ძებნის რეზულტატი:

კობახიძე ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ: განვმარტეთ, რას ვგულისხმობდით იმაში, რომ კარლ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს და საქართველოს ევროპული კურსის მიმართ, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. „დღეს გვქონდა შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა დევიდ მაკალისტერი. შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ქვეყნის შიგნით და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. ასევე გვქონდა საუბარი მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგშია. ეს არის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. შევეხეთ ამომწურავად ამ თემას. მათ შორის ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვით თანმდევ საკითხებთან დაკავშირებით, როგორის არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ცალკეული ჩანაწერები, რომლებიც მოხვდა ევროკომისიის შეფასებებში. რა თქმა უნდა, ამ საუბრის შინაარსს დეტალურად გარეთ ვერ გამოვიტანთ. ეს იყო დახურული შეხვედრა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ იყო ძალიან საინტერესო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს და საქართველოს ევროპული კურსის მიმართ, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კითხვას, განიხილეს თუ არა ომში ჩართვის საკითხთან დაკავშირებული განცხადებები, კობახიძემ უპასუხა, რომ ამ თემაზე დეტალურად არ უსაუბრიათ. „ჩვენ თუ რამის თქმა გვინდა, ამას ვიტყვით იმ ფორმით და იმ დროს, როცა საჭიროდ ჩავთვლით. ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ საზოგადოების წინაშე, არის ის, რომ ომის თავიდან აცილება ჩვენი უმთავრესი მიზანი და ამოცანა. მადლობა ღმერთს, ამ მიზანს მივაღწიეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან გამოიყენება პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. „საუბრის დეტალებს გარეთ ვერ გამოვიტანთ, მათი პასუხის გარეთ გამოტანა ჩვენი პრეროგატივა არ არის. მე შემიძლია გითხრათ, რა საკითხები დაისვა ჩვენი მხრიდან და იმედი გვაქვს, ჩვენი პოზიციები სამომავლოდ, მხედველობაში იქნება მიღებული, რათა შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „დღეს დამსწრე ევროპარლამენტარების უმეტესობა მიუკერძოებელი იყო ამ შეხვედრაზე“. კობახიძის თქმით, ევროპარლამენტარებს ჰქონდათ ჯანსაღი რეაქცია იმ საკითხებზე, რომლებიც „ქართული ოცნების“ წევრებმა დასვეს. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგის ბოლოს ისაუბრა, რომ ევროკავშირის ელჩის საკითხსაც შეეხნენ შეხვედრისას. „ჩვენ განვმარტეთ, რას ვგულისხმობდით იმაში, რომ კარლ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. ეს არის ფაქტი და შეგვიძლია, ჩვენს მეგობრებს დეტალური ინფორმაციაც მივაწოდოთ. საჯაროდ საუბრისგან თავს ვიკავებთ, მაგრამ მეგობრებს, ევროპარლამენტარებს შეგვიძლია, გავუზიაროთ დეტალური ინფორმაცია, თუ რაში გამოიხატებოდა ეს უარყოფითი როლი და კიდევ ერთხელ გამოვთქვით იმედი, რომ მომავალი ელჩი სხვაგვარად იმოქმედებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ 20 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.

დიეგო კოლასი კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე: ეს სევდისმომგვრელია, კარლი იყო ევროპის გუნდის ბრწყინვალე კაპიტანი

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი აცხადებს, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩის კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებული განცხადებები „სევდისმომგვრელია“. საფრანგეთის ელჩმა ამით უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ საქართველოში ევროკავშირის ყოფილი ელჩის კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა. „ვფიქრობ, ეს სევდისმომგვრელია. კარლ ჰარცელთან ერთად სამი წელი ვმუშაობდი. ძალიან ვისიამოვნე მასთან ურთიერთობით, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული კუთხით. ის ძალიან კარგი მეგობარი იყო და ის არის ადამიანი, რომელმაც, ვფიქრობ, ძალიან კარგი საქმე გააკეთა“,- აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა. მისი თქმით, კარლ ჰარცელი იყო ევროპის გუნდის ბრწყინვალე კაპიტანი. „რამდენიმე თვის წინ, ვფიქრობ, ჩვენ შორს ვიყავით იმ წერტილიდან, რასაც ახლა მივაღწიეთ საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის მხრივ. მთელი ეს სამუშაო, დაუღალავად კეთდება, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე, საქართველოს რეფორმების გზაზე მხარდაჭერის კუთხით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ ამას ვაკეთებთ. ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ. კარლი იყო ევროპის გუნდის ბრწყინვალე კაპიტანი და მე ძალიან მსიამოვნებდა მასთან მუშაობა. მე მესმის, რატომ არის ზოგიერთი იმედგაცრუებული, რადგან არის განცდა, რომ საქართველოს შეეძლო, ან უნდა მიეღო, შესაძლოა იმაზე მეტიც, ვიდრე მიიღო“ , - დასძინა კოლასმა. საფრანგეთის ელჩი ფიქრობს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ენერგია უნდა იყოს ფოკუსირებული იმისთვის, რომ რეფორმების დღის წესრიგში დინამიზმი იყოს. „ვფიქრობ, ეს შესაძლებელია და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაზეც ხალხი უნდა იყოს ფოკუსირებული“, - განაცხადა კოლასმა. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. წყარომ -ipn

დევიდ მაკალისტერი: ვნახავთ, რა შედეგი იქნება წლის ბოლოს, ეს არის გადამწყვეტი ფაზა საქართველოსთვის

საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება იყო მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და ახლა საჭიროა აუცილებელი რეფორმების შესრულებაზე მუშაობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში ყველა პოლიტიკოსმა რეკომენდაციებთან დაკავშირებით უნდა გააგრძელოს მუშაობა, შედეგი კი წლის ბოლოს გამოჩნდება. „ჩვენ გავაკეთეთ ორი განცხადება მედიასთან. ჩვენ გვქონდა აზრთა საინტერესო გაცვლა პრემიერ-მინისტრთან და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს არის გადამწყვეტი ფაზა საქართველოსთვის. საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და ახლა საჭიროა აუცილებელი რეფორმების შესრულებაზე მუშაობა. ჩამოყალიბდა 12 პრიორიტეტი, 12 რეკომენდაცია და ახლა პოლიტიკოსებმა უნდა იმუშაონ ამაზე. დევიდ მაკალისტერი: როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, სამწუხაროდ, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის პოლარიზაცია ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ ხედავს „ქართული ოცნება“ წინსვლის გზას, ასევე განვიხილეთ 12 პრიორიტეტის შესრულების მათი გეგმა. ჩვენ ასევე ვკითხეთ პარტია „ქართულ ოცნებას“, თუ როგორ აპირებს პროცესის ორგანიზებას, რომელიც ასევე მოიცავს ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას. ასე რომ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით სიტუაციაში, როდესაც საქართველოში ყველა პოლიტიკოსმა უნდა გააგრძელოს თავისი მუშაობა და ჩვენ ვნახავთ, რა შედეგი იქნება წლის ბოლოს“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ევროპარლამენტარები საქართველოში ვიზიტისას შეხვდნენ მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. დელეგაცია საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. ხვალ ისინი სომხეთს ეწვევიან. ვიზიტს წინ უძღოდა დებატები ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც 13 ივლისს, ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა (ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი S&D) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ანგარიში (პროექტი) წარადგინა. ანგარიშის პროექტი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები. 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ. მიქსერმა საქართველოში არსებულ ღრმა პოლარიზაციის პრობლემასაც გაუსვა ხაზი. ამავე კომიტეტის სხდომაზე დევიდ მაკალისტერმა განაცხადა, რომ „საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია“.  „საქართველოში ყველა პოლიტიკიური ძალისთვის გადამწყვეტი მომენტია, რათა მათ შორის არსებული პოლიტიკური განსხვავებების გადალახვის გზები იპოვონ, შეუერთდნენ ერთიან ძალისხმევას და გადადგან ნაბიჯები ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისთვის, რაც ქართველი ხალხის მტკიცე მისწრაფებას წარმოადგენს“, - აღნიშნა დევიდ მაკალისტერმა.  ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის პროექტის განხილვისას, ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, ევროკომისია ანგარიშს პრიორიტეტებზე 2023 წლის გაფართოების პაკეტში წარადგენს. ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას გადაწყვეტილება თავად ევროკომისიის წარმომადგენელმა იმით ახსნა, რომ „საკმარისი დრო მიეცემა საქართველოს პოლიტიკურ სისტემას, საფუძვლიანად იმუშაოს დასახელებულ პრიორიტეტებზე. ასევე, მეტი დრო ექნება ქართულ პოლიტიკურ ელიტას, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია, დასხდეს საერთო მაგიდასთან, რათა საფუძვლიანად იმუშაოს რეფორმებზე“.

იტალიის პრეზიდენტმა პრემიერ დრაგის გადადგომის შემდეგ პარლამენტი დაითხოვა

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომის შემდეგ პარლამენტის ორივე პალატა დაშალა. მატარელამ შესაბამის დეკრეტს ხელი მოაწერა. კონსტიტუციის მიხედვით, იტალიამ ახალი პარლამენტი 70 დღეში უნდა აირჩიოს. არჩევნები 25 სექტემბერს გაიმართება. იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობიდან გადადგა.  მან შესაბამისი განცხადებით იტალიის პრეზიდენტს მეორედ მიმართა, რომელმაც მისი თხოვნა დააკმაყოფილა. 

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი შეხვედრებში მონაწილეობას ტელეფონისა და Zoom-ის საშუალებით მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, შეხვედრებში მონაწილეობას ტელეფონისა და Zoom-ის საშუალებით მიიღებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა დადასტურებამდე ბოლოს კოვიდზე ტესტი სამშაბათს გაიკეთა, რის შედეგედაც პასუხი უარყოფითი იყო. „79 წლის პრეზიდენტს, რომელიც სრულად არის ვაქცინირებული და ორჯერ აიცრა გამაძლიერებელი დოზითაც, ძალიან მსუბუქი სიმპტომები აქვს და მისი მოვალეობის შესრულებას განაგრძობს“, - განაცხადა პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა. ვიდეოგზავნილი გაავრცელა პრეზიდენტმაც. „დღეს დილით დამიდასტურდა კორონავირუსი, მაგრამ ორჯერ ვარ ვაქცინირებული და ორჯერაც გამაძლიერებელი დოზით აცრილი, სიმპტომები მსუბუქია. მე ნამდვილად ვაფასებ თქვენ მიერ გამოხატულ ინტერესს და შეშფოთებას, მაგრამ მე თავს კარგად ვგრძნობ, ვაგრძელებ მუშაობას. ყველაფერი კარგად იქნება“, - ამბობს ჯო ბაიდენი. თეთრმა სახლმა 21 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბადენს კორონავირუსი დაუდასტურდა.  

სალომე ზურაბიშვილი: არსად გამიგია მოთხოვნა - ჩაერთეთ ომში, ეს არის მოგონილი და ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას

საქართველოს პრეზიდენტი მმართველ გუნდს პარტნიორების მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს. სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომში საქართველოს ჩართვას არავინ ითხოვს და ამის დასტურად მის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული ვიზიტები მოჰყავს. აქვე ზურაბიშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მმართველი გუნდი ბრიუსელში სათანადოდ არ მუშაობს და არც ასეთი ვიზიტები უნახავს.  „არსად გამიგია მოთხოვნა - ჩაერთეთ ომში, ეს არის მოგონილი და სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას, სხვაგან, ევროპაში არ გამიგია“, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი. „დღეს ევროპარლამენტის დელეგაცია იმყოფება საქართველოში. ეს არის გაგრძელება იმ ძალიან დიდი ნაბიჯის, რაც გადაიდგა ჩვენს მიმართ – ევროპულმა საბჭომ მოგვანიჭა ევროპული პერსპექტივა, რასაც არ ვაფასებთ იმ დონეზე, როგორც არის დასაფასებელი. ექვსი თვე გვაქვს მოცემული, ასე იყო ნათქვამი – თუ შევასრულებთ 12 პუნქტს, მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ამ პროცესში ჩამოდის ევროპარლამენტარების დელეგაცია, იმ კომიტეტის სწორედ, რომელიც საქართველოზე და საგარეო საკითხებზე მუშაობს. ამ დროს ხდება წარმოუდგენელი რამ, რომ ერთდროულად ბრიუსელში და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ. არ ვიცი, სადამდე უნდა გავაგრძელოთ ორმაგი თამაში - ვითომ გვინდა ევროკავშირისკენ სიარული, გვინდა, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და არათუ არ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია, საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვდგამთ. დაწყებული შარლ მიშელის გადაგდებით, დოკუმენტის ანულირებით... ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ერთი წლის განმავლობაში - კრედიტზე უარი საკმაოდ უხეშად; სასამართლოს გადაწყვეტილება, დაჩქარებული წესით შემდეგ ინსპექტორის სამსახურის გაუქმება. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა წელს, ფასდება უარყოფითად. ამასთან ერთად არის წარმოუდგენელი რიტორიკა - გვესმის დაუსრულებელი თავდასხმები ევროპარლამენტარებზე...“, - აღნიშნა პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ჟურნალისტმა ზურაბიშვილს მიმართა, რომ ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ეს არ არის თავდასხმა, საპასუხოდ პრეზიდენტმა მმართველი გუნდის წევრების განცხადებები წაიკითხა. „ვიოლა ფონ კრამონი და 7 თუ 8 პარლამენტარი არიან კრიმინალების მფარველი ევროპელი პოლიტიკოსები“ -კობახიძე, 20 მაისს. ეს არ არის თავდასხმა?! ეს არის ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა?! ეს კრიტიკა არ არის. შემდეგ - მდინარაძე, 9 ივნისი - 10-ზე მეტ ევროპარლამენტარს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს. მერე სხვები ამბობენ, რომ ეს არასდროს გვითქვამსო. ყველა ხედავს, რომ ანტიდასავლური რიტორიკა მიმდინარეობს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე, რომ დღესაც, როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში და არის ვნებათაღელვა, ეს საქართველოს არ ეხება?!“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ანდრეი კასიანოვი: გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტიან მხარდაჭერას გაუწევდა

„რთულ დროს, როდესაც რუსმა დამპყრობლებმა საქართველოს მიწაზე ფეხი დადგეს, უკრაინელები მოძმე საქართველოს გვერდით იდგნენ. ჩვენი მხარდაჭერა იყო ყოვლისმომცველი და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარებით“, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა. მისივე განცხადებით, „რუსეთმა მშვიდობიან უკრაინულ მიწაზე როცა ომი დაიწყო, მათაც ჰქონდათ მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ მხარდაჭერას გაუწევდა“. ანდრეი კასიანოვის შეფასებით, უკრაინა და საქართველო იქნებიან ერთად, გააგრძელებენ წინსვლას ჩვენი ხალხების სწორი, მშვიდობიანი და პერსპექტიული მომავლისთვის. „ეს დღე გვაძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას, შევაფასოთ, რა გააკეთეს უკრაინამ და საქართველომ ურთიერთობების განვითარებისთვის, რათა მოხდეს ადამიანების მოლოდინების დაკმაყოფილება, ჩვენი საკითხებისა და პრიორიტეტული მიზნების განხილვა. უკრაინასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია შეიძლება, დაიყოს ოთხ პერიოდად. პირველი პერიოდი – ხალხებს შორის კონტაქტები, ვაჭრობა და შავი ზღვა. მეორე პერიოდი – საბჭოთა დრო, ხალხებს შორის ურთიერთობა, დაძმობილებული ქალაქები, პარტნიორული სამრეწველო თანამშრომლობა. მესამე, თანამედროვე პერიოდი, საერთაშორისო სამართლებრივი იდენტობა, ჩვენი პრიორიტეტების განსაზღვრა, ორივე ქვეყნის განვითარება, მიზნების მსგავსება საერთაშორისო საკითხებში, სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება, ხოლო მეოთხე პერიოდი არის რუსეთის ფედერაციის აგრესია, საერთაშორისო ურთიერთობები და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა. ბოლო წლებში უკრაინამ და საქართველომ მიაღწიეს წარმატებებს, ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების უახლოეს ისტორიაში. რუსეთის 24 თებერვლის აგრესიას უკრაინისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნებისთვის პრაქტიკული და ეფექტური თანამშრომლობისკენ უნდა ებიძგებინა არამხოლოდ პოლიტიკურ სფეროში, არამედ საერთო მტერთან დაპირისპირების პრაქტიკულ განზომილებაშიც. რთულ დროს, როდესაც რუსმა დამპყრობლებმა საქართველოს მიწაზე ფეხი დადგეს, უკრაინელები მოძმე საქართველოს გვერდით იდგნენ. ჩვენი მხარდაჭერა იყო ყოვლისმომცველი და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარებით. 90-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთში, უდანაშაულო ქართველების სიცოცხლის გადასარჩენად უკრაინელი მოხალისეები და მფრინავები იყვნენ. 2008 წელს, რუსული ოკუპაციის დროს, საქართველომ მიიღო მძლავრი შეიარაღების სისტემა რუსული აგრესიის შესაჩერებლად. როდესაც რუსეთმა მშვიდობიან უკრაინულ მიწაზე ომი დაიწყო, ჩვენც გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ მხარდაჭერას გაუწევდა. სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა და ეს ჩვენს მოლოდინს არ ამართლებს, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი. ჩვენი სტრატეგიული, ძმური ურთიერთობების ისტორია და აწმყო გვაძლევს აბსოლუტურ რწმენას, რომ უკრაინა და საქართველო იქნებიან ერთად, გააგრძელებენ წინსვლას ჩვენი ხალხების სწორი, მშვიდობიანი და პერსპექტიული მომავლისთვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დემოკრატიული სამყაროს კონსოლიდირებული მხარდაჭერით უკრაინა გადარჩება და გაიამრჯვებს, ხოლო მტერი დაისჯება“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა საქართველო-უკრაინის პარტნიორობის 30 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ელჩებს

„პოლარიზაციის მიმართ რაც შემეძლო და რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ. ეს არ არის პოლარიზაცია, ეს არის საქართველოს რეპუტაციის დაცვა. არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მემგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან სხვა ცალკეულ ელჩებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. „არ შეიძლება, რომ ჩვენ ვიყოთ მემგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკს ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს. 40 წელი მქონდა დიპლომატიური გამოცდილება, ასეთი წესები არ მინახავს. არ მინახავს, რომ პრემიერი წერდეს, ჯერ ერთი ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუტების არ გვესმის არაფერი, წერდეს კომისიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს. როცა გამიჯნულია ისედაც, რადგან სხვა ტერმინოლოგია გამოიყენა ევროპულმა საბჭომ და არა გადმოიტანა ყველა ის ტერმინი, რაც იყო ევროპარლამენტისგან რეზოლუციაში ჩასმული. არის რაღაცები დიპლომატიაში, ჯერ ერთი, ინსტიტუტების ურთიერთობა, ერთია კომისია, რომელიც არ მისცემს შენიშვნებს და არ გაემიჯნება ევროპარლამენტს. უნდა იცოდე, რომ ეს არის ორი ცალკე, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ერთმანეთს პატივს სცემს, რასაც, მესმის, რომ ჩვენ არ ვართ მიჩვეული. პოზიციის დაფიქსირება ხდება დიპლომატიურ ტერმინებში, როცა არის საქმეები გადასაწყვეტი. შეიძლება ერთი ერთზე. აგერ იყო ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან. რა უნდოდა, რომ გვეთქვა, ჩამოფრინდეს, ნახევარი საათით გვაქვს სასაუბრო. რატომ არავინ არ ჩასულა 12 პუნქტის შემდეგ, რომ რეალურად გაგვერკვია, როგორ არის ეს პუნქტები, რამდენად არის მთლიანად მართლა ჩვენ მიერ შესასრულებელი, თუ არის რაღაცა ლავირების საშუალებები, ამას ჰქვია მუშაობა. მაგრამ ჩვენ გვირჩევნია, რომ ბრალდება ხან ერთზე, ხან მეორეზე, ჩვენ ვართ მართლები და ამით საქმე არ კეთდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.  

პრეზიდენტი „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატების გასვლაზე: ესენი რომ არსად არიან გასული, ამაში ორი აზრი არ არის

„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებებში ხედავს თუ არა მმართველი პარტიის კვალს, ამ შეკითხვას უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და განაცხადა, რომ მესიჯბოქსი ყველაფერზე მეტყველებს. სუბარი „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზს განმარტავს „ესენი რომ არსად არიან გასული, ამაში ორი აზრი არ არის. თვითონაც ამბობენ, რომ ჩვენ ვრჩებით, მაგრამ ეს არის ფორმა, რითაც ჩვენ უფრო თავისუფლად ვსაუბრობთ და საინტერესოა, რომ მესიჯბოქსი იგივეა, არ გვანან რაღაც დამოუკიდებელ ადამიანებს. გინდ მუნიციპალიტეტებიდან გასულების თუ პარლამენტიდან, მესიჯბოქსი ერთიდაიგივეა. ამბობენ  - ჩვენ გვჭირდება მეტი თავისუფლება, და ამით ამართლებენ იმას, რომ თვითონაც უზრდელად ლაპარაკობენ“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხდება თუ არა ეს „ქართული ოცნების“ დავალებით, პრეზიდენტი პასუხობს: არ ვიცი, ვისი დავალებით, მაგრამ რომ არ არიან გასული „ქართული ოცნებიდან“... თუ არა, მაშინ, საჭირო იქნებოდა, რომ მთავრობიდან ან პარტიიდან ყოფილიყო დაგმობა მათი. რაც მახსოვს, ყველა ვინც გავიდა „ქართული ოცნებიდან“, ყველა მოღალატედ მოინათლა და ახლა რა ხდება? ღირსეული ადამიანები არიანო, დადებითი შეფასებები არის და არანაირი დაგმობა მათი ექსტრემალური და უფრო რადიკალური განცხადებების. მგონი, სურათი ყველასთვის ნათელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.   

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთს ვუფრთხილდებით ისე, როგორც არასოდეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდს ევროპელი პარტნიორების მისამართით რიტორიკას უწუნებს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საზოგადოებისთვის არის გაუგებარი, საითკენ მიდის საქართველო. ამ თემაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტის სიტყვებს, რომ მმართველი გუნდის რიტორიკა ევროპარლამენტის რეზოლუციისა და ევროკომისიის დასკვნის შემდეგ გამწვავდა, რომელშიც გაჩნდა ჩანაწერი დეოლიგარქიზაცია და მოხდა ამ ჩანაწერის პერსონიფიცირება ბიძინა ივანიშვილის კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მმართველი გუნდის ბრალია, რომ არ იმუშავეს იქ, სადაც იცოდნენ, რომ ოპოზიცია ჩადიოდა და ამ თემით აპელირებდა, არ ჩაუტანიათ ფაქტები, თუ რატომ არ იყო ოპოზიცია სწორი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ფაქტები უნდა ჰქონდეთ უმრავლესობას და ადვოკატს, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა ჩასულიყო კონტრარგუმენტებით და არა წერდეს შვეიცარიულ გაზეთებში. „როცა ხელისუფლება ლანძღავს ელჩებს; როცა ლანძღავს ევროპარლამენტარებს; როცა რაღაც გამოსვლებით ვართ დაკავებული, გაუგებარია, საით მივდივართ. მე მგონი, საზოგადოებისთვის არის გაუგებარი, საითკენ მივივართ. რუსეთს ვუფრთხილდებით ისე, როგორც არასოდეს. „ვაიმე, რამე არ ვთქვათ და ვაიმე, რამე არ ვაწყენონოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. „ყველა ხედავს, რომ ანტიდასავლური რიტორიკა მიმდინარეობს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე, რომ დღესაც, როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში და არის ვნებათაღელვა, ეს საქართველოს არ ეხება?!“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა ამავე ინტერვიუში.  

თურქეთი აცხადებს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, რუსეთთან შეთანხმება მიღწეულია - BBC

თურქეთი აცხადებს, რომ რუსეთთან შეთანხმება მიღწეულია, რათა უკრაინამ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი განაახლოს. BBC-ის ცნობით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხვალ სტამბოლში მოაწერენ ხელს. რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინული მარცვლეულის დეფიციტმა მილიონობით ადამიანი შიმშილის საფრთხის წინაშე დატოვა. შეჭრის შედეგად საკვების ფასები გაიზარდა, ამიტომ უკრაინის პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმება გადამწყვეტია. დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეული ოდესაშია ჩარჩენილი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა გაეროს შუამავლობით მიღწულ შეთანხმებას, მაგრამ განაცხადა, რომ ორიენტირებულია რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. გაერო და თურქეთი ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების მისაღწევად.

პრეზიდენტი: საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე, რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება, რომ ყველა დედაქალაქში ჩავიდეთ, პასუხი არ მიმიღია - გაუგებარია, საით მივდივართ

„საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე, რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება, რომ გავინაწილოთ დედაქალაქები და ყველგან ჩავიდეთ, რათა გავიგოთ, რა არის მიდგომა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. პასუხი არ მიმიღია, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვაზე, მაშინ როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილიც ქვეყნისთვის დამაზიანებლად იქცეოდა, როგორ უნდა დაეძლია ეს დილემა და წინააღმდეგობები ხელისუფლებას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას ეს წინააღმდეგობა მუშაობით უნდა დაეძლია. „მუშაობით უნდა დაეძლია, უფრო ხშირად ჩასვლით ყველა დედაქალაქში. ზუსტად თარიღი არ მახსოვს, მაგრამ რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება, იმ მომენტში საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე, დედაქალაქები გავინაწილოთ და ყველგან ჩავიდეთ, რომ გავიგოთ, რა არის მიდგომა ჩვენი კანდიდატურის მიმართ თქო, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. მერე ვიღაცებმა დაიწყეს ცალ-ცალკე სიარული და რაღაც. ამას სტრატეგია სჭირდება, ამ საქმეში ერთად ვართ და ეს ვერ გავაგებინე ვერავის. არც ოპოზიციას არ ესმის. მათ ჰგონიათ, რომ როცა იქ ჩადიან და ამ ქვეყნის რეპუტაციას ლახავენ, ეს ვიღაცისთვის რამენაირად მომგებიანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი: რუსეთს ვუფრთხილდებით ისე, როგორც არასოდეს უსვამენ თუ არა შეკითხვებს არაფორმალურ მმართველობაზე, ამ შეკითხვას პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ თავისი პასუხები აქვს. „ჩემი პასუხია, რომ მე არ მაქვს ნიშანი, მაგალითად ჩემზე, რომ არის ჩარევა პირველივე დღიდან, რაც თქვა ბიძინა ივანიშვილმა, რომ „თქვენ დამოუკიდებელი იქნებით და არავინ ჩაერევა საქმიანობაში“, გარდა ახლა რა თავდასხმებიც მოდის პრეზიდენტზე, მაგრამ ჩარევა ნამდვილად არ ყოფილა. ამას ვეუბნები უცხოელებს, რომ პირადად მე არ მინახავს ბიძინა ივანიშვილი მგონი, 2 წელი გახდა და არ მაქვს არანაირი ფაქტი, რომ თვითონ კარნახობს რომელიმე პოზიციას. შეიძლება, ზოგადად ვიღაცებთან ჰქონდეს საუბარი და თავის პოზიციებს უზიარებდეს, რაც ნორმალურია, მაგრამ სხვა - მე ფაქტი არ მაქვს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი: 37 ელჩიდან 36-ის დანიშვნაზე ხელი მოვაწერე, ერთადერთია გაეროში დავით ბაქრაძე - 5 წელი იყო ელჩი და არაფერი გაუკეთებია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მაშინ, როცა მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში ელჩების დანიშვნაზე უარის თქმის გამო უჩივლა, ყველა ელჩის ოფიციალურ წარდგენაზე ხელი მოწერილი ჰქონდა. ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ ერთადერთი ელჩი, რომლის წარდგენასაც ხელი არ მოაწერა, დავით ბაქრაძეა. მისი დანიშვნა მმართველ გუნდს გაეროში სურს. „37 ელჩი იქნა წარდგენილი, რაც მე გავხდი პრეზიდენტი. 36-ზე ხელი მოვაწერე. მგონი, მაქსიმუმი დრო, რაც გავიდა, იყო ერთი კვირა, თუ 10 დღე იყო. მოგცემთ სიას და მათ ჰკითხეთ, ერთი რჩება, 37-ე, დავით ბაქრაძე, რომლის წარდგენა მივიღე 15 ივლისს, რამდენიმე დღის წინ. მათი საკონსტიტუციო სარჩელი დიდი ხნის წინ არის უკვე გადაცემული. იმ დროისთვის არც ერთი ოფიციალური და ვიმეორებ, ფორმალური წარდგენა, რაც ჩემთან მოვიდა წერილობით, ყველა იქნა დაკმაყოფილებული, ასევე ელჩების გამოწვევა. ბაქრაძესთან დაკავშირებით არ იყო მოსული [მოთხოვნა], ახლა მოვიდა. რასაც არ ამბობენ – ყველა პრემიერის დროს, წინა პრეზიდენტების დროსაც იგივე იყო, არსებობდა ორი ნაწილი ელჩების დანიშვნის პროცესში. ერთი ნაწილია კონსულტაციები, სადაც საგარეო მწერს, კონფიდენციალური ნაწილი, რომ ვაპირებთ, ან დგება შეხვედრა და მერე ამ შეხვედრის ოქმში, რაზე შევთანხმდით, რა არგუმენტები, როგორ. მერე მხოლოდ, როცა შეთანხმებაა, მოდის ოფიციალური წარდგენა. ასე ვმუშაობდით მთელი ეს პერიოდი და საკმაოდ ნორმალურად მიდიოდა ეს პროცესი. გაიჭედა ბაქრაძეზე. რატომ, პირდაპირ გეტყვით – ჩემი აზრით და ალბათ, თქვენც აღიარებთ, რომ დიპლომატიაში მაქვს რაღაც გამოცდილება და შემიძლია, შევაფასო, ადამიანს, რომელიც იყო 5 წელი ელჩი ამერიკაში, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის. არა ვიზიტი მაღალი დონის ორგანიზებული, არა იქით, არა აქეთ. მე ვერ შევძელი, მიმელოცა ბაიდენისთვის არჩევნები და ვერც კამალა ჰარისისთვის. ორივე თხოვნა მქონდა საელჩოსთან და ვერაფრით მოხერხდა. ელჩი, რომელსაც კონტაქტები არ აქვს, არ დაუწერია არც ერთი სტატია, არც ერთ ტელევიზიაში არ გამოსულა, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს დანიშნული გაეროში. წავიდეს სხვაგან. მე შევთავაზე, რომ კანადაში წასულიყო. არა, ეს არ მიიღეს, თქვეს, რომ უთუოდ უნდა წასულიყო გაეროში, რაზეც არ დავეთანხმე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ზურაბ აზარაშვილი: კოვიდინფიცირებული პაციენტების არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ ანაზღაურდება

„სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტები ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებდნენ და შესაძლებელი იყო მათი ბინაზე მკურნალობა, თუმცა, კლინიკების სუბიექტური დამოკიდებულების გამო, მათ სტაციონარში ტოვებდნენ“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კოვიდით დაინფიცირებული პაციენტების არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება არ მოხდება და პასუხისმგებელი უშუალოდ კლინიკა იქნება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, სტაბილური ეპიდვითარებაა და მნიშვნელოვანი მატება არ შეინიშნება. ასევე, მინიმალურია იმ პაციენტების რაოდენობა, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც COVID-19-ის ახალ შტამთან არის დაკავშირებული, მსუბუქია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.  

ზელენსკი: თურქეთისგან ველოდებით სიახლეებს უკრაინის პორტების განბლოკვის შესახებ

უკრაინა მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის პორტების განბლოკვის შესახებ სიახლეებს თურქეთისგან პარასკევს ელის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ხვალ ასევე ველით სიახლეებს თურქეთიდან - ჩვენი პორტების განბლოკვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზელენსკიმ. თურქეთი აცხადებს, რომ რუსეთთან შეთანხმება მიღწეულია, რათა უკრაინამ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი განაახლოს. BBC-ის ცნობით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხვალ სტამბოლში მოაწერენ ხელს. რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინული მარცვლეულის დეფიციტმა მილიონობით ადამიანი შიმშილის საფრთხის წინაშე დატოვა. შეჭრის შედეგად საკვების ფასები გაიზარდა, ამიტომ უკრაინის პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმება გადამწყვეტია. დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეული ოდესაშია ჩარჩენილი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა გაეროს შუამავლობით მიღწულ შეთანხმებას, მაგრამ განაცხადა, რომ ორიენტირებულია რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. გაერო და თურქეთი მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების მისაღწევად ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

ზელენსკი: უკრაინის პირველი ლედის აშშ-ში ვიზიტს პირველი შედეგი მოჰყვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებთ, პირველი ლედის აშშ-ში ვიზიტს პირველი შედეგი მოჰყვა, სენატორებმა წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად აღიარებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სენატორებმა რიშმა, კარდინმა, ვიკერმა, შაჰინმა, გრემმა პორტმენმა და ბლუმენტალმა კონგრესს წარუდგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად აღიარებს. მისი თქმით, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში, მათ შორის რუსეთში იძულებითი დეპორტაცია და უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული მკვლელობა მასობრივი დანაშაულების დროს, არის გენოციდი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.    

გერმანიის ვიცე-კანცლერი: Nord Stream 2-ის გაშვება კატეგორიულად შეუძლებელია

გერმანია რუსული გაზსადენის Nord Stream 2-ის ექსპლუატაციაში გაშვებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა. ევროკომისიის ახალი გეგმით, წევრმა სახელმწიფოებმა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 15%-ით უნდა შეამცირონ მისი თქმით მილსადენის გაშვება „კატეგორიულად შეუძლებელია“, რადგან ეს ნიშნავს რუსულ გაზზე დამოკიდებულების ზრდას და ევროპა ამას არ დაუშვებს. „ეს იქნება თეთრი დროშის აწევის ტოლფასი", - თქვა ჰაბეკმა. გაზის კრიზისის მენეჯმენტის შესახებ კითხვაზე პასუხისას, ჰაბეკმა აღნიშნა, რომ გერმანიამ კრიზისს აქამდე საკმაოდ კარგად გაუძლო. „ჩვენ ვართ ძლიერი ქვეყანა, ადამიანებს შორის ძლიერი ურთიერთობებით... პუტინი დაინახავს, ​​რამდენად ძლიერები ვართ“.  შეგახსენებთ, ევროკომისიამ მოამზადა გაზის მოთხოვნის შემცირების გეგმა, რაც მომავალ გაზაფხულამდე ევროპაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას გულისხმობს. ცნობისთვის, Nord Stream 2-ის  1207-კილომეტრიანი გაზსადენი 2021 წლის სექტემბერში დასრულდა, თუმცა გერმანელი რეგულატორებისგან სერტიფიცირებას კვლავაც ელის. ამოქმედების შემთხვევაში ის რუსულ გაზს პირდაპირ გერმანიას მიაწვდის. გაზსადენი 2015 წელს დაანონსდა და მას გაერთიანებული სამეფო, უკრაინა და რამდენიმე ევროპული ქვეყანა თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ. მათი თქმით, მასშტაბური პროექტი ევროპაზე მოსკოვის გავლენას გაზრდიდა. Nord Stream 2-ის გაზსადენი წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებაზეა გათვლილი. ეს გერმანიის ყოველწლიური მოხმარების 50%-ზე მეტია, რაც გაზპრომს წელიწადში $15 მილიარდზე მეტს მოუტანს.  

რუსულმა ძალებმა ნიკოპოლი დაბომბეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი

რუსულმა ძალებმა ღამით ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს. გავრცელებული ცნობით, ქალაქის მიმართულებით 100-მდე ჭურვი გაუშვეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი. უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 358 ბავშვი მოკლეს ამასთან, დნეპროპეტროვსკის ოლქში დაიბომბა სამი დასახლება და რვა ადამიანი დაშავდა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ოთხ საკვანძო მიმართულებაზე რუსების შტურმი მოიგერიეს.  ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთის არმიამ, როგორც კი ჩვენი HIMARS-ი გამოჩნდა, პანიკა დაეწყო

"რუსეთის არმიამ, როგორც კი ჩვენი HIMARS-ი გამოჩნდა, პანიკა დაიწყო. ამ ყველაფერს გრძნობენ ადგილზე მყოფი ადამიანები. რუსებს ესმით, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნება", -  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 358 ბავშვი მოკლეს "რუსეთის არმიამ, როგორც კი ჩვენი HIMARS-ი გამოჩნდა, პანიკა დაიწყო. რატომ? თავდასხმის ქვეშაა ლოჯისტიკური ცენტრები და საბრძოლო მასალები, თავდასხმის ქვეშაა ტაქტიკური გადაწყვეტილების მიღების ცენტრები. ეს ყველაფერი იწვევს რუსი ოკუპანტების პანიკას. ამ ყველაფერს გრძნობენ ადგილზე მყოფი ადამიანები. რუსებს ესმით, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნება", - განაცხადა პოდოლიაკმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ევროკავშირმა რუსეთის 57 მოქალაქესა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა. სიაშია სობიანინი, ბეზრუკოვი და „სბერბანკი“

22 ივლისს დამტკიცებული სანქციების მეშვიდე პაკეტის ფარგლებში ევროკავშირმა სანქციები რუსეთის 57 ფიზიკურ პირს დაუწესა. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა სანქცირებულთა სიაშია მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი. ასევე სანქციები  მსახიობებს სერგეი ბეზრუკოვსა და ვლადიმერ მაშკოვს დაეკისრათ. ევროკავშირის სანქციების სიაში შედიან Rostec-ის ხელმძღვანელის სერგეი ჩემოზოვის ვაჟი სტანისლავი, ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელუსოვი, Night Wolves ბაიკერ კლუბის ლიდერი ალექსანდრე ზალდოსტანოვი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი კავკასიის ფედერალურ ოლქში იური ჩაიკა. ევროკავშირმა რუსეთიდან ოქროსა და საიუველირო ნაწარმის იმპორტი აკრძალა სიაში ასევე არიან კემეროვოს რეგიონის გუბერნატორი სერგეი ცივილევი. მისი მოადგილე რომან გოვორი (ალექსანდრე გოვორის ვაჟი, რომელმაც რუსეთში მაკდონალდსის ბიზნესი იყიდა) და სახელმწიფო დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი. სანქციები ასევე შეეხო ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს. სანქცირებულია რუსეთის FSB-ს დირექტორის პირველი მოადგილე სერგეი კოროლევი, რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარების ფედერალური სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე - რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარების მთავარსარდალი ვიქტორ სტრიგუნოვი. სანქციების ქვეშ მოხვდნენ ურალის სამთო და მეტალურგიული კომპანიის გენერალური დირექტორი ანდრეი კოზიცინი, ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა და რუსეთის ფედერაციის მთავრობის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ანდრეი ბელუსოვი. გარდა ამისა, შემოღებულია შემაკავებელი ზომები სანქცირებული ბიზნესმენების ზოგიერთი ნათესავის, მათ შორის ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას მიმართ. ორგანიზაციებს შორის, Sberbank-ის გარდა, რომელთა მიმართებითაც სანქციები გაფართოვდა არის FORSS კომპანიების ჯგუფი, რომელიც გემთმშენებლობის ბაზრებზე საქმიანობს და სარაკეტო და კოსმოსური ინდუსტრიის საწარმო Kvant Research and Production Association JSC, Avlita კომპანია, რომელიც პორტებში მუშაობს. სანქციების სიაში ასევე მოხვდა სრულიად რუსეთის ბავშვთა და ახალგაზრდობის სამხედრო პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა, ორგანიზაცია რომელიც ეწევა რუსული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას. სანქციებს ქვეშ მოექცა „რუსული სამყარო“, გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის ფონდი. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც სანქციების სიაში მოხვდნენ, ეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა და აქტივები გაეყინებათ.