ძებნის რეზულტატი:
უკრაინის გენშტაბი: რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის რამდენიმე პუნქტიდან უკან დაიხიეს
უკრაინის გენშტაბის ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებით რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებმა წარუმატებელი შეტევის შემდეგ უკან დაიხიეს სამ, მათ შორის უგლეგორის თბოელექტროსადგურის რაიონში. "რუსეთის შეჭრიდან 145-ე დღეს, ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება დონეცკის ოლქში", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
ომის დაწყების დღიდან, უკრაინულმა ძალებმა 38 450 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი: რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის რამდენიმე პუნქტიდან უკან დაიხიეს "უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1687 ტანკი, 3886 ჯავშანტექნიკა, 849 საარტილერიო სისტემა, 248 ზალპური სარაკეტო სისტემა, 113 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 220 თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 690 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2753 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 70 ერთეული სპეცტექნიკა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, საბერძნეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი კერძო კომპანიას ეკუთვნოდა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, კომერციული თვითმფრინავი უკრაინული ეკიპაჟით, რომელიც საბერძნეთში ჩამოვარდა, კერძო კომპანიის საკუთრებაში იყო. „სერბეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, თვითმფრინავს სერბული წარმოების თავდაცვის ტვირთი ბანგლადეშში გადაჰქონდა“, - აღნიშნავენ სამინისტროში. მისივე განმარტებით, უკრაინის ავიაცია განლაგებულია დანიშნულ ადგილებში და აგრძელებს მისიების შესრულებას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. BBC-ის ინფორმაციით, უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც ჩრდილოეთ საბერძნეთში ჩამოვარდა, ბანგლადეშში 11 ტონა იარაღი, მათ შორის, ნაღმები გადაჰქონდა. თვითმფრინავი სერბეთიდან იორდანიაში მიფრინავდა, როდესაც ქალაქ კავალისთან ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. უკრაინის ავიაკომპანია Meridian-მა მისი კუთვნილი An-12 ტიპის თვითმფრინავის საბერძნეთში ჩამოვარდნა დაადასტურა. ეკიპაჟის რვავე წევრი დაიღუპა. ისინი უკრაინის მოქალაქეები იყვნენ.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: „ვაგნერი“ აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე დანაკარგებს განიცდის
რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის ვაგნერის დაქირავებულმა დანაყოფებმა უკრაინის აღმოსავლეთში ბრძოლებში მძიმე დანაკარგები განიცადეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უახლეს სადაზვერვო განახლებაში განაცხადა. „რუსეთმა ერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ფრონტის ხაზის ძალების გასაძლიერებლად და პერსონალის ნაკლებობისა და მსხვერპლის შესამცირებლად გამოიყენა. „ვაგნერმა“ ბოლო ბრძოლებში ცენტრალური როლი ითამაშა, მათ შორის პოპასნასა და ლისიშანსკის დაპყრობაში. ამ ბრძოლამ ჯგუფს დიდი მსხვერპლი მიაყენა“, - ნათქვამია ანგარიშში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
აშშ-მ შსს-ს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციამ (DEA), ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა. „აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - მამუკა ჭელიძემ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მამუკა ჭელიძემ ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ხელმძღვანელს - სარა რუპერტს და ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ატაშეს საქართველოში - ჯენიფერ სვიდერს მადლობა გადაუხადა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ხაზგასმით აღნიშნა სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაცემული ტექნიკური აღჭურვილობა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას შეუწყობს ხელს და გამომძიებლებს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის გამოვლენაში, აღკვეთასა და გავრცელების პრევენციაში დაეხმარება.სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL) სამართალდამცავ სფეროში სხვადასხვა პროექტს ახორციელებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობს კიბერდანაშაულის, კინოლოგიური სამსახურის განვითარების (K-9), ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და სხვა მიმართულებებით“, - აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაშია.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი: სოსო გოგაშვილის მიმართ შესაძლო დაზიანებაზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა იმსჯელებს
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაინიშნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტი იმსჯელებს სოსო გოგაშვილის მიმართ შესაძლო დაზიანებაზე, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ განცხადა. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის შვილი: მამას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული დაკავების პროცესში ყბის, ხელების, ზურგისა და ფეხების არეში სოსო გოგაშვილის მეუღლე: ჩემი თვალით დავინახე, რომ ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი - სოსო გოგაშვილი სამი მუხლითაა დაკავებული როგორც კოკა კაციტაძე აცხადებს, დაინიშნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტი იმსჯელებს შესაძლო დაზიანებაზე. „გამოძიება გუშინ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც არის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჩვენთან შემოსული შეტყობინება, სადაც ოჯახი მიუთითებდა, რომ გოგაშვილის მიმართ ძალადობრივი ქმედება განხორციელდა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაინიშნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტი იმსჯელებს, შესაძლო დაზიანებაზე. ექსპერტიზის შედეგებს ველოდებით. ექსპერტიზა უკვე მიმდინარე რეჟიმში უნდა იყოს“, – განაცხადა კაციტაძემ. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს. გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად წარედგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა. „მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან. მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ. ასევე წაიკითხეთ: სასამართლო სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 18 ივლისს იმსჯელებს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ მიერ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, პლენარული სხდომები არ გაიმართება
რიგგარეშე სესიის ფარგლებში პარლამენტის სხდომები არ გაიმართება. მიზეზი ის გარემოებაა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რიგგარეშე სხდომებში მონაწილეობას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კვორუმის მიზეზით სხდომები ვერ გაიხსნება. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია მმართველი გუნდის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „18 ივლისიდან მოწვეულ ე.წ. რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებით უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას. ჩვენი ფრაქციის 81 წევრიდან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არავინ მიიღებს“,- განაცხადა გივი მიქამაძემ ცნობისათვის, პრეზიდენტმა ოპოზიციის მოთხოვნა გაითვალისწინა და რიგგარეშე სესია 18 ივლისიდან მოიწვია.
ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოს 18 ივლისს ეწვევა, რათა ევროკავშირმა აზერბაიჯანისგან მეტი ბუნებრივი აირი მიიღოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ ევროკავშირი ცდილობს, რუსულ ენერგიაზე თავისი დამოკიდებულება შეამციროს. „რუსეთის მიერ ენერგომომარაგების იარაღად ქცევის ფონზე, ჩვენი ენერგიის იმპორტის დივერსიფიკაცია ევროკავშირის პრიორიტეტია“, - აღნიშნავს ევროკომისია Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში. ევროკავშირი აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი მემორანდუმის გასაფორმებლად ემზადება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა სტეფანო გრასიმ 12 ივლისს განაცხადა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი ,,რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, რომელიც რაჭაში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას ითვალისწინებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის ეროვნული პარკი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში 50 894 ჰექტარზე შეიქმნება. დაცული ტერიტორიების დაარსების შედეგად, რეგიონში შეიქმნება ადმინისტრაციული ცენტრი და გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, ასევე უზრუნველყოფილი იქნება რეგიონში არსებული ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების დაცვა-შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსის მდგრადი მართვა. მთავრობის წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საბაზო თანამდებობრივი სარგოს გადაანგარიშების მექანიზმის შემუშავების ეტაპებისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე”, რომელიც საჯარო სექტორში შრომითი ანაზღაურების მოწესრიგებას ეხება. განკარგულების პროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ევალება, „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან ერთად, მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის საფუძველზეც „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით.
აზერბაიჯანის დღის წესრიგშია ევროპაში ენერგომომარაგების გაზრდის საკითხი - SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი
აზერბაიჯანის ენერგეტიკულ სექტორში აუცილებელია უცხოელი ინვესტორების მოზიდვა, რადგან ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგშია ევროპაში ენერგომომარაგების გაზრდის საკითხი. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა ქანან ნაჯაფოვმა ADA უნივერსიტეტში ბაქოს მე-16 საზაფხულო ენერგეტიკული სკოლის გახსნაზე განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა „ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებებია მეტი ინვესტორების მოზიდვა და, რა თქმა უნდა, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება“, - განაცხადა ნაჯაფოვმა. მისი თქმით, აზერბაიჯანის დღის წესრიგში ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების გაზრდის საკითხი შედის. ამასთან აზერბაიჯანი უკვე არის ენერგორესურსების საიმედო მიმწოდებელი და ამ თვალსაზრისით დიდი პერსპექტივებია. ბაქოს მე-16 ენერგეტიკული საზაფხულო სკოლა ADA-ს უნივერსიტეტის განვითარებისა და დიპლომატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR), bp Azerbaijan, Kolin, Masdar და TotalEnergies-ის პარტნიორობით დაარსდა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
ოთარ შამუგია: ამერიკელ პარტნიორებს კარგად ესმით გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო დგას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს სახელმწიფო დეპარტამენტში, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში, შეხვდნენ „იუესაიდის“ წარმომადგენლობას და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს. ოთარ შამუგია აღნიშნავს, რომ სასურსათო უსაფრთხოება რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა. „საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) და აშშ-ის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (USAID) საქართველოს აგრარული სექტორის განვითარებისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროგრამასა და პროექტს ახორციელებენ. საქართველოსთვის, ამ ეტაპზე, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ხარისხიანი სათესლე მასალა, შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ცოდნის გადაცემა ფერმერთათვის. ამ მიმართულებებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე, ხორბლის თვითუზრუნველყოფის საკითხის განხილვას მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა და დამატებითი შეხვედრა გაიმართა სიმინდის და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრის (CIMMYT) გენერალური დირექტორთან. დეტალურად განვიხილეთ საქართველოში მარცვლეული კულტურების თვითუზრუნველყოფის გაზრდასთან დაკავშირებული გეგმები, სადაც ხარისხიანი სათესლე მასალის წარმოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრები, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით ის გამოწვევები, რომლის წინაშე საქართველო დგას, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არა მარტო უახლოეს პერსპექტივებზე ვისაუბროთ, არამედ – ამერიკის მხრიდან საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში დახმარებაზე როგორც ექსპერტული კუთხით, ისე ტექნიკური საშუალებებით, მათი გამოყენების გაზიარებით“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ. ოთარ შამუგიას შეფასებით, აშშ-ში ვიზიტი აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს. შეხვედრებზე, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და უმსხვილეს ბაზრზე დამკვიდრება. ქართულ აგროსასურსათო პროდუქტს აქვს პოტენციალი აშშ-ის ბაზარზე ექსპორტის თვალსაზრისით, მათ შორის, ქართულ ღვინოს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 6 თვის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ექსპორტი 15 პროცენტით გაიზარდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამებზე გამახვილდა ყურადღება. ღვინის ეროვნული სააგენტო ათწლიანი სტრატეგიის ჭრილში გეგმავს, მთელი რიგი მარკეტინგული აქტივობები განახორციელოს სტრატეგიულ ბაზრებზე, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, ასევე პირდაპირ აისახება ქართული ღვინის ექსპორტის ზრდაზე. ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობს ამერიკულ კომპანიასთან, რომელმაც ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლების მიზნით შეიმუშავა პოპულარიზაციის და მარკეტინგის გეგმა, რაც მნიშვნელოვნად აისახება ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე გაყიდვების ზრდაზე. USAID-ის წარმომადგენლობამ აღნიშნა, რომ მზადაა, რეგიონული ოფისის ჩართულობით, მხარი დაუჭიროს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაინტერესებული კომპანიები ერთმანეთთან დააკავშიროს. ვაშინგტონსა და ნიუ იორკში ქართული ღვინის ექსპორტიორებთან, მაღაზიების მფლობელებსა და მარკეტინგული კომპანიის „კოლანჯელო და პარტნერსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მზადყოფნ გამოითქვა აქტიური თანამშრომლობის მარკეტინგულ და პოპულარიზაციის გეგმებზე, რომელიც მიმართულია ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე ცნობადობის ამაღლებისკენ, რაც უდავოდ აისახება ქართული ღვინის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. „კოლანჯელო და პარტნერსი“ ერთ-ერთი საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიაა, რომელსაც 25 წლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენი სტრატეგიული მიზანია, შეიქმნას და დამკვიდრდეს „ქართული ღვინო“, როგორც გლობალური ბრენდი, მოხდეს მისი პოპულარიზაცია მასობრივი მოხმარების სეგმენტში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ახლა არის უნიკალური მომენტი, როცა ქართული მეღვინეობის დარგი მზად არის, ამერიკაში ამბიციური განაცხადი გააკეთოს. ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში ქართული ღვინის ექსპორტიორებთან გამართულ შეხვედრაზე, დეტალურად განვიხილეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლების სტრატეგია. ამერიკაში ქართული ღვინის წარმატებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ქართული ღვინის კომპანიებისა და ამერიკელი იმპორტიორების, დისტრიბუტორებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების დაკავშირება, ამავე დროს, ამერიკაში მოღვაწე იმპორტიორ-დისტრიბუტორების მაქსიმალური ჩართვის ხელშეწყობაა საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ვაშინგტონში მდებარე ღვინის მაღაზიაში „Bach 13“ ქართული ღვინის გაყიდვების მაჩვენებლების გაცნობა. მაღაზია ამერიკელ მომხმარებელს საქართველოდან 30-მდე კომპანიის ღვინოსა და ალკოჰოლური სასმელების ასორტიმენტს სთავაზობს. ქართული ღვინის მიმართ ინტერესი, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით გაიზარდა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი აქვს ქართული ღვინის 8 ათასწლოვან ისტორიას. ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართული სასურსათო პროდუქციის მსხვილი ექსპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, ამერიკის ბაზარზე ქართული პროდუქციის დამკვიდრებისა და გამოწვწვბის საკითხებზე ვიმსჯელეთ. მათ ამერიკაში საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის პირობა მივეცით. როგორც ექსპორტიორებმა აღნიშნეს, ბოლო პერიოდში, ამერიკის ბაზარზე აღნიშნულ ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ექსპორტის მაჩვენებელიც გაზრდილია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
აშშ-ის საელჩო: შსს-სთვის ახალი აღჭურვილობის გადაცემა ტრანსნაციონალურ ქსელებს საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში სახიფათო კონტრაბანდის შეტანაში შეუშლის ხელს
აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისთვის აღჭურვილობის გადაცემა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას დაეხმარება. აშშ-მ შსს-ს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა „გასულ კვირას აშშ-ის საელჩომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადასცა აღჭურვილობა, რომელიც დაეხმარება ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას და ტრანსნაციონალურ ქსელებს საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში სახიფათო კონტრაბანდის შეტანაში ხელს შეუშლის“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციამ (DEA), ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა.
რუსთავში, საწარმოო ზონაში ხანძარია
რუსთავში, საწარმოო ზონაში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სს „აზოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა და ცეცხლი ძველ ტომრებს უკიდია. ამ ეტაპზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი მაღალია ამასთან, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ოთარ შამუგია: გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოში ხორბლის წარმოების გასაზრდელად აშშ მხარს დაგვიჭერს
გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოში ხორბლის წარმოების გასაზრდელად აშშ მხარს დაგვიჭერს ,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. შალვა ფიფია: ხორბლის წარმოება უნდა გაიზარდოს, რადგან რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება სურსათის უსაფრთხოების რისკებს გაზრდის მინისტრის განცხადებით, აშშ-ში ვიზიტისას ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში, აშშ-ის სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრში და USAID-ში. შეხვედრების მთავარი თემა სასურსათო უსაფრთხოება და ხორბლის წარმოების გაზრდა იყო. „ყველა ამ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სასურსათო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. პარტნიორებს მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია ამ მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ხორბლის წარმოება გავზარდოთ და თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ. ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორის აშშ-ის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. შეხვედრებიდან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ ამ კუთხით მხარდაჭერა გვექნება. სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე დაფიქსირდა, რომ დეპარტამენტი მზად არის დაიწყოს ღრმა კვლევა, ხორბლის წარმოების მთელი ღირებულებათა ჯაჭვის შესწავლა, რაც მოგვცემს ინფორმაციას თუ რა საჭიროებები არსებობს, ამ მიმართულებით, რომ დავგეგმოთ შესაბამისი ღონისძიებები. განწყობილი ვართ, რომ გვექნება აქტიური თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, რაც ვფიქრობ, დარგის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. რატომ ვერ ამბობს უარს საქართველო, რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე
თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე სასამართლო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი: სოსო გოგაშვილის მიმართ შესაძლო დაზიანებაზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა იმსჯელებს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ადვოკატის განცხადებით, გოგაშვილი ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარე გეგმავს, რომ დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდება მოითხოვოს. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს. გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად წარედგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა. „მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან. მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ. ასევე წაიკითხეთ: სასამართლო სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 18 ივლისს იმსჯელებს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
ჯოზეფ ბორელი: იმედი მაქვს, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების მიღწევა ამ კვირაში იქნება შესაძლებელი
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ დიპლომატიური ძალისხმევა, რომელსაც თურქეთი ხელმძღვანელობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით, ამ კვირაში მოიტანს შედეგებს. მისი თქმით, ამ შეთანხმებაზეა დამოკიდებული ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე. „მარცვლეულის დერეფნების“ შესახებ ოთხმხრივ შეხვედრას თურქეთმა უმასპინძლა „იმედი მაქვს, რომ ამ კვირაში შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა უკრაინული მარცვლეულის გადასაზიდად“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. თურქეთის პრეზიდენტმა მარცვლეულის ექსპორტის საკითხი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან განიხილა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვის საკითხს განიხილავენ. მინისტრები ასევე ისაუბრებენ უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდის გეგმებზე. დილის სესიას ასევე შეუერთდება ქვეყნის უმაღლესი დიპლომატი დიმიტრო კულება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის ხელმძღვანელი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.სხვა დეტალები პრესსამსახურს არ გაუვრცელებია.
აზერბაიჯანი ევროპის ენერგეტიკული ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება - სერბეთის ექსპრეზიდენტი
აზერბაიჯანი ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება. ამის შესახებ სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა Trend-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. აზერბაიჯანის დღის წესრიგშია ევროპაში ენერგომომარაგების გაზრდის საკითხი - SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა „დღეს აზერბაიჯანი ხდება ბევრად უფრო ღირებული ენერგეტიკული პარტნიორი. TANAP-ისა და TAP-ის მშენებლობით აზერბაიჯანი მომავალში ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“, - განაცხადა ტადიჩმა. ექს-პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ სერბეთს აზერბაიჯანთან გაზის შესახებ შეთანხმება ჯერ არ გაუფორმებია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ იმედოვნებს, რომ სერბეთი უახლოეს წლებში შეძლებს აზერბაიჯანული გაზის მიღებას. „ჩემი პრეზიდენტობის დროს ბულგარეთთან ინტერკონექტორის აშენების შეთავაზება და მოხარული ვარ, რომ სერბეთი საბოლოოდ უახლოვდება ამ პროექტის განხორციელებას. ეს არის როგორც ევროპის ქვეყნების, ასევე აზერბაიჯანის ინტერესი. აზერბაიჯანი შეძლებს თავისი გაზის მიწოდებას არა მხოლოდ იტალიისთვის, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში“, - თქვა ტადიჩმა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
სოსო გოგაშვილი: ჩემს მიმართ იყო არასათანადო, არაადამიანური მოპყრობა - სახელმწიფო მოხელეებს ასე არ უნდა ექცეოდნენ
ჩემს მიმართ იყო არასათანადო, არაადამიანური მოპყრობა, ჩემი ოჯახის წევრების წამება, არასრულწლოვანი ბავშების უდიდესი სტრესის ქვეშ ყოფნა. ჩემმა ყოფილმა თანამშრომლებმა აქ მომიყვანეს... კრიმინალებთან ერთად სოროში ვიყავი, სადაც არც ჰაერი იყო, კედლებზე ეწერა „ჟიზნ ვარამ“ და რაღაც უბედურებები. ადამიანებს სახელმწიფო მოხელეებს, ასე არ უნდა ექცეოდნენ, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი: სოსო გოგაშვილის მიმართ შესაძლო დაზიანებაზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა იმსჯელებს „ბოლო შეურაცხყოფა რაც ვიგრძენი, იყო ის, რომ ჩემმა ყოფილმა თანამშრომლებმა აქ რომ მომიყვანეს... კრიმინალებთან ერთად სოროში ვიყავი, სადაც არც ჰაერი იყო, კედლებზე ეწერა „ჟიზნ ვარამ“ და რაღაც უბედურებები. ასე არ უნდა ხდებოდეს. ადამიანებს, სახელმწიფო მოხელეებს ასე არ უნდა ექცეოდნენ. ბრალდების მხარეს უნდა გრცხვენოდეთ, იმის ნაცვლად, რომ მე მიცავდეთ, ჩემთან ერთად იღებდეთ ინფორმაციას ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებზე, არც კი აღნიშნავთ იმ გარემოებებს, რაც ჩემ წინააღმდეგ განხორციელდა“,- განაცხადა გოგაშვილმა. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს. გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად წარედგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა. „მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან. მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ. ასევე წაიკითხეთ: სასამართლო სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 18 ივლისს იმსჯელებს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ვასილ მალიუკი დანიშნა. შესაბამისი ბრძანებულება No504/2022 სახელმწიფო მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს ვასილ მალიუკს უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის მოვალეობების დროებით შესრულება ევალება“, - ნათქვამია დოკუმენტში. ამასთან, ზელენსკის 17 ივლისის გადაწყვეტილებით, გენერალური პროკურორის მოვალეობას მისი მოადგილე, ოლექსი სიმონენკო შეასრულებს. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან გადააყენა გენერალური პროკურორი ირინა ბენედიქტოვა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი. უკრაინის პრეზიდენტმა გენერალური პროკურორისა და უსაფრთხოების სამსახურის (SBU) უფროსის თანამდებობებიდან გათავისუფლების მიზეზი განმარტა. უკვე დღეს კი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ანდრი სმირნოვმა განმარტა, ჩატარდება გამოძიება, რის საფუძველზეც პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, მოხსნას თუ დატოვოს თანამდებობებზე ხსენებული უწყებების ხელმძღვანელები, რადგან რუსეთთან კოლაბორაციონიზმის შემთხვევების აღმოჩენა ამ სტრუქტურებში დღემდე გრძელდება.