ძებნის რეზულტატი:

ბრაზილიის პოლიცია: კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ რეიდის დროს, 18 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიის პოლიციის განცხადებით, კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ რეიდის დროს, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს გარეუბანში ერთ-ერთ ყველაზე ძალადობრივ ფაველას  აკონტროლებდა 18 ადამიანი დაიღუპა. სპეცოპერაციისას გარდაცვლილთა შორისაა ერთი სამართალდამცველი და ერთი შემთხვევითი გამვლელი.  როგორც ცნობილია, სპეცოპერაციაში 400 მძიმედ შეიარაღებული სამართალდამცველი, ასევე 10 დაჯავშნილი ავტომობილი და ოთხი ვერტმფრენი იღებდა მონაწილეობას.  

ირანმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ „მეგობარ ქვეყნებს" იარაღი მიაწოდოს

ირანმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ „მეგობარ ქვეყნებს" იარაღი მიაწოდოს. ამის შესახებ ირანის სახმელეთო ჯარების სარდალმა კიომარს ჰაიდარმა განაცხადა, წერს  Tasnim news. თეთრი სახლის ინფორმაციით, ირანი რუსეთისთვის ასობით უპილოტო საფრენი აპარატის მისაწოდებლად ემზადება „ირანი მზადაა სამხედრო ტექნიკისა და იარაღის „მეგობრულ ქვეყნებში“ ექსპორტირება მოახდინოს“, - განაცხადა კიომარს ჰაიდარმა. მან ასევე ირანის არმიაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ იარაღის მოდერნიზაციის შემდგომ, მისი სიზუსტე და მოქმედების დიაპაზონი გაუმჯობესდება. შეგახსენებთ, რომ ირანი გეგმავს რუსეთისთვის სამხედრო დრონების მიწოდებას. UNIAN-ის ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა 19 ივლისს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ დააწესებს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ, თუ  რუსეთის ჯარისთვის უპილოტო თვითმფრინავების გადაცემას გადაწყვეტს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყების დღიდან რუსული ძალების მიერ ჩადენილი 36 383 დანაშაულია რეგისტრირებული

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინის სამართალდამცავმა უწყებებმა რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი 36 383 დანაშაული დაარეგისტრირეს. უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 358 ბავშვი მოკლეს "რეგისტრირებულია ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი 11 751 დანაშაული, ომისა და აგრესიის 24 632 დანაშაული, აქედან 23 721 ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას, 73 აგრესიული ომის დაგეგმვას, მომზადებას ან წამოწყებასა და წარმოებას, 21 ომის პროპაგანდას , 817 კი სხვა დანაშაულებს უკავშირდება", - აღნიშნულია ინფრომაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

შსს-მ სახელმწიფო საზღვართან გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ, სასაზღვრო რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიასთან მიახლოებისას ან აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნისას პირთა ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო საზღვართან გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება დაიწყო, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის ზონაში არაუმეტეს ხუთ კილომეტრში, სასაზღვრო ზოლში კი, 500 მეტრის სიგანის ნაწილში დამონტაჟდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გადაადგილების ნებართვასთან დაკავშირებით, როგორც ფიზიკურმა, ასევე, იურიდიულმა პირმა უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას. შესაბამისი ნებართვის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ „საშვის მაძიებლის განაცხადის“ ფორმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე: bpg.gov.ge/page/public-relations/information-for-tourists თან დაურთონ პირადობის მოწმობის ან პასპორტის მონაცემთა გვერდის ასლი და საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. საშვის მიღება შესაძლებელია როგორც საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (ქ. თბილისი, კანდელაკის ქ. N12), ასევე, სასაზღვრო პოლიციის რეგიონულ სამმართველოებში და სასაზღვრო სექტორებზე. 2022 წლის პირველი სექტემბრიდან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის, სამართალდამრღვევი პირების მიმართ გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების მექანიზმები, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 190-ე მუხლით არის გათვალისწინებული. შსს-ს ცნობით, სასაზღვრო რეჟიმის წესის დარღვევისთვის დადგენილია შესაბამისი ჯარიმები, კერძოდ: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი ტურისტული, სამეცნიერო-კვლევითი, სამონადირეო, სასოფლო-სამეურნეო ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი სამრეწველო, სარეწი საქმიანობის, ობიექტის მომსახურების, მშენებლობის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზირებადი საქმიანობის ან/და სანებართვო ქმედების ან სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით; ზემოაღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის – 300 ლარის ოდენობით; სახელმწიფო საზღვრის დაცვის ობიექტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის საშუალების ფოტო, ვიდეო ან/და აეროგადაღება გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, რამაც გამოიწვია სასაზღვრო განწესის გადაადგილების შეფერხება, გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, რამაც გამოიწვია სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (სასაზღვრო ნიშნის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებისა და სხვ.) დაზიანება ან განადგურება, გამოიწვევს დაჯარიმებას 350 ლარის ოდენობით; ზემოაღნიშნული ერთ-ერთი ქმედებისთვის სახდელდადებული პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის დაცვის ობიექტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის საშუალების ფოტო, ვიდეო ან/და აეროგადაღება, სასაზღვრო განწესის გადაადგილების შეფერხება ან სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (სასაზღვრო ნიშნის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებისა და სხვ.) დაზიანება/განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. matsne.gov.ge/ka/document

პოლიციამ სამ კილოგრამამდე „კოკაინის“ საქართველოში შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე ს.კ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა. უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, მის სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – სამ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ს.კ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკიდან თვითმფრინავით ჩამოიტანა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, – აცხადებენ შსს-ში.  

უკრაინამ რუსეთის შეჭრის შემდეგ საერთაშორისო პარტნიორებისგან $12,7 მილიარდი მიიღო

რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინამ საერთაშორისო პარტნიორებისგან $12,7 მილიარდი მიიღო, ყველაზე დიდი თანხა კი ივნის-ივლისში გადაეცა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ბანკის გუბერნატორმა კირილო შევჩენკომ განაცხადა. „ეს თანხები იგზავნება ბიუჯეტის ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამჟამად, უკრაინის ბიუჯეტში მიღებულია $12.7. უკრაინამ ყველაზე დიდი თანხა ივნის-ივლისში მიიღო და ეს 6 მილიარდ დოლარზე მეტია“, - განაცხადა შევჩენკომ. უკრაინის პრემიერ მინისტრმა დენის შმიგალმა მანამდე განაცხადა, რომ წლის ბოლომდე უკრაინა დამატებით,საერთაშორისო პარტნიორებისგან 20 მილიარდ დოლარს მიიღებს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ევროპის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს, 2011 წლის შემდეგ პირველად ზრდის

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მმართველთა საბჭომ 2011 წლის შემდეგ, სამი ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით პირველად გაზარდა. „2022 წლის 27 ივლისიდან მთავარ რეფინანსირების ოპერაციებზე საპროცენტო განაკვეთი და მარჟის საკრედიტო ხაზისა და სადეპოზიტო ხაზების განაკვეთები შესაბამისად 0.5%-მდე, 0.75%-მდე და 0.00%-მდე გაიზრდება", - ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში. 14 ივლისს ევროკომისიამ ევროზონაში ინფლაციის პროგნოზი განაახლა, რომლის თანახმადაც ფასების მატება წლის ბოლოს ნაცვლად 6,8%-ისა, 8,3%-ითაა მოსალოდნელი, რასაც ისტორიულად მაღალ დონეს უწოდებდნენ. 3,2%-დან 4,6%-მდე გაიზარდა 2023 წლის პროგნოზიც. ექსპერტები ევროზონაში ინფლაციის ზრდას და ECB-ის განაკვეთების მოსალოდნელ ზრდას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან, მათ შორის ეს ენერგორესურსების, საკვებისა და ზოგადად ნედლეულის ღირებულების ზრდას უკავშირდება. გარდა ამისა, გასულ თვეში საერთაშორისო ბაზარზე ევროს კურსი 20-წლიან მინიმუმამდე დაეცა და დოლარზე იაფადაც კი ივაჭრეს, რაც რეგიონში ინფლაციის ზრდას განაპირობებს.  

ინდოეთში პრეზიდენტად ერთ-ერთი ადგილობრივი ტომის წარმომადგენელი დრაუპადი მურმუ აირჩიეს

ინდოეთში ქვეყნის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტად ერთ-ერთი ადგილობრივი ტომის წარმომადგენელი დრაუპადი მურმუ აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. დრაუპადი მურმუს ამომრჩეველთა 51%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი. ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, ორშაბათს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 4500-ზე მეტმა დეპუტატმა, ხმების დათვლა კი ხუთშაბათს განხორციელდა. დრაფადი მურმუს გაპრეზიდენტება ერთ-ერთმა პირველმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ მიულოცა.    

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შავ ზღვაში NATO-ს მასშტაბური წვრთნები პირველად მიმდინარეობს

შავი ზღვის ბულგარეთის აკვატორიაში NATO-ს ყოველწლიური სამხედრო სწავლება „ბრიზი“ 11 ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარეობს.  სწავლებაში 24 სამხედრო გემი, კატერები, 5 თვითმფრინავი, 4 ვერტმფრენი და ბულგარეთის, ალბანეთის, ბელგიის, საბერძნეთის, იტალიის, ლატვიის, პოლონეთის, რუმინეთის, აშშ-ს, თურქეთის, საფრანგეთის საზღვაო ძალების 1390 სამხედრო მონაწილეობს. ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შავ ზღვაში NATO-ს ფართომასშტაბიანი პირველი სამხედრო სწავლებაა. წვრთნების ზონებში თავისუფლად მცურავი გემსაწინააღმდეგო ნაღმების საფრთხის გამო, წვრთნების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,  მიღებულია სპეციალური ზომები.  

ჰუბერტ ქნირში: ვისურვებ, საქართველო და ევროპა არასოდეს დაშორდნენ ერთმანეთს, არავის მისცეთ ამის უფლება

გერმანიის საელჩო ელჩ ჰუბერტ ქნირშის განცხადებას Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. „თუ შეიძლება ერთი რამ ვისურვო, არის ის, რომ საქართველო და ევროპა არასოდეს დაშორდნენ ერთმანეთს. არავის მისცეთ ამის უფლება! ჩვენი პარტნიორობა ფუნდამენტურია და კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ, ყველამ ერთად სიმტკიცე გამოვიჩინოთ მის შესანარჩუნებლად. საყვედურებსა და პოლემიკას აქ არ უნდა ჰქონდეს ადგილი“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 22 ივლისამდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 39 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, ხოლო უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში 150 ოკუპანტის ლიკვიდირება განხორციელდა. უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 358 ბავშვი მოკლეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყების დღიდან რუსული ძალების მიერ ჩადენილი 36 383 დანაშაულია რეგისტრირებული "უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1704 ტანკი, 3920 ჯავშანტექნიკა, 863 საარტილერიო სისტემა, 251 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 113 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 221 თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 713 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 167 ფრთოსანი რაკეტა, 2803 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 72 ერთეული სპეცტექნიკა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთმა „არამეგობრული ქვეყნების“ სია გააფართოვა

რუსეთის ხელისუფლებამ „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში  საბერძნეთი, დანია, სლოვენია, ხორვატია და სლოვაკია დაამატა. რუსეთმა "არამეგობრული ქვეყნების" სია დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ქვეყნები რუსეთის ფედერაციასთან, მოქალაქეებთან და ბიზნესკომპანიებთან მიმართებით „არამეგობრულ ქმედებებს“ ახორციელებენ. ვლადიმერ პუტინი: რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ დოკუმენტის თანახმად, ამ ქვეყნებიდან რუსეთში დიპლომატიური მისიების კონტინგენტის რაოდენობაც იზღუდება. საბერძნეთს თავის მისიაში, მხოლოდ 34 დიპლომატის დაქირავება, დანიას - 20, სლოვაკეთს კი 16 შეუძლია. სლოვენია და ხორვატია კი დიპლომატიურ მისიებსა და საკონსულოებში თანამშრომლებს ვერ დაიქირავებენ. შეგახსენებთ, 2022 წლის მარტში, უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ „არამეგობრული ქვეყნების“ სია შეადგინა.  

რა ღირს უძრავი ქონება თბილისის უბნებში - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 4.5 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 13.9 პროცენტით არის გაზრდილი.  2022 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2.2 პროცენტი). ამავე პერიოდში, ფასები შემცირდა კერძო სახლების სეგმენტში (-2.4 პროცენტი). 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ბინების სეგმენტში 8.2 პროცენტით, ხოლო კერძო სახლების სეგმენტში ფასები შემცირდა 3.5 პროცენტით.ამჟამად შავი კარკასის მდგომარეობაში უძრავი ქონება თბილისში საშუალოდ 2,216 ლარი, თეთრი კარკასი 2,505 ლარი, ხოლო მწვანე კარკასი 2,920 ლარი ღირს. საქსტატის მონაცემებით, უბნების მიხედვით ერთ კვადრატულ მეტრზე ფასები ასე ნაწილდება:მთაწმინდა - 4,339 ლარი;ვაკე - 3,845 ლარი;კრწანისი - 2,937 ლარი;საბურთალო - 2,927 ლარი;ჩუღურეთი - 2,856 ლარი;დიდუბე - 2,814 ლარი;ნაძალადევი - 2,740 ლარი;ისანი - 2,580 ლარი;გლდანი - 2,558 ლარი;სამგორი - 2,451 ლარი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. ცნობისათვის, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) ასახავს საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების დინამიკას. ინდექსი მოიცავს უძრავი ქონების ბაზრის ახალი აშენებული და მშენებარე საცხოვრებლების სეგმენტს, ქ.თბილისში. ქონების ფასების ინდექსები გამოიყენება ქვეყნების ცენტრალური ბანკებისა და პოლიტიკის გამტარებელი სხვა ინსტიტუტების მიერ, აგრეთვე ანალიტიკოსების, მკვლევარებისა და სხვა მომხმარებლების მიერ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. RPPI გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის: 1. უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისა და რისკების შესაფასებლად; 2. საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრებსა და ფინანსურ სტაბილურობას შორის კავშირების დასადგენად და მათ შესაფასებლად. ინდექსის გასაანგარიშებლად საჭირო მიკრომონაცემების მისაღებად საქსტატი ახდენს მონაცემებთა შეგროვებას საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ განცხადებების შემცველი ვებ-გვერდებიდან. მონაცემები მიიღება ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის ავტომატური ჩამოტვირთვის (ე.წ. web scraping) გამოყენებით. ამ გზით მიღებული ფასების შესახებ მონაცემი წარმოადგენს ე.წ. „შეთავაზების“ ფასს (offer price). RPPI-ის გასაანგარიშებლად საქსტატის იყენებს ე.წ. „მახასიათებლების ჰედონურ მიდგომას“, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აღნიშნული მიდგომის მიხედვით, RPPI ასახავს „ტიპიური“ საცხოვრებლის ფასის დროში ცვლილებას.  

პრემიერ-მინისტრი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, აზერბაიჯანი არა მხოლოდ საქართველოს მეზობელი, არამედ მოძმე ხალხია, მეგობარი სახელმწიფოა და საქართველო აფასებს იმ ძმობას და მეგობრობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. „მინდა, კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა დაგიდასტუროთ ჩვენი მხრიდან. მოხარული ვარ თქვენი ნახვით საქართველოში. დიდი პატივია ჩვენთვის თქვენი მასპინძლობა საქართველოში, მე მახსოვს, რამდენიმე წლის წინ შევხვდით, ძალიან კარგი საუბარი გვქონდა და მიხარია, რომ დღეს ისევ გვეწვიეთ თბილისში. ყოველთვის ვამბობ, რომ აზერბაიჯანი არა მხოლოდ ჩვენი მეზობელი, არამედ ჩვენი მოძმე ხალხია, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა და რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ძმობას და მეგობრობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი შედეგი, კონკრეტული პროგრესი, გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და თქვენი ვიზიტი არის დასტური ამ ძმობის და სიყვარულის. მე განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ თქვენ განსაკუთრებული მეგობრობა გაკავშირებთ ჩვენს უწმინდესთან და მე ვიცი თქვენი განსაკუთრებული პატივისცემის შესახებ“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. შეხვედრაზე ალაჰშუქურ ფაშაზადემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წვლილი ორი ქვეყნის ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებში. „მადლობას გიხდით თქვენი ძვირფასი დრო რომ დაგვითმეთ. ჩვენმა წინა შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა და რა თქმა უნდა, მივესალმები. სანამ ვიზიტი დაიწყებოდა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან კავშირი გვქონდა და მან განსაკუთრებით მთხოვა, რომ თქვენთვის პირადად გადმომეცა მისი გულთბილი სალამი და ეს მოვალეობა შევასრულე. მე პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ის, რომ კავკასიაში ამ ორი, მეზობელი ქვეყნის ურთიერთობები პოლიტიკურ ჭრილში, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური თუ სხვა მიმართულებებით მაღალ დონეზეა, ეს ცალსახად აღსანიშნავია. თქვენი და ბატონი პრეზიდენტის ურთიერთობის შესახებ მე წინა შეხვედრებზეც მქონდა საუბარი ბატონ პრეზიდენტთან. ის ყოველთვის განსაკუთრებულად მოგიხსენიებთ, დიდი პატივისცემით არის განწყობილი თქვენს მიმართ და თქვენი ურთიერთობა, აისახება ხალხზეც, ქვეყნებზეც და თქვენი მაღალი დონის ურთიერთობებშიც და ეს არის ჩვენთვის მაგალითი“, - განაცხადა ალაჰშუქურ ფაშაზადემ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა ღონისძიებებზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან, მუსლიმი თემის მხარდაჭერის მიმართულებით ხორციელდება. შეხვედრაზე ითქვა, რომ ამ დროისთვის სახელმწიფომ მუსლიმებს სარგებლობაში გადასცა 228 მეჩეთი, ასევე 1300 კვ. მეტრი მიწა თბილისში „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ ცენტრალური ოფისის ასაშენებლად. დღეის მდგომარეობით საქართველოში 300 მოქმედი მეჩეთი არსებობს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, კავკასიის მუსლიმთა თემის თავჯდომარის პირველი მოადგილე სალმან მუსაევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე საიბ ნაგიევი ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი მეუფე გერასიმე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.  

ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი უკრაინაში ომზე, რუსეთსა და ჩინეთზე

პირველ საჯარო ინტერვიუში ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ დასავლეთს უკრაინაში გამარჯვება სჭირდება, რადგან ჩინეთის ხელმძღვანელობა ყურადღებით ადევნებს თვალს ომს, რათა ტაივანში თავის მიზანს მიაღწიოს. რიჩარდ მურის თქმით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ასე არსებითი, რომ დასავლეთმა შეინარჩუნოს სიმტკიცე და გადამწყვეტად იმოქმედოს რთულ სიტუაციაში. „ჩვენ ვეხმარებით უკრაინელებს გამარჯვებაში, ან გნებავთ, მოლაპარაკებაში, ოღონდ, აწარმოონ ეს დიალოგი, მათთვის მნიშვნელოვანი, მტკიცე პოზიციიდან“, - თქვა რიჩარდ მურმა, ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (MI6) ხელმძღვანელმა. „და მაინც, რატომ? ეს იმიტომ, რომ სი ძინპინი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, რედ.) ამ ყველაფერს ქორივით უყურებს“, - ამატებს რიჩარდ მური. ასპენის (კოლორადო) უსაფრთხოების ფორუმზე CNN-თან საუბარში რიჩარდ მურმა აღნიშნა, რომ სი ძინ პინი სათანადოდ ვერ აფასებს აშშ-ის ძალას, რამაც ის შესაძლოა, არასწორ გათვლებამდე მიიყვანოს. მას არ სჯერა, რომ ომი ჩინეთსა და დასავლეთს შორის გარდაუვალია, მაგრამ თვლის, რომ დასავლეთმა პეკინი უნდა გააფრთხილოს იმ საშინელი შედეგების შესახებ, რაც შესაძლოა, ტაივანში მის შეჭრას მოჰყვეს. ჯო ბაიდენი: ჩინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მსგავსად მიიჩნევს, რომ ავტოკრატია მომავლის ტალღაა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე საუბრისას, მურმა გაიმეორა იგივე, რაც CIA-ს დირექტორმა უილიამ ბარნსმა ამავე ფორუმზე თქვა. კერძოდ, რუსულმა ძალებმა მიაღწიეს მცირე პროგრესს დონბასის რეგიონში ახლა, როდესაც კონფლიქტი გამანადგურებელ ომში გადაიზარდა. CIA-ს დირექტორი პუტინის გეგმებსა და უკრაინაზე „თუმცა მჯერა, რომ რესურსების ამოწურვის ფონზე რუს სამხედროებს მოუწევთ რაღაც ეტაპზე შეჩერება და ეს უკრაინელებს საპასუხო დარტყმის შესაძლებლობას მისცემს”, - აღნიშნავს ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (MI6) ხელმძღვანელი. მისივე თქმით, დროული იქნებოდა თუ უკრაინელი სამხედროები ახლავე დაიწყებდნენ ტერიტორიის დაბრუნებას, რადგან ეს ”მნიშვნელოვანი შეხსენება იქნება დანარჩენი ევროპისთვის, რომ ეს არის კამპანია გამარჯვებისკენ“. „საკმაოდ მძიმე ზამთარში გველის. ევროპა გაზის მოხმარების შემცირებაზე საუბრობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პირობებში. ჩვენ რთული პერიოდი გვაქვს“, - ამბობს რიჩარდ მური. ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (MI6) ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნების მთავრობები ებრძვიან რუსეთის ჯაშუშურ საქმიანობას. კერძოდ, ევროპიდან რუსეთის დაზვერვის ოფიცრების დაახლოებით ნახევარი - 400 ადამიანი გააძევეს. ირანთან დაკავშირებით მურმა თქვა, რომ მას არ სჯერა, უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი დაინტერესებულია შეერთებულ შტატებთან და სხვებთან ბირთვული შეთანხმების თემით, რაც ამერიკელი ოფიციალური პირების შეხედულებებს ემთხვევა. დასავლური მედია ხაზს უსვამს, რომ მურს განათლება შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ Freedom House-ის შეფასებით, სხვა ავტორიტარული მმართველები თვალს ადევნებენ უკრაინაში შეჭრაზე პასუხს და სწავლობენ გაკვეთილებს საერთაშორისო დემოკრატიული კოალიციის გადაწყვეტილების შესახებ. თუ დემოკრატიის დამცველებს სურთ, გააფართოონ დემოკრატიის ღირებულებისა და დაპირების აღიარება, პირველი პრაქტიკული ნაბიჯები უნდა მოიცავდეს შემდეგ ძალისხმევას: თუ საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას სურს, შეაჩეროს ავტორიტარიზმის გავრცელება და დაიცვას და გააძლიეროს ფუნდამენტური თავისუფლებები, თანამოაზრე ლიდერებმა უნდა გამოიყენონ ეს გადამწყვეტი მომენტი, რათა მიიღონ მრავალმხრივი და მდგრადი გადაწყვეტილებები განსაკუთრებული გამოწვევების დროს. პროცესში უნდა ჩაერთონ სახელმწიფოები, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი. იმ სიტუაციებში, როდესაც ავტორიტარები იყენებენ ძალადობას ან აგრესიას, ზეწოლა უნდა განხორციელდეს დეესკალაციის შესაძლებლობების შენარჩუნებით. რეგიონში დემოკრატიისთვის ბრძოლას გლობალური გავლენები აქვს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენი რეგიონი დიდი სახელმწიფოების მხრიდან ჭადრაკის ფიგურებად გამოყენებისგან უნდა დავიცვათ ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს. ამასთან, დიდი შვიდეულის (G7) უმსხვილესი დემოკრატიული ეკონომიკის ქვეყნები ჩინეთთან მიმართებით მკაცრი რიტორიკით გამოვიდნენ.

უკრაინის ქალაქ კრამატორსკის სკოლის ნანგრევებში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს

უკრაინელმა მაშველებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ კრამატორსკში, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია და ნანგრევებისგან ადგილის გაწმენდა დაასრულეს. მაშველებმა ერთ-ერთი სკოლის ნანგრევებში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 358 ბავშვი მოკლეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყების დღიდან რუსული ძალების მიერ ჩადენილი 36 383 დანაშაულია რეგისტრირებული უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს "ნანგრევებში ნაპოვნია 3 კაცის ცხედარი", - აცხადებს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური წარმომადგენელი. დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალებმა კრამატორსკზე სარაკეტო შეტევა 21 ივლისს განახორციელეს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდების მოცულობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

ევროპაში რუსული გაზის მიწოდების მაჩვენებელი ბოლო 4 წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. თუ უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე რუსეთი ევროპას დღე-ღამეში 400-500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწვდიდა, 2022 წლის ივლისის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 100 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდა. ევროკომისიის ახალი გეგმით, წევრმა სახელმწიფოებმა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 15%-ით უნდა შეამცირონ ამასთან, ევროპა გეოპოლიტიკური რისკების ფონზე გაზის მიწოდების ახალ მარშრუტებს ეძებს. ევროპის ქვეყნები ცდილობენ, შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა, რომელიც რუსული ენერგიის იმპორტის სრული შეწყვეტის შემთხვევაში ამოქმედდება. არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მცდელობისას, ევროპის ქვეყნებმა გაზის შესყიდვის წყაროების დივერსიფიკაციისთვის ძალისხმევა გააძლიერეს. სახელმწიფოები ცდილობდნენ რეზერვუარების ბუნებრივი აირით შევსებას და LNG-ის შეძენას. ესპანეთი, პორტუგალია და საბერძნეთი გაზის მოხმარების შემცირებაზე ბრიუსელის გეგმას არ ეთანხმებიან ამასთან, 18 ივლისს აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ  ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ხელისმოწერის ცერემონია ბაქოში შედგა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ზემოაღნიშნული გადაწყვეტა ვერ განხორციელდება მოკლევადიან პერსპექტივაში, ევროპას შესაძლოა, ზამთრის თვეებში მოსახლეობის ენერგორესურსებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სირთულეები შეექმნას. LNG-ის მიღების ტერმინალები ევროკავშირის ცხრა ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთსა და თურქეთში არსებობს. ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, გერმანია, რუსული გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი, გაზის იმპორტს მხოლოდ მილსადენებით ახორციელებს. LNG იმპორტისთვის სიმძლავრეები აქვს ესპანეთს, რაც დაახლოებით 70 მილიარდი კუბური მეტრია. თუმცა, ესპანეთის გაზის გადაცემის კავშირი ევროპის სხვა ქვეყნებთან ძალიან შეზღუდულია. მაგალითად, არ აქვს კავშირი საფრანგეთთან, რაც იმპორტირებული გაზის სხვა ქვეყნებში ტრანსპორტირებას ხელს უშლის. გერმანიას შეუძლია გამოიყენოს LNG ტერმინალები ნიდერლანდებში, თუმცა ეს მის მოთხოვნას სრულად არ დააკმაყოფილებს. ბოლო 6 წელიწადში პირველად, ევროპამ აშშ-ის ნავთობის შესყიდვებით, აზიის ქვეყნებს გაუსწრო შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გერმანიაზე ზეწოლის ფონზე, ბერლინის დღის წესრიგში LNG მიმღები ტერმინალის მშენებლობის საკითხი დადგა, თუმცა მაშინ პროცესი ფინანსური მიზეზების გამო შეჩერდა. მოსკოვსა და კიევს შორის ომის შემდეგ ეს საკითხი კვლავ წამოიჭრა და გერმანიამ LNG ტერმინალების მშენებლობის შესახებ განაცხადა. ევროპაში ბუნებრივი აირის მარაგების შევსების მაჩვენებელი 21 ივლისის მდგომარეობით 64 პროცენტია. ევროპა მიზნად ისახავს ზამთრისთვის გაზის მარაგი შეავსოს, რათა მოსალოდნელ სირთულეებს გაუმკლავდეს. ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს 20 ივლისს ევროკომისიამ წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ყველა წევრმა ქვეყანამ გაზის მოხმარება 15 პროცენტით უნდა შეამციროს, რადგან რუსეთისგან ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის საფრთხე არსებობს.  

კელი დეგნანი: საქართველოსა და უკრაინას შორის ნებისმიერი დაყოფა ახლა რუსეთის მიზანს ემსახურება

„როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველო და უკრაინა იყოს ერთიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ორივე ქვეყანამ იცის, რას ნიშნავს, იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული და საქართველოსა და უკრაინას შორის ნებისმიერი დაყოფა ახლა რუსეთის მიზანს ემსახურება“, - ამერიკის საელჩო ელჩ კელი დეგნანის სიტყვებს ავრცელებს.

თეა წულუკიანის მოადგილე სოსო გიორგაძემ თანამდებობა დატოვა

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას კულტურის სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სოსო გიორგაძე სხვა უწყებაში განაგრძობს მუშაობას. სოსო გიორგაძე წულუკიანის მოადგილე მისი იუსტიციის მინისტრობის დროსაც იყო. იუსტიციის სამინისტროს სისტემაში იგი 2013 წლიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელობდა მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, შემდგომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. 2019 წლის ივნისიდან 2020 წლამდე, მინისტრის მოადგილის პოსტის დაკავებამდე, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს, 22 ივლისს, ახალი მოადგილე, ირაკლი გივიაშვილი წარადგინა.  

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ახალ ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, მთავრობის მეთაურმა ახლად დანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა და იმედი, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება. "აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია და მიმდინარე წელს იანვარ-ივნისის სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და ჩინეთს შორის 922 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აგრეთვე, საუბარი შეეხო ჩინურ ინვესტიციებს და ითქვა, რომ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩინეთიდან 695 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, რასაც ქართული მხარე მიესალმება. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელს უწყობს ტურისტების დინამიურ ზრდას. ამასთან, გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა, რომელიც ყოველწლიური ღონისძიებაა, მალე გაიმართება. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე. ითქვა, რომ საქართველო აფასებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აგრეთვე, ყურადღება დაეთმო ორმხრივი კავშირების გაძლიერებას საგანმანათლებლო-სამეცნიერო მიმართულებებით. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.