ძებნის რეზულტატი:

აშშ-ისა და ეგვიპტის ლიდერებმა ჯედაში, სტრატეგიულ პარტნიორობის საკითხები განიხილეს

ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი საუდის არაბეთში, ჯედაში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. ჯო ბაიდენი საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა კრიტიკის მიუხედავად, ჯო ბაიდენი პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება -BBC ჯო ბაიდენის თქმით, ახლო აღმოსავლეთი ახლა უფრო სტაბილური და უსაფრთხოა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო მხარეებს შორის მოლაპარაკება მოლაპარაკებები უსაფრთხოებისა და განვითარების საკითხებზე, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) სამიტის ფარგლებში გაიმართა. ეგვიპტის ლიდერის ადმინისტრაციამ გამოაცხადა „მზადყოფნა კიდევ უფრო გააღრმაოს თანამშრომლობა და სტრატეგიული კოორდინაცია ორ მეგობარ ქვეყანას შორის". ალ-სისიმ ეგვიპტესა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას უწოდა „დადებითი ფაქტორი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის". შეგახსენებთ, დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტს დაესწრება. ჯედაში პრეზიდენტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი თავის კოლეგებთან ერთად ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება იაირ ლაპიდი: ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობის გზავნილს“ გადასცემს

გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

გუდაურში პარაპლანი ხევში ჩავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაღუპა. ინფორმაცია Europetime-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს.  შემთხვევის დროს პარაპლანით ორი ადამიანი გადაადგილდებოდა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ის გუდაურის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში მრავლობითი ტრავმებით გადაიყვანა.  

არაბეთის ქვეყნების ლიდერები ჯედაში სამიტზე ჩავიდნენ

არაბეთის ქვეყნების ლიდერები, საუდის არაბეთში, ჯედაში უსაფრთხოებისა და განვითარების სამიტზე დასასწრებად ჩავიდნენ. აშშ-ისა და ეგვიპტის ლიდერებმა ჯედაში, სტრატეგიულ პარტნიორობის საკითხები განიხილეს ჯო ბაიდენი საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა საინფორმაციო სააგენტო SPA-ს ცნობით, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი სამიტის მონაწილეებს ჯედას აეროპორტში პირადად დახვდა. სტუმრებს შორის არიან ერაყის პრემიერ-მინისტრი, ეგვიპტის პრეზიდენტი, გაერთიანებული ემირატების პრეზიდენტი, იორდანიის მეფე, კატარის ემირი, ქუვეითის ტახტის მემკვიდრე, ბაჰრეინის მეფე და ამ ქვეყნის ტახტის მემკვიდრე და პრემიერ-მინისტრი. სამიტის დაწყებამდე აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი შეხვდა. სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს მონაწილეთა გარდა, სამიტზე მოწვეულნი არიან ეგვიპტის, ერაყისა და იორდანიის წარმომადგენლები, ასევე თეთრი სახლის ხელმძღვანელი ჯო ბაიდენი, რომელიც პირველად იმყოფება საუდის არაბეთში, მას შემდეგ რაც 2021 წლის 20 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. შეგახსენებთ, დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტს დაესწრება. ჯედაში პრეზიდენტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი თავის კოლეგებთან ერთად ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს.  

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე: დავადასტურეთ ძლიერი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. ილია დარჩიაშვილი: მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ადგილია „სასიამოვნო იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრა. დავადასტურეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა და გამოვხატეთ მადლიერება რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და კეთილდღეობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევისთვის", - წერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დღეს ეწვივნენ.  ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა  

ჩინეთში COVID19-ის ახალი აფეთქება დაფიქსირდა - Bloomberg

ჩინეთში COVID19-ის აფეთქება დაფიქსირდა. ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო შვიდ კვირაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. COVID19-ის აფეთქება ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში და ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში დაფიქსირდა, - წერს Bloomberg. ჯანდაცვის ნაციონალური კომისიის მონაცემებით, 15 ივლისს ქვეყანაში ინფიცირების 450 შემთხვევა დაფიქსირდა, არც 25 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შემთხვევების უმეტესობა ანჰოისა და განსუში გამოვლინდა. შანხაიში ერთკვირიანი კარანტინის ფარგლებში ინფიცირების 33 შემთხვევაა. განსუს პროვინციის დედაქალაქ ლანჯოუმში სრული კარანტინი შემოიღეს. ხელისუფლებამ 4 მილიონზე მეტ მცხოვრებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ვუჰანში, სადაც დაახლოებით 300 000 ადამიანი ჰენანის პროვინციაში ცხოვრობს, ასევე კარანტინი გამოცხადდა.  

ჯო ბაიდენი: აშშ ახლო აღმოსავლეთიდან არ წავა, რადგან რეგიონში ვაკუუმს ჩინეთი, რუსეთი ან ირანი შეავსებს

აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კვლავ აქტიური პარტნიორი იქნება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯედაში სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) სამიტზე განაცხადა, რომელშიც არაბული ქვეყნის 9 ლიდერი მონაწილეობს. აშშ-ისა და ეგვიპტის ლიდერებმა ჯედაში, სტრატეგიულ პარტნიორობის საკითხები განიხილეს ჯო ბაიდენი საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა „ჩვენ არ დავტოვებთ  ახლო აღმოსავლეთს, არ დავტოვებთ ვაკუუმს რეგიონში, რომელსაც ჩინეთი, რუსეთი ან ირანი შეავსებს“, - განაცხადა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა. სამიტზე გამოსვლისას ჯო ბაიდენმა მსოფლიო ასპარეზზე მოსკოვის, პეკინისა და თეირანის ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ ვხედავთ მსოფლიოსა და ახლო აღმოსავლეთში წესრიგის დარღვევის მცდელობებს. ჩინეთმა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ზეწოლა გაზარდა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ და უსამართლო ომს განაგრძობს, ირანი კი, ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას განაგრძობს“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება იაირ ლაპიდი: ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობის გზავნილს“ გადასცემს მისი თქმით, აშშ რეგიონში აქტიური პარტნიორი დარჩება და თავის მოკავშირეებს ტერორიზმთან ბრძოლაში მხარს დაუჭერს. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების თემასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზადაა, განაგრძოს დიპლომატიური ძალისხმევა, მაგრამ არასოდეს დაუშვებს იმას, რომ თეირანმა ბირთვული იარაღი შექმნას. ამასთან, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს თანამშრომლობას და იმ ქვეყნების მხარდაჭერას, რომელთაც მსოფლიო წესრიგში თავისი წვლილი შეაქვთ. „აშშ იზრუნებს იმაზე, რომ ამ ქვეყნებმა შიდა საფრთხეებისგან თავდაცვა შეძლონ“, - აღნიშნა ბაიდენმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგის გამართვას თბილისში. მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის

აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგის გამართვას თბილისში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს. ჯეიჰუნ ბაირამოვი: სასიამოვნო იყო ილია დარჩიაშვილთან შეხვედრა, დავადასტურეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა ილია დარჩიაშვილი: მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ადგილია მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის. „საქართველო ერთგული რჩება პოზიტიური როლის შესრულებისა და დიალოგის ფორმატში შეხვედრების მასპინძლობის იდეისადმი, რათა მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს რეგიონში. მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის,“- აღნიშნა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისში აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა  ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი

საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების შედეგად ათასობით ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. წერს Reuters. შაბათს დილით საფრანგეთის ჟირონდის რეგიონიდან 12 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან მათი საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა. ბოლო კვირების განმავლობაში ტყის ხანძრებმა საფრანგეთი, პორტუგალია და ესპანეთი მოიცვა. მხოლოდ ჟირონდის რეგიონში თითქმის 10 000 ჰექტარი მიწა დაიწვა.  მეზობელ ესპანეთში, მეხანძრეები ხანძარს მას შემდეგ ებრძვიან, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანაში ტემპერატურამ 45,7 გრადუსს მიაღწია. 3000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია სახლებიდან დიდი ხანძრის გამო, ქალაქ მალაგას პროვინციაში, ქალაქ მაიასთან, რომელიც ჩრდილოეთ ევროპის ტურისტებში პოპულარულია. მთლიანობაში, ტყის ხანძრებმა წლის დასაწყისიდან ივნისის შუა რიცხვებამდე 39 550 ჰექტარი მოიცვა, რაც სამჯერ აღემატება გასული წლის იმავე პერიოდში ხანძრის შედეგად განადგურებულ ტერიტორიას. პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 7-დან 13 ივლისამდე სიცხის შედეგად 238 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა ფონური დაავადებების მქონე მოხუცები იყვნენ.  

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია 23 : 14 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ზაფხულის სერიების ბოლო მატჩში პორტუგალია 23:14 დაამარცხა. მატჩი ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართა. შეგახსენებთ, 10 ივლისს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმში იტალია 28:19 დაამარცხა.

გერმანიის პროკურატურა ბუჩაში რუსი სამხედროების ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, დაზვერვის ინფორმაციის გაჟონვის საკითხს იძიებს

გერმანიის პროკურატურა ბუჩას მოსახლეობის წინააღმდეგ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით გერმანული დაზვერვის ინფორმაციის გაჟონვის საკითხს იძიებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს. უკრაინის პროკურატურა: ბუჩაში აღმოაჩინეს სარდაფი, სადაც ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს აწამებდნენ და კლავდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის გამოცემის ცნობით, გერმანიის ფედერალურ სადაზვერვო სამსახურსა და ფედერალურ ხელისუფლებას, დიდი ალბათობით, არ სურდათ მასობრივი სამოქალაქო მკვლელობების შესახებ დეტალები საზოგადოებას გაეგო. Bild-ის განმარტებით, სავარაუდოდ, ბუნდესტაგის დეპუტატებმა ეს ინფორმაცია მედიას გადასცეს, რათა დანაშაულების შესახებ ცნობილი გამხდარიყო. ახლა პროკურატურა პოლიტიკოსებს შესაძლო სახელმწიფო ღალატზე ამოწმებს. აპრილის დასაწყისში გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ BND-მა ბუნდესტაგს წარუდგინა რუსული სამხედრო საუბრების მოსმენების მონაცემები, რომლებიც განიხილავდნენ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. BND-ის ჩანაწერები აჩვენებს, რომ ეს არ არის შემთხვევითი ქმედებები. საუბარია იმაზე, რომ ჯარისკაცები სისასტიკეებზე ისე საუბრობდნენ, თითქოს ეს მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ბუნდესტაგის დაზვერვის წარმომადგენლის თქმით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა რუსი სამხედროების ჩვეული ქმედებების ნაწილი გახდა, შესაძლოა, მკაფიო სტრატეგიის ნაწილი. საუბარია მშვიდობიან მოსახლეობაში შიშისა და შიშის გავრცელებასა და წინააღმდეგობის ჩახშობაზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

ყაზახეთი სამხედრო ტექნიკის განახლებას 2030 წლამდე გეგმავს

ყაზახეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის რუსლან ჟაკსილკოვის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ტექნიკის განახლებას 2030 წლამდე გეგმავს. თოყაევმა ყაზახეთის არმიის განვითარების კონცეფცია განიხილა მისი თქმით, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2021 წლის 20 აგვისტოს ბრძანებულებით, შეიქმნა შეიარაღებული ძალების, სხვა ჯარების და სამხედროების მშენებლობისა და განვითარების კონცეფციის ახალი ვერსია. რომლის შედეგადაც ყაზახეთის რესპუბლიკის ჯარის რეფორმა 2030 წლამდეა განაზღვრული. „ეს კონცეფცია განსაზღვრავს მიზნებსა და ამოცანებს, თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების ძირითად მიმართულებებს და ეტაპებს შეიარაღებული ძალების, სხვა ჯარების და ყაზახეთის რესპუბლიკის სამხედრო ფორმირებების გადაიარაღების ინტერესებიდან გამომდინარე. სამშენებლო კონცეფციის საქმიანობის პრაქტიკულად განსახორციელებლად, 2021 წლის 30 სექტემბერს თავდაცვის მინისტრმა შეიმუშავა და დაამტკიცა გეგმა 2030 წლამდე შეიარაღებული ძალების ახალი, კაპიტალური რემონტით და მოდერნიზებული იარაღით და სამხედრო ტექნიკით აღჭურვის შესახებ“, - აცხადებს ყაზახეთის თავდაცვის მინისტრი. შეგახსენებთ, 15 ივლისს, ყაზახეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის თავმჯდომარეობით ყაზახეთის არმიის განვითარების კონცეფცია განიხილეს.  

ირანმა 61 ამერიკელს სანქციები დაუწესა. მათ შორისაა მაიკ პომპეო

ირანმა 61 ამერიკელს, მათ შორის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს სანქციები დაუწესა.  ირანი, მაიკ პომპეოს ქვეყანაში დისიდენტური ჯგუფის მხარდაჭერაში ადანაშაულებს, რადგან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ხელახლა დასაწყებად მრავალთვიანი მოლაპარაკებები შეფერხდა. მედია: ირანის განცხადებით, ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება ჩიხშია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შავ სიაში დისიდენტური Mujahideen-e-Khalq (MEK) ჯგუფის მხარდასაჭერის გამო მოხვდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი რუდი ჯულიანი და თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი, იტყობინება ირანის სახელმწიფო მედია. წარსულში ათობით ამერიკელზე დაწესებული სანქციები სხვადასხვა საფუძვლებით ირანის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს ჩამოართვას ნებისმიერი აქტივი, რომელიც ისინი ირანში ფლობენ, მაგრამ ასეთი აქტივების აშკარა არარსებობა ნიშნავს, რომ ეს ნაბიჯები სავარაუდოდ სიმბოლური იქნება. მანამდე მედია წერდა, რომ ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ბირთვული შეთანხმების განახლება ახლა ირანზეა დამოკიდებული. ბაიდენმა მედიას განუცხადა, რომ მას ჯერ კიდევ სჯერა, რომ აშშ უნდა დაუბრუნდეს ირანის ბირთვულ შეთანხმებას - და რომ სიტუაცია ახლა ირანის ხელშია. 26 მარტს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ემირ აბდულაჰიანმა ოფიციალური ვიზიტით ლიბანში ყოფნისას განაცხადა, რომ ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა. 2015 წელს დადებული შეთანხმება ირანს, გერმანიას, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს შორის ირანს სანქციებისგან ათავისუფლებდა, თუ ქვეყანა ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა. შეთანხმებიდან ამერიკა 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გავიდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ ირანი გააკრიტიკა და სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. ტრამპის ადმინისტაციაში მიაჩნდათ, რომ შეთანხმება სუსტი იყო და ის არ იყო საკმარისი, რათა ირანს შეეზღუდა ბირთვული პროგრამები. ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა - მედია

ესპანეთსა და პორტუგალიაში 40 გრადუსიანი სიცხის გამო 600-მდე ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში სიცხის გამო, რომელიც თითქმის ერთი კვირა გრძელდება, 360 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters კარლოს III-ის ჯანმრთელობის სახელმწიფო ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ესპანეთში ჰაერის ტემპერატურამ 45,7 გრადუსს მიაღწია. მეზობელ პორტუგალიაში რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურა 40 გრადუსს გაუტოლდა. პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ 7-დან 13 ივლისამდე, არანორმალური სიცხის გამო 238 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის უმეტესობა ხანდაზმული იყო. დიდ ბრიტანეთში, მოსალოდნელი სიცხის გამო, 15 ივლისს მოსახლეობისთვის მაქსიმალური - წითელი - განგაშის დონე პირველად  გამოცხადდა. სინოპტიკოსების თქმით, 18 და 19 ივლისს რეგიონში, რომელიც ლონდონს, მანჩესტერსა და იორკს მოიცავს, ტემპერატურა 40 გრადუსამდე მოიმატებს, იტყობინება BBC News.  

ადვოკატი: დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც გოგაშვილი აპირებდა, სანდო ხელშია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, დაკავებულ სოსო გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, დოკუმენტები, რომლის გამოქვეყნებასაც გოგაშვილი რამდენიმე დღეში აპირებს, საზღვარგარეთ, "საიმედო ხელშია". სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის შვილი: მამას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული დაკავების პროცესში ყბის, ხელების, ზურგისა და ფეხების არეში ჩინჩალაძის თქმით, აღნიშნული დოკუმენტები ყოფილი მაღალჩინოსნის განმარტებით, არჩევნების გაყალბებას ეხება. „როგორც სოსო გოგაშვილი აცხადებს, ეს დოკუმენტები საზღვარგარეთ, სანდო ხელშია და უახლოეს დღეებში აპირებს მის გასაჯაროებას. არ ვიცი რა დადასტურდება ამ დოკუმენტებით, რაც შეეხება ბრალს, ჯერჯერობით მას ბრალი არ წარდგენია, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ არ გვინახავს, საქმის მასალებსაც არ ვიცნობთ. 13 რეგისტრირებული იარაღი აქვს ბატონ სოსო გოგაშვილს, შესაბამისად, რა საჭირო იყო, დამატებით, 2 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონოდა სახლში, აღნიშნული იარაღები მეუღლის საწოლიდან და მაისურების კარადიდან იქნა ამოღებული. როგორც გოგაშვილის მეუღლე აცხადებს, მან უშუალოდ დაინახა, თუ როგორ ჩადეს აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები და ასახელებს კონკრეტულ პიროვნებასაც, ეს გახლავთ გიორგი ღამბაშიძე“, - განაცხადა ჩინჩალაძემ. კითხვაზე, მან მოახდინა თუ არა იარაღის „ჩადება“, ადვოკატი პასუხობს, რომ „სავარაუდოდ, კი“. „სავარაუდოდ, ეს ის პირია და სხვა სამ პიროვნებასთან ერთად ფიზიკურად უსწორდებოდა სოსო გოგაშვილს. როგორც ბატონი სოსო აცხადებს, ღამბაშიძეს პირადი დაინტერესებაც ჰქონდა, ვინაიდან ჩემი გათავისუფლებულია სამსახურიდანო, ასე განაცხადა, ვერ გეტყვით, შური იძია თუ არა, მაგრამ ბატონი სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ მას პირადი მოტივებიც ამოძრავებს“, - განაცხადა ჩინჩალაძემ. ცნობისთვის, 16 ივლისს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს.   

ბაქოს პორტსა და თურქულ Albayrak Holding-ს შორის შეთანხმება, აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის - თალეჰ ზიადოვი

ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტსა და თურქულ Albayrak Holding-ს შორის შეთანხმება აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის. ამის შესახებ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა თურქულ Albayrak Holdnig-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს ბაქოს პორტით მინერალური სასუქების ტრანზიტის ზრდის უზრუნველყოფას. „ახალი პორტის ტერმინალის სრული დატვირთვით გაშვება დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. გარდა ამისა, ამ დროისთვის ბაქოს პორტში მინერალური სასუქების გადაზიდვა ხორციელდება მთავარ სატვირთო ტერმინალში და ახალი ტერმინალის ამოქმედებასთან ერთად, მოსალოდნელია ამ პროდუქტის გადაზიდვის ზრდა. ასევე მოსალოდნელია ზრდა, პორტის ტვირთების საერთო ნაკადში“, - განაცხადა ზიადოვმა. აღსანიშნავია, რომ კომპანია Albayrak-ის ჯგუფთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერების მიზნით და ბაქოს პორტის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, მისი ერთ-ერთი ტერმინალის მართვა, რომელიც ექსპლუატაციაში მომავალი წლის პირველ ნახევარში ჩაეშვება, Albayrak-ი განახორციელებს.  

ესტონეთი რუსებს და ბელორუსებს იარაღის ფლობას აუკრძალავს

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრიდან 5 თვის შემდეგ, ესტონეთმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის მოქალაქეებს იარაღის ტარება აეკრძალოთ. ამის შესახებ ERR იტყობინება. ახალი კოალიციური შეთანხმების ნაწილის მიხედვით, ესტონეთში ოკუპანტი რუსეთისა და მისი მოკავშირე ბელორუსის მოქალაქეებს იარაღის ქონა აეკრძალებათ და უკვე გაცემული ლიცენზიები გაუქმდება. „რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის მოქალაქეებისთვის იარაღის ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდება და მათი შემდგომი გაცემა შეჩერდება“, - ნათქვამია კოალიციურ შეთანხმებაში. ვინაიდან ლიცენზიების გაუქმება კანონმდებლობაში ცვლილებებს მოითხოვს, მის განხორციელებას რამდენიმე თვე დასჭირდება, პროგნოზირებს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომავალი ხელმძღვანელი.  

პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას საფრთხე შეუქმნას - ლუიჯი დი მაიო

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო აცხადებს, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის მთავრობაში არეულობის გამო, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას საფრთხე შეექმნას. ამის შესახებ დი მაიომ Politico-სთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. დრაგის თავი პუტინს ვერცხლის ლანგარზე მიართვეს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიომ, დრაგის კრიტიკოსები პუტინის საქმის შესრულებაში დაადანაშაულა და მოუწოდა, რომ იტალიის პარლამენტში კენჭისყრისას, მთავრობის დაშლას ხელი არ შეუწყონ. „რუსები ახლა ზეიმობენ, რომ მათ კიდევ ერთი დასავლური მთავრობა ჩამოაგდეს. ახლა მეეჭვება, რომ ჩვენ შეგვიძლია იარაღის გაგზავნა [უკრაინაში]. ეს მრავალი პრობლემიდან ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა", - განაცხადა დი მაიომ. მისი თქმით, თუ მთავრობა დაიშლება, საქმიანობას არჩევნებამდე შეზღუდული უფლებებითა და რესურსებით შეძლებს. „ამან შეიძლება, გამოიწვიოს პარალიზება, რადგან მთავრობას არ ექნება უფლება, განაგრძოს უკრაინის შეიარაღება, დაეხმაროს ოჯახებს ცხოვრების ხარჯების კრიზისის დაძლევაში ან გააფორმოს გაზზე ახალი ხელშეკრულებები რეზერვების შესაქმნელად“, - აღნიშნა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  ლუიჯი დი მაიოს განცხადებით, დრაგი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი დასავლელი ლიდერია პუტინის წინააღმდეგ. ვინაიდან იტალია არის დასავლური ალიანსის მთავარი წევრი, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში, დრაგი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მკაცრი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა, რუსეთის სავალუტო რეზერვების გაყინვას და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. მანამდე დი მაიო მოძრაობას - „5 ვარსკვლავი“  ხელმძღვანელობდა, მაგრამ პარტია ერთი თვის წინ, უკრაინაში იარაღის გაგზავნის საკითხზე დაპირისპირების გამო დატოვა. მან პარტიის ამჟამინდელი ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე პუტინის დახმარებაში დაადანაშაულა. მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. იტალიის პრეზიდენტმა მისი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. დრაგი 20 ივლისს იტალიის პარლამენტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მისი ბედი გადაწყდება. „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი, მედიის ცნობით, ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკავშირდება.

შვიდგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მძლეოსნობაში ელისონ ფელიქსმა, კარიერა დაასრულა

ამერიკელმა მორბენალმა ელისონ ფელიქსმა პროფესიულ სპორტს თავი დაანება. შაბათს მან მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე 4x400 მეტრზე შერეულ ესტაფეტაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს რბოლა სპორტსმენისთვის მის კარიერაში ფინალური იყო. ფელიქსი 36 წლისაა და ხუთ ოლიმპიადაზე იასპარეზა. ამერიკელი ყველაზე ტიტულიანი სპორტსმენია თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. მას აქვს შვიდი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს ოლიმპიური მედალი. მან ასევე მოიგო 13 მსოფლიო ჩემპიონატი, სამჯერ გახდა ვერცხლის მედალოსანი და სამჯერ - ბრინჯაო. ტოკიოს თამაშებზე ფელიქსმა მოიპოვა ბრინჯაოს მედალი 400 მეტრზე, გაიმეორა ეროვნული რეკორდი ოლიმპიურ თამაშებზე ჯილდოების რაოდენობით და სპორტსმენ კარლ ლუისს გაუთანაბრდა.  

საუდის არაბეთმა და შეერთებულმა შტატებმა თანამშრომლობის 18 შეთანხმება და მემორანდუმი გააფორმეს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის საუდის არაბეთში ვიზიტისას მხარეებმა, რამდენიმე მიმართულებით 18 შეთანხმებას და თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ საუდის არაბეთის სახელმწიფო სააგენტო SPA იუწყება. ჯო ბაიდენი: აშშ ახლო აღმოსავლეთიდან არ წავა, რადგან რეგიონში ვაკუუმს ჩინეთი, რუსეთი ან ირანი შეავსებს ჯო ბაიდენი საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა „საუდის არაბეთის ენერგეტიკის, ინვესტიციების, კომუნიკაციებისა და ჯანდაცვის მინისტრებმა ამერიკელ კოლეგებთან გააფორმეს 18 შეთანხმება“, - აცხადებენ სააგენტოში. აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებები დაიდო კოსმოსის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, კომუნიკაციებისა და ჯანდაცვის სფეროებში. შეგახსენებთ, დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტს დაესწრო. ჯედაში პრეზიდენტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი თავის კოლეგებთან ერთად ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს.  

ჯო ბაიდენმა წითელი ზღვიდან აშშ-ის სამხედრო დამკვირვებლების გაყვანის შესახებ განაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წითელი ზღვიდან სამხედრო დამკვირვებლების გაყვანის შესახებ განაცხადა - ისინი 40 წელზე მეტია, რაც წითელი ზღვის კუნძულებს იცავენ. „ჩვენ მივაღწიეთ ისტორიულ შეთანხმებას, რათა ახლო აღმოსავლეთში ომების შუაგულში აფეთქების წერტილი ვაქციოთ მშვიდობის ზონად. საერთაშორისო სამშვიდობოები, მათ შორის აშშ-ის ჯარები, დატოვებენ ტირანის კუნძულს წითელ ზღვაში, სადაც 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში „კემპ დევიდ“ შეთანხმების [1978 წლის] ხელმოწერის საფუძველზე იმყოფებოდნენ“, - განაცხადა ბაიდენმა. მისი თქმით, „ამჟამინდელი გარღვევის წყალობით, ეს კუნძული ტურიზმისა და ეკონომიკური განვითარებისთვის ღია იქნება. ისრაელმა ორ კუნძულზე კონტროლი ეგვიპტეს 1979 წლის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ გადასცა. გამოცემა Axios-მა 14 ივლისს დაწერა, რომ ისრაელმა ამ კუნძულების გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობა ოფიციალური გამოაცხადა.