ძებნის რეზულტატი:
ბორის ჯონსონი: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ის, რაც სიმართლეა, უკრაინას შეუძლია, გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ის, რაც ვიცით, რაც სიმართლეა, რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ის, რაც ვიცით, რაც სიმართლეა, რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს. ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მათთან ვართ გრძელვადიან პერსპექტივაში“, - აღნიშნა ჯონსონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: გერმანიის კანცლერი: გერმანული იარაღი, რომელიც უკრაინამ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად მოითხოვა, ქვეყანაში დროულად ჩავა
მედია: ყაზახეთის პრეზიდენტმა „ალექსანდრე ნეველის“ რუსული ორდენის მიღებაზე უარი თქვა
ყაზახური მედიის ცნობით, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სანკტ-პეტერბურგში ვიზიტისას ალექსანდრე ნეველის ორდენის მიღებაზე უარი თქვა, რომელიც მისთვის რუსეთის ხელისუფლებას ბიზნესფორუმზე უნდა გადაეცა. ყაზახეთის პრეზიდენტმა პუტინის თანდასწრებით განაცხადა, რომ ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს არ ცნობს ინფორმაციას რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ყაზახი პოლიტოლოგი იერბოლ იედილოვი ადასტურებს. „სახელმწიფოს მეთაურმა პატივისთვის მადლობა გადაუხადა. თუმცა, მან გადაწყვიტა არ მიეღო არც საშინაო და არც უცხოური ჯილდოები საპრეზიდენტო უფლებამოსილების დასრულებამდე. ამავე მიზეზით, ბიშკეკში ვიზიტისას ყაზახეთის პრეზიდენტმა უარი თქვა პირველი ხარისხის ყირგიზულ ორდენ „მანასზე, ”- წერს ედილოვი თავის ტელეგრამაში. გამოცემა Tengrinews.kz-მა კომენტარისთვის ყაზახეთის ხელმძღვანელის პრესსამსახურს მიმართა, სადაც მას ეს ინფორმაცია დაუდასტურეს. კრემლში აცხადებენ, რომ „არავის დაჯილდოება არ იყო დაგეგმილი“.
რუმინეთმა შავი ზღვის შელფზე გაზის მოპოვება დაიწყო
რუმინულმა კომპანია Black Sea Oil & Gas-მა (BSOG) შავი ზღვის შელფზე გაზის მოპოვების დაწყების შესახებ განაცხადა. პირველი ნაკადი რუმინეთის გაზის გადაცემის ეროვნულ სისტემას ოთხშაბათს ნაშუადღევს მიეწოდა, ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში. Midia Gas Development Project-ის ფარგლებში კომპანია გეგმავს 0,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის წარმოებას მიმდინარე წელს, ხოლო მომდევნო სამი წლის განმავლობაში წლიური წარმოება 1 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. რუმინეთში გაზის წლიური მოხმარება დაახლოებით 10-11 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. BSOG გაზის მოპოვებას აწარმოებს გაზს ანა და დოინას გაზის საბადოებიდან, რომლებიც ნაპირთან 126 კმ გაზსადენითაა დაკავშირებული. ანას ველი აღმოაჩინეს 2007 წელს. კიდევ ერთი დიდი ველი, დოინა, 1995 წელს. პროგნოზების მიხედვით, ისინი ათი წლის განმავლობაში იმუშავებენ. ამ საბადოების მარაგი 10 მილიარდი კუბური მეტრია. ეს არის პირველი ოფშორული გაზის პროექტი რუმინეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში და ერთადერთი, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს.
პოლიციამ თბილისში დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავა
პოლიციამ თბილისში, დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავა. ამასთან, ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დაუსწრებლად წარედგინა კიდევ ერთ პირს. შსს-ს ცნობით, „წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1995 წელს დაბადებული ე.ნ. და 1995 წელს დაბადებული თ.ხ. ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1995 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ფ.-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დაუსწრებლად წარედგინა“. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 ივნისს, თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, ე.წ. „ახალ აღმაშენებელზე“ მდებარე ერთ-ერთ ბარში რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. აღნიშნული დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა მ.ფ.-მ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი - 1989 წელს დაბადებული ჯ.უ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ჩხუბში მონაწილე კიდევ სამმა პირმა - 1998 წელს დაბადებულმა მ.ც.-მ, 1995 წელს დაბადებულმა ა.მ.-მ და 1990 წელს დაბადებულმა რ.დ.-მ. მათ შესაბამისი პირველადი სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. ოთხივე დაშავებული მამაკაცი ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობს.სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული პირების იდენტიფიცირება ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე მოახდინეს, მოგვიანებით კი 2 პირი თბილისში დააკავეს, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ხმოვანი პისტოლეტი.ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები.ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ასევე, 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით“, - აღნიშნულია შშს-ს ინფორმაციაში. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი ღარიბაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა. 20-21 ივნისს, ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი შესაბამის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა. 28-30 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს მადრიდის სამიტს დაესწრება.
ლიეტუვა კალინინგრადისკენ რუსულ სანქცირებულ ტვირთებს აღარ გაატარებს
ლიეტუვის რკინიგზამ 18 ივლისს ღამით კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება შეწყვიტა, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება. ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელობამ შეტყობინება მიიღო, იუწყება კალინინგრადის ოლქის გუბერნატორი ანტონ ალიხანოვი. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია ბრიუსელმა განმარტა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის ფონზე, ევროკავშირის სანქციები ასევე ვრცელდება საქონელსა და ტექნოლოგიებზე, რომლებიც ტრანსპორტირდება რუსეთის ფედერაციიდან კალინინგრადის მხარეში და პირიქით - ტრანზიტით ლიეტუვის ტერიტორიით. ალიხანოვის წინასწარი შეფასებით, საუბარია სატრანზიტო ტვირთის მთლიანი მოცულობის 40-50 პროცენტზე. ესაა სამშენებლო მასალები, ცემენტი, ლითონები, კალინინგრადის მხარეში წარმოებული მზა პროდუქცია. ცნობისათვის, კალინინგრადის ოლქი რუსეთის ანკლავია, რომელიც ლიეტუვასა და პოლონეთს ესაზღვრება. მასთან სამგზავრო მატარებლებით კავშირი ძველებურად გრძელდება ლიეტუვის გავლით, თვითმფრინავები კი ბალტიის ზღვის თავზე დაფრინავენ, ვინაიდან ევროკავშირმა რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა. ადგილობრივ ხელისუფლებას სურს სუბსიდიებისთვის მოსკოვს მიმართოს.
„გაზპრომი“ „თურქული ნაკადის“ გავლით გაზის მიწოდებას აჩერებს
რუსული გაზის გიგანტი „გაზპრომი“, 2022 წლის 21 ივნისიდან 28 ივნისამდე „თურქული ნაკადის“ გაზსადენის ორივე კვანძზე გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო გაზის მიწოდებას დროებით შეაჩერებს. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური იტყობინება. „გაზპრომის“ ცნობით, გაზის ტრანსპორტირების შეჩერება წინასწარ იყო შეთანხმებული ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მანამდე, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა. გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა
ხერსონში, მოსკოვის მიერ დანიშნულ რეგიონის ციხეების ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა
უკრაინაში, ქალაქ ხერსონში, 18 ივნისს, რუსეთის ხელისუფლების მიერ დანიშნული სასჯელაღსრულების სამსახურის რეგიონული დეპარტამენტის უფროს ევგენი სობოლევზე თავდასხმა განხორციელდა. რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბომბი სობოლევის SUV Audi-სთან აფეთქდა. მოწყობილობა ხეზე იყო მიმაგრებული. სობოლევის გარდა, დაშავდა მისი მანქანის მძღოლი და ველოსიპედისტიც. ინციდენტის შემდეგ, უკრაინული მოხალისეთა ბატალიონის "დონბასის" ყოფილმა მებრძოლმა ევგენი შევჩენკომ თქვა, რომ სობოლევი თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ევგენი შევჩენკოს ციტირებს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო ტელეგრამაში. რუსული მედია წყაროებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ მკვლელობის მცდელობა უკრაინელი დივერსანტების მიერ იყო ორგანიზებული. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ტრანზიტის საკითხები განიხილეს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანთან ქალაქ დილიჟანში სამუშაო შეხვედრა გამართა. კოლეგებმა შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა. ირაკლი ღარიბაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა მხარეებმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. ასევე მზადყოფნა გამოითქვა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე და არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებაზე. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
აზერბაიჯანში, იანვარ-მაისში ბენზინისა და დიზელის წარმოება შემცირდა. მიზეზები
აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2022 წლის იანვარ-მაისში ნავთობპროდუქტების წარმოება აზერბაიჯანში ფულად განზომილებაში 18,4%-ით შემცირდა და $803,2 მლნ შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, მითითებულ პერიოდში თვითმფრინავის საწვავის წარმოებამ შეადგინა 199,1 ათასი ტონა (ზრდა 5,1%), გათბობის ზეთი - 61,4 ათასი ტონა (ზრდა 2,5-ჯერ), ნავთობის ბიტუმი - 129,4 ათასი ტ (ზრდა. 40,3%-ით. საავტომობილო ბენზინის წარმოებამ შეადგინა 386,8 ათასი ტონა (კლება 19,2%), პირდაპირი ბენზინის (ნაფტა) - 111,9 ათასი ტონა (კლება 33,4%), საპოხი ზეთები - 17,1 ათასი ტონა (კლება 25,3%), ნავთობის კოქსი - 61 ათასი ტონა (კლება 44,8%). აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 2022 წლის იანვარ-მაისში ნავთობპროდუქტების მოპოვების შემცირება დაკავშირებულია გეგმურ სარემონტო სამუშაოებთან, რომელიც 4 აპრილიდან 27 მაისამდე ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ( SOCAR -ის ნაწილი) განხორციელდა. 2022 წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით, ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის (BOR) საწყობებში მზა პროდუქციის მარაგების სახით არის: საავტომობილო ბენზინი - 3,7 ათასი ტონა, ნაფტა - 2,3 ათასი ტონა, თვითმფრინავის საწვავი - 9,1 ათასი ტონა, დიზელის საწვავი - 7 ათასი ტონა, მაზუთი - 9,6 ათასი ტონა, საპოხი ზეთები - 4,5 ათასი ტონა, ნავთობის ბიტუმი - 7,6 ათასი ტონა, ნავთობის კოქსი - 7,4 ათასი ტონა. აზერბაიჯანში ამჟამად მხოლოდ ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მუშაობს.
საქართველო 6 ქვეყანასთან ერთად, მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტში მონაწილეობს
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტში ყირგიზეთიც ჩაერთო. როგორც ცნობილია, მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი, სარკინიგზო გზით დააკავშირებს ჩინეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, საქართველოსა და ევროპას. პროექტის ფარგლებში, საქონლის უმეტესი ნაწილის მიწოდება ჩინეთიდან, საკონტეინერო მატარებლებით სარკინიგზო გზით იგეგმება. პირველ ეტაპზე განიხილება ამ მარშრუტზე ერთი მატარებლის მოძრაობა, რომელიც 44 საკონტეინერო ვაგონისგან შედგება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამ დროისთვის მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტის ფარგლებში, ყირგიზეთ-ჩინეთის საზღვარზე გზის მონაკვეთი, ირკეშტამის საგუშაგოდან ოშშის სადგურამდე და რკინიგზის მონაკვეთი ოSშის სადგურიდან უზბეკეთის საზღვრამდე განიხილება. დერეფნის პროექტში მონაწილე ქვეყნების შემდეგი შეხვედრა, ყირგიზეთის დედაქალაქში 2022 წლის 29 ივნისს არის დაგეგმილი. როგორც მედია წერს, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, უზბეკეთის, თურქეთისა და საქართველოს წარმომადგენლებმა დელეგაციების სია უკვე გაგზავნეს.
ინდოეთმა რუსული ნახშირისა და ნავთობის შესყიდვები მკვეთრად გაზარდა - Reuters
რუსეთის წინააღმდეგ გლობალური სანქციების მიუხედავად, ბოლო კვირებში ინდოეთმა რუსული ნახშირის შესყიდვები მკვეთრად გაზარდა. მოვაჭრეები ინდოეთს ნედლეულზე 30%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. ევროპარლამენტმა რუსეთიდან ნავთობის, ქვანახშირის, გაზისა და ატომური საწვავის იმპორტზე სრულ ემბარგოს მხარი დაუჭირა ნიუ-დელი რუსული ნავთობის შესყიდვას ამართლებს და აცხადებს, რომ ეს მიწოდების დივერსიფიკაციის მცდელობის ნაწილია და ამტკიცებს, რომ შესყიდვის მოულოდნელი გაჩერება მსოფლიო ფასებს გაზრდის და მომხმარებელს დააზარალებს. ამასთან სანქციების გამო ევროპელი იმპორტიორები მოსკოვთან ვაჭრობას ერიდებიან, ხოლო ინდოეთი მაღალი სატრანსპორტო ხარჯების მიუხედავად, რუსული ქვანახშირის დიდ მოცულობებს ყიდულობს. ამრიგად, არაოფიციალური მონაცემებით, 27 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით ნახშირისა და მასთან დაკავშირებული პროდუქციის შესყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინდოეთმა ექვსჯერ გაიზარდა და $331,17 მილიონს მიაღწია. 15 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც რუსეთიდან და ბელორუსიდან ქვანახშირის იმპორტი იკრძალება. 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირი რუსული ემერგომატარებლების სრულ ემბარგოზე უარს ამბობს. 8 აპრილს იაპონიამ აშშ-ს და ევროკავშირის კვალდაკვალ რუსული ქვანახშირის იმპორტი აკრძალა. ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს
ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს
ევროპული ენერგეტიკული კომპანიები იძულებულნი არიან ზამთრის პერიოდისთვის დარეზერვებული გაზი გამოიყენონ. ამის მიზეზია „ჩრდილოეთის ნაკადით“ მიწოდების 40%-იანი შემცირება. ამის შესახებ, Bloomberg ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. გაზის ფიუჩერსებზე ფასი მკვეთრად გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში. „სამწუხაროა, რომ ფასის ზრდა მოხდა ჩატვირთვის პერიოდში“, - ამბობს უორენ პატერსონი, ING Groep NV-ის სასაქონლო სტრატეგიის ხელმძღვანელი. მისი თქმით, ეს სახიფათოა ბაზრისთვის და ხელს შეუწყობს საწვავის მაღალ ფასებს. გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა ბოლო რამდენიმე კვირაა რუსეთმა გაზის მიწოდება შეუმცირა იტალიას, გერმანიას, საფრანგეთსა და ავსტრიას. მოსკოვმა თქვა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო ბალტიის ზღვის ქვეშ გამავალი „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენის სიმძლავრე უნდა შეეზღუდა, მაგრამ გერმანიამ მიწოდების შემცირებას უწოდა "პოლიტიკურად მოტივირებული" და განაცხადა, რომ „გაზპრომის“ ქმედება მიზნად ისახავს ფასების გაზრდას. რუსეთიდან გაზის მოცულობის შემცირება დაემთხვა აშშ-ში LNG-ის ძირითადი ქარხნის გაჩერებას, რომელიც ევროპისთვის მიწოდების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. უახლოეს თვეებში ატლანტის ოკეანეში ნაკლები საწვავი შემოვა, რაც კიდევ უფრო იმოქმედებს კრიზისზე. 18 ივნისის მდგომარეობით, ევროპული გაზის საცავები სავსე იყო 52%-ით და ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის უახლესი მაჩვენებლებით, კიდევ ერთი პროცენტით შემცირდა. თუმცა, Bloomberg-ის მიხედვით, მარაგები კვლავ შეესაბამება ბოლო ხუთი წლის საშუალო დონეს. ხუთშაბათს, 16 ივნისს, გაზპრომმა განაცხადა, რომ „ამჟამად“ ვერ ხედავს Nord Stream-თან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზას. კვლევითი კომპანია Wood Mackenzie Ltd.-ის ინფორმაციით, თუ გაზსადენი მთლიანად დაიბლოკება, ნოემბრის გათბობის სეზონის დაწყებამდე ევროპა ვერ შეძლებს მარაგის შევსებას.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
Europetime-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ საჯაროვდება. „უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ. დაწყებულია შესაბამისი პროცედურები“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში ოკუპანტებთან ბრძოლას 14 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
უკრაინამ 5 ადამიანის გათავისუფლება შეძლო, რუსეთთან ტყვეების გაცვლის „5 -5-თან“ ფორმატის ფარგლებში. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. უკრაინა რუსეთთან ტყვეების გაცვლის შესახებ იუწყება ირინა ვერეშჩუკი: რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები კიდევ ერთხელ გაცვალეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გათავისუფლებული ტყვეები, სამოქალაქო პირები არიან, რომლებიც რუსულმა მხარემ უკანონოდ დაატყვევა. უკრაინის ოთხი მოქალაქე რუსებმა კიევის ოლქში შეჭრის დროს დაატყვევეს. ამასთან, გაცვლის ფორმატში, უკრაინულ მხარეს რუსეთმა ერთი დაღუპული უკრაინელი სამხედროს ცხედარი გადასცა. რუსულ მხარეს, ტყვეების გაცვლის შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. ლეონიდ სლუცკი: მოსკოვი შეისწავლის მედვედჩუკის აზოვის მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას
ბიტკოინის ღირებულება 2020 წლის ნოემბრის შემდეგ $20 000-ს პირველად ჩამოსცდა
Financial Times-ის ცნობით, უმსხვილესი კრიპტოვალუტა, რომელიც გლობალური კრიპტობაზრის ორიენტირს წარმოადგენს, შაბათს დილით 9%-ით დაეცა და მისი ღირებულება $19000-ზე ნაკლებს შეადგენს. ბიტკოინი და ეთერიუმი ვარდნას განაგრძობენ - მიზეზები მოსკოვის დროით 13:10 საათისთვის, Coindesk-ის მონაცემებით, ბიტკოინმა პოზიციები ოდნავ დაიბრუნა და და მისმა ღირებულებამ $19,252 შეადგინა. 2021 წლის გაზაფხულზე ბიტკოინის ფასი $60 ათასს მიუახლოვდა. ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2021 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 13 წლის გახდა.
ომის დაწყებიდან ზელენსკის მოკვლა 5-ჯერ სცადეს - დანილოვი
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსი დანილოვის განცხადებით, ომის დაწყების დღიდან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა ხუთჯერ სცადეს. ამის შესახებ მან The Globe and Mail-თან ინტერვიუში განაცხადა. დანილოვის თქმით, ხუთივე მცდელობა თებერვლის დასაწყისიდან მარტის დასაწყისამდე პერიოდში განხორციელდა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია. მანამდე, უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერდა, რომ მარტის ბოლოს რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები უკრაინის ზელენსკისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის მკვლელობას გეგმავდნენ, თუმცა მათი მცდელობა აღიკვეთა. თავდაცვის მინისტრის მრჩევლის მარკიან ლუბკივსკის თქმით, ყველა მტკიცებულება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიეწოდა.
საქართველოში ავოკადოს იმპორტი სწრაფად იზრდება
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის პირველ კვარტალში ავოკადოს იმპორტი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 130%-ით გაიზარდა. ძვირფასი ხილის მთავარი მომწოდებლები არიან ნიდერლანდები და თურქეთი. თუ მანამდე მიწოდებაში ნიდერლანდები ლიდერობდა 2022 წლის პირველ კვარტალში იმპორტირებული ავოკადოს 50%-ზე მეტი საქართველოს თურქეთმა მიაწოდა. შედეგად, ქვეყანაში, ამ ხილის იმპორტი 5-ჯერ გაზარდა. აპრილში საქართველოში 71 ტონა ავოკადო იმპორტირდა, რაც ასევე 130%-ით მეტია 2021 წლის აპრილთან შედარებით. EastFruit-ის ანალიტიკოსები ავოკადოს პოპულარობის სწრაფ ზრდას საქართველოში უცხოელი ვიზიტორების მატებას უკავშირებენ, რომლებიც ამ ხილს იცნობენ და უყვართ.
აშშ-ში აუქციონზე, იაპონური ვისკის Yamazaki-ს ბოთლი $600 ათასად გაიყიდა
აშშ-ში აუქციონზე, უძველესი იაპონური ვისკის Yamazaki-ს ბოთლი $600 ათასად გაიყიდა. ძვირფასი ბოთლით, 55 წლის დაძველების ვისკი Sotheby's აუქციონზე გამოიფინა. როგორც აღინიშნა, საუბარია Suntory-ის ბრენდის ვისკის ბოთლზე, რომელიც იაპონიის ისტორიაში „არა მხოლოდ უძველეს, არამედ ყველაზე ძვირფას ბოთლად მიიჩნევა“. ლოტი დეკლარირებულ თანხაზე $100 ათასით ძვირად გაიყიდა. ცნობისათვის, ტურისტული ბუმის ფონზე, რომელიც იაპონიაში პანდემიამდე იყო დაფიქსირებული, მსოფლიოში იაპონურ ვისკიზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. შედეგად, ადგილობრივ კომპანიებს მოუწიათ საწარმოო სიმძლავრის გაზრდა და ზოგიერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი ხშირად მაღაზიის თაროებიდან მარაგის ნაკლებობის გამო ქრებოდა.
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ჟურნალისტების თავდასხმებისგან დაცვა შესაძლებელი გახდეს
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პირობებში, ჟურნალისტების თავდასხმებისგან დაცვა შესაძლებელი გახდეს. ამასთან, „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში უსაფრთხო მედიაგარემოს შექმნა განსაკუთრებული ამოცანაა და ხელისუფლება ჟურნალისტების პროფესიულ პატივისცემას და საჯაროდ აღიარებას კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. „19 ივნისს, ქალაქ ბათუმში, "TV პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ - ნაცემია ოპერატორი თემურ ზოიძე, რომელიც თვითმხილველების თქმით, ხუთი ადამიანის ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით აღმოჩნდა. მოძალადეები ყვიროდნენ, რომ "TV პირველის" სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონდათ. ამდენად, თავდასხმა ცალსახად ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე გადაეცა. რადგან მედიის წინააღმდეგ ახალი დანაშაულების ჩადენას გაჭიანურებული საგამოძიებო პროცესები ახალისებს, კოალიცია მოუწოდებს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პირობებში, ჟურნალისტების თავდასხმებისგან დაცვა შესაძლებელი გახდეს. მთავრობის წევრებმა ჟურნალისტების წინააღმდეგ დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა უნდა შეცვალონ. მათ შორის, 18 ივნისს საქართველოს კულტურის სამინისტროს შენობაში “TV პირველის” გადამღები ჯგუფის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.