ძებნის რეზულტატი:

ნედ პრაისი: საქართველოსთვის დახმარების სახით თითქმის 6 მილიარდი დოლარი გამოვყავით, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისთვის

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიის მშენებლობის ძალისხმევას მრავალი წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდა“, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. „მინდა გკითხოთ იმ განცხადებებზე, რომლებიც ისმის საქართველოში. საუბარია, რომ უსამართლო სანქციები დაწესდა კონკრეტული მოსამართლის [ლაშა ჩხიკვაძე] მიმართ, რომელიც თავის მხრივ, მოსამართლემაც დაადასტურა. ამ საკითხმა გაურკვევლობა გამოიწვია საქართველოში. ნამდვილად დაუწესდა თუ არა სანქცია ამ მოსამართლეს, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ საკითხზე? ამ შეკითხვით მიმართა ნედ პრაისს ქართველმა ჟურნალისტმა. „არ ჩავერთვებოდი ამ საკითხზე საუბარში. ამ კონკრეტულ საქმეს ახლა არ ვიცნობ, თუმცა თუ რამე კონკრეტული შეგვიძლია, მოგვიანებით შემოგთავაზოთ. უფრო ფართოდ რომ განვიხილოთ, როგორც აღვნიშნე, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიის მშენებლობის ძალისხმევას მრავალი წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. დემოკრატიის მშენებლობა არასოდეს დასრულებულა. ეს ასეა ამ ქვეყანაში ისევე, როგორც სხვაგან, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ შეგვესრულებინა ჩვენი წვლილი შეგვექმნა და განემტკიცებინა დემოკრატიული ინსტიტუტები, ინსტიტუტები, რომლებიც მხარს უჭერენ კანონის უზენაესობას, სხვა ძირითად დემოკრატიულ პრინციპებთან ერთად. დემოკრატიის მშენებლობა არასდროს სრულდება - როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში. ჩვენ შევეცადეთ, ჩვენი წვლილი შეგვეტანა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასა და განმტკიცებაში - ინსტიტუტების, რომლებიც მხარს უჭერენ კანონის უზენაესობას და სხვა ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს. ჩვენ გამოვყავით თითქმის 6 მილიარდი დოლარი დახმარების სახით საქართველოსთვის, მათ შორის, სწორედ ამ მიზნებისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ უსაფრთხოების სექტორში. ჩვენ გავაგზავნეთ 1 000 ადამიანი შეერთებულ შტატებში კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლის პროგრამის ფარგლებში და ხელი შევუწყვეთ ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ მმართველობას, ისევე, როგორც ბევრ სხვა ინიციატივას. რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, ამასთან დაკავშირებით, დაგიბრუნდებით“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპისთვის გაზის მიწოდება განაახლა

რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“ - ით გერმანიისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, რომელიც 11 ივლისს, ათი დღით „ყოველწლიური გეგმური ტექნიკური მომსახურების“ მიზნით შეაჩერა. ირანში ვიზიტისას პუტინმა განაცხადა, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ შემცირდება - Deutsche Welle გაზსადენის ოპერატორი კომპანიის, „გაზპრომის“ შვილობილი Nord Stream AG-ს ინფორმაციით, მილსადენი ისევ 40%-იანი დატვირთვით იმუშავებს. დანარჩენ 60%-ს ევროპა რუსეთისგან ივნისის შუა რიცხვებიდან ვეღარ იღებს. რუსული მხარის მტკიცებით, ეს იმის შედეგია, რომ სანქციების გამო კანადამ „სიმენსის“ ტურბინები არ დაააბრუნა, რომლებსაც მონრეალში არემონტებდნენ. გერმანიასთან მოლაპარაკების შედეგად, 17 ივლისს, კანადამ ტურბინები გერმანიაში გაგზავნა, თუმცა, „გაზპრომი“ აცხადებს, რომ შესაბამისი დოკუმენტები ამ დრომდე არ მიუღია. 19 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 26 ივლისისთვის „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის ტრანსპორტირება შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს, რადგან შესაკეთებელია სხვა ტურბინაც.  გასულ კვირას კანადის მთავრობა დათანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამონაკლისს და გერმანიაში Nord Stream-ის ტურბინა გაგზავნა.  კანადაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გერმანიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და რისკის შესამცირებლად მიიღეს. რადგან არის რისკი, რომ რუსეთის ფედერაცია „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდებას არ განაახლებს. 11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეწყვიტა.  

