ძებნის რეზულტატი:
თბილისში, დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა იგეგმება
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიხუნ ბაირამოვი თბილისში დღეს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ზე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვაჰან უნანიანმა გაავრცელა. თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრების შეხვედრა გაიმართება „აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან. ეს მინისტრების პირველი შეხვედრაა და იმედი გვაქვს, რომ შედეგი იქნება", - განაცხადა ალიევმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე. „მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, სამწუხაროდ, რეალური შედეგები ჯერ არ არის", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ალიევმა აღნიშნა, რომ არის პოზიტიური ასპექტებიც და ამის მაგალითად საზღვრის დელიმიტაციაზე სამუშაო ჯგუფების პირველი შეხვედრა დაასახელა. „ჩვენ ამას პოზიტიურ ნაბიჯად მივიჩნევთ. ეს შეხვედრა რა თქმა უნდა, გაცნობითი ხასიათის იყო. მეორე შეხვედრა მომავალ თვეშია დაგეგმილი. მჯერა, რომ უკვე პრაქტიკული საკითხები განიხილება. ამ ფორმატში თანამშრომლობისგან სწრაფ შედეგებს არ ველოდებით, რადგან დელიმიტაცია ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს პროცესი დაწყებულია, შეგვიძლია მოვლენების წარმატებულ განვითარებად მივიჩნიოთ“, - აღნიშნა ალიევმა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, მიწისძვრა დაფიქსირდა თბილისის დროით 06:13 საათზე და 3.3 (ml) მაგნიტუდის სიდიდის იყო. სეიმური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქვემო ქართლში, სოფელ სამებასთან.
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კახა გოგოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. ამასთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ახლობლები იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, რომ 47 წლის კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა. ის რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმისას 10 ივლისს დაიღუპა. გოგოლს მშობლიურ ფოთში გადაასვენებენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი დღეს ტყიბულში დაკრძალეს უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს
გავრცელებული ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვრცელდება. გოგაშვილის დაკავების ოპერაცია მის საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით ჩატარდა. სხვა დეტალები და ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.
უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 353 ბავშვი მოკლეს
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 353 ბავშვი მოკლეს. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე 23 300-ზე მეტი ომის დანაშაულია რეგისტრირებული „16 ივლისის დილისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 353 ბავშვი და დაშავდა 662-ზე მეტი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ოდესის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: რუსმა ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
რუსეთის ძალებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ბრატჩუკი ავრცელებს. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე 23 300-ზე მეტი ომის დანაშაულია რეგისტრირებული უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 353 ბავშვი მოკლეს "სარაკეტო დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, ადგილზე მაშველები მუშაობენ. იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან საწყობის დაცვის თანამშრომლებმა განგაშის სიგნალის ამოქმედებისთანავე, უსაფრთხო ადგილს შეაფარეს თავი", - განაცხადა ბრატჩუკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას მთავარი განსახილველი საკითხი იყო სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, შემდგომში დიალოგის პოზიტიური დინამიკის განვითარება. თბილისში, დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა იგეგმება შეხვედრაზე მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა განიხილეს და ხაზი გაუსვეს მის როლს, რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობის მიმართულებით. ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის, ეკონომიკური და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობის მიმართულებით. განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება. რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბრისას მთავრობის მეთაურმა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა გამოწვევებთან გასამკლავებლად. მთავრობის მეთაურმა არარატ მირზოიანს სომხეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰე გევორგიანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. თბილისში, დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა იგეგმება ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ღარიბაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგება თბილისში. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა იქნება წარმატებული და დიალოგის პოზიტიურ დინამიკას შეუწყობს ხელს. აქვე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პერსონალური ძალისხმევის როლს გაუსვა ხაზი, როგორც წარმატებული მედიატორის სომხეთ-აზერბაიჯანის მედიაციის საკითხში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივასადა თანამშრომლობაზე ურთიერთსასარგებლო სფეროებში. მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით. აღინიშნა, რომ დიალოგის ეს პლატფორმა რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. ასევე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, მათ შორის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას რეგიონში არსებული ვითარება და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილა.ჯეიჰუნ ბაირამოვმა პრემიერ-მინისტრს დაუდასტურა აზერბაიჯანის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ასევე მტკიცედ უჭერს მხარს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფარიზ რზაევი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადა 30 წლისაა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა. ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა. საიუბილეო ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და საშტატო იარაღი გადაეცათ. საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, დასავლეთის სარდალმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში სპორტული აქტივობებიც გაიმართა, რომელშიც აშშ-ის არმიის მეოთხე უსაფრთხოების ძალების მხარდამჭერი ბრიგადისა (SFAB) და მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება საწვრთნელ ველზე თავდაცვაზე ორიენტირებული საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა. სწავლებაში დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ქვეითმა ოცეულმა, აშშ-ის მხარდამჭერ ჯგუფთან ერთად, მოწინააღმდეგეების მიმართ ჩასაფრება, დაზვერვის ასეულმა კი, საბრძოლო სროლები განახორციელა. საიუბილეო ღონისძიების დასასრულს, მეორე ქვეითმა ბრიგადამ ქუთაისის საზაფხულო სკოლა „მკვლევარის“ მოსწავლეებსაც უმასპინძლა. მეორე ქვეითი ბრიგადა 1992 წელს შეიქმნა. ბრიგადა საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ისტორიის მქონე ქვედანაყოფია, რომელიც 1992 წლიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობდა. მეორე ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა ჩართული იყო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებშიც.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს როგორც სუსში აცხადებენ, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას. „მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და არა ახალ საქმეზე. ჩხრეკის შედეგად გარდაუვალი გახდა მისი დაკავება“, - აღნიშნავენ სუს-ში და სხვა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
ილია დარჩიაშვილი: მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ადგილია
მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრის ადგილია, - საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა „ძალიან მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრის ადგილია. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, შედეგს გამოიღებს“, – წერს „ტვიტერში“ ილია დარჩიაშვილი. ასევე წაიკითხეთ: თბილისში, დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა იგეგმება
ვინიცის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ვინიცაში სარაკეტო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
ქალაქ ვინიცაში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ვინიცის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ბორზოვი ავრცელებს. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე 23 300-ზე მეტი ომის დანაშაულია რეგისტრირებული უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 353 ბავშვი მოკლეს "საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება 68 დაზარალებული, მათ შორის 4 ბავშვი, კიდევ 4 მოქალაქე კი ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა", - განაცხადა ვინიცის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ბორზოვიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. ასევე წაიკითხეთ: ვინიცაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა
ილია დარჩიაშვილი: დარწმუნებული ვარ, საქართველოში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება
საქართველოში დღეს განსაკუთრებული დღეა, თბილისი მასპინძლობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებულ მნიშვნელოვან დიალოგს, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევეცდებით, უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. ილია დარჩიაშვილი: მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ადგილია „თბილისი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღებოდა და ეს სწორედ ამის ძალიან მნიშვნელოვანი გაგრძელებაა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შარშან დაწყებული ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, მისი განსაკუთრებული ძალისხმევით დაწყებული პროცესი დიალოგის ხელშეწყობის ჩვენს ორ მეგობარ ქვეყანას შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, რომ დასრულდა კონკრეტული შედეგებით, ეს პროცესი გაგრძელდა. ყველას კარგად გვახსოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო სამეზობლო ინიციატივა, გაჟღერებული საქართველოს უმაღლესი ტრიბუნიდან, სწორედ ამ პროცესის ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა დღევანდელი დღე, როდესაც ჩვენი მეზობლები საქართველოში ჩამობრძანდნენ და დაიწყეს დიალოგი იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც მათ გააჩნიათ ორმხრივ ურთიერთობებში. ფორმატის გაგრძელებასთან დაკავშირებით დღეს ვერაფერს გეტყვით, მთავარია, დღეს მოხერხდა ჩვენი მეზობელი ქვეყნების, კოლეგების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი დიალოგის დაწყება, როგორც მანამდე, აუცილებლად შეუწყობს ხელს ამ პროცესის გაგრძელებას. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ვიზიტი იქნება კონკრეტული შედეგების მომტანი და განამტკიცებს მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობის ინიციატივაა, რომ მთის კვირეული დავამკვიდროთ
მთავრობის ინიციატივაა, რომ მთის კვირეული დავამკვიდროთ, რათა ყოველწლიურად, ტრადიციულად გაიმართოს მთის კვირეული და აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე, მთის დღეები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თუშეთში განაცხადა, სადაც მთის კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება იმართება. „მივესალმები ჩვენს ძვირფას თუშებს. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე: თუშეთობა და სიმბოლურად, სწორედ თუშეთში ვიწყებთ მთის კვირეულს. მოგეხსენებათ, ჩვენი ინიციატივით, გვინდა, რომ დავამკვიდროთ მთის კვირეული, რათა ყოველწლიურად, ტრადიციულად გაიმართოს მთის კვირეული და აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე, მთის დღეები. მინდა, რამდენიმე სიტყვით აღვნიშნო, რომ ამ არაჩვეულებრივ ადგილას, თუშეთში, ჩვენი სურვილია, ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს. რა თქმა უნდა, საჭიროა მეტი ინვესიტიცების განხორციელება მთაში, მეტი ყურადღების მიქცევა. ამისთვის რამდენიმე წლის წინ მთის კანონი მივიღეთ, დაწესდა მთელი რიგი შეღავათები მთაში მცხოვრებთათვის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, უფრო მეტად უნდა მოვუაროთ მთას, ჩვენს სიამაყეს და კიდევ ერთხელ მინდა, ყველა მთაში მცხოვრებ ადამიანს მადლობა გადავუხადო. მინდა, ჩვენს თუშებს განსაკუთრებული სიყვარულით მოგილოცოთ თუშეთობა და გისურვოთ მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს საგამოძიებო მოქმედებებს თავად დაკავებული გოგაშვილიც ესწრება. ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს.
სოსო გოგაშვილის მეუღლე: ჩემი თვალით დავინახე, რომ ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი - სოსო გოგაშვილი სამი მუხლითაა დაკავებული
ჩემი თვალით დავინახე, რომ ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი, როგორ ფიქრობთ, 13 გაფორმებული იარაღი აქვს ჩემს მეუღლეს და ეს ორი იარაღი უკანონო ჰქონდა?! სოსო გოგაშვილი სამი მუხლით არის დაკავებული, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლემ თეა მარტყოფლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს „მე აღარ ვაპირებ გაჩერებას. ძალიან ბევრი ცილისწამება გავუტარე ყველას. ღამის ორ საათზე მესმის საშინელი ხმა, 10 წლის ბავშვს ეგონა ტერორისტები მოვიდნენ, უნდა აგვაფეთქონო? შემოვარდნენ, ჩემი ბიჭი დააგდეს, ხელები სულ დალურჯებული აქვს, სოსოც დააგდეს,- აღნიშნავს სოსო გოგაშვილის მეუღლე. ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს.
თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა
თბილისში დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების არარატ მირზოიანსა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა გაიმართა. სომხური მედის ცნობით, 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ ეს მირზოიანისა და ბაირამოვის პირველი ორმხრივი შეხვედრაა. ილია დარჩიაშვილი: მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ადგილია მაისში დუშანბეში, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მონაწილეობით გაიმართა. საქართველოს დედაქალაქში გამართული შეხვედრის კომენტირებისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა თავის Twitter-ზე დაწერა: „ძალიან ვამაყობ, რომ თბილისი გახდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის შეხვედრის ადგილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს“. მანამდე მირზოიან-ბაირამოვის შეხვედრის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი გამოეხმაურა, რომელიც გასულ კვირას, სომხეთსა და აზერბაიჯანს ორი ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრის მიზნით ეწვია. „ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას, გამართონ მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე თბილისში“, - დაწერა კლაარმა Twitter-ზე. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების არარატ მირზოიანსა და ჯეიჰუნ ბაირამოვის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი დელეგაციასთან ერთად თბილისს დღეს დილით ეწვია. თბილისში, დელეგაციასთან ერთად იმყოფება სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი. ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ამასთან, აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ერთი მხრივ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დღის წესრიგი. ასევე, საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობიანი განვითარების უზრუნველსაყოფად ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში ქართული მხარე მიესალმა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების სტუმრობას თბილისში და კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. კოლეგებთან შეხვედრის შემდგომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმძღვანელობით ორმხრივ ფორმატში გამართულ შეხვედრას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოს მეზობელი და მეგობარი ქვეყნების აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში სტუმრობას და იმედს გამოთქვამს, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და რეგიონის სტაბილური განვითარების ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხის გადაჭრა, პოზიტიური დინამიკის შექმნა და რეგიონის პოტენციალის განვითარება. საქართველო გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც უმასპინძლოს მხარეთა შორის მსგავსი ფორმატის დიალოგს რეგიონის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
NATO-მ საქართველოს ალიანსის საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია ”ზღვის მცველის” ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ქვედანაყოფებმა წარმატებით დაასრულეს NATO-ს ოთხდონიანი შეფასება, რის შემდეგაც ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ საქართველოსთვის ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე ოპერაციის - „ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია „ზღვის მცველი“ (MSO SEA GUARDIAN)2016 წლის ნოემბერში ამოქმედდა და 2001-2016 წლებში მიმდინარე NATO-ს მე-5 მუხლის ქვეშ მოქმედი საზღვაო ოპერაცია - „აქტიური ძალისხმევა“ (Operation Active Endeavor) ჩაანაცვლა. ოპერაცია „ზღვის მცველი“ ალიანსის საზღვაო ძალების ერთადერთი საზღვაო ოპერაციაა, რომლის სამოქმედო არეალიც ხმელთაშუა ზღვას მოიცავს. ოპერაციის მთავარი მიზანია ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საფრთხეებზე დროული რეაგირება. აღნიშნული ოპერაცია ზღვაზე ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მცდელობის აღკვეთაზეა ორიენტირებული. 2016 წელს, საქართველომ NATO-ს ძალთა რეზერვში (Pool of Forces) შინაგანსაქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბორდაჟის ტაქტიკური ჯგუფების გაწევრიანების შესახებ ოფიციალურად განაცხადა და NATO-ს მიერ დადგენილი შეფასებების სტანდარტების თანახმად, აღნიშნული ჯგუფების მომზადება დაიწყო. მას შემდეგ, რაც კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფებმა წარმატებით დაასრულეს NATO-ს შეფასების ოთხწლიანი პროგრამა, ჩრდილო-ატლანტიკურმა საბჭომ საქართველო ოპერაცია „ზღვის მცველში“ ოპერაციულ პარტნიორად აღიარა. ეს გადაწყვეტილება NATO-ს საზღვაო ძალების სარდლობასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების ახალი ეტაპის დასაწყისს წარმოადგენს“, - აცხადებნე შს სამინისტროში.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის შვილი: მამას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული დაკავების პროცესში ყბის, ხელების, ზურგისა და ფეხების არეში
მამა დააკავეს და გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. მამას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული დაკავების პროცესში ყბის, ხელების, ზურგისა და ფეხების არეში, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილმა ნინი გოგაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. "მამა დააკავეს და გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. მამას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული დაკავების პროცესში ყბის, ხელების, ზურგისა და ფეხების არეში, რაც განხორციელდა უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, ღამბაშიძისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჩემი ოჯახის წევრების თანდასწრებით. ასევე დაკავების პროცესში დედა გახდა შეუძლოდ და 4 საათის განმავლობაში სასწრაფოს გამოძახების უფლება არ მისცეს. სახლში დანაშაულებრივი და უკანონო გზით ჩაგვიდეს ორი იარაღი, მატერიალური დოკუმენტაცია და ინფორმაციის მატარებელი ნივთები", - განაცხადა მან. ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. ასევე წაიკითხეთ: სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
გურამ გურამიშვილი: საქართველოში საზღვაო ნაოსნობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა მონაწილეობა მიიღო კორეის რესპუბლიკის მიერ საქართველოსათვის ჰიდროგრაფიული კატამარანის გადაცემისა და „საქართველოს ფოსტის“ მიერ გამოცემული საფოსტო მარკის „საქართველოს საზღვაო შუქურების“ პრეზენტაციაში, რომელიც ფოთში, საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურში ოფისში გაიმართა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ჰიდროგრაფიული სამსახურის უფროსმა რევაზ ბაბილუამ, სს „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და კორეის რესპუბლიკის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში დაესუ ჩანგმა. მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, საქართველოს ზღვაოსნობის დიდი ხნის ისტორია აქვს და საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებულ მარკაზე ამ დარგის ყველაზე დიდი სიმბოლოების - შუქურების გამოსახვა ამის დასტურია. „სიმბოლურია, რომ მარკის პრეზენტაცია იმართება ფოთის შუქურის სიახლოვეს, რომელიც 1864 წლიდან უწყვეტად ფუნქციონირებს. მარკაზე ასევე დატანილია სოხუმისა და ბათუმის შუქურებიც, რომლითაც ჩვენ გვინდოდა აქცენტი საქართველოს საზღვაო ისტორიაზე გაგვეკეთებინა. თუმცა ჩვენ დღეს ასევე აღვნიშნავთ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ნაყოფიერი თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგს - საუბარია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ჰიდროგრაფიულ კატამარანზე, რომელიც კორეაში დამზადდა და ქართულ მხარეს გადმოეცა. კატამარანი აღჭურვილია თანამედროვე ტიპის მრავალსხივიანი ექოლოტით, რომელიც ზღვის სიღრმეების აზომვას მაღალი სიზუსტით ახდენს, რაც სანავიგაციო რუკების შექმნისათვის აუცილებელი კომპონენტია და ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი გარანტორია,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საქართველოში საზღვაო ნაოსნობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ოფიციალური პირების გამოსვლების შემდეგ, კატამარანი ზღვაში ჩაუშვეს, სადაც ის თავის ფუნქციას - ჰიდროგრაფიული მონაცემების აზომვას განახორციელებს. სამხრეთ კორეის მთავრობის ინიციატივით 2020 წლის დეკემბრიდან საქართველოში ოკეანოგრაფიული ინფრასტრუქტურის დანერგვას პროექტი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში საქართველოს ჰიდროგრაფიას კორეულმა მხარემ ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია, საქართველოს პორტები აღიჭურვა ძვირადღირებული ოკეანოგრაფიული ტექნიკით, ასევე ჩატარდა ერთობლივი კვლევები, საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის პერსონალი გადამზადდა კორეის რესპუბლიკის ოკეანოგრაფიულ სააგენტოში. რაც შეეხება საფოსტო მარკას „საქართველოს საზღვაო შუქურები“, ის „საქართველოს ფოსტამ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა. სამივე შუქურას დღეს უკვე მინიჭებული აქვთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამ საფოსტო მარკების გამოცემა საქართველოში საზღვაო უსაფრთხოების მნიშვნელობის ხაზგასმის და საქართველოს როგორც საზღვაო ისტორიის მქონე ქვეყნის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.ღონისძიების დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა გააგზავნეს საფოსტო ბარათები ფოთის საზღვაო შუქურის გამოსახულებით.