ძებნის რეზულტატი:
მკვლელობისა და ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირების მოწყობის საქმეზე კაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ვ.ც. დააკავეს. მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურება.დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ივლისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ვალთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ნაცნობს - 1982 წელს დაბადებულ ბ.ა.-ს, რომელიც თავის კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.ვ.ც.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო. კერძოდ, გარდაცვლილი მძღოლი მგზავრის სავარძელზე გადაიყვანა, მისი ავტომანქანის საჭესთან თავად დაჯდა, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტომობილი ხევში გადააგდო, შემდეგ სალონში ცეცხლი გააჩინა და მიიმალა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და ვ.ც. ბრალდებულის სახით ჭიათურის მუნიციპალიტეტში დააკავეს.განზრახ მკვლელობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს
ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება Azernews. ევროკომისიამ ორშაბათს ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაორმაგების შესახებ 2027 წლისთვის, რაც გულისხმობს წელიწადში სულ მცირე 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას. აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს „დღეს, ამ ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმით, ჩვენ ვხსნით ახალ თავს ჩვენს ენერგეტიკულ თანამშრომლობაში აზერბაიჯანთან, რომელიც არის მთავარი პარტნიორი ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსეთის წიაღისეულ საწვავს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
ილჰამ ალიევი: ევროკავშირთან გაფორმებული დღევანდელი მემორანდუმი მომავლის საგზაო რუკაა
დღევანდელი მემორანდუმი, რომელიც ევროკავშირთან გაფორმდა, არის მომავლის საგზაო რუკა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს. ევროკომისიამ ორშაბათს ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაორმაგების შესახებ 2027 წლისთვის, რაც გულისხმობს წელიწადში სულ მცირე 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას. აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს „დღეს, ამ ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმით, ჩვენ ვხსნით ახალ თავს ჩვენს ენერგეტიკულ თანამშრომლობაში აზერბაიჯანთან, რომელიც არის მთავარი პარტნიორი ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსეთის წიაღისეულ საწვავს“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
დმიტრო კულება: უკრაინა ბელორუსთან დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტს, თუ მისი ჯარები საზღვარს გადმოკვეთენ
უკრაინა ბელორუსთან დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტს, თუ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვარს გადაკვეთენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. „ბელორუსი დანაშაულის თანამონაწილეა და ამ საკითხს არავინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა სრულმასშტაბიანი თავდასხმის დაწყებისთანავე გავწყვიტეთ. ეს ურთიერთობა ასევე შეწყდება ბელორუსთან, თუ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვარს გადმოკვეთენ“, - აღნიშნავს დმიტრო კულება. ცნობისათვის, მადრიდის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში ლიდერები აცხადებენ, რომ ბელორუსმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ თანამონაწილეობა ომში უნდა დაასრულოს. რაც შეეხება შეერთებული შტატების პოზიციას, როგორც ეუთოში აშშ-ის ელჩი მაიკლ კარპენტერი აცხადებდა, შეერთებულ შტატებს იმთავითვე, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჰქონდა შეკითხვები ბელორუსთან, თუმცა მინსკის გამუდმებით ცრუობდა. „ჩვენ ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრამდე მოვითხოვეთ ბელორუსისგან ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ რჩებოდნენ რუსული ჯარები ქვეყანაში სწავლების დასრულების შემდეგ, რომელშიც ისინი, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ. ჩვენ დავსვით კითხვები იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა მათი გამოყენება უკრაინაში შეჭრისთვის, და რა თქმა უნდა, ბელორუსის წარმომადგენლებმა აქ ეუთოში, უბრალოდ იცრუეს, არ ჰქონდათ არანაირი ახსნა, თუ რატომ იმყოფებოდნენ იქ რუსული ჯარები. მართლაც, ჩვენ დავინახეთ, რომ ბელორუსი გამოიყენებოდა, როგორც მოედანი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის და დღემდე ვხედავთ სარაკეტო დარტყმებს ბელორუსის ტერიტორიიდან. ასე რომ, ბელორუსი ამ ომში თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი და რუსული ძალები ერთ დღეს აგებენ პასუხს“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ტაშკენტის ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ გაავრცელა. ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა მთავრობის მეთაურს უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი, ვიცე-პრემიერი, ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი, უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფურკატ სიდიკოვი და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბდუშელიშვილი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. უზბეკეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
რა გავლენას მოახდენს თურქეთის მზარდი ინფლაცია საქართველოს ბაზარზე
თურქეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში წლიური ინფლაციის დონე თითქმის 79%-იან ნიშნულზეა, რაც გასული 20 წლის პიკური მაჩვენებელია. თურქული პროფესიული კავშირის „საჯარო მოხელეთა გაერთიანებული კონფედერაციის" ყოველთვიური კვლევა აჩვენებს, რომ რეალური წლიური ინფლაციის დონე 160% შეადგენს. ინფლაციის შეფასებისას ორგანიზაცია 64 ძირითადი პროდუქტისგან შემდგარ კალათას იყენებს, რაც თურქსტატის გამოთვლის მეთოდისგან განსხვავებულია. მიმდინარე, 2022 წელს, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, როგორც იმპორტი, ასევე, ექსპორტი 37%-ით გაიზარდა და 7 მილიარდამდე აშშ დოლარი შეადგინა, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კი, თურქეთი, ჩინეთი და რუსეთი არიან. რა გავლენა ექნება თურქეთის მზარდ ინფლაციას საქართველოს ბაზარზე? ბოლო პერიოდში ლარი მყარდება ლირასთან მიმართებით, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ თურქული პროდუქცია უნდა გაიაფდეს, - ამბობს Europetime-თან ISET-ის კვლევით ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, დავით კეშელავა. მისი თქმით, თურქეთში მაღალი ინფლაციაა, თუმცა ლირაც უფასურდებოდა ლართან მიმართებით. ამიტომ, ორი ვალუტის გაცვლითი კურსიც უნდა განვიხილოთ და მხოლოდ ფასების დონეს არ უნდა დავაკვირდეთ. „მეორე საკითხია, ინფლაციასთან საბრძოლველად რას აკეთებს თურქეთის ცენტრალური ბანკი, რომელსაც ცოტა არ იყოს, უცნაური პოლიტიკა აქვს შერჩეული. ნაცვლად იმისა, რომ გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა, გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები, რომ ინფლაციას ებრძოლოს, საპირისპირო ნაბიჯებს დგამს. რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთს ან არ ცვლის ან ამცირებს და ამით უფრო მაღალ ინფლაციას იწვევს. ამის პარალელურად, თან ლირაც უფასურდება და ამ გადაწყვეტილებით ქვეყნის ექსპორტის კონკურენტუნარიანობა იზრდება. შესაბამისად, თურქეთის სავაჭრო ბალანსი ექსპორტის ზრდისა და იმპორტის შემცირების ხარჯზე უმჯობესდება“, - ამბობს კეშელავა. ISET-ის კვლევით ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის პროგნოზით, თურქეთის ხელისუფლების მიზანია, ქვეყნის სავაჭრო ბალანსი პროფიციტში გადავიდეს, ანუ ექსპორტმა საბოლოო ჯამში იმპორტს გადააჭარბოს, რადგან ამ დროისთვის თურქეთი წმინდა იმპორტიორი ქვეყანაა. „რა არის ამ პოლიტიკას საბოლოო გავლენა? პირველ რიგში, თურქული პროდუქცია, რაც ქვეყანაში შემოდის, იაფდება. ასეთ დროს, უფრო კონკურენტული ხდება თურქული წარმოება. იმ პროდუქტების კატეგორიებში რაც თურქეთიდან შემოგვაქვს, თვითუზრუნველყოფა ძალიან მაღალი არ გვაქვს. ამიტომ, ადგილობრივ კომპანიებს კონკურენცია გაუჭირდებათ“, - აღნიშნავს კეშელავა. გარდა ამისა, საქართველო თურქეთთან ერთად ჩართულია ღირებულებათა ჯაჭვში, რაც კეშელავას შეფასებით, რიგი წარმოებისთვის დადებითი შედეგის მომტანია. „მაგალითად, თურქეთი ტექსტილის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. ქართული საწარმოები ბათუმში, თურქულ კომპანიებთან თანამშრომლობენ და კერავენ ტანსაცმელს. საბოლოო ჯამში, თურქული კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდა, ამ პოლიტიკის ხარჯზე ნიშნავს, რომ ამ სეგმენტში ჩვენი ექსპორტი გაიზრდება. შესაბამისად, ამ ფაბრიკებში წარმოება უნდა გაიზარდოს. ამ შემთხვევაში, თურქეთის მზარდ ინფლაციას საქართველოს ტექსტილის წარმოებაზე დადებითი გავლენა აქვს“. ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე, თურქეთში მზარდი ინფლაციის ფონზე, იმპორტირებული პროდუქციის გაძვირების რისკებსა და სავაჭრო დეფიციტის ზრდაზე Europetime-თან საუბრობს. „თურქეთი საქართველოსთვის 2006 წლის შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. თურქეთის მზარდი ინფლაცია იმას ნიშნავს, რომ იქაური პროდუქცია უფრო იაფად იქნება წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. საფრთხე არსებობს, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება სავაჭრო დეფიციტი თურქეთთან. ანუ მოხდება ვალუტის გადინება. ჩვენთან თუ არ მოხდა ლარის კურსის ცვლილება, თურქული იაფი საქონელი, პრიორიტეტი იქნება ქართულ ბაზარზე. ზოგადად, ბიზნესის სპეციფიკაა, როდესაც გაურკვევლობაა, ყოველთვის ცდილობს, შექმნას თავისი „უსაფრთხოების ბალიში“ და თავისი ინტერესები დაიცვას. თუ ამის საშუალებას საბაზრო კონიუნქტურა იძლევა, იმპორტიორი შეეცდება ფასების გაზრდას. რამდენი იქნება გაზრდილ ფასებში რისკის გაურკვევლობის ეფექტის წილი და რამდენი რეალურად ხარჯების ზრდის ეფექტი, ეს სხვა საკითხია. ბიზნესი ცდილობს, რომ ფასში ასახოს ფორს-მაჟორი და თუ ბაზარი ამის საშუალებას მისცემს, ამ ფაქტორს იყენებენ“. TOP-10 საექსპორტო ქვეყანას შორის საქართველოსთვის თურქეთი მეოთხე ადგილს - 9.2%-ით იკავებს. იანვარ-მაისში საქართველომ თურქეთში 194.6 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 46%-ით აღემატება. რაც შეეხება იმას თუ რა გავყიდეთ თურქეთში, TOP-5 საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია: ფეროშენადნობები - 35.4 მლნ დოლარი, 15 423 ტონა; ტრიკოტაჟის ნაწარმი - 34.5 მლნ დოლარი, 998 ტონა; ელექტროენერგია - 23.4 მლნ დოლარი; კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა - 19.3 მლნ დოლარი, 718 ტონა; შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი - 15.4 მლნ დოლარი, 30 704 ტონა; დანარჩენი საქონლის ექსპორტმა კი ჯამში 66.5 მლნ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, ამ შემთხვევაში, მეზობელი ქვეყანა მთლიან იმპორტში 17.2%-იანი წილით, საიმპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. თურქეთიდან შეძენილი საქონლის ღირებულება მიმდინარე წლის 5 თვეში 32.8%-ით გაიზარდა და 830 მლნ დოლარი შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, TOP-5 საიმპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია: მსუბუქი ავტომობილები - 38.1 მლნ დოლარი, 1 266 ცალი; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 26 მლნ დოლარი, 362 ტონა; მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 20 მლნ დოლარი, 1 101 ტონა; შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 18 მლნ დოლარი, 15 891 ტონა; შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - 17.8 მლნ დოლარი, 8 189 ტონა. დანარჩენი საქონლის იმპორტმა ჯამში, 709 მლნ დოლარი შეადგინა. კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი Europetime-თან ამბობს, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და იქ არსებული არასტაბილური ეკონომიკური გარემო ჩვენი ეკონომიკისთვის კარგი არ არის. „რას ნიშნავს ჩვენთვის მზარდი ინფლაცია თურქეთში? მათი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ძვირდება, რაც შესაძლოა რაღაც კუთხით ჩვენი შიდა წარმოებისთვის კარგიც იყოს. თუმცა მეორე მხრივ, ბევრი პროდუქტი შემოგვაქვს თურქეთიდან და მაღალი ფასები საბოლოო ჯამში, საქართველოს ბაზარზე ცუდად აისახება. ფასები საქართველოშიც იზრდება, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რაც თურქეთში, რადგან იქ ფასების ზრდას სხვა მიზეზები აქვს. ლარი რომ არ მყარდებოდეს, ინფლაცია უფრო მაღალი გვექნებოდა“, - აღნიშნავს სოსო ბერიკაშვილი. საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები სავარაუდოდ, 25-28%-ით გაძვირდება - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია
უკრაინა დსთ-ს ქვეყნების საბაჟო შეთანხმებიდან გადის
უმაღლესმა რადამ საბაჟო საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებიდან უკრაინის გასვლის შესახებ კანონი მიიღო. საქმე ეხება დოკუმეტს, რომელსაც ხელი მოწერა მოსკოვში, 1994 წლის 15 აპრილს და უმაღლესმა რადამ 1999 წელს მოახდინა რატიფიცირება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ხელშეკრულება აქტუალური იყო იმ პერიოდში საბაჟო სფეროში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის სახელშეკრულებო და სამართლებრივი ბაზის შექმნის აუცილებლობით. კერძოდ, საკითხი ეხებოდა შესაბამისი სახელმწიფოების საბაჟო ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ თანამშრომლობას, რაც მიზნად ისახავდა უკანონო ქმედებების აღმოჩენას და ერთობლივი ღონისძიებების გატარებას. „ამჟამად, შეთანხმებამ დაკარგა პრაქტიკული მნიშვნელობა უკრაინისთვის და ის აღარ გამოიყენება“, - განმარტავს უკრაინული მხარე.
სამხრეთის გაზის დერეფანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაციაში - ევროკომისარი
სამხრეთის გაზის დერეფანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის ბუნებრივი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციაში, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა. „ჩემი ვიზიტი ბაქოში პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ სფეროში ევროკავშირის თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. გასული თვეების განმავლობაში, ევროკავშირისთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთი და „გაზპრომი“ გამოიყენებდნენ ენერგომომარაგებას, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტს. ამიტომ, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა ფოკუსირება მოვახდინოთ სანდო საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებზე“, - განაცხადა კადრი სიმსონმა. მანვე დაამატა, რომ აზერბაიჯანთან ერთად, ევროკავშირი ასევე ეძებს სხვა პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, სადაც ხედავს არამხოლოდ გაზის მიწოდების პოტენციალს, არამედ გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის წყალბადისა და განახლებადი ენერგიის საკითხებში. შეგახსენებთ, აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. „დღეს, ამ ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმით, ჩვენ ვხსნით ახალ თავს ჩვენს ენერგეტიკულ თანამშრომლობაში აზერბაიჯანთან, რომელიც არის მთავარი პარტნიორი ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსეთის წიაღისეულ საწვავს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.
უკრაინის პირველი ლედი აშშ-ს კონგრესს მიმართავს
ამერიკის შეერთებული შტატების ზედა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისი ოფისის ცნობით, უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა კონგრესს მიმართავს. ამერიკელი კანონმდებლები უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლეს 20 ივლისს, ვაშინგტონის დროით დილის 11:00 საათზე მოუსმენენ.
ესპანეთის აეროპორტში კაცს, დაახლოებით 500 000 ევროს ღირებულების პიკასოს ესკიზი ჩამოართვეს
ესპანეთის საბაჟო პოლიციამ იბიცას აეროპორტში კაცს, 450 000 ევროზე მეტი ღირებულების პაბლო პიკასოს ესკიზი ჩამოართვა, რადგან გადამზიდველმა ვერ დაადასტურა, რომ ეს ნახატი მისი საკუთრებაა. შემთხვევა 5 ივლისს მოხდა, თუმცა ესპანელმა მებაჟეებმა ამის შესახებ, მხოლოდ 18 ივლისს განაცხადეს. შვეიცარიელმა სამართალდამცავებმა ესპანეთის საბაჟოს აცნობეს მგზავრის შესახებ, რომელსაც ნახატი „საეჭვო პირობებში“ გადაჰქონდა. ციურიხიდან იბიცაში დასასვენებლად ჩასულ კაცს პიკასოს ესკიზი სახელად Trois personnages („სამი პერსონაჟი“) აღმოაჩნდა. მან განაცხადა, რომ ეს იყო ნამუშევრის ასლი და მისი სიტყვების დასადასტურებლად 1500 ევროს ღირებულების ქვითარი წარმოადგინა. მაგრამ მგზავრის ჩემოდანში ციურიხის სამხატვრო გალერეიდან კიდევ ერთი 454000 ევროს ქვითარი აღმოაჩინეს. წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ესკიზი არის ორიგინალი, ხოლო დამალულ ქვითარზე მითითებული ღირებულება საბაზრო ღირებულებას ემთხვევა. ახლა ესკიზი უფრო საფუძვლიანი ანალიზისთვის ხელოვნების ისტორიკოსებს გადაეცემათ. მგზავრს კი, სავარაუდოდ, ბრალად ხელოვნების ნიმუშების კონტრაბანდასა და საზღვრის გადაკვეთისას ღირებული ნივთის შესახებ ინფორმაციას დამალვას წაუყენებენ.
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მომავალი ლიდერის კენჭისყრის მესამე ტური, ოთხმა პრეტენდენტმა გადალახა
დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მომავალი ლიდერის კენჭისყრის მესამე ტურის შედეგების მიხედვით, არჩევნების ბოლო ტურში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი მიიღებს. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევამდე კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება 1922 წლის საპროცესო კომიტეტის ხელმძღვანელის, სერ გრეჰემ ბრედის თქმით, კენჭისყრაში კონსერვატიული პარტიის 387 დეპუტატმა ხმა მისცა შესაძლო 388-დან. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, არჩევნების შემდეგ ტურში გადავიდნენ: თანასწორობისა და ადგილობრივი ხელისუფლების ყოფილი მინისტრი კამი ბადენოჩი (58 ხმა); სავაჭრო პოლიტიკის უმცროსი მინისტრი პენი მორდაუნტი (82); ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი (115); საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი (71). თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა შერჩეული კომიტეტის თავმჯდომარემ ტომ ტუგენდატმა ყველაზე ნაკლები - 31 ხმა მიიღო და რბოლას გამოეთიშა. კენჭისყრის მეოთხე ტური სამშაბათს 17:00 საათზე გაიმართება. რომლის დროსაც ორი ფინალისტი შეირჩევა. ხუთშაბათს, ბრიტანეთის პარლამენტი შესვენებას აცხადებს. ამ დროის განმავლობაში, კონსერვატიული პარტიის წევრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ფოსტით კენჭს უყრიან ახალი ლიდერის არჩევას. შედეგი 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებში, ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, მონაწილეობაზე უარი თქვა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ 7 ივლისს განაცხადა.
ავსტრია ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს, მაგრამ თავდაცვის ხარჯებს გაზრდის - კარლ ნეჰამერი
ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიატოვებს ნეიტრალიტეტის პოლიტიკას, მაგრამ უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით თავდაცვის ხარჯებს გაზრდის. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ედუარდ გეგერის ვენაში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ნეჰამერს ჰკითხეს, გადახედავს თუ არა ავსტრია თავისი ნეიტრალიტეტის საკითხს. ამაზე ავსტრიის კანცლერმა უპასუხა, რომ შვედეთისა და ფინეთისგან განსხვავებით, ავსტრიაში NATO-ში შესაძლო შესვლის შესახებ „არავითარი საუბარი“ არ მიმდინარეობს. მან განმარტა, რომ ვენა ჩართულია ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში და ასევე გეგმავს ინვესტიციების გაზრდას თავდაცვის სფეროში. მანამდე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე შალენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა შვედეთისა და ფინეთის შემდეგ NATO-ში გაწევრიანებას არ განიხილავს და ნეიტრალურ სტატუსზე უარის თქმისთვის მიზეზს ვერ ხედავს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.
პოლონეთი თავდაცვისთვის მშპ-ს 5%-მდე დახარჯავს
პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის თქმით, ქვეყანა თავდაცვის ხარჯების გაორმაგებას გეგმავს. მისი თქმით, პოლონეთის თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2,4%-დან 3%-მდე და შემდგომში მშპ-ს 5%-მდე გაზრდა იგეგმება. ცენტრალური პოლონეთის ქალაქ პლოკში გამართულ პარტიულ მიტინგზე კაჩინსკიმ თქვა, რომ ქვეყანა აპირებს გააგრძელოს თავდაცვის ხარჯების გაზრდა. „იმისათვის, რომ რუსეთი არ დაგვესხას, ჩვენ გვჭირდება ძლიერი არმია შეკავებისთვის”, - აღნიშნა კაჩინსკიმ. მან არ დააკონკრეტა, როდის დახარჯავს პოლონეთი მშპ-ს 5%-ს თავდაცვაზე, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ აჩვენა, რომ გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ რუსეთი კონტრშეტევას არ დაიწყებს, „ამიტომ ევროპის უსაფრთხოება ძალიან სერიოზულად უნდა იყოს დაცული“. „სამშობლოს დაცვის შესახებ“ ახალი კანონის თანახმად, მომავალ წელს პოლონეთმა თავდაცვაზე მშპ-ს 3% უნდა დახარჯოს. თუ სხვა მოკავშირეები არ გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს, პოლონეთი NATO-ს წევრებს შორის თავდაცვის ხარჯების მონაცემებით ლიდერი გახდება. ახლა ამ მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს შეერთებული შტატები, რომელიც, თავად ალიანსის მონაცემებით, ჯარზე მშპ-ს თითქმის 3,5%-ს ხარჯავს.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების უნებართვო კონსტრუქციები აიღეს
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრისა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ტერიტორია გასუფთავდა ცაბაძის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, წინამძღვრიშვილის ქუჩებზე, ასევე, წერეთლისა და თამარ მეფის გამზირების ნაწილზე. ტერიტორია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს, რის შემდეგაც ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა. „მუნიციპალურმა ინსპექციამ მოვაჭრეები წინასწარ რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ. გარემოვაჭრეებს საშუალება ექნებათ, ახლომდებარე ბაზრობებზე სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ. ისინი სპეციალური საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ“, – აცხადებენ მერიაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა 500-დან 1 300 ლარამდე ჯარიმით ისჯება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა 500-დან 1 300 ლარამდე ჯარიმით ისჯება. უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვის მავნე პრაქტიკა, რომელსაც სამწუხაროდ, ფერმერები დღემდე იყენებენ, საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას; იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას; ფერმერებისგან გაჩენილი ხელოვნური ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, იწვევს გაუდაბნოებას. შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით აკრძალული ქმედებაა. სამართალდარღვევა, გარემოებებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს 500-დან 1300-ლარამდე ჯარიმას, რასაც გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები მკაცრად გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც მსგავსი ქმედების ჩადენის რისკი არსებობს. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. სტატისტიკის მიხედვით, გარკვეული ფერმერების უპასუხისმგებლო ქმედებით, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრით, ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა გადამწვარი და რამდენიმე ათეული კილომეტრი ქარსაფარი ზოლია განადგურებული“,-აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისში, ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა
თბილისში, ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შვილმა დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი კაცი კი მოკლა. ამასთან, დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. პირი, რომელმაც სავარაუდოდ, აღნიშნული დანაშული ჩაიდინა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ ეტაპზე სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. Europetime დამატებით ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არკვევს.
ოლენა ზელენსკა ვაშინგტონში ენტონი ბლინკენს შეხვდა
უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ვაშინგტონში შეხვდა. უკრაინის პირველი ლედი აშშ-ს კონგრესს მიმართავს „უკვე შევხვდი სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს. მისი პოზიციაა, ვციტირებ - „სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე პუტინი", უცვლელი რჩება“ - წერს ოლენა ზელენსკა Facebook-ზე. უკრაინის პირველი ლედის ინფორმაციით, ის აშშ-ში პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის მიწვევით იმყოფება. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ოლენა ზელენსკა 20 ივლისს აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: უკრაინაში სიტუაცია რთული, მაგრამ სრულად კონტროლირებადია
"უკრაინამ ბრძოლის ველზე სიტუაციის სტაბილიზება მოახერხა", - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ მარკ მილისთან საუბარში განაცხადა. „ჩვენ მოვახერხეთ სიტუაციის სტაბილიზება. სიტუაცია რთული, დაძაბული, მაგრამ სრულად კონტროლირებადია", - განაცხადა ზალუჟნიმ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ირლანდიის დედაქალაქში რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა დაფიქსირდა
ირლანდიაში, ივლისში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა უკვე მეორედ დაფიქსირდა. ამის შესახებ The Irish Times-ი წერს. ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან. დაიღუპა ერთი ადამიანი Met Office-მა ორშაბათს დუბლინში მდებარე მეტეოროლოგიურ სადგურზე წინასწარი მონაცემები +33 გრადუსი გამოაცხადა. ირლანდიის მეტეოროლოგიური მონაცემების ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა უფრო თბილი ტემპერატურა, რომელიც მხოლოდ 0,3 გრადუსით მეტი იყო. ეს ფაქტი საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1887 წლის ივნისში მოხდა. „ეს არის რეალურად ივლისის ყველაზე მაღალი რეკორდი, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. დღეს ტემპერატურა ყველაზე მაღალია მე-20 და 21-ე საუკუნეებში, მაგრამ მე-19 საუკუნეში კილკენში ჰაერის ტემპერატურა 33,3 გრადუსს გაუტოლდა, - განაცხადა მეტეოროლოგმა ლიზ გევინმა. დუბლინში ივლისში ჰაერის ტემპერატურა 18-დან 20 გრადუსამდეა. „ის, რასაც ჩვენ ვხედავთ აქ, ირლანდიაში, არის ექსტრემალური მზარდი, ტემპერატურის მატების უფრო დიდი სურათის ნაწილი და, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ამას კლიმატური ცვლილებები იწვევს“, - თქვა პროფესორმა ჯონ სვინიმ, რომელიც მაინუთის უნივერსიტეტის კლიმატოლოგია. შეგახსენებთ, რომ ესპანეთში, პორტუგალიაში და საფრანგეთში ტყის მრავალრიცხოვან ხანძრებს ებრძვიან, რომლის შედეგადაც ათასობით ჰექტარი ტერიტორია განადგურდა. საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი
ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სფეროში არსებულ ურთიერთობებზე. აქვე, ხაზი გაესვა უზბეკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. საუბრისას აღინიშნა, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადები, ასევე, ეკონომიკური მიმართულებით საქართველოსა და უზბეკეთს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ვითარდება. ხაზი გაესვა, რომ უზბეკეთისთვის საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დერეფანია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის ლოგისტიკური ცენტრის როლის გასაძლიერებლად საქართველო მონაწილეობს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის და შავი ზღვა – კასპიის ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის პროექტებში. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ 2021 წელს ორმხრივი ვაჭრობის ბრუნვა 18.5%-ით გაიზარდა და 115 000 მლნ დოლარამდე შეადგინა. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია უზბეკეთის ბაზრებზე, მათ შორის, ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლების საექსპორტო მოცულობების შემდგომი გაზრდით. მხარეებმა იმსჯელეს ერთობლივი საწარმოების შექმნაზე. ასევე, განიხილეს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პორტების გამოყენების შესაძლებლობა უზბეკეთისთვის, რათა მისი პროდუქცია ევროპის ბაზარზე მოხვდეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და უზბეკეთს ისტორიულად ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. „ჩემთვის დიდი პატივია უზბეკეთში ყოფნა. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი და, პირველ რიგში, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს ასეთი თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის. ჩვენ, საქართველოს და უზბეკეთს, ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ვიზიტის მიზანია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაძლიეროთ და სხვა დონეზე ავიყვანოთ. ბატონო პრემიერ-მინისტრო, გუშინ ჩვენ ვიმსჯელეთ ძალიან ბევრ საკითხზე, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი და მე დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები. საქართველო და ქართველი ხალხი თქვენი მეგობარია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გელით თბილისში“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა. აბდულა არიპოვმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის უზბეკეთში ვიზიტი მნიშვნელოვანი მოვლენაა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებში. „ბატონო ირაკლი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ქვეყანაში, ძვირფასო მეგობრებო, სტუმრებო, გულწრფელად მოხარული ვართ, მოგესალმოთ თქვენ და ქართულ დელეგაციას სტუმართმოყვარე უზბეკეთში. უზბეკეთში თქვენ კარგად გიცნობენ როგორც გამოცდილ და ენერგიულ ლიდერს. თქვენი ხელმძღვანელობით მიიღება ეფექტიანი ზომები ეროვნული ეკონომიკის განსავითარებლად. ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია უზბეკეთში და, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა უზბეკეთ-საქართველოს ურთიერთობებში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უზბეკეთში. გაუმარჯოს უზბეკეთისა და საქართველოს მეგობრობას“, – აღნიშნა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა.