ძებნის რეზულტატი:
ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების გადაცემა დააანონსა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას დააანონსა. უკრაინისთვის განკუთვნილი ახალი სამხედრო დახმარების $1 მილიარდანი პაკეტი დამატებით საარტილერიო სამაგრებს, სანაპირო ხომალდსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, საარტილერიო და მოწინავე სარაკეტო სისტემებისთვის საბრძოლო მასალას მოიცავს. Reuters: აშშ უკრაინას დამატებით $1 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დადგება უკრაინის გვერდით. დაიცავს მის დემოკრატიას და რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის ფონზე მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას პირველად დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ე.წ. „რამშტეინი 3“-ის შეხვედრას პირველად დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფს, რომელიც ამ ეტაპზე 50-მდე თანამოაზრე სახელმწიფოს აერთიანებს, საქართველო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიწვევის საფუძველზე შეუერთდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბულგარელ და თურქ კოლეგებთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილა აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნის საჭიროებები განიხილეს. საკონტაქტო ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მესამედ ჩატარდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ესწრება და მინისტერიალის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს მართავს. ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. „რამშტეინი 3“) შეხვედრა მიმდინარეობს. მანამდე, 23 მაისს, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე (გერმანია) უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფის მეორე შეხვედრა 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების დონეზე გაიმართა. უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევის ასეთი ინსტრუმენტი შეერთებული შტატების ინიციატივით შეიქმნა.
სლოვაკეთი უკრაინას ვერტმფრენებს, კანადა, პოლონეთი და ნიდერლანდები კი საარტილერიო დანადგარებს გადასცემენ
სლოვაკეთი უკრაინას საბრძოლო ვერტმფრენებს, კანადა, პოლონეთი და ნიდერლანდები კი ახალი საარტილერიო დანადგარებს გადასცემს. სლოვაკეთის პრეზიდენტი: უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცა Zuzana-2-ს გადავცემთ უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში Ramstein-3 ფორმატში შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პენტაგონის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ გერმანიამ უკრაინაში სამი მართვადი სარაკეტო სადგურისა და საბრძოლო მასალები გადატანა გადაწყვიტა. ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. „რამშტეინი 3“) შეხვედრა მიმდინარეობს. მანამდე, 23 მაისს, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე (გერმანია) უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფის მეორე შეხვედრა 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების დონეზე გაიმართა. უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევის ასეთი ინსტრუმენტი შეერთებული შტატების ინიციატივით შეიქმნა.
ემანუელ მაკრონი: ევროკავშირის გაფართოება მისი მეზობლების სტაბილურობისთვის, არ შეიძლება, იყოს ერთადერთი გამოსავალი
ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება, იყოს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს სტაბილურობისთვის ერთადერთი პასუხი, ჩვენ ევროპა უფრო ქმედითი უნდა გავხადოთ, – ამის შესახებ მოლდოვაში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია უფრო ფართო ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შექმნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში თანამშრომლობისთვის, როგორიცაა, თავდაცვა და უსაფრთხოება, რაც გაწევრიანებას არ ჩაანაცვლებს. აღსანიშნავია, რომ 23-24 ივნისს დაგეგმილი სამიტი, სადაც „ტრიოსთვის“ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, იქნება ბოლო სამიტი, სადაც საფრანგეთი როტაციული პრინციპით თავმჯდომარის სტატუსით იქნება წარდგენილი. „საკითხი დაყენებულია. ევროკომისია განიხილავს მას და საბჭოს წევრები გადაწყვეტენ. მე არ მინდა, წინასწარ ვიმსჯელო ამ გადაწყვეტილებაზე აქ, რადგან ჩემი, როგორც ევროპული საბჭოს როტაციული თავმჯდომარის როლი, არის კონსენსუსის შექმნა. თუმცა, ჩემი სურვილია, რომ ჩვენ შევძლოთ პოზიტიური და მკაფიო გზავნილის გაგზავნა ამ მოთხოვნის შესახებ“, – განაცხადა მაკრონმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
გერმანია უკრაინას სამ ერთეულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა MARS2-ს გადასცემს
გერმანია უკრაინას MARS2-ის ტიპის სამ ერთეულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა. სლოვაკეთი უკრაინას ვერტმფრენებს, კანადა, პოლონეთი და ნიდერლანდები კი საარტილერიო დანადგარებს გადასცემენ ეს სისტემა ამერიკული უნივერსალური გამშვები დანადგარის MLRS-ის ევროპული მოდიფიკაციაა, რომელიც გერმანიის შეიარაღებაში 1990-იანი წლებიდან ირიცხება. MARS2-ს მართვადი რაკეტების 70 კმ რადიუსზე გაშვება შეუძლია. ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. „რამშტეინი 3“) შეხვედრა მიმდინარეობს. მანამდე, 23 მაისს, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე (გერმანია) უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფის მეორე შეხვედრა 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების დონეზე გაიმართა. უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევის ასეთი ინსტრუმენტი შეერთებული შტატების ინიციატივით შეიქმნა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ივნისში დაგეგმილ NATO-სა და „დიდი შვიდეულის“ სამიტებში მიიღებს მონაწილეობას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ივნისში დაგეგმილ NATO-სა და „დიდი შვიდეულის“ სამიტებზე მიწვევა მიიღო. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „მადლიერებით მივიღე მიწვევა პარტნიორებისგან, მონაწილეობა მივიღო მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში: გერმანიის ფედერალური კანცლერისგან – „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გერმანიაში, NATO-ს გენერალური მდივნისგან – ალიანსის სამიტზე მადრიდში“, – წერს ზელენსკი.
თეა წულუკიანი: სიქსტის კაპელაში სამების საკათედრო ტაძრის გუნდი გამართავს კონცერტს; 29 ივნისს კი, როდესაც თავად პაპი აღავლენს საზეიმო მესას, შესრულდება ილია მეორეს „ავე მარია“. ეს ხდება პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში
26 ივნისს სიქსტის კაპელაში, სადაც უცხოელებს ძალიან იშვიათად უმღერიათ ან კონცერტი გაუმართავთ, სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით 40 მომღერალი-მგალობელი სამების საკათედრო ტაძრის გუნდიდან, მთელი შემადგენლობით, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, გამართავს კონცერტს, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ ეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს არაერთი წლის სურვილი და გეგმა იყო. „ეს ხდება პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ქართველი იმღერებს სიქსტის კაპელაში. მეტიც, 29 ივნისს, როდესაც თავად პაპი აღავლენს საზეიმო მესას წმინდა პეტრესა და პავლეს დღესასწაულზე, წმინდა პეტრეს ტაძარში, სადაც უამრავი მომლოცველი იქნება, საერთაშორისო დელეგაციები, პატრიარქის დაფუძნებული სამების გუნდი მესის დასრულების შემდეგ (მესაში, ჩვენი რწმენიდან გამომდინარე, რა საკვირველია არ ვმონაწილეობთ), რომელსაც თვით პაპი აღავლენს, შეასრულებენ ილია მეორეს „ავე მარია“ და სავარაუდოდ, როგორც ბატონი სვიმონ ჯანგულაშვილისგან ვიცით, „შენ ხარ ვენახიც“. როგორც სიქსტის კაპელაში გამართული კონცერტი, ასევე საზეიმო მესა გადაიცემა კათოლიკურ სამყაროში პირდაპირი ეთერით. ეს არის ისტორიული მოვლენა და, ვფიქრობ, არავინ გვიწყენს, თუ ვიტყვი, რომ ყველა ის თემა, რასაც შეიძლება განვიხილავდეთ, არის უფრო პატარა, ვიდრე ის, რასაც ახლა ველოდებით დიდი სიხარულით“, - განაცხადა წულუკიანმა. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც პატრიარქის ამ სურვილის ასრულებაში შეიტანა წვლილი.
თეა წულუკიანი პრეზიდენტის განცხადებაზე: შეიძლება ითქვას, რომ მან ესროლა მთავრობას და სინამდვილეში, ტყვია ქვეყანას მოხვდა
ეს ნახევარსაათიანი ბრიფინგი იყო ეთერი, რომელსაც რამდენჯერმე ვუსმინე. არც კი ვიცი საიდან შეიძლება დაიწყო ამ ბრიფინგის შეფასება, იმდენად ბევრი უსამართლობა, ბევრი ფაქტობრივი შეცდომა იყო. შეიძლება ითქვას, რომ მან ესროლა მთავრობას და სინამდვილეში, ტყვია ქვეყანას მოხვდა, - ასე შეაფასა თეა წულუკიანმა პრეზიდენტის ბოლო განცხადება გადაცემაში „იმედი LIVE“. ვიცე-პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი მთავრობის დაკნინებას ემსახურებოდა. სალომე ზურაბიშვილი: იზოლაციის საფრთხე ჩნდება, არც მეგობარი, არც მოკავშირე გვყავს, ვინც ბოლომდე ჩვენს პოზიციას გაიზიარებს პრეზიდენტი: მივმართავ ხელისუფლებას, ანტიევროპული რიტორიკისგან თავი შეიკავოს. მივმართავ ოპოზიციას, შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციის მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში პრეზიდენტი: ფარდა რომ ჩვენზე ნელ-ნელა უკვე ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს „არ მოგვეწონა, რომ მან ძალიან ბევრი უსამართლო დარტყმა განახორციელა მთავრობაზე, მაშინ, როდესაც შეგვახსენა ტრადიციები. თუ ტრადიციებზე მიდგა საქმე, მე ასეთი ქართული ტრადიცია ვიცი, რომ წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო. სულ სხვა რამეს მოველოდი წინ მყოფი კაცისგან, რომ მისი შვილის ასაკის მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრისთვის ხიდი ყოფილიყო. პირიქით, მოტრიალდა და გვესროლა. მაგრამ ეს ტყვია ჩვენ არ მოგვხვდა, იმიტომ, რომ არ გვეკუთვნის. ის მოხვდა იმ საქმეს, რომლისთვისაც [პრეზიდენტი] ჩვენს გაერთიანებას ცდილობდა, ანუ კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ამით [პრეზიდენტი] პირდაპირ დაჯდა ოპოზიციის დესტრუქციულ ნარატივზე, ჩემდა სამწუხაროდ. მისი ყველა სიტყვა, მისდა უნებურად, მინდა ამის მჯეროდეს, მიმართული იყო იქითკენ, რომ როგორმე მთავრობა, ანუ ამ შემთხვევაში ქვეყანა, არ იყოს წარმატებული ამ გზაზე. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ არის სასიხარულო“, - განაცხადა წულუკიანმა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს ბრიფინგზე საზოგადოებას 16 ივნისს აქციზე მისვლა და ევროპული ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდა.
უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და მარიო დრაგი ჩავიდნენ
უკრაინის მხარდასაჭერად კიევში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. „ჩვენ ვართ იმ მომენტში, როდესაც გვჭირდება, გავგზავნოთ მკაფიო პოლიტიკური სიგნალი, უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ, როდესაც ისინი გმირულ წინააღმდეგობას სწევენ“, – განაცხადა მაკრონმა ვიზიტამდე ერთი დღით ადრე. ამასთან, ევროპელი ლიდერები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
NATO-ს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინელ და შვედ კოლეგებთან საერთო გამოწვევები და მიზნები განიხილა
ბრიუსელში მიმდინარე NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინელ და შვედ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. "ჯუანშერ ბურჭულაძემ ანტი კაიკონენთან და პიტერ ჰულქვისტთან საუბრისას ყურადღება უსაფრთხოების გარემოსა და საერთო გამოწვევაზე გაამახვილა. აღინიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და გართულებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად ზრდის საფრთხეს და რისკს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. ამ კონტექსტში ჯუანშერ ბურჭულაძემ დასავლეთის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, როგორც რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი და აღნიშნა, რომ ამ კუთხით კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ფინეთისა და შვედეთის ძლიერ მხარდაჭერას. ორმხრივ შეხვედრებზე კოლეგებმა ქვეყნების ნატოში ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს და ამ მიზნით უწყებებში გატარებული რეფორმები ერთმანეთს გაუზიარეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგებს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პირველი წარმატებული პროექტის - ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ (JTEC) ცენტრში ფინელი და შვედი მაღალკვალიფიცირებული ექსპერტების მოვლინებისთვის მადლობა გადაუხადა. კოლეგებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც მიმოიხილეს და მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, ბელგიის სამეფოში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, ასევე თურქ, ბულგარელ, ჰოლანდიელ, გერმანელ და ლიეტუველ კოლეგებთან.
