ძებნის რეზულტატი:
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელთან ნატალია ვუტოვასთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს რეკომენდაციები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს გეგმები მათი განხორციელების კუთხით და ევროპის საბჭოს ჩართულობის შესაძლებლობები. ნატალია ვუტოვამ გამოხატა ევროპის საბჭოს მხრიდან დაგეგმილ რეფორმებში ჩართულობის და შესაბამისი მხარდაჭერის აღმოჩენის მზაობა. მხარეები რეკომენდაციების შესრულების პროცესში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება და ადვოკატთა პროფესიონალიზმის ამაღლება საქართველოში“ მენეჯერი უშანგი ბახტაძე და პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ მენეჯერი მაია ჯორჯიკია.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებს უმასპინძლა
უკრაინა თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების კუთხით შეერთებული შტატების კონგრესის მხარდაჭერას იმედოვნებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე გააკეთა. „მოხარული ვარ, რომ შევხვდი ამერიკელ სენატორებს, ლინდსი გრეჰემს და რიჩარდ ბლუმენტალს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორპარტიული და ორმხრივი მხარდაჭერა. ჩვენ ვგრძნობთ და ვაფასებთ ამ ერთობას. ახლა უპირველესი მიზანია უზრუნველყოს, რომ ბავშვებთან ერთად ქალები დაბრუნდნენ სახლებში, ხოლო სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეძლოთ სკოლასა და უნივერსიტეტში სწავლა 2022 წლის პირველი სექტემბრიდან. ვიმედოვნებთ კონგრესის მხარდაჭერას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების თვალსაზრისით. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ცის უსაფრთხოების ისეთი დონე, რომ ჩვენს ხალხს უკრაინაში ცხოვრების არ შეეშინდეს“, - წერს ზელენსკი.
უკრაინა: პროექტ „დრონების არმიის ფარგლებში“, ფრონტის ხაზზე უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია გაიგზავნა
უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს „დრონების არმიის“ პროექტის ფარგლებში ფრონტის ხაზზე გაეგზავნა. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა Telegram-ზე განაცხადა. ფედოროვმა აღნიშნა, რომ უკრაინელების ერთიანობა უკვე ლეგენდად იქცა. „ყველას შემოწირულობა ღირებულია. „ჩვენ ვაფასებთ ყველა თვითმფრინავს, თითოეულ წერილს. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად. გთხოვთ, არ გაჩერდეთ", - წერს ფედოროვი. პირველ ივლისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ და UNITED24-ის პლატფორმამ გამოაცხადეს „დრონების არმიის“ პროექტის დაწყების შესახებ. ეს არის ყოვლისმომცველი პროგრამა, რომელიც მოიცავს დრონების სისტემატურ შეძენას, მათ შეკეთებას და სწრაფ შეცვლას, ასევე, პილოტების მომზადების კურსს.
ზელენსკი ჯონსონს: თქვენმა ლიდერობამ და ქარიზმამ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა განსაკუთრებული გახადა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს ტელეფონით ესაუბრა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა გულწრფელი მადლიერება გამოხატა იმ გადამწყვეტი და უკომპრომისო მხარდაჭერისთვის, რომელიც ბორის ჯონსონმა რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის პირველივე დღეებიდან უკრაინის მიმართ გამოხატა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ჯონონს საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის ინტერესების დაცვაში ლიდერობისთვის. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს „უკრაინაში ყველამ მწუხარებით მივიღეთ ეს ამბავი. ჩემი ოფისი და ყველა უკრაინელი მადლობელი ვართ თქვენი დახმარებისთვის. ეჭვი არ გვეპარება, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა გაგრძელდება, მაგრამ თქვენმა ლიდერობამ და ქარიზმამ ეს განსაკუთრებული გახადა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ჯონსონი უკრაინის ნამდვილი მეგობარია, იმედია, მისი გადადგომის შემდეგ, უკრაინასთან მიმართებით, ლონდონის პოლიტიკა არ შეიცვლება - ზელენსკი ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბრიტანეთის პრემიერმა ასევე განიხილეს უკრაინა-ბრიტანეთის თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს უკრაინის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხებს. მოლაპარაკებების კიდევ ერთი მთავარი თემა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვა იყო.
რუსეთმა ომიდან 134- დღეს, უკრაინაზე თავდასხმებზე „პაუზა“ გამოაცხადა
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ფართომასშტაბიანი ომის 134-ე დღეს, მოსკოვმა „ოპერატიული პაუზა“ გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, რუსული ჯარები ამჟამად ატარებენ „ზომებს საბრძოლო შესაძლებლობების შესავსებად“. მოსკოვის მტკიცებით, საველე პუნქტებზე მიმდინარეობს სამხედრო მანქანების გეგმური მოვლა. „სამხედროებს საშუალება ეძლევათ დაისვენონ, სახლიდან წერილები და ამანათები მიიღონ“, - აცხადებენ დეპარტამენტში. ინფორმაციისთვის, 3 ივლისს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს მოახსენა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განთავისუფლების წარმატებით განხორციელებული ოპერაციის შესახებ, რაზეც კრემლის ხელმძღვანელმა შოიგუს სამხედროებს დასვენებისკენ მოუწოდა, თუმცა მხოლოდ იმ ქვედანაყოფებზე მიუთითა, რომლებიც ლისიჩანსკის აღებაში მონაწილეობდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად კანონი მიიღო
NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლზე ხელმოწერიდან ორი დღის შემდეგ, ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად კანონი მიიღო. იუწყება Reuters-ი. უფრო კონკრეტულად, ფინეთის პარლამენტმა ხუთშაბათს მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ქვეყანას რუსეთთან საზღვარზე ბარიერების აგებისა და განსაკუთრებულ შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელთაგან 1300 კმ (800 მილი) საზღვრის დახურვის შესაძლებლობას მისცემს. შეგახსენებთ, 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს. რა პრეცედენტს შექმნის შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება და რა გავლენები ექნება მას უსაფრთხოების გარემოზე, გაეცანით Europetime-ის მასალას
ბულგარეთმა რუსეთის საელჩოსთვის საბანკო გადარიცხვა დაბლოკა
ბულგარეთმა სოფიაში რუსეთის საელჩოსთვის საბანკო გადარიცხვა ევროკავშირის სანქციების მოტივით დაბლოკა. საუბარია $890 ათასზე. ბულგარეთმა რუსეთის დიპლომატიური მისიის 70 თანამშრომელი გააძევა ამის შესახებ ფინანსთან მინისტრმა ასენ ვასილევმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე განცხადებით, რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ეს თანხა განკუთვნილი იყო მისიის თანამშრომელთა ხელფასებისთვის. მინისტრის განმარტებით, ბულგარეთის მთავრობა ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებებს ბრიუსელთან იმის თაობაზე, დაუშვას თუ არა გამონაკლისი ტრანსფერის დასაშვებად.
ესტონეთმა ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიცირება მოახდინა
კანადისა და დანიის შემდეგ, ესტონეთმა ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიცირება მოახდინა. კანადამ და დანიამ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინეს NATO-ს მოკავშირეებმა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლს 5 ივლის მოაწერეს ხელი. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.
ბრიტანეთი 1500-მდე უკრაინელი ჯარისკაცს წვრთნის
1500-მდე უკრაინელი ჯარისკაცი გაერთიანებულ სამეფოში წვრთნებისთვის იმყოფება. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა. პრისტაიკომ დაამატა, რომ უკრაინელი სამხედროები მხოლოდ ბრიტანელი ინსტრუქტორების მიერ არ გაიწვრთნებიან. „ისინი ჩამოდიან ყოველ კვირას, ჩამოდიან თვითმფრინავები, დაახლოებით, 100-200 ადამიანი ჩამოდის ყოველ კვირას", - განაცხადა ელჩმა. სამხედროები უკრაინაში უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან. ინფორმაციისთვის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა 6 ივლისს განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოში უკრაინელი სამხედროებისთვის სასწავლო კურსები დაიწყება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ნიდერლანდებმა უკრაინას ამ დრომდე 170 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება მიაწოდა
ნიდერლანდებმა უკრაინას ამ დრომდე 172,7 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება მიაწოდა. თავდაცვის მინისტრი კაისა ოლონგრენი წარმომადგენელთა პალატისადმი წერილში წერს, რომ კაბინეტი გააგრძელებს ძალისხმევას დამატებითი მხარდაჭერისთვის". იქვე აღნიშნავს, რომ ქვეყნის მთავრობა საჯაროდ არ გამოაცხადებს, თუ რა გადაეცა უკრაინას. ამასთან, ცნობილია, რომ ნიდერლანდები გერმანიასთან ერთად გააგრძელებს უკრაინელი სამხედროების მომზადებას. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მესამე ქვეყანასთან ამ სფეროში შესაძლო თანამშრომლობის შესახებ. ნიდერლანდები და გერმანია უკრაინას კიდევ ექვს Panzerhaubitze 2000 თვითმავალ ჰაუბიცას გადასცემენ, ადრე დაანონსებული 12 ჰაუბიცის გარდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
გაერო უკრაინელებს ზამთარში მოსალოდნელი სირთულეების შესახებ აფრთხილებს
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ გააფრთხილა უკრაინელები, რომ ზამთრის თვეები ძალიან მკაცრი იქნება ომით დაზარალებული მილიონობით მოქალაქისთვის. კიევის რეგიონში, ირპენსა და ბუჩაში სტუმრობისას ფილიპო გრანდიმ აღნიშნა, რომ ზამთარი უკრაინაში იქნება „ძალიან მკაცრი და უკიდურესად ცივი“. „უკრაინა ახლა იბრძვის, მაგრამ ზამთარი კიდევ უფრო უარესი იქნება. ასე რომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ზამთრის სიცივე არ იქცეს შემდეგ გამოწვევად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ისედაც უდიდეს ტანჯვას განიცდიან“, - ამბობს ფილიპო გრანდი. ამავდროულად, უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, რომ ომის შედეგად დაზარალებულებთან შეხვედრისას და საუბრის შემდეგ დაინახა „უამრავი ძალა, გამძლეობა და მონდომება, უკრაინამ აღადგინოს დაზიანებული და დანგრეული შენობები. უკრაინაში გაეროს ჰუმანიტარული საკოორდინაციო ოფისის, OCHA-ს მონაცემებით, ომის შედეგად, უკრაინაში 15,7 მილიონი ადამიანი დაზარალდა. დნიპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიევის, პოლტავას რეგიონები და ქალაქი კიევი კვლავ იღებს დევნილთა უმეტესობას. 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინაში 11,5 მილიონზე მეტ ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია, დაახლოებით 6,3 მილიონი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ისრაელმა და თურქეთმა ახალ ორმხრივ სამოქალაქო საავიაციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ისრაელმა და თურქეთმა ახალ ორმხრივ სამოქალაქო საავიაციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს ქვეყნებს შორის, 1951 წლის შემდეგ გაფორმებული პირველი შეთანხმებაა და საერთაშორისო მედია მას დიპლომატიური ურთიერთობების დათბობის ნაწილად განიხილავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შეთანხმება ისრაელის ავიაკომპანიებს საშუალებას აძლევს, 15-წლიანი პაუზის შემდეგ, თურქეთში ფრენები განაახლონ. ამ კვირის დასაწყისში, ისრაელმა განაცხადა, რომ ხელახლა გახსნის თავის ეკონომიკურ და სავაჭრო ოფისს თურქეთში მას შემდეგ, რაც ორივე მთავრობამ 2018 წელს, ელჩები გააძევა. ისრაელი და თურქეთი ახლა ცდილობენ, ელჩების დონეზეც აღადგინონ წარმომადგენლობა. 7 ივლისს, თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას, ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე გაცვალეს მოსაზრებები. ისააკ ჰერცოგი რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში, მარტში შეხვდა.
იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს
იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს, ქალაქ ნარაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, ბოროტმოქმედი დაკავებულია. რა გახდა თავდასხმის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ცნობისთვის, შინძო აბე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა.
თურქეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი, „ჟიბეკ ჟოლი“, თურქეთის პორტიდან გათავისუფლდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მხარემ მარცვლეულის ქურდობის მტკიცებულება წარადგინა. „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სიტუაციის გასარკვევად თურქეთის ელჩს დაიბარებს“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ Twitter-ზე დაწერა. უკრაინის ელჩის თქმით, თურქეთმა რუსული სატვირთო გემი დააკავა, რომელსაც მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა „ვწუხვართ, რომ მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ რუსულ გემს „ჟიბეკ ჯოლის“ კარასუს პორტის დატოვების უფლება მიეცათ, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ხელისუფლებისთვის სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულება იყო წარდგენილი. თურქეთის ელჩი კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში იქნება მიწვეული“, - წერს ნიკოლენკო. უკრაინული მედიის ცნობით, თურქეთმა, კვირის დასაწყისში თავის პორტში, მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი დააკავა. ამის შემდეგ თურქულმა და უკრაინულმა მხარეებმა გემის შესაძლო დაკავების შესახებ კონსულტაციები გამართეს. უკრაინამ ასევე სთხოვა თურქეთს, დახმარება გაუწიოს რუსეთის დროშის ქვეშ მყოფი სამი გემის შემოწმებაში, რომლებსაც შესაძლოა ასევე მოპარული მარცვლეული გადაჰქონდეთ.
ჯონსონი: მადლობა მეგობრობისთვის, ვოლოდიმირ, გმირი ხარ, შენ ყველას უყვარხარ
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს Twitter-ზე გამოეხმაურა. „პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე და გავიმეორე დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩვენ მათ მივაწვდით სასიცოცხლო თავდაცვით დახმარებას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. მადლობა მეგობრობისთვის, ვოლოდიმირ, გმირი ხარ, შენ ყველას უყვარხარ“, - დაწერა ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელში. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს ჯონსონი უკრაინის ნამდვილი მეგობარია, იმედია, მისი გადადგომის შემდეგ, უკრაინასთან მიმართებით, ლონდონის პოლიტიკა არ შეიცვლება - ზელენსკი ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის განცხადების გაკეთების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტთან ტელეფონით ისაუბრა. ზელენსკი ჯონსონს: თქვენმა ლიდერობამ და ქარიზმამ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა განსაკუთრებული გახადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბრიტანეთის პრემიერმა ასევე განიხილეს უკრაინა-ბრიტანეთის თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს უკრაინის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხებს. მოლაპარაკებების კიდევ ერთი მთავარი თემა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვა იყო.
ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი სლავიანსკისა და კრამატორსკზე თავდასხმებისთვის ემზადება
რუსეთი სლავიანსკისა და კრამატორსკზე თავდასხმებისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს. "ბრიტანული სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი სევერსკის მიმართულებით, მოწინავე პოზიციებიდან დაახლოებით რვა კილომეტრში სავარაუდოდ სამხედრო ტექნიკის მობილიზებას ახორციელებს. შესაძლოა, რუსეთის ძალების უშუალო ტაქტიკური სამიზნე იყოს სევერსკი, ვინაიდან რუსეთი ცდილობს, წინ წაიწიოს ყველა სავარაუდო შუალედურ მიზანთან სლავიანსკისა და კარამატორსკის დასახლებულ რაიონთან", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. ასევე წაიკითხეთ: გაერო უკრაინელებს ზამთარში მოსალოდნელი სირთულეების შესახებ აფრთხილებს
„დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლავროვთან ერთად ვახშამზე უარი თქვეს
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ინდონეზიაში, ბალიზე G20-ის შეხვედრის პირველი დღის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვთან ერთად, „გალა-ვახშამზე“ დასწრებაზე უარი განაცხადეს. ინფორმაცია Kyodo-მ ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრ რენტო მარსუდიზე დაყრდნობით გაავრცელა. მისი თქმით, ოფიციალურ „გალა-ვახშამს“ აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, კანადის, იაპონიის და ევროკავშირის საქმეთა მინისტრები არ დაესწრნენ. მოგვიანებით, ინფორმაცია რუსულმა მედიამაც გაავრცელა. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც დაადასტურა. ინდონეზიაში, ბალიზე G20-ის შეხვადრა 8 ივლისს დასრულდება.
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე პასუხისგებაში 4 პირი მისცა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ოთხი პირი მიეცა. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019-2021 წლებში, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, საქონლის ფიქტიური მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაამზადეს და გამოიყენეს, რა გზითაც 270 000 ლარზე მეტი ოდენობის ყალბი აქტივი შეიქმნეს, რომელიც შემდგომში ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარად გამოიყენეს. ბრალდებულებმა, ამავე კომპანიების საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით, მოსალოდნელი დარიცხვებისაგან თავის არიდების მიზნით, აღურიცხავ საქონელზე საქონლის შეძენის დამადასტურებელი ყალბი შესყიდვის აქტები დაამზადეს და მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 185-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჯინ შაჰინი: დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში
„დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში“ - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა ჯინ შაჰინმა „ამერიკის ხმას“ მადრიდის NATO-ს სამიტის შემდეგ განუცხადა, სადაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ამერიკელი კანონმდებლების დელეგაციასთან ერთად შეხვდა. „მესმის, რომ ქართველი ხალხი, რომელიც უდიდესი უმრავლესობით მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, იმედგაცრუებული იყო იმით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, მაგრამ საქართველოს არა. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია კრიტიკული რეფორმების განხორციელების მიმართულებით ევროატლანტიკური მისწრაფებების დასაწინაურებლად. მაგრამ რჩება გარკვეული სფეროები, რომლებიც პროგრესს მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია ამ რეფორმების განხორციელებაში ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ინკლუზიური პროცესის წარმართვით, პროგრესს მიაღწიოს“,- განაცხადა ჯინ შაჰინმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
იაპონიის პრემიერ-მინისტრი: ყოფილი პრემიერი, რომელსაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია
იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე, რომელსაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას იაპონიის პრემიერმა მომხდარს „საზიზღარი აქტი“ უწოდა. „მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია, არ შეიძლება, მომხდარის საარჩევნო კამპანიასთან კავშირის უგულვებელყოფა. არჩევნები მიმდინარეობს. ეს არის დემოკრატიის საფუძველი და ასეთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ეს არის ბარბაროსობა და მავნებლობა, ამასთან შეგუება არ შეიძლება“, – განაცხადა ფუმიო კიშიდამ. იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს