ძებნის რეზულტატი:
ისააკ ჰერცოგმა ჯო ბაიდენს ღირსების საპრეზიდენტო მედალი გადასცა
ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა აშშ-ის პრეზიდენტს რეზიდენციაში უმასპინძლა. ჰერცოგმა ჯო ბაიდენს ღირსების საპრეზიდენტო მედალი გადასცა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვიდრე აშშ არსებობს, ისრაელი არასდროს იქნება მარტო. „როდესაც ისრაელის აყვავებას და ისრაელის დამფუძნებელი მამებისა და დედების ოცნებების რეალობად ქცევას ვხედავ, რომლითაც ისრაელის შვილები დღეს ტკბებიან, ჩემთვის ეს სასწაულის ტოლფასია“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილ ვიზიტზე Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს. ბაიდენის შეფასებით, ვიზიტი რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პერიოდში ხორციელდება და ის ხელს შეუწყობს ამერიკის მნიშვნელოვან ინტერესებს. ბაიდენის თქმით, პარასკევს საუდის არაბეთის ლიდერებთან შეხვედრისას, მიზნად ისახავს, გააძლიეროს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ორმხრივ ინტერესებსა და პასუხისმგებლობებზე, ამასთან, დაიცავს ფუნდამენტურ ამერიკულ ღირებულებებს. ჯო ბაიდენის თქმით, ახლო აღმოსავლეთი ახლა უფრო სტაბილური და უსაფრთხოა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო „ჩემი მიზანი თავიდანვე იყო ურთიერთობების გადახედვა, მაგრამ არა გაწყვეტა - ქვეყანასთან, რომელიც 80 წლის განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორია. დღეს საუდის არაბეთი დაეხმარა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ექვს ქვეყანას შორის ერთიანობის აღდგენას, მან სრულად დაუჭირა მხარი იემენში ზავს და ახლა მუშაობს ჩემს ექსპერტებთან, რათა დაეხმაროს ნავთობის ბაზრების სტაბილიზაციას OPEC-ის სხვა მწარმოებლებთან ერთად“, - აღნიშნავს ჯო ბაიდენი. „ვიცი, ბევრია ისეთი, ვინც არ ეთანხმება საუდის არაბეთში გამგზავრების გადაწყვეტილებას. ადამიანის უფლებების შესახებ ჩემი შეხედულებები მკაფია და ფუნდამენტური თავისუფლებები ყოველთვის არის დღის წესრიგში, როდესაც მე მივდივარ საზღვარგარეთ, ასე იქნება ამ მოგზაურობის დროსაც. „რა თქმა უნდა, რეგიონი კვლავ სავსეა გამოწვევებით: ირანის ბირთვული პროგრამა და მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერა, სირიის სამოქალაქო ომი, სასურსათო უსაფრთხოების კრიზისი, რომელიც გამწვავდა რუსეთის ომით უკრაინის წინააღმდეგ, ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც კვლავ მოქმედებენ რიგ ქვეყნებში, პოლიტიკური ჩიხი ერაყში. ლიბია და ლიბანი, და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რომლებიც ჩამორჩება მსოფლიოს უმეტესი ნაწილის სტანდარტებს. ჩვენ ყველა ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ“, - ამბობს ჯო ბაიდენი.
იტალიის პრეზიდენტმა მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მოუწოდა, რომ პოლიტიკური სიტუაციის მკაფიო სურათის მისაღებად პარლამენტს მიმართოს. მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. Reuters-ის ცნობით, ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრაში დრაგის პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო. „ნაციონალური ერთიანობის კოალიცია, რომელიც მხარს უჭერდა ამ მთავრობას, აღარ არსებობს“, - აღნიშნა დრაგიმ, ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2021 წლის თებერვლიდან იკავებს. იტალიაში არჩევნები 2023 წლის დასაწყისისთვის უნდა ჩატარდეს. პარტიები ერთმანეთთან საბრძოლველად ემზადებიან. „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი, მედიის ცნობით, ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკავშირდება.
ჯო ბაიდენმა და იაირ ლაპიდმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია გააფორმეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია გააფორმეს, რომელშიც აშშ პირობას დებს, რომ „ეროვნული ძალის ყველა ელემენტს“ გამოიყენებს, რათა ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება თავიდან აიცილოს. „აშშ ხაზს უსვამს, რომ ამ დაპირების განუყოფელი ნაწილია ვალდებულება, რომ არასოდეს დაუშვას ირანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენა და მზადაა, გამოიყენოს თავისი ეროვნული ძალის ყველა ელემენტი ამ შედეგის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ოფიციალური განცხადებაში. ეს დოკუმენტი ცნობილია როგორც აშშ-ისრაელის სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივი დეკლარაცია. „აშშ ადასტურებს ვალდებულებას, ითანამშრომლოს სხვა პარტნიორებთან ერთად ირანის აგრესიისა და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების წინააღმდეგ დასაპირისპირებლად, იქნება ეს წინსვლა მარიონეტული თუ ტერორისტული ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა ჰეზბოლა, ჰამასი და პალესტინის ისლამური ჯიჰადი“, - ნათქვამია კომუნიკეში. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით, ორივე ქვეყანამ „აიღო ვალდებულება, განაგრძოს ისრაელ-პალესტინის ურთიერთობებში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა“.
იაირ ლაპიდი ჯო ბაიდენს: ირანს ბირთვული იარაღის მიღებისგან დიპლომატია ვერ შეაჩერებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, იაირ ლაპიდმა, აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიპლომატია ვერ შეაჩერებს ირანს ბირთვული იარაღის მოპოვებისგან „სიტყვები არ შეაჩერებს მათ, ბატონო პრეზიდენტო. დიპლომატია არ შეაჩერებს მათ. ერთადერთი, რაც შეაჩერებს ირანს, არის იმის ცოდნა, რომ თუ ისინი განაგრძობენ ბირთვული პროგრამის განვითარებას, თავისუფალი სამყარო გამოიყენებს ძალას. მათი შეჩერების ერთადერთი გზა, მაგიდაზე სანდო სამხედრო საფრთხის დადებაა“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. თავის მხრივ, ჯო ბაიდენი არ დაეთანხმა ლაპიდის ამ მოსაზრებას და განაცხადა, დიპლომატია საუკეთესო გზად რჩება. მისივე განცხადებით, აშშ არ დაუშვებს ირანის მიერ ატომური იარაღის მოპოვებას. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია გააფორმეს, რომელშიც აშშ პირობას დებს, რომ „ეროვნული ძალის ყველა ელემენტს“ გამოიყენებს, რათა ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება თავიდან აიცილოს. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება
დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოსაძიებლად £2,5 მილიონს გამოუყოფს
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინისთვის ახალი 2,5 მილიონი ფუნტის მხარდაჭერის პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რათა უკრაინას რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დაეხმაროს ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. პაკეტი უკრაინის გენერალურ პროკურატურას ომის დანაშაულების გამოსაძიებლად დაეხმარება. „უკრაინაში რუსული ძალების მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულების მტკიცებულებები და პირველი ანგარიშები, რაც მე მოვისმინე გადარჩენილებისგან, სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხიერებაში. მოხარული ვარ, რომ გაერთიანებული სამეფოს დაფინანსება დაეხმარება გენერალურ პროკურატურას ამ დანაშაულების გამოაშკარავებასა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაში“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში მელინდა სიმონსმა.
უკრაინა და ლატვია საზღვარგარეთ რუსეთის სახელმწიფო ქონების კონფისკაციის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობენ
უკრაინის იუსტიციის მინისტრმა, დენის მალიუსკამ და ლატვიის იუსტიციის მინისტრმა, იანის ბორდანსმა საზღვარგარეთ რუსეთის სახელმწიფო ქონების კონფისკაციის შესახებ მუშაობა დაიწყეს. ამის შესახებ მინისტრებმა რიგაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მალიუსკას თქმით, აგრესორი ქვეყნის ოქროსა და სავალუტო რეზერვები 300 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს და ის ამჟამად დასავლეთის ქვეყნებში ინახება. რუსეთის აგრესიით დაზარალებული უკრაინის სასარგებლოდ ამ თანხების ჩამორთმევაში მთავარი დაბრკოლება სახელმწიფო ქონების იმუნიტეტის პრინციპია. „წამყვან საერთაშორისო იურისტებთან საფუძვლიანი მუშაობის შემდეგ, ჩვენ ვიპოვეთ გზა ამ შეზღუდვის დასაძლევად შესაბამისი მრავალმხრივი შეთანხმების, ან ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებით. მადლობელი ვარ ლატვიის მზადყოფნისთვის, გახდეს პირველი ქვეყანა, ვისთანაც ჩვენ ვიწყებთ ასეთი შეთანხმების შემუშავებას“, - განაცხადა უკრაინის იუსტიციის მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
„მთავარი არხის" თანამშრომელთა საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„მთავარი არხის“ თანამშრომელთა შორის გამართული საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. „გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარი არხის" თანამშრომელთა შორის გამართული კერძო საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გერმანია უკრაინელი ლტოლვილებისთვის დამატებით 2,4 მილიარდ ევროს გამოყოფს
ქვეყანაში უკრაინელი ლტოლვილების შენახვის ფინანსური ხარჯების დასაფარად, გერმანია მიმდინარე წელს დამატებით 2,4 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ Reuters შრომის მინისტრ ჰუბერტუს ჰაილზე დაყრდნობით წერს. ჰაილის თქმით, უკრაინიდან დაახლოებით 800 000 ადამიანმა გერმანიას თავი შეაფარა, რომელთაგან 30% 14 წლამდე ასაკისაა. გერმანიის შრომის ბიურომ გასულ თვეში განაცხადა, რომ გაიზარდა უმუშევართა რიცხვი, რადგან უკრაინელი ლტოლვილები ბიუროში სამსახურის საძიებლად რეგისტრირდებიან. ჰაილის ინფორმაციით, გერმანიის სოციალური დაცვის სისტემაში ამჟამად რეგისტრირებულია დაახლოებით 360 000 უკრაინელი, საიდანაც 260 000 სამუშაოს ეძებს. „ახლა საქმე ეხება მათ სამუშაოს მიცემას”, - განაცხადა ჰაილმა. გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის შემოჭრის შემდეგ უკრაინის საზრვარი 9 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. შეგახსენებთ, რომ გერმანია დამატებით 1 მილიონ ევროს გამოყოფს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) უკრაინაში ომის დანაშაულების გამოსაძიებლად.
სამხრეთ საფრანგეთში ხანძარმა 5000 ჰექტარი გაანადგურა. ევაკუირებულია 10 000 ადამიანი
სამხრეთ საფრანგეთში 12 ივლისს საღამოს გაჩენილ ტყის ხანძრებთან ბრძოლა ამ დრომდე მიმდინარეობს. დამწვარია დაახლოებით 5000 ჰექტარი და ევაკუირებულია 10 000 ადამიანი. მედიის ცნობით, უკვე სამი დღეა მიმდინარეობს ორი ხანძრის ლიკვიდაცია - არკანშონის ყურის მიდამოებში და ქალაქ ლანდირასთან, ბორდოს სამხრეთით. გარდა ამისა, ახალი ხანძარი გაჩნდა ავინიონთან, რომელიც მარსელის ჩრდილოეთით მდებარეობს. ბორდოს რეგიონში და ავინიონის მახლობლად, ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში 1000-ზე მეტი ადამიანი და 10 სპეციალური თვითმფრინავი ჩაერთო. მეხანძრე-მაშველების მუშაობას მშრალი, ცხელი ამინდი და ძლიერი ქარი აფერხებს. სამხრეთით დღის განმავლობაში 37/38°C-მდე ფიქსირდება. ბოლო დღეებში ხანძარი დაფიქსირდა ესპანეთსა და პორტუგალიაშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა ადგილებზე 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს. ხანძარია ხორვატიის სამხრეთ სანაპიროზე, საბერძნეთის კუნძულ სამოსზე.
კანადამ რუსეთის ინდუსტრიული სექტორის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
კანადის მთავრობამ რუსეთის ნავთობისა და გაზის და სამრეწველო სექტორების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი. კანადამ რუსული ოქროს იმპორტი, ოფიციალურად აკრძალა კანადამ რუსეთის პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ სანქციები დააწესა 15 ივლისიდან ნებისმიერ პირს კანადაში ან მის ფარგლებს გარეთ ეკრძალება, რუსეთში ნებისმიერ პირს, რომელიც ლითონის პროდუქციის წარმოებასთანაა კავშირში (გარდა მანქანებისა და აღჭურვილობის წარმოებისა) მომსახურება გაუწიოს. ასევე, სანქციები ვრცელდება კომპიუტერზე, ელექტრონულ და ოპტიკურ აღჭურვილობაზე, მანქანებზე, მანქანების წარმოებაზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი მანქანების წარმოებაზე, სატრანსპორტო აღჭურვილობაზე, სახმელეთო ტრანსპორტსა და მილსადენებზე. კანადა გერმანიას რუსული გაზსადენის შეკეთებულ ნაწილს დაუბრუნებს შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიმართებით კანადის მთავრობამ გამონაკლისი დაუშვა და Nord Stream 1 გაზსადენისთვის განკუთვნილი ტურბინა გერმანიას გადასცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ლატვიამ რუსული გაზის მომხმარება აკრძალა
ლატვიის სეიმმა მესამე მოსმენით ენერგეტიკის შესახებ კანონში ცვილილებები მიიღო, რომლითაც 2023 წლის 1-ელი იანვრიდან რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდება იკრძალება. ლიეტუვამ რუსული გაზის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ქვეყანაში გაზის სტრატეგიული მარაგების შექმნას. გაზის მარაგები, ინჩუკალნის მიწისქვეშა გაზსაწყობში არაუგვიანეს ყოველი წლის 31 აგვისტომდე უნდა დაგროვდეს, რათა იმავე წლის 1-ელი ოქტომბრიდან მომდევნო წლის 30 აპრილამდე მიწოდება უზრუნველყოფილი იყოს. ლატვიის მთავრობამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, რუსული გაზის ეტაპობრივი შეწყვეტა დაიწყო. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრულ ქვეყნებს“, რომელშიც შედის ევროკავშირის ყველა სახელმწიფო, გაზის მიწოდების საფასური რუსული რუბლით გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაზის ექსპორტი შეჩერდება. მოსკოვის ამ პირობებზე უარი უკვე თქვეს პოლონეთმა, ბულგარეთმა, ფინეთმა და ნიდერლანდებმა.
ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის ჯარების შემდეგი სამიზნეები სევერსკი და ბახმუტი იქნება
ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთის ჯარების უახლოესი სამიზნეები სევერსკი და ბახმუტი იქნება. რუსულმა წყაროებმა დაიწყეს მტკიცება, რომ მათმა ჯარებმა, სავარაუდოდ, სევერსკის გარეუბნებს მიაღწიეს. ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ ეს არ არის დადასტურებული, მაგრამ ცნობილია, რომ რუსული ჯარები თანდათან გადავიდნენ დასავლეთისკენ, მიმართეს დაბომბვას და შეტევის მცდელობებს სევერსკის მიმართულებით. „თუ სევერსკი კონტროლს დაექვემდებარა, შემდეგი სამიზნე დიდი ალბათობით ბახმუტი იქნება“, - იუწყება ბრიტანეთის დაზვერვა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
Moody's-მა ბელორუსის დეფოლტი გამოაცხადა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Moody's-მა 14 ივლისს განაცხადა, რომ ბელორუსის საგარეო ვალზე ადგილობრივი რუბლით გადახდები დეფოლტია. ამის შესახებ სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი. Bloomberg: სანქციების შემდეგ პირველმა რუსულმა კომპანიამ დეფოლტი განიცადა S&P: რუსეთმა შიდა ვალზე დეფოლტი გამოაცხადა S&P Global Ratings-მა „შერჩევითი დეფოლტის" გაზრდილი რისკების გამო, რუსეთის უცხოური ვალუტის რეიტინგი შეამცირა 28 ივნისს მინისტრთა საბჭომ და ბელორუსის ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტეს უცხოური ვალუტის დავალიანება ბელორუსული რუბლით გადაიხადონ. 29 ივნისამდე ბელორუსს უნდა გადაეხადა კუპონი Eurobonds-2027-ზე 22,9 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტით, მაგრამ კუპონი ბელორუსულ რუბლებში გადაიხადა. Bloomberg: რუსეთმა 1918 წლის შემდეგ პირველად, უცხოურ ვალუტაში საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო, Fitch-მა ბელორუსის გრძელვადიანი რეიტინგის დაქვეითების შესახებ განაცხადა და დაიწყო წინასადეფოლტო საშეღავათო პერიოდი. 13 ივლისს ბელორუსის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ იძულებული ვალი ბელორუსული რუბლით დაეფარა, რადგან სანქციების გამო Citigroup-მა და Citibank-მა შეწყვიტეს ქვეყანასთან მუშაობა და გადახდები ევროობლიგაციებზე. დეფოლტი (ინგლისურად default) აღებული ვალების ვერ- ან არდაბრუნებას ნიშნავს. ტერმინი დეფოლტი გამოიყენება მაშინაც, როცა შესაძლოა, მოვალეს ვალის გადახდაზე სრულად არ უთქვამს უარი, მაგრამ დროებით ვალის მომსახურება არ შეუძლია, ვერ ფარავს დარიცხულ მიმდინარე პროცენტს და ვალის ძირის წილს. დეფოლტი შეიძლება გამოაცხადოს როგორც ფიზიკურმა პირმა, ასევე კომპანიამ და ქვეყანამ. ყველაზე ხშირად ტერმინი დეფოლტი სწორედ ქვეყანასთან მიმართებით გვხვდება. ადამიანის ან კომპანიის მიერ ვალის ვერგადახდისას უფრო ტერმინ „ბანკროტს“, იმავე გაკოტრებულს იყენებენ.
„პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის“ თბილისში 9 პირი დააკავეს - შსს
სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 9 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები“ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აიყვანეს.„გამოძიებით დადგინდა, რომ პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები თბილისში მდებარე სასტუმროებში - საბუდარასა და არგოში, ასევე, ამავე დაწესებულებების ბარებში სისტემატურად იკრიბებოდნენ, მფლობელის - გ.-ს. და ადმინისტრაციის თანამშრომლების მითითებით, სასტუმროში მისულ პირებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სასტუმროების - არგოსა და საბუდარას ადმინისტრატორები ორგანიზებას უწევდნენ სექსუალური მომსახურების მსურველი მამაკაცებისა და პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების ერთმანეთთან დაკავშირებას. ამ მიზნით ისინი სასტუმროს ნომრებს საათობრივად აქირავებდნენ, ხოლო დაცვის თანამშრომლები პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების უსაფრთხოებას იცავდნენ, საჭიროების შემთხვევაში კი აღნიშნული ქალებისა და მათი კლიენტებისავტომანქანით გადაადგილებას უზრუნველყოფდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები პროსტიტუციის ხელშეწყობითა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემით სოლიდურ შემოსავლებს იღებდნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკისას შედეგად, დიდი ოდენობით ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს" - აცხადებს შსს.
ფესტივალი „Art-გენი 2022“ იწყება
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 15-22 ივლისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი „Art-გენი 2022“ გაიმართება, რომელიც დღეს ნაციონალური ბალეტის - „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში, 15, 16, 17, 22, 23 და 24 ივლისს, პარასკევი-შაბათი-კვირის დღეებში გაიმართება. 16 ივლისს დასკვნით კონცერტს GAGA FRANI, 17 ივლისს კი ჯგუფი REGGAEON გამართავს. 22 ივლისს, მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე & INSIGHT წარსდგება. 23 ივლისს „Art-გენი“ პირველად, სანდრო ნიკოლაძის საავტორო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს. 24 ივლისს ფესტივალის თბილისის ტურს „33ა“-ს დასკვნითი კონცერტი დახურავს. დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში, ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები მოეწყობა. ფოლკლორის ნაწილში სცენა ქართული ბრძოლის ამბავს, „ჰოროლს“, ანსამბლ „გორდელას“, სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს „აფხაზეთს“, ლელა თათარაიძეს და ტრიო „კესანეს“ დაეთმობა. მაყურებლის წინაშე ასევე, წარსდგებიან: ანსაბლი „მესხეთი“, „ადილეი“ , „ქალილო“, „ძირიანი“. „არტ-გენი 2022“-ის რეგიონული ტურნე 9 ივლისს რუსთავში გაიხსნება და 30 ივლისს დმანისში, პანტიანის ტბაზე დაიხურება. ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში, „Art-გენმა“ მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის, დაკარგვის პირას მყოფი ბევრი უნიკალური მასალა.
საუდის არაბეთმა ისრაელის ავიაკომპანიებს ცა გაუხსნა
საუდის არაბეთში ისრაელის ავიაკომპანებისთვის ცის გახსნის გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ერ-რიადში ვიზიტის წინ მიიღეს. საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ 15 ივლისს გამოაცხადა, რომ სამეფოს საჰაერო სივრცე "ღია ნებისმიერი ავიაკომპანიისთვის, რომელიც აკმაყოფილებს ხელისუფლების მოთხოვნებს". მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ერ-რიადმა 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის საფუძველზე მიიღო, რომელიც სამოქალაქო ავიაკომპანიების დისკრიმინაციის აკრძალვას ითვალისწინებს. „ჯო ბაიდენი მიესალმება საუდის არაბეთის ხელისუფლების ისტორიულ გადაწყვეტილებას საჰაერო სივრცის გახსნის შესახებ ყველა სამოქალაქო გადამზიდავისთვის, მათ შორის ისრაელისთვის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა. თეთრი სახლის ხელმძღვანელი ახლო აღმოსავლეთის ტურის ფარგლებში ისრაელსა და პალესტინას ეწვია და საუდის არაბეთში მოგზაურობას გეგმავს.
ჩრდილოეთ კორეა უკრაინის მხრიდან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას გამოეხმაურა
ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყება უკრაინის მხრიდან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას გამოეხმაურა. უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა „უკრაინას არ აქვს უფლება, დააყენოს სუვერენიტეტის საკითხები, მას შემდეგ, რაც ოფიციალური კიევი შეუერთდა შეერთებული შტატების უსამართლო და უკანონო ქმედებებს, რომლებმაც ოფიციალური ფხენიანის სუვერენიტეტი დაარღვიეს“, - ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ჩრდილოეთ კორეაში აღნიშნავენ, რომ მათი ბირთვული და სარაკეტო პროგრამები არის „თავდაცვის საშუალება“ და აშშ-ს „მტრული პოლიტიკის“ გატარებაში ადანაშაულებენ. „ჩვენ განვაგრძობთ მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას და განვითარებას ყველა იმ ქვეყანასთან, რომლებიც პატივს სცემენ ჩვენს სუვერენიტეტს და დადებითად გვექცევიან სუვერენული თანასწორობის, შიდა საქმეებში ჩაურევლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით“, – ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 13 ივლისს რუსულმა მედიამ, ჩრდილოეთ კორეის საელჩოს ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობები, რომ ოფიციალურმა ფხენიანმა რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ აღიარა. შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები, ამ ქვეყნის მიერ, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები რაც შეიძლება მალე დააწესონ
„ტერორისტების დაუსჯელობა სხვებს ახალისებს, ამიტომ, რუსეთს ახალი სანქციები რაც შეიძლება მალე უნდა დაუწესდეს“. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასევე საჭიროა, შეიქმნას რუსეთის აგრესიის საკითხებზე სპეციალური ტრიბუნალი და კომპენსაციის მექანიზმი, რომელიც ტერორისტული სახელმწიფოს სახსრებს მიმართავს მათზე, ვისი განადგურებაც მას სურდა. მისი აზრით, აბსოლუტურად აუცილებელია, რაც შეიძლება მალე დაწესდეს ისეთი შეზღუდვები რუსული ენერგოექსპორტის მიმართ, რომელიც ტერორისტებს არ მისცემს საშუალებას, თავიანთი ხარჯები საერთაშორისო საზოგადოების ხარჯზე დაფარონ. „და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ეს ყველაფერი სჭირდება არამხოლოდ უკრაინას, არამხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთა სიცოცხლეს რუსული ტერორი ემუქრება. ეს ყველას გჭირდებათ, მსოფლიოში ყველას, ვინც ოდნავ მაინც აფასებს ადამიანის სიცოცხლეს“, - განაცხადა ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებისადმი მიმართვისას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ბაიდენმა ისრაელში ვიზიტისას განაცხადა, რომ პუტინის ომი მისი სტრატეგიული მარცხი უნდა იყოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელში ვიზიტისას განაცხადა, რომ პუტინის ომი მისი სტრატეგიული მარცხი უნდა იყოს. ბაიდენის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. „პუტინის თავდასხმა უკრაინაზე, არის გამოწვევა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველგან, მსოფლიოში. პუტინის ომი უნდა იყოს სტრატეგიული მარცხი და თავისუფალმა სამყარომ უნდა შეინარჩუნოს ჩვენი გადაწყვეტილება, დავეხმაროთ უკრაინას დემოკრატიის დაცვაში. შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, რომლებიც განადგურებულნი არიან და დევნილებად იქცნენ რუსეთის ძალადობის შედეგად“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია გააფორმეს, რომელშიც აშშ პირობას დებს, რომ „ეროვნული ძალის ყველა ელემენტს“ გამოიყენებს, რათა ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება თავიდან აიცილოს.
კრიტიკის მიუხედავად, ჯო ბაიდენი პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება -BBC
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პალესტინის ლიდერებს დღეს შეხვდება, ვიდრე ის საუდის არაბეთში, სადავო სამიტზე გაემგზავრება. წერს BBC. ანალიტიკოსების თქმით, მისი შეხვედრა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან, სავარაუდოდ, დაძაბული იქნება, მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთობები გაუარესდა. მოგვიანებით, ბაიდენი საუდის არაბეთში გაემგზავრება და პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება. ჯო ბაიდენის თქმით, ახლო აღმოსავლეთი ახლა უფრო სტაბილური და უსაფრთხოა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო ბაიდენის თქმით, პარასკევს საუდის არაბეთის ლიდერებთან შეხვედრისას, მიზნად ისახავს, გააძლიეროს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ორმხრივ ინტერესებსა და პასუხისმგებლობებზე, ამასთან, დაიცავს ფუნდამენტურ ამერიკულ ღირებულებებს. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება იაირ ლაპიდი: ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობის გზავნილს“ გადასცემს „ჩემი მიზანი თავიდანვე იყო ურთიერთობების გადახედვა, მაგრამ არა გაწყვეტა - ქვეყანასთან, რომელიც 80 წლის განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორია. დღეს საუდის არაბეთი დაეხმარა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ექვს ქვეყანას შორის ერთიანობის აღდგენას, მან სრულად დაუჭირა მხარი იემენში ზავს და ახლა მუშაობს ჩემს ექსპერტებთან, რათა დაეხმაროს ნავთობის ბაზრების სტაბილიზაციას OPEC-ის სხვა მწარმოებლებთან ერთად“, - აღნიშნავს ჯო ბაიდენი. „ვიცი, ბევრია ისეთი, ვინც არ ეთანხმება საუდის არაბეთში გამგზავრების გადაწყვეტილებას. ადამიანის უფლებების შესახებ ჩემი შეხედულებები მკაფიოა და ფუნდამენტური თავისუფლებები ყოველთვის არის დღის წესრიგში, როდესაც მე მივდივარ საზღვარგარეთ, ასე იქნება ამ მოგზაურობის დროსაც. „რა თქმა უნდა, რეგიონი კვლავ სავსეა გამოწვევებით: ირანის ბირთვული პროგრამა და მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერა, სირიის სამოქალაქო ომი, სასურსათო უსაფრთხოების კრიზისი, რომელიც გამწვავდა რუსეთის ომით უკრაინის წინააღმდეგ, ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც კვლავ მოქმედებენ რიგ ქვეყნებში, პოლიტიკური ჩიხი ერაყში. ლიბია და ლიბანი, და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რომლებიც ჩამორჩება მსოფლიოს უმეტესი ნაწილის სტანდარტებს. ჩვენ ყველა ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ“, - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი Washington Post-ში გამოქვეყნებულ წერილში.