ძებნის რეზულტატი:
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, ოპოზიცია ალტერნატიულ სამუშაო ფორმატებს ქმნის
საპარლამენტო ოპოზიციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების საკითხი განიხილეს. ხსენებული რეკომენდაციების შესრულებისა და შესაბამისი კანონის პროექტების მომზადების მიზნით, ოპოზიცია ცალკე იწყებს პროცესს და ალტერნატიული სამუშაო ფორმატებს ქმნის. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე მიღწეულია შეთანხმება, რომ კონკრეტული მიმართულებების მიხედვით, 12 პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, კანონპროექტები შემუშავდება. „ამ კანონპროექტების ინიცირება და განხილვა მოხდება არა სამუშაო ჯგუფებში, არამედ პირდაპირ საპარლამენტო ფორმატებში, როგორიც არის: პარლამენტის ბიურო, კომიტეტის სხდომა და პლენარული სხდომა“, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა. „რეფორმების ჯგუფის“ წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 12 პუნქტთან დაკავშირებით, ორშაბათიდან პარლამენტში სამუშაო ჯგუფების შეხვედრები დაიწყება. „სამოქალაქო სექტორთან შევჯერდით კონკრეტულ სამუშაო პროცესზე. 12 საკითხთან დაკავშირებით უნდა დაიდოს კონკრეტული საკანონმდებლო პროექტები და აქტები, რომლებიც სრულ შესაბამისობაში იქნება ევროპელების რეკომენდაციებთან. ამისთვის გვაქვს ძალიან ცოტა დრო. 24/7-ზე გვჭირდება მუშაობა ძალიან ბევრ იურისტთან, ორგანიზაციასთან, პარტიასთან და პოლიტიკოსთან ერთად, რომ სექტემბრისთვის პარლამენტში ერთობლივად დავარეგისტრიროთ კანონპროექტების ფართო სპექტრი, რომლის მიღებაზეც დამოკიდებული იქნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. „სამუშაო ჯგუფები, რომლის თაობაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, გამიზნული იქნება შედეგზე და არა პროცესის სიმულაციაზე - ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს!“, - განაცხადა თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ, პარტია “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ. მისი თქმით, შედგა შეთანხმება, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით დაიწყება დაუყოვნებლივ მუშაობა, საკონსულტაციო-სამუშაო ჯგუფების შექმნის გზით. ჯაფარიძის ინფორმაციით, სექტემბრისთვის 12-ვე პუნქტზე ისეთი კანონპროექტები მომზადდება, რომელიც ევროკომისიის მოლოდინებსა და სტანდარტებს უპასუხებს. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
თეა წულუკიანი: ვინმე თუ დააპირებთ პრეზიდენტობას, ჯერ წაიკითხეთ კონსტიტუცია - რომელი პრეზიდენტიც კი გვყოლია, ამჟამინდელის ჩათვლით, კონსტიტუციური კომპლექსი ყველას აქვს
"რომელი პრეზიდენტიც კი გვყოლია, ამჟამინდელის ჩათვლით, ყველას აქვს კონსტიტუციური კომპლექსი - დასანანია, რომ ჯერ არ შეგვხვედრია საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც გაუგო საპარლამენტო მოდელს", – ასე გამოეხმაურა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეხება. წულუკიანის თქმით, ზურაბიშვილმა გუშინ აღიარა, რომ კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს სცდება. „გუშინ პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა საკონსტიტუციო პროცესებზე, კონსტიტუციაზე. შეგვახსენა, რომ თურმე არსებობს საქართველოს კონსტიტუციაში მესამოცდამეთორმეტე მუხლი, ასეთი მუხლი საქართველოს კონსტიტუციას არ აქვს. საქართველოს კონსტიტუციას აქვს 78-ე მუხლი და სახელმწიფო ენაზე ეს სწორად ასე გამოითქმის და არა სხვანაირად. მან ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ ესა თუ ის დავა, რომელსაც შეიძლება, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მიიჩნევდეს დასაბუთებულად, მას მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ ასეთი საკონსტიტუციო სარჩელები არის დაუსაბუთებელი. თუმცა, ამავე ინტერვიუში და ალბათ საჭიროა, მან ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს, თქვა ის, რაც მას ძალიან შეასუსტებს დავისას. რეალურად, მეორე მხარეს მისცა არგუმენტები. გაამართლა ის, რასაც ჩვენ ყველანი ვფიქრობდით, რასთანაც საქმე გვქონდა. საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ აღიარა, რომ ის სცდება თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს და უარს ამბობს ამა თუ იმ ელჩის დანიშვნაზე, თუ მას მიაჩნია, რომ ესა თუ ის ელჩი არის წარუმატებელი. ეს არ არის მისი ფუნქცია. კონსტიტუცია ამას არ არეგულირებს სხვანაირად“, – განაცხადა წულუკიანმა "პირველ არხთან". ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა. „მე შევასრულე 78-ე მუხილი კონსტიტუციის, რომელიც მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო რაც ჩემს შესაძლებლობაშია. სხვათა შორის, ამ მუხლს საპარლამენტო უმრავლესობიდან ბევრი თავისი გამოსვლით არღვევს", - განაცხადა ზურაბიშვილმა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ელჩებს პრეზიდენტი: 37 ელჩიდან 36-ის დანიშვნაზე ხელი მოვაწერე, ერთადერთია გაეროში დავით ბაქრაძე - 5 წელი იყო ელჩი და არაფერი გაუკეთებია
ბულგარელი კანონმდებლები ამერიკული F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენას განიხილავენ
NATO-ს წევრი ბულგარეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მიმართეს კანონმდებლებს, რომლებიც ამერიკული წარმოების F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენას განიხილავენ. თავდაცვის მინისტრ დრაგომირ ზაკოვის თქმით, ვაშინგტონმა ბულგარეთს რვა უფრო თანამედროვე აღჭურვილობის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის მეორე პარტია შესთავაზა. ზაკოვმა აღნიშნა, რომ ბულგარეთი ისარგებლებს ამ შეთავაზებით და ეს საკითხი პირველ ნოემბრამდე უნდა გადაწყვიტოს. ამ საკითხმა ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირება გამოიწვია. პრორუსული პოლიტიკური ძალები თვითმფრინავის შესყიდვას ეწინააღმდეგებიან. 2019 წელს, ბულგარეთმა აშშ-სგან რვა F-16 Block 70 გამანადგურებელი თვითმფრინავის შესაძენად 1,2 მილიარდი დოლარი გადაიხადა. აპრილში, აშში-ს თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ (DFCA) განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ბულგარეთისთვის ოთხი ($1,673 მილიარდის ღირებულების) F-16 C Block 70 გამანადგურებლის და ოთხი F-16 D Block 70 გამანადგურებლის პოტენციური მიყიდვა დაამტკიცა.
„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს, ნედ პრაისს საჯარო წერილით მიმართავენ
ამერიკის საელჩომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იფუნქციონიროს და არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისა და მათი პირადი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის , - „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს, ნედ პრაისს საჯარო წერილით მიმართავენ. დიმიტრი ხუნდაძე წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება დასავლეთის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა იყო, რამაც ქვეყანაში პოლარიზაცია გააღრმავა და უსამართლობის განცდა გააჩინა. "უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ დიდი პატივისცემით, როგორც საქართველოს ყველაზე დიდი პარტნიორი ქვეყნის, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს. მოგმართავთ სახელისუფლებო პარტიიდან ახლახან გასული სამი დეპუტატის სახელით. რადგან თქვენი განცხადება ჩვენი მისამართით იყო გაკეთებული, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მეტი სიცხადისთვის პირდაპირ გადმოგვეცა ჩვენი სათქმელი. თავდაპირველად გვსურს განვმარტოთ: როდესაც მმართველი გუნდის სამი წევრი და მაღალი თანამდებობის პირი თანამდებობებს ტოვებს, მმართველ გუნდს და საკუთარ თავზე ურთულეს მისიას იღებს, ხალხისთვის სიმართლის თქმის პრინციპით, ვფიქრობ, ეს უკვე სერიოზული პოლიტიკური გზავნილია. ჩვენი პოლიტიკური გამოცდილება და განვლილი ცხოვრება არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ეს ნაბიჯი დაუფიქრებლად გადავდგათ და ვისაუბროთ იმაზე, რაზეც მტკიცებულებები არ გვაქვს. რაც უკვე ვთქვით და რასაც მომავალში ვიტყვით, გამყარებული იქნება მხოლოდ ფაქტებით. რისკი, რომელიც საკუთარ თავზე ავიღეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ჩვენი გადაწყვეტილება მტკიცეა და არ ვცვლით. უქმნის თუ არა ჩვენი ქმედება საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებს საფრთხეს? რა თქმა უნდა, არა! სწორედ დემოკრატიული ღირებულებები გვავალდებულებს, რომ ჩვენი პოლიტიკა იყოს გამჭვირვალე და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს ეფუძნებოდეს. დღევანდელმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ის ფაქტი, თუ რამდენად ვჭირდებით ერთმანეთს საქართველო და დასავლეთი. ჩვენი ურთიერთობებიც და ვალდებულებებიც ორმხრივია. ახალი პოლიტიკური კონტურები მომავალში კავკასიის მეტ პოლიტიკურ დატვირთვაზე მიუთითებს. საქართველო კი კავკასიაში წამყვანი სახელმწიფოა. მიმდინარე პროცესების ფონზე გვიჩნდება კითხვა, ხომ არ ხდება დღეს დემოკრატიული ღირებულებების გადაფასება მსოფლიოში? მართალია, ახალი გეოპოლიტიკური ვითარება ახალ პოლიტიკურ რეალობას ქმნის, მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს იმ მთავარ ღირებულებებს, რისთვისაც ქართველმა ხალხმა რუს ოკუპანტთან წინააღმდეგ ბრძოლაში არაერთხელ დავღვარეთ სისხლი. თუკი ახალი გეოპოლიტიკა ცვლის არა მხოლოდ ტერიტორიულ საზღვრებს, არამედ მსოფლიოს პოლიტიკურ იდეოლოგიას, მაშინ უნდა ვიცოდეთ, სად არის საქართველოს ადგილი? ან რის ფასად ვიღებთ ახალ მოცემულობას? თუკი ეს ფასი ომით უნდა გავიღოთ და ამით საქართველო სამსხვერპლოზე ავიტანოთ, მაშინ ეს რეალობა ჩვენთვის მიუღებელია. იმიტომ არა, რომ ქართველებს ომის გვეშინია და სამშობლოსთვის თავგანწირვა არ ვიცით, არამედ იმიტომ, რომ ამ გზის პერსპექტივას ვერ ვხედავთ. გარდა ამისა, ჩვენ არასოდეს დავიწყებთ ომს ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების წინააღმდეგ, ჩვენ მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს. საერთაშორისო პარტნიორების დახმარება სწორედ ამაში გვჭირდება. სწორედ ამის გარანტად ავირჩიეთ ნატოც და ევროკავშირიც, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. მრავალწლიანმა ხანგრძლივმა მოლოდინებმა, გარკვეულწილად, იმედგაცრუება გამოიწვია ქართველ ხალხში დასავლური პოლიტიკის მიმართ, რაც საფრთხის შემცველია არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ თავად დასავლეთისთვისაც. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მიერ მიღებულმა უსამართლო გადაწყვეტილებამ გააღიზიანა ქართველი ხალხი. ყველასათვის ნათელია, რომ დასავლური პოლიტიკა ევროპული და ამერიკული პოლიტიკების ერთობლიობას მოიცავს და ეს უსამართლო გადაწყვეტილებაც ხალხმა ამ ერთობლივ შეთანხმებად მიიღო. მითუმეტეს, მთავარი პოლიტიკური გზავნილი ევროპიდან გაგვაცნეს, რომ უკრაინამ სტატუსი მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ომშია ჩართული. ამით ყველაფერი გასაგებია ჩვენთვის, თუ რატომ დაიჩაგრა საქართველო! სტატუსის არმინიჭება დასავლეთის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა იყო, რამაც ქვეყანაში პოლარიზაცია გააღრმავა და უსამართლობის განცდა გააჩინა. ფაქტია, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს. რატომ ვსაუბრობთ გამუდმებით ომზე? ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ამაზე ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები საუბრობენ. უფრო მეტიც, მათ ქვეყანაში ომის პროპაგანდა დაიწყეს და სამწუხაროდ, ამ რიტორიკას თქვენი სახელმწიფოს ელჩი საქართველოში არ გაემიჯნა. მსგავსმა რიტორიკამ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან გუშინაც გაიჟღერა. არ გვახსოვს ქალბატონი დეგნანის არც ერთი განცხადება, რომელიც მიმართული იქნებოდა საქართველოში ომის პროპაგანდისტების წინააღმდეგ. არადა, ამის ფაქტი ბევრი იყო. აღარ დავკონკრეტდებით, რადგან გვჯერა, რომ თქვენ ყველა ინფორმაციას ფლობთ. ალბათ მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომ მათ საელჩოს საქართველოში ხალხი პოლიტიკურ მხარედ აღიქვამდეს. არადა, სამწუხაროდ, ასეა. განა აქვს გამართლება დიპლომატიური კორპუსის ასეთ პოლიტიზირებას? რამდენადაც ვიცით, ამერიკის საელჩომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იფუნქციონიროს და არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პირადი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ეს არის „შერჩევითი დიპლომატია“, რომ აღარაფერი ვთქვათ, დიპლომატიას ამოფარებულ „შერჩევით პოლიტიკაზე“. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩზე“ ?! ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დავრწმუნდებოდით მაშინ, თუკი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან განცხადება გაკეთდებოდა ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხრიდან თქვენი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ პირდაპირ ეთერში გაკეთებული აგრესიული, ბინძური და შეურაცხმყოფელი სიტყვების შემდეგ. აი, ის იყო შეურაცხყოფა და თავდასხმა მასზე და არა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის მოთხოვნა. თუმცა, ვერც აქ და ვერც ამერიკიდან მსგავსი განცხადება ვერ მოვისმინეთ, ვერც რეალურ თავდასხმაზე და ვერც საფუძვლიან კითხვებზე. ქალბატონმა დეგნანმა ჩვენს მიერ მოყვანილ ფაქტებს ტყუილი უწოდა და განაცხადა, რომ წერილი ბოლომდე არც კი წაიკითხა. არა მგონია, ამერიკაში კონგრესმენის მიერ დასმულ კითხვებზე რომელიმე ქვეყნის ელჩის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ასატანი გახდეს. რაც მიუღებელია თქვენთვის, ის მიუღებელია ჩვენთვისაც! რაც ანტიდემოკრატიულია ამერიკელი ხალხისთვის, ანტიდემოკრატიულია ქართველი ხალხისთვისაც! რატომ ბიძინა ივანიშვილი? ეს კითხვა მწავავეა დღეს და კიდევ უფრო მწვავე იქნება მომავალში, თუკი ჩვენი დასავლელი მეგობრები არ აგვიხსნიან, თუ რა არის რეალური დემოკრატია. დღეს გამუდმებით გვესმის, რომ 30 წლის განმავლობაში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს სამშობლოს ეხმარებოდნენ და ამისთვის მათი მადლიერი უნდა ვიყოთ. დიახ, მადლიერი ვართ და არაერთხელ გვითქვამს მადლობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მაგრამ რატომ არ უნდა ვუთხრათ მადლობა იმ პიროვნებას, ვინც ასევე მნიშვნელოვანი ქველმოქმედება გაიღო საკუთარი ქვეყნისთვის? უფრო მეტიც, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იდგა ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატიის სათავეებთან და 2012 წელს სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოსცილდა ქვეყანას მოძალადე ხელისუფლება, რომლის ეპიზოდური წარმატება ცალკეულ სფეროებში, მუდმივ და სისტემურ ძალადობაზე და დანაშაულზე იყო დაფუძნებული. მისი და მისი გუნდის პოლიტიკური რეაბილიტაციის მცდელობაც კი ქართულ საზოგადოებაში აგრესიას იწვევს მისი ლობისტების მიმართ. ბიძინა ივანიშვილის საკითხი საქართველოში დასავლური ღირებულებების საზომი გახდება! დაუფარავად ვაცხადებთ, რომ მისი ღირსების შეურაცხყოფა არ დარჩება არც ჩვენგან და არც საზოგადოებისაგან უპასუხოდ. ქართველმა ხალხმა წარსული ისტორიის მანძილზე ბევრჯერ დაუშვა შეცდომა ეროვნული და სახელმწიფო მოღვაწეების მიმართ, ვერ გავუფრთხილდით მათ და ამით წააგო ქვეყანამ. აღარ ვაპირებთ ამ ისტორიული შეცდომის განმეორებას. ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ყველაფერი გაიღო და ახლა ჯერი ჩვენზეა! ამერიკის შეერთებულ შტატებთან 30-წლიანი თანამშრომლობის მაგალითი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენ საუკეთესო პარტნიორობა შეგვიძლია. საქართველომ ყველაფერი გაიღო, რათა NATO-სა და ევროკავშირის ოჯახის ღირსეული წევრი გახდეს. ჩვენ ამისთვის სისხლი ბევრჯერ დავღვარეთ და უშედეგოდ კიდევ მსხვერპლის გაღებას აღარ ვაპირებთ. არ გვინდა, მუდმივად ნატოს მყარად დახურულ კარებთან ვიდგეთ და არ გვინდა ვიღებდეთ ევროპის საბჭოს ქრონიკულ დაპირებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მის დასავლურ სწრაფვას რეალური და ხელშესახები შედეგი მოჰყვეს. არ გვინდა, უცხო ქვეყნები ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერეოდნენ, სასამართლო გადაწყვეტილებების რევიზია საელჩოებში კეთდებოდეს, არჩეული ხელისუფლების ცვლილების წახალისება ხელოვნურად ხდებოდეს და ქართველი ხალხისთვის უზომოდ მოამაგე, უდიდეს ქველმოქმედს სანქციების შემოღებით შეურაცხყოფდნენ. ქართველმა ხალხმა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზაზე ისტორიული არჩევანი უკვე გააკეთა და ამ არჩევანს არასოდეს შეცვლის. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებები გადავარჩინოთ და საქართველო იმ მოსალოდნელ საფრთხეებს ასცდეს, რაც დღეს რეალურად არსებობს ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო არენაზე," - ნათქვამია განცხადებაში.
ბელგიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიკაციის პროცედურა დაასრულა
ბელგიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიკაცია მოახდინა. ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი წერს. „ბელგიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიკაციის პროცედურა დაასრულა. ჩვენი ქვეყანა პატივს სცემს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, უზრუნველყოს ჩვენი უსაფრთხოება, დაიცვას ჩვენი#თავისუფლება და დემოკრატია“, - წერს Twitter-ზე ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს. NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიცირება სულ 15-მა ქვეყანამ მოახდინა. ალიანსში 30 ქვეყანაა.
როდის დაიწყებს SpaceX-ი საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას
„საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდება, რომელშიც SpaceX-ის პროექტი Starlink-ი ოპერირებას დაიწყებს, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა SpaceX-ის ბაზრებთან წვდომის რეგიონულ დირექტორთან ბენ მაკ უილიამსთან შეხვედრისას განაცხადა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოში კომპანია SpaceX-ის პროექტ Starlink-ის ამოქმედების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. კერძოდ, SpaceX საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ Starlink-ის საქართველოში შემოსვლითა და ოპერირების დაწყებით ფაქტობრივად ახალი ეტაპი იწყება ინტერნეტიზაციის კუთხით. მისივე განცხადებით, კომპანიის საქართველოში ოპერირებისთვის ნებართვა უკვე გაცემულია. კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის Starlink-ს ავტორიზაცია მიანიჭა Starlink-ის ბიზნესოპერაციების ვიცე-პრეზიდენტის ჩად გიბის განცხადებით, კომპანია მოუთმენლად ელის 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით პირველადი მომსახურების მიწოდების დაწყებას. „SpaceX მიესალმება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, Starlilnk-ისთვის ავტორიზაციის მინიჭების კუთხით, რის შემდეგაც კომპანია საქართველოში ფიზიკურ პირებსა და ბიზნესს მაღალი ხარისხის თანამგზავრულ ფართოზოლოვან ინტერნეტს მიაწვდის“, - აღნიშნა Starlink-ის ბიზნესოპერაციების ვიცე-პრეზიდენტმა. მისივე განცხადებით, კომპანიის საქართველოში ოპერირებისთვის ნებართვა უკვე გაცემულია. პირველ ეტაპზე Starlink-ის ინტერნეტი საქართველოს მასშტაბით არსებულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ყველა ტექნოპარკს მიეწოდება. ილონ მასკის დაარსებული კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink-ი გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა ნებისმიერ ადგილში, მათ შორის მიუწვდომელ და მაღალმთიან დასახლებებში. SpaceX-მა საქართველოში Starlink-ის პროექტით შემოსვლისა და საქმიანობის დაწყებით დაინტერესება გასულ წელს გამოთქვა, როცა ლოს ანჯელესში კომპანიის სათავო ოფისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძეს შეხვდნენ. საქართველო განხილულია რეგიონში ერთ-ერთ პირველ საპილოტე ქვეყნად, სადაც SpaceX-ი მოსახლეობას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწვდის. „ლოს ანჯელესში გამართული შეხვედრის შემდგომ აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ცოტა ხნის წინ საქართველოში SpaceX-ის პროექტ Starlink-ის რეგისტრაციისა და ავტორიზაციის პროცესი დასრულდა. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უწყვეტი, მაღალი ხარისხის ინტერნეტ წვდომა. შესაბამისად, თანამგზავრული ინტერნეტი ხელს შეუწყობს ციფრული ბიზნესის განვითარებასა და საერთაშორისო IT კომპანიებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას“, - აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის ახალ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ალი ქაან ორბაიმ ირაკლი ღარიბაშვილს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისგან, რეჯეფ თაიფ ერდოღანისგან გულთბილი მოკითხვა გადასცა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. აღინიშნა ბოლო წლებში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგები, მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური დინამიკა და რეგიონულ-გეოსტრატეგიული ხასიათის პროექტებში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ჩართულობა და აქტიური თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკასთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან არსებული ეფექტური თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის უსაფრთხოებისთვის, ისე სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის. განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონში არსებული ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
ოლექსი დანილოვი: უკრაინა ევროპოლისგან ფაქტებისა და მტკიცებულებების მიღებას ელოდება შავ ბაზარზე იარაღითა და სამხედრო საქონლით ვაჭრობასთან დაკავშირებით
"უკრაინა ევროპოლისგან ფაქტებისა და მტკიცებულებების მიღებას ელოდება შავ ბაზარზე იარაღითა და სამხედრო საქონლით ვაჭრობასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. მისი თქმით, დასავლურ პრესაში „იარაღის კონტრაბანდის“ შესახებ პუბლიკაცია ემთხვევა რუსეთის მიერ უკრაინის დისკრედიტაციისკენ მიმართული მასშტაბური საინფორმაციო სპეცოპერაციის დაწყებას, რომლის მიზანია მოკავშირეებისგან იარაღის მიწოდების შეწყვეტა. „ველოდებით საგნობრივ საუბარს ევროპოლის ოფიციალურ წარმომადგელებთან, ფაქტებით და მტკიცებულებებით უკრაინიდან „შავ ბაზარზე იარაღითა და სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის“ თითქოსდა არსებული შემთხვევების შესახებ განცხადებებთან დაკავშირებით. მაქსიმალურად დაინტერესებულნი ვართ ინფორმაციის გაცვლით და მყისიერი რეაგირებით“, - აღნიშნა დანილოვმა. ცნობისთვის, 21 ივლისს, ევროპოლის სპიკერმა, იაპ ოპ გენ ოორტმა განაცხადა, რომ ევროპოლს უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის შესახებ მონაცემები აქვს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7986 ლარი გახდა
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7986 ლარი გახდა. რა ნიშნულამდე გამყარდება ლარი ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7986 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8045 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0059 ლარი შეადგინა. ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, ევროსა და დოლარის კურსი გათანაბრდა რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8456 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8567 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0111 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
რუსეთის დელეგაცია სტამბოლში, უკრაინული მარცვლეულის საკითხზე ხელშეკრულების გასაფორმებლად ჩავიდა
უკრაინული მარცვლეულის საკითხზე ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რუსული დელეგაცია სტამბოლში სპეციალური თვითმფრინავით ჩავიდა. თურქეთი აცხადებს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, რუსეთთან შეთანხმება მიღწეულია - BBC დელეგაციის შემადგენლობაშია რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. მარცვლეულის დერეფნის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართება. დოკუმენტებს ხელი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით მოეწერება.
ოლაფ შოლცი: გერმანიის მოსახლეობა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე მარტო არ დარჩება - მთავრობა მოსახლეობის დახმარების ზომებს განიხილავს
გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, მომხმარებლებისთვს გაზის საფასურის გაზრდამ შესაძლოა, ოთხსულიანი ოჯახის ხარჯები წელიწადში დაახლოებით 200-300 ევროთი გაზარდოს, ამიტომ გერმანიის მთავრობა მოსახლეობის დახმარების ზომებს განიხილავს. ამის შესახებ შოლცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყნის მოსახლეობა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე მარტო არ დარჩება. „რთულ პერიოდს ერთად გადავლახავთ. ჩვენ ერთად ვიქნებით, ეს მნიშვნელოვანია. არავინ დარჩება მარტო თავის გამოწვევებთან და პრობლემებთან, არც ერთი მოქალაქე, არც ერთი კომპანია ამ ქვეყანაში. ერთად საკმარისად ძლიერი ვართ, რათა გავუმკლავდეთ ამას და ერთად დავძლევთ პრობლემებს მიმდინარე და მომავალ წლებში“, – განაცხადა შოლცმა.
უკრაინელი დეპუტატმა ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, სავარაუდოდ, ზელენსკის ფარული განკარგულება გამოაქვეყნა
უკრაინის რადას დეპუტატმა სერგეი ვლასენკომ Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სავარაუდო განკარგულებაა რამდენიმე ადამიანისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, რომელთა შორისაც ოლიგარქი იგორ კოლომოისკი და უკრაინის რადას დეპუტატებიც არიან. ამის შესახებ უკრაინული მედია ვლასენკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. სიაში შედის ოლიგარქი იგორ კოლომოისკი, დნეპროპეტროვსკის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის უფროსი გენადი კორბანი და მოადგილეები იგორ ვასილკოვსკი (ხალხის მსახური), ვადიმ რაბინოვიჩი (აკრძალული ოპოზიციური პლატფორმა „სიცოცხლისთვის“). განკარგულების ტექსტის მიხედვით, მოქალაქეობა ჩამოერთმევათ შემდეგ პირებს: ანას ალ-სალამათა; იგორ ვასილკოვსკი; ელენა ერემინა; ლარისა კოლი; იგორ კოლომოისკი; გენადი კორბანი; ვიაჩესლავ ლიმა; ვადიმ რაბინოვიჩი; გალინა როგოვენკო; სეიმურ ხუდუევი. განკარგულება 18 ივლისით თარიღდება. ამის მიუხედავად, სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე ჯერ შესაბამისი დოკუმენტი არ არის. „რაც შეიძლება აიხსნას იმით, რომ ეს დადგენილება საიდუმლოა და არ ექვემდებარება გამოქვეყნებას“, - წერს უკრაინული მედია.
უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ, სტამბოლში ხელშეკრულება გაფორმდა
22 ივლისს სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მარცვლეულისა და სურსათის მიწოდების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა. შეთანხმება შედგა და უკრიანელები ბლოკირებულ მარცვლეულს სამი პორტიდან - ოდესის, ჩერნომორსკის და იუჟნეს პორტებიდან გაიტანენ. მარცვლეულის მიწოდების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სიტყვებით, შეთანხმება, რომელსაც ხელი რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მოაწერეს, ომში „იმედის შუქურაა“. „ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელება და მონიტორინგი განხორციელდება სტამბოლის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მეშვეობით“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჟეფ ტაიფ ერდოღანმა. რუსეთის დელეგაცია სტამბოლში, უკრაინული მარცვლეულის საკითხზე ხელშეკრულების გასაფორმებლად ჩავიდა მანამდე, 13 ივლისს, თურქეთის მეტროპოლიაში უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან დაბლოკილი მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების მიწოდების საკითხზე რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლების ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართა. თურქეთი აცხადებს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, რუსეთთან შეთანხმება მიღწეულია - BBC თურქეთის ეროვნული უშიშროების მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ მიღწეულია პროგრესი სტამბოლში საკოორდინაციო ცენტრის შექმნის საქმეში, სადაც ოთხი მხარის წარმომადგენლები განთავსდებიან.
საქართველოს პროკურატურა: სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში დახმარებისათვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით და პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სხვადასხვა დროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი ზ.გ. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით და სამსახურებრივი სიყალბის გზით, ხუთ მოქალაქეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, საერთო ჯამში - 6 353 744 კვ.მ. მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებაში დაეხმარა. "თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ყალბი ჩანაწერის შეტანა, ჩადენილი პირადი მოტივით) და 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობაში დახმარება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღებაში დახმარება, ჩადენილი დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ზემოაღნიშნული ხუთი პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღება ჩადენილი დიდი ოდენობით) და თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტი მეორე ბუსტერ დოზით აიცრა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი COVID19-ის პრევენციის მიზნით, მეორე ბუსტერ დოზით აიცრა. 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 764 პირი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 72 073 ტესტი. „დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 7 დღის განმავლობაში 10.84%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 14 დღის განმავლობაში 9.55%-ს. 7 დღეში ქვეყნის მასშტაბით სულ ჩატარდა 72 073 ტესტი", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი ეცემა
უკრაინული ხორბლის განბლოკვაზე ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივამ მსოფლიოში ხორბლის ფასების შემცირებაზე გავლენა უკვე მოახდინა. ამის შესახებ BBC წერს. სტამბოლში უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ, ხელშეკრულება გაფორმდა ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფიუჩერსები 3%-ით გაიაფდა. ანალოგიური ვითარება შეიქმნა ბრიტანეთის ფიუჩერსებთან მიმართებით. ხორბლის გაყიდვების ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მართალია ფიუჩერსები ერთ ღამეში ტონაზე $10 გაიაფდა, მაინც არსებობს სკეპტიციზმი, იმუშავებს თუ არა სტამბოლში გაფორმებული ოთხმხრივი შეთანხმება. 22 ივლისს სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მარცვლეულისა და სურსათის მიწოდების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა. შეთანხმება შედგა და უკრიანელები ბლოკირებულ მარცვლეულს სამი პორტიდან - ოდესის, ჩერნომორსკის და იუჟნეს პორტებიდან გაიტანენ. მარცვლეულის მიწოდების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სიტყვებით, შეთანხმება, რომელსაც ხელი რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მოაწერეს, ომში „იმედის შუქურაა“.
რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე სტამბოლში ოთმხრივი შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში Twitter-ზე ავრცელებს. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. „გაეროს ეგიდით, უკრაინის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის მიერ დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ხსნის გზას შავ ზღვაში სურსათის კომერციული ექსპორტისთვის. მიღწეული შეთანხმება მსოფლიოს მილიონობით ადამიანისთვის სურსათის დეფიციტით გამოწვეული კატასტროფის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. ეს არის იმედის, შესაძლებლობისა და შვების „შუქურა“, – წერს გაეროს გენერალური მდივანი. სტამბოლში უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ, ხელშეკრულება გაფორმდა გაეროს ცნობით, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მარცვლეულისა და სურსათის მიწოდების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ შეიქმნება საინსპექციო ჯგუფები, რომელშიც გაეროს წარმომადგენლები და სავარაუდოდ უკრაინელი, თურქი და რუსი სამხედროები შევლენ. გაეროს წარმომადგენლების ინფორმაციით, შეთანხმება ძალაში 120 დღის განმავლობაში იქნება. მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი ეცემა უკრაინის პორტებს ხორბლის ექსპორტისთვის მოსამზადებლად 10 დღე დასჭირდებათ. თუმცა გაერო იმედოვნებს, რომ ხელშეკრულების საფუძველზე პროცესი საკმაოდ სწრაფად განვითარდება. ხელშეკრულება უზრუნველყოფს ხორბლის უსაფრთხო ექსპორტს „ოდესის“, „ჩერნომორსკის“ და „იუჟნის“ პორტებიდან. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ თავდაცვის მიზნით, საპორტო წყლები დანაღმა, გაეროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ დროისთვის განაღმვის აუცილებლობა არ არის და გემები სამხედროების თანხლებით უსაფრთხო მარშრუტებით გადაადგილდებიან, რის შემდეგაც შავ ზღვაზე ბოსფორის სრუტით უკრაინული ხორბალი მსოფლიო ბაზარზე გავა. ამასთან, გაერომ მოაგვარა გემების დაზღვევის საკითხი, რომლებიც შავ ზღვაში და შემდგომ უკრაინის პორტებში ხორბლის გადმოსაზიდად შევლენ. პროცესში ჩართული იყო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განმარტა, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების თანახმად, უკრაინა წინასწარ არ აწერს ხელს რუსეთთან რაიმე დოკუმენტს. „ჩვენ ხელს ვაწერთ შეთანხმებას თურქეთთან და გაეროსთან და მათ წინაშე ვალდებულებებს ვიღებთ. რუსეთი თურქეთთან და გაეროსთან სარკისებურ შეთანხმებას აფორმებს. არავითარი რუსული გემების სატრანსპორტო ესკორტი და რუსეთის წარმომადგენლების არსებობა ჩვენს პორტებში. პროვოკაციის შემთხვევაში იქნება დაუყოვნებლივი სამხედრო პასუხი. საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო გემების შემოწმებას თურქეთის წყლებში ერთობლივი ჯგუფი განახორციელებს“, – წერდა მიხაილო პოდოლიაკი.
ესპანეთსა და პორტუგალიაში ექსტრემალური სიცხის გამო, 1700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ესპანეთსა და პორტუგალიაში ექსტრემალური სიცხის შედეგად, რომელმაც ევროპა ბოლო დღეებში მოიცვა, 1700-ზე მეტი ადამიანი უკვე დაიღუპა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა. საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი „გასული ათწლეულების განმავლობაში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა ექსტრემალური სიცხის შედეგად, რომელსაც ხშირად თან ახლდა ტყის ხანძარი. წელს უკვე მხოლოდ ესპანეთსა და პორტუგალიაში 1700-ზე მეტი ადამიანის სიკვდილის მომსწრე გავხდით “, - ნათქვამია კლუგეს განცხადებაში. ირლანდიის დედაქალაქში რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა დაფიქსირდა შეგახსენებთ, რომ ესპანეთში, პორტუგალიაში და საფრანგეთში ტყის მრავალრიცხოვან ხანძრებს ებრძვიან, რომლის შედეგადაც ათასობით ჰექტარი ტერიტორია განადგურდა.
ოლაფ შოლცი: გერმანია გაზის მოწოდების საკითხში რუსეთს ვეღარ ენდობა
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო მოვლენების გამო რუსეთი გერმანიისთვის გაზის სანდო მიმწოდებელი არ არის. ოლაფ შოლცი: გერმანიის მოსახლეობა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე მარტო არ დარჩება - მთავრობა მოსახლეობის დახმარების ზომებს განიხილავს პრესკონფერენციაზე შოლცმა თქვა, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდება არ იქნება იმაზე უსაფრთხო, ვიდრე ახლაა იმ პირობებში, როდესაც მოსკოვმა Nord Stream 1-ის სიმძლავრე 40%-მდე შეზღუდა. „ამიტომ ჩვენ სანდოობას ვანიჭებთ უპირატესობას“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყნის მოსახლეობა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე მარტო არ დარჩება. რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდების მოცულობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა „რთულ პერიოდს ერთად გადავლახავთ. ჩვენ ერთად ვიქნებით, ეს მნიშვნელოვანია. არავინ დარჩება მარტო თავის გამოწვევებთან და პრობლემებთან, არც ერთი მოქალაქე, არც ერთი კომპანია ამ ქვეყანაში. ერთად საკმარისად ძლიერი ვართ, რათა გავუმკლავდეთ ამას და ერთად დავძლევთ პრობლემებს მიმდინარე და მომავალ წლებში“, – განაცხადა შოლცმა.
უკრაინაში პუტინის მეგობრის, ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი ცოლის აქტივები დააპატიმრეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის პრეზიდენტის მეგობრის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ ექსთავმჯდომარის ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი ცოლის ოქსანა მარჩენკოს აქტივების დაპატიმრების შესახებ განაცხადა. პუტინთან დაახლოებული უკრაინელი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის 26 მანქანა, 55 სახლი, 30 მიწის ნაკვეთი და იახტა დააყადაღეს დაპატიმრებული აქტივების მოცულობა $1 მილიონს შეადგენს. ამჯერად დააკავეს კომპანიის კორპორაციული უფლებები, რომლის საწესდებო კაპიტალია 38 მილიონი უკრაინული ჰრივნა (1,2 მილიონი აშშ დოლარი), საბანკო ანგარიშზე რიცხული 1,3 მილიონი ჰრივნა (43,5 ათასი აშშ დოლარი), ორი მიწის ნაკვეთი (სამი და ხუთი ჰექტარი) და ორი სასტუმრო კომპლექსის შენობა (4,5 და 2,4 ათასი კვადრატული მეტრი). უკრაინის უშიშროების სამსახურის თანახმად, ეს აქტივები რუსეთიდან იმართებოდა. კომპანიის, სახსრების, ნაკვეთებისა და ქონების სასარგებლო მფლობელები არიან რუსეთის მოქალაქე ვიქტორ მედვედჩუკი და მისი მეუღლე ოქსანა მარჩენკო. პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში დააკავეს ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში, მედვედჩუკის სახლი კიევში გაჩხრიკეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი. პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით რუსეთს გადასცა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ. 66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც 620 მლნ. მედვედჩუკი უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მან ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა. 12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.