ძებნის რეზულტატი:
თეა წულუკიანი: 20 ივნისის აქცია ღიმილის მომგვრელია
აქცია, რომელსაც მიზნად აქვს დასახული ხელისუფლების შერყევა, დესტაბილიზაციის გამოწვევა და იმის ძახილი, თურმე არც თუ ისე ევროპული მთავრობა მართავს ქვეყანას, არის ღიმილის მომგვრელი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც 20 ივნისისთვის დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ქუჩაში გასვლის გარეშეც იცის, რომ მათი ადგილი არის იმ ევროპაში, რომელიც ნამდვილ ღირებულებებზეა დაფუძნებული. „ქართველმა ხალხმა ქუჩაში გასვლის გარეშეც იცის, სად არის მისი ადგილი. მისი ადგილი არის იმ ევროპაში, რომელიც დაფუძნებულია ნამდვილ ღირებულებებზე, რადგან მსოფლიოში ბევრი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ ვართ ხალხი, ვინც ვინარჩუნებთ ჩვენს კულტურას და ვახერხებთ, რომ ვიდგეთ ნამდვილ ღირებულებებზე. დღევანდელი დღეც სწორედ ამას ემსახურება, ვაძლიერებთ ანსამბლებს, რომლებიც არიან ერთ-ერთი აქტორები ამ გზაზე, რათა გლობალიზაციაში შევინარჩუნოთ კულტურა, ენა. ეს არის ევროპა – მრავალფეროვნება ერთ ორგანიზაციაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ევროკომისიის პრეზიდენტი: მოლდოვას მნიშვნელოვანი რეფორმები ექნება განსახორციელებელი, თუ ლიდერები სწორ გზაზე დარჩებიან
მოლდოვას მნიშვნელოვანი რეფორმები ექნება განსახორციელებელი და თუ ლიდერები სწორ გზაზე დარჩებიან, ქვეყანას აქვს პერსპექტივა, რომ ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს, - ამის შესახებ შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, გამართულ ბრიფინგზე განაცახადა. ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად კი, პირობები დააკმაყოფილოს „მოლდოვის შემთხვევაში ჩვენი შეფასება იმავე მიმართულებით წავიდა როგორიც უკრაინის შემთხვევაში იყო, აქაც ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოლდოვას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. მათ ექნებათ განსახორციელებელი მნიშვნელოვანი რეფორმები, ახლო წარსულში მოლდოვამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადადგა რეფორმების მიმართულებით, მკაფიო მანდატი ჰქონდა მინიჭებული მოსახლეობის მხრიდან“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.
ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროპის კარი ფართოდაა გაღებული. ყველაფერი საქართველოს ხელთ არის, რომ წინ წავიდეს და ღია კარში გავიდეს
რაც უფრო მალე შეიკვრებით, მით უფრო მალე იქნება წინსვლა. შესაბამისად, ყველაფერი საქართველოს ხელთ არის, რომ წინ წავიდეს და ღია კარში გავიდეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს განაცხადებთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა წარმოადგინა. ევროკომისიის რეკომენდაცია: უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი პირობებით, საქართველოს კი, პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჟურნალისტის კითხვაზე თუ რა დროში მიიღებს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ასე უპასუხა: „უშველებელი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის, რომ მას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა. კარები არის ფართოდ გახსნილი, საქართველოზეა დამოკიდებულები გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ გაერთიანდეს მთელი ქვეყანა პოლიტიკურ მხარეს და მკაფიოდ აჩვენოს, რომ აქტიურობა სურთ. ეს განსაზღვრავს ვადებსაც, თქვენ დამოკიდებული - რაც უფრო მალე შეიკვრებით, მით უფრო მალე იქნება წინსვლა. შესაბამისად, ყველაფერი საქართველოს ხელთ არის, რომ წინ წავიდეს და ღია კარში გავიდეს“ - განაცხადა ფონ დერ ლაინმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.
პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს
საქართველოს შემთხვევაში შევადგინეთ პრიორიტეტების ყოვლისმომცველი სია, რომელთა შესრულების საფუძველზეც გვექნება საშუალება, შედეგს მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს. ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად კი, პირობები დააკმაყოფილოს „საქართველოს შემთხვევაში შევადგინეთ პრიორიტეტების ყოვლისმომცველი სია, რომელთა შესრულების საფუძველზეც გვექნება საშუალება, შედეგს მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ პოლარიზაციის დასრულება, რაც დამახასიათებელია ქვეყნისთვის. ჩვენ გვსურს ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა და იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც მიღწეული იყო ევროკავშირის ფასილიტაციით. ეს ასევე მოიცავს მართლმსაჯულების რეფორმას, რადგან ეს შეთანხმება ეხება ამ საკითხსაც. ასევე გვჭირდება პროგრესი კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ასევე გვჭირდება ბრძოლის გაძლიერება ორგანიზებულ დანაშაულთან, გვჭირდება აქტიური, ჯანსაღი გამოძიება, გასამართლება და სანდო შედეგებზე დაფუძნებული ისტორია. და ბოლოს, ფუნდამენტურ უფლებებზე ჩვენ გვჭირდება, რომ გრანტირებული იყოს თავისუფალი, პროფესიონალური და პლურალისტული და დამოუკიდებელი მედიაგარემო ჟურნალისტებისთვის“, – განაცხადა ევროკომისარმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის კანდიდატის სტატუსზე: ესაა პირველი ნაბიჯი, რომელიც გამარჯვებასთან დაგვაახლოებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის რეკომენდაციას, ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე Twitter-ზე გამოეხმაურა. „მივესალმები ევროპული კომისიის დასკვნას უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის პირველი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რომელიც აუცილებლად დაგვაახლოებს ჩვენს გამარჯვებასთან“, -წერს ზელენსკი. ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს შემდგომში შესასრულებელი პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე უკრაინის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ კვირას დაგეგმილი შეხვედრის დროს ევროპული საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. „მადლობელი ვარ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკომისიის თითოეული წევრის ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებისთვის. მომავალ კვირას ველოდები დადებით შედეგს ევროპული საბჭოსგან,“- წერს პრეზიდენტი ზელენსკი. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.
ირაკლი კობახიძე: ევროკომისიამ უკრაინა და მოლდოვა მძიმე მდგომარეობის გამო "წაახალისა"
"ევროკომისიამ უკრაინა და მოლდოვა მძიმე მდგომარეობის გამო "წაახალისა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მიერ 14 და მითუმეტეს, 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლს, დაღვრილ სისხლის და 300 000 დევნილს დღეს ევროპელი პარტნიორებისთვის უკვე აქტუალობა დაკარგული აქვს. ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად კი, პირობები დააკმაყოფილოს "მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს, აღნიშნული სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება ჩვენთვის გარკვეუწლილად მაინც გულდასაწყვეტია, თუმცა, გვესმის, რომ საქართველოს უკრაინისგან და თუნდაც მოლდოვისგან განსხვავებით, ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია. გვესმის, რომ 14 და მითუმეტეს, 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლს და დაღვრილ სისხლის და 300 000 დევნილს დღეს ევროპელი პარტნიორებისთვის სამწუხაროდ უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული", - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. ასევე წაიკითხეთ: პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს
ირაკლი კობახიძე: ევროპული პერსპექტივის შესახებ ევროკომისიის კონკრეტული გადაწყვეტილებაც არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველოს ჰქონდა ყველა ხელშესახები წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძე: ევროკომისიამ უკრაინა და მოლდოვა მძიმე მდგომარეობის გამო "წაახალისა" მისივე თქმით, ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასევე ვიზალიბერალიზაცია სწორედ ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღწევებია. „ახლა უკვე ევროპული პერსპექტივის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილებაც არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. მიუხედავად იმისა, რომ იყო უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორი, ჩვენ მოვახერხეთ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ ევროკავშირისკენ. დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორედ ძალიან მკაფიო მხარდაჭერა, რომელიც გამოხატა ევროკავშირმა ჩვენი ევროპული მისწრაფებების მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ. ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად კი, პირობები დააკმაყოფილოს შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.
მაია სანდუ: ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ბევრი, გვაქვს ევროპული საბჭოს მხარდაჭერის იმედი
