციელდეს. არაფერს ველოდებოდი ამ აქციისგან, ვთქვი გარკვევით, ეს არ არის შეკრება პოლიტიკური პარტიებისთვის, ეს არის თავისუფალი ადამიანების შეკრება, იმისთვის, რომ ჩვენ ვთქვათ როგორი მომავალი გვინდა ჩვენი შვილებისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. კითხვაზე, შეუერთდება თუ არა პრეზიდენტი 20 ივნისს დაანონსებულ აქციას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „მე არ დავდივარ პოლიტიკურ შეხვედრებზე“. პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც მიმართა, შეუერთდნენ ამ შეკრებას. პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ვისი მიზანიც ევროპაა, მასთან „ერთად დადგნენ მიკროფონების გარეშე“. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 16 ივნისის შეკრების ინიციატივა „სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია, რადგან აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული“. ოპოზიციის ნაწილმა პრეზიდენტის შეთავაზება მიიღო და განაცხადა, რომ 16 ივნისის აქციაში მონაწილეობას გეგმავდა.
რა საკითხები განიხილა თავდაცვის მინისტრმა NATO-ს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრებზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი NATO-ს შტაბ-ბინაში ლიეტუველ და პოლონელ კოლეგებს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული რუსული აგრესია, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები იყო. მინისტრმა განაცხადა, რომ მძიმე უსაფრთხოების გარემოსა და გაზრდილი საფრთხეების ფონზე, დასავლელ პარტნიორებთან კავშირების განმტკიცება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. საქართველოს თავდაცვის მინისტრი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა არვიდას ანუშაუსკასთან შეხვედრაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობაზე, ურთიერთნდობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ლიეტუვას ჩვენი ქვეყნის ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრობა. მინისტრებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებსა და სწავლებებში ლიეტუვას მონაწილეობაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესსა და ამ პროცესში ლიეტუვას მხარდაჭერაზე, ასევე სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კიბერთავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას პირველად დაესწრო ჯუანშერ ბურჭულაძემ მარიუშ ბლაშჩაკთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა. მინისტრმა პოლონურ მხარეს წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა მინისტრებმა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და პოლონეთს შორის მიმდინარე თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და მისი გაღრმავების იმედი გამოთქვეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში პოლონეთის წვლილი, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციისა და სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებაში პოლონეთის აქტიური ჩართულობა, ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში კონტრიბუცია ხაზგასმით აღნიშნა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ლიეტუველი და პოლონელი კოლეგები საქართველოში მოიწვია. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში გერმანელ და ჰოლანდიელ კოლეგებსაც შეხვდა. საუბრის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგებს, კრისტინ ლამბრეხტსა და ქაიზა ოლონგრენს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გერმანიის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ გერმანიის პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, რომელიც ათწლეულებს ითვლის, საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს და წარმატებით ვითარდება. მინისტრმა და უცხოელმა კოლეგებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები მიმოიხილეს და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელების პროცესში აღნიშნული ქვეყნების მნიშვნელოვან როლზე, გერმანიის, როგორც ლიდერი ქვეყნისა და სხვადასხვა ინიციატივის ხელმძღვანელის მხრიდან გაწეულ ფინანსურ და ადამიანურ კონტრიბუციასა და ნიდერლანდების უდიდეს დახმარებასა და ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა გერმანიისა და ნიდერლანდების მხარდაჭერა ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატებშიც გაიხსენა, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი დასავლური კურსი, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვან ინტეგრაციას გულისხმობს და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთ თემას რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები წარმოადგენდა. თავდაცვის მინისტრებმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები, რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინისა და უკნაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.
რუმინეთის პრეზიდენტმა კიევში ევროპელ ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა
რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა კიევში ევროპელ ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციააზე განაცხადა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მნიშვნელოვანია ყველა ღირებულების ირგვლივ ძლიერი და გრძელვადიანი ფარის ასაგებად. იოჰანისის თქმით, როცა ევროპის ისტორიისთვის გარდამტეხი მომენტია, ეს არაჩვეულებრივი დრო მოითხოვს არაჩვეულებრივ სტრატეგიულ და შორსმჭვრეტი პასუხს. რუმინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ყოყმანის დრო არ არის“. საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუმინეთი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ „მომავალ კვირას, ევროპულ საბჭოში, უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მნიშვნელოვანია ყველა ღირებულების ირგვლივ ძლიერი და გრძელვადიანი ფარის ასაგებად“, - განაცხადა კლაუს იოჰანისმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. მაკრონი: ევროკავშირს არ შეუძლია, მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს. მოლაპარაკებების მაგიდაზეა საქართველო, რომელიც გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
გერმანიის ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველოს ექნება „გარკვეული პროგრესი ევროპულ გზაზე“
საქართველოში გერმანიის სრულუფლებიანმა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა, რომ მოლოდინი მაქვს, რომ ერთი კვირის განმავლობაში, ევროპის საბჭოს შეხვედრის შემდეგ, საქართველოს, მთავრობის მეთაურებს უკვე ექნებათ გარკვეული პროგრესი ევროპულ გზაზე. ელჩის შეფასებით, არ აქვს მნიშვნელობა, ეს დიდი ნაბიჯი იქნება თუ პატარა, მაგრამ იმედი აქვს, რომ იქნება პროგრესი და ხალხის მხარდაჭერით და პოლიტიკური ძალების სრული ჩართულობით. ,,ეს საღამო ევროპას შეეხება. სხვა რამ ამ საღამოს არ არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის მთავრობის შეკრება. რამდენიმე ადამიანს ველაპარაკე. ისინი მკაფიოდ უჭერენ მხარს ევროკავშირს, მათ უნდათ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს და პოლიტიკური პარტიებისგან სწორად ამას მოელიან. მოლოდინი მაქვს, რომ ერთი კვირის განმავლობაში, ევროპის საბჭოს შეხვედრის შემდეგ, საქართველოს, მთავრობის მეთაურებს უკვე ექნებათ გარკვეული პროგრესი ევროპულ გზაზე. არ აქვს მნიშვნელობა, ეს დიდი ნაბიჯი იქნება თუ პატარა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ იქნება პროგრესი და ხალხის მხარდაჭერით და პოლიტიკური ძალების სრული ჩართულობით, საქართველოს მთავრობას, ოპოზიციას და ქვეყანას შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ ევროკავშირის წევრობის გზა”, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა. „ევროკავშირის გაწევრიანების კონტექსტში დღევანდელი შეკრება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს საღამო მხოლოდ ამ თემას ეძღვნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ყველაფერს, რაც ხდება. სხვა დემონსტრაციებიც თავისუფალი ნების გამოხატულებაა. ამ საღამოს ჩვენ ევროპული ინტერესის სიწმინდეს ვხედავთ“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა.
NATO საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერებაზე მუშაობს
ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. შეკრების შემდეგ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტების მიერ, საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. იენს სტოლტენბერგმა კვლავ გაიმეორა, რომ NATO საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერებაზე მუშაობს. „NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ასევე შეუერთდნენ საქართველო, ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა გარე ჩარევის გარეშე. მე გუშინ შევხვდი საქართველოს თავდაცვის მინისტრს და ისიც მონაწილეობდა გუშინ საღამოს შეხვედრაში. მე და მოკავშირეებმა ხაზი გავუსვით მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობას, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით იმ მოკავშირეებისთვის, რომლებიც დაუცველნი არიან რუსეთის ჩარევის მიმართ. მათ ეს გააკეთეს 2008 წელს. ამიტომ, ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია, მეტი მხარდაჭერა და როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან.რა თქმა უნდა, მათ შორის საქართველოც არის, რადგან საქართველომ უკვე განიცადა მოსკოვის სამხედრო ინტერვენციის შედეგები. მათ ეს გააკეთეს 2008 წელს. ამიტომ, ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ გავუწიოთ მეტი მხარდაჭერა და როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან. NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები ეს იყო ძალიან კონსტრუქციული და კარგი შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და მოკავშირეებმა ასევე გამოხატეს ჩვენს ახლო პარტნიორთან, საქართველსთან თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება. მე ველოდები, რომ როდესაც ლიდერები შეიკრიბებიან [მადრიდის სამიტზე], ისინი კვლავ დაადასტურებენ ღია კარის ჩვენს პოლიტიკას და კვლავ განაცხადებენ იმას, რაც აქამდე ბუქარესტის სამიტის შემდეგ გვითქვამს საქართველოსა და NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგი: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა და გავაგზავნოთ მესიჯი, რომ მის ტერიტორიულ მთლიანობას არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც ვუჭერთ მხარს სტოლტენბერგი: განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ პრაქტიკული მხარდაჭერა რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის საქართველოს თავდაცვის მინისტრი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა 15-16 ივნისს, ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობდა. შეხვედრა 15 ივნისს, სამუშაო ვახშმით დაიწყო, სადაც მიწვეულნი იყვნენ პარტნიორები - ფინეთი, საქართველო, შვედეთი, უკრაინა და ევროკავშირი. 16 ივნისს, NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ორ სესიაზე შეიკრიბნენ. ცალკე გაიმართა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა უმასპინძლა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას პირველად დაესწრო
მაკრონმა კიევში განმარტა, რა საკითხზე ინარჩუნებს დიალოგის არხს რუსეთთან
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და გერმანია უკრაინისგან რაიმე დათმობას რუსეთთან მოლაპარაკებებში არ მოითხოვენ. მაკრონმა ამის შესახებ ხუთშაბათს კიევში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მოლაპარაკებებში „წითელ ხაზებზე“ საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპელები ყოველთვის მხარს უჭერდნენ უკრაინელ ხალხს, რასაც მოწმობს, კერძოდ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უპრეცედენტო სანქციები. „ამავდროულად, ჩვენ არ წავედით ომში რუს ხალხთან, ანუ კოლექტიურად არ ვაწარმოებთ მსგავს ომს. ამიტომ, ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, ყოველ ჯერზე ვატყობინებდით პრეზიდენტ ზელენსკის, ვაგრძელებდით მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტთან [ ...] კერძოდ, აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც წარმოიქმნება - ახლა ეს არის სასურსათო უსაფრთხოების საკითხი და სწორედ ამ კონტექსტში ვინარჩუნებთ დიალოგის არხს [რუსეთთან]“, - განაცხადა მაკრონმა. თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებების ვადებს და ფორმატს უკრაინა განსაზღვრავს. „არც გერმანია და არც საფრანგეთი არასოდეს იქნებიან უკრაინის ზურგს უკან მომლაპარაკებლები. ისინი არასოდეს მოითხოვენ რაიმეს დათმობას უკრაინისგან - ეს ასე არასდროს ყოფილა და არც იქნება. ჩვენ, მომთხოვნი შუამავალი აქ ვართ მხოლოდ იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ, რათა მეტი სიცხადე შემოვიტანოთ და დავაყენოთ გარკვეული მოთხოვნები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ წავიდეთ რაიმე დათმობაზე“, - განაცხადა მაკრონმა. მისივე თქმით, პირობებს დააყენებს მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტი და მხოლოდ იმ პირობებით, რომლებსაც უკრაინელი ხალხი დაეთანხმება. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი უკრაინაში 16 ივნისს ჩავიდნენ. ისინი ირპენს ეწვივნენ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართეს. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას უკრაინაში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისგან. არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება, ჩვენ არავინ გვამცირებს, ჩვენ გვკლავენ - ზელენსკი ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ვიდრე ვინმე ითხოვს, რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს აწარმოებს. მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს ამცირებს, რომლებიც ამას მოითხოვენ. ანდჯეი დუდა: ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს? ვინმე ამბობდა, ისე მოვიქცეთ, რომ ეს არ იყოს დამამცირებელი ადოლფ ჰიტლერისთვის? მაკრონმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთის დამცირება არ დაუშვას, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, 9 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდსაც ჰკითხეს.
სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში ამერიკის სამი მოქალაქის დაკარგვის შესახებ იუწყება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მიიღეს ცნობები იმ ამერიკელების შესახებ, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინაში გაემგზავრნენ. დეპარტამენტში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. აშშ კონტაქტშია „სხვა პარტნიორებთან“, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან. „არსებობს ცნობები კიდევ ერთი ამერიკელის შესახებ, რომლის ადგილსამყოფელი უცნობია. ამ საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით ამ საქმის სრული დეტალები“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა პრესკონფერენციაზე. პრაისმა აღნიშნა, რომ დეპარტამენტი კავშირშია უკრაინაში მყოფი ორი სხვა მოქალაქის ოჯახებთანაც, ასევე, უკრაინის ხელისუფლებასთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან, მაგრამ ისინი ასევე ვერ ადასტურებენ ცნობებს, რომ ეს ორი მოქალაქე დაატყვევეს. ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკის მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ უკრაინაში თანმდევი საფრთხის გამო, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მიმდინარე აგრესიით“, - აღნიშნა პრაისმა. პრაისმა დაამატა, რომ აშშ უგზო-უკვლოდ დაკარგულ ამერიკელ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რუსეთთან კონტაქტში არ არის, რადგან მათ ჯერ არ აქვთ „სარწმუნო საფუძველი“ იმის დასაჯერებლად, რომ რუსებმა ისინი დაატყვევეს და ასევე იმიტომ, რომ რუსეთს თავადაც არაფერი განუცხადებია ამის შესახებ. „თუ ჩვენ ვიგრძნობთ, რომ მოსკოვში ჩვენი საელჩოს მეშვეობით ან სხვაგვარად, ასეთი კონტაქტი პროდუქტიული იქნება, ამ პირების ადგილსამყოფელის შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიების მიზნით, ჩვენ ამას არ მოვერიდებით“, - თქვა პრაისმა.
ზელენსკის და ევროპელი ლიდერების დღევანდელი მოლაპარაკების ხუთი შედეგი ცნობილია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საფრანგეთის, რუმინეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებთან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკების ხუთ შედეგზე მიუთითა. სტუმრებმა მიიღეს იერმაკ–მაკფოლის ჯგუფის მიერ შემუშავებული სანქციების შესახებ დეტალური პაკეტი მიიღეს. „სტუმრები აღიარებდნენ, რომ ევროპის ზოგიერთი ლიდერი „სანქციებით დაიღალა“, მაგრამ პირადად ისინი მზად არიან, განაგრძონ ისინი. იქნება ახალი სანქციები. მეორე შედეგი ეხება იარაღს. მოლაპარაკებების დროს იყო ახალი სასარგებლო განცხადებები და პრეზიდენტმა ზელენსკიმ დეტალურად განმარტა, თუ რატომ არის საჭირო მეტი იარაღი და უფრო ხშირად. სტუმრებმა ეს გაიგეს. დღეს უკრაინა უფრო ახლოს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. ყველა სტუმარი შეთანხმდა, რომ რუსეთის ნდობა მარცვლეულის ექსპორტის საკითხში არ შეიძლება. „ჩვენ უნდა ვიმუშაოთ გაეროს მეშვეობით და გვქონდეს მკაფიო გარანტიები. პარალელურად, მნიშვნელოვნად განვავითარებთ სახმელეთო დერეფნებს. მოლაპარაკებების დროს სტუმრები არ აიძულებდნენ, არ არწმუნებდნენ და ზეწოლას არ ახდენდნენ. „დიდი მადლობა სტუმრებს. მაგრამ ყველა დაბრკოლება არ არის გადალახული, ყველა ხაფანგი არ არის გადალახული. გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით, ამიტომ ჩვენ ყველანი მშვიდად, შედეგზე ორიენტირებულნი ვაგრძელებთ მუშაობას“, - აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი უკრაინაში 16 ივნისს ჩავიდნენ. ისინი ირპენს ეწვივნენ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართეს.
კობახიძე მაკრონის განცხადებაზე: გეოგრაფიასთან დაკავშირებული რიტორიკა ძალიან სამწუხაროა, ამან შეიძლება, დღეს კანდიდატის სტატუსი, ხვალ კი, წევრობა შეაფერხოს
ერთადერთი, რასაც ვერ შევცვლით, არის გეოგრაფია, როდესაც ამაზე კეთდება აქცენტი, ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. შეკითხვაზე, რაზე მიანიშნებს ემანუელ მაკრონის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო სხვა გეოგრაფიულ და გეოპოლიტიკურ სივრცეშია, რატომ აღარ ახსენებენ ევროპელი ლიდერები საქართველოს უკრაინა-მოლდოვასთან ერთად და ხომ არ ჩნდება „ასოცირებული ტრიოს“ დაშლის საფრთხე ბოლოდროინდელი გზავნილების გათვალისწინებით, კობახიძემ აღნიშნა, რომ 2005 წელს, როცა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სქემა იქმნებოდა, საქართველოს თავდაპირველად, სწორედ გეოგრაფიული მოტივით ეთქვა უარი, თუმცა შემდეგ საქართველო გახდა ამ სქემის შემადგენელი ნაწილი. „სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც წამოვიდა ეს რიტორიკა გეოგრაფიასთან დაკავშირებით, რაც ძალიან სამწუხაროა. იმიტომ, რომ ამან შეიძლება, დღეს შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი და ხვალ შეაფერხოს წევრობა. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით, ეს არის გეოგრაფია და როდესაც ამაზე კეთდება აქცენტი, ეს არის ძალიან სამწუხარო და ალბათ, მძიმე მოსასმენია საზოგადოებისთვის. იმიტომ, რომ გეოგრაფია არის არა ის, რაც ჩვენ ავირჩიეთ, არამედ ის, რაც ჩვეულებრივი ფიზიკური მოცემულობაა და ამაზე მინიშნება ძალიან მძიმეა, რადგან ხვალ შეიძლება, იგივე ვიღაცამ წევრობაზე თქვას, როცა საქმე-საქმეზე მიდგება. არ ვიცი, ეს რატომ გახდა ასეთი აქტუალური. მე არ ვიცი, ამის ახსნა გამიჭირდება. უნდა ვკითხოთ თვითონ ამ რიტორიკის ავტორებს. შეიძლება, მათ აქვთ რაღაც ობიექტური კრიტერიუმები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ევროკავშირმა „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ უნდა გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას, მიანიჭონ თუ არა მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა. ჟურნალისტმა ემანუელ მაკრონს ჰკითხა, ნიშნავდა თუ არა მისგან პოზიტიური სიგნალის ხსენება იმას, რომ მას სურდა, მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას ოფიციალურად მიეღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. „ევროკავშირმა „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ უნდა გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას, გადაწყვეტილების მიღებამდე, მიანიჭონ თუ არა მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ერთსულოვნება ევროკავშირის წევრებს შორის. ვფიქრობ, რომ არ შეგვიძლია, მოლდოვა უკრაინისგან გავმიჯნოთ იმ პერსპექტივების თვალსაზრისით, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ“, - განაცხადა მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მაკრონის განცხადებით, საქართველო ასევე იქნება მოლაპარაკებების მაგიდაზე, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყანა, რომელიც „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ მდგომარეობაშია“. „არსებობს კატეგორია ქვეყნებისა, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის შემადგენლობაში შედიან და რომელთა უსაფრთხოება, გეოპოლიტიკური სიტუაცია განსხვავებულია. „საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ძალიან ახლო მეგობარი ქვეყნები არიან, მაგრამ გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად თუ დავაკვირდებით, ისინი დღეს იმავე მდგომარეობაში არ იმყოფებიან“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა
ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, არ გვიჯერებს ხოლმე რაღაცებში სალომე ზურაბიშვილი
როდესაც ასეთი მოუმზადებელი ინიციატივით გამოდიხარ, მინიმუმ ვიღაცას უნდა შეეკითხო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრეზიდენტის ინიციატივით ევროპის მოედანზე გამართული აქციის შეფასებისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ევროინტეგრაციას 3 500 000-მდე ადამიანი უჭერს მხარს, თუმცა აქციაზე მხოლოდ 300-მდე ადამიანი მივიდა, რადგან აქცია მოუმზადებელი იყო. „300 კაციანი აქცია ეს არის სრულიად აცდენილი იმ რეალობას, რაც არის საქართველოში. 3 700 000 ქართველიდან 85% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას ანუ 3 500 000-მდე უჭერს მხარს ევროინტეგრაციას და ამ დროს ვხედავთ, რომ 300 კაცი მიდის აქციაზე, სამწუხაროდ არ გვიჯერებს ხოლმე რაღაცებში სალომე ზურაბიშვილი და მერე თვითონ უბრუნდება ცუდად ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კობახიძემ 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიაც გაიხსენა. „ეს იყო საარჩევნო კამპანია, რომლის გახსენებაც არ მინდა. უმძიმესი იყო. არ გვიჯერებდა მაშინაც. როდესაც კანდიდატი არ მოგყვება კამპანიაში, ამ შემთხვევაში ძალიან მძიმეა კამპანიის წარმართვა. ტექნიკური საკითხები, რომ ავიღოთ, იქაც კი არ მოგვყვებოდა - კლიპის გადაღებაში. აქცია იყო დასაორგანიზებელი და უარს ამბობდა მოსვლაზე და ა.შ. ანუ ჩვენ რაც გვქონდა პიარული გეგმა, იმაში არ მოგვყვებოდა. ჩვენ გვქონდა პიარული გამოძიება. მერე იყო კონკრეტული განცხადებები, რაზეც წინასწარ ვაფრთხილებდით, რომ არ უნდა გაეკეთებინა და მაინც გააკეთა, სამწუხაროდ. მაგალითად, ომთან დაკავშირებული განცხადება. ჯერ პირველი განცხადება გააკეთა, მერე მოგვიწია ამის შელამაზება. ოპოზიცია პირადად მეც შემეხო, სხვათა შორის, კარგად შეალამაზაო, არ ეკუთვნოდა, მაგრამ მაინცო და მერე მეორე ისეთი დაემატა [სალომე ზურაბიშვილმა], რომელიც რთულად შესალამაზებელი იყო“, - განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, აქციის თარიღი არავისთან შეჯიბრის გამო არ ჩანიშნულა და შეკრება ევროკომიის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მისაღებ რეკომენდაციას უკავშირდებოდა. „ჩემთვის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ადამიანების ჩამოყვანას, აქტივისტების თავმოყრას ან სხვას. ეს არის ერის თავისუფალი ხედვის გამოხატვა, რასაც ნელ-ნელა ვისწავლით“, - განუცხადა მედიას პრეზიდენტმა ევროპის მოედანზე. დღევანდელ შეკრებას შეუერთდნენ ამერიკის, გერმანიის და საფრანგეთის ელჩები. პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც მიმართა, შეუერთდნენ ამ შეკრებას. პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ვისი მიზანიც ევროპაა, მასთან „ერთად დადგნენ მიკროფონების გარეშე“. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 16 ივნისის შეკრების ინიციატივა „სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია, რადგან აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული“. ოპოზიციის ნაწილმა პრეზიდენტის შეთავაზება მიიღო და განაცხადა, რომ 16 ივნისის აქციაში მონაწილეობას გეგმავდა.
მაკრონმა კიევში დაადასტურა, რომ საფრანგეთი უკრაინას დამატებით, 6 თვითმავალ ჰაუბიცას გადასცემს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებს აქვთ შეთანხმება, რომ არ მიაწოდონ უკრაინას გარკვეული, კატეგორიის იარაღი, მათ შორის თვითმფრინავები და ტანკები, რათა რუსეთთან ომში მონაწილეობა თავიდან აიცილონ. საფრანგეთის ლიდერის შესაბამის განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს. მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას ძირითადად ამუნიციით და „გარკვეული კატეგორიის იარაღებით“, ჯავშანტექნიკით ეხმარება, მათ შორისაა, „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცები, მაგრამ პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამატებითი დახმარება ითხოვა და უახლოეს მომავალში ამ 12-ს კიდევ ექვსი დაემატება. მარკ რუტე: ნიდერლანდები გერმანიასთან ერთად მალე მზად იქნება, უკრაინაში 12 თვითმავალი ჰაუბიცა გაგზავნოს „თქვენ საუბრობთ არაფორმალურ შეთანხმებაზე, მაგრამ ეს NATO-ს პარტნიორების თითქმის ოფიციალური პოზიციაა. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას თავის დაცვაში, მაგრამ არ შევდივართ ომში რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ, შეთანხმდნენ, რომ არ მიეწოდებინათ გარკვეული იარაღი, როგორიცაა, თავდასხმის... თვითმფრინავები ან ტანკები და პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის ამ შეთანხმების შესახებ“, - განუცხადა მაკრონმა ხუთშაბათს უკრაინელ ჟურნალისტებს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი უკრაინაში 16 ივნისს ჩავიდნენ. ისინი ირპენს ეწვივნენ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართეს. ზელენსკის და ევროპელი ლიდერების დღევანდელი მოლაპარაკების ხუთი შედეგი ცნობილია
ნინო ლომჯარია: არ მაქვს მტკიცებულება, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში გამორიცხული და შეუძლებელია
ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მკურნალობა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ამ ეტაპზე სახალხო დამცველს არ აქვს იმის მტკიცებულება, რომ სამედიცინო თვალსაზრისით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია. „ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, როდის გვაქვს მიმართვა გაკეთებული პენიტენციური სამსახურისთვის, პატიმრის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით: როდესაც იყო ისეთი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რისი მკურნალობის შესაძლებლობაც საქართველოში არ იყო. ხშირ შემთხვევაში ეს კრიტიკული პაციენტებია. შესაბამისად, სააკაშვილთან დაკავშირებით, ჩვენ რომ ასეთი რეკომენდაცია გავცეთ, დადასტურებულად უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში ამის შესაძლებლობა არ არის. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ შეუძლებელია საქართველოში მისი მკურნალობა. პენიტენციური სამსახური უნდა ეცადოს, მას შესთავაზოს საქართველოში ადეკვატური მკურნალობის სერვისები და საშუალებები, თუ ეს არ იქნება შესაძლებელი და მისი მდგომარეობა დამძიმდება, მე, როგორც უფლებადამცველს, უკვე შესაძლებელია, განვიხილო ალტერნატიული ვერსიები, როგორც რეკომენდაცია პენიტენციური სამსახურის მიმართ. მე, როგორც სახალხო დამცველს, არ მაქვს იმის მტკიცებულება, რომ მისი მკურნალობა საქართველოში არის გამორიცხული და შეუძლებელი“, - განაცხადა სახალხო დამცველმა. გადაცემაში სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის თაობაზეც და განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება „ბევრ რამეს შეცვლიდა“. „გვარამიას შეწყალება ბევრ რამეს შეცვლიდა. თუნდაც, ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია შესაძლოა ისეთი კრიტიკული არ ყოფილიყო, რომ არა ეს განაჩენი. ალბათ, ეს მათთვის იყო ბოლო წვეთი, რომ მედიის თავისუფლების საკითხებზე მიეღოთ რეზოლუცია და დებატები გაემართათ. ამ განაჩენმა გარკვეულწილად, ხელი შეუწყო ევროპარლამენტში იმ ძალიან კრიტიკული დებატების და რეზოლუციის მიღებას“, - განაცხადა ლომჯარიამ. მისი თქმით, პრეზიდენტი ამ ნაბიჯის გადასადგმელად, შესაძლოა შესაფერის მომენტს ელოდება. „შეიძლება, ის გარკვეულ, შესაბამის მომენტს ელოდება, ან ელოდება, რომ ეს საკითხი მოხსენიებული იქნება ხვალ კომისიის დასკვნაში, როგორც ერთ-ერთი რეკომენდაცია. შესაძლოა თვლის, რომ ეს პოლიტიკურად იქნება მისთვის უფრო არამომგებიანი გადაწყვეტილება. ერთი გადაწყვეტილება პროცესს, რა თქმა უნდა, ვეღარ შეცვლის, მაგრამ რაღაც პოზიტიური სიგნალი იქნებოდა. არ მინდა, საზოგადოებამ ისე გაიგოს, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება-არ შეწყალებაზე გადის ეს ყველაფერი, ევროკავშირი ამის მიხედვით აღარ მიიღებს გადაწყვეტილებას, მან უბრალოდ შეხედა, როგორ იქცეოდა საქართველოს ინსტიტუტები“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა. ცნობისთვის, ექსპრეზიდენტის საქმეზე გასვლითი სხდომა, რომელიც კლინიკა „ვივამედში" უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო. „დღეს სხდომაზე გამოიკითხნენ ექიმები. მათ სასამართლოს მიაწოდეს [მიხეილ სააკაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია... მკურნალმა ექიმმა დაადასტურა, რომ გაცემულ დოკუმენტში ტრანსპორტირების პრობლემა დასახელებული არ იყო და ის გულისხმობდა ჩვენების მიცემასა და პროცესში ადეკვატური მონაწილეობას", - განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ სასამართლო სხდომის გადადების შემდეგ ჟურნალისტებთან. ადვოკატი გასვლითი სხდომის კლინიკაში ჩატარებას ეწინააღმდეგებოდა, რადგან, მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის პროცესში ჩართვა შეუძლებელი იქნებოდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არ გაიზიარა ადვოკატის ეს პოზიცია და თბილისის საქალაქო სასამართლოში დაწყებული სხდომის კლინიკაში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. სააკაშვილი, საპატიმროში შიმშილობის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს. ოჯახი და მისი თანაგუნდელები ექსპრეზიდენტის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ, მთავრობა თვლის, რომ სააკაშვილისთვის სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა საქართველოშიც შესაძლებელია.
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 20-ზე მეტ M109 მოდელის თვითმავალ ჰაუბიცას მიაწვდის
დიდმა ბრიტანეთმა ბელგიური იარაღის კომპანიისგან შეიძინა და 20-ზე მეტი შორმსროლელი M109 მოდელის თვითმავალი ჰაუბიცა შეაკეთა, რომელსაც უკრაინას გაუგზავნის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები მალე შეძლებენ „მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას ქვეყნის აღმოსავლეთში“. როგორც ცნობილია, ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიანი შეხვედრა გაიმართა. 15 ივნისს, ბრიუსელში შეერთებული შტატების ეგიდით გაიმართა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტეინი 3) მესამე შეხვედრა. ღონისძიებას ესწრებოდა 50-მდე ქვეყანა, მათ შორის NATO-ს წევრები და პარტნიორები, რომლებიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ შეთანხმდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარე: საქართველო ევროპული ერების ოჯახს მიეკუთვნება
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროპულ მისწრაფებას, ღია ვართ ევროკავშირის გაფართოების საკითხზე და ვფიქრობთ, რომ საქართველო დემოკრატიული, ევროპული ერების ოჯახს მიეკუთვნება“, – ამის შესახებ პარლამენტის ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლენმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქართველ კოლეგასთან საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე წარდგენილ განაცხადზე და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე ისაუბრეს. „ვიმსჯელეთ საქართველოს დემოკრატიის განვითარებაზე. შვედეთი ერთგულად უჭერს მხარს საქართველოში რეფორმების გაგრძელებას, რაც საჭიროა თქვენი ევროპული ინტეგრაციის წინ წასაწევად. კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროპულ მისწრაფებას. ჩვენ ძალიან ღია ვართ ევროკავშირის გაფართოების საკითხზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო მიეკუთვნება დემოკრატიული, ევროპული ერების ოჯახს“, – განაცხადა ანდრეას ნორლენმა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ანდრეას ნორლენთან და შვედეთის პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე განიხილეს ის გეგმებიც, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით აქვს. „გაფართოებული შეხვედრა გაიმართა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან და ფრაქციების წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოს ევროპული მისწრაფებები განვიხილეთ. შვედეთის მხრიდან გვაქვს ამ მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა. ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რომელიც აქვს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით, ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე. ზოგადად, რომ შევაჯამოთ სკანდინავიურ ქვეყნებში ვიზიტი, ოთხივე ქვეყნისგან გვაქვს ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება საქართველოს კანდიდატობასთან და ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტით, შევძელით როგორც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, ასევე, სკანდინავიური ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. დღესვე, პაპუაშვილი შვედეთის მეფე კარლ XVI -ს შეხვდა. „პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას აკავშირებს საერთო ევროპული ღირებულებები და სწრაფვა მშვიდობიანი, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი. მხარეებმა ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შეიქმნა. აღინიშნა რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. შვედეთის მეფის განცხადებით, შვედეთის სამეფო გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული მისწრაფებებისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას. საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან“, - აღნიშნულია პარლამნტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.