უკრაინის შეიარაღებული ძალები: ხერსონში რუსეთის კიდევ რამდენიმე სამხედრო ობიექტი გავანადგურეთ

"სარაკეტო-საარტილერო ქვედანაყოფებმა ხერსონის ოლქში იერიში მიიტანეს რუსი სამხედროების პოზიციებზე. დადასტურებულია ქალაქ ხერსონის და ასევე, ბერისლავის და კახოვკის რაიონებში სამეთაურო და სამეთაურო-სამეთვალყურეო პუნქტების და საბრძოლო მასალების 6 საწყობის განადგურება", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობა ავრცელებს. უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 358 ბავშვი მოკლეს "მოწინააღმდეგემ დაკარგა 111 სამხედრო, 2 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, უპილოტო საფრენი აპარატი, ჰაუბიცა და საავტომობილო და ჯავშანტექნიკა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხერსონის ოლქზე საარტილერიო-სარაკეტო შეტევის შესახებ არაფერს იუწყება", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საფრანგეთში რუსული Sputnik News გაკოტრდა. დაწყებულია იძულებითი ლიკვიდაცია

კრემლის საინფორმაციო სააგენტო Sputnik News-ი საფრანგეთში ლიკვიდაციის პროცესშია. საინფორმაციო სააგენტოს ფინანსური მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც ევროკავშირმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსული სახელმწიფო მედია აკრძალა. ამის შესახებ Le Figaro წერს.    მედიასაშუალების ლიკვიდაცია სასამართლომ 4 მაისს დაადგინა და შესაძლოა 2024 წლამდე გაგრძელდეს, თქვა ვლადიმერ მოროზოვმა, რომელიც Sputnik News-ს საფრანგეთში ხელმძღვანელობდა.Sputnik News-ის ეკონომიკური მოდელი, ონლაინ მედიასაშუალება 2014 წელს შეიქმნა. მედიასაშუალება მთლიანად ეყრდნობოდა კრემლთან დაკავშირებულ Rossiya Segodnya, რომელიც მას სიუჟეტებსა და ანგარიშებს უკვეთავდა, ამის შესახებ სასამართლოს მიერ დანიშნულმა ლიკვიდატორმა კრისტოფ ბასემ განაცხადა.ევროპული სანქციების დაწესების შემდეგ, Rossiya Segodnya-მ კონტრაქტი აპრილში შეწყვიტა. სასამართლო პროცესის შემდეგ კი Sputnik-ის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო.    

ამერიკული დაზვერვა რუსეთის დანაკარგებზე ცნობებს ავრცელებს

ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, უკრაინაში მოკლულია 15 000-მდე რუსი სამხედრო, დაჭრილთა რიცხვი კი, დაახლოებით სამჯერ მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ამასთან, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ერთხელ, მარტის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინაში დაღუპულია 1351 რუსი სამხედრო. უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 358 ბავშვი მოკლეს "რუსული არმიის დანაკარგები 38 000-ს აჭარბებს. კიევი ოფიციალურად არ ავრცელებს ცნობებს ომში დაღუპული და დაჭრილი უკრაინელი სამხედროების რაოდენობის შესახებ", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რა საკითხებით დაინტერესდნენ ევროპარლამენტარები ნიკოლოზ სამხარაძესთან შეხვედრისას

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის წევრები ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. პარლამენტის ოფიციალური ინფორმაციით, საუბრის მთავარ თემას რეგიონში მიმდინარე მოვლენები წარმოადგენდა. მხარეებმა უკრაინაში რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესიაზე და იმ მოლოდინებზე ისაუბრეს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ომი უკრაინაში და რა საფრთხეები შეიძლება მან შეუქმნას საქართველოს და მთლიანად შავი ზღვის რეგიონს. „შეხვედრა სრულად დაეთმო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს, როგორც მშვიდობის მედიატორის როლს სამხრეთ კავკასიაში. ასევე, ჩვენს მოლოდინებს - თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ომი უკრაინაში, რა საფრთხეებს შეიძლება უქადდეს ეს ომი საქართველოს და მთლიანად შავი ზღვის რეგიონს. სტუმრებს აინტერესებდათ ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოს ადგილი რეგიონში, მის მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკა და როგორ შეიძლება ევროკავშირი დაეხმაროს ქვეყანას ამ საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ.

თოყაევი: ყაზახეთი მზადაა, ტრანსავღანური რკინიგზის მშენებლობაში ჩაერთოს

ყაზახეთი მზადაა „მაზარი-შარიფი-ქაბული-პეშავარის“ რკინიგზის მშენებლობაში ჩაერთოს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა. მისი თქმით, ცენტრალურ აზიაში რეგიონის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება მნიშვნელოვანია. „ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში ცენტრალური აზიის რეგიონის როლი ტრანსკონტინენტური ვაჭრობის სეგმენტში მიზანმიმართულად იზრდება“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. თოყაევის თქმით, ყაზახეთი აქტიურად ავითარებს ტრანსკასპიურ საერთაშორისო მარშრუტს. ამსთან, ქვეყანა მზადაა მონაწილეობა მიიღოს მაზარი-შარიფი-ქაბული-პეშავარის“ რკინიგზის მშენებლობაში. „ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ საშენი მასალების უწყვეტი მიწოდება“ - დააზუსტა თოყაევმა. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვალში უზბეკეთმა, ავღანეთმა და პაკისტანმა ტაშკენტში დაამტკიცეს საგზაო რუკა, რომელიც მაზარი-შარიფი-ქაბული-პეშავარის“ რკინიგზის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება $5 მილიარდია.  

ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ხარკოვი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 2 და დაშავდა 19 ადამიანი

ოკუპანტებმა დღეს დილით ხარკოვი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ ორი და დაშავდა 19 ადამიანი. ქაოტურად და სასტიკად ისვრიან ქალაქში, - ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამზე“ დაწერა. უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 358 ბავშვი მოკლეს ამერიკული დაზვერვა რუსეთის დანაკარგებზე ცნობებს ავრცელებს „მტერი უტევს ქალაქის ქუჩებს, სავაჭრო პავილიონებს და საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას. ქაოტურად და სასტიკად ისვრიან ქალაქში. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უბანი იბომბება“, - აცხადებს სინეგუბოვი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

CIA-ს დირექტორი პუტინის გეგმებსა და უკრაინაზე

რუსეთის პრეზიდენტის გეგმები უაღრესად მცდარ ვარაუდებსა და ილუზიებს ეფუძნება, განსაკუთრებით, უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის საკითხზე, მიიჩნევს აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორი უილიამ ბარნსი.  CIA-ს დირექტორის თქმით, პუტინის აზროვნება ომის მეორე ფაზას უფრო სარისკოს აქცევს „ბატონი პუტინი დარწმუნებულია, რომ მისი, როგორც რუსეთის ლიდერის ფუნქციაა, აღადგინოს რუსეთი, როგორც დიდი ძალა. მას მიაჩნია, რომ ამის გასაღები არის რუსეთის სამეზობლოში გავლენის სფეროს ხელახლა შექმნაში და მას არ შეუძლია ამის გაკეთება უკრაინის კონტროლის გარეშე“, - აღნიშნავს ულიამ ბარნსი. "პუტინს ნამდვილად სჯერა მისი რიტორიკის. წლების განმავლობაში გვესმის მისგან, რომ უკრაინა არ არის რეალური ქვეყანა. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ კარგი, რეალური ქვეყნები იბრძვიან. და ეს არის ის, რაც  უკრაინელებმა გააკეთეს", - განაგრძო ბარნსმა.  მისივე ინფორმაციით, უკრაინაში მოკლულია 15 000-მდე რუსი სამხედრო, დაჭრილთა რიცხვი კი, დაახლოებით სამჯერ მეტია. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CIA-ს დირექტორი უილიამ ბარნსი 2021 წლის ნოემბერში მოსკოვში გაგზავნა, რათა გაეფრთხილებინა კრემლი, რომ აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინის საზღვრის მახლობლად ჯარების მობილიზებას. ბერნსი შეეცადა დაედგინა, რა არის რუსეთის ქმედებების მოტივაცია. ამის შესახებ CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა. მედიაში 2 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბარნსი რუსეთს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია და უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა.  უილიამ ბარნსს რუსეთში ამერიკის ელჩის თანამდებობა 2005 წლიდან 2008 წლამდე ეკავა. ცნობისათვის, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 20 ივლისს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას გაუგზავნის კიდევ ოთხ მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას (HIMARS), რომელიც ოფიციალურად, ამ კვირის ბოლოს გამოცხადდება. ამავდროულად, უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ მიმართა აშშ-ის კონგრესს და სთხოვა მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა „უკრაინელების წინააღმდეგ ტერორი შეჩერდეს". მისი თქმით, იარაღს შეუძლია, უზრუნველყოს „ერთობლივი დიდი გამარჯვება". თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, წლის ბოლომდე, ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ, სერიოზული ცვლილებები მოხდება. ოლექსი რეზნიკოვის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაა, უკრაინა HIMARS-ს რუსეთის საბრძოლო მასალების საწყობების განადგურების მიზნით იყენებს, რითაც რუსეთის სერიოზულ ზიანს აყენებს. „იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელს ჩვენ ვნახავთ კონტრშეტევით კამპანიას და ის წარმატებული იქნება. HIMARS-მა ომში თამაშის წესები შეცვალა“, - განაცხადა  რეზნიკოვმა Financial Times -თან ინტერვიუში 15 ივლისს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობიდან გადადგა

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობიდან გადადგა.  მან შესაბამისი განცხადებით იტალიის პრეზიდენტს მეორედ მიმართა, რომელმაც მისი თხოვნა თანამდებობის დატოვების შესახებ დააკმაყოფილა.  დრაგის თავი პუტინს ვერცხლის ლანგარზე მიართვეს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მანამდე იტალიის სენატმა მხარი დაუჭირა სენატორ პიერ კაზიმის რეზოლუციას, რომელითაც მან მოქმედ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ნდობა გამოუცხადა.  იტალიის სენატის ზედა პალატის სხდომას 192 სენატორი ესწრებოდა. კენჭისყრისას ხმა 133-მა მისცა. აქედან პიერ კაზიმის რეზოლუციას მხარი 95-მა დაუჭირა, ხოლო 38 წინააღმდეგი წავიდა. მარიო დრაგიმ 14 ივლისს განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. იტალიის პრეზიდენტმა მისი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. იტალიაში არჩევნები 2023 წლის დასაწყისისთვის უნდა ჩატარდეს. პარტიები ერთმანეთთან საბრძოლველად ემზადებიან.  „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი, მედიის ცნობით, ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკავშირდება.  

ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარების დელეგაცია ჩავიდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე უმასპინძლა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას, მისი თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის ხელმძღვანელობით.   მათივე ცნობით, მისიის ხელმძღვანელი თავდაპირველად სტუმრებს შეხვდა მცხეთის რეგიონალურ ოფისში, რათა გაეცნო მათთვის სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ განვითარებული უსაფრთხოების უახლესი მოვლენები. „დელეგაცია შემდეგ გაემგზავრა ოძისში, სადაც შეძლო საკუთარი თვალით დაენახა „ბორდერიზაციის“ დამახასიათებელი ნიშნები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა განმარტეს, თუ რამდენად უარყოფითად აისახა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე მიმდინარე „ბორდერიზაცია“ და ოძისის გადაკვეთის პუნქტის რეგულარული გადაადგილებისთვის დახურვა. მისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის თანათავმჯდომარე, აგრძელებს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების მუდმივი გახსნისაკენ მოწოდებას. ვიზიტის დასასრულს, დელეგაციამ მადლიერება გამოხატა საინფორმაციო ვიზიტისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.  

უილიამ ბარნსი: ბევრი ჭორი ვრცელდება პუტინის ჯანმრთელობის შესახებ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სრულიად ჯანმრთელია

აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის უილიამ ბარნსის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია არ არსებობს. როგორც BBC წერს, მანამდე, მედიაში ვრცელდებოდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ პუტინი, რომელსაც წელს 70 წელი შეუსრულდება, შესაძლოა, კიბოთი იყოს დაავადებული. მაგრამ უილიამ ბარნსის თქმით, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, ის ხუმრობით ამბობს, რომ პუტინი „ზედმეტად ჯანმრთელადაც“ კი გამოიყურება. „ბევრი ჭორი ვრცელდება პრეზიდენტ პუტინის ჯანმრთელობის შესახებ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სრულიად ჯანმრთელია“, - განაცხადა CIA-ს დირექტორმა და დაამატა, რომ ეს არ არის დაზვერვის ოფიციალური განცხადება. რაც შეეხება პუტინის გეგმებს უკრაინაში, CIA-ს დირექტორის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის გეგმები უაღრესად მცდარ ვარაუდებსა და რეალურ ილუზიებს ეფუძნება, განსაკუთრებით, უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის საკითხზე, მიიჩნევს, აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორი უილიამ ბარნსი. CIA-ს დირექტორი პუტინის გეგმებსა და უკრაინაზე „ბატონი პუტინი დარწმუნებულია, რომ მისი, როგორც რუსეთის ლიდერის ფუნქციაა, აღადგინოს რუსეთი, როგორც დიდი ძალა. მას მიაჩნია, რომ ამის გასაღები არის რუსეთის სამეზობლოში გავლენის სფეროს ხელახლა შექმნაში და მას არ შეუძლია ამის გაკეთება უკრაინის კონტროლის გარეშე“, - აღნიშნავს უილიამ ბარნსი.  

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 4 თვის ანგარიში გამოაქვეყნა

"საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა 152 განცხადება/შეტყობინება მიიღო. მათგან - 73 (48%) შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას კერძო დაწესებულებებში, 40 (26%) — საჯარო უწყებებში, ხოლო 39 (26%) — სამართალდამცავ ორგანოებში", - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 4 თვის ანგარიში გამოაქვეყნა, აღნიშნულ ანგარიშში სტატისტიკური მონაცემები 2022 წლის 1 მარტიდან - ივნისის ჩათვლითაა წარმოდგენილი. „სამსახურმა ჩაატარა მონაცემთა დამუშავების კანონიერების 38 შემოწმება (ინსპექტირება). მათგან 32% (12) ჩატარდა გეგმურად, ხოლო 68% (26) — არაგეგმურად. გამოვლინდა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 36 ფაქტი. სამსახურის მიერ გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 56% (20) შეეხებოდა კერძო სექტორში, 33% (12) — საჯარო სექტორში, ხოლო 11% (4) — სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას. გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთაგან 18 პირს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა, ხოლო 15 პირს — გაფრთხილება. სამსახურმა გასცა 1084 კონსულტაცია, 49 დავალება და რეკომენდაცია; სამსახურმა ჩაატარა 13 საინფორმაციო შეხვედრა და ტრენინგი 490 დამსწრე პირთან, რომელთა ნაწილი წარმოადგენდნენ როგორც მონაცემთა სუბიექტებს, ისე მონაცემთა დამმუშავებლებს. სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) 53 შემთხვევაში გამოიყენა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში. იხილეთ ანგარიში ბმულზე.  

ბრიტანეთი რუსეთიდან ოქროს იმპორტს კრძალავს, უარს ამბობს ნახშირსა და ნავთობზეც

ბრიტანეთში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის შესაბამისი ცვლილება 21 ივლისს შევიდა. ბრიტანეთი რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ქვანახშირისა და ოქროს ნაწარმის იმპორტს, ასევე ამ საქონლის პირდაპირ თუ ირიბად შეძენასა და მიწოდებას კრძალავს. რუსული ოქროს იმპორტზე აკრძალვა ძალაში 21 ივლისს შევიდა. რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი 2022 წლის 10 აგვისტოდან, ხოლო ნავთობის იმპორტი 2022 წლის 31 დეკემბრიდან იკრძალება. შეგახსენებთ, რომ გერმანია რუსული ნახშირის ყიდვას 1-ელი აგვისტოდან, ხოლო რუსული ნავთობის ყიდვას 31 დეკემბერს სრულად შეწყვეტს. ევროკავშირმა რუსეთიდან ოქროსა და საიუველირო ნაწარმის იმპორტი აკრძალა კანადამ რუსული ოქროს იმპორტი, ოფიციალურად აკრძალა

ანალენა ბერბოკმა ლავროვის განცხადებას რუსეთის ახალი პროპაგანდა უწოდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა სერგეი ლავროვის განცხადებას რუსეთის ახალი პროპაგანდა უწოდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო რუსეთის განცხადება, რომ დასავლური იარაღის მიწოდებამ გავლენა იქონია მოსკოვის გადაწყვეტილებაზე, გააფართოოს უკრაინაში მისი სამხედრო მიზნები. DW-სთან ინტერვიუში ბერბოკმა აღნიშნა, რომ მოსკოვი არგუმენტის შეცვლას განაგრძობს და ეს მხოლოდ „ახალი პროპაგანდაა რუსული მხარისგან“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამაც უპასუხა. კულებამ მსოფლიოს მოუწოდა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს და უკრაინას იარაღი უფრო სწრაფად მიაწოდოს. „რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის აღიარება, უკრაინის უფრო მეტი მიწის მიტაცების შესახებ, ამტკიცებს შემდეგს: რუსეთი უარს ამბობს დიპლომატიაზე, ომსა და ტერორზეა კონცენტრირებული. რუსებს სისხლი სურთ და არა მოლაპარაკებები. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, გაამკაცრონ სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და დააჩქარონ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. შეგახსენებთ, ლავროვმა RT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო, ომის „გეოგრაფიული მიზნები“ შეიცვალა და ახალი ტერიტორიების დაპყრობით დაიმუქრა, იმ შემთხვევაში თუ პარტნიორები უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას გადასცემენ.    

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი, რომელიც საქართველოს მხარდაჭერასაც მოიცავს

„აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სრული შემადგენლობით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის საკუთარი ვერსია, რომელიც 2023 ფისკალური წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონპროექტი საქართველოს მხრადამჭერ უმნიშვნელოვანეს ჩანაწერებს შეიცავს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კანონპროექტი მკაფიოდ ადასტურებს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას NATO-სა და ევროპელი პარტნიორებისადმი რეგიონში არსებული საფრთხეებისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. „აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სრული შემადგენლობით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის საკუთარი ვერსია, რომელიც 2023 ფისკალური წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. კანონპროექტი მკაფიოდ ადასტურებს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას NATO-სა და ევროპელი პარტნიორებისადმი რეგიონში არსებული საფრთხეებისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე და ხაზს უსვამს ძლიერი ალიანსებისა და პარტნიორობების მნიშვნელობას აშშ-ისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის. კანონპროექტი საქართველოს მხრადამჭერ უმნიშვნელოვანეს ჩანაწერებს შეიცავს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის კონგრესის ურყევ ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით. წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტის ფარგლებში დაამტკიცა კონგრესმენ ოსტინ სკოტის მიერ ინიცირებული და სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადამ სმიტის მიერ წარდგენილი შესწორება, რომელიც მოიცავს აშშ-ის კონგრესის ხედვას საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებასა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე, კერძოდ: კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ღირებული მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი და NATO-ს ასპირანტი ქვეყანაა, რომელიც თანმიმდევრულად მიისწრაფვის საერთო ღირებულებებისა და ინტერესების განმტკიცებისკენ. ხაზგასმულია, რომ პარტნიორობის 30 წლის მანძილზე აშშ-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის უზრუნველყოფის პროცესში. აქვე აღნიშნულია, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის მხრიდან არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის ფონზე. ხაზგასმულია, რომ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებისა და სტრატეგიული ინტერესებისთვის შავი ზღვის რეგიონში. კანონპროექტის თანახმად, საქართველო მნიშვნელოვანი ეკონომიკური, ენერგო-ტრანზიტისა და ვაჭრობის საერთაშორისო ჰაბია და როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორის განუყოფელ ნაწილი, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოებისა და მომარაგების სტრატეგიული მარშრუტების დივერსიფიკაციის კუთხით. აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი რეგიონის უკანონო ოკუპაცია, დე-ფაქტო ანექსიის მცდელობები და ჰიბრიდული ომის ტაქტიკა საქართველოს ეროვნული და მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის გამოწვევას წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა მიიჩნევს, რომ აშშ-მ უნდა განამტკიცოს მხარდაჭერა და გადადგას ნაბიჯები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და გაღრმავების მიმართულებით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით და აშშ-ისა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად. განაგრძოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციის გზით, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესაბამისად საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.   განაგრძოს ძლიერი მხარდაჭერა და არსებითი მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად და საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. განაგრძოს პრესის თავისუფლების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების მიმართულებით მუშაობა, რათა დაეხმაროს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. პრიორიტეტად დასახოს და გააღრმაოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, მათ შორის, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) იმპლემენტაციის, საქართველოს აღჭურვილობის მოდერნიზაციის გეგმების გაზრდილი დაფინანსების გზით, რათა განმტკიცდეს საქართველოს შეკავების, ტერიტორიული თავდაცვისა და მდგრადობის შესაძლებლობები, ასევე, NATO-სთან თავსებადობა. შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, შავი ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მხარი დაუჭიროს არსებულ და ახალ თანამშრომლობის ფორმატებს, რათა გაზარდოს NATO-ს, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობა. გააძლიეროს კიბერ-სფეროში საქართველოს მხარდაჭერა, ტრენინგების, განათლების და ტექნიკური დახმარების გზით. განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტულ კამპანიებთან გამკლავების მიზნით, რომელიც მიმართულია ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, მისი დემოკრატიული ინსტიტუტების სანდოობას და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანდართულ განმარტებით ანგარიშში ხაზგასმულია აშშ-ის მიერ უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობების შენარჩუნების მნიშვნელობა ისეთ პარტნიორებთან, როგორებიც არიან საქართველო, ფინეთი, შვედეთი და მოლდოვა. კანონპროექტი აშშ -ის თავდაცვის მდივანს ავალებს ანგარიშის წარდგენას, რომელშიც ასახული იქნება სტრატეგია და რესურსების გეგმები GDDEI -ის ფარგლებში წვრთნებისა და მოდერნიზაციის პროგრამების დასაჩქარებლად. განმარტებითი ანგარიში, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების შესახებ ანგარიშის მომზადებას, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უნდა წარუდგინოს წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტს არაუგვიანეს 2023 წლის 1 მარტისა. თავდაცვის მდივანმა სამხედრო კომიტეტში ასევე უნდა უზრუნველყოს ბრიფინგი აშშ-ისა და საქართველოს შორის კიბერ-სფეროში არსებული თანამშრომლობის შესახებ. ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე მუშაობა აშშ კონგრესში აქტიურ ფაზაშია შესული. პროცედურის თანახმად, კანონპროექტის საკუთარ ვერსიას, ასევე, დაამტკიცებს აშშ-ის სენატი, რის შემდეგაც კონგრესის ორივე პალატის ვერსიები შეჯერდება ე.წ. კონფერენციაზე და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ აქტი კანონის ძალას შეიძენს“, – ნათქვამია განცხადებაში.  

პოლიციამ მარნეულში გოგოს ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ნ. და 1977 წელს დაბადებული რ.მ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2002 წელს დაბადებულ ფ. ო.- ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული რ.მ.-ც. პოლიციამ, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი დაადგინა. სამართალდამცველებმა ნ.ნ. და რ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.  

ასლან ბჟანიას ბიჭვინთის ე.წ. სამთავრობო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის გამო, ადგილობრივი ოპოზიცია დაუპირისპირდა

ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონის კულტურის სახლში დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ და საზოგადოებასთან შეხვედრა დროზე ადრე შეწყდა. მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი ბიჭვინთის ე.წ. სამთავრობო აგარაკი გახდა, რომელიც რუსეთის მფლობელობაში გადადის და ამ ფაქტს აფხაზეთის საზოგადოება  არ ეთანხმება. სამოქალაქო აქტივისტმა ჯანსუღ ბჟანიამ  დე ფაქტო პრეზიდენტს წლის დასაწყისში ხელმოწერილი განკარგულების შესახებ ჰკითხა, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის ე.წ. სახელმწიფო აგარაკის „ბიჭვინთის“ გადაცემას შეეხებოდა. ბჟანიამ პასუხის გაცემა შემდეგი სიტყვებით დაიწყო „მისმინე, ჩემი თავისადმი პატივისცემას ბოროტად ნუ გამოიყენებ, კეთილი ინებე და დაჯექი შენს ადგილას“. ამ პასუხს სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რის შემდეგაც ასლან ბჟანიამ შეხვედრა დატოვა. ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს, შეთანხმების ტექსტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. აფხაზური საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, დე ფაქტო პარლამენტის საპარლამენტთაშორისო კავშირების კომიტეტმა ხელშეკრულების ახალ ტექსტს უკვე დაუჭირა მხარი.   

არჩილ თალაკვაძე: აშშ-ის ელჩზე თავდასხმა არ ყოფილა, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რასაც თავად აკეთებს, მმართველ პარტიას გადააბრალოს

"ამერიკის ხელისუფლებაზე, რომელიმე მის წარმომადგენელზე საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პირის მხრიდან არასოდეს ყოფილა არანაირი თავდასხმა - ჩვენ თავდასხმები და შეურაცხყოფა ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რასაც აკეთებენ თვითონ, გადააბრალონ მმართველ პარტიას", - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებას გამოეხმაურა. ნედ პრაისი: ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს "ამერიკის ხელისუფლებაზე, რომელიმე მის წარმომადგენელზე საქართველოს ხელისუფლების რომელიმე ოფიციალურ პირის მხრიდან არასოდეს ყოფილა არანაირი თავდასხმა და ასეთი გამორიცხულია მომავალშიც. აშშ არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ გვაქვს ათწლეულების განმავლობაში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობები და რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ფასეული. თუ ჩვენ თავდასხმები და შეურაცხყოფა ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ამას არაერთი შეფასება მოჰყვა. ყველას კარგად გვახსოვს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები რა შეფასებებს აკეთებდნენ დასავლეთის ელჩების მიმართ ამ წლების განმავლობაში, წარსულშიც და საერთოდ ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რასაც აკეთებენ თვითონ, გადააბრალონ მმართველ პარტიას", - განაცხადა თალაკვაძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 8 ივლისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“. საპასუხოდ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის წერილი „სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით“. „კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა“, - განაცხადა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა უკვე 19 ივლისს. კელი დეგნანს მიხეილ ყაველაშვილის ამ განცხადებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს შეკითხვა „არ შემიძლია, დავადასტურო ვიღაცის ჭორები, რადგან არ ვიცი, რაზე საუბრობს ის“, - აღნიშნა ელჩმა. „კითხვა დაისვა მიშა ყაველაშვილის მხრიდან და აქაც ველოდი მკაფიო პასუხს. ანუ, ძალიან მარტივი კითხვაა ხომ – ან შედგა შეხვედრა, ან არ შედგა. მე არ ვიცი და ამიტომ საინტერესო იყო ელჩისგან პასუხის მოსმენა ამასთან დაკავშირებით. მას უნდა ეთქვა, რომ ან შედგა ან არ შედგა და საზოგადოება ამას გაიგებდა, თუმცა გაუგებარი პასუხი მივიღეთ. თან ითქვა, რომ ჭორაობაა, თან ის, რომ პასუხს არ გასცემს. ანუ, თან არც უარყო და თან ჭორაობა უწოდა თვითონ საუბარს ამ თემასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვს მიშა ყაველაშვილს, თუმცა კითხვა დაისვა და კითხვაზე საჭიროა პასუხი. ელჩს არ უთქვამს, შეხვდა თუ არ შეხვდა, რაც ცუდია, რადგან როდესაც საჯაროდ ისმება ასეთი კითხვები, ჩვენ არ ვიყავით მომხრე, საჯარო კითხვები დასმულიყო ასეთ თემებთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც საჯაროდ ისმება ასეთი კითხვა, ბუნებრივია, ამაზე საჭიროა საჯაროდ მკაფიოდ პასუხის გაცემა, იყო ასეთი შეხვედრა, თუ არ იყო შეხვედრა, თუმცა ამაზე პასუხი საზოგადოებამ ვერ მიიღო“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს. 20 ივლისს, თბილისის დროით, გვიან ღამით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გააკეთა. ნედ პრაისის განცხადებით, დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან.  

ილია დარჩიაშვილი: აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტის დამტკიცება ადასტურებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს

„აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის  კანონპროექტის დამტკიცება, რომელშიც  ასახულია საქართველოს მხარდამჭერი ფორმულირებები კიდევ ერთი ნათელი მაგალითია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის და   ადასტურებს  მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას  საქართველოს მიმართ“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი „Facebook”- ის ოფიციალურ გვერდზე წერს.საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს საერთო ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების ნაწილად განიხილავს  და განაგრძობს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას საქართველოს უსაფრთხოების განსამტკიცებლად, ისევე როგორც ხელს უწყობს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას. როგორც ილია დარჩიაშვილი აღნიშნავს, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი, რომელშიც ასახულია არაერთი კონკრეტული მიმართულება, სადაც კანონმდებლები საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის გაძლიერებასა და თანამშრომლობის გაფართოებას უჭერენ მხარს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ქმედით დახმარებას, რასაც აშშ მიმართავს საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის. შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სრული შემადგენლობით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის საკუთარი ვერსია, რომელიც 2023 ფისკალური წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. კანონპროექტი საქართველოს მხარდამჭერ უმნიშვნელოვანეს ჩანაწერებს შეიცავს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის კონგრესის ურყევ ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით.