ძებნის რეზულტატი:
ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან. დაიღუპა ერთი ადამიანი
ესპანეთი, პორტუგალია და საფრანგეთი ტყის მრავალრიცხოვან ხანძრებთან ბრძოლას განაგრძობენ. საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი განადგურებულია ათასობით ჰექტარი ტერიტორია. ესპანეთში ტყის ხანძარს მეხანძრე ემსხვერპლა. ესპანეთში 30-ზე მეტი აქტიური ხანძარია ექსტრემადურას, კასტილიისა და ლეონის, გალიციის, ანდალუსიისა და კატალონიის რეგიონებში. ხანძრის შედეგად დაახლოებით 20 000 ჰექტარი ტერიტორია დაზიანდა. კასტილიისა და ლეონის რეგიონში ერთი მეხანძრე გარდაიცვალა კვირას და მისი ორი დაშავებული კოლეგა საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაახლოებით 2 300 ევაკუირებული კვლავ ვერ ახერხებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას, რადგან საფრთხე არსებობს. კვირას ესპანეთში ზედიზედ მეშვიდე დღეა 44º C-ზე მეტი დაფიქსირდა. სამშაბათიდან მოსალოდნელია ტემპერატურის ვარდნა. პორტუგალიაში, Publico-ს ცნობით, დაახლოებით 800 მეხანძრე ებრძვის ოთხ აქტიურ ხანძარს. ქვეყნის 80-ზე მეტ მუნიციპალიტეტში ხანძრის ულტრა მაღალი საშიშროება რჩება. კვირას ორი მეხანძრე საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით გადაიყვანეს. France Bleu-ს ცნობით, საფრანგეთში, ჟირონდის დეპარტამენტში სამხრეთ-დასავლეთით, ატლანტის ოკეანის სანაპიროსთან, ხანძარი მეექვსე დღეა მძვინვარებს. ორშაბათი ძალიან რთული იქნება ჰაერის ტემპერატურის 44°C-მდე მატებისა და ქარის მიმართულების მუდმივი ცვლილების გამო. ხანძარმა გაანადგურა 14 ათასი ჰექტარი ტერიტორია, აქედან 9 800 ჰექტარი ქალაქ ლანდირასის მიდამოში.
სოსო გოგაშვილის სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. სოსო გოგაშვილი: ჩემს მიმართ იყო არასათანადო, არაადამიანური მოპყრობა - სახელმწიფო მოხელეებს ასე არ უნდა ექცეოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ამასთან, ბრალდების მხარის განცხადებით, მათ მიერ დაყენებული შუამდგომლობა სხდომის სრულად დახურვის შესახებ უკავშირდება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის საფუძველზეც მოხდა სოსო გოგაშვილის დაკავება და რომელიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს. გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად წარედგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა. „მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან. მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ. ასევე წაიკითხეთ: სასამართლო სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 18 ივლისს იმსჯელებს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
ზელენსკის ოფისმა განმარტა, რატომ გაათავისუფლეს თანამდებობებიდან უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და გენერალური პროკურორი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განმარტებით, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ირინა ვენედიქტოვას გადაყენებისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ივან ბაკანოვისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ, მათ გათავისუფლებას არ ნიშნავს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ანდრი სმირნოვმა განმარტა, რომ ჩატარდება გამოძიება, რის საფუძველზეც პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, მოხსნას თუ დატოვოს თანამდებობებზე ხსენებული უწყებების ხელმძღვანელები, რადგან რუსეთთან კოლაბორაციონიზმის შემთხვევების აღმოჩენა ამ სტრუქტურებში დღემდე გრძელდება. „ამჟამად საუბარი არ არის ამ პირების გათავისუფლებაზე. გენერალური პროკურორი ჩამოაშორეს თანამდებობას, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი კი, დროებით ჩამოაშორეს მოვალეობების შესრულებას. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, რადგან ბაკანოვმა და ვენედიქტოვამ გავლენა ვერ მოახდინონ კოლაბორაციონიზმსა და ღალატში ეჭვმიტანილების მიმართ სამართლებრივ დევნაზე“, - განაცხადა ანდრი სმირნოვმა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან გადააყენა გენერალური პროკურორი ირინა ბენედიქტოვა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი. უკრაინის პრეზიდენტმა გენერალური პროკურორისა და უსაფრთხოების სამსახურის (SBU) უფროსის თანამდებობებიდან გათავისუფლების მიზეზი განმარტა.
სოსო გოგაშვილი: ჩემს სახლში იარაღი გენინსპექციის დირექტორის მოადგილემ გიორგი ღამბაშიძემ ჩადო
ჩემს სახლში იარაღი გენინსპექციის დირექტორის მოადგილემ გიორგი ღამბაშიძემ ჩადო, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი: სოსო გოგაშვილის მიმართ შესაძლო დაზიანებაზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა იმსჯელებს სოსო გოგაშვილის სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება "გიორგი ღამბაშიძეს ხელში ეჭირა ლულით პატარა იარაღი, მარცხენა მხარეზე ვინც იარაღს მისვამდა, ის დიდი ავტომატი იყო. ამას რომ შევაგინე, იმან ფერდში მომარტყა. 2 დღეა ვეუბნები, გადამიღეთ ექოსკოპია და რენტგენი-თქო და არ გადამიღეს. ძალიან ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. ასევე, ნიკა ყვიროდა, მამას არ დაარტყათო. მე იმათ ვეუბნები, ბავშვს არ დაარტყა. ისტერიკაშია მეუღლე, მთელი ოჯახი სტრესში იყო. ამის შემდეგ, როდესაც ადგნენ და გამოიტანეს ე.წ. ფაქტები, შევარდნენ სახლში, ერთი გიორგი ღამბაშიძე იყო და ავარდნენ მეორე სართულზე. მეორე სართულზე ასვლის შემდეგ, თეამ (სოსო გოგაშვილის მეუღლე) დაინახა, რომ ეს ხალხი საძინებელში რაღაც ნივთებს ტენიდა სხვადასხვა ადგილზე. თეამ დაუწყო ყვირილი და როდესაც დაინახეს, რომ ესენი მიადგნენ, ღამბაშიძემ დაიწყო ყვირილი: „რატომ ამოუშვით თქვე ჩე...ებო, ხომ გითხარითო!“ ძალადობით გამოათრიეს მეორე სართულიდან და პირველზე ჩამოიყვანეს. თეას ყვირილი მესმის, რომ დაალაგეს სოსო რაღაცები, რა აზრი აქვს ახლა“. მივხვდი რასაც აკეთებდნენ“, - განაცხადა გოგაშვილმა პროცესზე. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს. გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად წარედგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა. „მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან. მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ. ასევე წაიკითხეთ: სასამართლო სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 18 ივლისს იმსჯელებს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება - ფინანსთა მინისტრი
„2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განისაზღვრა გარკვეული პრინციპები, თუ როგორ უნდა მოწესრიგებულიყო საჯარო სამსახურებში შრომის ანაზღაურების ნაწილი. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას დაევალა, საქართველოს პარლამენტისთვის წარედგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საჯარო სამსახურებში ხელფასების მოწესრიგება. „დღეს განისაზღვრა ის ძირითადი პრინციპები, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის მოწესრიგება გრძელვადიან პერიოდში. შესაბამისად, ჩამოყალიბდა გარკვეული მიმართულებები, თუ რას უნდა ეფუძნებოდეს საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების ნაწილი და ეს მიმართულებები არის შემდეგი: კერძოდ, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან საბაზისო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს იმ პროცენტული მაჩვენებლით, რა პროცენტულადაც ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში არასახელმწიფო სექტორში გაიზრდება საშუალო ხელფასი. ასევე, 2026 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში არ იყოს არასახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი - ანუ განისაზღვრა ის დიაპაზონი, რა დიაპაზონშიც უნდა იყოს საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე, კერძო სექტორთან მიმართებით. დღევანდელი მოცემულობით საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე, კერძო სექტორთან მიმართებით, დაახლოებით, 74%-ს შეადგენს, რაც ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი იცვლებოდა და იყო 93-94 პროცენტიც, თუმცა 2021 წლისთვის ეს მაჩვენებელი შემცირებულია 74%-მდე. კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით, ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში 2026-წლამდე, ყოველწლიურად, საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა, დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება იმისთვის, რომ მიღწეული იქნას ის პარამეტრები, რომელზეც ჩვენ საუბარი გვქონდა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, აღნიშნული პარამეტრები უკვე განხილული იქნება კანონმდებლობის დონეზე, როდესაც წარდგენილი იქნება 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი და შესაბამისად, მისი თქმით, აღნიშნულ კანონში მთავრობის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება აისახება.
ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ჩავიდა
18 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა Trend-ის ცნობით, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, სტუმრის საპატივსაცემოდ საპატიო დაცვა მოაწყვეს. ევროკომისიის პრეზიდენტს აეროპორტში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი პეტერ მიხალკო, აზერბაიჯანის ელჩი ბელგიის სამეფოში ვაგიფ სადიგოვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. ევროკავშირი აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი მემორანდუმის გასაფორმებლად ემზადება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა სტეფანო გრასიმ 12 ივლისს განაცხადა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს და სთხოვს, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას იმისათვის, რომ ევროპული კომისიის შეფასების დოკუმენტი არ იყოს გამოყენებული მანიპულაციისა და საქართველოს მმართველობის სისტემის დისკრედიტაციისთვის. „როგორც მოგეხსენებათ, ამა წლის 9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. სამწუხაროდ, აღნიშნული რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს, რასთან დაკავშირებითაც მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ. რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება „დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ასრულებს, აგრეთვე მის მიერ ხელისუფლებასა და ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე განხორციელებული კონტროლის გამო, მათ შორის ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურ დევნას უკავშირდება“. რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია? - ევროკავშირის ელჩის პასუხი რეზოლუციაში, ასევე, გამოთქმულია შეშფოთება „კრემლთან ივანიშვილის პირადი და საქმიანი კავშირების გამო, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოზიციას განაპირობებს“. გარდა ამისა, რეზოლუცია მოუწოდებს ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, “განიხილონ ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაკისრების საკითხი იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში შეასრულა“. ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. ოპონენტებს არასოდეს წარმოუდგენიათ პოლიტიკაში თუ მართლმსაჯულებაში ბიძინა ივანიშვილის ჩარევის არცერთი ფაქტი, ის საქართველოში აღარ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ არსებობს რუსეთთან მისი პირადი თუ საქმიანი კავშირის რაიმე პრეცედენტი. შესაბამისად, ყველაფერი, რაც რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა. გასაგებ მიზეზთა გამო, ამ წერილში არ შევჩერდები ბიძინა ივანიშვილის გამორჩეულ წვლილზე 2012 წელს საქართველოში არადემოკრატიული მმართველობის დასრულებასა და 2012 წლიდან ქვეყნის ფუნდამენტური დემოკრატიული წინსვლის უზრუნველყოფაში. ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებაზე არაფორმალური მმართველობის შესახებ, რომელიც პირადად ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. საუბარი იმაზე, რომ მთავრობა რეალურად არა პრემიერ-მინისტრის, არამედ პოლიტიკიდან წელიწადნახევრის წინ საკუთარი ნებით გასული ადამიანის მიერ იმართება, შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის. გარდა ამისა, რეზოლუციის ჩანაწერები გამოიყენება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ საქართველოში პოლარიზაციის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და შესაბამისად, ჩემი ქვეყნისთვის ამ თვალსაზრისითაც პრობლემურია. ასევე, რეზოლუცია პირდაპირ იყო გამოყენებული შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად. შესაბამისად, ბანკი ევროპარლამენტის დოკუმენტს იყენებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანონიერი უფლებების შესალახად, რაც, ასევე, ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს. მოხარული ვარ, რომ ევროპულმა კომისიამ და ევროპულმა საბჭომ ევროპარლამენტის ყოვლად უსაფუძვლო მოწოდება არ გაიზიარეს და პირადად თქვენ ამისათვის მადლობას გიხდით. თუმცა, ევროპარლამენტის რეზოლუციის უარყოფითი გავლენის სრულად გასანეიტრალებლად, მნიშვნელოვანია, ევროპულმა კომისიამ მკაფიო პოზიცია გამოხატოს იმ უსაფუძვლო ბრალდებების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაშია გამოთქმული. ევროპული კომისიის მიერ მკაფიო პოზიციის გამოხატვა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს და ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლარიზაციის გაღვივებისთვის არ გამოიყენოს. გარდა ამისა, შეფასების დოკუმენტში, რომელიც ევროპულმა კომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით შედგენილი შეფასების დოკუმენტების ანალოგიურად, ნახსენებია სიტყვა დეოლიგარქიზაცია. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და ევროპარლამენტში მათი ლობისტები ამ ჩანაწერს აქტიურად იყენებენ და აღნიშნავენ, რომ ევროპულმა კომისიამ დეოლიგარქიზაციის დათქმა დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო შეიტანა. როგორც უკვე აღვნიშნე, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკასა და მედიაზე არავითარ ფორმალურ თუ არაფორმალურ გავლენას არ ფლობს და ოლიგარქად ვერავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური კრიტერიუმით ვერ შეფასდება. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოში არის კრიმინალური წარსულის მქონე რამდენიმე ფინანსურად შეძლებული პირი, რომელიც პოლიტიკასა და მედიაზე აქტიური გავლენით სარგებლობს და ამ გავლენას ოპოზიციის რადიკალური ფრთის სასარგებლოდ იყენებს. მე თქვენ ვერ მოგთხოვთ ამ პირების ოლიგარქებად გამოცხადებას. თუმცა, იმისათვის, რომ ევროპული კომისიის შეფასების დოკუმენტი არ იყოს გამოყენებული მანიპულაციისა და საქართველოს მმართველობის სისტემის დისკრედიტაციისთვის, ჩემი თხოვნაა, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. ამ შემთხვევაშიც, ევროპული კომისიის პოზიციის სიცხადე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ქართულ საზოგადოებაში შევინარჩუნოთ მაღალი ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ და ხელი შეეწყოს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას საქართველოში. დანართის სახით, გიგზავნით ჩემს მიერ რამდენიმე დღის წინ საქართველოში გამოქვეყნებულ წერილს, რომელშიც დეტალურად განვმარტე ძირითადი ღირებულებები და პრინციპები, რომლებსაც ჩემს ქვეყანაში მმართველობის სისტემა ეფუძნება. ვფიქრობ, აღნიშნული წერილი ცხად წარმოდგენას შეგიქმნით იმის შესახებ, თუ რატომ ებრძვის რადიკალური ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან მისი სრული დისტანცირების შემდეგაც“, - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.
უკრაინა ევროკავშირს მეტი იარაღის მიწოდებას და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას სთხოვს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს მეტი იარაღის მიწოდებას და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას სთხოვს. ამის შესახებ დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა. რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხზე უკრაინელმა მინისტრმა ენერგეტიკული ემბარგოს, ნავთობის ფასზე ლიმიტისა და ყველა რუსული ტელეარხის აკრძალვას გაუსვა ხაზი. „მოვუწოდებ ევროკავშირის ქვეყნებს, უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირონ“, - წერს დმიტრო კულება. ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვის საკითხს განიხილავენ. მინისტრები ასევე ისაუბრებენ უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდის გეგმებზე. დილის სესიას ასევე შეუერთდა ქვეყნის უმაღლესი დიპლომატი დიმიტრო კულება.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, ევროკავშირის რეკომენდაციის შესასრულებლად, სამუშაო ჯგუფი შექმნა
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული ვითარების შეფასების, ხარვეზების გამოსწორებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შემდგომი გაძლიერების თაობაზე წინადადებების შემუშავების მიზნით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. პარლამენტის ოფიციალური ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის წევრები, კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, რომელიც ამავე დროს აღნიშნულ ჯგუფს ხელმძღვანელობს, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან, ერთ-ერთის შესრულებაზე იმუშავებენ. ჯგუფის საქმიანობის ვადად, არაუგვიანეს პირველი ნოემბერი განისაზღვრა. ირაკლი ბერაიას ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი პარლამენტის წევრებთან ერთად სამთავრობო უწყებების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. ჯგუფი შესაბამის წინადადებებს და საკანონმდებლო ინიციატივებს მოამზადებს. სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თეონა აქუბარდია სამუშაო ჯგუფის საქმიანობის სპეციფიკით, მასში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩევის საკითხებით და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებით დაინტერესდა. ირაკლი ბერაიას განცხადებით, სამუშაო ჯგუფის პირველივე სხდომაზე შეჯერდება ყველა ის მიმართულება თუ როგორ იმუშავებს ჯგუფი და რა ფორმით მოხდება გადაწყვეტილების მიღების და პოზიციების შეჯერების პროცედურა. მისი განცხადებით, სამუშაო ჯგუფი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებულ ვითარებას შეაფასებს და გამოწვევების იდენტიფიკაციას მოახდენს, რომლის შემდეგაც უკვე კონკრეტული ინიციატივების მომზადება მოხდება. კომიტეტის წევრებმა სამუშაო ჯგუფის შექმნას მხარი დაუჭირეს. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად სხდომაზე კომიტეტის წევრებმა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით განიხილეს. მომხსენებელმა, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, გიორგი ლილუაშვილმა პროექტის რედაქციული ხასიათის ცვლილებებზე ისაუბრა. სხდომაზე განხილული კანონპროექტთა პაკეტი, პარლამენტის პლენარულ სხდომას გადაეგზავნება. შეგახსენებთ, 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.
გელათის სამონასტრო კომპლექსს იტალიელი სპეციალისტების გაფართოებული ჯგუფი ეწვია
გელათის სამონასტრო კომპლექსს იტალიელი სპეციალისტების გაფართოებული ჯგუფი ეწვია. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში, ისინი ქართველ სპეციალისტებთან ერთად სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად, კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ყველა საჭირო სამუშაოს ჩაატარებენ. შესაბამისად, ამ ნაწილში განთავსებული მხატვრობა ზამთრის სეზონს დაცულ მდგომარეობაში შეხვდება. მათი ინფორმაციით, იტალიელ ექსპერტებთან ერთად გელათში იმყოფებოდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი. „აღსანიშნავია, რომ იტალიელ სპეციალისტთა მოცემული ჯგუფი კულტურის სამინისტროს მოწვევით გელათში 13 თვის წინ ჩამოვიდა და ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავის ყველაზე დაზიანებული მხატვრობა ჩამოცვენას გადაარჩინა. მათ შორის იყო მაცხოვრის სახეც. სასიხარულოა, რომ მხატვრობის ეს ნაწილი დღესაც უცვლელად არის შენარჩუნებული, რაც გამოყენებული მეთოდის სისწორეზე მეტყველებს. დადასტურებულია, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლა ასევე სრულად შეჩერებულია. თუმცა, გამომარილება გრძელდება. შესაბამისად გრძელდება სპეციალისტების მიერ 24 საათიან რეჟიმში კედლის მხატვრობის მონიტორინგი და მარილების მოშორება. ამასთან, ოპტიმალურად მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც იუნესკოს სპეციალისტების რჩევით, ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და ნესტის აორთქლება ზემოდანაც გახდა შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი შემუშავდა 2008 წელს. როგორც პროექტი, ასევე მისი განხორციელების პროცესი სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა და ტაძარში წყლის ჩასვლის პრევენცია მხოლოდ 2020 წლის დასასრულისთვის მოხერხდა. 2021 წლის მარტიდან, ახალშექმნილმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოფხვრის მიმართულებით. კერძოდ, სამინისტროს ძალისხმევით, 2021 წლის ზაფხულიდან დღემდე საქართველოში UNESCO-ს ექსპერტთა რამდენიმე მისია განხორციელდა. UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია გელათში მიმდინარე წლის 23-30 ივნისის პერიოდში შედგა. ექსპერტთა ორმა ჯგუფმა (კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები მარიო პულიერი და ვინჩენცო ჩენტანი და ძეგლის გადახურვის სპეციალისტები პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი) ადგილზე შეისწავლა გელათში შექმნილი მდგომარეობა და აგვისტოს დასაწყისში კულტურის სამინისტროს წარუდგინა საექსპერტო დასკვნა. დასკვნაში დეტალურად იყო შეფასებული გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობა და მოცემული იყო კონკრეტული რეკომენდაციები. ამის შემდეგ, გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, საქართველოს 2021 წლის სექტემბერში ვინჩენცო ჩენტანი და ნოემბერში მარიო პულიერი ეწვია. 2021 წლის ნოემბერში კი, კულტურის სამინისტროს მოწვევით გელათს ცნობილი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი სტუმრობდა და მან ადგილზე შეისწავლა არსებული მდგომარეობა. სწორედ ამ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები. აღსანიშნავია, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ მიმდინარე წლის 25 მარტს შეითანხმა ლითონის ახალი დროებითი გადახურვის პროექტი, რომელიც პროფესორ უგო ტონიეტის პირადი ზედამხედველობით შეიქმნა. მიმდინარე წლის 13 მაისიდან დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები. ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებითი გადახურვის მოწყობა UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა (მათ შორის, ჰიგირომეტრიული) და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა. ცნობილ კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, აუცილებელი გახდა ზაფხულში გელათის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ხარვეზიანი კრამიტის საფარის მოხსნა კედლებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის ზემოდან ასაორთქლებლად. კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და პროფესორ უგო ტონიეტის მკაფიო რეკომენდაციით, აორთქლების პროცესში, დასავლეთ მკლავის მეტეოროლოგიური პირობებისგან (წვიმა) დაცვის მიზნით, მოეწყო ახალი დროებითი გადახურვა, რომელიც სახურავის ზედაპირისგან დაშორებულია. გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძარზე (ძირითადი ტაძარი) ახალი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესზე ზედამხედველობის მიზნით, UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტები, ძეგლის გადახურვის სპეციალისტები - პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი, საგანგებოდ, სამინისტროს მოწვევით, გელათში მიმდინარე წლის მაისის თვის დასასრულს ეწვივნენ. ამასთან, ადგილზე მუშაობდა UNESCO-ს ექსპერტების კიდევ ერთი ჯგუფი კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და კედლის მხატვრობის სპეციალისტის მარიო პულიერის შემადგენლობით. ორივე მათგანი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე აკვირდებოდა. კერძოდ, ალესანდრო მასარი ტაძარში ტენიანობის მონიტორინგზეა პასუხისმგებელი, ხოლო მარიო პულიერი კედლის მხატვრობის მდგომარეობას უწევდა მონიტორინგს. ამჟამად გელათში ჩამოსული ჯგუფის მიერ განსახორციელებელი სამუშაოების ზედამხედველობას კვლავ იგივე პროფესიონალები გაუწევენ“, - აღნიშნულია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოთარ შამუგია: ბიოწარმოების სახელმწიფო პროგრამას ვიწყებთ
ვიწყებთ ბიოწარმოების სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ბიოწარმოების განვითარების ხელშეწყობის კუთხით, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა. „მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, იზრდება ბიოპროდუქციაზე მოთხოვნა, შესაბამისად, ჩვენს ფერმერებს უნდა დავეხმაროთ ამ კუთხით და მხარი დავუჭიროთ ბიოწარმოებაზე გადასვლაში. ახალი პროგრამა ითვალისწინებს საკმაოდ მაღალ, 70%-იან თანადაფინანსებას, როგორც სერტიფიცირების პროცესში, ასევე, საკონსულტაციო მომსახურებაში, მევენახეობის და მეფუტკრეობის მიმართულებით ბიოსასუქების და ბიოპრეპარატების შესყიდვაში, ასევე, ჩვენ მეფუტკრეებს დავუფინანსებთ ლაბორატორიულ ხარჯებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ხორვატიამ სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი დაბლოკა
ხორვატიამ სერბეთის პრეზიდენტს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ალექსანდრ ვუჩიჩი მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან მისვლას გეგმავდა. ხორვატიის მთავრობასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, ზაგრებში დაფუძნებული გაზეთი, Jutarnji Iist იტყობინება, რომ ალექსანდრ ვუჩიჩი მის ვიზიტზე ხორვატიის ხელისუფლების ინფორმირებას არ აპირებდა. ხორვატიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ვუჩიჩის მიზანი, რომელმაც დიმპლომატიური პროტოკოლი დაარღვია, ზაგრების პროვოცირება იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლა სელაკოვიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადი შესაბამის საპასუხო ზომებს მიიღებს. „ის, რაც წერია ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაში, რომელიც კრძალავს სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის კერძო ვიზიტს იასენოვაცში, არის არამხოლოდ სკანდალური, არამედ შემზარავი, გაუგონარი და დაუჯერებელია, რომ ეს ხდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, - განაცხადა სელაკოვიჩმა. სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ ვულინმა უკვე გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა ხორვატიის ოფიციალური პირების მიმართ სასაზღვრო პოლიტიკას შეცვლის და დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს ამიერიდან სერბეთში შესვლისას მოუწევთ, ვიზიტის მიზეზი დაასახელონ.
ამერიკელი მოსამართლე ბენჯამინ სტადერდი საქართველოში იმყოფება
მოსამართლე ბენჯამინ სტადერდი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და იუსტიციის დეპარტამენტის მოწვევით, მერვედ ჩამოვიდა. ამის შესახებ ამერიკის საელჩო იტყობინება. „კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, მოსამართლე სტადერდ! სასამართლოს რეფორმისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების მხარდასაჭერად მოსამართლე ბენჯამინ სტადერდი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და იუსტიციის დეპარტამენტის მოწვევით მერვედ ჩამოვიდა. ამერიკელმა მოსამართლემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) სამუშაო შეხვედრებში, რათა ნაფიც მსაჯულთა საქმეების განმხილველი მოსამართლეების, პროკურატურის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევის საუკეთესო გამოცდილება გაეზიარებინა. მოსამართლე სტადერდი ეწვია ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებსაც, სადაც შეხვდა მოსამართლეებს, დაესწრო სასამართლო პროცესებს და დააკვირდა ქუთაისში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომას“, - აღნშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.
სოსო გოგაშვილს პატიმრობა შეეფარდა
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაამკაყოფილა. დაცვის მხარე გოგაშვილის 50 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. პროკურორის, მაია სილაგაძის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მასალები გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტებს და პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, შესაბამისად, სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო. სოსო გოგაშვილის სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება წინასასამართლო სხდომა 8 სექტემბერს, 2:00 საათზე გაიმართება. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს. გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად 17 ივლისს წარედგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა. „მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან. მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: ზოგიერთმა რუსმა მეთაურმა უკრაინაში შეჭრისას გასული საუკუნის რუკები გამოიყენა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ზოგიერთმა რუსმა მეთაურმა უკრაინაში შეჭრისას მე-20 საუკუნის რუკები გამოიყენა. ამის შესახებ უკრაინული მედია უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. „უკრაინის უშიშროების სამსახურის გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთი რუსი მეთაური, რომლებიც თებერვალში შემოიჭრნენ ჩვენს ტერიტორიაზე, ხელმძღვანელობდნენ უკრაინის 1969 წლის ტოპოგრაფიული რუკებით. ამას მოწმობს ოკუპანტების დოკუმენტები, რომლებიც SBU-სთვის გახდა ხელმისაწვდომი დროებით ოკუირებულ ხარკოვის რეგიონში“, - ნათქვამია ანგარიშში. „ოკუპანტების რუკებზე სრულიად დაკარგულია ხარკოვის სალტივსკის საცხოვრებელი უბანი, რომელიც 1970-იანი წლების დასაწყისიდან იყო აშენებული. ასევე დაკარგულია 1970-იან წლებში აშენებული ტრავიანსკესა და მურომსკეს წყალსაცავები. ასევე, სახელმწიფო საზღვარი შორის. ხოლო უკრაინასა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვარი კალმით არის დახატული, რადგან ის საერთოდ არ იყო რუკებზე“, - აღნიშნული ანგარიშში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
თავდაცვის მინისტრმა თურქეთის ახალ ელჩს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყებაში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა NATO-ს მადრიდის სამიტზე პარტნიორებისთვის მიღებულ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ პროცესში თურქეთის როლი გამოყო. განსაკუთრებით აღინიშნა თურქეთის კონტრიბუცია NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში. მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა მიმოიხილეს და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრაზე აღინიშნა თურქეთის მხარის მრავალწლიანი ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების საკითხებში. თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრას თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ბურაქ ალთინერი დაესწრო.
სუს-მა სოსო გოგაშვილის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა
იოსებ გოგაშვილი სახლის ჩხრეკის დაწყებამდე არ დაემორჩილა სუს-ის მოთხოვნას, არ გახსნა შესასვლელი კარი, რითაც საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე შეიქმნა, აღნიშნულიდან გამომდინარე გამოყენებულ იქნა პროპორციული ღონისძიებები, – ამის შესახებ სუს-ის ოფიციალური ინფორმაციაშია ნათქვამი. სოსო გოგაშვილს პატიმრობა შეეფარდა სოსო გოგაშვილის სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების ხელყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის IV ნაწილით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მოსამართლის განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პერსონალური მონაცემების ხელყოფის (სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის IV ნაწილი), ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის III ნაწილი) და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი) ფაქტზე დაკავებულ იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი. გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა, წარსულში მისი სამსახურებრივი მდგომარეობისა და კონტაქტების გამოყენებით, მოიპოვა და გაამჟღავნა კონკრეტული მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, რითაც ხელი შეუწყო აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას. შედეგად, დაირღვა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებისა და დამატებით მიღებული ინფორმაციის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი განჩინებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციისა და სამსახურის სხვა უფლებამოსილი დანაყოფების თანამშრომლების მიერ სამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ერთდროულად ჩატარდა იოსებ გოგაშვილის პირადი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული რვა საცხოვრებელი სახლისა და ოთხი ავტომანქანის ჩხრეკა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა არაერთი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის, მის მართლსაწინააღმდეგო მფლობელობაში არსებული ორი არარეგისტრირებული და სამი სხვა პირის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ასევე, ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით მასალა, კერძოდ, კომპიუტერული ტექნიკა, ინფორმაციის მატარებელი სხვა ელექტრონული მოწყობილობები, ასევე, სახელმწიფო საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები. რაც შეეხება, საჯაროდ გავრცელებულ განცხადებებსა და ფრაგმენტულ ვიდეოკადრებს, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ იოსებ გოგაშვილი, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დაწყებამდე არ დაემორჩილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა კანონიერ მოთხოვნას, არ გახსნა შესასვლელი კარი და შეეცადა მოსამართლის განჩინებით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებისთვის ხელის შეშლას, რითაც საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე შეიქმნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო მოქმედებების უზრუნველსაყოფად და ადგილზე მყოფი პირების მიმართ შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, გამოყენებულ იქნა პროპორციული ღონისძიებები. შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე იოსებ გოგაშვილს 2022 წლის 17 ივლისს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ პირველ მოადგილეს 2022 წლის 18 ივლისს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გრძელდება გამოძიება და მიმდინარეობს მოპოვებული ნივთმტკიცებების შესწავლა. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია.
ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი შვეიცარიულ ბანკთან დავის შესახებ, იურიდიული ფირმა „ემ-ქეი-დი“ ინფორმაციას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი შვეიცარიულ ბანკთან დავაში, იურიდიული ფირმა „ემ-ქეი-დი“ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, „ემ-ქეი-დი“ „კლიენტის მიმართ არსებული ვალდებულებების უპრეცედენტოდ უხეში და განგრძობადი დარღვევების შესახებ შვეიცარიულ მედიაში“ პრესრელიზს ავრცელებს. ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: „2022 წლის 7 ივლისს იურიდიული ფირმის „ემ-ქეი-დი“ მიერ გამოქვეყნდა პრეს-რელიზი, რომელიც ბანკისა და მისი სატრასტო სტრუქტურების მხრიდან კლიენტის მიმართ არსებულ ვალდებულებათა იმგვარ დარღვევებს შეეხებოდა, რომლებსაც არათუ გამართლება, არამედ ახსნაც კი არ გააჩნია. მოცემულ პრეს-რელიზში ვაცხადებდით, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმში არის და რომ მისი მოქმედებები ანგრევს არათუ უშუალოდ Credit Suisse-ის იმიჯს, არამედ ლახავს მთელი შვეიცარიული საბანკო სისტემისა და სახელმწიფოს რეპუტაციას. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ პრეს-რელიზში გაცხადებული ინფორმაცია მიწოდებოდა შვეიცარიულ საზოგადოებასაც, უფრო კონკრეტულად კი, მომხდარიყო მიმართვა შვეიცარიელი კანონმდებლებისა და ფინანსური მარეგულირებლისთვის, რათა მათ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, დაეცვათ ის სისტემა, რომელზეც, დიდწილად დგას შვეიცარიის ეკონომიკა და რომელსაც შეგნებულად, არაერთგზისი და განგძობადი დარღვევებით, მიზანმიმართულად ანგრევს Credit Suisse-ი და მისი მენეჯმენტი. უცვლელად გთავაზობთ ჩვენ მიერ შვეიცარიული მედიისთვის გაზიარებულ ტექსტს, რომელიც, დიდწილად, 2022 წლის 7 ივლისის პრეს-რელიზს ეფუძნებოდა: [ციტატის დასაწყისი] საყურადღებო სიგნალი შვეიცარიის საკანონმდებლო ორგანოსა და მარეგულირებლისთვის: Credit Suisse-ი შვეიცარიის საფინანსო სისტემის იმიჯს ანგრევს საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული საბანკო ჯგუფის, Credit Suisse-ის წინააღმდეგ გლობალურ დავას აწარმოებს და აღწევს მნიშვნელოვან წარმატებებსაც. ეს მოვლენაც საკმარისია იმაზე სასაუბროდ, რომ Credit Suisse-ი რთულ მდგომარეობაში აგდებს მთელ შვეიცარიულ საბანკო-საფინანსო სექტორსა და სახელმწიფოს, თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემა კიდევ უფრო ღრმა ხასიათისაა, რაც გარდაუვლად საჭიროებს შვეიცარიული საკანონმდებლო ორგანოსა და საფინანსო მარეგულირებლის დაუყოვნებელ ჩარევას, რათა მთელ სისტემასა და სახელმწიფოს გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს. ამჯერად, საუბარია იმაზე, რომ, გარდა უშუალოდ სასამართლო დავებისა, რომლებიც მიმდინარეობს ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში, ბ-ნ ივანიშვილს მინდობილი აქვს მნიშვნელოვანი აქტივები Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიებისთვის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ხსენებული აქტივები არ არის სადავო და არ წარმოადგენს განხილვის საგანს არცერთ იურისდიქციაში. უფრო მეტიც, მას შემდეგ რაც ბანკში მომხდარი კანონდარღვევების შესახებ ცნობილი გახდა, ბატონი ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნით ხსენებული აქტივები უკვე მრავალი წელია, რაც იმავე ტრასტის მართვით უკვე სხვა შვეიცარიულ ბანკშია განთავსებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Credit Suisse-ს არც ლიკვიდურობის და არც აქტივების დაზოგვის კუთხით უნდა ჰქონდეს დაბრკოლება მოცემული აქტივების კლიენტის ინსტრუქციების შესაბამისად განკარგვაში. სწორედ ბანკსა და მის სატრასტო კომპანიებთან ურთიერთობის ფარგლებში, ბანკის მიერ ჩადენილ განმაცვიფრებელ დარღვევებს ეხება წინამდებარე განცხადებაც. 2022 წლის მაისში საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვეიცარიული ბანკის მხრიდან ადგილი ჰქონდა კლიენტის უფლებათა უხეშ შელახვასა და პოლიტიკურ ზეწოლას. გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ მოვლენათა ის ქრონოლოგია, რომელიც ზემოაღნიშნულ დასკვნას დაედო საფუძვლად: ბანკის სატრასტო სტრუქტურის მხრიდან ბენეფიციარის ინტერესების უგულებელყოფა ჯერ კიდევ 2022 წლის მარტიდან დაიწყო, როდესაც ბენეფიციარის მხრიდან გადარიცხვის ინსტრუქციის შესრულებას 1 თვე დასჭირდა. სწორედ ამგვარი გაჭიანურების პერიოდში მიუთითა პირველად ბანკმა, რომ მისი უმოქმედობა და კლიენტის დავალების შეუსრულებლობა აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდა. აშკარა იყო, რომ საუბარი იყო უკრაინაში მიმდინარე ომზე, თუმცა სრულიად გაუგებარი იყო ბენეფიციარის რაიმე ფორმით შემხებლობა ხსენებულ ე.წ. „გეოპოლიტიკურ მოვლენებთან“. მიუხედავად იმისა, რომ ბანკს განემარტა, რომ ბენეფიციარი არ წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს, არ გააჩნდა რუსეთში ბიზნეს ინტერესები, არ იყო სანქცირებული პირი და არც სხვა რაიმე ნიშნით შეიძლება მის მიერ საკუთარი თანხის განკარგვა შეფერხებულიყო უკრაინაში ომის გამო, დავალების შესრულებას მაინც 1 თვე დასჭირდა. თუმცა, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ამით პრობლემა კი არ ამოიწურა, არამედ კლიენტზე ზეწოლის ტალღა მხოლოდ ახლა იწყებოდა: უკვე 2022 წლის 11 აპრილის მოთხოვნის საპასუხოდ, რომ ტრასტს მოეხდინა გარკვეული თანხების გადარიცხვა, ტრასტმა ოთხჯერ: 13 აპრილს, 20 აპრილს, 5 მაისსა და 19 მაისს იდენტური კითხვები დაუსვა ბენეფიციარს მიუხედავად იმისა, რომ მან სრული, ამომწურავი ინფორმაცია პირველივე კითხვაზე საპასუხოდ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბენეფიციარი მიმართავდა ტრასტს, თუ რა იყო კლიენტისგან დამატებით საჭირო, რა ინფორმაცია, რა დოკუმენტი, რა ტიპის ხელმოწერა აკლდა დავალების მიმღებს და აფიქსირებდა, რომ იგი მზად იყო, მაქსიმალურად შეეწყო ხელი ტრასტისთვის თავისი ვალდებულების შესრულებაში, ტრასტი ჯიუტად სვამდა კითხვებს უკვე პასუხ-გაცემულ საკითხებზე. საბოლოოდ, 5 მაისს ტრასტის წარმომადგენელი დაპირდა კლიენტს, რომ იგი მოამზადებდა საჭირო დოკუმენტების პროექტებს და გადმოუგზავნიდა ბენეფიციარს ხელმოწერისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, თავისივე ნათქვამი თვითონ დაავიწყდათ და 2 კვირის განმავლობაში დოკუმენტების მოუწოდებლობის შემდეგ, 19 მაისს ისევ ძველი კითხვები გაახსენდათ და დოკუმენტების ნაცვლად ისევ კითხვები გამოგზავნეს. ტრასტის მიერ ბენეფიციარის მიმართ არსებული ვალდებულება დღესაც, 3 თვის შემდეგ, კვლავ უგულებელყოფილია, თუმცა კლიენტის უფლებათა დარღვევისთვის ახალი, აშკარა პოლიტიკური შეფერილობის საბაბი მოინახა. კერძოდ, 2022 წლის 5 ივლისს კლიენტმა მიიღო წერილი ბანკისგან, სადაც საუბარია ევროპული პარლამენტის იმ რეზოლუციაზე, რომლითაც მან მოუწოდა ევროპულ საბჭოს, განეხილა ბატონი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. საუბარია სასამართლოს იმ თანხმობაზე, რომლის მისაღებად პროცესის ინიცირება უკეთეს შემთხვევაში ამა წლის სექტემბერში თუ მოხდება, ხოლო მისი შედეგის დადგომა, ბანკის მეცადინეობით, ტრადიციულად, უსასრულოდ გაჭიანურდება. ბანკის ეს გზავნილი არის როგორც სამართლებრივ, ასევე, ფინანსური ინსტიტუტების პრაქტიკაში უპრეცედენტო, რომლის მსგავსი მოვლენა არათუ შვეიცარიის დონის, არამედ განვითარებადი სახელმწიფოებისთვისაც კი უცხო და შეუფერებელია. აშკარაა, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება და არად დაგიდევთ არათუ უშუალოდ ბანკის იმიჯს, არამედ ლახავს შვეიცარიული სახელმწიფოს ავტორიტეტსაც. მეტიც, რჩება განცდა, რომ ბანკის მმართველი რგოლი ამგვარ თავზეხელაღებულ, ბანკის რეპუტაციის დამანგრეველ მოქმედებებს შეგნებულადაც კი მიმართავს, რადგან ამგვარი მოქმედებები სხვა რაციონალური ან ლოგიკური არგუმენტით ვერ საბუთდება. ბანკი თავის გზავნილში ეყრდნობა მარტოოდენ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც, როგორც საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი, სარეკომენდაციო ხასიათისაა და არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. ბანკის მითითება აბსტრაქტულ „რეგულატორულ ვალდებულებებზე“ უადგილოა მით უმეტეს, რომ ბანკმაც და საზოგადოებამაც კარგად უწყის, რომ ევროკავშირის არცერთმა აღმასრულებელმა ორგანომ: არც ევროკომისიამ და არც ევროპულმა საბჭომ არ გაიზიარა სანქცირების შესახებ რეკომენდაცია. ის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ევროპარლამენტის რეზოლუციის გაგრძელებას და რომლითაც საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება მოხდა არის სწორედ აღნიშნულის დასტური, რადგან ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს პარლამენტის რეზოლუცია რომ გაეზიარებინათ სანქცირების ნაწილში, მაშინ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში მოხდებოდა მისი ასახვა, რაც, როგორც ცნობილია, არ მომხდარა. ამით, პრაქტიკულად, საკითხი ამოწურულია. მიუხედავად ამისა, ბანკი უბრუნდება ერთი თვის წინანდელ რეზოლუციას და მასზე, როგორც მოქმედ დოკუმენტზე ისე საუბრობს. საინტერესოა, თუ რამდენ ხანს აპირებს ბანკი გააკეთოს მითითება იმ დოკუმენტზე, რომელიც არ იქნა გაზიარებული ევროკავშირის რომელიმე აღმასრულებელი სტრუქტურის მიერ. აღსანიშნავია, რომ სულ რომც სანქცირებული იყოს ბატონი ივანიშვილი, ეს ტრასტის ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ არ აქრობს. პირიქით, ტრასტის მიზანი კლიენტის ინტერესების მომსახურებაა იმ პირობებშიც კი, როდესაც ბენეფიციარი რაიმე სამართლებრივ შეზღუდვას ექვემდებარება. სატრასტო სტრუქტურები ხომ სწორედ კლიენტთა აქტივებისა და ინტერესების დაცვის მიზნებისთვისაა შექმნილი, მათ შორის, ბენეფიციართათვის რთულ დროს. კლიენტისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს ბატონი ივანიშვილი. ამჯერად კი ბანკის ყოფილი კლიენტი, რომელსაც გულწრფელი სიმპატიები გააჩნია შვეიცარიული სახელმწიფოს მიმართ, ურჩევს და მოუწოდებს შვეიცარიელ კანონმდებლებსა და შვეიცარიულ მარეგულირებელ ორგანოებს, სასწრაფო რეაგირება მოახდინონ ბანკისა და მისი მენეჯმენტის მოქმედებებზე და მოაქციონ იგი სამართლებრივ და საფინანსო სექტორის ლოგიკის ჩარჩოებში და ეს გააკეთონ მანამ, სანამ ჯერ კიდევ ძალიან გვიანი არ არის. [ციტატის დასასრული] მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ეხება შვეიცარიულ სისტემურ ბანკს, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, ხოლო ადრესატებს წარმოადგენენ შვეიცარიელი კანონმდებლები და საბანკო მარეგულირებელი, არცერთმა წამყვანმა შვეიცარიულმა მედია საშუალებამ - არც გაზეთმა, არც ტელევიზიამ და არც რადიომ - არ ისურვა ზემოაღნიშნული შინაარსის შემცველი ტექსტის გამოქვეყნება ან სხვაგვარად გამოხმაურება. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ საუბარი არ არის ბ-ნი ივანიშვილის წარმომადგენელთა პოზიციის უპირობოდ გაზიარებასა და უცვლელად გამოქვეყნებაზე. საუბარია ჩვენს თხოვნასა და შეთავაზებაზე, მედიას თავადაც მოეკვლია საკითხი, დარწმუნებულიყო ჩვენ მიერ მითითებული ფაქტების უტყუარობაში, გადაემოწმებინა, თუნდაც, სამართლებრივი გამართულობა ბანკის პოზიციისა და, მოესმინა ბანკის დამოკიდებულება საკითხისადმი. შესაბამისად, სტატია თუ სიუჟეტი ყოველმხრივ, ობიექტურ მონაცემებს დაეფუძნებოდა. ჩვენი მხრივ, დაფიქსირებული გვქონდა და გვაქვს მზაობა, რომ ნებისმიერ შვეიცარიულ მედია საშუალებას მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია და მონაცემები. მიუხედავად ამ მზაობისა და მედია თავისუფლებისადმი სრული პატივისცემისა, ჩვენთვის საკვირველია, რომ არ მოიძებნა არცერთი შვეიცარიული მედია საშუალება, რომელიც შვეიცარიული საბანკო სისტემისა და სახელმწიფოსთვის ამ მნიშვნელოვან გზავნილებს გაახმოვანებდა მისთვის მისაღები ფორმით და სათანადო პროცედურების დაცვით. მედიის მხრიდან საკითხით დაუინტერესებლობას, ამავე თემის უმნიშვნელობას ან მეორეხაროსხოვნებას ვერ მივაწერთ, რადგან მსგავსი საკითხები შვეიცარიაში ყოველთვის მედია-ფოკუსშია. უფრო მეტიც, შვეიცარიული მედია ჩვენი ჩართულობითაც და თავადაც, ჩვენგან დამოუკიდებლად, ყოველთვის უყოყმანოდ აქვეყნებდა კრიტიკულ, ნეგატიური შინაარსის შემცველ სტატიებს შესაბამის ბანკთან დაკავშირებით. მოცემულობა შეიცვალა, როდესაც საუბარი შეეხო ბანკის მენეჯმენტის მიერ თვით-დაზიანების რეჟიმში ყოფნასა და ჩვენ მიერ გამოთქმულ ეჭვს - ხომ არ იყო ბანკის მოქმედებებში სხვა საფუძველი ან რაიმე ინტერესი. აქედან გამომდინარე, წარმოიშვება ლოგიკური დასკვნა, რომ ათზე მეტი გამომცემლობის, ტელევიზიისა და რადიოს მიერ უნისონში გამოთქმული ზრდილობიანი უარის მიღმა შეიძლება სხვა საფუძველი არსებობდეს, რაც მორიგი სამწუხარო, იმედგამაცრუებელი სიგნალი იქნებოდა შვეიცარიიდან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროკავშირის საბჭო უკრაინისთვის დახმარების მეხუთე ტრანშის გამოყოფას დაეთანხმა
ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით, სამხედრო დახმარების €500 მილიონიანი დახმარების შესახებ გამოაცხადა. საბჭო მშვიდობის ფონდის ფარგლებში დახმარების გამყოფას დაეთანხმა. „ევროპა აგრძელებს მშვიდობის უზრუნველყოფას და ჩვენი ფასეულობების დაცვას. მივესალმები ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკურ შეთანხმებას უკრაინისთვის მეხუთე ტრანშის გამოყოფის შესახებ. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო აღჭურვილობისთვის ევროკავშირის მხარდაჭერა ამჟამად 2.5 მილიარდი ევროს შეადგენს“, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი Twitter-ზე. მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს მეტი იარაღის მიწოდებას და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას სთხოვდა. რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხზე უკრაინელმა მინისტრმა ენერგეტიკული ემბარგოს, ნავთობის ფასზე ლიმიტისა და ყველა რუსული ტელეარხის აკრძალვას გაუსვა ხაზი. „მოვუწოდებ ევროკავშირის ქვეყნებს, უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირონ“, - წერდა დმიტრო კულება Twitter-ზე. ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა მაისში განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონით €2 მილიარდამდე გაზარდა. თანხა ევროპული მშვიდობის ფონდის ხაზით გამოიყოფა. „ევროკავშირმა გამოყო სულ 2 მილიარდი ევრო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მხარდასაჭერად. ეს მხარდაჭერა ევროპის ძალისხმევის მხოლოდ ერთი ნაწილია, რათა დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში. ჩვენ დახმარებას გავაგრძელებთ ბოლომდე“, - განაცახადა ბორელმა. ამ დახმარების წინა პაკეტები 2022 წლის 28 თებერვალს, 23 მაისს და 13 აპრილს შეთანხმდა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. დოკუმენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოაწერეს ხელი. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში 18 ივლისს ჩავიდა. „ევროკავშირი და აზერბაიჯანი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, გაზის მიწოდების გაზრდაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ. ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ათზე მეტი წლის წინ მოეწერა ხელი. ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიდა და დღესაც გრძელდება სამხრეთ გაზის დერეფნის ფარგლებში. ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას და სამხრეთ გაზის დერეფანი ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - წერს აზერბაიჯანული მედია. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.