მაკრონი: ევროკავშირს არ შეუძლია, მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს. მოლაპარაკებების მაგიდაზეა საქართველო, რომელიც გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა
ევროკავშირმა „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ უნდა გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას, მიანიჭონ თუ არა მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა. ჟურნალისტმა ემანუელ მაკრონს ჰკითხა, ნიშნავდა თუ არა მისგან პოზიტიური სიგნალის ხსენება იმას, რომ მას სურდა, მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას ოფიციალურად მიეღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. „ევროკავშირმა „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ უნდა გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას, გადაწყვეტილების მიღებამდე, მიანიჭონ თუ არა მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ერთსულოვნება ევროკავშირის წევრებს შორის. ვფიქრობ, რომ არ შეგვიძლია, მოლდოვა უკრაინისგან გავმიჯნოთ იმ პერსპექტივების თვალსაზრისით, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ“, - განაცხადა მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მაკრონის განცხადებით, საქართველო ასევე იქნება მოლაპარაკებების მაგიდაზე, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყანა, რომელიც „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ მდგომარეობაშია“. „არსებობს კატეგორია ქვეყნებისა, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის შემადგენლობაში შედიან და რომელთა უსაფრთხოება, გეოპოლიტიკური სიტუაცია განსხვავებულია. „საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ძალიან ახლო მეგობარი ქვეყნები არიან, მაგრამ გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად თუ დავაკვირდებით, ისინი დღეს იმავე მდგომარეობაში არ იმყოფებიან“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა ემანუელ მაკრონი: ევროკავშირის გაფართოება მისი მეზობლების სტაბილურობისთვის, არ შეიძლება, იყოს ერთადერთი გამოსავალი ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
გაერო: 28 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში თითქმის 2,5 მილიონი ადამიანი დაბრუნდა
28 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში 2 479 398 ადამიანი დაბრუნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს "14 ივნისის მდგომარეობით, უკრაინელების რაოდენობამ, რომელთაც რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანა დატოვეს, 7,5 მილიონს გადააჭარბა. 3,3 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა უკრაინიდან ევროკავშირში დროებითი დაცვის სტატუსი მიიღო. ყველაზე მეტი უკრაინელი გერმანიამ (780,000) და ჩეხეთმა (373,900) მიიღეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მაკრონის თქმით, მოლდოვა ევროპის თავდაცვის ფონდიდან €40 მილიონს მიიღებს, რაც მას თავდაცვის ხარჯების გაორმაგების საშუალებას მისცემს
საფრანგეთის პრეზიდენტი 15 ივნისს მოლდოვას ეწვია. ემანუელ მაკრონი მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდა. მოლდოვა ევროპის თავდაცვის ფონდიდან 40 მილიონ ევროს მიიღებს, რაც მას თავდაცვის ხარჯების გაორმაგების საშუალებას მისცემს. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა. არ ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაში დაფიქსირებული ნეიტრალიტეტი ჩვენ გვიცავს - მაია სანდუ მაკრონმა განაცხადა, რომ ამ რთულ, ომის კონტექსტში, რაც საფრთხეს წარმოადგენს, როგორც მოლდოვისთვის, ასევე, მთელი ევროპისთვის, ქვეყანა საფრანგეთის თავდაცვის ფონდიდან, დამატებით, 40 მილიონ ევროს მიიღებს, რაც ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტს გააორმაგებს.„ჩვენ ვიცით, რომ მოლდოვა ნეიტრალიტეტის ერთგულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს ქვეყნის დემილიტარიზაციას“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. მაკრონი: ევროკავშირს არ შეუძლია, მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს. მოლაპარაკებების მაგიდაზეა საქართველო, რომელიც გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა ემანუელ მაკრონი: ევროკავშირის გაფართოება მისი მეზობლების სტაბილურობისთვის, არ შეიძლება იყოს ერთადერთი გამოსავალი მაკრონმა მოლდოვისა და ქვეყნის ევროპულ კურსთან მიმართებით მხარდაჭერა გამოხატა. მაკრონი მოლდოვის პრეზიდენტს თავდაცვის ხარჯებისთვის €40 მილიონის გადაცემას დაჰპირდა. ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ მაკრონმა და სანდუმ კიშინიოვის ცენტრში გაისეირნეს და ერთ-ერთ კაფესაც სტუმრობდნენ. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მხარს დაუჭერენ ჩვენს ნაბიჯს, რაც მოგვცემს შანსს, დავრჩეთ თავისუფალი სამყაროს ნაწილად. ამ მიზნით, საფრანგეთის პრეზიდენტს მხარდაჭერა ვთხოვე. ამავდროულად, საფრანგეთმა შემოგვთავაზა კრედიტი 15 მილიონი ევროს ოდენობით - ეს არის ფრანგული დახმარების პირველი ტრანში მოლდოვის რესპუბლიკის ეკონომიკური აღდგენის მხარდასაჭერად, რომელიც მოლდოვის კონფერენციაზე ბერში, აპრილში გამოცხადდა. პარალელურად, მოლდოვასა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს კონვენციას გადასახადების თავის არიდების აღკვეთის შესახებ, რომელსაც ორი ქვეყნის ბიზნეს საზოგადოება ელოდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს კონვენცია გაზრდის ფრანგულ ინვესტიციებს მოლდოვის რესპუბლიკაში. ჩვენ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ომის პირობებში, მაგრამ საფრანგეთისა და სხვა მეგობარი ქვეყნების, ჩვენი მეგობრების დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია, უფრო სწრაფად წავიწიოთ წინ, დასახული მიზნისკენ. ჩვენ ვაფასებთ მოლდოვა-საფრანგეთის პარტნიორობას, რომელსაც აქვს შესანიშნავი დინამიკა ბოლო წლებში და გვსურს მისი შემდგომი კონსოლიდაცია ჩვენი ქვეყნების მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა თავის მხრივ, მაია სანდუმ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
კარლ ჰარცელი ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მოწვევით გამართულ შეკრებას დაესწრება
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მონაწილეობას მიიღებს შეკრებაში, რომელიც დღეს, ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მოწვევით გაიმართება. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის საელჩო ავრცელებს. გერმანიის ელჩი 16 ივნისს შეკრებაზე პრეზიდენტის ინიციატივას იწონებს და ევროპის მოედანზე მისვლას გეგმავს მანამდე, 16 ივნისის აქციაზე დასწრების შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა. პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც მიმართა, შეუერთდნენ ამ შეკრებას. პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ვისი მიზანიც ევროპაა, მასთან „ერთად დადგნენ მიკროფონების გარეშე“. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 16 ივნისის შეკრების ინიციატივა „სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია, რადგან აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული“. ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის შეთავაზებას იღებს და 16 ივნისის აქციაში მონაწილეობას გეგმავს.
20 ივნისიდან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება
20 ივნისიდან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. გადაწყვეტილება, ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო რჩება სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება. „კოვიდთან დაკავშირებული ეპიდემიური სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე, 20 ივნისიდან სატრანსპორტო საშუალებებში აღარ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება. პირბადის გამოყენების რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. პირბადის გამოყენება სავალდებულო დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის 280 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პროგრამა დაამტკიცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის ახალი, 280 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პროგრამა დაამტკიცა. მათივე ცნობით, ეს არის საფინანსო ინსტრუმენტი (Stand-By Arrangement) ე.წ. ბუფერული თანხა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში (მიმდინარე მდგომარეობით ჩამორიცხვა არ იგეგმება), იქნება ათვისებული და წარმოადგენს დაზღვევის მექანიზმს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ახალი პროგრამის დამტკიცებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში ხაზგასმულია, რომ პროგრამის მიზანია ფისკალური ბუფერების აღდგენა, ფისკალური ჩარჩოს გაძლიერება, გარე საფრთხეებისადმი მოწყვლადობისა და ინფლაციის შემცირება, ფინანსური სექტორის მდგრადობის შენარჩუნება, ისევე, როგორც უფრო ძლიერი და მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე. „ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყებაზე შეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მისიასთან მიღწეულ იქნა მიმდინარე წლის აპრილში მაკროეკონომიკური პარამეტრების იმ პერიოდისათვის არსებული მონაცემებისა და დაშვებების გათვალისწინებით. ახალ პროგრამაში ასახულია ყველა ის სტრუქტურული რეფორმა, რომელიც საქართველომ წარადგინა, მათ შორის, სახელმწიფო საწარმოების მართვის, განათლების, შრომის ბაზრის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
საქართველოს გენერალური პროკურორი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
საქართველოს გენერალური პროკურატურის დელეგაცია გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი შოთაძემ სამუშაო შეხვედრები გამართა კალიფორნიის ცენტრალური ოლქის მთავარ პროკურორთან ტრეისი უილკსონთან, ოლქის აღმასრულებელ პროკურორთან ჯასტინ როუდთან და სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან მაიკლ რ. უილნერთან. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საქართველოს პროკურატურის და კალიფორნიის ცენტრალური ოლქის პროკურატურის წარმომადგენლები. ასევე, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს პროკურატურის დელეგაციის წევრებთან ერთად, ლოს-ანჯელესის მთავარ პროკურორს ჯორჯ გასკონს შეხვდება. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრები სახელმწიფო იურიდიული დახმარების ფედერალურ სამსახურში, გამოძიების ფედერალურ სააგენტოში, ფედერალურ პროკურატურაში და პრობაციის სამსახურში.
„გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება
რუსული მედიის ცნობით, ენერგოკომპანიებმა ავსტრიულმა OMV-მ, იტალიურმა Eni-მ, გერმანულმა Uniper-მა 15 ივნისს რუსული „გაზპრომისგან“ გაზის მოცულობის შემცირებაზე შეტყობინება მიიღეს. Eni-ს ეცნობა 15%-იანი მიწოდების შეწყვეტის შესახებ, Uniper-ს მიწოდება 25%-ით შეუმცირდება. OMV-ს არ უთქვამს, რამდენად შემცირდება მარაგი, მაგრამ, Uniper-ის მსგავსად, თქვა, რომ მას სხვა წყაროებიდან შეუძლია გაზის ჩანაცვლება. რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა 14 ივნისს გაზპრომმა Nord Stream 1-ზე გაზის ნაკადის 40%-ით დღეში დაგეგმილი 167-დან 100 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირების შესახებ განაცხადა. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა გაზპრომის გადაწყვეტილებას ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. მისი აზრით, ამ გზით რუსეთი ცდილობს ევროპის გაზის ბაზრის დესტაბილიზაციას და ფასების აწევას. 14 ივნისიდან 16 ივნისამდე გაზის ფასი მეგავატზე ამსტერდამის ბირჟაზე 97-დან თითქმის 130 ევრომდე გაიზარდა. RBC-ის ცნობით, ენერგეტიკული კომპანიები OMV, Eni და Uniper ადრე შეთანხმდნენ რუსული გაზის გადახდის ახალ სქემაზე, რომელიც გაზპრომბანკში ორი ანგარიშის (ვალუტა და რუბლი) გახსნას ითვალისწინებს.
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 7 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 7 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ლ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 16 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი 1996 წელს დაბადებული რ.ა. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით რევოლვერი ამოიღო. 1998 წელს დაბადებული ხ.მ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად დააკავეს. მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ედება. სამართალდამცველებმა, ხ.მ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი, კუსტარულად დამზადებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და 13 ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის „აკა-47“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 23 ვაზნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ო.ჭ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული ა.ხ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო კუსტარულად დამზადებული რევოლვერი და 8 ვაზნა. ამავე სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაკავებულია 1998 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი თ.ქ. ნივთმტკიცებად ამოღებულია „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 19-229-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პორტუგალია ექვსთვიანი სამუშაო ვიზების გაცემას იწყებს და საიმიგრაციო კვოტებს ამცირებს
პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანა კატერინა მენდესის განცხადებით, უცხოელები ახალი სამუშაო ვიზით, პორტუგალიაში დარჩენას ექვსი თვე შეძლებენ. „უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციის ხელშეწყობისა და მუშახელის დეფიციტის წინააღმდეგ საბრძოლველად, შეიქმნა ახალი ტიპის ვიზა. კერძოდ, ესაა სამუშაოს ძიების ვიზა, რომლითაც უცხოელები პორტუგალიაში შესვლას 180 დღით შეძლებენ“, - განაცხადა მენდესმა. მისი თქმით, მთავრობამ თავისი გადაწყვეტილებით აღმოფხვრა „დიდი ხნის ანაქრონიზმი, როგორიცაა სამუშაო ვიზების გაცემის კვოტირების რეჟიმი“. ახალ ზომები შესულია მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში უცხოელთა შემოსვლის, ყოფნის, გასვლისა და ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივი რეჟიმის ცვლილების შესახებ.