ძებნის რეზულტატი:
მთვარეზე ადამიანის პირველი დაშვებიდან 53 წელი გავიდა
დღეს 53 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც პირველი ადამიანი მთვარის ზედაპირზე დაეშვა. ფრენა ამერიკულმა პილოტირებული კოსმოსურმა ხომალდმა Apollo 11-მა შეასრულა. მთვარის მოდულის ბორტზე ასტრონავტები ნილ არმსტრონგი (მეთაური), მაიკლ კოლინზი და ედვინ ოლდრინი იმყოფებოდნენ. არმსტრონგი გახდა პირველი ადამიანი, ვინც მთვარის ზედაპირზე ფეხი დადგა. არმსტრონგი და ოლდრინის მთვარეზე დაეშვება 2 საათი 31 წუთი 40 წამი გაგრძელდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მაიკლ კოლინზი მათ მთვარის ორბიტაზე ელოდა.
ირინა ვენედიქტოვას თქმით, მისი ოფისის მთავარი პრიორიტეტი იყო სახელმწიფო ღალატის პრობლემებზე მუშაობა
უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას ეთანხმება, მაგრამ უწყებაში კოლაბორაციონისტულ საქმიანობას გამორიცხავს. ვენედიქტოვას თქმით, მისი ოფისის მთავარი პრიორიტეტი იყო სახელმწიფო ღალატის პრობლემებზე მუშაობა და მისი ოფისი ძალიან ღია იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. „აქ ჩემს ოფისში ჩვენ საერთოდ არ შეგვიძლია გვყავდეს ასეთი თანამშრომლები, რადგან მსგავსი საქმიანობა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. აქ არ არის ოკუპირებული ტერიტორია“. როცა ჰკითხეს თანამდებობიდან გათავისუფლების რეალურ მიზეზებზე, ვენედიქტოვა ამბობს, რომ არ სურს ამ საკითხის საჯარო განხილვა, რადგან მას რუსეთი გამოიყენებს. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან 17 ივლისს გადააყენა გენერალური პროკურორი ირინა ბენედიქტოვა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი. მოგვანებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური პროკურორისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობებიდან გათავისუფლების მიზეზი განმარტა „პროკურატურის და SBU-ს 60-ზე მეტი თანამშრომელი დარჩა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულთა ასეთი რიგი და კავშირები, რომლებიც დაფიქსირდა უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის, ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს შესაბამისი ხელმძღვანელების მიმართ. ყველა ამ კითხვას სათანადო პასუხი გაეცემა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. როგორც BBC წერდა, იმ დროს, როდესაც ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას ბაკანოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ცნობილი გახდა, რომ გამოძიების სახელმწიფო ბიურომ SBU-ს ერთ-ერთი რეგიონული განყოფილების ყოფილი უფროსი დააკავა. ის სახელმწიფო ღალატსა და რუსეთისთვის ჯაშუშაობაშია ეჭვმიტანილი. BBC News Ukraine-ის ცნობით, საუბარია ოლეგ კულინიჩზე, რომელიც მიმდინარე წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის SBU-ს განყოფილებას, რომელიც რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ ხერსონში მდებარეობდა.
ჩვენ ამაყად ვდგავართ მხარდამხარ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე - აშშ-ს საელჩო
საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი სამხედრო-საზღვაო ძალების 133-ე სამშენებლო ბატალიონს შეხვდა. კელი დეგნანმა მიიღო ინფორმაცია, თუ როგორ გამოიყენებს საქართველო ფოთში გადატვირთვის სარკინიგზო პუნქტს, როცა მასშტაბურ წვრთნებს უმასპინძლებს და აღჭურვილობის გადატანა გახდება საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს. „სამხედრო თანამშრომლობა, წვრთნები და ერთად მსახური - ეს არის აშშ-სა და საქართველოს შორის მრავალწლიანი პარტნიორობა, რომელსაც ვაგრძელებთ მშვიდობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მუშაობით. ჩვენ ამაყად ვდგავართ მხარდამხარ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე. ფოთში გადატვირთვის სარკინიგზო პუნქტის მშენებლობა საკვანძო პროექტია, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ და რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას უსაფრთხოების საკითხებში“, - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვიოლა ფონ კრამონი: აქ არ ვართ ვინმეს ომში ჩასათრევად, პირიქით, გვსურს თქვენი ქვეყანა ევროკავშირისკენ სწორ გზაზე ვიხილოთ
ვფიქრობ, ჩვენ, ევროპარლამენტი ვართ ყველაზე მხარდამჭერი ინსტიტუცია. ჩვენ აქ არ ვართ ვინმეს ომში ჩასათრევად, არამედ პირიქით. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ თქვენი ქვეყანა ევროკავშირისკენ სწორ გზაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა. ევროპის გაფართოება კვლავ რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამის რეფორმებს - დევიდ მაკალისტერი მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოში პერსონალური, პოლიტიკური და ფინანსური ინვესტიციები ჩადო და ახლა სურს ამ ინვესტიციების დაბრუნების პროცესი იხილოს. „ჩვენ, როგორც ევროპარლამენტის წევრები, ვართ თქვენი ქვეყნის, საქართველოს დიდი მეგობრები, მხარდამჭერები მოქალაქეების და მათი მისწრაფების, დაუახლოვდნენ ევროკავშირს. სრულად ვიზიარებთ ამას, თუმცა მანამდე არის გარკვეული კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები მკაფიოდაა წარმოდგენილი მაგიდაზე. ჩვენ ყველამ ჩავდეთ ინვესტიცია თქვენს ქვეყანაში, პერსონალური, პოლიტიკური, ასევე ფინანსური და გვსურს, ვიხილოთ ამ ინვესტიციის დაბრუნება“, - განაცხადა კრამონმა. სალომე ზურაბიშვილი: ევროპარლამენტარები საქართველოში ჩამოვიდნენ მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენთვის ცოტა თუ ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი დევიდ მაკალისტერი: როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, სამწუხაროდ, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის პოლარიზაცია
საპარლამენტო ოპოზიციამ ევროპარლამენტარებთან ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების საკითხი განიხილა
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილი: ევროპარლამენტარები საქართველოში ჩამოვიდნენ მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენთვის ცოტა თუ ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი დევიდ მაკალისტერი: როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, სამწუხაროდ, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის პოლარიზაცია შეხვედრაზე განხილული იყო ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების საკითხი. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროპარლამენტის წევრების მთავარი გზავნილი იყო, რომ ოპოზიცია სრულად უნდა შეუერთდეს ყველა ფორმატს, სადაც ხდება 12- პუნქტიან გეგმაზე მუშაობა. ევროპის გაფართოება კვლავ რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამის რეფორმებს - დევიდ მაკალისტერი ვიოლა ფონ კრამონი: აქ არ ვართ ვინმეს ომში ჩასათრევად, პირიქით, გვსურს თქვენი ქვეყანა ევროკავშირისკენ სწორ გზაზე ვიხილოთ „ერთადერთი სწორი გამოსავალია, რომ ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ არ მისცეს არგუმენტი ხელში, რომ შემდგომში ოპოზიცია დაადანაშაულოს 12 პუნქტის არ შესრულებაში. უნდა დავსხდეთ მაგიდასთან და ვიმუშაოთ ამ 12 პუნქტის შესრულებაზე და თუ ვიღაც არ შეასრულებს ამ პუნქტებს, ესეც გავხადოთ საჯარო და ვუთხრათ საზოგადოებას“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა. საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“, პოლიტიკური ჯგუფების - „„ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“, „მოქალაქეების“, „გირჩის“, „რეფორმების ჯგუფის“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები.
ევროკავშირმა რუსეთიდან ოქროსა და საიუველირო ნაწარმის იმპორტი აკრძალა
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღეს. რომლის თანახმადაც რუსეთიდან ოქროს და საიუველირო ნაწარმის იმპორტი იკრძალება. ახალი სანქციები ძალაში 2022 წლის 21 ივლისს შევა, მას შემდეგ რაც ევროკომისიის ბიულეტენში გამოქვეყნდება. ევროკავშირი „სბერბანკის“ წინააღმდეგ სანქციების გაფართოების ინიციატივით გამოდის - Bloomberg ახალი პაკეტი რამდენიმე რუსი მაღალჩინოსნის და ორგანიზაციის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს. ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება ყველას, ვინც სანქცირებას დაექვემდებარა. ამასთან ევროკავშირის ქვეყნებმა „სბერბანკის“ აქტივების გაყინვის გადაწყვეტილებაც მიიღეს, რომელიც მანამდე SWIFT სისტემიდან გაითიშა. ევროკავშირის ახალი სანქციები სრულად თავსებადია G7-ის ქვეყნების გადაწყვეტილებასთან, რომლებიც მანამდე რუსული ოქროს ემბარგოზე შეთანხმდნენ.
კულება ლავროვის სიტყვებზე: რუსებს სურთ სისხლი და არა მოლაპარაკებები
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინაში „გეოგრაფიული ამოცანების“ ცვლილების შესახებ განაცხადა. კულებამ მსოფლიოს მოუწოდა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს და უკრაინას იარაღი უფრო სწრაფად მიაწოდოს. „რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის აღიარება, უკრაინის უფრო მეტი მიწის მიტაცების შესახებ შემდეგს ამტკიცებს: რუსეთი უარს ამბობს დიპლომატიაზე, ომსა და ტერორზეა კონცენტრირებული. რუსებს სისხლი სურთ და არა მოლაპარაკებები. მოვუწოდე ყველა პარტნიორს, გაამკაცრონ სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და დააჩქარონ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. შეგახსენებთ, რომ ლავროვმა RT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო, ომის „გეოგრაფიული მიზნები“ შეიცვალა და ახალი ტერიტორიების დაპყრობით დაიმუქრა, იმ შემთხვევაში თუ პარტნიორები უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას გადასცემენ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ოლენა ზელენსკა აშშ-ის კონგრესს: ვითხოვ იმას, რისი მოთხოვნაც არასდროს მენდომებოდა, ვითხოვ იარაღს
„მე მოგმართავთ თქვენ, ყველა დაღუპულის სახელით. მათი სახელით ვინც დაკარგა ხელ-ფეხი. იმ ადამიანების სახელით ვინც კიდევ ცოცხალია და უვნებელი. მათი სახელით, ვინც ახლობლებს ფრონტის წინა ხაზიდან ელოდება. ითხოვ იმას, რისი მოთხოვნაც არასდროს მენდომებოდა, ვითხოვ იარაღს“, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკას მასპინძლობენ მისი თქმით, ის იარაღს იარაღს იმისთვის არ ითხოვს, რომ ომი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გადაიტანოს, არამედ იმისთვის, რომ თავისი ქვეყანა დაიცვას. „იმისთვის, რომ რაკეტები არ კლავდნენ ბავშვებს, არ ანგრევდნენ ბავშვების ოთახებს და ოჯახებს“, - განაცხადა ზელენსკამ. ოლენა ზელენსკამ ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკელებს, კერძოდ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და აშშ-ს კონგრესს, უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის. „სანამ რუსეთი კლავს, ამერიკა გადაარჩენს. და თქვენ უნდა იცოდეთ ამის შესახებ", - აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. საპარლამენტო ოპოზიციამ ევროპარლამენტარებთან ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების საკითხი განიხილა შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით. მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ევროპარლამენტის დელეგაციის კითხვის პასუხად, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე დაიწყო რეკომენდაციების შესრულების პროცესი და რომ საქართველოს პარლამენტი შემდეგი ექვსი თვის მანძილზე მათ განხორციელებაზე აქტიურ მუშაობას გააგრძელებს.
ანკარამ და ბაქომ სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილეს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბარი გამართა. ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ყველა საკითხში თურქეთის გვერდით იქნება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო მოვლენებზე ისაუბრეს. მინისტრებმა ასევე თურქეთ-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების, ამჟამინდელ მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივებზე მოსაზრებები გაცვალეს.
ლიეტუვა უკრაინას ჯავშანმანქანებსა და საბრძოლო მასალებს მიაწვდის
უახლოეს მომავალში ლიტუვა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს. ლიეტუვა უკრაინას ჯავშანმანქანა M113 და M577-ს, ასევე რეზერვის მოსამზადებლად საჭირო საბრძოლო მასალას მიწვდის. ლიეტუვამ უკრაინისთვის გადასაცემად უპილოტო საფრენი აპარატები იყიდა ამის შესახებ ლიტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა უკრაინის მხარდაჭერის NATO-ს საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა. ამასთან, ლიტუვის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება, ახლა დაახლოებით 123 მილიონი ევროა. სამხედრო დახმარება მოიცავს Stinger საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, ჯავშანსა და ჩაფხუტებს, 120 მმ ნაღმტყორცნებს, მცირე იარაღს, საბრძოლო მასალას, თერმოგამომსახველებს, დრონებს, სათვალთვალო რადარებს, M113 ჯავშანმანქანებს, სატვირთო მანქანებს, ჯიპებს. შეგახსენებთ, რომ Bayraktar TB2 თვითმფრინავი საბრძოლო მასალებით, უკრაინას ლიეტუვის მოქალაქეების მიერ შეგროვილი სახრებით გადაეცა. ლიეტუვა მოქალაქეების შეგროვებული ფულით უკრაინისთვის Bayraktar-ს თურქეთისგან ყიდულობს თურქულმა კომპანიამ უკრაინისთვის გადასაცემად, ლიეტუვას Bayraktar TB2 აჩუქა
იტალიის სენატის ზედა პალატამ პრემიერ-მინისტრ დრაგის ნდობა გამოუცხადა
იტალიის სენატმა მხარი დაუჭირა სენატორის პიერ კაზიმის რეზოლუციას, რომელითაც მან მოქმედ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ნდობა გამოუცხადა. იტალიის პარლამენტი დღეს მარიო დრაგის მთავრობის ბედს გადაწყვეტს იტალიის სენატის ზედა პალატის სხდომას 192 სენატორი ესწრებოდა. კენჭისყრისას ხმა 133-მა მისცა. აქედან პიერ კაზიმის რეზოლუციას მხარი 95-მა დაუჭირა, ხოლო 38 წინააღმდეგი წავიდა. კენჭისყრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი იტალიის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაემგზავრა, რათა სახელმწიფოს მეთაურთან, სერჯო მატარელასთან ერთად მისი მომავალი ბედი დაედგინა. დრაგის თავი პუტინს ვერცხლის ლანგარზე მიართვეს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოგვიანებით იტალიურმა მედიამ განმარტა, რომ დრაგი პრეზიდენტთან არ წასულა. მათი შეხვედრა, დიდი ალბათობით, ხუთშაბათს, პარლამენტის ქვედა პალატაში მთავრობისადმი ნდობის საკითხის განხილვის შემდეგ გაიმართება. მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. იტალიის პრეზიდენტმა მისი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.
უკრაინა სამი საზღვაო პორტის განბლოკვას გეგმავს - რადას დეპუტატი
უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი „ოდესის“, „იუჟნისა“ და „ჩორნომორსკის“ პორტებიდან განხორციელდება, თუმცა კიევი იმედოვნებს, რომ ხორბლის ექსპორტის არეალი გააფართოოს. ამის შესახებ „რადას“ დეპუტატმა რუსტემ უმეროვმა განაცახდა, რომელიც რუსეთთან, თურქეთთან და გაეროსთან "მარცვლეულის" მოლაპარაკებებზე უკრაინას წარმოადგენს. სტამბოლში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრაზე, უკრაინის სამი პორტის განბლოკვაზე შეთანხმდნენ - WSJ „ხორბლის ექსპორტი განხორციელდება „ოდესის“, „იუჟნისა“ და „ჩორნომორსკის“ პორტებიდან, მაგრამ მომავალში ვიმედოვნებთ, რომ არეალს გავაფართოებთ. საზღვაო შეიარაღებული ძალების ყველა რეკომენდაცია უნდა შესრულდეს. არის უსაფრთხო დერეფნები, მარშრუტები, რომლებიც ჩვენ განვავითარეთ. სამხედროებთან ერთად ყველა სამოქალაქო გემი გაივლის ამ მარშრუტებს. …. და ყველა გემს, რომელიც თავისუფლად დაიცავს ამ რეკომენდაციებს, შეუძლია მოგვმართოს“, - განაცხადა უმეროვმა. მან დასძინა, რომ უსაფრთხოების წესების დაცვას მონიტორინგს გაეროს ეგიდით, დაქვემდებარებული მონიტორინგის ჯგუფი გაუწევს, რომელიც სტამბულში განთავსდება. „ჩვენს წყლებში რუსული ხომალდი არ უნდა იყოს. ჩვენ მათ არ ვენდობით. თუნდაც გაეროსთან გააფორმონ შეთანხმება, ეს აგრესორი ქვეყანაა და სანამ საზღვრებთან არ დაიხევენ, მათი ნდობა არ შეიძლება", - განაცხადა დეპუტატმა. მისი განმარტებით, კიევმა შეიმუშავა მექანიზმი, რომლითაც მონიტორინგის ჯგუფი იმუშავებს. ჯგუფს ექნება უკრაინის პორტებში შემავალი გემების შემოწმების მანდატი, რათა იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებით, რუსეთის ეჭვები გაქარწყლდეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის საკითხი. 5 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის „დერეფნების“ გახსნასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებას აპირებს, რათა 7-10 დღეში მიაღწიოს შედეგს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ნედ პრაისი: ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს
შეერთებული შტატები საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გააკეთა. ნედ პრაისმა ბრიფინგი ხსენებული თემით, შეკითხვების დასმამდე დაიწყო. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და აშშ მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის ამ მისწრაფებას, თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ზოგიერთი ოფიციალური პირის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ამ მიზნიდან ყურადღების გადატანას. „ვფიქრობ, ყველამ იცით, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და რეფორმების გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სრული სტატუსი მიიღოს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ მათ ამ მისწრაფებას. თუმცა ბოლო დროს საქართველოს ზოგიერთი ოფიციალური პირის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ამ მიზნიდან ყურადღების გადატანას. ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ჩვენს საელჩოში, თბილისში მოწოდებულნი არიან, რომ იმუშაონ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად და მხარი დაუჭირონ მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან. ჩვენ განვაგრძობთ ფოკუსირებას საერთო მიზნების მხარდაჭერაზე. 30 წელია, მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ეს უცვლელი რჩება. დღეს შეერთებული შტატები მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინაში რაც შეიძლება მალე დაასრულოს და უზრუნველყოს უსაფრთხო მომავალი მთელი რეგიონისთვის. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ განვაგრძობთ მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა დასრულდეს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია", - განაცხადა ნედ პრაისმა. შეკითხვას, თუ როგორ უნდა დაეხმაროს შეერთებული შტატები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ნედ პრაისმა უპასუხა, რომ საქართველომ თავისი წილი ვალდებულება უნდა შეასრულოს. აშშ მხარს უჭერს საქართველოში რეფორმებს და ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. ნედ პრაისის თქმით, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ ყველა მხარესთან უნდა იმუშაოს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან. „რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ევროკავშირის მხარე. არის გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც თავად საქართველომ უნდა გადადგას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროპის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო და ის უზრუნველყოფს საქართველოს გზის გაგრძელებას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.მან გადადგა ნაბიჯი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების აღიარებისკენ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან - ქართველ პარტნიორებთან, ახორციელებენ რა ისინი აუცილებელ რეფორმებს და რეფორმებს, რომლისკენაც ევროკომისიამ მოუწოდა. ჩვენ გვჯერა, რომ გზა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ არის ნათელი, რეალური, მიღწევადი და ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოიყენოს შესაძლებლობა, რომელიც მას მიეცა, გააგრძელოს ეს გზა, იმუშაოს დაინტერესებულ მხარეებთან და ქართული საზოგადოების ყველა წარმომადგენელთან ერთად შეასრულოს ევროკომისიის მიერ დასახული პრიორიტეტები“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
ნედ პრაისი: აშშ განაგრძობს მშვიდობიანი მცდელობების მხარდაჭერას, რათა დასრულდეს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია
აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და განაგრძობს მშვიდობიანი მცდელობების მხარდაჭერას, რათა დასრულდეს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. „30 წელია, მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე და ეს უცვლელი რჩება. დღეს აშშ მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინაში რაც შეიძლება მალე დაასრულოს და უზრუნველყოს უსაფრთხო მომავალი მთელი რეგიონისთვის. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ განვაგრძობთ მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა დასრულდეს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია", - განაცხადა ნედ პრაისმა. წაიკითხეთ ვრცლად: ნედ პრაისი: ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს
უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს
"უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს", - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა წერს. "სულ დარეგისტრირებულია 24 208 სამხედრო დანაშაული, რომელთაგან 23 316 ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას, 73 აგრესიული ომის დაგეგმვას, მომზადებას და წარმოებას, 21 ომის პროპაგანდას, 798 კი სხვადასხვა დანაშაულებს მოიცავს. სამხედრო დანაშაულებთან ერთად დაფიქსირებულია 11 ათასზე მეტი დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: რუსულმა ძალებმა დონეცკის ქალაქებში ორი სკოლა გაანადგურეს
დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ქალაქებში, კრამატორსკსა და კოსტიანტინივკაში ორი სკოლა გაანადგურეს. ამის შესახებ კირილენკომ „ტელეგრამზე“ დაწერა. უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს „რუსმა ოკუპანტებმა ორი სკოლა გაანადგურეს - კრამატორსკსა და კოსტიანტინივკაში“, - წერს კირილენკო. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ შეუძლია
"რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც შეუძლია ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ", – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს „როდესაც ჩვენ მივმართავთ ჩვენს პარტნიორებს ამა თუ იმ თხოვნით, ამა თუ იმ რჩევითა თუ მოთხოვნით, ეს ეფუძნება უკრაინის გამოცდილებას - რაც უკვე განვიცადეთ. რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგაა შესაძლებელი. ეს დაიწყო გაზის ომით და დასრულდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით, სარაკეტო ტერორით და გადამწვარი ქალაქებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
არასამთავრობო ორგანიზაციები: კარლ ჰარცელმა საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველაფერი გააკეთა
კარლ ჰარცელმა საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველაფერი გააკეთა, - არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს წერილით მიმართავენ და საქართველოში მრავალწლიანი საქმიანობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან. მათივე განცხადებით, ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებული განცხადებები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მისიას ასრულებს ირაკლი კობახიძე: კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში „ბატონო ჰარცელ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სახელით, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში თქვენი მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო და სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის გრძნობდა ევროკავშირისგან - და პირადად თქვენგან. თქვენი საქართველოში ყოფნის პერიოდი დაემთხვა ტრაგიკულ და ისტორიულ მოვლენებს, როგორც საქართველოში - ასევე უკრაინაში. ჩვენ ვაფასებთ და მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო ყოველთვის იღებდა საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად - დავუბრუნდეთ ევროპული ერების ოჯახს და დავასრულოთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, და განსაკუთრებით მადლიერები ვართ იმ მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ ავლენდით ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ჩართულობას ყველა იმ რეფორმის გატარებაში, რომლებიც დააახლოებენ საქართველოსა და ევროპის კავშირს, და რომელთა ჩატარება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. თქვენ პირადად იყავით ჩართული არაერთ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდას - იქნებოდა ეს ტურიზმის მხარდაჭერა, აგრარული სექტორის განვითარება, თუ საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვა. განსაკუთრებით გვსურს ხაზი გავუსვათ თქვენს პირად წვლილს შარლ მიშელის შეთანხმებისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღწევის საქმეში - სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა სათანადოდ ვერ შეაფასა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა, მაგრამ მომავალში ეს შეთანხმება უკეთესი ქართული, ევროპული დემოკრატიის ქვაკუთხედი გახდება. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, საქართველოში ყოფნის დროს უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით ეკიდებოდით ქართულ კულტურასა და ყველას დაგვამახსოვრეთ თავი თითოეული ჩვენგანის საყვარელი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, შემოქმედების დაფასებით. ეს პატივისცემა და ქართული კულტურის, ჩვენი სიამაყის, დაფასება ყოველთვის გვემახსოვრება. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან გახშირებული ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეებისა და მეგობარი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმები, საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის ინტერესების შიდა პოლიტიკურ თამაშში გამოყენების მცდელობები აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს. მიუხედავად ამისა, სამოქალაქო საზოგადოება გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავლის დაცვას და ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად - დავუბრუნდეთ ევროპული ერების ოჯახს და დავასრულოთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში დაწყებული მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდამჭერად მომავალშიც დარჩებით. მადლობა გაწეული სამსახურისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას პირადად თქვენგან ჰქონდა“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, წერილს ხელს აწერენ: „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“ (EGI), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი“ (CIIC), „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF), „ქალები საერთო მომავლისთვის“ (WECF), „საქართველო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA), „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS), „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი“ (რონდელის ფონდი), „დემოკრატიის ინდექსი“, „საქართველო დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი“, „უფლებები საქართველო“, „სამოქალაქო იდეა“, „გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი“ (ICGS), „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI), „ჭავჭავაძის ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (EECMD), „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC).
უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 358 ბავშვი მოკლეს
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 358 ბავშვი მოკლეს. უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს „21 ივლისის დილისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 358 ბავშვი და დაშავდა 681-ზე მეტი. გუშინ მოწინააღმდეგის მიერ ხარკოვის მასობრივი დაბომბვის შედეგად 13 წლის ბიჭი დაიღუპა, 15 წლის გოგონა კი დაშავდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.