მოლდოვისა და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის მტკიცე სიგნალი, – ასე აფასებს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ევროკომისიის რეკომენდაციას ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის კანდიდატის სტატუსზე: ესაა პირველი ნაბიჯი, რომელიც გამარჯვებასთან დაგვაახლოებს „მოლდოვისა და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის მტკიცე სიგნალი! ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ იმის გაცნობიერებით, რომ დამატებითი ძალისხმევა მიმართული იქნება უკვე დაწყებული რეფორმების გაგრძელებისკენ. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ბევრი და გვაქვს ევროპული საბჭოს მხარდაჭერის იმედი“, – წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ Twitter-ზე. ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს შემდგომში შესასრულებელი პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირს ფარდას იმ შემთხვევაში ავხდიდით, ჩვენი ევროპული პერსპექტივა, რომ არ ეღიარებინა
ფარდას ავხდიდით იმ შემთხვევაში ევროკავშირს, რომ არ ეღიარებინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა. დღეს, როდესაც ევროკავშირმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამ უხერხულობის გარეთ გამოტანისგან თავს შევიკავებთ. ეს არის ჩვენი გუნდის შეჯერებული პოზიცია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ ევროკავშირის მიმართულებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. ირაკლი კობახიძე: ევროკომისიამ უკრაინა და მოლდოვა მძიმე მდგომარეობის გამო "წაახალისა" "ფარდას ავხდიდით იმ შემთხვევაში ევროკავშირს, რომ არ ეღიარებინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა. ამ შემთხვევაში ჩვენ წინ წავიწიეთ ევროკავშირისკენ და ასეთ დროს, ბუნებრივია, არაფრის ფარდის ახდას არ ვაპირებთ. საუბარი იყო სწორედ იმ ხელშემშლელ ფაქტორებზე, რომლებმაც რაღაცები განაპირობა, მაგრამ საბედნიეროდ, რაღაცები ვერ განაპირობა. საუბარი იყო ამისთვის ფარდის ახდაზე, დღეს, როდესაც ევროკავშირმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამ უხერხულობის გარეთ გამოტანისგან თავს შევიკავებთ. ეს არის ჩვენი გუნდის შეჯერებული პოზიცია", - განაცხადა კობახიძე. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. ასევე წაიკითხეთ: პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს
ნიკა მელია: მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება? გავისაუბროთ. ეგუებით ოლიგარქს? კი, ბატონო
მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება? გავისაუბროთ, მოგვიკაკუნეთ და კვლავ ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს? გინდათ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველები მაღალ თანამდებობებზე, რომლებსაც არ აინტერესებთ სახელმწიფოებრივი ინტერესები და არც მალავენ? კი, ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან მიამიტობაა ფიქრი იმისა, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნების გარეშე ოლიგარქი თავის ბერკეტებს დათმობს. ირაკლი კობახიძე: ევროკავშირს ფარდას იმ შემთხვევაში ავხდიდით, ჩვენი ევროპული პერსპექტივა, რომ არ ეღიარებინა პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი „მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება? გავისაუბროთ, მოგვიკაკუნეთ და კვლავ ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს? გინდათ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველები მაღალ თანამდებობებზე, რომლებსაც არ აინტერესებთ სახელმწიფოებრივი ინტერესები და არც მალავენ? კი, ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ. ჩვენ ვართ მზად, ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, როგორც ვიყავით, ასევე ვართ, უბრალოდ მოგვეცით შესაძლებლობა, რომ ფართოდ გაგიღოთ კარები და ეს ყველაფერი ხალხისთვის გასაგები ენით ითქვა. ჩამოწერილია რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. ამ ხელისუფლებას რესურსი რეფორმების გატარების არ აქვს, ამ ხელისუფლებას არ აქვს ნება გაატაროს წარმატებული, დემოკრატიული რეფორმები. რატომ? რეფორმებს თუ ჩაგიტარებ, სამართლიან არჩევნებს თუ ჩაგიტარებ, პოლიტიკურად თუ აღარ გდევნე, თუ ეკონომიკა იქნება იმდენად ჯანსაღი, რომ ყველა ისარგებლებს, მაშინ მე მართვის სადავეებს როგორ შევინარჩუნებ?!- ოლიგარქი ფიქრობს. ამიტომ ძალიან მიამიტობაა ფიქრი იმისა, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნების გარეშე ოლიგარქი თავის ბერკეტებს დათმობს. არავის შეეშინდეს, არავინ დაკომპლექსდეს, ქართველი ხალხის ნება ურყევია, ამოქმედდება", - განაცხადა მელიამ. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. ასევე წაიკითხეთ: პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს
კობახიძე: ევროკომისის დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი, როგორც ოლიგარქი ვერანაირი ფაქტითა და არგუმენტით ნაგულისხმები ვერ იქნებოდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკომისიის დოკუმენტში დეოლიგარქიზაციის საკითხზე არსებულ ჩანაწერს გამოეხმაურა. კობახიძე აცხადებს, რომ დოკუმენტში საუბარი არ არის და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილზე. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენია და თავისი კონკრეტული წარსულით ფილანტროპი. „ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცხრა წელი ძარცვავდნენ ქართველ ხალხს დაა ქართულ სახელმწიფოს. მაგალითად, სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი, და შეგახსენებთ, რომ დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა. მან თავის ნებით გააკეთა პრინციპში ეს ყველაფერი, თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში. კეზერაშვილი, მეორე ოლიგარქი, მასზეც არის, რა თქმა უნდა, აღძრული სისხლის სამართლის საქმე და, რა თქმა უნდა, დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი. ყველა საკითხს შევეხებით ბუნებრივია, ოლიგარქების დასრულება არის ბუნებრივია, ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა“, - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, ევროკავშირის დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი, როგორც ოლიგარქი ვერანაირი ფაქტითა და არგუმენტით ნაგულისხმები ვერ იქნებოდა. „ვერანაირი ფაქტით და არგუმენტით ეს [ბიძინა ივანიშვილი] ვერ იქნებოდა ნაგულისხმევი და არც არის ნაგულისხმევი, ბუნებრივია. ბიძინა ივანიშვილი არის ბიზნესმენი, თავისი კონკრეტული წარსულით და გარდა ბიზნესმენისა, ის არის ფილანტროპი და ქველმოქმედი, გარდა ამისა, მან 2012 წელს დაასრულა სისხლიანი რეჟიმი, აქედან გამომდინარე, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება საუბარი აქ ბიძინა ივანიშვილზე, თუმცა, იმ ადამიანებზე, რომლებმაც ძარცვეს ეს ქვეყანა 9 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, იქნება საუბარი ამ დოკუმენტში და არამარტო, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ოლიგარქებისგან ქვეყანა გავათავისუფლოთ“, - განაცხადა კობახიძემ. ევროკომიის დასკვნაში, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, საქართველოსთან მიმართებით დეოლიგარქიზაციაზე, არის შემდეგი ჩანაწერი: „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს
ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საზოგადოება, რომელიც კომპრომისებსა და კონსენსუსს ეძებს. სხვანაირი საზოგადოება მათ აშინებთ - კახა გოგოლაშვილი
სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან ბოლო პერიოდში ევროკავშირს არც უკრაინასთან და არც მოლდოვასთან ჰქონია ისეთი მძაფრი კომუნიკაცია, როგორც - საქართველოს მთავრობასთან. ექსპერტის შეფასებით კი, მთავარი, რითაც იხელმძღვანელა კომისიამ პოლიტიკური კრიტერიუმია - კერძოდ, ჩამორჩენა დემოკრატიული განვითარების გზაზე. Europetime-თან საუბარში კახა გოგოლაშვილი ფუნდამენტურ საკითხზე მიუთითებს, რის გამოც ევროკომისია კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ვერ გასცემდა. „ისინი კმაყოფილები იყვნენ ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში თანამშრომლობით, მათ მიერ მიღწეული პროგრესით, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე. აქ არის ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომლის გამოც კანდიდატის სტატუსს ვერ მისცემდნენ საქართველოს და ეს არის ძალიან ძლიერი პოლარიზაცია საზოგადოებაში. მისი დაძლევა შესთავაზა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ქვეყანას, მაგრამ დოკუმენტი გააუქმა მმართველმა ძალამ, თუმცა ოპოზიციამაც (ყოველ შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“), ითამაშა ნეგატიური როლი, როდესაც ხელს არ აწერდა შეთანხმებას. ევროკავშირისთვის კი მნიშვნელოვანია ისეთი საზოგადოება, რომელიც კომპრომისებს და კონსენსუსს ეძებს. სხვანაირი საზოგადოება მათ აშინებთ, რადგან ყოველთვის არის დესტაბილიზაციისა და რეგრესის საშიშროება. ასევე - დემოკრატიის გაუარესების. შეიძლება - სამოქალაქო ომისაც. მნიშვნელოვანია, რომ პროგრესი არ შეინიშნებოდა“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. რაც შეეხება პირობების შესრულების საკითხს, რა შეიძლება იქცეს გამოწვევად ქვეყნისთვის, კახა გოგოლაშვილის შეფასებით, შარლ მიშელის შეთანხმება იქცა უკვე გამოწვევად: რომ პარლამენტში უმდა მომხდარიყო ძალაუფლების გაყოფა; სასამართლო რეფორმა უნდა ჩატარებულიყო; საუბარი იყო იმაზე, რომ არ დაენიშნათ მოსამართლეები, ვიდრე კანონს არ შეცვლიდნენ, თუმცა მთავრობამ ეს შეთანხმება „დახია“ და უზენაესშიც დანიშნა მოსამართლეები“. „სასამართლო რეფორმა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ასევე, მედიის თავისუფლების თვალსაზრისით შესაძლო, დასჭირდეთ ქმედითი ღონისძიების გატარება. იმისთვის, რომ მედიასივრცეში უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, რადიკალური ჯგუფების ალაგმვა უნდა მოხდეს“. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად დასკვნის სახით, საბოლოო ჯამში, კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებაა ევროკომისიის მხრიდან, რადგან არც მოლდოვას და არ უკრაინას ჰქონიათ ასეთი მძაფრი და წინააღმდეგობრივი ურთიერთობა ევროკავშირის ინსტიტუტებთან. „ნდობა ვეღარ დაიმსახურა საქართველომ, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული შესაძლებლობები საკმარისი აქვს. ვიცით, რომ საქართველო ბევრი მიმართულებით მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ ევროკავშირი იყოს დარწმუნებული, რომ საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს ევროკავშირის ინსტიტუტებთან და არ ედავება მას; ატარებს რეფორმებს, რომლებსაც ისინი თვლიან სწორად. ამაში ჩვენ ჩამოვრჩებოდით მოლდოვასაც და უკრაინასაც. მათი დიპლომატია უფრო ეფექტიანი და ბევრად უფრო დადებითი მუხტის შემცველი“. „ჩვენ რაც მოგვცეს, ისიც ბევრია. ევროპული პერსპექტივის მიღებაზე ვომობდით ბოლო წლებში და არ გვაძლევდნენ და ახლა გაგვიხსნეს პერსპექტივა ასე მარტივად. მოგვცეს საშუალება, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი უკვე პირობების შესრულების გზით. ამაზე საერთოდ არ იყო ადრე საუბარი. ასე რომ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით და მოსალოცად გვაქვს საქმე, თუმცა უკმაყოფილო უნდა ვიყოთ ჩვენი მთავრობის მუშაობით, რომ ასეთი შანსი ბოლომდე ვერ გამოიყენეს“, - თვლის ექსპერტი. აქვე, კახა გოგოლაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საკითხს, შეიცვლება თუ არა რიტორიკა მთავრობის მხრიდან, ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ. „რიტორიკა იყო ამპარტავნული და შეურიგებელი, კრიტიკის მიმართ და მგონია, რომ ვინმემ უნდა აუხსნას მათ, რომ მთავარია, კრიტიკაზე არ იყოს მწვავე რეაგირება, არამედ, იყოს დაფიქრება და შეიძლება, იყოს დიალოგი და არა ტრიბუნიდან მოსახლეობის გასაგონად საუბარი - რა სულელები არიან ევროპარლამენტარები, თუ ეს რიტორიკა გაგრძელდა, ჩვენ იმასაც დავკარგავთ, რაც გვაქვს“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს შემდგომში შესასრულებელი პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. შეგახსენებთ, ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ, შესასრულებელი პირობებით, საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ამის მიხედვით გადაწყდეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა საუბარი უკრაინით დაიწყო და განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს ევროპულ მომავალს. რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ევროკომისიის შეფასებით, უკრაინამ წინ წაიწია, შექმნა ანტიკორუფციული ორგანიზაციები. რაც შეეხება ოლიგარქებს, ძალიან ძლიერი კანონი მიიღო დეოლიგარქიზაციის და ეს გახლავთ ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტრნიორობისა, რომელმაც აღნიშნული ნაბიჯი გადადგა. აღსანიშნავია, რომ დეოლიგარქიზაციის პირობა ჩადებულია იმ რეკომენდაციებში, რომლითაც ევროკომისიამ საქართველოს მიმართა. ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, რომ ეს ჩანაწერი მკაფიო დასტურია, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არ არსებობს. ასევე ადასტურებს იმას, რომ ნებისმიერი გავლენისგან უნდა იყოს თავისუფალი მმართველობა.
ჯოზეფ ბორელი: დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას
დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე წერს. პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს „საქართველოს მოქალაქეების მუდმივი მისწრაფებებისთვის, დაიმკვიდრონ კუთვნილი ადგილი ევროკავშირის ოჯახში, დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის წინ გადადგმა გახდა შესაძლებელი. ყოველი ნაბიჯი ამის რეალობად ქცევას აახლოებს. დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას“, – წერს ჯოზეფ ბორელი. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კარენ დონფრიდს შეხვდა
საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის კარენ დონფრიდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია აშშ-ის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერისა და ქვეყანა ამას განსაკუთრებულად აფასებს. მისივე თქმით, საქართველო არის და რჩება აშშ-ის ყველაზე საიმედო და ერთგულ მოკავშირედ როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ყურადღება დაეთმო საქართველო – აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მნიშვნელობას, მათ შორის, საქართველო – აშშ-ის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების, აგრეთვე თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებებით. პრემიერთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-ის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ნება, რომ მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ურყევია. ამასთან, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის მხრიდან – საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი, ხოლო საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად
ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ შემდგომში შესასრულებელი პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. კონკრეტულად რა პირობებზე მიუთითებს ევროკომისია, Europetime ჩამონათვალს გთავაზობთ. პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება პოლიტიკური თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად; ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის გამართული ფუნქციონირება, მათი დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ანგარიშვალდებულების გაძლიერება, აგრეთვე, მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციების შემდგომი გაუმჯობესება. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ყველა ხარვეზის გადაჭრა, რომელიც გამოვლენილია OSCE/ODIHR-ის და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ; გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიის მიღება და განხორციელება და 2021 წლის შემდგომი სამოქმედო გეგმა, რომელიც ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ საკონსულტაციო პროცესზე იქნება დაფუძნებული; უზრუნველყოს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძობელი სასამართლო სისტემა. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს; ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერება, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციული საქმეების მკაცრი განხილვის მიზნით; გააძლიეროს სპეციალური საგამოძიებო და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურები და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა; „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში; ბრძოლის გაძლიერება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ; სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; უნდა გაძლიერდეს ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიის გარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს; ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტების, მედიის სფეროში მომუშავე სხვა პირების უსაფრთხოებისადმი საფრთხის შემთხვევაში; სასწრაფოდ უნდა იყოს დაცული მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს. უფრო ეფექტიანად მისცემს პასუხისგებაში მათზე მოძალადეებს და ამ ძალადობის წამქეზებლებს; გაერთიანდეს ძალისხმევა განსაკუთრებით გენდერული თანასწორობისთვის და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან საბრძოლველად; ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე. მიიღეთ კანონი, რათა ქართველმა მოსამართლეებმა პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები; ახალ სახალხო დამცველად დაინიშნოს დამოუკიდებელი ადამიანი. პროცესი იყოს გამჭვირვალე, ოფისის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა კი უზრუნველყოფილი;
უკრაინის საზღვაო ძალებმა, კიდევ ერთი რუსული გემი ჩაძირეს
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები რუსული საბუქსირე გემის „ვასილი ბეხის“ ჩაძირვის შესახებ იუწყება. კერძოდ, უკრაინის საზღვაო ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ გემზე საჰაერო თავდაცვის სისტემა „ტორ“-ით დარტყმა მაშინ განხორციელდა, როდესაც კუნძულ ზმეინისკენ საბრძოლო მასალა, იარაღი და პერსონალი გადაჰქონდა. ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ რუსულ გემზე წარმატებული სარაკეტო თავდასხმის შესახებ ცნობები დაადასტურა. „მიულოცეთ კრეისერ „მოსკვას“ ეკიპაჟს“, - დაწერა მარჩენკომ ტელეგრამის არხზე. საბუქსირე გემი „ვასილი ბეხი“ ასტრახანის გემთმშენებლებმა ააგეს. მისი სიმძლავრე 1605 ტონაა. ის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში 2017 წელს შევიდა. შეგახსენებთ, რომ აპრილში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ფლოტის ფლაგმანი კრეისერო „მოსკვა“ რაკეტა „ნეპტუნის“ დაარტმის შედეგად ჩაძირეს. რუსეთის თავდაცვის უწყება: კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძირა ჩაძირული კრეისერი „მოსკვა“ უკრაინამ წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა CNN: პენტაგონის მაღალჩინოსნის განცხადებით, კრეისრ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები მოხვდა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კარლ ჰარცელი: საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ. ესაა გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იყოს მიღებული
ევროკავშირის ელჩის პირველი შეფასება ევროკომისიის დასკვნაზე ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველო უნდა იყოს აღიარებული როგორც ქვეყანა, რომლისთვისაც ევროკავშირის მომავალი წევრობის კარი ახლა ღიაა. მისი თქმით, დღეს ევროკომისიამ მიიღო და გამოაქვეყნა მოსაზრება საქართველოს მიერ 3 მარტს ევროკავშირის წევრობაზე შეტანილი განაცხადის შესახებ. კარლ ჰარცელის თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი საქართველოსთვის, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისთვის და მთლიანად ევროკავშირისთვის. „მინდა, ვისაუბრო ამ მოსაზრების შინაარსზე. ის ეფუძნება საქართველოში ვითარების საფუძვლიან შეფასებას, ევროკავშირის გაფართოების დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. კერძოდ, ე.წ. პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებისა. პირველი გამომდინარეობს ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებიდან იმ ძირითად ღირებულებებთან დაკავშირებით, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება, მათ შორის იმ ინსტიტუტების სტაბილურობას, რომლებიც დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს უზრუნველყოფს. ეს უკანასკნელი ეხება ქვეყნის მზადყოფნას, გაუძლოს ბაზრის ზეწოლას იმის შედეგად, რომ იგი ევროკავშირის ერთიანი ბაზრის ნაწილს წარმოადგენს. ამ შეფასების შედეგად, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა და გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, როდესაც მთელი რიგი პრიორიტეტული ქმედებებისა წარმატებით განხორციელდება. ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა ამ გზავნილის მნიშვნელობას. კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველო უნდა იყოს აღიარებული როგორც ქვეყანა, რომლისთვისაც ევროკავშირის მომავალი წევრობის კარი ახლა ღიაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკომისია აკეთებს ამ რეკომენდაციას საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვისთვის და თუ ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდება, საქართველოს სტატუსი ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალ სიმაღლეზე ავა. ამ პოზიციიდან კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე გადასვლის პერსპექტივა, რაც კიდევ ერთი გზაა იმის სათქმელად, რომ ქვეყანა მზად იქნება, დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობისთვის, ასევე მოცემულია ამ მოსაზრებაში მას შემდეგ, როდესაც საქართველო შეასრულებს პრიორიტეტების ნაკრებს, როგორც ეს მოსაზრებაშია ასახული. ამ პრიორიტეტების, ამ პირობების უმეტესობა არის ცნობილი საკითხები, რომლის შესახებაც ევროკავშირმა წარსულში, სხვადასხვა დროს უკვე გამოთქვა შეშფოთება. კომისარმა ვარჰეიმ ბრიფინგზე მათგან ხუთი ხაზგასმით აღნიშნა. დაწყებული იმით, რომ საჭიროა მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვა პარტიებს შორის თანამშრომლობისკენ დაბრუნებით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად. ეს არის მთავარი, როგორც წარსულში არაერთხელ აღინიშნა და რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც ხმა მისცა პროევროპულ პარტიებს, სამართლიანად უნდა მოელოდოს თავისი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგან“, - განაცხადა ჰარცელმა. მისი თქმოთ კომისარმა ვარჰეიმ ასევე ილაპარაკა სასამართლო რეფორმაზე, რომელიც კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც ევროკავშირი შეშფოთებას დიდი ხნის განმავლობაში გამოთქვამს. „ისევე როგორც კორუფციასთან ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაძლიერებული ბრძოლა, სფერო, სადაც საქართველოს უკვე აქვს კარგი გამოცდილება და თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს დაცვა. ეს არის ცხადი საკითხების ჩამონათვალი, მაგრამ ამჟამად, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მზადყოფნა და უნარი, შეუდგეს მუშაობას პრიორიტეტების ამ ჩამონათვალის შესასრულებლად, რაც მოითხოვს ყველა პოლიტიკური პარტიის, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების და ასევე სხვების ჩართულობას“, - აღნიშნა ჰარცელმა. ევროკავშირის ელჩის შეფასებით, შედეგების მიხედვით საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ. „ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. როგორც უკვე ვთქვი, ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია. როგორც ადრინდელი გაფართოების პროცესების ისტორიამ და გამოცდილებამ აჩვენა, საბოლოოდ, ბურთი თითოეული ცალკეული ქვეყნის მოედანზეა. იმ პროცესში, რამაც ევროკავშირის მკვეთრი გაფართოება და 2004 წელს 10 ახალი წევრის შეერთება გამოიწვია, გამცხადებლების უმეტესობას აღმავლობების და ჩავარდნების თავისი წვლილი შეხვდათ. ჯერ კიდევ 1997 წელს იყო სიტუაცია, როდესაც თავდაპირველად, მათგან მხოლოდ ექვსს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, ამაში არაფერია ახალი და წარსული გამოცდილება აჩვენებს ფუნდამენტურ ფაქტს, თქვენი ბედი საბოლოოდ თქვენს ხელშია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ შემდგომში შესასრულებელი პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე.
კარლ ჰარცელი: ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მზადყოფნა, შეუდგეს მუშაობას რეკომენდაციების ჩამონათვალის შესასრულებლად
ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა და გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, როდესაც მთელი რიგი პრიორიტეტული ქმედებებისა წარმატებით განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ბრიფინგზე განაცხადა. კარლ ჰარცელი: საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ. ესაა გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იყოს მიღებული „ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა ამ გზავნილის მნიშვნელობას. კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველო უნდა იყოს აღიარებული როგორც ქვეყანა, რომლისთვისაც ევროკავშირის მომავალი წევრობის კარი ახლა ღიაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკომისია აკეთებს ამ რეკომენდაციას საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვისთვის და თუ ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდება, საქართველოს სტატუსი ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალ სიმაღლეზე ავა. ამ პოზიციიდან კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე გადასვლის პერსპექტივა, რაც კიდევ ერთი გზაა იმის სათქმელად, რომ ქვეყანა მზად იქნება, დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობისთვის, ასევე მოცემულია ამ მოსაზრებაში მას შემდეგ, როდესაც საქართველო შეასრულებს პრიორიტეტების ნაკრებს, როგორც ეს მოსაზრებაშია ასახული“, - აღნიშნა ჰარცელმა. საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ამ პრიორიტეტების, ამ პირობების უმეტესობა არის ცნობილი საკითხები, რომლის შესახებაც ევროკავშირმა წარსულში, სხვადასხვა დროს უკვე გამოთქვა შეშფოთება. „კომისარმა ვარჰეიმ ბრიფინგზე მათგან ხუთი ხაზგასმით აღნიშნა. დაწყებული იმით, რომ საჭიროა მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვა პარტიებს შორის თანამშრომლობისკენ დაბრუნებით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად. ეს არის მთავარი, როგორც წარსულში არაერთხელ აღინიშნა და რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც ხმა მისცა პროევროპულ პარტიებს, სამართლიანად უნდა მოელოდოს თავისი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგან“, - განაცხადა ჰარცელმა. კომისარმა ასევე აღნიშნა, რომ შეუსრულებელ რეკომენდაციებს შორისაა სასამართლო რეფორმა: „კიდევ ერთი საკითხი, რომელთან დაკავშირებით ევროკავშირი შეშფოთებას დიდი ხნის განმავლობაში გამოთქვამს, ისევე როგორც კორუფციასთან ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაძლიერებული ბრძოლა, სფერო, სადაც საქართველოს უკვე აქვს კარგი გამოცდილება და თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს დაცვა. ეს არის ცხადი საკითხების ჩამონათვალი, მაგრამ ამჟამად, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მზადყოფნა და უნარი, შეუდგეს მუშაობას პრიორიტეტების ამ ჩამონათვალის შესასრულებლად, რაც მოითხოვს ყველა პოლიტიკური პარტიის, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების და ასევე სხვების ჩართულობას“. ჰარცელის შეფასებით, საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ. „ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. როგორც უკვე ვთქვი, ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია. ამ პრიორიტეტების, ამ პირობების უმეტესობა არის ცნობილი საკითხები, რომლის შესახებაც ევროკავშირმა წარსულში, სხვადასხვა დროს უკვე გამოთქვა შეშფოთება. კომისარმა ვარჰეიმ ბრიფინგზე მათგან ხუთი ხაზგასმით აღნიშნა. დაწყებული იმით, რომ საჭიროა მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვა პარტიებს შორის თანამშრომლობისკენ დაბრუნებით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად. ეს არის მთავარი, როგორც წარსულში არაერთხელ აღინიშნა და რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც ხმა მისცა პროევროპულ პარტიებს, სამართლიანად უნდა მოელოდოს თავისი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგან“, - განაცხადა ჰარცელმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს
სალომე ზურაბიშვილი: მინდა, კარგად გაიგოთ, ევროპამ არ გადაგვაგდო, ევროპამ არ გვითხრა უარი. მივიღეთ ევროპული პერსპექტივა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის მიერ მიღებულ რეკომენდაციას თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე გამოეხმაურა. „მე მინდა მოგმართოთ თქვენ, ვინც, ალბათ, სახლიდან გაიგეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაცია ევროკომისიის, მაგრამ გაიგეთ ის, რომ ერთგვარად საქართველო არ დგას იმ სამეულის ჯგუფში, რომელიც ჩვენ შევქმენით და რაღაცნაირად, ჩვენ ამ ჯგუფს ჩამოვრჩით. შეიძლება, იყოთ იმედგაცრუებული, მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია და ვეთანხმები, ვინც ჩემს წინ ამ თემაზე გამოდიოდა - ჩვენ ამისი უფლება არა გვაქვს. ჩვენ შეიძლება, ადრე და მე პირადად ბევრი რამე ვთქვი, იმიტომ, რომ მე ვხედავდი, რაც შეიძლება მზადდებოდა, ამან გამოიწვია ზოგის წყენა, გაბრაზება და სხვა რაღაცები, მაგრამ ფაქტი ფაქტი არის და ფაქტს ვერ გავექცევით. მაგრამ ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფარ-ხმალი უნდა ჩამოვყაროთ. ეს არ არის არც ქართული ხასიათი და არც ქალების ხასიათი. მე თქვენი იმედი მაქვს, მე მოსახლეობის იმედიც მაქვს, ყველასი, ვინც გუშინ იყო გამოსული, გუშინ სახლიდან გვიყურებდა, დღეს გვიყურებს. მე ვიცი, რომ დღეს თქვენც გრძნობთ, რომ არც იმედგაცრუების და არც წუწუნის დრო არ არის. იმიტომ, რაც მოგვივიდა დღეს, ეს არის გაფრთხილება: რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო. ჩვენი ბრალია. ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაც არ დავიმსახურეთ, დავიმსახურეთ!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. „ჩვენ იმის მერე, რაც გააკეთა ამ ქვეყანამ 30 წლის მანძილზე, ისე ჩამოვრჩით ჩვენს ორ მეგობარს და პარტნიორს, ჩვენი ბრალია, აბა, ვისი. არავინ არ გაგვიკეთა არაფერი. რაც მთავარია და რაც მინდა კარგად გაიგოთ, ევროპამ არ გადაგვაგდო, ევროპამ არ გვითხრა უარი, პირიქით. როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ ურსულას ბრიფინგიდან არის პირველი ცნობები, რაც ვრცელდება. პირველ რიგში უნდა წავიკითხოთ ევროკომისიის რეკომენდაციები, რაც ვრცელდება და სხვათა შორის, ურსულა ფონ დერ ლაიენის „ტვიტერშიც“ იგივე წერია და უნდა ვიცოდეთ, როგორ წავიკითხოთ. იქ წერია, რომ ჩვენ, ცხადია, კანდიდატის სტატუსი დღეს არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ისეთი რამ, რაზედაც ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო ბოლო თვეებში, არც ვიოცნებებდით. მივიღეთ აღიარება და იმედი მაქვს, რომ ამას დაადასტურებს ევროპული საბჭო ერთ კვირაში. მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, გაწევრიანების პერსპექტივა“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს
ილია დარჩიაშვილი: ევროკომისიამ, დღეს ღიად დააფიქსირა გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს მეტის მოლოდინი ჰქონდა. „საქართველოს გაწეული ძალისხმევის და ჩატარებული რეფორმების საფუძველზე, მართალია, მეტის მოლოდინი ჰქონდა აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ დღეს ღიად დააფიქსირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. მისი თქმით, აღნიშნული რეკომენდაციით ევროკომისიამ პირველად ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა და აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. „საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივის გაჩენით ევროკავშირმა დაადასტურა პროგრესი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არსებობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოსთან დაახლოების განსაკუთრებული მნიშვნელობა“. ამასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს. „აღნიშნული რეკომენდაცია მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს სამივე ქვეყნისთვის. დღეს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველო მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად - გაწევრიანების პერსპექტივის მიცემით ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს