ძებნის რეზულტატი:
მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, ,,წითელი ხიდისა“ და ,,სარფის“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქეების მ.გ.-სა და ი.გ.-ს, როგორც ფიზიკური ასევე, კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 133,81 გრამი) და ოქროს ზოდი (20 გრამი) გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 18 424,99 ლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში, 18 424,99 ლარის ოდენობით შეეფარდათ. მებაჟე ოფიცრებმა, საზღვარზე კანონდარღვევით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის კიდევ 3 ფაქტი აღკვეთეს საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“. საქართველოს მოქალაქეებს ჯამში, 238,95 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, ასევე, 239,33 გრამი ოქროს მონეტა და 14 გრამი ვერცხლის ნაკეთობები ქვეყნის საზღვარზე მალულად შემოჰქონდათ. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ნ.გ.-ს, სანქციის სახით, ჯარიმა, 3240 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო ნ.ბ.-სა და მ.ფ.-ს მიმართ საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
მედია: უკრაინა კანადას მოუწოდებს, სანქციების ავლით „გაზპრომს“, გაზის ტურბინა არ გადასცეს
კანადის ხელისუფლება გეგმავს, გერმანიის თხოვნით, „გაზპრომის“ კუთვნილი ტურბინა სანქციების გვერდის ავლით Nord Stream 1-ს დაუბრუნოს. ამ დროისთვის ტურბინა რემონტზეა კანადაში. ამის შესახებ უკრაინული მედია და Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერენ. გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა Reuters-ის წყარომ უკრაინის მინენერგოდან განაცხადა, რომ სანქციები „გაზპრომისთვის“ გაზთან დაკავშირებული ნებისმიერი დანადგარის გადაცემას კრძალავს. „თუ ეს ფაქტი მოხდა, უკრაინული მხარე გეგმავს ევროპელ პარტნიორებს მიმართოს, რომ ამ მიდგომას კიდევ ერთხელ გადახედონ“, - წერს Reuters. ივნისის შუა რიცხვებში „გაზპრომმა“ Nord Stream 1-ით, გაზის მიწოდება 40%-ით შეამცირა და განაცხადა, რომ Siemens-მა გაზსაქაჩი აგრეგატი არ დაუბრუნა. თავის მხრივ, Siemens-ში განაცხადეს, რომ აგრეგატი კანადაშია რემონტზე და რუსეთთან მიმართებით, ამ ქვეყნების მიერ შემოღებული სანქციების გამო ვერ იბრუნებენ. ამის შემდეგ, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშენკომ, კანადას მოუწოდა, რომ „გაზპრომს“ დანადგარი არ დაუბრუნოს. 7 ივლისს, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ტურბინა კანადიდან 11 ივლისისთვის უნდა დააბრუნონ. „მე ვიქნები პირველი, ვინც ვიბრძოლებ ევროკავშირის სანქციების შემდგომი ძლიერი პაკეტისთვის, მაგრამ ძლიერი სანქციები ნიშნავს, რომ მათ უფრო მეტი ზიანი უნდა მიაყენონ რუსეთს და პუტინს, ვიდრე ჩვენს ეკონომიკას”, - თქვა მინისტრმა. მან დასძინა, რომ ის კანადას ტურბინის მიწოდებას არა რუსეთისთვის, არამედ გერმანიისთვის სთხოვდა. „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ 2012 წლიდან ამოქმედდა. გაზის მიწოდება ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით ხდება. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
ომის დაწყებიდან უკრაინელებმა 36 900 რუსი სამხედროს განეიტრალება შეძლეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 1637 ტანკი, 3811 ჯავშანტექნიკა, 828 ერთეული საარტილერიო სისტემა, 247 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 107 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 187 ვერტმფრენი, 669 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2685 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 66 ერთეული სპეცტექნიკა და 155 ფრთოსანი რაკეტა", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ლავროვს რუსეთის ქმედებების მკაცრი დაგმობის ფონზე, G20-ის მინისტერიალის ვადაზე ადრე დატოვება მოუწია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ბალიში G20-ის მინისტერიალს ვადაზე ადრე ტოვებს. ამის შესახებ Spiegel წერს. „დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლავროვთან ერთად ვახშამზე უარი თქვეს „ლავროვი კვლავ გამართავს ორმხრივ მოლაპარაკებებს, შემდეგ მიმართავს პრესას და წავა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. ლავროვი ოფიციალურ ვახშამსა და სამუშაო სესიაში დღის მეორე ნახევარში არ მიიღებს მონაწილეობას. დელეგაციის წყაროების ცნობით, ლავროვმა სიტყვით გამოსვლისთანავე დატოვა შეხვედრის ოთახი. მან ასევე თავი აარიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის კითხვებზე პასუხის გაცემას და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მკაცრად დაგმობას გერმანელი დიპლომატის მხრიდან. ბერბოკი ჯერ კიდევ კონფერენციის დაწყებამდე აცხადებდა, რომ არავინ შეეგუებოდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში და შეუძლებელია საუბარი სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე მასთან, ვინც „თავს ესხმის მშვიდობიან, საერთაშორისო წესრიგს“. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ „დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლავროვთან ერთად ვახშამსა და ფოტოსესიაზე უარი თქვეს. ინდონეზიაში, ბალიზე G20-ის შეხვადრა 8 ივლისს დასრულდება. „დიდ ოცეულში“ რუსეთის და „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების გარდა, შედიან: ევროკავშირი, ავსტრალია, თურქეთი, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, ინდოეთი, ინდონეზია, ჩინეთი, სამხრეთი კორეა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი.
კელი დეგნანმა შს აკადემიას, ვირტუალური ტირისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა (FATS) გადასცა
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ეწვია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა უმასპინძლა. აკადემიაში აშშ-ის პარტნიორობით და მხარდაჭერით გადმოცემული აღჭურვილობის და ინფრასტრუქტურული პროექტების გამოფენა/პრეზენტაცია გაიმართა. კელი დეგნანმა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს იმიტირებული სასამართლო დარბაზი, კიბერ-ლაბორატორია, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, კრიმინალისტიკური ხელსაწყოები, ტაქტიკური მომზადების ოთახი და სწავლებისთვის საჭირო აღჭურვილობა. აშშ-ის ელჩმა საქართველოში, შსს აკადემიის პერსონალს სიტყვით მიმართა, სადაც ყურადღება გაამახვილა სამართალდამცავთა ტაქტიკური მომზადების მნიშვნელობასა და სასწავლო პროცესში საერთაშორისო პრაქტიკის ინტეგრირების შესახებ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ღონისძიების დასასრულს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა შს აკადემიას ვირტუალური ტირისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა (FATS) გადასცა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.
ბალიზე, G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვთან ფოტოგადაღებაზე უარი თქვეს
G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ინდონეზიაში, ბალიზე გამართულ შეხვედრაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ტრადიციული ჯგუფური ფოტოს გადაღებაზე უარი თქვეს. ამის შესახებ იაპონური საინფორმაციო სააგენტო Kyodo წერს. „დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლავროვთან ერთად ვახშამზე უარი თქვეს ლავროვი G20-ის მინისტერიალს, ვადაზე ადრე დატოვებს სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს შეხვედრის მონაწილეთა ტრადიციული ფოტოსესია ვერ შედგა. ცნობილი გახდა, რომ საერთო ფოტოს გადაღებაზე პირველად უარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა. ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეტნო მარსუდიმ მანამდე განაცხადა, რომ 7 ივლისს G7-ის ქვეყნების წარმომადგენლებმა ლავროვის ყოფნის გამო „გალა-ვახშამზე“ დასწრებაზე უარი თქვეს. მომხდარზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ლავროვმა „არ შეამჩნია ბოიკოტერების არსებობა“. 7 ივლისს ბალიზე G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიხსნა. ძირითადი დისკუსიები 8 ივლისს არის დაგეგმილი. სერგეი ლავროვი ერთ-ერთ პირველ შეხვედრაზე საუდის არაბეთისა და მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან დაჯდა.
ოთარ შამუგია: რეალურია, საქართველომ მოახერხოს 300 - 400 ათასი ტონა ხორბლის წარმოება, რაც საშუალებას მოგვცემს, შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯიუველ ბრონოსთან გამართულ შეხვედრაზე სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით მარცვლეულით თვითუზრუნველყოფის, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდის, უახლეს ტექნოლოგიებზე წვდომის და ღირებულებათა ჯაჭვის კვლევის საკითხები განიხილა. „ჩვენ ვგეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს ხორბლის პროდუქტიულობის გაზრდის კუთხით. სავსებით რეალურია, საქართველომ მოახერხოს 300 - 400 ათასი ტონა ხორბლის წარმოება, რაც საშუალებას მოგვცემს, შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება. ქართულ აგროსასურსათო პროდუქტს აქვს პოტენციალი აშშ-ის ბაზარზე ექსპორტის თვალსაზრისით; მათ შორის ქართულ ღვინოს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 6 თვის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ექსპორტი 15 პროცენტით გაიზარდა", - განაცხადა მინისტრმა. როგორც USDA-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯიუველ ბრონომ შეხვედრაზე აღნიშნა, ამერიკის სოფლის განვითარების სახელმწიფო დეპარტამენტი მზად არის, გააგრძელოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და ტექნიკურ მხარდაჭერას. შეხვედრას საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ზალკალიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ.
პირველი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1 705 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1 705 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 1 369 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 336 კი, უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან, 135 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ივნისის თვეში, ტყითსარგებლობის წესის დარღვევის 42 ფაქტი გამოავლინეს "ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 417 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 237 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 206, სამცხე-ჯავახეთში - 153, ქვემო ქართლში - 130, აჭარაში - 70, შიდა ქართლში - 63, მცხეთა-მთიანეთში - 37, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 26, გურიაში კი 18 სამართალდარღვევა გამოვლინდა. სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 6 თვეში, თბილისში, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 12 ფაქტი აღკვეთეს. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3 934 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 287 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 49 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ყაზახეთმა დღეიდან, ხორბლისა და ფქვილის ექსპორტზე შეზღუდვა დააწესა
ყაზახეთმა, 2022 წლის 30 სექტემბრამდე ხორბლის, ხორბლის ფქვილისა და ხორბლის ჭვავის ექსპორტზე კვოტები შემოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ვებგვერდი ავრცელებს. ყაზახეთი შაქრის ექსპორტს ზღუდავს ყაზახეთი ხორბლისა და ფქვილის ექსპორტზე შეზღუდვას ახანგრძლივებს ყაზახეთის ტერიტორიიდან მესამე ქვეყნებში ექსპორტზე შემდეგი კვოტები დაწესდა: ხორბალი და მესლინი - 550 000 ტონა, ხორბლის ფქვილი და ხორბალი - 370 000 ტონა. შეზღუდვები 8 ივლისიდან ამოქმედდება.
იაპონიის ყოფილი პრემიერი სინძო აბე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, გარდაიცვალა
იაპონიის ყოფილი პრემიერი შინზო აბე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს. იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სინძო აბეს, ქალაქ ნარაში, საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შემდეგაც ის უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, ბოროტმოქმედი დაკავებულია. რა გახდა თავდასხმის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. „მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია, არ შეიძლება, მომხდარის საარჩევნო კამპანიასთან კავშირის უგულვებელყოფა. არჩევნები მიმდინარეობს. ეს არის დემოკრატიის საფუძველი და ასეთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ეს არის ბარბაროსობა და მავნებლობა, ამასთან შეგუება არ შეიძლება“, – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ. ცნობისთვის, სინძო აბე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური: მტერი მზაკვრულად გვიტევს, ურტყამს საცხოვრებელ ადგილებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას
ჩვენ ვთხოვთ ხარკოვის მოსახლეობას, რომ რაც შეიძლება ფრთხილად იყვნენ, ნუ იქნებიან ქალაქის ქუჩებში ზედმეტად. მტერი მზაკვრულად გვიტევს, ურტყამს საცხოვრებელ ადგილებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, - ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა ოლეჰ სინეგუბოვმა. "რუსეთის ფედერაციამ ხარკოვზე იერიში ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარის საშუალებით მიიტანა. სამი ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა ხარკოვზე რუსეთის ჯარის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად. ჩვენ ვთხოვთ ხარკოვის მოსახლეობას, რომ რაც შეიძლება ფრთხილად იყვნენ, ნუ იქნებიან ქალაქის ქუჩებში ზედმეტად. მტერი მზაკვრულად გვიტევს, ურტყამს საცხოვრებელ ადგილებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას", - წერს სინეგუბოვი ტელეგრამზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
ბლინკენი რუსეთის დელეგაციას: უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის
ინდონეზიაში, ბალიში G20 საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დახურულ სხდომაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შეახსენა რუსეთის დელეგაციას, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ჩვენს რუს კოლეგებს მინდა, მივმართო: უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის. მისი მარცვლეული თქვენი არ არის. რატომ ბლოკავთ პორტებს? თქვენ უნდა დაუშვათ მარცვლეულის ექსპორტი, ”- განაცხადა ბლინკენმა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ „დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლავროვთან ერთად ვახშამსა და ფოტოსესიაზე უარი თქვეს. ბალიზე, G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვთან ფოტოგადაღებაზე უარი თქვეს ლავროვი G20-ის მინისტერიალს, ვადაზე ადრე დატოვებს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა შეიძლება, 50 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების გაფორმებას ცდილობს. კიევს სურს, რომ თურქეთმა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები გემებისთვის, რომლებიც მარცვლეულს შავი ზღვის გავლით ატარებენ. ერდოღანის თქმით, რუსეთი და უკრაინა შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არიან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
კონკურენციის სააგენტო: ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის მიღება დადებითად შეფასდა
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მეორე თემატური ჯგუფის რიგით მეშვიდე სხდომა გაიმართა. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა – ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველო-ევროკაშირს შორის დიალოგისა და განხორციელებული პროცესების შეფასებას. აღნიშნული მიმართულებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, განხორციელებული საკითხების წარდგენის, დიალოგში მონაწილეობის მიზნით, სხდომაში მონაწილეობა მიიღო კონკურენციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სოფიო მომცელიძემ. მათივე ცნობით, ევროკავშირის მხარემ, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა დადებითად შეაფასა. შეხვედრაზე მთავარი ყურადღება დაეთმო და ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მიღების და ამ მიმართულებით აღსრულების დაწყების მნიშვნელობას. "მონაწილეებმა, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს შემდეგი ძირითადი საკითხები: სამრეწველო და საწარმოების პოლიტიკა, სამთო-მოპოვებითი საქმიანობა; ტურიზმი; კორპორაციული სამართალი და კორპორაციული მმართველობა; მომხმარებელთა პოლიტიკა; საგადასახადო პოლიტიკა და ა.შ. ასოცირების შეთანხმების ინსტიტუციური მექანიზმის მიხედვით, დარგობრივი თემატური ჯგუფების შეხვედრები ყოველწლიურად იმართება. შეხვედრაში მონაწილეობდნენ – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ბუჯიაშვილი და სხვადასხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანას შეუძლია, უზრუნველყოს უკრაინისა და მოლდოვის გაზმომარაგება
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაე ჩიუკამ განაცხადა, რომ საბერძნეთიდან ბულგარეთში ინტერკონექტორის გაშვების შემდეგ, მისი ქვეყანა შეძლებს, უზრუნველყოს გაზის მიწოდება უკრაინასა და მოლდოვაში. ამის შესახებ მთავრობის ხელმძღვანელმა საბერძნეთში ვიზიტისას განაცხადა. „ინტერკონექტორი უზრუნველყოფს გაზის მიწოდებას როგორც ბულგარეთში, ასევე, რუმინეთში. რა თქმა უნდა, ჩვენ შევძლებთ ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორების - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაზის მიწოდებას", - ხაზგასმით აღნიშნა ჩიუკაუმ.
დმიტრო კულება: ბორის ჯონსონის გადადგომა არ შეცვლის ბრიტანეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ
საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის გადადგომა არ შეცვლის ქვეყნის პოლიტიკას უკრაინის მიმართ. ამის შესახებ Ukrinform-ი იუწყება. „ამ ომის ფონზე, ბორის ჯონსონმა დაამტკიცა, რომ მამაცი ადამიანია, რომელსაც არ ეშინია, გარისკოს. გავიხსენოთ მისი ვიზიტი კიევში, აპრილში. ვფიქრობ, მისი მსგავსი ადამიანი აღარ იქნება, ვფიქრობ, მისი მსგავსი ადამიანი აღარ იქნება, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის პოლიტიკა და მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უცვლელი დარჩება. ჩვენ გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. 7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: დიდი ბრიტანეთი არის სიკეთის მხარეს, ის უკრაინის გვერდით დგას
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს უკრაინას და მისი პოლიტიკა არ შეიცვლება პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. „ის, რასაც ჯონსონი აკეთებდა უკრაინისთვის, ძალიან დაგვეხმარა. მე მას უკრაინის მეგობრად ვთვლი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი საზოგადოებაც მხარს უჭერდა უკრაინას ევროპაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ დიდი ბრიტანეთი არის სიკეთის მხარეს და უკრაინის გვერდით დგას“, - განუცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. დმიტრო კულება: ბორის ჯონსონის გადადგომა არ შეცვლის ბრიტანეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ 7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს.
ნევროლოგი მიხეილ სააკაშვილზე: ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ პირობებში დაავადების განკურნება შეუძლებელია
ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ პირობებში დაავადების განკურნება შეუძლებელია, ის საპატიმრო პირობებში იმყოფება, განსხვავება არ არის, იქნება რუსთავში თუ კლინიკაშიკლინიკა „ვივამედში“, - ამის შესახებ ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „დასკვნის გაფორმება ფინალურ სტადიას უახლოვდება, ამიტომ აუცილებელია პაციენტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის სტატუსი აღიწეროს. ბოლო ვიზიტიდან გასულია უკვე თითქმის 2 კვირაზე მეტი. ამ ხნის განმავლობაში მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები, რაც უნდა ვნახოთ და ისტორიაში ჩაიწეროს, ასევე დასკვნაშიც. ამიტომ ჩვენი დღევანდელი ვიზიტი არის მორიგი საექსპერტო ვიზიტი. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ პირობებში დაავადების განკურნება შეუძლებელია, ის საპატიმრო პირობებში იმყოფება, განსხვავება არ არის, იქნება რუსთავში თუ კლინიკაში“, - განაცხადა თოიძემ. მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ. 9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება. ოჯახი და ექსპრეზიდენტის გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 24 მაისს განაცხადა, რომ „ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი“. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტების შეშვება დაავალა ადვოკატის თქმით, სააკაშვილი წოლით რეჟიმზეა, ვერ გადაადგილდება და წონა მკვეთრად დაკარგა
სალომე ზურაბიშვილი: სინძო აბე იყო საქართველოს მეგობარი და ძლიერი საერთაშორისო ლიდერი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იაპონიის პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს. შესაბამისი პოსტი პრეზიდენტის Twitter-ზე განთავსდა. „საშინელი ტრაგედია მოხდა. მთელი საქართველო შოკირებულია. სინძო აბე იყო საქართველოს მეგობარი, მაგრამ ასევე ძლიერი საერთაშორისო ლიდერი“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. იაპონიის ყოფილი პრემიერი სიძზო აბე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, გარდაიცვალა. იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სინძო აბეს, ქალაქ ნარაში, საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შემდეგაც ის უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი აგრძელებს მთელი უკრაინის ხელში ჩაგდების მცდელობებს, ყველაზე რთული ვითარება აღმოსავლეთშია
რუსეთის ფედერაცია უკრაინის მთელი ტერიტორიის ხელში ჩაგდებას და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლას კვლავ გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინელებს სჭირდებათ პარტნიორების დახმარება, რათა შეამცირონ რუსული ჯარების უპირატესობა აღჭურვილობის, ძირითადად, საარტილერიო სისტემების მხრივ. „რუსეთის გეგმებში კვლავ შედის პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლა და მთელი ჩვენი სახელმწიფოს ოკუპაცია. ჩვენ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ“, - განუცხადა ზელენსკიმ ამერიკულ ტელეკომპანიას. მისი თქმით, უკრაინაში მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ ყველაზე რთული ვითარება აღმოსავლეთშია. „ზოგადად, მე ვიტყოდი, რომ აუცილებელია სიტუაციის სტაბილიზაცია აღმოსავლეთში“, - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა, საქართველო გახდეს დიდი ევროპული ოჯახის წევრი
ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, დიდი ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველები იზიარებენ საერთო ევროპულ ღირებულებებს და მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. „დიდი მადლობა, ბატონო კანცლერო, ძვირფასო კოლეგავ. მინდა, პირველ რიგში მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში და მე ძალიან მოხარული ვარ ამ ფაქტით. დიდი პატივია ჩემთვის დღეს აქ ყოფნა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ავსტრიასთან მეგობრობას, ურთიერთობას, თანამშრომლობას. ჩვენ კანცლერთან ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელზეც ჩვენ უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ, გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, ვაჭრობა, თუ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველები იზიარებენ საერთო ევროპულ ღირებულებებს და მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. „მინდა ასევე აღვნიშნო სიამაყით, სიმბოლურია, რომ ჩვენ წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წლისთავს, ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ბატონო კანცლერო, მოწვევისთვის. როგორც ბატონმა კანცლერმა აღნიშნა, ჩვენთვის, ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, ჩვენ ველოდებოდით ევროკომისიის გადაწყვეტილებას. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება შეფასებულ იქნას, როგორც ისტორიული, როგორც ეს თავად ევროპელებმა ლიდერებმა განაცხადეს. ქართველები ვიზიარებთ საერთო ევროპულ ღირებულებებს, ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, დიდი ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის ევროპული პერსპექტივის მონიჭება არის წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის აღიარება და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა პრემიერმა.