ძებნის რეზულტატი:
BBC უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის დეტალებზე წერს
BBC-ის ინფორმაციით, უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც ჩრდილოეთ საბერძნეთში ჩამოვარდა, ბანგლადეშში 11 ტონა იარაღი, მათ შორის, ნაღმები გადაჰქონდა. თვითმფრინავი სერბეთიდან იორდანიაში მიფრინავდა, როდესაც ქალაქ კავალისთან ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. უკრაინის ავიაკომპანია Meridian-მა მისი კუთვნილი An-12 ტიპის თვითმფრინავის საბერძნეთში ჩამოვარდნა დაადასტურა. ეკიპაჟის რვავე წევრი დაიღუპა. ისინი უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. Meridian-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენის ბოგდანოვიჩმა ტვირთის დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დეტალები დასაზუსტებელია“. საბერძნეთში უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა გადამზიდავი იტყობინება, რომ კატასტროფა ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა. 17 ივლისს, ღამით საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, კავალის აეროპორტის დასავლეთით, სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი An-12 ჩამოვარდა. Flightradar24-ის მონაცემებით, თვითმფრინავი სერბეთიდან, კონსტანტინე დიდის აეროპორტიდან იორდანიის დედაქალაქ ამანისკენ მიფრინავდა. ეკიპაჟმა შესავამისი სამსახურები ავარიამდე ცოტა ხნით ადრე, ძრავთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ გააფრთხილა, რის შემდეგაც საბერძნეთში საჰაერო მიმოსვლის ოპერატორებმა ეკიპაჟს თვითმფრინავის სალონიკის ან კავალის აეროპორტში დაშვება შესთავაზეს. პილოტმა ეს უკანასკნელი აირჩია, მაგრამ ასაფრენ ბილიკზე დაშვება ვერ შეძლო. თვითმხილველების თქმით, თვითმფრინავს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა, ჩამოვარდა და აფეთქდა.
რომის პაპი: მე ახლოს ვარ უკრაინელ ხალხთან, რომელიც ყოველდღე რაკეტების წვიმაშია
რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე. „მე ყოველთვის ახლოს ვარ ნაწამებ უკრაინასთან, რომელსაც ყოველდღე რაკეტების წვიმაშია ურტყამს. როგორ შეიძლება, ვინმეს არ ესმოდეს, რომ ომი მხოლოდ ნგრევას და სიკვდილს იწვევს, ადამიანებს აშორებს, კლავს სიმართლეს და დიალოგს. ვლოცულობ და იმედი მაქვს, რომ ყველა საერთაშორისო აქტორი ნამდვილად იმუშავებს მოლაპარაკებების განახლებისთვის“, - ამბობს რომის პაპი ფრანცისკე.
პროკურატურამ სასამართლოს სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა
პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს იოსებ გოგაშვილისთვის ბრალდების წაყენების თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე ბრალდება წარედგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იოსებ გოგაშვილს 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის დროს, სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდა, როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებზე. იოსებ გოგაშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ზემოაღნიშნული მონაცემები პირადი მიზნებისთვის გაიტანა სამსახურიდან და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, რომელთაგან ნაწილი ინფორმაცია იოსებ გოგაშვილის მონაწილეობით გავრცელდა საჯაროდ, რამაც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გარდა ამისა, შეიქმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე“, - აღნიშნავს უწყება. მისივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ იოსებ გოგაშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ხუთი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, საიდანაც ორი იარაღი იყო გაუფორმებელი, ხოლო სამი გაფორმებული ახლო ნათესავის სახელზე, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. აქვე აღვნიშნავთ, რომ იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი სახლიდან, სასამართლოს განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად წარედგინა. ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა. „მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან. მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.
ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის ძალების ეფექტიანობა 30%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის სახმელეთო ჯარების ეფექტიანობა 30%-ზე მეტით შემცირდა, ამიტომ უკრაინის არმია აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ომს მოიგებს. The Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ადმირალმა სერ ტონი რადაკინმა, BBC One-ის ეთერში განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ომის დროს 50,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა, თითქმის 1,700 რუსული ტანკი და 4,000 ჯავშანტექნიკა განადგურდა. ადმირალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინის აღებასთან დაკავშირებით თავის მიზნებს ვერ მიაღწია და ის უფრო დასუსტდა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ჯო ბაიდენმა და საუდის არაბეთის პრინცმა შეხვედრის შემდეგ, უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს - უკრაინული მედია
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა და საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა ჯედაში გამართული შეხვედრისას, უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს და გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა, ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, თეთრი სახლი იუწყება. „ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, გაუწიონ კრიტიკული დახმარება უკრაინელ ხალხს, ასევე, მარცვლეულის შეუფერხებელი ექსპორტის უზრუნველყოფის მიზნით, გლობალური სასურსათო კრიზისის შესამსუბუქებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მთელ რიგ სახელმწიფოებს“, - ნათქვამია კომუნიკეში. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახლო აღმოსავლეთში პირველი ვიზიტი დაასრულა. ბაიდენის ტურნე საუდის არაბეთს, ისრაელს და დასავლეთ სანაპიროს მოიცავდა. ვიზიტის გზავნილია, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კვლავ აქტიური პარტნიორი იქნება. ჯო ბაიდენმა ჯედაში სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც განაცხადა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთს არ დატოვებს, რადგან რეგიონში ვაკუუმს ჩინეთი, რუსეთი ან ირანი შეავსებს. იაირ ლაპიდი: ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობის გზავნილს“ გადასცემს ბაიდენმა ასევე გამართა შეხვედრები საუდის არაბეთის მეფე სალმანთან და მის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში, აშშ-ის ერთგვარი მცდელობაა, უკრაინაში მოსკოვის შეჭრის ფონზე, რეგიონში ლიდერობა განიმტკიცოს, წერს საერთაშორისო მედია. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია გააფორმეს, რომელშიც აშშ პირობას დებს, რომ „ეროვნული ძალის ყველა ელემენტს“ გამოიყენებს, რათა ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება თავიდან აიცილოს. იაირ ლაპიდი ჯო ბაიდენს: ირანს ბირთვული იარაღის მიღებისგან დიპლომატია ვერ შეაჩერებს ბაიდენის ტურნე 13 ივლისს, ისრაელში ვიზიტით დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტმა მოგზაურობის მიზნებზე ვრცლად The Washington Post-ში გამოქვეყნებულ წერილში ისაუბრა. „ვიცი, ბევრია ისეთი, ვინც არ ეთანხმება საუდის არაბეთში გამგზავრების გადაწყვეტილებას. ადამიანის უფლებების შესახებ ჩემი შეხედულებები მკაფიოა და ფუნდამენტური თავისუფლებები ყოველთვის არის დღის წესრიგში, როდესაც მე მივდივარ საზღვარგარეთ, ასე იქნება ამ მოგზაურობის დროსაც. „რა თქმა უნდა, რეგიონი კვლავ სავსეა გამოწვევებით: ირანის ბირთვული პროგრამა და მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერა, სირიის სამოქალაქო ომი, სასურსათო უსაფრთხოების კრიზისი, რომელიც გამწვავდა რუსეთის ომით უკრაინის წინააღმდეგ, ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც კვლავ მოქმედებენ რიგ ქვეყნებში, პოლიტიკური ჩიხი ერაყში. ლიბია და ლიბანი, და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რომლებიც ჩამორჩება მსოფლიოს უმეტესი ნაწილის სტანდარტებს. ჩვენ ყველა ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ“, - ამბობს ჯო ბაიდენი.
ირანი: ბირთვული ბომბის შექმნის ტექნიკური შესაძლებლობები გვაქვს
ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მთავარი თანაშემწე ამბობს, რომ მის ქვეყანას ბირთვული ბომბის წარმოებისთვის ტექნიკური შესაძლებლობები აქვს. მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან ბირთვულ შეთანხმებაზე დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებები რთულია, რადგან მხარეებს შორის უნდობლობაა. „საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ გვაქვს ტექნიკური შესაძლებლობები ბირთვული ბომბის წარმოებისთვის, მაგრამ შესაბამისი გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული”, - განუცხადა ირანის საგარეო ურთიერთობათა სტრატეგიული საბჭოს ხელმძღვანელმა, კამალ ხარაზიმ Al Jazeera-ს. იაირ ლაპიდი ჯო ბაიდენს: ირანს ბირთვული იარაღის მიღებისგან დიპლომატია ვერ შეაჩერებს შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია გააფორმეს, რომელშიც აშშ პირობას დებს, რომ „ეროვნული ძალის ყველა ელემენტს“ გამოიყენებს, რათა ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება თავიდან აიცილოს.
უკრაინის ქალაქ ირპენში ფილმის გადაღება დაიწყო
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, ქალაქ ირპენში ფილმის გადაღება დაიწყო. ამის შესახებ კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ოლექსი კულებამ განაცხადა. ფილმი სახელწოდება ZLO [ბოროტება] სამი ნაწილისგან შედგება. „გადამღებ ჯგუფთან ერთად, ირპენში ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული საცხოვრებელი ადგილი მოვიარეთ. გამახსენდა, როგორ ვუპასუხე ტელეფონს 24 თებერვალს, დილით, და საუბრის ფონზე აფეთქებების ხმა მესმოდა. მითხრეს, რომ საომარი მოქმედებები მთელ საზღვარზე მიმდინარეობდა. ბელორუსის მხრიდან შემოსული ძალები ჩვენთან შედარებით, რამდენჯერმე დიდი იყო. დილის 05:30 საათზე მივედი სამუშაო ადგილზე, სადაც მარტის შუა რიცხვებამდე დავრჩი - ეს იყო ერთი მძიმე დღე. „ახლა კიევის რეგიონი გათავისუფლდა რაშისტებისგან, მაგრამ უკრაინა აგრძელებს ბრძოლას ოკუპანტების წინააღმდეგ. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ“, - აღნიშნავს კულება.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციისას დააკავეს. მისი ოჯახის წევრებისა და ადვოკატის ინფორმაციით, გოგაშვილს დაზიანებები აღენიშნება. საქართველოს პროკურატურამ იოსებ გოგაშვილს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე წარუდგინა. წყარო - IPN
სასამართლო სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 18 ივლისს იმსჯელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 18 ივლისს იმსჯელებს. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, პროკურატურამ სასამართლოს სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს. გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად წარედგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა. „მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან. მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში კიდევ ერთი ბრიტანელი დაატყვევეს
ბრიტანელი ჯონ ჰარდინგი, რომელიც აზოვის პოლკის შემადგენლობაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ოკუპანტებმა დაატყვევეს და აღმოსავლეთ უკრაინაში თვითგამოცხადებულ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში" გადაიყვანეს. ამის შესახებ BBC იტყობინება. გავრცელებულ ვიდეოში ჰარდინგი ამბობს, რომ შესაძლოა, სიკვდილით დასჯა დაემუქროს და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, ბორის ჯონსონს მიმართავს, რათა მის გათავისუფლებას შეუწყოს ხელი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეშფოთებულია მისი დაკავებით. „ბ-ნი ჰარდინგი მაისში დაიჭირეს, როდესაც უკრაინული ქვედანაყოფები, რომლებთან ერთადაც ის იბრძოდა აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში, იძულებულნი გახდნენ დანებებულიყვნენ. დანაყოფები იმ დროს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ მარიუპოლს იცავდნენ. ბატონმა ჰარდინგმა უთხრა მეგობრებს, რომ ის უკრაინის ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში იბრძოდა“, - ნათქვამია მოხსენებაში. კიდევ ორ ბრიტანელს, ეიდენ ასლინს და შონ პინერს, რომლებიც ასევე მარიუპოლში დაატყვევეს, რუსეთის მარიონეტულმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. შეგახსენებთ, ბრიტანელი პოლ არი, რომელიც ასევე საოკუპაციო ძალების ტყვეობაში იყო, მიმდინარე კვირას გარდაიცვალა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
მედიის ცნობით, რუსეთის ტელეკომპანია „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა დააკავეს
რუსეთის ტელეკომპანია „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა პოლიციამ დააკავა. მისივე Telegram არხზე განთავსებულ ფოტოზე ოვსიანიკოვა პოლიციის თანამშრომლებს მიჰყავთ. მანამდე, ის ველოსიპედით სეირნობდა. ჯერჯერობით უცნობია მისი დაკავების მიზეზი. ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. „პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. დაიღუპა 352 ბავშვი. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ გაჩერდე?“, - ამ შინაარსის ბანერით მან ბოლო აქცია მოსკოვში გამართა. შეგახსენებთ, რომ რუსული „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, ჯერ კიდევ მარტში მთავარი საინფორმაციო გამოშვებისას ეთერში საპროტესტო ბანერით შევიდა. ოვსიანიკოვა დააკავეს და "არაკოორდინირებული აქციის მოწყობისთვის" 30 000 რუბლით დააჯარიმეს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური პროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობებიდან გადააყენა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან გადააყენა გენერალური პროკურორი ირინა ბენედიქტოვა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი. შესაბამისი განკარგულებები პრეზიდენტის აპარატის ვებგვერდზე განთავსდა. მისი მიხედვით, უსაფრთხოების სამსახურის უმაღლესი თანამდებობის პირი გაათავისუფლეს „უკრაინის შეიარაღებული ძალების დისციპლინური დებულების 47-ე მუხლის“ შესაბამისად, რომელშიც უკრაინული მედიის ცნობით, ნათქვამია, რომ „სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის მსხვერპლი ან სხვა მძიმე შედეგები, ან შექმნა ასეთი შედეგების საშიშროება, სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს“. „ირინა ვენედიქტოვა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან „სამხედრო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მოხსნილია“, - ნათქვამია განკარგულებაში. ზელენსკიმ გენერალური პროკურორის მოვალეობის შესრულება გენერალური პროკურორის მოადგილეს ოლექსი სიმონენკოს დაავალა. როგორც BBC წერს, იმ დროს, როდესაც ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას ბაკანოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ცნობილი გახდა, რომ გამოძიების სახელმწიფო ბიურომ SBU-ს ერთ-ერთი რეგიონული განყოფილების ყოფილი უფროსი დააკავა. ის სახელმწიფო ღალატსა და რუსეთისთვის ჯაშუშაობაშია ეჭვმიტანილი. BBC News Ukraine-ის ცნობით, საუბარია ოლეგ კულინიჩზე, რომელიც მიმდინარე წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის SBU განყოფილებას, რომელიც რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ ხერსონში მდებარეობდა. „პროკურატურის და SBU-ს 60-ზე მეტი თანამშრომელი დარჩა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულებათა ასეთი რიგი და კავშირები, რომლებიც დაფიქსირდა უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის, ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს შესაბამისი ხელმძღვანელების მიმართ. ყოველ ამ კითხვას სათანადო პასუხი გაეცემა“, განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში.
გერმანული ფონდი Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტს ტოვებს
გერმანიის საზოგადოებრივი ფონდი, რომელიც რუსულ „გაზპრომს“ Nord Stream 2 გაზსადენის პროექტის დასრულებაში უნდა დახმარებოდა, პროექტიდან გასვლას ცდილობს. ამის შესახებ Reuters იტყობინება. მისივე ინფორმაციით, ფონდს სურს, გადაიხადოს 12 მილიონი ევრო (12,10 მილიონი აშშ დოლარი) კომპანიის შვილობილი Nord Stream 2 AG-ის წინაშე ვალდებულებების დასაფარად. ფონდის ხელმძღვანელმა, ერვინ სელერინგმა განმარტა, რომ მის ორგანიზციას სურს, გაწყვიტოს ყველა კავშირი Nord Stream 2-თან მას შემდეგ, რაც შვეიცარიაში დაფუძნებული Nord Stream 2 AG-ს, ვალდებულების სახით, 12 მილიონი ევროს გადაუხდის. Reuters-ი წერს, რომ Nord Stream 2 AG კომენტარს ჯერ არ აკეთებს. გერმანიამ $11 მილიარდიანი პროექტი თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინ შეაჩერა. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მაშინ აცხადებდა, რომ კრიზისული პირობების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე Nord Stream 2-ი ვერ გაგრძელდებოდა, რის გამოც, მისი დამტკიცების პროცესი შეჩერდა. ოლაფ შოლცმა ბერლინში ჟურნალისტებს ისიც განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, მისი მთავრობა ზომებს იღებს. გაზსადენის პროექტის მშენებლობა დასრულებული იყო, მაგრამ პროექტს ჯერ კიდევ სჭირდებოდა მარეგულირებლის სერტიფიკატი გერმანიის ხელისუფლებისგან. 7 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერას უმასპინძლა და ერთობლივ პრესკოფერენციაზე განაცხადა, რომ პროექტი ვერ განხორციელდებოდა, თუ რუსული ტანკები და ჯარები გადაკვეთდნენ უკრაინის საზღვარს. აშშ-სა და გერმანიას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, რომ ზომები, მათ შორის სანქციები მიეღო (როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე) იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდებოდა, ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას განახორციელებდა. პროექტის შესახებ ამ გაზსადენით რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებდა, თუმცა გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა 2020 წელს აშშ-ის სანქციების გამო შეჩერდა. აშშ და რამდენიმე ევროპული სახელმწიფო აცხადებდნენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კიდევ უფრო გაზრდიდა რუსეთზე ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და შემოსავლებს დააკარგინებდა უკრაინას, რომლის ტერიტორიაზე გამავალი ძველი გაზსადენითაც იღებდა ევროპა ბუნებრივ აირს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური პროკურორისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობებიდან გათავისუფლების მიზეზი განმარტა
უკრაინის პრეზიდენტმა გენერალური პროკურორისა და უსაფრთხოების სამსახურის (SBU) უფროსის თანამდებობებიდან გათავისუფლების მიზეზი განმარტა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური პროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობებიდან გადააყენა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, პროკურატურის, წინასწარი გამოძიების და სხვა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების სახელმწიფო ღალატისა და ერთობლივი საქმიანობის შესახებ, 651 სისხლის სამართლის საქმეა დარეგისტრირებული. მისივე ინფორმაციით, 198 საქმეზე შესაბამის პირებს ბრალი წაუყენეს. „პროკურატურის და SBU-ს 60-ზე მეტი თანამშრომელი დარჩა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულთა ასეთი რიგი და კავშირები, რომლებიც დაფიქსირდა უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის, ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს შესაბამისი ხელმძღვანელების მიმართ. ყველა ამ კითხვას სათანადო პასუხი გაეცემა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან გადააყენა გენერალური პროკურორი ირინა ბენედიქტოვა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი. პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, უსაფრთხოების სამსახურის უმაღლესი თანამდებობის პირი გაათავისუფლეს „უკრაინის შეიარაღებული ძალების დისციპლინური დებულების 47-ე მუხლის“ შესაბამისად, რომელშიც უკრაინული მედიის ცნობით, ნათქვამია, რომ „სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის მსხვერპლი ან სხვა მძიმე შედეგები, ან შექმნა ასეთი შედეგების საშიშროება, სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს“. „ირინა ვენედიქტოვა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან „სამხედრო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მოხსნილია“, - ნათქვამია განკარგულებაში. ზელენსკიმ გენერალური პროკურორის მოვალეობის შესრულება გენერალური პროკურორის მოადგილეს ოლექსი სიმონენკოს დაავალა. როგორც BBC წერს, იმ დროს, როდესაც ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას ბაკანოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ცნობილი გახდა, რომ გამოძიების სახელმწიფო ბიურომ SBU-ს ერთ-ერთი რეგიონული განყოფილების ყოფილი უფროსი დააკავა. ის სახელმწიფო ღალატსა და რუსეთისთვის ჯაშუშაობაშია ეჭვმიტანილი. BBC News Ukraine-ის ცნობით, საუბარია ოლეგ კულინიჩზე, რომელიც მიმდინარე წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის SBU-ს განყოფილებას, რომელიც რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ ხერსონში მდებარეობდა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის რეგიონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის რეგიონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ცნობით, სარაკეტო იერიში დასახლებული პუნქტის წინააღმდეგ განხორციელდა. ხარკოვის ოლქის დასახლება პეჩენეგის დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი კი დაშავდა. „დაბომბვა, რომელმაც დღეს ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ნებისმიერ მომენტში შეიძლება განმეორდეს. ძალიან გთხოვთ, იყავით ყურადღებით და ფრთხილად, დარჩით თავშესაფრებთან ან დაბომბვისგან დასაცავ საიმედო ადგილებთან ახლოს, ”- განაცხადა სოფლის გამგებელმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
მედია: კანადამ გერმანიას Nord Stream-ის გარემონტებული ტურბინა გადასცა
კანადამ გერმანიას Siemens-ის განახლებული ტურბინა გაუგზავნა, რომელიც Nord Stream 1-ის მეშვეობით გაზის მიწოდებისთვისაა საჭირო. ამის შესახებ მედია წყაროზე დაყრდნობით წერს. კერძოდ, ტურბინა თვითმფრინავით 17 ივლისს გაიგზავნა. გერმანიიდან კი ბორნით ჰელსინკში გადაიტანენ, იქიდან კი რუსეთში პორტოვაიას საკომპრესორო სადგურზე დაახლოებით 24 ივლისს ჩავა და დანადგარის ექსპლუატაციაში გაშვებას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება. Nord Stream1-ი ევროპისკენ რუსული გაზის მიწოდების მთავარი მარშრუტია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოქმედი იყო. 16 ივნისიდან გაზპრომმა ამ გაზსადენით მიწოდება ნომინალური სიმძლავრის 40%-მდე შეამცირა, რადგან სანქციების გამო კანადიდან ტურბინის რემონტის შემდეგ დანადგარის დაბრუნების საკითხი გაურკვეველი იყო. ამის შემდეგ გერმანიამ კანადის ხელისუფლებას გამონაკლისის სახით ტურბინის დაბრუნების თხოვნით მიმართა. კანადა გერმანიას რუსული გაზსადენის შეკეთებულ ნაწილს დაუბრუნებს 11 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, Nord Stream1-ით გაზის მიწოდება გეგმიური რემონტის გამო ოფიციალურად შეწყდა. ევროპაში შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, უარი თქვას მიწოდების განახლებაზე და სანქციების მოხსნის მიზნით, შანტაჟს მიმართოს. მოსკოვი ამას კატეგორიულად უარყოფს. უკრაინამ დაგმო კანადის ეს ნაბიჯი და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ძირს უთხრის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. „კანადა გერმანიას დაუბრუნებს გარემონტებულ ტურბინას, რომელიც საჭიროა Nord Stream 1 გაზსადენისთვის და შეიძლება, დაეხმაროს ენერგიის მიწოდებას, ვიდრე ევროპა არ შეწყვეტს დამოკიდებულებას რუსულ გაზზე“, - განაცხადა კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა. Reuters-ის ცნობით, კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ გასცემს „ლიმიტირებულ ნებართვას", რათა გაათავისუფლოს ტურბინების დაბრუნება რუსული სანქციებისგან და ასევე გამოაცხადა ახალი ზომები მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში მისი შეჭრის საპასუხოდ.
იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობის პროექტი ხორციელდება
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში „საქმიანი ეზო“ მოეწყობა, ძეგვისა და ქვემო ლისის „საქმიანი ეზოები“ შესაბამისი ტექნიკით (ოთხი ერთეული სატვირთო ავტომობილი, სამი „პიკაპის“ მარკის ავტომობილი, ერთი ტრაქტორი და სამი ელექტროენერგიის გენერატორი) აღიჭურვება. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ მეტყევეებს პერსონალური უსაფრთხოების ნაკრები, 100 ერთეული ცეცხლმაქრი და სამი კვადროციკლი გადაეცემათ, რაც ტყის ხანძრების რისკების მართვას შეუწყობს ხელს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა და UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ბოდორნაში ახლადაშენებულ „საქმიანი ეზოში“ იმყოფებოდნენ და ხე-ტყის დამზადების ახალ მოდელს ადგილზე გაეცნენ. შეხვედრაზე სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და ამ რეფორმებში „საქმიანი ეზოს“ როლზეც ისაუბრეს. პროექტის მიზანია ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ტერიტორიიდან საშეშე მერქანის მოპოვება, ტრანსპორტირება და სარეალიზაციოდ დამუშავება „საქმიან ეზოებში“, რაზეც, ძირითადად, ადგილობრივი, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა იქნება დასაქმებული“, – ნათვამია ინფორმაციაში. როგორც მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ განაცხადა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით უკვე მოწყობილია 43 „საქმიანი ეზო“. სატყეო რეფორმა ითვალისწინებს სატყეო მეურნეობის განვითარებას, რაც საშუალებას მოგვცემს მომავალში სოციალური ჭრა ეტაპობრიივად შევცვალოთ ისეთი ტიპის მომსახურებით, რომელიც უფრო მეტად კომფორტული იქნება მოსახლეობისთვის, ბიზნესისთვის და მერქნულ რესურსზე იქნება გამარტივებული წვდომა. „იაპონელები და ქართველები ტყის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებითა და სიღრმისეულ კულტურული კავშირით გამოვირჩევით. ტყის აღდგენა და კონსერვაცია იაპონიის ერთ-ერთი ეროვნული პრიორიტეტია. ამ მხრივ, ჩვენმა ქვეყანამ თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია. მოხარულები ვართ, ეს გამოცდილება საქართველოს გავუზიაროთ, ხელი შევუწყოთ ტყის ფაქიზი ეკოსისტემის შენარჩუნებას და დავეხმაროთ საქართველოს მოსახლეობას, უფრო ეფექტიანად გამოიყენოს განახლებადი ენერგიის შესაძლებლობები“, – აღნიშნა იაპონიის ელჩმა იმამურა აკირამ. პროექტი „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ – იაპონიის მთავრობის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება, რისთვისაც 920 000 აშშ დოლარია გამოყოფილი. „UNDP მიესალმება ახალ ტყის კოდექსს, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის ხედვა ტყის გაჩეხვის შემცირებასთან და ტყის მდგრად მართვასთან დაკავშირებით. ტყის რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ პრაქტიკულ დახმარებას ვუწევთ როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას და ხელს ვუწყობთ ყოველდღიურ ცხოვრებაში მწვანე, ჯანსაღი და მდგრადი მიდგომების დანერგვას“, – განაცხადა UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ანა ჩერნიშოვამ. როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი სოფლების ყველაზე მოწყვლად ოჯახებს ენერგოეფექტური ღუმლები გადაეცემა. რეგიონის დაახლოებით 43,000 -მდე მაცხოვრებელი მიიღებს მდგრადი გზით დამზადებულ საწვავს – ბიომასას, რომელსაც ყოველდღიური საჭიროებისთვის გამოიყენებს. ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან ტყის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ.
შეიარაღებულმა პირმა აშშ-ის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა
შეიარაღებულმა პირმა აშშ-ის ინდიანას შტატის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და ორი - დაიჭრა. უცხოური მედიის ცნობით, დაღუპულია თავად თავდამსხმელიც, რომელსაც მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. რა გახდა ცეცხლის გახსნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, მომხდარზე გამოძიებას ინდიანაპოლისის პოლიცია და სხვა უწყებები აწარმოებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი მაღალია
მომავალი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. "გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით არიან დაკავებული 1983 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი უ.გ., 1981 წელს დაბადებული, წარსულში ასევე ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.კ., 1980 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ლ.ღ., 1982 წელს დაბადებული მ.ყ. და 1994 წელს დაბადებული დ.მ. „სამართალდამცველებმა, ბრალდებული უ.გ.-ის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ხოლო მ.ყ.-ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 10 ვაზნა. რაც შეეხება ლ.ღ.-ს, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 17 ვაზნა. დ.მ.-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 5 ვაზნა. ი.კ.-ის მიერ მითითებული ადგილიდან კი პოლიციამ ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 2 ვაზნა ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.