ძებნის რეზულტატი:
რომან ფიფია „დინამო თბილისს“ ყიდის
„დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ კლუბის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო და ამ საკითხზე სპეციალურ განცახდებას ავრცელებს. მისი თქმით „დინამო თბილისის“ გასხვისებაზე მოლაპარაკება რამდენიმე ინვესტორთან მიმდინარეობს. "დინამო თბილისის გასხვისების შესახებ ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ დავფიქრებულვარ და ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვარ. ეს კლუბი, მისი შეძენის პირველივე წუთიდან ჩემთვის ძვირფასი და მთავარი ზრუნვის ობიექტია, სწორედ დინამო თბილისის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება კლუბის განვითარებისთვის აუცილებელია.გულშემატკივრის, მედიის, ვეტერანი ფეხბურთელებისა თუ სხვა ჯგუფების მხრიდან დინამო თბილისის მიმართ ინტერესიც, სიყვარულიც, კრიტიკაც და მოლოდინიც ყოველთვის განსაკუთრებულია, დღევანდელი მოცემულობით კი იმ მიზნების მისაღწევად, რაც დინამო თბილისს, მის ისტორიას და გულშემატკივარს შეეფერება, ამ ეტაპზე, ჩემი პირადი ფინანსური რესურსი კლუბის სამართავად არასაკმარისად მიმაჩნია.მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებებისა, რომელიც დინამო თბილისის გულშემატკივარმა სხვადასხვა პერიოდში იგემა, პირადი ინტერესი კლუბის ინტერესზე წინ არასდროს დამიყენებია და ვფიქრობ, ეს ნაბიჯიც ამ სიტყვების კიდევ ერთი დასტურია.ამჟამად მოლაპარაკების პროცესში ვარ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დინამო თბილისის შეძენით ან კლუბში შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებით. ამასთანავე, მინდა ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შესახებ გამცნოთ - გასხვისების პარალელურად მზად ვარ განვიხილო დინამო თბილისის სააქციო საზოგადოების ფორმით მართვა, სადაც კლუბის აქტივების მფლობელები იქნებიან დაინტერესებული ადამიანები სხვადასხვა ბიზნეს თუ სოციალური წრეებიდან, განსაკუთრებული მნიშვნელობა კი თბილისელების ჩართულობას ექნება, ვინაიდან დინამო თბილისი იყო, არის და იქნება დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო და მისი თილისმა.დეტალურად, ამ გადაწყვეტილებისა და სხვა საკითხების შესახებ, გულშემატკივარი და ყველა დაინტერესებული მხარე, დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიიღებს,"- ნათქვამია განცხადებაში. „დინამო თბილისის“ მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საფეხბურთო კლუბის აქტივები 13.9 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან, ფინასური ანგარიშის მიხედვით, კლუბის ვალდებულებები 16.5 მილიონი ლარია.
უკრაინა დავით იაკობაშვილის „პეტროკასის“ სანქცირებაზე მუშაობას იწყებს
უკრაინულ პლატფორმის „ომი და სანქციების“ ბაზაში კომპანია „პეტროკასი“ და მისი მფლობელი, დავით იაკობაშვილი დაემატა. სანქციების ბაზაში დამატება ნიშნავს, რომ უკრაინა კომპანიისა და მისი მფლობელისთვის სანქციების დაწესებაზე მუშაობას იწყებს. ამ დროისთვის დავით იაკობაშვილის ბიზნესზე უკრაინის სანქციები არ ვრცელდება. პლატფორმა „ომი და სანქციები“ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული ბიუროს მხარდაჭერით შეიქმნა. 2022 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულმა ნავთობპროდუქტების გიგანტმა კომპანია „როსნეფტმა“ კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია Petrocas Energy Group-ში 49%-იანი წილი გაყიდა. ეს უკანასკნელი საქართველოში ფლობს Gulf-ის ბენზინგასამართი სადგურების ქსელს და მართავს ფოთის ნავთობტერმინალს. ტრანზაქცია 23 მაისს დასრულდა და Petrocas Energy Group-მა განაცხადა, რომ აქციები მის დამფუძნებელ მმართველ პარტნიორსა და აღმასრულებელ დირექტორს, ივანე ნაკაიძეს ერგო. კომპანიაში აქციების უმრავლესობას ქართული წარმოშობის რუსი მაგნატი, დავით იაკობაშვილი ფლობს. მას შემდეგ, რაც 11 მაისს გაფორმებული გარიგება დასრულდა, თანამდებობიდან Petrocas Energy Group-ში „როსნეფტის“ ორი წარმომადგენელიც გადადგა. წილებიდან „როსნეფტის“ გასვლა რუსეთის სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული ნავთობის სექტორში მზარდი სირთულეების ფონზე მოხდა, რაც რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულმა სანქციებმა განაპირობა. „როსნეფტმა“ აქციების 49%-იანი წილი 2014 წელს შეიძინა. Petrocas Energy Group-მა საქართველოში კომპანია Gulf Georgia 2010 წლის ნოემბერში, მას შემდეგ დააფუძნა, რაც Gulf Oil International-ისგან ოპერირების ლიცენზია მიიღო. Gulf Georgia საქართველოში 150-მდე სადგურს ფლობს, მათ შორის 43-ს თბილისში. პარალელურად, კვიპროსში მდებარე კომპანიამ ფოთის ტერმინალის მართვაში 2011 წლიდან გამოჩნდა. Petrocas Energy Group ლოჯისტიკის, საავიაციო საწვავის შევსებისა და გადაზიდვის ოპერაციებს ევროპაში კასპიის ზღვიდან შავი ზღვის დერეფნების გავლით ახორციელებს. რუსული Forbes 2021 წლის მონაცემებით, რუსეთის 200 უმდიდრეს ადამიანს შორის 173-ე ადგილზე იყო, მისი ქონება კი $700 მილიონს შეადგენდა.
კელი დეგნანი: ნებისმიერი განაცხადი ჩემ მიმართ, არ აღიქმება პერსონალურად ჩემ მიმართ განაცხადად. მე წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს, ამერიკის პრეზიდენტს
აშშ ძალიან კარგად არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, რადგან საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ჩვენ ვართ აქ იმიტომ, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის მისწრაფებას, გახდეს ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი, რაც შეეხება ვაშინგტონს და იმ განცხადებას, რომელიც თქვენ ახსენეთ, რა თქმა უნდა, ვაშინგტონი კარგად არის ინფორმირებული და ყურადღებით ადევნებს თვალს აქ მიმდინარე მოვლენებს, რადგან საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ზრუნავს ქვეყანაზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ 30 წლის განმავლობაში და გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ნედ პრაისი: ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს მედია დამატებით დაინტერსდა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებაზე ელჩის პოზიციით. „როგორც მან თქვა, პარტნიორები ასე არ ურთიერთობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვარ დიპლომატი, წარმოვადგენ ამერიკას და ნებისმიერი განაცხადი ჩემ მიმართ, არ აღიქმება პერსონალურად ჩემ მიმართ განაცხადად. მე წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს, ამერიკის პრეზიდენტს და რაც ბატონმა პრაისმა თქვა, აბსოლუტური სიმართლეა, ჩვენ მეტი პატივისცემით უნდა მოვეპყროთ ერთმანეთს, როგორც პარტნიორები და ეს უნდა იყოს პრიორიტეტი. როდესაც ვრცელდება სპეკულაციები, ჭორები და ასე შემდეგ, ძალიან დამაბნეველია საქართველოს მოსახლეობისთვის და ეს არ უწყობს ხელს დიალოგს“, - უპასუხა ელჩმა დეგნანმა ჟურნალისტებს. კელი დეგნანი: საქართველოსთან ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაქვს, როგორც ყველა კარგი მეგობარი, ზოგჯერ არ ვეთანხმებით ერთმანეთს ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 8 ივლისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“. საპასუხოდ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის წერილი „სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით“. „კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა“, - განაცხადა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა უკვე 19 ივლისს. კელი დეგნანს მიხეილ ყაველაშვილის ამ განცხადებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს შეკითხვა „არ შემიძლია, დავადასტურო ვიღაცის ჭორები, რადგან არ ვიცი, რაზე საუბრობს ის“, - აღნიშნა ელჩმა. „კითხვა დაისვა მიშა ყაველაშვილის მხრიდან და აქაც ველოდი მკაფიო პასუხს. ანუ, ძალიან მარტივი კითხვაა ხომ – ან შედგა შეხვედრა, ან არ შედგა. მე არ ვიცი და ამიტომ საინტერესო იყო ელჩისგან პასუხის მოსმენა ამასთან დაკავშირებით. მას უნდა ეთქვა, რომ ან შედგა ან არ შედგა და საზოგადოება ამას გაიგებდა, თუმცა გაუგებარი პასუხი მივიღეთ. თან ითქვა, რომ ჭორაობაა, თან ის, რომ პასუხს არ გასცემს. ანუ, თან არც უარყო და თან ჭორაობა უწოდა თვითონ საუბარს ამ თემასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვს მიშა ყაველაშვილს, თუმცა კითხვა დაისვა და კითხვაზე საჭიროა პასუხი. ელჩს არ უთქვამს, შეხვდა თუ არ შეხვდა, რაც ცუდია, რადგან როდესაც საჯაროდ ისმება ასეთი კითხვები, ჩვენ არ ვიყავით მომხრე, საჯარო კითხვები დასმულიყო ასეთ თემებთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც საჯაროდ ისმება ასეთი კითხვა, ბუნებრივია, ამაზე საჭიროა საჯაროდ მკაფიოდ პასუხის გაცემა, იყო ასეთი შეხვედრა, თუ არ იყო შეხვედრა, თუმცა ამაზე პასუხი საზოგადოებამ ვერ მიიღო“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს. 20 ივლისს, თბილისის დროით, გვიან ღამით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გააკეთა. ნედ პრაისის განცხადებით, დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან.
კელი დეგნანი: შოკირებული ვიყავი ელჩი ჰარცელის მისამართით კომენტარების მოსმენისას
„შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მისი კოლეგის კარლ ჰარცელის მისამართით, მმართველი პარტიიდს ლიდერის განცხადების შეფასებისას განუცხადა. კელი დეგნანის შეფასებით, ეს განცხადება უპატივცემულობა იყო იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ამდენი იმუშავა საქართველოს ევროპული მომავლისთვის.„შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით. ისეთი უპატივცემულობაა ამის თქმა ადამიანის მიმართ, რომელიც ასეთ მძიმე სამუშაოს ასრულებდა 4 წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის. რთული წარმოსადგენია ვინმე, ვინც მეტი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად მის ევროპულ გზაზე აქ მუშაობის პერიოდში. მე სრულად ვუჭერ მხარს მის მიერ გაწეულ რთულ სამუშაოს, რისი საშუალებითაც ის ცდილობდა საქართველოს დახმარებას. ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და აღიაროს ელჩის მიერ შესრულებული ძალიან კარგი სამუშაო საქართველოში. მან შესანიშნავი გზავნილი დაუტოვა საქართველოს მოსახლეობას და აღწერა თუ რამდენად სასიამოვნო იყო მისთვის საქართველოში ყოფნა“, - განაცხადა კელი დეგნანმა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.
ფონიჭალაში დაჭრისა და მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების ოპერატიული მთავარი სამმართველოსა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ვ. დაკავებულია გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჯ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. „გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ვ.-მ მიმდინარე წლის 19 ივლისს ფონიჭალის დასახლებაში დედა – 1983 წელს დაბადებული ლ.გ. და მისი ნაცნობი მამაკაცი – 1968 წელს დაბადებული რ. მ. დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, რ.მ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ლ.გ.-ს შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.ვ. მომხდარიდან მალევე მივიდა თავის მეგობარ გ.ჯ.-სთან და ჩადენილი დანაშაულის შესახებ უამბო, თუმცა მან აღნიშნული ფაქტი პოლიციას არ შეატყობინა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ პუნქტით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „ლ“ პუნქტებით, ასევე, სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გენდერის ნიშნით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას, აგრეთვე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
კელი დეგნანი: საკმაოდ დიდი ხანია, არ მქონია შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან
„საკმაოდ დიდი ხანია, არ მქონია შეხვედრა ბატონ ივანიშვილთან და როდესაც გვქონია მანამდე შეხვედრები, მე ყოველთვის გამოვხატავდი სრულ მხარდაჭერას ქართველი ხალხის და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნაალისტებს განუცხადა, როდესაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან შეხვედრის შესახებ კვლავ ჰკითხეს. ნედ პრაისი: ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს „საკმაოდ დიდი ხანია, არ მქონია შეხვედრა ბატონ ივანიშვილთან და როდესაც გვქონია მანამდე შეხვედრები, მე ყოველთვის გამოვხატავდი სრულ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ჩვენს მზაობას, დავეხმაროთ საქართველოს ამ მიმართულებით. არცერთი შეხვედრა არ ყოფილა ისეთი ტიპის, რომ რაიმე მომეთხოვოს ან დამეშანტაჟებინოს. ასეთი რამ არ ყოფილა. ამ ადამიანს, რომელიც ამაზე საუბრობს, პირადად არ ვიცნობ და არ ვიცი, რატომ საუბრობს ამას, რადგან არცერთ ასეთ შეხვედრას არ დასწრებია“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. აშშ-ის ელჩი მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაზე: არ შემიძლია, დავადასტურო ვიღაცის ჭორები, რადგან არ ვიცი, რაზე საუბრობს ის „კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა“, - განაცხადა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 19 ივლისს. ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 8 ივლისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“.
კელი დეგნანი: აშშ-ის საელჩოში არავინაა ისეთი, ვინც ცდილობს ზეწოლის მოხდენას რომელიმე მოსამართლეზე
„ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ვინმეს სანქცირებისთვის, ან დასჯისთვის. ჩვენი პროგრამები ღიაა მოსამართლეებისთვის, პროკურორებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, ისარგებლონ ამერიკელ კოლეგებთან, სასამართლო ექსპერტებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლით, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით ჰკითხეს. „სასამართლო სისტემის წარმომადგენლებთან ჩვენი მუშაობა ორიენტირებულია დავეხმაროთ საქართველოს, განავითაროს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა. იმისთვის, რომ გამოტანილი გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს კანონს, წარდგენილ მტკიცებულებებს და ამ გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად ხდებოდეს. სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ აქ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ზეწოლა არ მოდის აშშ-ის საელჩოსგან. ამერიკის ელჩი: ნებისმიერი განცხადება, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, უბრალოდ, არ შეესაბამება სიმართლეს მოხარული ვარ, რომ მქონდა მოსამართლეებთან შეხვედრის პატივი და ამ შეხვედრებზე განვიხილეთ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც აშშ-ს საქართველოსთან აქვს და ეხმარება საქართველოს, რომ ჰქონდეს უფრო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა და ეს არის ძალიან წარმატებული თანამშრომლობა. აშშ-ის საელჩოში არავინ არის ისეთი, ვინც ცდილობს ზეწოლისა და გავლენის მოხდენას რომელიმე მოსამართლეზე ან გავლენის მოხდენას რომელიმე საქმეზე გადაწყვეტილებზე. სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ხაზს უსვამს ისეთი მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების გამოტანის უნარს, რომლებიც კანონსა და წარდგენილ მტკიცებულებებს ეფუძნება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ბრიტანეთი უკრაინას ათობით ჰაუბიცას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, დრონებსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის
ბრიტანეთი უახლოეს კვირაში უკრაინას ათობით არტილერიის დანადგარს, ასამდე უპილოტო საფრენ აპარატს და 1600 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მიაწვდის. ამის შესახებ უკრაინული მედია, ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს. დმიტრო კულება: ბორის ჯონსონის გადადგომა არ შეცვლის ბრიტანეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ როგორც აღინიშნა, ახალი აღჭურვილობის მიწოდება მნიშვნელოვნად გაზრდის ბრიტანეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბორის ჯონსონის ბოლო გამოსვლა პარლამენტში: მხარი დაუჭირეთ უკრაინას ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ევროკავშირი კარლ ჰარცელს მხარდაჭერას უცხადებს
ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს კარლ ჰარცელს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოებისთვის. ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერი პიტერ სტანო Twitter-ზე წერს. კელი დეგნანი: შოკირებული ვიყავი ელჩი ჰარცელის მისამართით კომენტარების მოსმენისას „საქართველო: ევროკავშირის დღის წესრიგით გათვალისიწინებული რეფორმების განხორციელება ადგილობრივი პოლიტიკოსების ამოცანაა, საკუთარი შეუსრულებელი ამბიციების გამო სხვების დადანაშაულება მხოლოდ ადასტურებს მეტი დროის საჭიროებას იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი და ეს რეფორმები საშინაო დავალებაა. ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს კარლ ჰარცელს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოებისთვის", - წერს პიტერ სტანო. ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
ევროკავშირის ქვეყნებმა სანქციების ახალი პაკეტი შეათანხმეს, რომელშიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღდვები შევიდა. მათ შორის აიკრძალა რუსული ოქროს იმპორტი. ამის შესახებ Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაწერა. ევროკავშირმა რუსეთიდან ოქროსა და საიუველირო ნაწარმის იმპორტი აკრძალა „ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გამოიჩინეს ძალისხმევა და კრემლის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები გაახანგრძლივეს. ეს მოსკოვს უგზავნის ძლიერ სიგნალს, რომ ჩვენ განვაგრძობთ მაღალ ზეწოლად, იქამდე ვიდრე ეს საჭირო იქნება“, - წერს სოციალურ ქსელში ევროკომისიის პრეზიდენტი. ევროკავშირი „სბერბანკის“ წინააღმდეგ სანქციების გაფართოების ინიციატივით გამოდის - Bloomberg ახალი პაკეტი რამდენიმე რუსი მაღალჩინოსნის და ორგანიზაციის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს. ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება ყველას, ვინც სანქცირებას დაექვემდებარა. ამასთან ევროკავშირის ქვეყნებმა „სბერბანკის“ აქტივების გაყინვის გადაწყვეტილებაც მიიღეს, რომელიც მანამდე SWIFT სისტემიდან გაითიშა. ევროკავშირის ახალი სანქციები სრულად თავსებადია G7-ის ქვეყნების გადაწყვეტილებასთან, რომლებიც მანამდე რუსული ოქროს ემბარგოზე შეთანხმდნენ.
კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ფოთისა და მესტიის მღვდელმთავრებს შეხვდა
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ფოთისა და მესტიის მღვდელმთავრებს შეხვდა. "საქართველო და შეერთებული შტატები იზიარებენ რწმენის ძლიერ ტრადიციას, რელიგიური ტოლერანტობის სულისკვეთებასა და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემას. სამეგრელო-ზემო სვანეთში ელჩი დეგნანი სულიერ წინამძღოლებს შეხვდა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისადმი საელჩოს ღრმა პატივისცემა დაუდასტურა. ორ ათწლეულზე მეტია, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ქვეყნის უნიკალური კულტურისა და ისტორიის, მათ შორის ხატებისა და ეკლესიების შესანარჩუნებლად. მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი გვესაუბრა მრევლისთვის საჭირბოროტო საკითხებზე სვანეთში, რომელშიც ევროპაში ერთ-ერთი უმაღლესი მუდმივად დასახლებული ქალაქიც შედის. ელჩი დეგნანი ასევე შეხვდა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს, რომელსაც ახლახან ნიუ იორკის წმინდა ვლადიმირის სახელობის მართლმადიდებლური თეოლოგიური სემინარიისგან დოქტორის საპატიო ხარისხის მინიჭება მიულოცა და მოისმინა მის საქმიანობაზე, რომელსაც ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის რანგში ახორციელებს“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კახა კალაძე: კარლ ჰარცელისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, ადამიანებმა თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს
"კარლ ჰარცელისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, ადამიანებმა თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ადამიანზე აქვს თავისი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. კელი დეგნანი: შოკირებული ვიყავი ელჩი ჰარცელის მისამართით კომენტარების მოსმენისას "არ ვიცი, ვერ გეტყვით რას გულისხმობს (კელი დეგნანი) კრიტიკაში. შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, როგორც ვიცი. ადამიანებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება. მთავარია, ეს ყველაფერი იყოს ზრდილობის ფარგლებში. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ადამიანზე აქვს თავისი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა", - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.
ესპანეთი, პორტუგალია და საბერძნეთი გაზის მოხმარების შემცირებაზე ბრიუსელის გეგმას არ ეთანხმებიან
ესპანეთის, საბერძნეთისა და პორტუგალიის ხელისუფლება, ევროკავშირის შეთავაზებას გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების შესახებ, არ ეთანხმებიან. ევროკომისიის ახალი გეგმით, წევრმა სახელმწიფოებმა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 15%-ით უნდა შეამცირონ „ხელისუფლება პრინციპში არ ეთანხმება ევროკომიისის წინადადებას გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე“, - განაცხადა საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა იანის ეკონომ პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე. ანალოგიურ მკვეთრ პოზიციას აფიქსირებენ ესპანეთი და პორტუგალია. პორტუგალიის ენერგეტიკის მინისტრმა ჟოაო გალამბამ თქვა, რომ მისი ქვეყანა „მტკიცედ ეწინააღმდეგება“ ევროკავშირის არაპროპორციულ და არამდგრად წინადადებას. მისი თქმით, წინადადება არ ითვალისწინებს ესპანეთისა და პორტუგალიის ჰიდროენერგეტიკულ საჭიროებებს. ამჟამინდელი გვალვის გამო ორივე ქვეყანა იძულებულია მეტი ელექტროენერგია აწარმოოს გაზზე მომუშავე ელექტროსადგურებიდან. ესპანეთის ენერგეტიკის მინისტრმა ტერეზა რიბერამ ასევე განაცხადა, რომ არ სურს მომხმარებლებს უკარნახოს გაზის მოხმარების შეზღუდვა. 20 ივლისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი გეგმა, რომელიც ევროპაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, პაკეტი მიზნად ისახავს, ყველა წევრმა სახელმწიფომ შეამციროს გაზზე მოთხოვნა 15%-ით, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე. წევრ სახელმწიფოებს სექტემბრამდე აქვთ ვადა, აჩვენონ თუ როგორ შეძლებენ ამ მიზნის მიღწევას.
არასამთავრობო ორგანიზაციები: ხმების სანაცვლოდ, მმართველი პარტია პირებს სავარაუდოდ ციხიდან ვადამდე გათავისუფლებას სთავაზობდა
ხმების სანაცვლოდ, მმართველი პარტია პირებს სავარაუდოდ სთავაზობდა ციხიდან ვადამდე გათავისუფლებას, ჩამორთმეული მართვის მოწმობის აღდგენას, სამხედრო სამსახურის მოხდის გადავადებას, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაშია საუბარი, რომელიც სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით ხდებოდა მოქალაქეების წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებით და სხვა ტიპის სარგებლით უზრუნველყოფა. „სრული სქემის მასშტაბი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ამ მეთოდებით არჩევნების პროცესში ჩარევის შედეგად შესაძლებელი იყო ამომრჩევლის ხმის მმართველი პარტიის სასარგებლოდ მასშტაბური მობილიზება. უფრო კონკრეტულად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს სავარაუდოდ სთავაზობდნენ პირობითი მსჯავრის გაუქმებას, პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას), სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და ა.შ. ანგარიშში წარმოდგენილია მამხილებლის - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის იოსებ გოგაშვილის მიერ გადმოცემული ინფორმაცია. წარმოდგენილი გარემოებები შესაძლებლობის ფარგლებშია გადამოწმებული და ასევე, დასტურდება მედიაში გასულ სიუჟეტებში მოყვანილი დადასტურებული ფაქტებით“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ კვლევაში.
ჯო ბაიდენს კორონავიუსი დაუდასტურდა
აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბადენს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური იუწყება. „COVID-ის დადებითი შემთხვევების შესახებ, თეთრი სახლის პროტოკოლის შესაბამისად ჯო ბაიდენი იზოლირებულ მუშაობას მანამდე განაგრძობს, ვიდრე მისი ტესტები უარყოფითი არ იქნება. როგორც კი ტესტები უარყოფითი იქნება, ის საქმიანობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“, - ნათქვამია განცხადებაში. თეთრი სახლი ყოველდღიურად გაავრცელებს ინფორმაციას ბაიდენის მდგომარეობის შესახებ, ვიდრე ის სრულად გამოჯანმრთელდება. ყველას, ვისთანაც შეერთებული შტატების ლიდერი იყო კონტაქტში ბოლო ორი დღის განმავლობაში, მიაწვდიან ინფორმაციას, რომ ჯო ბაიდენს COVID19 დაუდასტურდა.
ლიბიამ ნავთობის ექსპორტი განაახლა
ლიბიამ სამთვიანი შესვენების შემდეგ საბადოებიდან და პორტებიდან ნავთობის ექსპორტი განაახლა. ამის შესახებ 21 ივლისს ლიბიის ნაციონალურმა ნავთობკომპანიამ (National Oil Corporation, NOC) განაცხადა. კომპანიაში განაცახდეს, რომ ტანკერი Matala სიდრის პორტში ნედლეულითაა დატვირთული, რომელიც იტალიაში 1 მილიონ ბარელ ნავთობს ჩაიტანს. ნავთობის წარმოება განახლდა ვაჰა პეტროლისა და კიდევ ხუთ საბადოზე, რომლებიც El-Huruç-სა და Arabian Gulf Oil Company-ს ეკუთვნის. „წარმოება ეტაპობრივად გაიზრდება, სანამ კვლავ ნორმალურ დონეს დაუბრუნდება“, - ნათქვამია NOC-ის შეტყობინებაში. 16 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ლიბიის ნავთობის საბადოებსა და პორტებთან დაკავშირებული კრიზისი მოგვარდა და ექსპორტი განახლდება.
ადიგენში, 25 წლის კაცი საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ სმადაში 25 წლის კაცი, საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. ამ ეტაპზე, რა გახდა ახალგაზრდა კაცის სიკვდილის მიზეზი, უცნობია. როგორც ცნობილია, პოლიციამ ოჯახიდან გარდაცვლილის პირადი ტექნიკა წაიღო. ამასთან, ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა. შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) დელეგაციას შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმციით, თავდაპირველად ევროპარლამენტარ დევიდ მაკალისტერთან პირისპირ შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. პრემიერ-მინისტრი მიესალმა ევროპელი დეპუტატების ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, აგრეთვე რეგიონში არსებული ვითარების ფონზე. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას. ყურადღება დაეთმო ევროპული საბჭოს 23 ივნისის ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც იმ პროგრესის აღიარებას, რომელსაც საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობის აღდგენიდან 3 ათწლეულის განმავლობაში, გარდამავალი დემოკრატიის პირობებში. „პრემიერმა აღნიშნა, რომ სამწუხაროა ის დიფერენცირებული მიდგომა, რომელიც გამოიყენეს საქართველოს მიმართ, როდესაც ქვეყანას არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, თუმცა საქართველოს მთავრობამ ფაქტობრივად უკვე დაიწყო ევროპის საბჭოს 23 ივნისის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული 12 პრიორიტეტის განხორციელება“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია. ასევე ღარიბაშვილის თქმით, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური პროცესი და ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის საერთო პასუხისმგებლობა, რომელიც ყველამ უნდა გაიზიაროს ქვეყნის შიგნით. „შეხვედრისას ითქვა, რომ საქართველო აგრძელებს ასოცირების შესახებ შეთანხმებისა (AA) და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA), ისევე როგორც 2021-2027 ასოცირების ახალი დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულებების იმპლემენტაციას. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში როგორც ჰუმანიტარულ, ისე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. აღინიშნა ევროპარლამენტის მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირი ყველა შესაბამის ფორმატში დააყენებს აღნიშნულ საკითხს. აგრეთვე, პრემიერმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი. ითქვა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და ერთგული კონტრიბუტორი მიმდინარე ოპერაციებში. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და ზოგადად, რეგიონში არსებულ ვითარებას, რომელსაც გავლენა აქვს საქართველოზე. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროპარლამენტის მხრიდან - ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი და კომიტეტის წევრები - ზელიანა ზოვკო, სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, ტიერი მარიანი და ასიტა კანკო, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩართვა ნამდვილად არ უნდათ, არც ევროპარლამენტს, არც ევროსაბჭოს, არც ბრიუსელს და არც არავის, არც კელი დეგნანს
ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩართვა ნამდვილად არ უნდათ, არც ევროპარლამენტს, არც ევროსაბჭოს, არც ბრიუსელს და არც არავის, არც კელი დეგნანს - ევროპარლამენტარებმა მითხრეს, რომ მისდით ინფორმაცია, რომ ჩვენ ვაკეთებთ მსგავს განცხადებებს, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. „სად მოგისმენიათ რომელიმე განცხადება ჩემი, გინდაც ჩემი თანაგუნდელების, რომ დასავლეთი ცდილობს ამას, ასეთი ფორმულირებით? გარკვეული ძალები სხვა რამეა. ამომიღეთ ერთი ციტატა "ქართული ოცნების" დეპუტატის ან პოლიტიკოსის, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას. მომიტანეთ ეს ციტატა, ვერ ნახავთ ვერცერთ ასეთ განცხადებას. აქედან სამწუხაროდ, მე არ ვიცი, ვინ თარგმნის თუ ვინ აწვდის ამ განცხადებებს, მაგრამ მათაც გვითხრეს, რომ მისდით ასეთი ინფორმაცია, რომ ჩვენი მხრიდან კეთდება ასეთი განცხადებები. მე ვუთხარი ზუსტად იგივე რასაც თქვენ გეუბნებით, რომ ასეთი განცხადებები ჩვენი მხრიდან არ ყოფილა, თუ შეგიძლიათ მომიტანეთ ერთი ციტატა რომელიმე პოლიტიკოსის, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირი ომში ითრევს საქართველოს, არ არსებობს ასეთი ციტატა, ნუ აბუქებთ თქვენ, თქვენი პასუხისმგებლობაც არის მედიის, რომ ეს განცხადებები ზუსტად ისევე გაიტანოთ საზოგადოებასთან როგორც კეთდება", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. ჟურნალისტის მას ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებები შეახსენეს, რომლის თანახმად, „საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმიტომ არ მიიღო, რომ ომში არ არის", სამხარაძე აცხადებს, რომ „ვერ მოუტანს ვერავინ ვერცერთ განცხადებას, სადაც მათი წარმომადგენელი ამბობს, რომ ევროკავშირს ქვეყნის ომში ჩათრევა სურს“. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის წევრები ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. პარლამენტის ოფიციალური ინფორმაციით, საუბრის მთავარ თემას რეგიონში მიმდინარე მოვლენები წარმოადგენდა. მხარეებმა უკრაინაში რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესიაზე და იმ მოლოდინებზე ისაუბრეს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ომი უკრაინაში და რა საფრთხეები შეიძლება მან შეუქმნას საქართველოს და მთლიანად შავი ზღვის რეგიონს.
ირაკლი კობახიძე: ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ ვერცერთ თავდასხმას ვერ გაიხსენებთ
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც მარტივი შეკითხვები ისმის, რომლებზეც ელჩს მარტივად შეუძლია პასუხის გაცემა და წერტილის დასმა და ეს არ კეთდება, ეს ეჭვებს აღრმავებს. კობახიძის თქმით, ეს არ არის თავდასხმა ელჩზე. აღნიშნული განცხადება კობახიძემ პარტიის ოფისში გამართუ პრესკონფერენციაზე გააკეთა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა. „როდესაც საქმე ეხება საჯაროდ დასმულ შეკითხვებს, იგივე მოსამართლის თემას და ომის რიტორიკისგან გამიჯვნას, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს პასუხი გაეცეს. იგივე ეხება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის თემას, თუმცა ეს დღეს ვერ მოვისმინეთ“, - აღნიშნა კობახიძემ. კელი დეგნანი: საკმაოდ დიდი ხანია, არ მქონია შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან „ვერ გაიხსენებთ ვერცეთ თავდასხმას ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ. ასეთი არ ყოფილა, დაისვა გარკვეული კითხვები ჩვენი მხრიდან. პირველი თემა უკავშირდება მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს საელჩოს კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან, როდესაც ერთ-ერთი მოსმართლე ბრალს დებს ამერიკის საელჩოს თანამშრომელს ზეწოლაში ელჩის სახელით, რა თქმა უნდა, უნდა დაისვას კითხვა და ეს ვერ შეფასდება თავდასხმად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კელი დეგნანი: აშშ-ის საელჩოში არავინაა ისეთი, ვინც ცდილობს ზეწოლის მოხდენას რომელიმე მოსამართლეზე მეორე მაგალითად კი, მან მიხეილ ყაველაშვილის შეკითხვები მოიყვანა. როგორც ცნობილია, „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 19 ივლისს განაცხადა: „კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა“. კელი დეგნანი: ნებისმიერი განაცხადი ჩემ მიმართ, არ აღიქმება პერსონალურად ჩემ მიმართ განაცხადად. მე წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს, ამერიკის პრეზიდენტს 20 ივლისს, თბილისის დროით, გვიან ღამით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გააკეთა. ნედ პრაისის განცხადებით, დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან.