ძებნის რეზულტატი:

აჭარაში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ სამი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით სამი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.ი., წარსულში ნასამართლევები: 1998 წელს დაბადებული გ.ბ. და 2001 წელს დაბადებული ნ. ბ. დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 1988 წელს დაბადებულ ე.მ.-ს თანხას სძალავდნენ. ე.მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პარაპლანების გაქირავებით კომერციულ საქმიანობას ეწეოდა, ბრალდებულებმა ძალადობის გამოყენებით, ასევე, სიცოცხლის მოსპობისა და პარაპლანების წართმევის მუქარით მას მიღებული შემოსავლის გაყოფას სთხოვდნენ. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, კომპლექსური საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს, რის შედეგადაც დადასტურდა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ე.მ.-ის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებები. პოლიციამ სამივე პირი სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, აჭარაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა" - აცხადებს შსს. ჯგუფური გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ყოფილმა პარტიზანმა, გუსტავო პეტრომ გაიმარჯვა

კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ყოფილმა პარტიზანმა, გუსტავო პეტრომ გაიმარჯვა. მოქმედმა სენატორმა არჩევნების მეორე ტურში მემარჯვენე სამშენებლო მაგნატი, როდოლფო ერნანდესი დაამარცხა. არჩევნების შედეგებით, გუსტავო პეტრომ მიიღო ხმების 50.5% და მეტოქე 700 000-ზე მეტი ხმით დაამარცხა და კოლუმბიის პირველი მემარცხენე ლიდერი გახდა. გუსტავო პეტრომ არჩევნების შედეგებს ღვთის და ერის გამარჯვება უწოდა. დასავლური მედია წერს, რომ არჩეული პრეზიდენტის თანამოაზრე ფრანსია მარკესი, მარტოხელა დედა და ყოფილი დიასახლისი გახდება კოლუმბიის პირველი შავკანიანი ქალი ვიცე-პრეზიდენტი. პარტიზანული მოძრაობის „ემ-19“-ის ყოფილმა წევრმა, გუსტავო პეტრომ საარჩევნო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ უფასო საუნივერსიტეტო განათლებით, საპენსიო რეფორმით და არაპროდუქტიულ მიწაზე მაღალი გადასახადების დაწესებით უთანასწორობას შეებრძოლება. პეტრომ ასევე პირობა დადო, რომ სრულად განახორციელებს 2016 წლის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელმაც დაასრულა 50-წლიანი კონფლიქტი კომუნისტურ პარტიზანულ ჯგუფთან, „ფარკ“-სთან, და შეეცდება მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ აქტიურ მარქსისტ-ლენინური დაჯგუფების, „ეროვნული განთავისუფლების არმიის“ მეამბოხეებთან.  

ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობისთვის ბრალდებულებს, 20 და 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრიტანეთის მოქალაქის ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის, ასევე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 20 და 21 წლით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, გორში, ოთხი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, თავს დაესხა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, ძალადობით დაეუფლნენ მის მობილურ ტელეფონს, საბანკო პლასტიკურ ბარათს და ფულად თანხას. „აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულებმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი მდინარე მტკვარში დაახრჩვეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ ბრალდებულებმა მომხდარის შესახებ უთხრეს მეგობარს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. სამართალდამცავებმა ხუთივე ბრალდებული 10 ოქტომბერს დააკავეს. ოთხს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ყაჩაღობის მუხლებით წარედგინათ. ხოლო ერთ პირს განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულების შეუტყობინებლობისთვის წარედგინა ბრალდება. გორის რაიონულმა სასამართლომ, ხუთივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ასევე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 21 და 20-20 წლით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. რაც შეეხება არასრულწლოვან ბრალდებულს, მისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, განაჩენის გამოტანიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში გაიმართება“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა მხარემ კიდევ 200 რუსი ჯარისკაცი მოკლა, ხოლო ომის დაწყების დღიდან ამ დრომდე მოკლულ რუს ჯარისკაცთა რიცხვმა 33 800-ს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 1477 ტანკი, 3588 ჯავშანმანქანა, 749 საარტილერიო სისტემა, 235 ზალპური სარაკეტო სისტემა, 98 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 216 თვითმფრინავი, 181 ვერტმფრენი, 601 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 130 ფრთოსანი რაკეტა, 14 გემი/კატერი, 2527 სატვირთო მანქანა, ასევე ტანკერები, 55 სპეცტექნიკა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: არის სხვა საკითხები, რომლებსაც ჩვენ გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე ევროკომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ევროკომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი, ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში ჩადებული. არის სხვა საკითხები, რომლებსაც ჩვენ გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 17 ივნისს ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. „პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი და ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევენ რეკომენდაციას, რომ საქართველოს პერსპექტივა მიენიჭოს, რათა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. როგორ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულამ ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ევროპამ საქართველოს კარი გაუღო. ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა. თითოეულ ქართველს ვულოცავ ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას. მეორე, რაც ევროკომისიამ თავის რეკომენდაციაში ჩაწერა და მიმართა საბჭოს, არის შემდეგი, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როგორც კი პრიორიტეტები და პირობები შესრულდება. ევროპული საბჭო როგორც კი დაამტკიცებს აღნიშნულ რეკომენდაციებს, ჩვენ რა თქმა უნდა მაშინვე დავიწყებთ მუშაობას ბრიუსელთან“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირი სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას წამახალისებელ ავანსად აძლევს - ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის

ევროკავშირი სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას ავანსად აძლევს. ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც უმძიმეს ომშია და მოლდოვისთვის, რომელიც ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამავდროულად, მათაც მოსთხოვეს მთელი რიგი რეფორმების გატარება. ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის და მოლდოვის არ შურს. ევროკომისიის რეკომენდაცია:უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე ირაკლი ღარიბაშვილი: არის სხვა საკითხები, რომლებსაც ჩვენ გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს „უკრაინასა და მოლდოვას, რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად. ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში და მოლდოვისთვის, რომელიც ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამავდროულად, მათაც მოსთხოვეს მთელი რიგი რეფორმების გატარება. ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა. ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა დადებული პირობა, განვახორციელოთ რეფორმები და ამის შემდეგ საქართველოს მიენიჭება სტატუსი. უკრაინა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ტერიტორიების 20% უკვე დაკარგა და ომი კიდევ გრძელდება. მოლდოვა კი უკრაინიდან დევნილთა დიდ ნაკადებს იღებს და ქვეყანაში უსაფრთხოების რისკების გაზრდილია. გახსოვთ, რომ წინა კვირას საჯაროდ ვთქვი, რომ ჩვენი უცხოელი კოლეგები მეუბნებოდნენ, რომ უკრაინას აძლევენ კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ის ომშია. ნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროპელი ლიდერები საჯაროდ ადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ უკრაინა ომშია და ჩემთან პირად საუბრებში ასევე უთქვამთ, რომ მოლდოვა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის. მინდა მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობარ ხალხს, მინდა ვუსურვო მათ მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

საქსტატი: პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 14.9%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.9% შეადგინა, ხოლო მშპ-ის დეფლატორი 8.7%-ით გაიზარდა.საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში მშპ-ის მოცულობა მიმდინარე ფასებში 14,354 მლნ ლარს გაუტოლდა. ეკონომიკის რომელი დარგები გაიზარდა 2022 წლის პირველ კვარტალში:  ტრანსპორტი და დასაწყობება (29.4%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (54.7%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (47.9%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (70.3%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (8.9%), დამამუშავებელი მრეწველობა (13.2%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (18.8%), განათლება (18.2%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (7.4%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (21.1%), მშენებლობა (7.3%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (24.9%). საქსტატის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა -  ვაჭრობა (14.8%) და დამამუშავებელი მრეწველობა (12.0%). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.1%), სახელმწიფო მმართველობა (7.3 პროცენტი), მშენებლობა (7.1%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (5.6%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.5%).ცნობისათვის, დაზუსტებულ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2022 წლის 15 ნოემბერს გამოაქვეყნებს.  

რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი ხდება

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთი გახდა ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი, რადგან ქვეყანამ პეკინს ნედლი ნავთობი სანქციების ფონზე ფასდაკლებით მიჰყიდა. წინა წელთან შედარებით, რუსული ნავთობის იმპორტი 55%-ით გაიზარდა, მაისში - რეკორდულ დონემდე, რამაც საუდის არაბეთი ჩაანაცვლა, როგორც ჩინეთისთვის უმსხვილესი მიმწოდებელი. ჩინეთმა გააძლიერა რუსული ნავთობის შესყიდვები, მიუხედავად იმისა, რომ Covid19-ის შეზღუდვის ფონზე ეკონომიკის შენელებით, მოთხოვნა შემცირდა. თებერვალში, ჩინეთმა და რუსეთმა განაცხადეს, რომ მათ მეგობრობას „საზღვრები არ აქვს“. ბრიტანული მედია წერს, რომ ჩინურმა კომპანიებმა, მათ შორის სახელმწიფო გადამამუშავებელმა გიგანტმა Sinopec-მა და სახელმწიფო Zhenhua Oil-მა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები ბოლო თვეების განმავლობაში გაზარდეს მას შემდეგ, რაც მათ დიდი ფასდაკლებები შესთავაზეს. მყიდველები ევროპასა და აშშ-ში რუსული ნავთობპროდუქტების შესყიდვას უკრაინასთან ომის გამო სანქციების შესაბამისად ერიდებოდნენ.  ჩინეთის გენერალური საბაჟო ადმინისტრაციის მონაცემებით, ჩინეთში რუსული ნავთობის იმპორტმა, რომელიც აღმოსავლეთ ციმბირის წყნარი ოკეანის მილსადენით და ზღვით გადაზიდვას  მოიცავს, გასულ თვეში თითქმის 8,42 მილიონი ტონა შეადგინა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ევროკომისიის პრეზიდენტი: მტკიცედ მჯერა, რომ ევროპული საბჭო უკრაინის კანდიდატის სტატუსზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს

მტკიცედ მჯერა, რომ ევროპული საბჭო უკრაინის კანდიდატის სტატუსზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. უკრაინა უკვე აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საჩუქარი არ არის - შმიგალი „უკრაინას ბოლო წლების განმავლობაში, უზარმაზარი წინგადადგუმული ნაბიჯები აქვს. ჩვენ კიდევ უფრო მედის ნახვა გვინდა. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას, მივიღებთ მხარდაჭერას. გადაწყვეტილება, რომელიც ახლა ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, ისტორიულია, უკრაინის პერსპექტივაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა ლაიენმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.  

რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო რუსეთში - TOP 5 პროდუქტი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთის ფედერაციაში 210.2 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 3.7%-ით მეტია. შედეგად, რუსეთი წინა წლის მსგავსად, კვლავ საქართველოს მესამე უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანაა. საქსტატი: პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 14.9%-ით გაიზარდა TOP-5 საექსპორტო პროდუქტი, რომელიც საქართველოდან რუსეთში გადის:  1) ფეროშენადნობები - 79.3 მილიონი დოლარი, 37,900 ტონა, მატება წინა წელთან 44%; 2) ღვინოები - 46.1 მილიონი დოლარი, 17,000 ტონა, კლება წინა წელთან 3.1%; 3) მინერალური და მტკნარი წყლები - 17 მილიონი დოლარი, 31,800 ტონა, კლება წინა წელთან 31%; 4) სპირტიანი სასმელები - 9.9 მილიონი დოლარი, 2,400 ტონა, კლება წინა წელთან 24%; 5) გაზირებული წყლები შაქრით - 8.8 მილიონი დოლარი, 13,900 ტონა, კლება წინა წელთან 13.7%. ექსპორტთან ერთად გაზრდილია იმპორტიც. 2022 წლის 5 თვეში საქართველომ რუსეთისგან $553.9 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით მეტია. იმპორტში პირველ ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები. რომლის იმპორტიც 124.3 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 148%-ით მეტია. გაზრდილია ნავთობის იმპორტის ღირებულებაც და მოცულობაც. თუკი 2021 წლის 5 თვეში საქართველომ 50 მილიონი დოლარის 95,800 ტონა რუსული ნავთობპროდუქტები შეიძინა, წელს ეს თანხა $124.3 მილიონამდე და 138,600 ტონამდეა გაზრდილი. TOP 5 საიმპორტო პროდუქტი, რომელიც საქართველოში რუსეთიდან შემოდის:  1) ნავთობპროდუქტები - $124.3 მილიონი, 138,600 ტონა, მატება 148%; 2) ბუნებრივი აირი - $38.9 მილიონი, 152,900 ტონა, კლება 32.6%; 3) ქვანახშირის კოქსი - $22.8 მილიონი, 40,600 ტონა, მატება 171%; 4) ხორბლის ფქვილი - $22.4 მილიონი, 63,300 ტონა, მატება 1217%; 5) მარგარინი - $22.3 მილიონი, 13,500 ტონა, მატება 686%. ამ მონაცემებით, რუსეთი კვლავ საქართველოს მეორე უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორია.

რუსეთის შეჭრის შემდეგ, ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრი პირველად გაიხსნა

საპორტო ქალაქ ოდესაში ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრი პირველად გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა. იუწყება CNN. ოპერის თეატრის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ პირველი კონცერტი უკრაინის ეროვნული ჰიმნის საზეიმო შესრულებით დაიწყო. „გუშინ, ოდესის ოპერისა და ბალეტის ეროვნულმა აკადემიურმა თეატრმა მაყურებლის წინაშე კარი გააღო“, - განაცხადა უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ოლექსანდრ ტკაჩენკომ. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქს შაბათს ეწვია, დაათვალიერა ფრონტის ხაზი და საავადმყოფო, სადაც დაჭრილი ჯარისკაცები მკურნალობდნენ. საერთაშორისო მედიის ცნობით, ოდესის რეგიონში რუსული დაბომბვის შედეგად სულ მცირე 55 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე შენობა განადგურდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მაკრონის შემდეგ, შოლცმა განმარტა, რატომ განაგრძობს პუტინთან საუბარს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარი „აბსოლუტურად აუცილებელია“. შოლცის თქმით, მაკრონის მსგავსად, თავადაც განაგრძობს პუტინთან საუბარს. „საჭიროა რამდენიმე ქვეყანა და რამდენიმე ლიდერი, რომლებიც მასთან ისაუბრებენ. აუცილებელია, რომ ისინი მკაფიონი იყვნენ, რადგან როცა პუტინს ვესაუბრები, ვამბობ, მაგალითად, იგივეს, რაც გითხარით: გთხოვთ, გაიგოთ, რომ არ იქნება მშვიდობა... და თუ მართლა გჯერა, რომ მიწას გაძარცვავ და მერე იმედი გქონდეს, რომ დრო შეიცვლება და ყველაფერი ისევ ნორმალური გახდება, ეს შეცდომაა. თქვენ უნდა გაიყვანოთ თქვენი ჯარები და უნდა იპოვოთ შეთანხმების გზა უკრაინასთან, რომელიც მისაღები და სწორია უკრაინელი ხალხისთვის“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. აღსანიშნავია, რომ მაკრონმა კიევში ვიზიტისას განმარტა, რა საკითხზე ინარჩუნებს დიალოგის არხს რუსეთთან. პრესკონფერენციაზე, რომელშიც იტალიის პრემიერი და გერმანიის კანცლერიც მონაწილეობდნენ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და გერმანია უკრაინისგან რაიმე დათმობას რუსეთთან მოლაპარაკებებში არ მოითხოვენ.  მოლაპარაკებებში „წითელ ხაზებზე“ საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპელები ყოველთვის მხარს უჭერდნენ უკრაინელ ხალხს, რასაც მოწმობს, კერძოდ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უპრეცედენტო სანქციები. „ჩვენ არ წავედით ომში რუს ხალხთან, ანუ კოლექტიურად არ ვაწარმოებთ მსგავს ომს. ამიტომ, ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, ყოველ ჯერზე ვატყობინებდით პრეზიდენტ ზელენსკის, ვაგრძელებდით მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტთან [ ...] კერძოდ, აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც წარმოიქმნება - ახლა ეს არის სასურსათო უსაფრთხოების საკითხი და სწორედ ამ კონტექსტში ვინარჩუნებთ დიალოგის არხს [რუსეთთან]“, - დაამატა ემანულა მაკრონმა. თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებების ვადებს და ფორმატს უკრაინა განსაზღვრავს. „არც გერმანია და არც საფრანგეთი არასოდეს იქნებიან უკრაინის ზურგს უკან მომლაპარაკებლები. ისინი არასოდეს მოითხოვენ რაიმეს დათმობას უკრაინისგან - ეს ასე არასდროს ყოფილა და არც იქნება. ჩვენ, მომთხოვნი შუამავალი აქ ვართ მხოლოდ იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ, რათა მეტი სიცხადე შემოვიტანოთ და დავაყენოთ გარკვეული მოთხოვნები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ წავიდეთ რაიმე დათმობაზე“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, პირობებს დააყენებს მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტი და მხოლოდ იმ პირობებით, რომლებსაც უკრაინელი ხალხი დაეთანხმება.  შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი უკრაინაში 16 ივნისს ჩავიდნენ. ევროპელი ლიდერები ირპენს ეწვივნენ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართეს. მანამდე, მაკრონის მოწოდებას, რომ პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთი არ უნდა დავამციროთ, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს, უკრაინაში, მათ შორის პრეზდენტ ზელენსკის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ჯოზეფ ბორელი: საქართველოსთვის ევროპული გზა შესანიშნავად გაიწერა, საზოგადოება უნდა გამხნევდეს

საქართველოსთვის ევროპული გზა შესანიშნავად გაიწერა. ჩვენ ვიმუშავებთ საზოგადოებასთან, რომ გამოყენებული იყოს ეს შესაძლებლობა. საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი და გამხნევებული უნდა იყოს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარმა ჯოზეფ ბორელმა ​ევროკავშირის საგარეო მინისტერიალზე განაცხადა.​ ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად "საქართველოსთვის ევროპული გზა შესანიშნავად გაიწერა. ჩვენ ვიმუშავებთ საზოგადოებასთან, რომ გამოყენებული იყოს ეს შესაძლებლობა. საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი და გამხნევებული უნდა იყოს. არის პოზიტიური მოსაზრება. საუბარია წევრობაზე ზოგიერთი პირობით. ეს არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. ნუ მივცემთ დაბალ შეფასებას, მოდით, ვიმუშაოთ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და იმუშავეთ ამაზე“, – განაცხადა ბორელმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში ვიზიტი დაიწყო. დოჰის აერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი კატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება, რომელიც კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება. პრემიერ-მინისტრი შესაბამის პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოვა, ასევე, დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები. ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

"21 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან, 23 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა", - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. 21 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან, 23 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ევროკომისია აღიარებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის სიმბოლურ მნიშვნელობას, თუმცა არ ივიწყებს ევროპულ რეფორმებთან დაკავშირებით არასახარბიელო მდგომარეობას - მარკეტა გრეგოროვა

ექსკლუზივი ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვა ევროკომისიის დასკვნას Europetime-თან აფასებს. ჩეხი პოლიტიკოსი თვლის, რომ ევროკომისიის შეფასება საქართველოს მხრიდან რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მისივე შეფასებით, თუ საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირისკენ სწრაფვა ევროპული რეფორმების განხორციელებას ნამდვილად ნიშნავს, ეს მათ ახლა უნდა აჩვენონ. „ვფიქრობ, ევროკომისიის დასკვნა ჩვენს მოლოდინებს შეესაბამება. ევროკომისია აღიარებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სიმბოლურ მნიშვნელობას, ამავე დროს, არ ივიწყებს ქვეყანაში არსებულ არასახარბიელო მდგომარეობას, რომელიც პროევროპული რეფორმების მიმართ არსებობს.  თუ საქართველოს მთავრობა ევროკავშირისკენ მისწრაფებებში ევროპულ რეფორმებს ნამდვილად გულისხმობს, მათ აქვთ გზა: აჩვენონ პროგრესი ხსენებული რეფორმების განხორციელებით და შემდეგ მიიღონ კანდიდატის სტატუსი“, - განუცხადა მარკეტა გრეგოროვამ Europetime-ს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკავშირის ლიდერები საკითხს ამ კვირაში, ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. ევროკომისია კი,, პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველად შეფასებას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს. ევროკომისიის შეფასებას წინ უძღოდა: 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ რეზოლუცია: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტმა რეზოლუციაში გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. 

კახა კალაძე: იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ ამ ოპოზიციის პირობებში დეპოლარიზაცია შესაძლებელია

გულდასაწყვეტია, რომ სტატუსის მიღება ვერ მოხდა, როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველივე დღიდან დაიწყება მუშაობა პირობების შესასრულებლად. იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ ამ ოპოზიციის პირობებში დეპოლარიზაცია შესაძლებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად „ჩვენ მზად ვართ ყველაფრის შესასრულებლად. როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღწეული, პირველივე დღიდან დაიწყება კომუნიკაცია, დაიწყება მუშაობა ამ პირობების შესასრულებლად. მისასალმებელია, რომ პირველად ჩაიწერა ოფიციალურად ევროპული პერსპექტივა, მაგრამ გულდასწყვეტია ის, რომ სტატუსის მიღება ვერ მოხდა. და ვიცით, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწვეტილება. ამაზე ღიად საუბრობდნენ ევროპელი ლიდერები.  უკრაინასთან მიმართებაში ომის გამო იქნა ეს გადაწყეტილება მიღებული, თუმცა გულწრფელად მინდა, უკრაინას, მოლდოვას მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. მათაც აქვთ შესაბამისი დათქმები განსახორციელებელი და ვიმედოვნებ, ისინიც შეძლებენ განხორციელებას“,- განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისია აღიარებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის სიმბოლურ მნიშვნელობას, თუმცა არ ივიწყებს ევროპული რეფორმების მიმართ არასახარბიელო მდგომარეობას - მარკეტა გრეგოროვა  

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის ანექსიის გამო, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით, 2023 წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივა. „საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, განაახლოს ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციები რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ, 2023 წლის 23 ივნისამდე“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა საბჭოს ვებგვერდზე განთავსდა.  როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შემაკავებელი ზომები პირველად დაინერგა 2014 წლის ივნისში და უკანონოდ ანექსირებული ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან ევროკავშირში პროდუქტების იმპორტზე აკრძალვებს მოიცავს. სანქციები ასევე მოიცავს ფინანსური ინვესტიციების და ტურისტული მომსახურების აკრძალვას. გარდა ამისა, გარკვეული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტი ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სექტორებში, ან ნავთობის, გაზისა და მინერალური რესურსების მოძიების, მოძიებისა და წარმოებისთვის ასევე ექვემდებარება ევროკავშირის შეზღუდვებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ჩოგბურთელი ნათელა ძალამიძე უიმბლდონის ტურნირზე რუსეთის ნაცვლად საქართველოს სახელით იასპარეზებს

ჩოგბურთელმა ნათელა ძალამიძემ რუსეთის მოქალაქეობა შეიცვალა და უიმბლდონის მომავალ ტურნირზე საქართველოს სახელით იასპარეზებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. უიმბლდონზე თამაში ყველა რუს მოთამაშეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აეკრძალა. ძალამიძეს ახლა წყვილთა თანრიგში ასპარეზობა შეუძლია, უიმბლდონზე მის მეწყვილედ WTA-ს ვებგვერდზე სერბი ალექსანდრა კრუნიჩია მითითებული. უიმბლდონის ტურნირი 27 ივნისს იწყება.

ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა

ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია ლოზუნგით: „გზა ევროპისკენ ქუთაისის არჩევანია" გაიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლის შემადგელობაშიც სამოქალაქო აქტივისტები, მოაქალაქეები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, კოლხური შადრევნის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ საქართველო აუცილებლად უნდა შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, ამისთვის კი უნდა შესრულდეს ყველა ის ვალდებულება, რომლისთვისაც ქვეყანას ექვსთვიანი ვადა აქვს. „დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ ევროპას ჩვენი ხმა და ვთქვათ, საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია. ჩვენი არჩევანი არის უალტერნატივო, საქართველო უნდა დაბრუნდეს შინ, უნდა დაბრუნდეს ევროპაში. ახლა, ისე როგორც არასდროს, უნდა დავდგეთ ერთად, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის ეს აუცილებელია", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.