ძებნის რეზულტატი:
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი საქართველოში იწყება
17 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდი საქართველოს ეწვევა, სადაც ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ „ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვა. კარენ დონფრიდი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა დონფრიდი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ასევე შეხვდება ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მხარეები განიხილავენ კრემლის არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მდივნის თანაშემწე ასევე განიხილავს გზებს, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს, უზრუნველყოს შემდგომი მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის კუთხით წინსვლის, საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და წარმატებული მომავლის შენების საკითხში. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე 18 ივნისს გაემგზავრება სომხეთში, სადაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. მდივნის თანაშემწე გამოხატავს აშშ-ის მხარდაჭერას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია მშვიდობის უზრუნველყოფისკენ. „კარენ დონფრიდი ხაზს გაუსვამს ჩვენს ძლიერ პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და სომხეთის დემოკრატიული განვითარებისადმი ჩვენს ორმხრივ ერთგულებას ეფუძნება“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
პრეზიდენტის ინიციატივით, თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია „ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ იმართება. ამ ტიპის კონფერენცია პირველად ტარდება რეგიონში და აერთიანებს სხვადასხვა სფეროს ქალებს – პოლიტიკის, დიპლომატიის, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურის, ბიზნესის, მედიის, სპორტის, ქველმოქმედების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ასევე ქალებს, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცადეს კონფლიქტების ტრაგედია. თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია (TWIC) საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, რომელიც აცხადებს, რომ აუცილებელია ქალების უფრო მეტი ჩართულობა კონფლიქტების მოგვარების საქმეში, როგორც სახელმწიფოებს შორის, ასევე საზოგადოებებში. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ინიციატივის განსახორციელებლად მჭიდროდ თანამშრომლობდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან და საქართველოში გაერო-ს ოფისთან. კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. კონფერენციაზე ასევე მონაწილეობენ: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მარგარეტა სედერფელდი, პოლონეთის სეიმის მარშალის მოადგილე მალგოჟატა გოშიევსკა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდი. კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ასევე, მოისმინონ: საბერძნეთის პრეზიდენტის კატერინა საკელაროპულუს, ეუთოს გენერალური მდივნის ჰელგა მარია შმიდის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილის, ამინა ჯ. მუჰამედის ვიდეომიმართვები. მთელი დღის განმავლობაში, კონფერენციის რამდენიმე პანელზე განიხილავენ კონფლიქტებში მყოფი ქალებისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: პირადი გამოცდილებები, ქალი კორესპონდენტების თვალით დანახულ კონფლიქტები, ლტოლვილთა კრიზისში მყოფი ქალები, გენდერულ ძალადობა და პოლარიზაცია, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. კონფერენცია ტარდება გლობალური გამოწვევების უმნიშვნელოვანეს პერიოდში და აჟღერებს უკრაინელი ქალებისადმი სოლიდარობის გზავნილს. კონფერენციაზე ასევე გამახვილდება ყურადღება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში ქალების, როგორც დიალოგის ხიდის შემქმნელთა, როლზე. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციის მიზანია შექმნას ახალი დისკუსიის სივრცე, სადაც პირდაპირი დიალოგის ერთიანი სივრცით, (სპიკერებისა და აუდიტორიის ტრადიციული დაყოფის გარეშე) ყველა მონაწილეს შეეძლება დაესწროს ყველა სესიას. კონფერენცია საშუალებას მისცემს სხვადასხვა წარმომავლობისა და გამოცდილების ქალებს გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი ცოდნა – გამოცდილება და გამოხატონ საკუთარი ხედვები.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 05:09 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო. ბიძგების სიძლიერემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა.
თბილისში სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა გაიხსნა
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში მთაწმინდის რაიონში, კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ქუჩის გახსნას დედაქალაქის საკრებულოს წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, სერგო ფარაჯანოვის მეგობრები და ახლობლები დაესწრნენ. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. „გავხსენით ცნობილი კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა. ქუჩის სახელდების ინიციატივა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას ეკუთვნის. ფასდაუდებელია ფარაჯანოვის ღვაწლი ჩვენი კულტურის და კინოხელოვნების წინაშე. სასიხარულოა, რომ ცნობილი რეჟისორის სახელს სწორედ ის ქუჩა ატარებს, სადაც სერგო ფარაჯანოვი ცხოვრობდა,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ თბილისელს, ახალგაზრდებსა და მომავალ თაობას ყოველთვის ახსოვდეთ გენიალური ხელოვანი სერგო ფარაჯანოვი. „მოხარული ვარ, რომ მთაწმინდის რაიონის ერთ-ერთ ქუჩას, სადაც გამოჩენილი კინორეჟისორი სერგო ფარაჯანოვი ცხოვრობდა, მისი სახელი მიენიჭა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ თბილისელს, ჩვენს ახალგაზრდებსა და მომავალ თაობას ყოველთვის ახსოვდეთ ეს გენიალური ხელოვანი, რომელიც ჩვენს დედაქალაქში გაიზარდა და დააფასონ მისი უდიდესი ღვაწლი ქართული ხელოვნების განვითარების საქმეში. სერგო ფარაჯანოვმა, თავისი გამორჩეული სტილით, მრავალფეროვნებითა და არასტანდარტული მიდგომებით, მსოფლიო კინოხელოვნებაში დაიმკვიდრა საპატიო ადგილი. თბილისის საკრებულო და დედაქალაქის მერია ყველაფერს აკეთებს მისი სახელის უკვდავსაყოფად. დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია,”- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ. ქუჩის გახსნაზე საკრებულოს წევრებმა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა და სერგო ფარაჯანოვის მეგობრებმა სამისამართე აბრები დაამონტაჟეს. კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვის სახელი კოტე მესხის შესახვევს ეწოდა. ეს ის ადგილია, სადაც ცნობილი კინორეჟისორი ცხოვრობდა. სერგო ფარაჯანოვი XX საუკუნის სომხური წარმოშობის ქართველი კინორეჟისორი იყო. ის დაიბადა და გაიზარდა თბილისში. სერგო ფარაჯანოვის ნამუშევრები ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს.
რუსეთის მაღაროში მეთანის ყველაზე დიდი გაჟონვა დაფიქსირდა
Guardian-ის ცნობით, კუზბასში მდებარე რუსული ქვანახშირის მაღარო "რასპადსკაიაზე" მეთანის ყველაზე დიდი გაჟონვა დაფიქსირდა. სატელიტური მონიტორინგის თანახმად, იანვარში საათში დაახლოებით 90 ტონა მეთანს გამოტყორცნიდა, რაც მეთანის ყველაზე დიდი დაფიქსირებული გაჟონვაა. კანადური კომპანია GHGSat-ი, რომელიც 2016 წლიდან ეწევა სათბურის გაზების ემისიების სატელიტურ მონიტორინგს, აცხადებს, რომ 2022 წლის იანვარში "რასპადსკაიადან" საათში 658-დან 17 994 კილოგრამამდე ზომის 13 მეთანის ვუალი მოჩანდა. კომპანიამ აღმოჩენის შესახებ მხოლოდ ახლა განაცხადა, რადგან დრო დასჭირდა იმისთვის, რათა შეემოწმებინა საკუთარი დასკვნები და დაჰკავშირებოდა „რასპადსკაიას“ ოპერატორს. კომპანიის ინფორმაციით, მომხდარზე ოპერატორს რეაგირება არ მოუხდენია. მოკლევადიან პერსპექტივაში - ატმოსფეროში გაზის დაშლას ოცი წელი სჭირდება - მეთანი გლობალურად 80-ჯერ უფრო მეტად ათბობს, ვიდრე ნახშირორჟანგი. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ მეთანის ემისიების შემცირება გლობალური ტემპერატურის ზრდის შენელების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზაა. 2021 წლის ნოემბერში გლაზგოში გამართულ გაეროს კლიმატის სამიტზე ასზე მეტი ქვეყანა შეთანხმდა, რომ 2030 წლისთვის მეთანის ემისია მინიმუმ 30%-ით შემცირდა. მათ შორის რუსეთი არ იყო. ყველა მიწისქვეშა ნახშირის მაღარო აწარმოებს მეთანს, რომელიც უნდა იყოს გაჟღენთილი, რათა არ მოხდეს მისი დაგროვება და აფეთქება. თუმცა, არსებობს უფრო ეკოლოგიურად სუფთა გზები მეთანის მოსაშორებლად: მაგალითად, შესაძლებელია მისი დაჟანგვა და შემდეგ გარემოში გაშვება. კომპანია მიიჩნევს, რომ გაჟონვა მთელი 2021 წლის მეორე ნახევარში ხდებოდა და ახლა იანვრის მოცულობის დაახლოებით მესამედს შეადგენს. Ghgsat-ის ენერგეტიკის, ნარჩენებისა და მაღაროების დირექტორის ბროდი უაიტის თქმით, "რასპადსკაიაში" მომხდარი გაჟონვა 25% - ით ზრდის მაღაროში მოპოვებული ყველანაირი ნახშირის წვის შედეგად მიღებული ემისიების რაოდენობას. რუსეთი მეთანის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდეს წყაროს წარმოადგენს.
ნიდერლანდში რუსეთის დაზვერვის ოფიცერი დააკავეს, რომელიც ჰააგის სასამართლოში სტაჟორად მოწყობას ცდილობდა
ნიდერლანდის გენერალური დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის (AIVD) ცნობით, დააკავეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სტაჟიორის სამუშაოს მიღებას ცდილობდა. AIVD-ის ხელმძღვანელი ერიკ აკერბუმი აცხადებს, რომ მისი ნამდვილი სახელია სერგეი ვლადიმიროვიჩ ჩერკასოვი. ნიდერლანდში მას შესსვლა ვიქტორ მიულერ ფერეირას სახელით სურდა. ჩერკასოვი, AIVD-ის თანახმად, აპირებდა სტაჟირებას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. შედეგად, მას სურდა საიდუმლო მონაცემებზე ჰქონოდა წვდომა, მათ შორის რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ საქართველოში (2008 წელს) და უკრაინაში (2022 წელს) შესაძლო სამხედრო დანაშაულების ჩადენის შესახებ მიმდინარე გამოძიების მასალებზე. დაკავებული ჩერკასოვი დეპორტირებული ბრაზილიაშია დეპორტირებული.
გაერო: უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დღიდან, სულ მცირე, 4481 სამოქალაქო პირი დაიღუპა
"უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დღიდან, 24 თებერვლიდან 15 ივნისის ჩათვლით, მოკლულია 4481 სამოქალაქო პირი", - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს. "უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დღიდან, 24 თებერვლიდან 15 ივნისის ჩათვლით, მოკლულია 4481 სამოქალაქო პირი, მათ შორის 284 ბავშვი. საომარი მოქმედებებისას უკრაინაში დაიჭრა 5565 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 462 ბავშვია", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს გაერო: 28 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში თითქმის 2,5 მილიონი ადამიანი დაბრუნდა
Coca-cola რუსეთში პროდუქციის გაყიდვას შეწყვეტს
რუსეთში Coca-cola-ს და სხვა სასმელების წარმოება და გაყიდვა ამ კომპანიის კუთვნილი ბრენდებით შეჩერდება. ამის შესახებ Reuters-ი კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. Coca-cola-ს ცნობით, ეს პროდუქციის არსებული მარაგების ამოწურვის შემდეგ მოხდება. კომპანია Coca-Cola-მ უკრაინაში ომის გამო რუსეთში ბიზნესის შეჩერების შესახებ განაცხადა. მაისში, კომპანიის მენეჯმენტმა თქვა, რომ რუსეთში ბიზნესი "სრულიად გაქრება", თუ უკრაინაში ომი გაგრძელდება.
საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა იზრდება
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა. ნავსადგურები იანვარ-აპრილში 4 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურნენ. წლიურ ჭრილში ზრდა 0.5 მლნ ტონას შეადგენს. ტვირთბრუნვა გაიზარდა როგორც ფოთის, ასევე ბათუმის პორტებში. ტვირთბრუნვა საქართველოს პორტებში / 2022 წლის იანვარ-აპრილი • ფოთის პორტი - 2.4 მლნ ტონა, წლიურად ზრდა 0.2 მლნ ტონა • ბათუმის პორტი - 1.6 მლნ ტონა, წლიურად ზრდა 0.3 მლნ ტონა საკონტეინერო ტვირთბრუნვა 2022 წლის იანვარ-აპრილში 6.5%-ით გაიზარდა. პორტების მიერ გადამუშავებული კონტეინერები / 2022 წლის იანვარ-აპრილი • ფოთის პორტი - 102 890 TEU (+ 4935 TEU) • ბათუმის პორტი - 33 745 TEU ( + 3434 TEU) • სულ - 136 635 TEU ( + 8370 TEU)
ლავროვი: რუსეთი თეთრი და ფუმფულა არ არის
"რუსეთი უკრაინაში არ შეჭრილა და ის, რაც გააკეთა, პასუხია დასავლეთის დანაშაულებრივ საქმიანობაზე“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვმა განაცხადა. გაერო: უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დღიდან, სულ მცირე, 4481 სამოქალაქო პირი დაიღუპა „ჩვენ უკრაინაში არ შევჭრილვართ. ჩვენ გამოვაცხადეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როცა უკვე აღარ დაგვრჩა არანაირი საშუალება დასავლეთისთვის აგვეხსნა, რომ დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევა NATO-ში უკრაინის შეთრევით“, - განაცხადა ლავროვმა. მისივე თქმით, რუსეთი თეთრი და ფუმფულა არ არის. რუსეთი არის ის, რაც არის. არ გვრცხვენია, ვაჩვენოთ ჩვენი თავი ისეთი, რაც ვართ“, - განაცხადა ლავროვმა BBC-სთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
ლიეტუვის ელჩი: ლიეტუვას 1997 წელს უარი უთხრეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ 2004 წელს შევუერთდით ბლოკს - ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია
ლიეტუვას 1997 წელს უარი უთხრეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ 2004 წელს ბლოკს შევუერთდით. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია. საჭიროა კონსოლიდირებული ძალისხმევა სამოქალაქო საზოგადოებისგან, პოლიტიკური პარტიებისგან, ხელმძღვანელობისგან და სახელმწიფო ინსტიტუტებისგან, - შესაბამისი განცხადება ქართული მედიის ცნობით, ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ გააკეთა. მიაჩნია, თუ არა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ლიეტუვის ელჩმა უპასუხა, რომ პოლიტიკა აღქმების მეცნიერებაა და ყველა ჩვენგანს ჩვენი აღქმა გვაქვს. ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან „მიიღებთ თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ეს დამოკიდებულია წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსზე, მაგრამ დღეს ჩვენ ველოდებით ევროპული კომისიის დასკვნას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვება ევროკავშირის ლიდერების მიერ განხილვა 23-24 ივნისს. მოდით, დაველოდოთ მომდევნო საათებს, რომ ვიხილოთ, როგორი იქნება ეს დასკვნა“, - განაცხადა ლიეტუველმა დიპლომატმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას დაახლოებით, ერთ კირაში მიიღებს.
შსს-მ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით 8 პირი დააკავა, ერთ პირს კი, ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად აჭარაში ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავების "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტი გამოავლინეს, "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს, ხოლო 1 პირს - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. „სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული ლ.დ., 1965 წელს დაბადებული გ.ხ. (ე.წ. კანონიერი ქურდის - რომან ხმალაძის, მეტსახელად „რომა ბათუმსკის“ ძმა) და 1978 წელს დაბადებული ზ.თ. - ქურდული სამყაროს წევრობისთვის, ხოლო 1964 წელს დაბადებული დ.ქ. (მეტსახელად „დუკა“, ე.წ. კანონიერი ქურდის - ასლან ქობულაძის, მეტსახელად - „ასლან ბათუმსკის“ ძმა) და 1973 წელს დაბადებული ა. დ. (მეტსახელად "ფაჩიჩა"), - "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააკავეს. გარდა ამისა, ძმები - 1964 წელს დაბადებული ჯ.ბ. და 1968 წელს დაბადებული ჯ.ბ., ასევე, მათი ბიძაშვილი - 1967 წელს დაბადებული რ.ქ. (მეტსახელად "კამო") "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული. რაც შეეხება 1984 წელს დაბადებული რ.ზ.-ს (მეტსახელად "ბალუ"), მას „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ ძმებს ერთმანეთთან ფინანსური დავა ჰქონდათ, ხოლო ერთ-ერთ ძმასა და რ.ქ.-ს შორის კი დაპირისპირება წარმოიქმნა მათი საცხოვრებელი სახლების მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. მოდავე მხარეებმა დახმარებისთვის მიმართეს კრიმინალურ ავტორიტეტებს - ბრალდებულებს: ლ.დ.-ს, გ.ხ.-ს, ზ.თ.-ს, დ.ქ.-ს და ა.დ.-ს აღნიშნული დავების გადაწყვეტის მიზნით, ლ. დ. საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს - მინდია ლავასოღლის და მასთან მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტს - რ.ზ.-ს (მეტსახელად „ბალუ“) დაუკავშირდა. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ნათესავებს შორის არსებული ფინანსური და ყოფითი დავების მოგვარების და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა, რომლებსაც ესწრებოდნენ მოდავე მხარეები, კრიმინალური ავტორიტეტები და დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი - მინდია ლავასოღლი და კრიმინალური ავტორიტეტი - რ.ზ. (მეტსახელად „ბალუ“). პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, დიდი ოდენობით ფული და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრიტანეთის გენშტაბის ხელმძღვანელი: სტრატეგიულად, რუსეთმა ომი უკვე წააგო
"რუსეთმა სტრატეგიულად ომი უკვე წააგო. ახლა უფრო შესუსტებულია და ის ვერასდროს შეძლებს უკრაინის სრულად დაკავებას", - ამის შესახებ ბრიტანეთის გენშტაბის ხელმძღვანელმა, ადმირალ სერ ტონი რადაკინმა განცხადა. „ახლა უფრო შესუსტებულია და ის ვერასდროს შეძლებს უკრაინის სრულად დაკავებას. სტრატეგიულად, რუსეთმა ომი უკვე წააგო. NATO გაძლიერდა, ფინეთი და შვედეთი ელოდებიან ალიანსში შესვლას. პუტინის ომის მანქანა მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით მიიწევს წინ ყოველდღე“, – განაცხადა რადაკინმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
ევროკომისიის რეკომენდაცია: უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე
უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება. ევროკომისიის პრეზიდენტმა საუბარი უკრაინით დაიწყო და განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს ევროპულ მომავალს. რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე ქვეყნის მიერ პირობების დაკმაყოფილების რეკომენდაცია გასცა. „მინდა, დავიწყო უკრაინით, კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპული პერსპექტივა და ამავდროულად, კანდიდატის სტატუსიც, იმის საფუძველზე, რომ შემდგომი მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება ქვეყანაში. უკრაინამ უნდა აიღოს თავის ბედი ხელში და შექმნას თავის მომავალი. უკრაინას აქვს საარჩევნო სისტემა, რომელიც არის თავისუფალი. უკრაინას აქვს განათლების სისტემა, რომელიც არის კარგად განვითარებული. ჩვენ ვიცნობთ ამ ქვეყნის ციფრულ უნარებს და ციფრულ სისტემას, რომელიც არსებობს და თუ შევხედავთ ეკონომიკას. ომის წინ უკრაინამ აჩვენა მხოლოდ ორპროცენტიანი დეფიციტი, საკმაოდ ჯანსაღი და 50 პროცენტამდე საჯარო ვალი, რაც კარგი მაჩვენებელი იყო. უკრაინამ უკვე განახორციელა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა გამხდარიყო სრულიად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან უკრაინას შეუძლია, ინტეგრირება მოახდინოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე. ჩვენ ვმუშაობთ, რათა უკრაინის ინტეგრირება მოხდეს ერთიან ბაზარზე. სატრანსპორტო შეთანხმება გვაქვს, ჩვენ ინტეგრირებას ვახდენთ ენერგეტიკის სისტემით. ომის შემდეგაც უკრაინის ელექტროგადამცემი ხაზი შეუერთდა ევროკავშირის ხაზს და ყველა ეს ნაბიჯი ძალიან კარგი მიმართულებით არის გადადგმული. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ დამატებითი სამუშაო უნდა ჩატარდეს კანონის უზენაესობის მიმართულებით. უკრაინამ წინ წაიწია იმით, რომ შექმნა საჭირო ინსტიტუტები სასამართლო ხელისუფლებისთვის, რომ ასე ეფექტიანად ემუშავა, აღჭურვა უფლებამოსილებით პროკურორები, ახლა ხდება მოსამართლეების შერჩევა, საკონსტიტუციო სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევა. რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, უკრაინამ წინ წაიწია, შექმნა ანტიკორუფციული ორგანიზაციები. რაც შეეხება ოლიგარქებს, ძალიან ძლიერი კანონი მიიღო დეოლიგარქიზაციის და ეს გახლავთ ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტრნიორობისა, რომელმაც აღნიშნული ნაბიჯი გადადგა. ახლა ეს ეხება უკვე კანონის შესრულებას. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ შედეგები. რაც შეეხება ფუნდამენტურ უფლებებს, უკრაინამ შეასრულა 80 პროცენტი ვენეციის კონვენციის რეკომენდაციებისა, დარჩა უმცირესობებზე კანონის მიღება. ძალიან ბევრია მიღწეული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო დარჩა. ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ შმიგალს ვესაუბრე, როდესაც კიევში, ათი დღის წინ ვიმყოფებოდი, ძალიან ღრმა პასუხი მივიღე პრეზიდენტისგან, რომ ჩვენ რომ არ გვქონდეს განაცხადი შეტანილი ევროკავშირის წევრობაზე, ჩვენ რეფორმები მაინც უნდა გაგვეტარებინა უკრაინული დემოკრატიის თვალსაზრისით, ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია, რადგან ომი მძვინვარებს ქვეყანაში, მაგრამ უმეტესობა საკითხებისა, ასე თუ ისე მოგვარებულია. უკრაინაზე დასკვნის გაკეთების თვალსაზრისით, ერთი ნათელი გზავნილი გვაქვს, დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, დიახ, უკრაინას უნდა მივესალმოთ როგორც კანდიდატ ქვეყანას. საკმაოდ ფართო სამუშაო ჩატარდა, მაგრამ მნიშვნელოვანი სამუშაო ჯერ კიდევ რჩება. მთელი პროცესი არის დამსახურებაზე დამყარებული. ყველაფერი უკრაინაზეა დამოკიდებული, მის ხელშია ყველაფერი და იმაზე უკეთესი არ არის, რომ საკუთარი მომავალი თვითონ შექმნან“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. რაც შეეხება მოლდოვას, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, შეფასების პროცესი იგივე მიმართულებით წარიმართა, როგორც უკრაინასთან დაკავშირებით. „მოლდოვას რაც შეეხება, ჩვენი შეფასება იგივე მიმართულებით წარიმართა, როგორც უკრაინასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, რომ ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მოლდოვას იმ თვალსაზრისით, რომ მნიშვნელოვან რეფორმას ჩაატარებს ქვეყანა. წარსულ პერიოდში, მოლდოვამ განახორციელა გადამწყვეტი ნაბიჯები რეფორმების თვალსაზრისით, ნათელი მანდატი თავისი მოქალაქეების მხრიდან. ეს არის რეფორმების ანტიკორუფციული ევროპული გზა დამოუკიდებლობის შემდეგ, პირველად. მოლდოვას ასევე, ძალიან გრძელი გზა აქვს, მისი ეკონომიკა და საჯარო ადმინისტრაცია მოითხოვს ძირითადად გაუმჯობესებას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა მიუყვება აღნიშნულ კურსს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანას გააჩნია პოტენციალი, დააკმაყოფილოს მოთხოვნები“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. რაც შეეხება საქართველოს, ლაიენის თქმით, საქართველო იზიარებს იგივე პოტენციალს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას აქვთ. „მისი განაცხადი ძლიერია, განსაკუთრებით საბაზრო ორიენტაციის, ეკონომიკის, ძლიერი კერძო სექტორის მიმართულებით. წარმატებისთვის ახლა პოლიტიკურად უნდა მოხდეს შეკვრა და ქვეყანამ განსაზღვროს სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი ევროკავშირის მიმართულებით და ეს გზა უნდა იყოს ასოცირებული აუცილებელ რეფორმებთან, სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებასთან და საერთო პოლიტიკური მხარდაჭერის მიმართულებით, ამიტომ ვიძლევით რეკომენდაციას, ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს საქართველოს, შემდეგ კი დავუბრუნდეთ საკითხს და ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს, სანამ მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს",- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. შემდეგი ეტაპი: ევროკავშირის ლიდერები საკითხს მომავალ კვირაში, ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველად შეფასებას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს. ევროკომისიის ამ შეფასებას წინ უძღოდა: 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ რეზოლუცია: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტმა რეზოლუციაში გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ასოცირებული ტრიოს ფორმატი აერთიანებთ, რომლის შესახებაც მემორანდუმი ქვეყნებმა 17 მაისს, კიევში გააფორმეს. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები შეთანხმდნენ ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი იყო სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება. მემორანდუმში სამივე ქვეყანამ აღიარა, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.
მაკრონი პუტინთან კომუნიკაციის შესახებ: იმედგაცრუება საკმარისად ძლიერი სიტყვა არ არის
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღიარა, რომ მისმა მოლაპარაკებებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სასურველი შედეგი არ გამოიღო, მაგრამ საჭიროდ მიიჩნევს ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას. „მასთან [პუტინთან] საუბარში გატარებული საათების და ჩემი ამჟამინდელი შეხედულების გათვალისწინებით, განსაკუთრებით ირპენსა და ბუჩას მონახულების შემდეგ, თუ შედეგზე ვსაუბრობთ, უბრალოდ იმედგაცრუებული არ ვარ - არ არის საკმარისად ძლიერი სიტყვა, როცა ამას ხედავ. ბარბაროსობა და რა გამოიწვია ამ ყველაფერმა [პუტინის ქმედებებმა]“, - განუცხადა მაკრონმა უკრაინელ ჟურნალისტებს კიევში. მან აღნიშნა, რომ პუტინს საკუთარი ინიციატივით და საფრანგეთის სახელით ესაუბრა, მაგრამ ყოველ ჯერზე ევროკავშირში კოლეგებს აწვდის ინფორმაციას კომუნიკაციის შესახებ. „ზოგჯერ, ამას ვაკეთებდი პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, როდესაც მას სურდა პუტინისთვის გარკვეული გზავნილების ან წინადადებების გადაცემა”, - თქვა მაკრონმა.
NATO აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვის ახალ მოდელს ამზადებს
NATO-ს მოკავშირეები მზად არიან, მოამზადონ ახალი თავდაცვის მოდელი ბლოკის აღმოსავლეთ ფლანგისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს, მადრიდში მომავალ სამიტზე დამტკიცდება. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ”დარწმუნებული ვარ, რომ სამიტზე ორი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთანხმდებით მოდელზე. არამხოლოდ მოდელზე, არამედ იმაზე, რომ მოკავშირეები მზად არიან, უზრუნველყონ საჭირო ძალები, რათა შეავსონ ეს მოდელი შინაარსით, სიძლიერით, ძალებით, რომლებიც დაარწმუნებენ ყველა მოკავშირეს, რომ ჩვენ ვდგამთ ამ ნაბიჯს არამხოლოდ აღმოსავლეთში ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების მიზნით, არამედ, უფრო საშიშ და კონკურენტულ სამყაროში“, - თქვა სტოლტენბერგმა NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ალიანსმა გააორმაგა აღმოსავლეთში საბრძოლო ჯგუფების რაოდენობა ოთხიდან რვამდე, ბალტიის ქვეყნებიდან შავ ზღვამდე. საფრანგეთი ხელმძღვანელობს რუმინეთში საბრძოლო ჯგუფს და გაძლიერდნენ „სხვა მოკავშირეებიც". მოკავშირეები მზად არიან, კიდევ გაზარდონ საბრძოლო ჯარების რაოდენობა. სტოლტენბერგმა დააამატა, რომ ჯარი მზად იქნება, საჭიროების შემთხვევაში სწრაფად შეიცვალოს დანიშნულების ადგილი. უფრო ადრე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ფლანგზე კონტინგენტის გაფართოების საკითხი NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე განიხილებოდა. NATO ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ახალი საბრძოლო ჯგუფების შექმნას განიხილავს
ნევროლოგი მიხეილ სააკაშვილზე: დაზიანება აქვს ზურგის ტვინის დონეზე, ასევე, თავის ტვინში მორფოლოგიური ცვლილებები აღენიშნება
ნევროლოგმა ოთარ თოიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დაზიანება აღინიშნევა ზურგის ტვინის დონეზე და მორფოლოგიური ცვლილებებია თავის ტვინში. ოთარ თოიძის შეფასებით, სააკაშვილის ტვინის დაზიანება საყურადღებოა. „დიაგნოსტიკური ნაწილი უკვე დასრულებულია და კარგად არის ცნობილი თუ რა დიაგნოზები სჭირს ბატონ სააკაშვილს, ახლა ვსწავლობთ რამ გამოიწვია დამძიმება ამ სიტუაციის. ყველაზე მნიშნველოვანია ტვინის დაზიანება, ამ პროცესის შეჩერება შესაძლებელი იყო ადრეულ ეტაპზე, რაც გათვალისწინებული არ იყო სამედიცინო პერსონალის მიერ. ახალმა გამოკვლევებმა ნათელი შეიტანა ზოგიერთი, ჩვენთვის მანამდე უცნობი სინდრომის წარმოშობაში - კერძოდ, ნანახია დაზიანება ზურგის ტვინის დონეზე და მორფოლოგიური ცვლილებები თავის ტვინში. ახალი გამოკვლევები თავის დროზე უნდა გაკეთებულიყო, ამ შემთხვევაში ალბათ, არ ვიქნებოდით ასეთ სიტუაციაში“, - განაცხადა თოიძემ. ცნობისთვის, 16 ივნისს, ექსპრეზიდენტის საქმეზე გასვლითი სხდომა, რომელიც კლინიკა „ვივამედში" უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო. ნინო ლომჯარია: არ მაქვს მტკიცებულება, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში გამორიცხული და შეუძლებელია შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. სააკაშვილი, საპატიმროში შიმშილობის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს. ოჯახი და მისი თანაგუნდელები ექსპრეზიდენტის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ, მთავრობა თვლის, რომ სააკაშვილისთვის სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა საქართველოშიც შესაძლებელია.
შავ ზღვაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის ახალი მარშრუტი ამოქმედდა - საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს
ექსკლუზივი Europetime-ს ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ შავ ზღვაზე, საქართველოს და რუმინეთს შორის საზღვაო კავშირები ვითარდება. კერძოდ, „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილი კომპანია პარტნიორებთან ერთად, ქართული პორტებიდან ევროპის მიმართულებით, საკონტეინერო გადაზიდვებს საკონტეინერო გემის მეშვეობით განახორციელებს. საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა იზრდება ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ფოთის პორტიდან პირველი საკონტეინერო გემი 146 TEU-თი ტვირთი რუმინეთის პორტში, კონსტანცაში მიმდინარე წლის 21 მაისს გადაიზიდა. საკონტეინერო გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს. გემი, რომელიც 210 TEU კონტეინერს იტევს, თვეში სამ რეისს შეასრულებს. „შავი ზღვა - კასპიის ზღვის მარშრუტის განვითარება ასევე მნიშვნელოვანია ჩინეთი-ევროპის სავაჭრო ნაკადების გადმომისამართებისთვის“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. მათივე სტატისტიკით, საქართველო ჩინეთს შორის შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. 2021 წელს ზრდამ 221% შეადგინა. შესაბამისად, არის მოლოდინი შავი-ზღვა კასპიის ზღვის მარშრუტიც მნიშვნელოვნად დაიტვირთება. საქართველოსა და რუმინეთს შორის საზღვაო მარშრუტის განვითარების წინაპირობა შავი და კასპიის ზღვების სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ინიციატივა რუმინეთისა და თურქმენეთის ეკუთვნით. 2019 წელს საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა – შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე. ზემოაღნიშნულ დეკლარაციას წინ უძღოდა 4 სახელმწიფოს შორის გამართული სამუშაო შეხვედრები. რუმინეთის ინიციატივით შესაძლოა, შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის სატვირთო გადაზიდვის მარშრუტი შეიქმნას რუმინეთის სტრატეგიული მიზანია, შავი ზღვის პოტენციალი საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად გამოიყენოს „დეკლარაციისას ხელმოწერისას აქცენტი გაკეთდა შავი ზღვა - კასპიის ზღვის მარშრუტზე, რომელიც შექმნის ეფექტური ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობას აზიასა და ევროპას შორის ორი ზღვის მეშვეობით. ქვეყნის დერეფნის განვითარების თვალსაზრისით, ქართული მხარე დაინტერესებულია გააღრმაოს ურთიერთობები სამივე ქვეყანასთან აღნიშნული დერეფნის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. რაც შეეხება საქართველოსა და რუმინეთს შორის ტვირთბრუნვას, Europetime-ს ეკონომიკის სამინისტრომ შემდეგი მონაცემები მიაწოდა: რკინიგზა საქართველოსა და რუმინეთს შორის 2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში სარკინიგზო/საზღვაო მარშრუტით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 128.8 ათასი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 104.3%-ით მეტია (63.1 ათასი ტონა). საავტომობილო საქართველოსა და რუმინეთს შორის საავტომობილო ტრანსპორტით 2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 6.9 ათასი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.7%-ით მეტია (4.6 ათასი ტონა). რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს რუმინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 230 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 105,5 პროცენტით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამასთან, რუმინეთის ექსპორტი საქართველოში 87 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი - 219,4 პროცენტით. „ეს მაჩვენებლები მოწმობს ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების არსებულ პოტენციალს და დივერსიფიკაციის მნიშვნელოვან პერსპექტივებს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ვაჭრობის, მობილურობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების გაფართოება ხელს შეუწყობს რეგიონულ ეკონომიკურ სტაბილურობას, სოციალურ კეთილდღეობას და შექმნის რეალურ ბიზნეს შესაძლებლობებს რუმინეთსა და საქართველოს შორის“, - ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მანამდე, Europetime-თან ინტერვიუში რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, იულიან კიფუმ განაცხადა, რომ ბათუმი-კონსტანცას პროექტს მხარდაჭერა არ აქვს. ინტერვიუ ნახეთ ამ ბმულზე. ცნობისათვის, დღეს ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვის მონაცემები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა გაიზარდა. ფოთისა და ბათუმის ნავსადგურები 4 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურნენ. წლიურ ჭრილში ზრდა 0.5 მლნ ტონას შეადგენს.
ზოგიერთმა ევროკავშირში, შეიძლება, დასკვნები გამოიტანა, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება მეტად არასტაბილურია - უილიამ კორტნი
ექსკლუზივი საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, Europetime-ის შეკითხვას უპასუხა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ. ამერიკელი დიპლომატი ვარაუდობს, რომ დროთა განმავლობაში საქართველო ევროკავშირთან, დანარჩენ ევროპასთან, უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს განავითარებს, თუმცა ამ ეტაპზე, „ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე საქართველოს უარმა, შესაძლოა, ქვეყნის პროგრესი ევროკავშირთან შეაფერხოს“. „დროთა განმავლობაში, საქართველო ევროკავშირთან, დანარჩენ ევროპასთან, სავარაუდოდ, უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს განავითარებს, მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე საქართველოს უარმა, შესაძლოა, ქვეყნის პროგრესი ევროკავშირთან შეაფერხოს. ზოგიერთმა ევროკავშირში, შეიძლება, დასკვნები გამოიტანა, რომ საქართველოში პოლიტიკა მეტად არასტაბილურია კანდიდატისთვის, რომელიც წევრობისკენ მიისწრაფვის“, - განუცხადა Europetime-ს უილიამ კორტნიმ. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. ევროკომისიის შეფასებას წინ უძღოდა: 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ რეზოლუცია: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტმა რეზოლუციაში გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ასოცირებული ტრიოს ფორმატი აერთიანებთ, რომლის შესახებაც მემორანდუმი ქვეყნებმა 17 მაისს, კიევში გააფორმეს. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები შეთანხმდნენ ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი იყო სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება. მემორანდუმში სამივე ქვეყანამ აღიარა, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
პუტინის მცდელობის ფონზე, ძირი გამოუთხაროს დამოუკიდებლობას, ამერიკა უკრაინის და საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს - კარენ დონფრიდი
„ამერიკა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. პუტინის მცდელობის ფონზე, რომ კიდევ ერთხელ ძირი გამოუთხაროს დამოუკიდებლობას, ამერიკა აგრძელებს უკრაინის, საქართველოსა და ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხარდაჭერას, რომლებმაც იწვნიეს კრემლის აგრესია“, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე – „ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა. „აშშ ამაყად განაგრძობს ჩვენი როლის შესრულებას, წინა ხაზზე მდგარი ქალების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე, რომლებიც ამავე დროს, აძლიერებენ ქალთა და გოგონათა უსაფრთხოებას. ჩვენ ვიცით, რომ ქალები ჩართული არიან მშვიდობის, უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობაში და ეს თავისთავად აძლიერებს ჩვენს კეთილდღეობას. მინდა, გამოვეხმაურო ქალბატონი ზურაბიშვილის ნათქვამს ამ მნიშვნელოვან თემატიკაზე და ჩვენს მოწვევას ღონისძიებაზე. თქვენ მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ქალებს თავს გვიყრით და ეს არის განსაკუთრებული. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ გვაჩვენეთ შეუვალი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ, რომელთა წინაშეც ყოველგვარი მიზეზთა გარეშე გამოუწვეველი ომი წამოიწყო მტერმა. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა თქვენს ლიდერობასა და სიმამაცეს. უკანასკნელმა რამდენიმე თვემ აჩვენა, რა არის კრემლის აგრესია და სიმხეცე. ვიცი, რომ ქართველ ქალებსა და გოგონებს ამის შეხსენება არ სჭირდებათ. ქართველებმა ეს რეალობა უკვე იწვნიეს უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში. თავისთავად, ამერიკა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. პუტინის მცდელობის ფონზე, რომ კიდევ ერთხელ ძირი გამოუთხაროს დამოუკიდებლობას, ამერიკა აგრძელებს უკრაინის, საქართველოსა და ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხარდაჭერას, რომლებმაც იწვნიეს კრემლის აგრესია“, – განაცხადა კარენ დონფრიდმა. მისივე თქმით, აშშ-ს სურს დემოკრატიული, დამოუკიდებელი, ძლიერი უკრაინა და მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, ამავე დროს, აშშ აგრძელებს ქართველ პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა გააძლიერონ საქართველოს თავდაცვის უნარი. „ჩვენს პარტნიორებთან ერთად უზრუნველვყოფთ, რომ ამ აგრესიის ომს პუტინი ვერ მოიგებს, უკრაინა ამ ომიდან გამოვა ყველასათვის თვალსაჩინოდ, რომ მას აქვს სხვების მსგავსად საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება. 6 მილიარდ 300 მილიონი დოლარი გამოყო აშშ-მა უკრაინელებისთვის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, რათა მათმა ძალისხმევამ გაიმარჯვოს. აშშ-ს სურს დემოკრატიული, დამოუკიდებელი და ძლიერი უკრაინა, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, აგრესიის წინაშე საკუთარი თავი დაიცვას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვის უნარი ისევე, როგორც მედეგობა რუსული ზეგავლენის წინაშე, მათ შორის ეკონომიკისა თუ კიბერუსაფრთხოების წინაშე. ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ისევე, როგორც შეწყვიტოს საქართველოს ნაწილების ოკუპაცია, რაც იწვევს უდანაშაულო ხალხის ტკივილს. მაგრამ ჩვენ მხოლოდ არ ვითხოვთ კრემლის აგრესიის დასრულებას. მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ მათაც ჰქონდეთ იგივე ინსტრუმენტები, რათა დაიცვან თავი ამ მტრული ზრახვებისგან. ახლა გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, ალიანსის წევრებთან, რათა მხარი დავუჭიროთ ევროპის უსაფრთხოებას. აქვე მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ხალხს უკრაინელი ლტოლვილების მიღებისთვის, ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერის ჩვენებისთვის. მინდა, ყველას მოგიწოდოთ, გამოვიყენოთ დღევანდელი კონფერენცია, რათა მოვიძიოთ ახალი შესაძლებლობები, გავაძლიეროთ ქალთა ჩართულობა უსაფრთხოების საკითხებში და ზოგადად, გენდერული თანასწორობა. როგორც უკვე ქალბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, ქალები მუშაობენ ყველა ქართველის დასაცავად, ისინი საუბრობენ სიმართლის წინ წამოსაწევად, თამარ მეფიდან დაწყებული ქალბატონი პრეზიდენტის ჩათვლით, ყველა ეს ძალისხმევა და თავისთავად ყველა გასაკეთებელი, რაც ჩვენ წინაშე დგას, უნდა გავაგრძელოთ, რათა მივაღწიოთ გენდერულ თანასწორობას. ვიცით, რომ ქალთა მნიშვნელოვანი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე უფრო აძლიერებს ჩვენს კეთლილდღეობას, ისევე, როგორც უსაფრთხოებას. ჩვენი ვალდებულებაა, ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ძალადობის აღმოსაფხვრელად, ისევე, როგორც გენდერული ნიშნით ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს. ამავე დროს, გავაგრძელებთ იმ ქალთა მხარდაჭერას, რომლებიც რუსული აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული არიან, რათა მათ შეძლონ საკუთარი თავისთვის, მათი ოჯახებისა და თემებისთვის უსაფრთხოების, კეთილდღეობის უზრუნველყოფა. არც ერთი ეს გამოწვევა მარტივად გადასაჭრელი არ არის, მაგრამ ერთად მუშაობით დარწმუნებული ვარ, ქართველები შეძლებენ უფრო ძლიერი, უსაფრთხო საქართველოს აშენებას. იმავე ლაიტმოტივით მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანი ერთად მუშაობით შევძლებთ იმ გამოწვევების დაძლევას, რომლებსაც ვაწყდებით ასეთი ტურბულენტური გარემოს პირობებში“, – განაცხადა კარენ დონფრიდმა.