ძებნის რეზულტატი:

გამოძიების შეწყვეტიდან 1.5 წლის შემდეგ, სუსმ-მა მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს სპეცოპერაციის დღეს ამოღებული ნივთები სრულად დაუბრუნა - არასამთავრობო ორგანიზაცია

არასამთავრობო ორგანიზაცია, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, 5 ივლისს, საქმეზე გამოძიების შეწყვეტიდან 1.5 წლის შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს სრულად დაუბრუნა სპეცოპერაციის დღეს ამოღებული ნივთები. „თემირლან მაჩალიკაშვილის პირადი მობილური ტელეფონის გადმოცემის შემდეგ, ჩვენ ვერ შევძელით მისი სათანადო დათვალიარება, რადგან მის Facebook და WhatsApp აპლიკაციაზე წვდომა ვერ ხერხდება. თუმცა ჩვენ დავათვალიერეთ ტელეფონში შენახული სხვა მონაცემები, მათ შორის, ფოტო მასალა და მასში ახალი შინაარსის მონაცემები და ინფორმაცია, მით უფრო, რაც ოფიციალური გამოძიების ნარატივებთან იქნებოდა კავშირში, ვერ აღმოვაჩინეთ“, გარდა ამისა, მისივე თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კიდევ ერთი სიახლეა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც. საქმეზე, რომელშიც მაჩალიკაშვილის მშობლებმა სასამართლოს მიმართეს და სუს-ის მხრიდან თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს, 2022 წელს, მეორე ინსტანციის სასამართლომ, ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სასამართლოებმა მაჩალიკაშვილების სარჩელი არ დააკმაყოფილეს. შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე განაცხადი 2019 წლის ივნისში გაიგზავნა. ევროპულმა სასამართლომ საქმეზე დაჩქარებული განხილვა დაიწყო. 2020 წლის ბოლოსთვის ევროპულმა სასამართლომ საქმეზე უკვე დაასრულა კომუნიკაცია მთავრობასთან და მათ შორის, მიიღო „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მოსაზრებები სამართლიანი დაკმაყოფილების (just satisfaction) საკითხებზე. „ამ დრომდე ჩვენ ველოდებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.  

შრი-ლანკის პარლამენტმა პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაქსას გადადგომა დაამტკიცა

შრი-ლანკის პარლამენტმა პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაქსას გადადგომა დაამტკიცა, რითაც დასრულდა ოჯახის მმართველობა, რომელიც ძალაუფლებას თითქმის 20 წლის განმავლობაში ფლობდა. BBC წერს, რომ რაჯაპაქსა ოფიციალურად, სინგაპურში გაქცევის შემდეგ გადადგა, ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა მასობრივი პროტესტი, „შრი-ლანკა „ეკონომიკურ ქაოსშია“, რადგან მას სურსათის, საწვავის და სხვა ძირითადი მარაგების მწვავე დეფიციტი ემუქრება“, - წერს BBC. შრი-ლანკის პრეზიდენტი ქვეყანიდან გაიქცა შრი-ლანკის პარლამენტის სპიკერმა პარლამენტს მოუწოდა, ახალი ლიდერის არჩევის პროცესის დასაწყებად შაბათს შეიკრიბოს. პრემიერ-მინისტრმა რანილ ვიკრემესინგემ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების ფიცი დადო. გოტაბაია რაჯაპაქსა თანამდებობის დატოვებაზე განაცხადების გაეთებას 13 ივლისს გეგმავდა. 9 ივლისს, 22 მილიონიან შრი-ლანკაზე ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მისი გადადგომის მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასა და ოფისში, ათასობით მომიტინგე შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, გოტაბაია რაჯაპაქსას ევაკუაცია განხორციელდა. მომიტინგეებმა ასევე დაიკავეს პრემიერ-მინისტრის რანილ ვიკრამასინგეს სახლი (რომელიც პრეზიდენტის მსგავსად თანამდებობიდან გადადგომაზე დათანხმდა) და ცეცხლი წაუკიდეს შენობას. პოლიციასთან შეტაკებისას 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 20 ივლისს შრი-ლანკის პარლამენტი ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევას გეგმავს.

ყაზახეთი ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ეძებს

ყაზახეთის მიზანია, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობა გაიზარდოს, - ამის შესახებ ყაზახეთის სატრანსპორტო კომიტეტის წარმომადგენელი ყასიმ ტლეპოვი აცხადებს. ყაზახეთის პრეზიდენტი: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება ყაზახეთის პრეზიდენტი კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებს, სავაჭრო ჰაბის შექმნას სთავაზობს ყაზახეთი აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნას განიხილავს მისი თქმით, ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტი არის ერთად-ერთი ალტერნატიული გზა, ექსპორტის ტრანზიტის დივერსიფიცირებისთვის. მარშრუტი აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის ტერიტორიაზე გადის და შემდეგ ტვირთები ევროპაში გადაიზიდება. „ჩვენს წინაშეა ამოცანა, რათა ამ მარშრუტის გამტარუნარიანობა გაიზარდოს. იგეგმება აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნა, რაც საშუალებას მოგვცემს ტრანსკასპიურ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის პროცესის მოწესრიგებას. პროექტში მსოფლიო ლოგისტიკური კომპანიები ჩაერთვებიან.  საბორნე ფლოტის დეფიციტის პირობებში კასპიის ზღვაზე საკუთარი ფლოტის მშენებლობა იგეგმება“, - განაცხადა ტლეპოვმა.  

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან კარლ ჰარცელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობას. აღინიშნა ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა. მთავრობის მეთაურის თქმით,საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ამით ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში კარლ ჰარცელის მნიშვნელოვან წვლილს და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ცნობისთვის, კარლ ჰარცელს ვადა სექტემბერში ეწურება.  

ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა

ვაზიანის სასროლეთზე ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  სწავლებაში თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები და რეინჯერთა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ. დასკვნით საველე სწავლებაში ჯგუფებმა წინასწარ განსაზღვრულ რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკა აღმოაჩინეს და ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინის“ მეშვეობით გაანადგურეს. საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, სპეციალური ოპერაციული ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი და გაერთიანებული სამეფოს მეექვსე დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ჯერალდ სტრიკლენდი დაესწრნენ. სწავლება 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ორ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა იარაღის ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემების გაცნობასა და მათი ეფექტურად გამოყენების მეთოდების შესწავლას დაეთმო, ხოლო მეორე ფაზაში დღისა და ღამის განმავლობაში საბრძოლო გასროლები განხორციელდა. სწავლების მიზანს გამოცდილების გაზიარება და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენდა.  

ბოლო 6 წელიწადში პირველად, ევროპამ აშშ-ის ნავთობის შესყიდვებით, აზიის ქვეყნებს გაუსწრო

ევროპამ, აშშ-ის ნავთობის შესყიდვებით აზიურ ქვეყნებს გაუსწრო და ბოლო 6 წელიწადში ამერიკული ნავთობის მსხვილი მომხმარებელი გახდა. Bloomberg-ის ცნობით, 2022 წლის იანვარ-მაისში ევროპამ საშუალოდ აშშ-დან 213,1 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი მიიღო, მაშინ, როცა აზიაში ეს მაჩვენებელი 191,1 მილიონი ბარელი იყო. ბოლოს, ევროპა აშშ-ის ნავთობის შესყიდვებში აზიის ქვეყნებს 2016 წელს უსწრებდა, როცა აშშ-მა ნედლი ნავთობის ექსპორტზე შეზღუდვა მოხსნა. ნავთობის ნაკადების ეს ცვლილება ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვნად გადაანაწილა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ ენერგომომარაგება. პუტინის ომის დაფინანსების შეჩერების მცდელობისას, აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა რუსულ ნავთობზე სანქციები დააწესეს. შედეგად, უფრო მეტმა ევროპულმა ქვეყანამ მიმართა შეერთებულ შტატებს ნავთობის იმპორტისთვის, ხოლო რუსეთი თავის ნედლ ნავთობს ღრმა ფასდაკლებით სთავაზობს ქვეყნებს, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი, რომლებსაც არანაირი აკრძალვა არ დაუწესებიათ. აშშ-ს ნედლი ნავთობის მოპოვება იზრდება, მაგრამ არა საკმარისად სწრაფად, რომ აზიისა და ევროპის მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს. ასევე, როგორც ჩანს, ახლო აღმოსავლეთს აქვს გარკვეული შეზღუდვა ევროპაში რესურსების გაგზავნაზე. რეგიონის უმსხვილესი მწარმოებლები საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები უკვე ცდილობენ შეასრულონ თავიანთი საწარმოო ვალდებულებები OPEC+-ის შეთანხმებით. სხვა მომწოდებლები, როგორიცაა ლიბია, ებრძვიან პოლიტიკურ არეულობას, რომელიც ექსპორტს ზღუდავს.  

ივნისის საარსებო მინიმუმი რეკორდულ ნიშნულზეა - საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2022 წლის ივნისში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 255.3 ლარი იყო, რაც წინა წელს არსებულ საარსებო მინიმუმთან შედარებით 40.8 ლარით (19%-ით) მეტია, რაც  საარსებო მინიმუმის სტატისტიკის წარმოების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2022 წლის იანვარ-ივნისი: იანვარი - 226.2 ლარი; თებერვალი - 231.3 ლარი; მარტი - 238.2 ლარი; აპრილი - 241.0 ლარი; მაისი - 245.1 ლარი; ივნისი - 255.3 ლარი; შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2021 წლის იანვარ-ივნისი: იანვარი - 195.6 ლარი; თებერვალი - 197.2 ლარი; მარტი - 201.0 ლარი; აპრილი - 202.8 ლარი; მაისი - 205.6 ლარი; ივნისი - 214.5 ლარი; საქსტატის მონაცემებითვე, ივნისის მდგომარეობით, "საშუალო მომხმარებლის" საარსებო მინიმუმი 226.1 ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 36.1 ლარითაა გაზრდილი.

მალი გაეროს სამშვიდობო მისიის როტაციას აჩერებს

მალის მთავრობამ გადაწყვიტა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მრავალგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილიზაციის მისიის (MINUSMA) ყველა სამხედრო და პოლიციის კონტინგენტის როტაცია დროებით შეაჩეროს. საგარეო უწყების განცხადებაში, როტაციის შეჩერების „ნაციონალური უსაფრთხოების კონტექსტთან დაკავშირებული მიზეზებია“ ხაზგასმული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მოუწოდა საკითხის დაუყოვნებლივი მოგვარებისკენ და განაცხადა, რომ მზად არის ამ მიზნით, დისკუსიებში ჩაერთოს.  გასულ თვეში, გაეროს უშიშროების საბჭომ MINUSMA-ს მანდატი განაახლა. მალის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ გაეროს მოწოდებებს მშვიდობისმყოფელებისთვის გადაადგილების თავისუფლების დაშვების შესახებ, დაუპირისპირდება, რათა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები გამოიძიონ. „კონტიგენტების როტაცია გადამწყვეტია მისიის ეფექტიანობისა და პერსონალის უსაფრთხოებისთვის”, - განუცხადა გაეროს სპიკერის მოადგილემ ფარჰან ჰაკმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში და დაამატა, რომ დაზარალებული პერსონალის ნაწილი რამდენიმე თვის წინ უნდა გათავისუფლებულიყო. კოდ-ივუარის ჯარები მას შემდეგ დააკავეს, რაც კვირას, დედაქალაქ ბამაკოს საერთაშორისო აეროპორტში ჩავიდნენ. განაცხადეს, რომ ჯარისკაცები დაქირავებულებად ჩაითვლებიან და ბრალს წაუყენებენ. თავდაპირველად გავრცელებული ცნობებით, ჯარისკაცები უსაფრთხოებისა და ლოგისტიკური მხარდაჭერის კონტრაქტის ფარგლებში განლაგდნენ, რომელიც მისიასთან 2019 წელს გაფორმდა და ისინი კონვენციის მიხედვით, მალიში გაგზავნილი მერვე როტაციის ფარგლებში ჩავიდნენ. MINUSMA-ს სპიკერმა თავდაპირველად დაადასტურა ეს ინფორმაცია, მაგრამ გაეროს სპიკერმა ნიუ-იორკში მოგვიანებით განაცხადა, რომ კოდ-ივუარის ჯარები კონვენციის ფარგლებში არ იყო განლაგებული. მალი „ისლამისტური აჯანყების“ შესაჩერებლად იბრძვის, რომელიც 2012 წელს აჯანყების შემდეგ დაიწყო და მას შემდეგ გავრცელდა მეზობელ ქვეყნებში, დაიღუპა ათასობით ადამიანი და დასავლეთ აფრიკის საჰელის რეგიონში მილიონობით იძულებით გადაადგილებულია  

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ყველა საკითხში თურქეთის გვერდით იქნება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში გადატრიალების მცდელობის პრევენციის მეექვსე წლისთავთან დაკავშირებით მიმართვა გაუგზავნა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, თავის მიმართვეში აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ხალხი და სახელმწიფო პირველივე წუთებიდან ახლოს იყვნენ თურქეთთან, გამოხატეს სოლიდარობა და მკვეთრად დაგმეს მოძმე ქვეყანაში ძალაუფლების ძალით ხელში ჩაგდების მცდელობის მონაწილეთა ქმედებები. „ჩვენი ხალხები ახლოს არიან მწუხარებასა და სიხარულშიც. ჩვენ განვაგრძობთ თურქეთის გვერდში დგომას ყველა საკითხში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ თავდაჯერებულად განვაგრზობთ სვლას შუშას დეკლარაციაში განსაზღვრული მოკავშირე მიზნებისკენ, რომლის ხელმოწერის პირველი წლისთავი აღინიშნა ერთი თვის წინ“, - ნათქვამია მიმართვაში.  დასასრულს, ილჰამ ალიევმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა, ხოლო თურქეთის მოძმე ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა. 2016 წელის 15 ივლისს დაახლოებით 50 000 ჯარისკაცს, პოლიციელს, მოსამართლეს, საჯარო მოხელეს და მასწავლებელს შეუჩერეს უფლებამოსილება ან დააკავეს გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რომელიც, როგორც ანკარა აცხადებს, აშშ–ში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის, ფეთჰულაჰ გიულენის მიერ იყო ორგანიზებული.

სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს

დღეს, 18:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანის სასახლეში ბრიფინგს გამართავს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის თემა უცნობია.   

ივნისში, საქართველოში ყველაზე მეტი თანხა კვლავ რუსეთიდან გადმოირიცხა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობა, წინა წლის ივნისთან შედარებით 112%-ით გაიზარდა და $427 მილიონს მიაღწია. მთლიანობაში 2022 წლის პირველ ნახევარში გზავნილების სახით $1.78 მილიარდი შემოვიდა, რაც 2021 წელთან შედარებით 65%-ით მეტია.ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც ივნისში $231.4 მილიონი გადმოირიცხა. რაც წინა წელის მაჩვენებელთან შედარებით 492%-ით მეტია. რუსეთის შემდეგ ფულად გზავნლებსი მეორეა იტალია, საიდანაც 35.6 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წლიურად 12%-ით არის გაზრდილი. $27.7 მილიონით მესამე პოზიციაზეა აშშ, საბერძნეთი კი $18.8 მილიონით მეოთხე პოზიციას იკავებს.1. რუსეთის ფედერაცია - $231.4 მილიონი, მატება წინა წელთან 492%2. იტალია - $35.6 მილიონი, მატება წინა წელთან 12%3. აშშ - $27.7 მილიონი, მატება წინა წელთან 11%4. საბერძნეთი - $18.8 მილიონი, კლება წინა წელთან -7%5. ყაზახეთი - $17.3 მილიონი, მატება წინა წელთან 284%6. ისრაელი - $16.9 მილიონი, მატება წინა წელთან 8%7. გერმანია - $14.0 მილიონი, მატება წინა წელთან 44%8. თურქეთი - $8.4 მილიონი, კლება წინა წელთან -7%9. ყირგიზეთი - $7.0 მილიონი, მატება წინა წელთან 519%10. ბელორუსი - $5.3 მილიონი, მატება წინა წელთან 756%მთლიანობაში 2022 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან საქართველოში $750 მილიონი ფულადი გზავნილი შემოვიდა. იტალიიდან $208 მილიონი, აშშ-დან კი გადმორიცხვებმა $147 მილიონი შეადგინა. 

კელი დეგნანის თქმით, აშშ ძალიან ბევრს მუშაობს მშვიდობის დასამყარებლად და იმისთვის, რომ ომი, რომელიც დაიწყო პუტინმა, სხა ქვეყნებზე არ გავრცელდეს

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები ძალიან ბევრს მუშაობს, რომ პუტინის ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ელჩის თქმით, შეერთებული შტატები მუშაობს ძალიან ბევრს მშვიდობის დასამყარებლად და იმისთვის, რომ ომი, რომელიც დაიწყო პუტინმა, სხა ქვეყნებზე არ გავრცელდეს, იქნება ეს საქართველო თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ელჩის განმარტებით, ამისთვის შეერთებული შტატები ყოველდღიურად, ძალიან ბევრს მუშაობს. კელი დეგნანის განცხადებით, ეს ომი დაიწყო პუტინმა და მასვე შეუძლია დაასრულოს ის. „ჩვენ კი, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან თანამშრომლობას, რომ ქვეყანას ჰქონდეს წარმატებული მომავალი და გახდეს, NATO-ს, ევროკავშირის და ევროატლატიკური ოჯახის წევრი. ჩვენ ძალიან კარგი პარტნიორობა გვქონდა, მიუხედავად იმისა, თუ რომელია პარტიაა სათავეში. შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. ეს იყო ასე ბოლო 30 წლის განმავლობაში, რაც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაში გამოიხატება. კერძოდ, ეს გულისხმობს უსაფრთხოების გაძლიერებას, საზღვრის დაცვას, ეკონომიკის გაძლიერებას, ჯანდაცვას, განათლების სფეროს და ასე შემდეგ. ეს ხდება იმიტომ, რომ ქართველი ხალხის სურვილი შესრულდეს და მათ ჰქონდეთ განვითარებული, წარმატებული, სტაბილური ქვეყანა, რომელიც არის დასავლეთთან ინტეგრირებული. ყოველთვის კარგია, როდესაც არჩეული პირები გამოხატავენ თავისი ამომრჩევლის ინტერესებს და ზრუნავენ მათ პრობლემებზე და მიმაჩნია, რომ თავად ამომრჩევლებიც ხედავენ ამას. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს სურს, ქვეყანა ინტეგრირდეს ევროკავშირში. შესაბამისად, ეს დიდი ძალისხმევა და შრომა უნდა იყოს მიმართული იმ რეკომენდაციების შესრულებისკენ, რომელიც ევროკომისიამ გასცა და რაც იქნება ერთგვარი ბილეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს არის ქართველი ხალხის პრიორიტეტი და სწორედ ამას მოელის ამომრჩეველი, საქართველოს მოსახლება მის მიერ არჩეული პირებისგან“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.   ჟურნალისტებმა ელჩს ასევე ჰკითხეს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით. კელი დეგნანის განცხადებით, მედიის თავისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ელჩის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავისი მოვალეობა და შეძლონ საზოგადოების ინფორმირება, ეს ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის ნაწილია. აშშ-სთვის ეს არის პრიოროტეტი და ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ნებისმიერი დემოკრატიისთვის. „მთავარი არხის" თანამშრომელთა საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტზე გამოძიება დაიწყო „ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება ჩვენი შეშფოთებისა მოსმენებთან დაკავშირებით და ეს ეხება არამხოლოდ ჟურნალისტებს. ამიტომ ვურჩევდით საკანონმდებლო ორგანოს, რომ არ ეჩქარათ მოსმენებთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობის მიღება, რადგან ის არ შეესაბამებოდა ევროპისა და ზოგადად, მსოფლიოში მიღებულ საუკეთესო პრაქტიკას. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებდით ხელისუფლებას, გამოეძიებინათ ის ფაქტები, როდესაც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა პირების მოსმენების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს არის შეშფოთების საგანი ყველასთვის, რადგან ჩვენ გვინდა, საქართველოში ვიხილოთ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც არ იფიქრებს იმაზე, რომ მას უკანონოდ უსმენენ. მედიის თავისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კვირაში ეთიკის ქარტიის წარმომადგენელ ჟურნალისტებთან და ჩვენ გვქონდა ძალიან კარგ დისკუსია. ისინი საუბრობდნენ არსებულ პრობლემებზე, რომლებიც შეეხებოდა ზეწოლას, თავდასხმებს და ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავისი მოვალეობა და შეძლონ საზოგადოების ინფორმირება, ეს ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის ნაწილია. ჩვენთვის ეს არის პრიოროტეტი და ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ნებისმიერი დემოკრატიისთვის“, - განუცხადა ელჩმა დეგნანმა ჟურნალისტებს.

ბილ გეითსი პირობას დებს, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიიდან „ამოვარდება“

მილიარდერმა ბილ გეითსმა კვლავ დადო პირობა, რომ იქამდე დათმობს თავის ქონებას, ვიდრე „მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების“ სიიდან საბოლოოდ არ ამოვარდება. „მაიკროსოფტის“ თანადამფუძნებელმა გამოაცხადა, რომ ის $20 მილიარდს, თავის საქველმოქმედო ფონდს გადასცემს. მსოფლიოს მეოთხე უმდიდრესმა ადამიანმა განაცხადა, რომ მას აქვს „დავალება“ დაუბრუნოს თავისი რესურსები საზოგადოებას. გეითსმა პირველად მსგავსი პირობა 2010 წელს დადო, რომ თავის ქონებას გასცემდა, მაგრამ მას შემდეგ, მისი კაპიტალი გაორმაგდა. მისი ქონება ჟურნალ Forbes-ის თანახმად, ამჟამად $118 მილიარდია, მაგრამ მნიშვნელოვნად შემცირდება მას შემდეგ, რაც ივლისში ბილ და მელინდა გეითსის ფილანთროპიულ ფონდისთვის შემოწირულებას გაიღებს. „მაიკროსოფტის“ თანადამფუძნებელმა ყოფილ მეუღლესთან ერთად, ფონდი 2000 წელს შექმნა.  

ამერიკის ელჩი: ნებისმიერი განცხადება, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, უბრალოდ, არ შეესაბამება სიმართლეს

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პროგრამები ღია და ხელმისაწვდომია სასამართლო სისტემაში მრავალი პროფესიონალისთვის. „მე ვერ ვისაუბრებ მოსამართლის სახელით. შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენი პროგრამები არის ღია, მათ შორის სასამართლო სისტემის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა მოხდეს გამოცდილებისა და იდეების გაზიარება. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი წარმატებული პროგრამა განხორციელდა და ეს იყოს სასარგებლო როგორც ქართველი, ისე ამერიკელი მოსამართლეებისთვის. ეს არის ძალიან პოზიტიური და ეს პროგრამები ღია რჩება ქართველი მონაწილეებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა. მისივე თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში აქ, უბრალოდ, არ შეესაბამება სიმართლეს.  დეგნანის თქმით, აშშ წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემის მშენებლობაში. „ეს არის ცენტრალური საყრდენი ამ სამუშაოსი, რათა დავეხმაროთ საქართველოს კანონის უზენაესობის გაძლიერებაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მრავალ პარტნიორთან, რომელიც გვყავს საქართველოს სასამართლოს სისტემაში, ამ მიზნის მისაღწევად, რადგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა არის ჯანსაღი დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. სწორედ ამაზე ვართ ფოკუსირებული“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ამერიკის ელჩს ჟურნალისტებმა ჰკითხეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც მოსამართლე ამბობს, რომ აშშ-ში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან ამოიღეს. ჩხიკვაძე ასევე მიუთითებს მასსა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს შორის გამართულ შეხვედრაზე.

რეზნიკოვი: წლის ბოლომდე უკრაინის სასარგებლოდ, ბრძოლის ველზე სერიოზული ცვლილებები მოხდება

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, აცხადებს, რომ 2022 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალები, კონრტშეტევაზე გადავლენ. „იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელს ჩვენ ვნახავთ კონტრშეტევით კამპანიას და ის წარმატებული იქნება“, - განაცხადა რეზნიკოვმა Financial Times -თან ინტერვიუში. მინისტრმა აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე, ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ, სერიოზული ცვლილებები მოხდება. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაა, უკრაინა იყენებს HIMARS-ს რუსეთის საბრძოლო მასალების საწყობების განადგურების მიზნით, რითაც რუსეთის სერიოზულ ზიანს აყენებს. „HIMARS-მა ომში თამაშის წესები შეცვალა“, - აცხადებს რეზნიკოვი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის ანგარიში საქართველოს შესახებ

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციები ლგბტ პირებისა და რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის, შრომის უფლებების, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მიმართულებით. ანგარიშის თანახმად, საქართველომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ეფექტიანად უნდა დანერგოს. დოკუმენტი Europetime-ს დუნია მიატოვიჩის ოფისმა მიაწოდა. კომისარი აღნიშნავს, რომ ლგბტი პირები კვლავ არიან სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულისა და გავრცელებული დისკრიმინაციის მსხვერპლნი საქართველოში. დუნია მიატოვიჩი მოუწოდებს ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა ადამიანის უფლებების დამრღვევების დაუსჯელობის წინააღმდეგ საბრძოლველად და ხაზს უსვამს, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი კატეგორიის პროფესიონალების ტრენინგი პრიორიტეტი უნდა იყოს. კომისარი აღნიშნავს, რომ ლგბტ პირების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება საჯარო სივრცეში, შემაშფოთებელია და რომ სათანადო რეაგირება სიძულვილის ენაზე, მათ შორის ოფიციალური პირების, რელიგიური ლიდერების და მედიის პროფესიონალების მიერ გახმოვანებისას, საჭიროა სამართალდამცავი არხების და სხვა მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება, როგორიცაა პრევენცია, მონიტორინგი და თვითრეგულირება. კომისარი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყოვლისმომცველი ზომები, რათა ლგბტ პირებმა თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შეკრების უფლება. ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს ტრანსგენდერი ადამიანებისათვის სქესის ლეგალურ აღიარებას სწრაფი და გამჭვირვალე გზით. რაც შეეხება რელიგიურ უმცირესობებს, კომისარი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და მოხსნას დისკრიმინაციული ბარიერები ღვთისმსახურების ადგილებში და საგადასახადო და რელიგიური საკუთრების საკითხების რეგულირებისას. „ღია დიალოგი ყველა რელიგიურ გაერთიანებასთან უნდა დამყარდეს", - განაცხადა მიატოვიჩმა. გარდა ამისა, კომისარი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა სასკოლო სახელმძღვანელოებიდან რელიგიური სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად. მიატოვიჩი აღნიშნავს, რომ 2006 წელს შრომის ინსპექციის გაუქმებამ გამოიწვია საქართველოში შრომითი უფლებების დაცვის საკითხის მნიშვნელოვანი გაუარესება. კომისარი მიესალმება უახლეს ყოვლისმომცველ საკანონმდებლო და ინსტიტუციონალურ რეფორმებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, მოაგვაროს დარჩენილი საკანონმდებლო ხარვეზები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მინიმალური ხელფასის დადგენით, მშობლის შვებულების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით და ზეგანაკვეთური სამუშაოს ხანგრძლივობისა და კომპენსაციის შესახებ მკაფიო სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებით.  დუნია მიატოვიჩი საქართველოში 2022 წლის თებერვალში იმყოფებოდა.

თოყაევმა ყაზახეთის არმიის განვითარების კონცეფცია განიხილა

15 ივლისს, ყაზახეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის თავმჯდომარეობით ყაზახეთის არმიის განვითარების კონცეფცია განიხილეს. ამის შესახებ აკორდას პრესსამსახური იტყობინება. თოყაევმა, შეიარაღებული ძალების, სხვა ჯარებისა და სამხედრო ფორმირებების მშენებლობისა და განვითარების კონცეფციის განხორციელების შესახებ სახელმწიფო უწყებების პირველი პირების მოხსენებები მოისმინა. შეხვედრის შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯარში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ, უწყებების ხელმძღვანელებს კონკრეტული მითითებები მისცა.  

პოლიციამ მარნეულში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ა.ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  შსს-ს ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში, მიწის ნაკვეთის საკუთრებასთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი – 1958 წელს დაბადებული ტ.ე. სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახურში ადასტურებენ. კერძოდ, პრეზიდენტის განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტში უკვე შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა. „საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნას საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია 2022 წლის 18 ივლისიდან", - წერია პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც 15 ივლისით თარიღდება. შეგახსენებთ, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს 13 ივლისს მიმართა და შესაბამისი ერთობლივი განცხადება გაავრცელა. განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 13 ივლისს განაცხადა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართავს, არანაირი დღის წესრიგი არ აქვს და რაზეც ისინი საუბრობენ, არის რადიკალიზაციის სურვილი. დღეს, 18:00 საათზე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგია ჩანიშნული.  

სალომე ზურაბიშვილი: კანონები, რომლებიც მისაღებია, დროულად უნდა მივიღოთ. გამართლებული არ არის ახლა შესვენება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია და შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მინდა, ისიც იყოს ნათელი, რომ არცერთი ბულინიგს და არცერთი ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს - მგონი, ეს ყველამ უკვე კარგად იცის და მადლობა ზრუნვისთვის. მოვაწერე ხელი, რადგან მიმაჩნია, რომ დღეს, ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევაა ის 12 რეკომენდაცია, რომლებიც მივიღეთ ევროკომისიისგან და ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ. ამდენად, მიმაჩნია, რომ სესია სრულიად გამართლებულია, გამართლებული არ არის ახლა შესვენება, კომიტეტები და სესიები ასევე არის გამართლებული და მე მოვუწოდებ ყველას, ოპოზიციასაც და უმრავლესობასაც, მონაწილეობა მიიღონ სრულად, ყველაფერში. ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ, რომ ის კანონები, რომლებიც მისაღებია, დროულად მივიღოთ. ყველა საკითხი და პირველ რიგში, დეპოლარიზაციის საკითხი, ერთად ყოფნით, დიალოგით და პარლამენტში ყოფნით გადავწყვიტოთ. ეს არის ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივა, ევროპული პერსპექტივა და არავის აქვს უფლება, ამ გზიდან გადაგვიყვანოს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ძალიან წუხს იმ განცხადებების გამო, რომლებიც ამერიკის ელჩის მიმართ კეთდება. „არ მგონია, ეს სწორი ფორმა იყოს. თუ რამე მტკიცებულებები არსებობს, დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ელჩთან ერთი-ერთზე საუბარი გაიმართოს და არა ტელევიზიით და მედიის საშაულებით. „ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია