ძებნის რეზულტატი:
ჩეხეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ
ჩეხეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ მინისტრებმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერეს. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს „ჩამოვედი კიევში. ვმგზავრობ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ალექსანდრ შალენბერგთან ერთად. პირველად დიდი ხნის განმავლობაში კვლავ შევხვდი ჩვენს კოლეგებს უკრაინული საელჩოდან. ველოდები მოლაპარაკებებს უკრაინის წარმომადგენლებთან“, – წერს ლიპავსკი. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის გვერდით დგომას გააგრძელებენ. „მოხარული ვარ, კვლავ დავბრუნდე უკრაინაში ჩემს ძვირფას კოლეგასთან იან ლიპავსკისთან ერთად. გამანადგურებელია იმის ხილვა, თუ რას უკეთებს რუსეთის სასტიკი აგრესიული ომი ამ ლამაზ ქვეყანას და მის ხალხს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას“, – წერს შალენბერგი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ლევან დავითაშვილი: თურქმენეთი დაინტერესებულია საქართველოს დერეფნის გამოყენებით, ეს არის დამატებითი ტვირთბრუნვის გაზრდის შესაძლებლობა
თურქმენეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, განვიხილეთ სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, თურქმენეთთან ხელი მოეწერა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც საშუალებას იძლევა, აშხაბადთან პირდაპირი ფრენები დაინიშნოს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. „ორმხრივი შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება ეკონომიკაში. ასევე ხელი მოეწერა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აშხაბადთან ჩვენ პირდაპირი ფრენები დავნიშნოთ, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. თურქმენეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალი და ერთობლივი პროექტები განიხილეს განვიხილეთ სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ის, რომ მოიხსნას ბარიერები ქართულ პროდუქციაზე და მეტ ქართულ პროდუქტს თურქმენეთში ექსპორტის შესაძლებლობა გაუჩნდეს. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია სატრანსპორტო საკითხების განხილვა. თურქმენეთი მნიშვნელოვანი ქიმიური მრეწველობის მქონე ქვეყანაა, რომელსაც აინტერესებს საქართველოს დერეფნის გამოყენება. საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გამოყენების მეშვეობით თავისი პროდუქციის გატანა. ეს არის დამატებითი ტვირთბრუნვის გაზრდის შესაძლებლობები. საუბარია რამდენიმე მილიონ ტონა დამატებით ტვირთნაკადზე საქართველოს დერეფნის გამოყენებით. ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა და იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანებში დამატებითი ტვირთები გაჩნდება თურქმენეთიდან საქართვლოს მიმართულებით. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე. დღეს თურქმენეთი საქართველოში ნავთობ და ნავთობქიმიის პროდუქტებს აგზავნის, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველოში იაფი ენერგორესურსები შემოტანა განვიხილოთ და ამ საკითხზე ჩვენი სამინისტრო კოლეგებთან ერთად იმუშავებს მომავალშიც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი: ევროპარლამენტარები საქართველოში ჩამოვიდნენ მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენთვის ცოტა ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი
"საქართველომ ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტის შესასრულებლად მუშაობა უნდა დაიწყოს. ამ დროს ევროპარლამენტარების მოსმენა და მათთვის ჩვენი გზავნილები უაღრესად მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის გზაზე უკან დახევა არ იქნება. დევიდ მაკალისტერი: როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, სამწუხაროდ, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის პოლარიზაცია „ვიზიტი ტარდება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენთვის ცოტა ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი. ეს ვიზიტი შეიძლება, აღმოჩნდეს გადამწყვეტი ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ამ დროს ევროპარლამენტარების მოსმენა და მათთვის ჩვენი გზავნილები უაღრესად მნიშვნელოვანია. ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპარლამენტარები დღეს ჩამოსული არიან რეგიონალური ვიზიტის ფარგლებში. ეს ხაზს უსვამს ასევე ამ რეგიონის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დღევანდელ მსოფლიოში. ევროპარლამენტარების დელეგაცია საქართველოშია ჩვენ უნდა გვესმოდეს და ალბათ, ეს არის მთავარი ამ ქვეყნისთვის, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც მოგვენიჭა ევროპარლამენტის და ასევე, ევროპული საბჭოს მიერ, უაღრესად მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ჩვენ ეს გვავიწყდება და ვერ ვხედავთ, რომ ეს არის გადადგმული ნაბიჯი, რომელზეც უკან დახევა არ იქნება. ეს მოითხოვს ჩვენგან, რომ ამ ევროპული პერსპექტივის ღირსი ვიყოთ. მეორე მხრივ, შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს უახლოესი მომავლისთვის ის განცხადება, რომ ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, თუკი იმ მთავარ რეკომენდაციებს შევასრულებთ, რასაც 12 პუნქტს ვეძახით და რაზეც მუშაობა უნდა დაიწყოს. ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელში, სადაც ველოდები, რომ აქედან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
შრი-ლანკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
შრი-ლანკის პარლამენტმა პრეზიდენტად რანილ ვიკრემესინგე აირჩია. რანილ ვიკრემესინგემ საპარლამენტო კენჭისყრაში 134 ხმით, 82-ის წინააღმდეგ მისი მთავარი კონკურენტი, დულუს ალაჰაპერუმა დაამარცხა. „ვიკრემესინგეს ბევრი განიხილავს, როგორც გამჭრიახ ფიგურას. ექვსგზის პრემიერ მინისტრმა, წინა ორ, საპრეზიდენტო კენჭისყრაში წარმატებას ვერ მიაღწია. მისი გამარჯვება ახლა ნიშნავს, რომ ვიკრემესინგეს საპრეზიდენტო ვადა 2024 წლამდე განისაზღვრა“, - წერს BBC. შრი-ლანკის პარლამენტმა პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაქსას გადადგომა 15 იცლისს დაამტკიცა, რითაც დასრულდა ოჯახის მმართველობა, რომელიც ძალაუფლებას თითქმის 20 წლის განმავლობაში ფლობდა. რაჯაპაქსა ოფიციალურად, სინგაპურში გაქცევის შემდეგ გადადგა, ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა მასობრივი პროტესტი, „შრი-ლანკა „ეკონომიკურ ქაოსშია“, რადგან მას სურსათის, საწვავის და სხვა ძირითადი მარაგების მწვავე დეფიციტი ემუქრება. გოტაბაია რაჯაპაქსა თანამდებობის დატოვებაზე განაცხადების გაეთებას 13 ივლისს გეგმავდა. 9 ივლისს, 22 მილიონიან შრი-ლანკაზე ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მისი გადადგომის მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასა და ოფისში, ათასობით მომიტინგე შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, გოტაბაია რაჯაპაქსას ევაკუაცია განხორციელდა. მომიტინგეებმა ასევე დაიკავეს პრემიერ-მინისტრის რანილ ვიკრამასინგეს სახლი (რომელიც პრეზიდენტის მსგავსად თანამდებობიდან გადადგომაზე დათანხმდა) და ცეცხლი წაუკიდეს შენობას. პოლიციასთან შეტაკებისას 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
სალომე ზურაბიშვილი: ევროპარლამენტარებთან ხელისუფლების წარმომადგენლების დიალოგმა სხვა ფორმა უნდა მიიღოს, რადგან არის რაღაცები, რაც არ შეიძლება, ითქვას
"მიზნის მისაღწევადც, რასაც მხარს უჭერს ქართული საზოგადოების 85%, საჭიროა ერთობლივი მუშაობა. ამ შემთხვევაში მთავარი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას. ევროპარლამენტარებთან ხელისუფლების წარმომადგენლების დიალოგმა სხვა ფორმა უნდა მიიღოს, რადგან არის რაღაცები, რაც არ შეიძლება, ითქვას", - ამის შესახებ პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის ხელმძღვანელ დევიდ მაკალისტერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი: ევროპარლამენტარების ვიზიტი ხორციელდება მნიშვნელოვან მომენტში - საქართველომ ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტის შესასრულებლად მუშაობა უნდა დაიწყოს „მუშაობა უნდა დაიწყოს ჯერ ერთი ბრიუსელში, სადაც მე კიდევ ველოდები, რომ აქედან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი და როგორ უნდა შესრულდეს ამ პუნქტების ზოგიერთი ნაწილი. მუშაობა უნდა დაიწყოს პარლამენტში და ამისთვის მოვაწერე ხელი განცხადებას, რომ შედგეს საზაფხულო სესია, რამეთუ ჩვენ როცა გვაქვს ექვსი თვე, სრულიად გაუგებარი არის და მგონი, გაუგებარია ჩვენი ევროპალმენტარი მეგობრებისთვის, არ დავიწყოთ მუშაობა ახლავე. მხოლოდ მუშაობა, ერთად მუშაობა, იმის გარკვევა, რაში ვეთანხმებით ერთმანეთს და არ ვეთანხმებით, ცალ-ცალკე ეს არ ხდება და ეს ძალიან მარტივად გასაგები არის ყველასთვის. აქ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ამ შემთხვევაში უმრავლესობის, რამეთუ ბერკეტები, მთავარი ბერკეტები არის უმრავლესობის, პარლამენტში იქნება, თუ მთავრობაში, მათ ხელში არის მიღწევა ამ კანდიდატურის. ასევე, ამას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე არ დაიწყებს ოპონირებას. მაგრამ, კიდევ ერთხელ მთავარი პასუხისმგებლობა, და ესეც კარგად იცის მოსახლეობამ, არის ხელისუფლების. ერთმანეთთან რაღაცა ჭიდილი, რომელიც არა მხოლოდ შიგნით არის, ასევე გარეთ და ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი, მე ისიც ვთქვი, რომ შეიძლება, ზოგჯერ სჯობდეს, პასუხები არ იყოს და მოვუწოდე, რომ ჩვენ გადავიყვანოთ ეს დიალოგი ცოტა სხვა ფორმებში, მაგრამ მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები, რაც არ შეიძლება, ითქვას, არის რაღაცა ბრალდებები, მაგალითად, იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს, ეს არის მიუღებელი. არ შეიძლება, ამ პირობებში დავიწყოთ რაიმე ფორმის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან, რათა ყველანაირად გვაჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ამ ჩვენს ძალიან რთულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, ისინი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრა დაგეგმილია ოპოზიციურ სპექტრთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთანაც.
დევიდ მაკალისტერი: როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, სამწუხაროდ, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის პოლარიზაცია
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური ძალა და გვერდზე გადადონ განსხვავებები, კონსტრუქციულად ისაუბრონ და იმუშაონ ერთი მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოსთვის ევროპის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა. მაკალისტერის თქმით, ევროპის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას, განსაკუთრებით, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების მიმართულებით. ევროპარლამენტარის განმარტებით, ეს არა ვაჭრობის საგანი, არამედ, პროცესია, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებთან უნდა იყოს შესაბამისობაში. მისივე თქმით, საქართველოს გაწევრიანება კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზეა დამოკიდებული. მაკალისტერის თქმით, საქართველოს მოსახლეობა იმსაუხურებს, იცხოვროს დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში. „საქართველოში ვიზიტი არის სამხრეთ კავკასიაში ჩვენი მისიის ერთ-ერთი ნაწილი და ჩვენ შევხვდებით საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, ძირითადად ვისაუბრებთ საქართველოს განაცხადზე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, რომ წინა თვეში ევროპული საბჭოს მიერ მირებული გადაწყვეტილება გახლდათ მართლაც და ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა. სალომე ზურაბიშვილი: ევროპარლამენტარები საქართველოში ჩამოვიდნენ მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენთვის ცოტა თუ ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი ეს გახლავთ აღიარება, რომ ევროპის პარლამენტი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მზადაა, საქართველო დაუახლოოს ევროპულ კავშირს, რამეთუ ევროპის კავშირის ოჯახის წევრია. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები იმისათვის, რომ მან მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს პრიორიტეტები ძალიან მკაფიოდ არის გამოსახული ევროპის კომისიის მოსაზრებაში. სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ ხელისუფლებას - ვნახეთ ევროპარლამენტარებთან პინგ-პონგი, ბრალდებები, რომ ევროკავშირი ჩვენგან მეორე ფრონტს ელოდება, მიუღებელია ქალბატონ ზურაბიშვილთან ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური ძალა და გვერდზე გადადონ განსხვავებები, კონსტრუქციულად ისაუბრონ და იმუშაონ ერთი მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოსთვის ევროპის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის - პოლარიზაცია და ეს არის პროცესი, პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ხასიათდება ძალიან მკაცრი რიტორიკით და უუნარობით თუ სურვილის არ ქონით იმისათვის, რომ ადამიანებმა, დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა იმუშაონ ერთად მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ მიზნის მიღწევა ქვეყნისათვის, რა მიზანიც ქვეყანას აქვს დასახული. ევროპის კავშირი ყოველთვის მოუწოდებდა დაპირისპირებულ მხარეებს, რომ რამენაირად მიაღწიონ შეთანხმებას იმ ძირითად რეფორმებზე და დემოკრატიის განვითარებაზე და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, რაც საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვანია. შარლ მიშელი ხელმძღვანელობს და ჩართულია ამ პროცესში და ეს უკვე თავისთავად უჩვენებს იმ უდიდეს მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული საბჭოსაგან. პრეზიდენტო, თქვენც ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადები გააკეთეთ და მოუწოდეთ ყველა მხარეს ერთიანობისკენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ამ ეტაპზე. ჩვენ ძალიან დიდი იმედი მოგვცა იმ ფაქტმა, რომ ძალიან სერიოზულად მიმდინარეობს მუშაობა 12 პუნქტიან გეგმაზე. როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ, სამოქალაქო ორგანიზაციებმაც წარმოადგინეს თავიანთი გეგმები, ეს ასახავს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, როგორც ყველას მიერ გაზიარებულ მიზანს“, - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა. „საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან ბევრ ვმუშაობთ უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ჩვენი ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ევროკავშირის მისიის არსებობა საქართველოში, ამ მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოხატულებაა. საქართველომ თავის კონსტიტუციაში ასახა NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი და მას აქვს მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა. ევროპარლამენტის წევრები სიამოვნებით დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ჩვენს ოჯახში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ირაკლი კობახიძე: კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში
"ვერიდებოდით მასზე ამ ხნის განმავლობაში კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი. სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მისიას ასრულებს ევროკავშირის ელჩი: ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა კობახიძე იმედოვნებს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს. "ვერიდებოდით მასზე ამ ხნის განმავლობაში კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, იმის გამო, რომ ჩვენ გვქონდა განაცხადი წარდგენილი ევროკავშირში და ეს მიმდინარე პროცესი იყო. თუმცა, დღეს როდესაც მან უკვე დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ, სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს", - განაცხადა კობახიძემ.
კირბის თქმით, რუსეთი უკრაინის მეტი ნაწილის ანექსიას გეგმავს და ცდილობს, 2014 წლის ანექსიის სახელმძღვანელო გამოიყენოს
რუსეთი უკრაინის მეტი ნაწილის ანექსიას გეგმავს და ცდილობს, 2014 წლის ანექსიის სახელმძღვანელო გამოიყენოს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. „ნაბიჯები, რომლებსაც რუსეთი გეგმავს, შეიძლება, მოიცავდეს ყალბ რეფერენდუმს, არალეგიტიმური მარიონეტული რეჟიმების დაყენებას, რუსული რუბლის ოფიციალურ ვალუტად დაწესებას და უკრაინის მოქალაქეების იძულებას, მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა“, - განაცხადა ჯონ კირბი. აშშ-ს აქვს უაღრესად სანდო სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი შეეცდება ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ანექსიას მაისის შუა რიცხვებში და რომ იგეგმება მსგავსი ე.წ. „სახალხო რესპუბლიკის“ შექმნა. მსგავსი გეგმა არსებობს ხერსონთან დაკავშირებითაც, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა სახელმწიფო დეპარტამენტი გამართულ ბრიფინგზე აცხადებდა. ცნობისთვის, რუსეთის სქემაზე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა პირველად, 29 აპრილს ისაუბრა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ ხელისუფლებას - ვნახეთ ევროპარლამენტარებთან პინგ-პონგი, ბრალდებები, რომ ევროკავშირი ჩვენგან მეორე ფრონტს ელოდება, მიუღებელია
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია. აქედან გამომდინარე, ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ სტატუსის მისაღებად ხელისუფლების წარმომადგენლები ბრიუსელში ვიზიტებს და ადგილზე დაიწყებენ. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის ხელმძღვანელ დევიდ მაკალისტერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის განცხადება, რომ ჩვენ წლის ბოლოს მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, თუ ჩვენ შევასრულებთ იმ მთავარ რეკომენდაციებს, რასაც 12 პუნქტს ვეძახით და რომელზეც მუშაობა უნდა დაიწყოს. ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ჯერ ერთი, ბრიუსელში, სადაც მე კიდევ ველოდები, რომ აქედან წავლენ ხელისუფლების წარმომადგენლები იმისთვის, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი, როგორ უნდა შესრულდეს ამ პუნქტების ზოგიერთი ნაწილი. უნდა დაიწყოს მუშაობა პარლამენტში და მე მოვაწერე ხელი, რომ შედგეს საზაფხულო სესია. ევროპარლამენტარების დელეგაცია საქართველოშია როდესაც გვაქვს 6 თვე, სრულიად გაუგებარია და მე მგონი, გაუგებარია ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრებისთვის, რომ ჩვენ ახლავე არ დავიწყოთ მუშაობა. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, რომ ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში სესიის ფორმით ან პლენარულ სხდომაზე ან კომიტეტებში და ასევე უმრავლესობის მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას. ყველამ ყველგან უნდა ვიმუშაოთ. სალომე ზურაბიშვილი: ევროპარლამენტარების ვიზიტი ხორციელდება მნიშვნელოვან მომენტში - საქართველომ ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტის შესასრულებლად მუშაობა უნდა დაიწყოს იმაზე უარი თქვა და ამაზე „კი“, ასე არ გამოვა. თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც რეალურად მხარს უჭერს ჩვენი საზოგადოების 85% - მხოლოდ მუშაობა, ერთად მუშაობა, გარკვევა რაში ვეთანხმებით ერთმანეთს და რაში არ ვეთანხმებით - ეს ცალ-ცალკე არ ხდება და ეს ძალიან მარტივად არის ყველასთვის გასაგები. აქ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ამ შემთხვევაში უმრავლესობის, რადგანაც მთავარი ბერკეტები არის უმრავლესობის ხელში - ეს იქნება პარლამენტში, თუ მთავრობაში. მათ ხელში არის ამ კანდიდატურის მიღწევა. ასევე, ამას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე არ დაიწყებს ოპონირებას, მაგრამ კიდევ ერთხელ მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების და ესეც კარგად იცის მოსახლეობამ. ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენ გადავიდეთ მუშაობაზე იმ ერთმანეთთან ჭიდილის რეჟიმიდან, რომელიც არამხოლოდ შიგნით არის, არამედ ასევე არის გარეთ და ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი. ისიც ვთქვი, შეიძლება ზოგჯერ სჯობდეს, რომ არ იყოს პასუხები და მოვუწოდე, რომ ეს დიალოგი გადავიყვანოთ ცოტა სხვა ფორმებში, მაგრამ მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები, რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაც ბრალდებები მაგალითად იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს - ეს არის მიუღებელი. არ შეიძლება, ამ პირობებში დავიწყოთ რაიმე ფორმის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან იმისათვის,რომ ყველანაირად გვაჩვენონ - მხარს უჭერენ ამ ჩვენს ძალიან რთულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ელჩმა დეგნანმა და ზუგდიდის მოსამართლეებმა ეფექტიანი და სანდო სასამართლოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს - ამერიკის საელჩო
ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ზუგდიდში მოსამართლეებს შეხვდა. აშშ-ის საელჩოს ცნობით, ელჩმა დეგნანმა და ზუგდიდის მოსამართლეებმა ეფექტიანი და სანდო სასამართლოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. „რა უწყობს ხელს მშვიდობას, სტაბილურობასა და თანაზიარ კეთილდღეობას? - კანონის უზენაესობა და სასამართლო დამოუკიდებლობა. ელჩმა დეგნანმა და ზუგდიდის მოსამართლეებმა განიხილეს საელჩოს მხარდაჭერა საქართველოს ძალისხმევისადმი, ააშენოს ეფექტიანი და სანდო სასამართლო ისეთი პროგრამების მეშვეობით, როგორიცაა მენტორობა და სასწავლო კურსები. აშშ-ის ერთგულება საქართველოს განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი კვლავაც მტკიცეა“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. ამასთან, ამერიკის საელჩოს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ოფიციალური ვიზიტით წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ეწვია. კელი დეგნანის თქმით, ამერიკის საელჩო მზადაა, ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ხალხის საკეთილდღეოდ. მხარეებმა დაათვალიერეს პროექტები, რომელიც ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში, კელი დეგნანი ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლაშიც იმყოფებოდა და სტუდენტებს გაესაუბრა.
ევროპის გაფართოება კვლავ რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამის რეფორმებს - დევიდ მაკალისტერი
ევროპარლამენტარ დევიდ მაკალისტერის თქმით, ევროპის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას, განსაკუთრებით, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების მიმართულებით. დევიდ მაკალისტერი: როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, სამწუხაროდ, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის პოლარიზაცია ევროპარლამენტარის განმარტებით, ეს არა ვაჭრობის საგანი, არამედ, პროცესია, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებთან უნდა იყოს შესაბამისობაში. მისივე თქმით, საქართველოს გაწევრიანება კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზეა დამოკიდებული. მაკალისტერის თქმით, საქართველოს მოსახლეობა იმსაუხურებს, იცხოვროს დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში. მე მინდა გითხრათ, რომ წინა თვეში ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახლდათ მართლაც და ისტორიული გადაწყვეტილება. სალომე ზურაბიშვილი: ევროპარლამენტარები საქართველოში ჩამოვიდნენ მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენთვის ცოტა თუ ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი ეს გახლავთ აღიარება, რომ ევროპის პარლამენტი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მზად არის, რომ საქართველო დაუახლოოს ევროპულ კავშირს, რამეთუ ევროპის კავშირის ოჯახის წევრია. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები იმისათვის, რომ მან მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს პრიორიტეტები ძალიან მკაფიოდ არის გამოსახული ევროპის კომისიის მოსაზრებაში. ჩვენ ძალიან დიდი იმედი მოგვცა იმ ფაქტმა, რომ ძალიან სერიოზულად მიმდინარეობს მუშაობა 12 პუნქტიან გეგმაზე. როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ, სამოქალაქო ორგანიზაციებმაც წარმოადგინეს თავიანთი გეგმები, ეს ასახავს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, როგორც ყველას მიერ გაზიარებულ მიზანს“, - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.
შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი იზრდება. რას მიიღებს საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წარმომადგენლების უზბეკეთსა და თურქმენეთში ვიზიტისას მთავარ თემად ტვირთების გადაზიდვისა და ტრანზიტის საკითხები გამოიკვეთა. ირაკლი ღარიბაშვილისა და აბდულა არიპოვის შეხვედრისას, უზბეკეთის პრემიერმა საქართველოს პორტებით, ევროპაში ტვირთების ტრანსპორტირების ინტერესი ღიად გამოხატა. თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვისა და საქართველოს პრემიერის შეხვედრისას მთავარი განსახილველი საკითხები აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვა და კასპიისა და შავი ზღვების სატრანზიტო გზების უსაფრთხოება იყო. უზბეკეთი საქართველოს პორტებით ევროპაში ექსპორტის პერსპექტივებს განიხილავს „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის”დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი Europetime-თან აცხადებს, რომ შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთსა და თურქმენეთში წამოჭრილი საკითხები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები უზბეკეთსა და თურქმენეთში ჩავიდნენ. საგულისხმოა, რომ საუბარი ამ ქვეყნებთან აქცენტირებულად მიმდინარეობს ტვირთების მოზიდვასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება უზბეკეთთან შეხვედრის შედეგებს, აქ შეიძლება გამოიყოს ის გარემოება, რომ დაფიქსირდა კონკრეტული ტვირთვის მოცულობით მოზიდვის პერსპექტივა. უკვე მხარეებს შორის შეთანხმებაც გაფორმდა. საუბარია ქიმიური ტვირთების ბათუმის ნავსადგურის გავლით მოზიდვის შესაძლებლობაზე. კერძოდ, წელიწადში 400 ათასი ტონა ქიმიური ტვირთების მოზიდვის პერსპექტივა გაჩნდა. შედეგად, ბათუმის ნავსადგური გარკვეულწილად მშრალი ტვირთების მიმართულებით დაიტვირთება“, - აცხადებს ცაგარეიშვილი. საქართველოსა და უზბეკეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმია. ქვეყნებს შორის ვაჭრობა 2021 წელს 18,5 პროცენტით გაიზარდა და $115 მილიონი შეადგინა. უზბეკეთი საქართველოს ამარაგებს ძირითადად სამრეწველო საქონლით, ქიმიური პროდუქტებით, სასმელებით, მანქანებითა და სატრანსპორტო ტექნიკით. საქართველო, უზბეკეთში ფარმაცევტული პროდუქციის, სატრანსპორტო ტექნიკის, საკვები პროდუქტებისა და სხვა სახის იმპორტს ახორციელებს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვისა და საქართველოს პრემიერის შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებსა და მათ შემდგომ განვითარებას. ითქვა, რომ აღნიშნული სტრატეგიული პროექტების განხორციელება გაზრდის აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას კასპიისა და შავი ზღვების გავლით, რითიც გაფართოვდება სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები და ხელს შეუწყობს რეგიონთაშორისი კავშირების განვითარებას. ლევან დავითაშვილი: თურქმენეთი დაინტერესებულია საქართველოს დერეფნის გამოყენებით, ეს არის დამატებითი ტვირთბრუნვის გაზრდის შესაძლებლობა „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი Europetime-თან აცხადებს, რომ თურქმენეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნავთობპროდუქტების ექსპორტი, რადგან რუსეთის გავლით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, „ვოლგა-დონის“ არხით, ტრანზიტი გართულდა. „წინ ვუსწრებ სიტუაციას და ვვარაუდობ, რომ თურქმენეთში, საუბარი იქნებოდა თურქმენული ნავთობპროდუქტების საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადმორთვაზე. ამას შემთხვევით არ ვამბობ, რადგან აქ საუბარია „ვოლგა- დონის“ არხიდან ნავთობპროდუქტების გადმორთვის პერსპექტივაზე. აქ მნიშვნელოვანი მოცულობებია და დაახლოებით წელიწადში 3 მილიონი ტვირთის მოზიდვის პერსპექტივა არსებობს. დღესდღეობით, თურქმენული ნავთობპროდუქტები „ვოლგა-დონის“ არხით გადის ევროპის სხვადასხვა მიმართულებით. რუსეთ-უკრაინის ომი და ფართომასშტაბიანი დაპირისპირება წარმოუდგენელს ხდის ამ მარშრუტით ტვირთების გადაზიდვებს. ეს ტვირთი ალბათ შუა დერეფნის თვალსაწიერში მოექცევა. ვფიქრობ საქართველოსა და თურქმენეთს შორის აუცილებლად იქნება საუბარი ამ საკითხზე. დამატებითი ტვირთების მოზიდვის პერსპექტივა, ალბათ თურქმენეთის მხრიდანაც გამოჩნდება“, - აცხადებს ცაგარეიშვილი. საქართველოს თურქმენეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივი შეთანხმება აქვს გაფორმებული. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში თურქმენეთი ვერ მოხვდა. იმპორტიორთა ათეულში კი ეს ქვეყანა მეცხრე ადგილზეა. 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში თურქმენეთიდან $628.3 მილიონის პროდუქცია იმპორტირდა. ზრდამ 183.3% შეადგინა. „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარების გამო, უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი საქართველოსთან მიმართებით კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ამ გარემოებისა და ორ ქვეყანაში ვიზიტის ფონზე, სახელშეკრულებო არეალის მიღმა არ უნდა დარჩეს ყაზახეთი. „მიმაჩნია, რომ ყაზახეთი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტვირთების გენერირების თვალსაზრისით. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსკასპიური მარშრუტის მხოლოდ 7% გადის. დანარჩენი ნაწილი მოქცეულია ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქმენეთში, აზერბაიჯანში, კასპიის ზღვაზე, შავ ზღვაზე და ა.შ. პრობლემების გორგალი, არა საქართველოს მონაკვეთზე, არამედ სხვა ქვეყნებშია. კერძოდ, ყაზახეთის ტერიტორიაზე. ყაზახეთს უხდება როგორც ტვირთების გენერირება ასევე გემების მობილიზება თავის ნავსადგურებში. აქტაუს პორტში ხდება ასევე ვაგონების შეგროვება, რომ ეს ტვირთნაკადი ამ მიმართულებაზე გადმორთონ“. ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ ეს შანსი საქართველომ უნდა გამოიყენოს და ყაზახეთიდან ტვირთების მოსაზიდად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. „ყაზახეთსა და რუსეთს შორის მთლიანად გაწყდა სატრანსპორტო კომუნიკაცია. ყაზახეთი რუსეთის ვერცერთ ნავსადგურს ვერ იყენებს, რადგან ეს ნავსადგურები სანქცირებულია. თავის მხრივ, ყაზახეთის მიზანი იყო, ბალტიის ქვეყნების ნავსადგურებში გაეშვა ქვანახშირი და ქიმური ტვირთები, ლითონკონსტრუქციები და ა.შ. რაც მის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს, მაგრამ აქაც პრობლემა აქვს. ამ პორტებთან ტვირთებს ვერ უშვებს, რადგან რუსეთის ტერიტორია უნდა გაიარონ და რუსეთი უარს ეუბნება ბალტიის ქვეყნებში ტრანსპორტირებაზე, რადგანაც ყაზახეთმა ცალსახად უარი თქვა რუსეთის პორტების გამოყენებაზე. შედეგად, ყაზახეთის ტვირთების მნიშვნელოვანი ნაკადი - ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ქიმიური ტვირთები, ქვანახშირი, საკონტეინერო ნაკადი, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებული ტვირთია, დღესდღეობით არის მომიზნული, რომ საქართველოს მიმართულებით წამოვიდეს. ყაზახეთის ინფრასტრუქტურა არ არის მზად, რადგან ნავთობი მილსადენიით ექსპორტირდებოდა და ახლა პორტებში უნდა დაბრუნდეს. ადაპტირების ეს შესაძლებლობა ჯერჯერობით სირთულეებს წარმოადგენს“, - აცხადებს ცაგარეიშვილი. საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა იზრდება
უკრაინა „ვაგნერის“ ჯგუფის განადგურების შესახებ იუწყება
უკრაინა რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ ჯგუფის განადგურების შესახებ იუწყება. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: „ვაგნერი“ აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე დანაკარგებს განიცდის რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის ვაგნერის დაქირავებულმა დანაყოფებმა უკრაინის აღმოსავლეთში ბრძოლებში მძიმე დანაკარგები განიცადეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უახლეს სადაზვერვო განახლებაში აცხადებდა. „რუსეთმა ერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ფრონტის ხაზის ძალების გასაძლიერებლად და პერსონალის ნაკლებობისა და მსხვერპლის შესამცირებლად გამოიყენა. „ვაგნერმა“ ბოლო ბრძოლებში ცენტრალური როლი ითამაშა, მათ შორის პოპასნასა და ლისიშანსკის დაპყრობაში. ამ ბრძოლამ ჯგუფს დიდი მსხვერპლი მიაყენა“, - ნათქვამია ანგარიშში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ირაკლი ღარიბაშვილის თურქმენეთში ვიზიტი დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თურქმენეთში ვიზიტი დასრულდა. ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალი და ერთობლივი პროექტები განიხილეს აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაური თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, მუჰამეთგელდი სერდაროვმა გააცილა. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრა გამართა.
ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტარებს რეალურ ვითარებას გავაცნობთ, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება
ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, არ მიესადაგება ოლიგარქის ცნება, მაგრამ ეს ცნება მიესადაგება არაერთ ისეთ პირს, რომელიც აფინანსებს ოპოზიციას - ევროპარლამენტარებს გავაცნობთ რეალურ ვითარებას, მათ შორის მტკიცებულებების დონეზე, თუ ვის შეიძლება, მიესადაგოს ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის არა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტარებს ხვალ შეხვდება. „რამდენჯერმე უკვე ვთქვი და ეს არის ფაქტებით დადასტურებული, რომ ბიძინა ივანიშვილს რა თქმა უნდა არ მიესადაგება ეს თემა. რატომ – ერთია თანხა, მაგრამ არის სხვა კრიტერიუმები, ეს არის პოლიტიკაზე, მედიაზე გავლენა და სწორედ ეს კრიტერიუმები ამ შემთხვევაში არ არის სახეზე. აქედან გამომდინარე, უკვე არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, არ მიესადაგება ოლიგარქის ცნება, მაგრამ ეს ცნება მიესადაგება არაერთ ისეთ პირს, რომელიც აფინანსებს ოპოზიციას“, – აღნიშნა კობახიძემ. ცნობისთვის, ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.
ნიკა სიმონიშვილი: ევროპარლამენტი მოელის ხელისუფლების მხრიდან რეალურ, ფუნდამენტურ რეფორმებს და არა ისეთს, როგორიც მანამდე შემოუთავაზებიათ
ევროპარლამენტი მოელის ხელისუფლების მხრიდან რეალურ, ფუნდამენტურ რეფორმებს და არა ისეთს, როგორიც მანამდე შემოუთავაზებიათ, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტარებს რეალურ ვითარებას გავაცნობთ, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ,,დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ევროპარლამენტი მოელის ხელისუფლების მხრიდან რეალურ, ფუნდამენტურ რეფორმებს და არა ისეთს, როგორიც მანამდე შემოუთავაზებია. მეორე მხრივ, ევროპარლამენტარები მოელიან, რომ ამაში მონაწილეობას მიიღებს როგორც ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო სექტორი. აუცილებელია ფუნდამენტური რეფორმების გატარება, რომ შემცირდეს პოლარიზება და სახელმწიფო ინსტიტუციებმა იმუშაონ გამართულად. დეოლიგარქიზაცისთან დაკავშირებით, ივანიშვილის ფაქტორზე ყველაზე ნაკლებად იყო საჭირო, რომ ჩვენ გვესაუბრა, ისინი ამაზე საკმაოდ კარგად არიან ინფორმირებულები”, - აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა. ცნობისთვის, ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.
ბორის ჯონსონის ბოლო გამოსვლა პარლამენტში: მხარი დაუჭირეთ უკრაინას
„ასტა ლა ვისტა, ბეიბი“, - ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პარლამენტში ბოლო გამოსვლა „ტერმინატორის“ ციტატით დაასრულა. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს „ჩვენ დავეხმარეთ, მე დავეხმარე ამ ქვეყანას პანდემიის დროს და დავეხმარე სხვა ქვეყნის გადარჩენაში ბარბაროსობისგან. ვფიქრობ, ეს საკმარისია. გულწრფელად რომ ვთქვა, მისია დიდწილად შესრულებულია. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო და ვუთხრა: „ასტა ლა ვისტა, ბეიბი“ , - განაცხადა ბორის ჯონსონმა. ბორის ჯონსონი: მინდა, უკრაინელებს ვუთხრა - ჩვენ, დიდ ბრიტანეთში გავაგრძელებთ თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ჯონსონმა მომავალ პრემიერ-მინისტრს რჩევა მისცა. დარჩით ახლოს შეერთებულ შტატებთან, მხარი დაუჭირეთ უკრაინას, შეამცირეთ გადასახადები, არ მისცეთ უფლება ფინანსთა სამინისტროს, შეზღუდოს ამბიციური პროექტები და ყურადღება მიაქციეთ ამომრჩეველს. დაიმახსოვრე, უპირველეს ყოვლისა, ტვიტერი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ხალხი, რომელმაც აქ მოგვავლინა.
ევროკომისიის ახალი გეგმით, წევრმა სახელმწიფოებმა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 15%-ით უნდა შეამცირონ
ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი გეგმა, რომელიც ევროპაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, პაკეტი მიზნად ისახავს, ყველა წევრმა სახელმწიფომ შეამციროს გაზზე მოთხოვნა 15%-ით, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე. წევრ სახელმწიფოებს სექტემბრამდე აქვთ ვადა, აჩვენონ თუ როგორ შეძლებენ ამ მიზნის მიღწევას. ევროკომისია საუბრობს ზომებზე, რომლის თანახმად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საჭირო შემცირების დაკმაყოფილებაში დაეხმარება, მათ შორის ასეთი გზაა, ფოკუსირება გაზის სხვა საწვავებით ჩანაცვლებასა და მთლიანი ენერგიის დაზოგვაზე ყველა სექტორში“. კომისიამ ასევე მოუწოდა წევრ ქვეყნებს, წამოიწყონ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიები. ირანში ვიზიტისას პუტინმა განაცხადა, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ შემცირდება - Deutsche Welle როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რუსული გაზის სრული გათიშვა „სავარაუდო სცენარი“ იყო. „რუსეთი გვაშანტაჟებს. რუსეთი ენერგიას იარაღად იყენებს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. 11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეწყვიტა. „დღეს ახალ თავს ვხსნით აზერბაიჯანთან ენერგეტიკული თანამშრომლობის მიმართულებით, რომელიც საკვანძო პარტნიორია ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსულ წიაღისეულ საწვავს”, - ეს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაა, რომელიც 18 ივლისს, აზერბაიჯანში ვიზიტისას, პრეზიდენტ ალიევთან ერთად ისტორიული მემორანდუმის გაფორმებას მოჰყვა. აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება. ევროკავშირი, რომელიც უკრაინაში კრემლის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსულ რესურსებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ცდილობს, აზერბაიჯანი აირჩია ერთ-ერთ ალტერნატივად.
ნინო ლომჯარი: ევროპარლამენტის დეპუტატებს სახალხო დამცველის რეკომენდაციები აინტერესებდათ - საჭიროა მეტი სიცხადის შეტანა, რამდენად სწორად ხდება პუნქტების შესრულება
"ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით საჭიროა სამუშაო ფორმატის შექმნა, რომელსაც ექნება რეგულარული ხასიათი და უნდა იყოს ინიცირებული საქართველოს მხრიდან - ჩემი მთავარი შეთავაზება ევროპარლამენტარების მიმართ იყო ის, რომ საჭიროა მეტი სიცხადის შეტანა, რამდენად სწორად ხდება პუნქტების შესრულება ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის მხრიდან", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ნიკა სიმონიშვილი: ევროპარლამენტი მოელის ხელისუფლების მხრიდან რეალურ, ფუნდამენტურ რეფორმებს და არა ისეთს, როგორიც მანამდე შემოუთავაზებიათ „ევროპარლამენტის დეპუტატებს აინტერესებდათ სახალხო დამცველის რეკომენდაციები და ხედვა 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით. ჩემი მთავარი შეთავაზება მათ მიმართ იყო ის, რომ საჭიროა მეტი სიცხადის შეტანა, რამდენად სწორად ხდება ამ პუნქტების შესრულება ხელისუფლების თუ ოპოზიციის მხრიდან. კარგი იქნება თუ სამუშაო ფორმატები შეიქმნება და ეს პროცესი უფრო რეგულარული გახდება. როგორც მივიღე ინფორმაცია დელეგაციის წევრებისგან, მსგავსი ტიპის შეხვედრა უკვე გაიმართა დელეგაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის. კარგი იქნება, თუ ამ შეხვედრების შესახებ მოხდება საზოგადოების ინფორმირება. საჭიროა სამუშაო ფორმატი, რომელსაც ექნება რეგულარული ხასიათი და უნდა იყოს ინიცირებული საქართველოს მხრიდან, ვინაიდან ჩვენ უნდა გადავდგათ უფრო აქტიური ნაბიჯები“, - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.
ლოიდ ოსტინმა უკრაინისთვის ახალი დახმარება დააანონსა
შეერთებული შტატები უკრაინას გაუგზავნის კიდევ ოთხ მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას (HIMARS) გაუგზავნის, რომელიც ოფიციალურად, ამ კვირის ბოლოს გამოცხადდება. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა. „ეს დახმარება მოიცავს კიდევ ოთხ HIMARS-ის მოწინავე სარაკეტო სისტემას, რომლებსაც უკრაინელები ასე ეფექტიანად იყენებდნენ და რომელმაც ბრძოლის ველზე ვითარება შეცვალა“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. ლოიდ ოსტინი: საჰაერო თავდაცვა უკრაინაში ომის კრიტიკული ასპექტია. შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადამწყვეტ როლს თამაშობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, წლის ბოლომდე, ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ, სერიოზული ცვლილებები მოხდება. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაა, უკრაინა HIMARS-ს რუსეთის საბრძოლო მასალების საწყობების განადგურების მიზნით იყენებს, რითაც რუსეთის სერიოზულ ზიანს აყენებს. „იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელს ჩვენ ვნახავთ კონტრშეტევით კამპანიას და ის წარმატებული იქნება. HIMARS-მა ომში თამაშის წესები შეცვალა“, - განაცხადა რეზნიკოვმა Financial Times -თან ინტერვიუში 15 ივლისს. უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების თითოეული პაკეტი ბრძოლის ველზე სიტუაციის მიხედვით განისაზღვრება - ბრიჯიტ ბრინკი