ძებნის რეზულტატი:

უკრაინის მთავრობა ქვეყნის აღდგენის გეგმას წარადგენს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენი შმიგალი ამბობს, რომ მომდევნო თვეში მთავრობა უკრაინის აღდგენის შესახებ გეგმას წარადგენს. შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინა ქმნის ამბიციური აღდგენის გეგმას და თვლის, რომ ბრიტანული კომპანიები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ამ საქმეში. „ჩვენ ვეყრდნობით რეგიონულ მიდგომას, რომელიც მოიცავს ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყნის მეურვეობას კონკრეტულ რეგიონში, ან ინდუსტრიაში. დანიამ უკვე აიღო მეურვეობა მიკოლაივის რეგიონის აღდგენის შესახებ. ბალტიის სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ ჟიტომირის რეგიონის აღდგენას. პორტუგალია აღადგენს უკრაინულ სკოლებს. უკრაინაში ყველამ იცის, რომ დიდი ბრიტანეთი, როგორც პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დაგვპირდა, მონაწილეობას მიიღებს კიევისა და კიევის რეგიონის აღდგენასა და განვითარებაში“, - განაცხაადა შმიგალმა ბრიტანულ-უკრაინულ სამიტზე ონლაინ გამოსვლის დროს. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული ზიანის ოდენობამ უკვე მიაღწია 104 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო რუსული არმიის დაბომბვის შედეგად, მინიმუმ 45 მილიონი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი, 656 საავადმყოფო, 1200 -ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება, თითქმის 25,000 კილომეტრი გზა, 300 ხიდი, 12 აეროპორტი განადგურებულია ან დაზიანებულია. შმიგალმა აღნიშნა, რომ აღდგენის პროგრამა მთლიანად შეფასებულია უკრაინის მთავრობის, საერთაშორისო ექსპერტებისა და ევროკომისიის მიერ და მისი ღირებულება 500-600 მილიარდი ევროა. „ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინის გამარჯვება ბრძოლის ველზე 50% -იანი გამარჯვებაა. დანარჩენი 50% არის ჩვენი სახელმწიფოს აღდგენა, ჩვენი ეკონომიკის, ენერგიისა და ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაცია”, - აღნიშნა მთავრობის ხელმძღვანელმა.

უკრაინის დროებითი რწმუნებული: ამჟამად საქართველოში 28 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილია

სამწუხაროდ, ამ სასტიკი ომის გამო, ბევრი უკრაინელი იქცა თავშესაფრის მაძიებლად, მადლობელი ვართ ქართული მხარის, საქართველოს მუნიციპალიტეტების, უკრაინელი ლტოლვილების მასპინძლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. კასიანოვი ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად თბილისის ბოტანიკურ ბაღში სოლიდარობის მარშს დაესწრო. „ჩვენთვის ეს დღე გადაფარულია რუსეთის მიმდინარე აგრესიით უკრაინის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ამ სასტიკი ომის გამო ბევრი უკრაინელი იქცა თავშესაფრის მაძიებლად. რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობელი ვართ ქართული მხარის, საქართველოს მუნიციპალიტეტების, უკრაინელი ლტოლვილების მასპინძლობისთვის, რომელიც კვლავ გრძელდება და მათთვის ყველა საჭირო მოთხოვნილებების უზრუნველყოფისთვის, რათა თავი იგრძნონ როგორც მეორე სახლში. ამჟამად საქართველოში 28 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილია“,- განაცხადა კასიანოვმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

იტალიურმა ნავთობგიგანტმა ENI– მ Qatar Energy–სთან შეთანხმება გააფორმა

იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ Qatar Energy-სთან $28.75 მილიარდიან პროექტს - North Field East მოაწერა ხელი.  ყატარი საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობს, რაც მიზნად ისახავს ყატარის, როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალი LNG ექსპორტიორის პოზიციის გაძლიერებას. ENI– ის აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუდიო დესალზიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპა რუსული ენერგიის ალტერნატივას ეძებს. საერთო ჯამში, ჩრდილოეთ ველის გაფართოების გეგმა მოიცავს ექვს LNG მატარებელს, რომლებიც გააძლიერებენ ყატარის სიმძლავრეს 77 მილიონი ტონიდან წელიწადში (MTPA), 126 MTPA– მდე, 2027 წლისთვის. მეხუთე და მეექვსე მატარებლები მეორე ფაზის ნაწილია. წყაროების განცხადებით, Exxon Mobil Corp, Shell და Conocophillips ასევე  მიიღებენ მონაწილეობას ჩრდილოეთ ველის გაფართოებაში. Qatar Energy– ის აღმასრულებელი დირექტორი საად ალ-კაბი ამბობს, რომ ინვესტირების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, აზიის მყიდველები პროექტის ბაზრის ნახევარს შეადგენენ, ხოლო დანარჩენი ევროპელი მყიდველები იქნებიან. 16 ივნისს, ენერგოკომპანიებმა ავსტრიულმა OMV-მ, იტალიურმა Eni-მ, გერმანულმა Uniper-მა 15 ივნისს რუსული „გაზპრომისგან“ გაზის მოცულობის შემცირებაზე შეტყობინება მიიღეს. იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ რუსული ნავთობის შესყიდვა მარტში შეაჩერა მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინში შეიჭრა. ნავთობის გიგანტი, იტალიური Eni „ცისფერი ნაკადის“ პროექტიდან გასვლით, რუსულ „გაზპრომთან“ თანამშრომლობას წყვეტს აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს

ბრიჯიტ ბრინკის თქმით, აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, სანამ ეს უკრაინას დასჭირდება

შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს უკრაინას დასჭირდება. ამის შესახებ შეერთებული შტატების ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და ასევე მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. ეს მართლაც მნიშვნელოვანია ამერიკისთვის, რადგან, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, ეს არის ზნეობრივად აღმაშფოთებელი, არაპროვოცირებული, გაუმართლებელი თავდასხმა სუვერენულ ერზე“, - განაცხადა ბრინკმა. შოლცი: G7 მხარს დაუჭერს უკრაინას, სანამ ეს საჭირო იქნება ელჩის შეფასებით, ამერიკის სასიცოცხლო ინტერესშია ევროპაში მშვიდობა და უსაფრთხოება, რადგან ეს არის ის, რაც უკრაინას სცილდება.  

უკრაინაში, მედიასა და საზოგადოებრივ ადგილებში რუსული მუსიკა აიკრძალა

უკრაინის უმაღლესმა რადამ, ხმათა უმრავლესობით, კანონპროექტი მიიღო, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში, მედიასა და ტრანსპორტში რუსულ მუსიკას კრძალავს. რადამ ასევე გაზარდა უკრაინული მუსიკის კვოტა რადიოსადგურებისა და ტელეარხების ეთერში. კანონი კრძალავს ნაწარმოებების (მათ შორის მუსიკალური კლიპების) საჯარო შესრულებას და ტრანსლირებას იმ არტისტების მიერ, რომლებსაც ჰქონდათ, ან აქვთ რუსეთის მოქალაქეობა 1991 წლის შემდეგ. ნორმის დარღვევის შემთხვევაში, ტელერადიოკომპანიებს სალიცენზიო მოსაკრებლის 10%-იანი ჯარიმა დაეკისრებათ. ეს ზომა არ იმოქმედებს იმ შემსრულებლებზე, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საჯაროდ დაუჭირეს მხარი.

რადამ უკრაინა-დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობაში ცვლილებების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ რატიფიცირება მოახდინა უკრაინასა და დიდი ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმებას. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. განმარტებითი ბარათის მიხედვით, დოკუმენტის მიღება საჭიროა შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასასრულებლად. როგორც ცნობილია, 2021 წლის პირველ იანვარს, უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის ახალი შეთანხმება შევიდა ძალაში. თავისუფალი ვაჭრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებამ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობებში, ჩაანაცვლა ასოცირების შეთანხმება უკრაინასა და ევროკავშირს, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის. ახალი საერთაშორისო შეთანხმება ეფუძნება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის გაგრძელებას უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივ ურთიერთობებში.  

უკრაინა უკვე აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საჩუქარი არ არის - შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა უკვე აკმაყოფილებს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების მნიშვნელოვან კრიტერიუმებს. მისივე თქმით, ამ კვირაში ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. საბოლოო გადაწყვეტილება კი, 23-24 ივნისს სამიტზე მიიღება. „მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ევროკავშირი უკრაინას ამ სტატუსს საჩუქრად არ ანიჭებს. ბოლო წლებში, ჩვენ ბევრი სამუშაო ჩავატარეთ ჩვენ ქვეყანაში რეფორმებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, ევროკომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ომის დროს უკრაინის მთავრობამ აჩვენა ინსტიტუციური სიძლიერის საოცარი დონე, მონდომება და ფუნქციონირების უნარი“, - ხაზგასმით აღნიშნა შმიგალმა. ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე.

თბილისში, გლდანის ხევის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 3 პირს ბრალდება წარედგინა

გლდანის ხევის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სამ პირს ბრალდება წარედგინა, ხოლო ერთი პირის მიმართ გამოტანილია ბრალდების შესახებ დადგენილება. საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კ.მ.-მ, რომელსაც უთანხმოება ჰქონდა ნათესავთან, მისი დასჯის მიზნით ორგანიზება გაუწია ჯგუფურ ძალადობას. 17 ივნისს, კ.მ.-მ მის მეგობრებს, დ.მ.-ს და შ.ჭ.-ს აჩვენა ნათესავის ფოტო, გადასცა ხელკეტი, პირბადეები, ე.წ „კაპიშონიანი“ მოსაცემელები, რის შემდეგაც გლდანის ხევის დასახლებაში მდებარე მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გ.მ.-ს კუთვნილი ავტომანქანით მივიდნენ, საიდანაც დ.მ. და შ.ჭ. გადავიდნენ, ხოლო კ.მ. და გ.მ. ავტომანქანაში დაელოდნენ. დ.მ. ტელეფონით დაუკავშირდა დაზარალებულს და მოტყუებით ჩაიყვანა კორპუსის მიმდებარედ, სადაც მან და შ.ჭ.-მ მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს. ძალადობის დროს დ.მ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულს, დანით ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც დაჭრილმა ამ უკანასკნელს ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა ჭრილობა. მიყენებული ჭრილობების შედეგად კ.მ.-ს ნათესავი გარდაიცვალა, ხოლო დ.მ.-ს ჩაუტარდა ოპერაცია და რეანიმაციულ განყოფილებაში პოლიციის თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ კ.მ.-მ, გ.მ.-მ და შ.ჭ.-მ, ნამდვილად იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა მომხდარი ფაქტი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. კ.მ.-მ, დ.მ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, სანაგვე ურნაში გადააგდო დანაშაულის საგანი- დანა და ბრალდებულის მამხილებელი სხვა მტკიცებულებები. სამართალდამცველებმა კ.მ., შ.ჭ. და გ.მ. 18 ივნისს დააკავეს. დ.მ.-ს მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება 20 ივნისს წარედგინება. კ.მ.-ს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება), 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა) და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შ.ჭ.-ს ბრალდება 225-ე მუხლის მეორე ნაწილი (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო გ.მ.-ს ბრალდება 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.  

ერდოღანი NATO-ს, შვედეთისა და ფინეთის შესახებ „მტკიცებულებებს“ წარუდგენს - თურქული მედია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი NATO-ს მადრიდის მომავალ სამიტზე, ქურთისტანის მუშათა პარტიისადმი (PKK) შვედეთის და ფინეთის ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, დოკუმენტებს წარადგენს. თურქული გაზეთის Sabah-ის ცნობით, ერდოღანი წარადგენს სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში სამხედრო ოპერაციების დროინდელ „მტკიცებულებებს“, მათ შორის შვედური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო იარაღის AT-4-ის ფოტოებს და სერიულ ნომრებს. თურქეთის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ NATO ვერ დაამყარებს მოკავშირის დონეზე ურთიერთობებს ფინეთთან და შვედეთთან, სანამ ეს მტრული პოზიცია გაგრძელდება, წერს გაზეთი. გაზეთის ინფორმაციით, ერდოღანი სამიტის დღის წესრიგში ასევე დააყენებს საბერძნეთთან დაძაბული ურთიერთობების საკითხს. მადრიდში NATO-ს სამიტs 28-30 ივნისს უმასპინძლებს. მოკავშირეები განიხილავენ შემდგომ ნაბიჯებს თქვენი გაწევრიანების გზაზე NATO-ში. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის თურქეთის შეშფოთება ტერორისტული ჯგუფის PKK-ის მიმართ. ასე რომ, მე მჭიდრო კავშირში ვრჩები თქვენთან და თქვენს კოლეგებთან, შვედეთთან და ჩვენს მოკავშირე თურქეთთან“, - მიმართა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფინეთის პრეზიდენტს, 12 ივნისს. „NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებები ისტორიულია. თქვენ დიდი ხანია, ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ. თქვენ გაქვთ ძლიერი დემოკრატიები, ქმედუნარიანი სამხედროებით. NATO-ში თქვენი წევრობა გაზრდის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. თქვენ დიდი ხანია, ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ. თქვენ გაქვთ ძლიერი დემოკრატიები, ქმედუნარიანი სამხედროებით. NATO-ში თქვენი გაწევრიანება გაზრდის საერთო უსაფრთხოებას. ფინელი ჯარისკაცები მონაწილეობენ NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში.  ახლა კი მოკავშირეები განიხილავენ შემდეგ ნაბიჯებს თქვენი გაწევრიანების გზაზე NATO-ში. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის თურქეთის შეშფოთება ტერორისტული ჯგუფის PKK-ის მიმართ. ასე რომ, მე მჭიდრო კავშირში ვრჩები თქვენთან და თქვენს კოლეგებთან, შვედეთთან და ჩვენს მოკავშირე თურქეთთან.ჩემი თანამშრომლები ასევე აგრძელებენ მჭიდრო დიალოგს სამივე ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მოსაგვარებლად, რათა წინ წავიწიოთ თქვენი გაწევრიანების გზაზე. შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თურქეთთან პროგრესის მიღწევას შეეცდება ასე რომ, პრეზიდენტი ნიინისტო, NATO და ფინეთი იზიარებენ საერთო ღირებულებებს და საერთო ინტერესებს. NATO-სთვის მნიშვნელოვანია ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოება. ბევრმა მოკავშირემ უკვე გამოხატა თავისი ვალდებულება თქვენი უსაფრთხოების მიმართ. NATO ფხიზლად რჩება. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ყოფნა ამ რეგიონში. როგორც ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენი წვთნები - BALTOPS მიმდინარეობს 7000-ზე მეტი ძალით NATO-ს 14 მოკავშირიდან, ფინეთიდან და შვედეთიდან, რომლებიც მხარდამხარ ვარჯიშობენ. ფინეთის და შვედეთის ძალები ასევე მონაწილეობენ NATO-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის წვრთნებში ბალტიის რეგიონსა და პოლონეთში. ეს არის NATO-ს ერთგულების ძლიერი დემონსტრირება ამ სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონის მიმართ“, - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს. თურქეთი ოფიციალურად ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია.

გერმანია გაზის მოხმარების შესამცირებლად დამატებით ზომებს მიმართავს

გერმანია აცხადებს, რომ დამატებით ზომებს მიიღებს, რათა გარანტირებული იყოს ენერგომომარაგება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაზის მიწოდებას შეაჩერებს. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, გაზის მოხმარების შესამცირებლად, ნაკლები გაზი უნდა იყოს გამოყენებული, ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები უფრო მეტად უნდა გამოიყენონ.  ზომები მოიცავს გაზის მოხმარების შემცირებას ინდუსტრიასა და ელექტროენერგიის წარმოებაში. მთავრობა აცხადებს, რომ დამატებითი ზომები მოიცავს ქვანახშირის წარმოების გაზრდასაც. როგორც ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, სიტუაცია საკმაოდ სერიოზულია, გაზის მოხმარება უნდა შემცირდეს და მეტი გაზი უნდა იყოს დარეზერვებული, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ზამთარში ყველაფერი „ნამდვილად დამძიმდება“. ამ ნაბიჯს წინ უძღვის გაფრთხილება, რომელიც ენერგოკომპანიებმა რუსული „გაზპრომისგან“ გაზის მოცულობის შემცირებასთან დაკავშირებით მიიღეს.  

მაკრონი უმრავლესობას კარგავს - საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა - BBC

პრეზიდენტად ხელახლა არჩევიდან ორ თვეზე ნაკლები ხნის შემდეგ, ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაზე კონტროლს დაკარგავს. BBC-ის ცნობით, რომელიც წინასწაც მონაცემებს ეყრდნობა, მაკრონის ცენტრისტული ანსამბლის კოალიცია საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს, მაგრამ ათობით ადგილს კარგავს. ვარაუდობენ, რომ მემარცხენე-მწვანე ალიანსი მეორე ადგილზე იქნება, მაგრამ მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ ასევე კარგი შედეგი აჩვენა. კერძოდ, მაკრონის გაერთიანებას 300-ზე მეტი მანდატი ჰქონდა პარლამენტში და აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად დაამარცხა ლე პენი. სრული უმრავლესობის შესანარჩუნებლად მას 289 ადგილი სჭირდებოდა. ახლა კი მაკრონის ალიანსს შეუძლია, მხოლოდ 224 საპარლამენტო მანდატს მიაღწიოს. TF1 TV-ს ცნობით, რომელსაც BBC ეყრდნობა, მემარცხენე ჟან-ლუკ მელენშონის მემარცხენე-მწვანე ალიანსი „Nupes“ 150-დან 180 მანდატებს მოიპოვებს, ხოლო ულტრამემარჯვენე ნაციონალური „Rally“ რვა ადგილიდან 80-დან 100-მდე მანდატს. 577 ადგილიანი ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება თითქმის 49 მილიონ მოქალაქეს აქვს. აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭიროა 289 მანდატი. ადგილის მოსაპოვებლად კანდიდატს ხმების 50%-ზე მეტი და რეგისტრირებული ამომრჩეველთა მინიმუმ 25%-ის მხარდაჭერა სჭირდება.  

ბოსნიის ომის დროს სრებრენიცას დასაცავად გაგზავნილ ასობით ჯარისკაცს მარკ რუტემ ბოდიში მოუხადა

ბოსნიის ომის დროს სრებრენიცას დასაცავად გაგზავნილ ასობით ყოფილ ჯარისკაცს ჰოლანდიის მთავრობამ ბოდიში მოუხადა. პრემიერ მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ჯარები არასაკმარისად იყვნენ აღჭურვილი ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად და სთხოვეს, შეესრულებინათ „შეუძლებელი დავალება“. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 1995 წლის ივლისში დაახლოებით 8000 მუსლიმი მოკლეს მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ძალები ბოსნიელი სერბების ჯარებმა დაიპყრეს. „დღეს ჰოლანდიის მთავრობის სახელით ბოდიშს ვუხდი Dutchbat III-ის (ჰოლანდიური ბატალიონი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეთაურობით, სიკვდილით დასაჯეს Dutchbat III-ის 50 წევრი, რომლებიც მძევლად აიყვანეს) ყველა ქალსა და კაცს“, - განუცხადა რუტემ ვეტერანებს. სერბეთი ყოველთვის უარყოფდა, რომ მკვლელობები გენოციდის კამპანიის ნაწილი იყო, მაგრამ აღიარებს, რომ ეს დანაშაული იყო. 2019 წელს, ნიდერლანდების უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ნიდერლანდები ნაწილობრივ პასუხისმგებელი იყო ხოცვა-ჟლეტის დროს დაახლოებით 350 კაცის სიკვდილზე, და დაადგინა, რომ ჰოლანდიური ბაზიდან გაიყვანეს ისინი, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, ბოსნიელი სერბების ძალების მხრიდან „შეურაცხყოფისა და მოკვლის სერიოზული საფრთხის წინაშე იყვნენ“. 

მაიკლ კარპენტერის თქმით, რუსეთის ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში ინტეგრირება შეცდომა იყო

ეუთოში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთის შეცდომა იყო იმის დაჯერება, რომ მოდერნიზაცია და რუსეთთან ეკონომიკური ინტეგრაცია მოსკოვს ადეკვატურ საერთაშორისო მოთამაშედ აქცევდა. კარპენტერის შეფასებით, მიუხედავად სანქციების საფრთხისა, რუსეთმა ჩაიდინა საერთაშორისო სამართლის მასიური დარღვევა, ყველა მოლაპარაკებამ, რამაც გამოიწვია NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოება ან უკრაინაში განვითარებული მოვლენები, ისევე როგორც სანქციების პერსპექტივა, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედა. ამასთან, კარპენტერი პოზიტიურ მოვლენად თვლის იმ ფაქტს, რომ რუსეთი აბსოლუტურად იზოლირებულია. კარპენტერის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ თავიდანვე განაცხადა, რომ სანქციები გარდაუვალი იქნებოდა. მან შეასრულა ყველა დაპირება პარტნიორებთან თანამშრომლობითა და კოორდინაციით.  მისივე თქმით, შეერთებული შტატები უკრაინას გამარჯვებამდე დაუჭერს მხარს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დიდი ბრიტანეთი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის წვრთნებს გააძლიერებს

დიდი ბრიტანეთი ყოველ 120 დღეში დაახლოებით, 10 000 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადებას გეგმავს, რაც უდრის უკრაინელების იმ რაოდენობას, რომლებმაც სამხედრო მომზადება რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე, შვიდი წლის განმავლობაში გაიარეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. ჯონსონმა დასავლეთს უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთმა და სხვა მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უკრაინას ჰქონდეს სტრატეგიული გამძლეობა, რომ გადარჩეს და საბოლოოდ გაიმარჯვოს. ჯონსონი უკრაინში ხანგრძლივ ომს ვარაუდობს და დასავლეთს უკრაინის მხარდაჭერის გეგმას სთავაზობს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეასრულონ ოთხი პუნქტი, რათა დაეხმარონ უკრაინას გადარჩენაში. პირველ რიგში, დასავლეთმა უკრაინას უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო იარაღი, საბრძოლო მასალა, აღჭურვილობა, ასევე, ჩატარდეს სწავლება. დიდი ბრიტანეთი ყოველ 120 დღეში დაახლოებით, 10 000 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადებას გეგმავს, რაც უდრის უკრაინელების იმ რაოდენობას, რომლებმაც სამხედრო მომზადება ფართომასშტაბიანი შეჭრამდე შვიდი წლის განმავლობაში გაიარეს. მეორე, დასავლეთი უნდა დაეხმაროს უკრაინას ფინანსურად, რათა შეინარჩუნოს თავისი სამთავრობო ინსტიტუტების სტაბილურობა - კრაინის მთავრობამ უნდა შეინარჩუნოს სოციალური ინფრასტრუქტურა, გადაიხადოს ხელფასები და პენსიები და დააფინანსოს დანგრეული შენობების რეკონსტრუქცია. მესამე, უკრაინის ეკონომიკაში შემოსავლების შესანარჩუნებლად აუცილებელია უკრაინული საკვების, განსაკუთრებით მარცვლეულის ექსპორტისთვის სახმელეთო გზების უზრუნველყოფა. მეოთხე, ბრიტანეთმა, თავის მოკავშირეებთან ერთად, უნდა განბლოკოს უკრაინის საზღვაო პორტები და დაუყონებლივ დაეხმაროს 25 მილიონი ტონა ხორბლისა და სიმინდის ექსპორტს, რაც მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს სჭირდებათ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ავსტრალია უკრაინაში პირველ ოთხ ჯავშანტრანსპორტიორს გზავნის

ავსტრალიის მთავრობის მიერ უკრაინისთვის გადაცემულმა პირველმა ოთხმა ჯავშანტრანსპორტიორმა (M113AS4) ქალაქ ამბერლიში, ავსტრალიის საჰაერო ძალების ბაზა დატოვა. ავსტრალიის მთავრობის სამხედრო დახმარების პაკეტი 285 მილიონ ავსტრალიურ დოლარზე მეტი ღირებულების მხარდაჭერისგან შედგება, მათ შორის Bushmaster Protected Mobility Vehicles, M777 Howitzers; ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალა, უპილოტო საჰაერო სისტემები და მთელი რიგი პერსონალური აღჭურვილობა.  პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანესმა განაცხადა, რომ სამხედრო დახმარების უახლესი ტვირთი, დამატებითი მხარდაჭერის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირდაპირ მოთხოვნას ეხმაურება და უკრაინის ხალხის მიმართ ავსტრალიის მდგრად ერთგულებას აჩვენებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი ირპენსა და ბუჩაში ჩავიდა

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, იმონ გილმორი და კიევის პოლიციის უფროსი ანდრი ნიებიტოვი კიევის გარეუბნებს ირპენს და ბუჩას ეწვივნენ. უკრაინული მედიის ცნობით, გილმორმა და ნიბიტოვმა განადგურებული ირპენის პოლიციის განყოფილება, რომანივის ხიდი და ოკუპანტების დაბომბვის შედეგად დაზიანებული სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ასევე ბუჩაში მდებარე მასობრივი საფლავი მოინახულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ხვალ ისტორიული კვირა იწყება - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ მომავალი კვირა უკრაინისთვის ისტორიულია, რადგან ევროკავშირმა უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. „ხვალ, ისტორიული, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვირა იწყება, 1991 წლის შემდეგ. ჩვენ მოვისმენთ პასუხს ევროკავშირისგან უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ასეთ კვირაში უნდა ველოდოთ მტრის, რუსეთის გააქტიურებას, რომელიც იქნება განზრახ - საჩვენებლად და მიმართული არამარტო უკრაინის, არამედ ევროპის წინააღმდეგაც“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 16 ივნისს გამოცხადებული გადაწყვეტიულებით, ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. ევროკავშირის ლიდერები საკითხს მომავალ კვირაში, ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველად შეფასებას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს.

წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად ინდოეთსა და ბანგლადეშში სულ მცირე, 59 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთსა და ბანგლადეშში სულ მცირე, 59 ადამიანი წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად გარდაიცვალა.  უცხოური მედიის ცნობით, მილიონობით ადამიანი სახლში ჩარჩენილია, ხოლო სასწრაფო დახმარების მუშაკები ამ დრომდე მათთან მიღწევას ცდილობენ. ამასთან, ინდოეთსა და ბანგლადეშში სკოლები თავშესაფრებად გადაკეთდა, ხოლო გარესამყაროს მოწყვეტილი ოჯახების ევაკუაციის პროცესში ჯარი ჩაერთო. სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ წყალდიდობა რამდენიმე დღე გაგრძელდება.  

ოლექსი დანილოვი: უკრაინაში ომის დასრულება ჯერ კიდევ შორს არის

"უკრაინელი ჯარისკაცების წარმოუდგენელი გამძლეობის მიუხედავად, უკრაინაში ომის დასრულება ჯერ კიდევ შორს არის", -  ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა. ჯონსონი უკრაინში ხანგრძლივ ომს ვარაუდობს და დასავლეთს უკრაინის მხარდაჭერის გეგმას სთავაზობს „რუსულ ძალებს აქვთ უპირატესობა არტილერიასა და მძიმე ტექნიკაში. ჩვენს მეომრებს ეს არ აშინებს. ჩვენ ჩვენს პოზიციებს ვამაგრებთ. დროდადრო კონტრშეტევებს ვახორციელებთ, მაგრამ ომი ჯერ კიდევ გრძელდება და მისი დასრულებისგან შორს ვართ“, - განაცხადა დანილოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

სანქციების გამო რუსმა ოლიგარქებმა €12,5 მილიარდზე წვდომა დაკარგეს

ევროკავშირის ქვეყნებში, სანქციების შედეგად, რუს ოლიგარქებსა და ინსტიტუტებს მდიდრულ იახტებზე, ვერტმფრენებზე, ნახატებზე, უძრავ ქონებაზე და 12,5 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სხვა აქტივებზე წვდომა აეკრძალათ. ამის შესახებ Die Welt-ს იუსტიციის ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ვიგანდმა განუცხადა. „რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და აპრილში დაფიქსირებული 6,7 მილიარდი ევროდან 12,5 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს“, - თქვა ვიგანდმა. ზრდა დიდწილად გამოწვეულია იმით, რომ გერმანიაში ბევრი აქტივი დაიბლოკა. ფინანსთა ფედერალურმა მინისტრმა კრისტინა ლინდნერმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ქვეყანაში თითქმის 4,5 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაიყინა. მათ შორისაა ცენტრალური ბანკის დეპოზიტები, კომპანიის ინვესტიციები, ასევე გემები და იახტები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.