ძებნის რეზულტატი:

„აზოვსტალის“ მფლობელი რუსეთს, $600 მილიონის ღირებულების ფოლადის უკანონოდ გატანაში ადანაშაულებს

რუსეთი უკრაინული ფოლადის ექსპორტს რუსული ჯარების მიერ ოკუპირებული მარიუპოლიდან, უკანონოდ ახორციელებს. ამის შესახებ BBC-სთან ინტერვიუში ქარხნის მფლობელმა კომპანია Metinvest-ის გენერალურმა დირექტორმა იური რიჟენკოვმა განაცხადა. რუსულ გემს მარიუპოლის პორტიდან ლითონი გააქვს რიჟენკოვის თქმით, ქარხნებიდან და პორტებიდან მოპარული ფოლადის ჯამური ღირებულება $600 მილიონია. მან აღნიშნა, რომ საუბარია არა მხოლოდ უკრაინულ ფოლადზე, არამედ ევროპელ მომხმარებლებზე უკვე გაყიდულ პროდუქტებზე, რომელიც კომპანიამ დამკვეთებს ვერ მიაწოდა. მარიუპოლის მერის მრჩეველი: ლითონის მოსაპარად მარიუპოლის პორტში მეორე რუსული გემი შევიდა რიჟნიკოვის თქმით, მოპარული პროდუქტები რუსეთის შიდა ბაზარზე იყიდება და ასევე აფრიკისა და აზიის ქვეყნებში იგზავნება. Metinvest-ი ადასტურებს ქურდობის ფაქტებს და სასამართლოში წასასვლელად ემზადება, - აღნიშნა კომპანიის ტოპ მენეჯერმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ BBC-ისთან  რიჟენკოვის განცხადებებზე კომენტარი არ გააკეთა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: მივიღე გარანტიები, რომ დიდი ბრიტანეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა ძლიერი და ცალსახა დარჩება

მივიღე გარანტიები, რომ დიდი ბრიტანეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა ძლიერი და ცალსახა დარჩება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა. დმიტრო კულება: ბორის ჯონსონის გადადგომა არ შეცვლის ბრიტანეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ „მე მაქვს რეგულარული კონტაქტი უკრაინის დიდ მეგობარ ბორის ჯონსონთან. ვისაუბრეთ დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების გააქტიურებასა და სხვა მრავალმხრივ სამხედრო თანამშრომლობაზე. მე მივიღე გარანტიები, რომ დიდი ბრიტანეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა ძლიერი და ცალსახა რჩება", - წერს ზელენსკი. 7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს.

ერდოღანი: უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას სტამბოლი გაუწევს მონიტორინგს

თურქეთი ამაყობს თავისი წვლილით სასურსათო კრიზისის აღმოფხვრაში, რაც დიდი ხანია, მსოფლიო საზოგადოების დღის წესრიგშია. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევს სტამბოლში მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე გამოსვლისას განაცხადა. რას მოიცავს სტამბოლში მიღებული „მარცვლეულის შეთანხმება“ - დეტალები ერდოღანის თქმით, უახლოეს დღეებში შავ ზღვაში საზღვაო ტვირთების გადაზიდვა განახლდება, რაც რიგი ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოებაზე დადებითად აისახება. „შეთანხმებები მოიცავს ყველა ეტაპს: გემების გასვლიდან და უსაფრთხო ტრანსპორტირებიდან, დანიშნულების პორტებში ჩასვლამდე. ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელება და მონიტორინგი სტამბოლის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მეშვეობით მოხდება“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა. 22 ივლისს დოკუმენტს „ინიციატივა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის“ ხელი თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით მოეწერა. დოკუმენტს თურქეთის ეროვნული უშიშროების მინისტრმა ჰულუსი აკარმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა და გაეროს გენმდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოაწერეს ხელი  

აშშ უკრაინას დამატებით $270 მილიონის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბმა, უკრაინისთვის ახალი $270 მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცების შესახებ განაცხადა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კირბმა განცხადება დახურულ ბრიფინგზე გააკეთა.  სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის 4 HIMARS-ი, 580 Phoenix Ghost-ის დრონი და 36 ათასი საარტილერიო ჭურვი. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა 8,2 მილიარდი დოლარია. კირბიმ ასევე დააკონკრეტა, რომ უკრაინას 20 HIMARS-ი ექნება. აქედან 16 შეერთებულმა შტატებმა, ხოლო კიდევ ოთხი სხვა პარტნიორმა ქვეყანამ მიაწოდა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტა დაკარგული მიწების დაბრუნების გარეშე, ომს მხოლოდ გაახანგრძლივებს

„რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის გაყინვა ნიშნავს პაუზას, რომელიც მას დასვენების საშუალებას აძლევს“, - ამის შესახებ უკრაინის  Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტა დაკარგული მიწების დაბრუნების გარეშე, ომს მხოლოდ გაახანგრძლივებს. „რუსები არ გამოიყენებენ ამ პაუზას თავიანთი გეოპოლიტიკის შესაცვლელად და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან მიმართებით პრეტენზიებს არ დათმობენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მან რუსეთი შეადარა „ვეშაპს, რომელმაც უკრაინის ორი რეგიონი გადაყლაპა და ახლა ამბობს: გაყინეთ კონფლიქტი". ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დმიტრო კულება: ევროპის ქვეყნების მთავრობებმა უნდა იცოდნენ, რომ სანქციების შემსუბუქება პრობლემების გადაჭრის გზა არ არის

უკრაინა რუსულ გაზზე ემბარგოს ელის. ამის შესახებ დმიტრო კულებამ უცხოური მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ვფიქრობ, ევროპული ქვეყნების მთავრობებმა უნდა იცოდნენ, რომ პუტინის დაშოშმინება და სანქციების შემსუბუქება არ არის პრობლემების გადაჭრის გზა. ეს არის გზა პრობლემების გამრავლებისაკენ", - აღნიშნა მინისტრმა. ევროპაში რუსული გაზის მიწოდების მაჩვენებელი ბოლო 4 წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ევროპაში ბუნებრივი აირის მარაგების შევსების მაჩვენებელი 21 ივლისის მდგომარეობით 64 პროცენტია. ევროპა მიზნად ისახავს, ზამთრისთვის გაზის მარაგი შეავსოს, რათა მოსალოდნელ სირთულეებს გაუმკლავდეს. ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს 20 ივლისს ევროკომისიამ წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ყველა წევრმა ქვეყანამ გაზის მოხმარება 15 პროცენტით უნდა შეამციროს, რადგან რუსეთისგან ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის საფრთხე არსებობს.  

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბორის ჯონსონმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნისა და სხვა სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა Twitter-ზე განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: მივიღე გარანტიები, რომ დიდი ბრიტანეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა ძლიერი და ცალსახა დარჩება „რეგულარული კონტაქტი მაქვს უკრაინის დიდ მეგობარ ბორის ჯონსონთან. ვისაუბრეთ დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების გააქტიურებასა და სხვა მრავალმხრივ სამხედრო თანამშრომლობაზე. მე მივიღე გარანტიები, რომ დიდი ბრიტანეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა ძლიერი და ცალსახა რჩება", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ზელენსკი ჯონსონს: თქვენმა ლიდერობამ და ქარიზმამ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა განსაკუთრებული გახადა 7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს. ბორის ჯონსონის ბოლო გამოსვლა პარლამენტში: მხარი დაუჭირეთ უკრაინას  

ევროკავშირმა უკრაინისთვის €500 მილიონიანი ტრანში ოფიციალურად დაამტკიცა

ევროკავშირმა უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ღირებულების კიდევ ერთი ტრანში ოფიციალურად დაამტკიცა. 24 თებერვლიდან გაწეული სამხედრო დახმარების ჯამური რაოდენობა 2,5 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „დახმარება უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებისა და გამძლეობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის გაძლიერებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა მაისში განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონით €2 მილიარდამდე გაზარდა. თანხა ევროპული მშვიდობის ფონდის ხაზით გამოიყოფა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისა და აღდგენის მიმართ შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას გაუსვა ხაზი. მხარეებმა ასევე ისაუბრეს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების კრიზისის მოგვარების მცდელობებზე. გარდა ამისა, ბლინკენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები კიდევ ერთხელ დაგმო და ხაზი გაუსვა აშშ-ის მუდმივ ყურადღებას რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად. როგორც ცნობილია, 22 ივლისს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ უკრაინისთვის ახალი $270 მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცების შესახებ განაცხადა. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა 8,2 მილიარდი დოლარია.

უკრაინის შეიარაღებული ძალები: უკრაინელმა დამცველებმა ვერხნეკამენსკის და სევერსკის მიმართულებებით მტრის შტურმი მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა დამცველებმა ვერხნეკამენსკის და სევერსკის მიმართულებებით მტრის შტურმი მოიგერიეს. უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 358 ბავშვი მოკლეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყების დღიდან რუსული ძალების მიერ ჩადენილი 36 383 დანაშაულია რეგისტრირებული უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს „კრამატორსკის მიმართულებით მტერმა ვერხნეკამენსკის, სტაროდუბოვკას, პისკუნოვკას, სევერსკის, ბელოგოროვკას, გრიგოროვკას მახლობლად დაბომბვა ტანკებიდან და არტილერიიდან განახორციელა. ვერხნეკამენსკის და სევერსკის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მტრის შტურმი წარმატებით მოიგერიეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი: აშშ-ის ორი მოქალაქე, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, დონბასში დაიღუპა

აშშ-ის ორი მოქალაქე, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, ცოტა ხნის წინ დონბასში დაიღუპა. უკვე დავუკავშირდით მათ ოჯახებს და საჭირო დახმარებას ვუწევთ, - ამის შესახებ ABC News-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა. უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 358 ბავშვი მოკლეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყების დღიდან რუსული ძალების მიერ ჩადენილი 36 383 დანაშაულია რეგისტრირებული უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს ამ დროისთვის, დაღუპულის ვინაობა არ სახელდება. „შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ორი ამერიკელი ცოტა ხნის წინ დონბასში დაიღუპა. უკვე დავუკავშირდით მათ ოჯახებს და საჭირო დახმარებას ვუწევთ“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს მკვლელობაში ბრალდებულ ტეცუია იამაგამის წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს როგორც ცნობილია, სასამართლომ უნდა დაადგინოს, შეუძლია თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობაში ბრალდებულს ჩადენილ დანაშაულზე პასუხისგება. ამასთან, 41 წლის იამაგამი ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გაივლის.  ცნობისთვის, 8 ივლისს, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს, ქალაქ ნარაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი კლინიკაში დაიღუპა.  ასევე წაიკითხეთ: იაპონიის პრემიერ-მინისტრი: ყოფილი პრემიერი, რომელსაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია  

ირანის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობას მინიმუმ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ირანის სამხრეთ ნაწილში, ფარსის პროვინციაში წყალდიდობას მინიმუმ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამასთან, სტიქიის შედეგად სულ მცირე 55 ადამიანი დაშავდა.  

შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს. შსს-ს ცნობით, ნარკოტიკების განადგურების პროცესს სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრები ესწრებოდნენ. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრების თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 2 მილიონ-ნახევარ ლარს შეადგენს: 2 553 აბი „სუბუტექსი“; 2 627,87 გრ „კოკაინი“; 1 368 გრამი „ჰეროინი“; 94 გრ. „მეტადონი“; 53,065 კგ „მარიხუანა“; 753 კგ. „კანაფი“; „ამფეტამინის“ შემცველი 352 აბი; 67 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება; 1 050 ცალი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი ფირფიტის ნაჭრები; „პრეგაბალინის“ შემცველი 1 144 კაფსულა. შსს-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები მაღალტემპერატურულ ღუმელში, გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით გაანადგურეს.  

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე საბჭოს წევრებმა არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრეს. სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და მთავრობის ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმში იმსჯელეს.  

შსს-მ საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული კანონპროექტები მოამზადა, ე.წ. დრიფტი შესაძლოა, დასჯადი გახდეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კანონპროექტები შეიმუშავა. ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სამინისტრომ, პრაქტიკაში გამოვლენილი გამოწვევების გათვალისწინებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები შეიმუშავა, რომლებიც ხელს შეუწყობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებას“, – აცხადებენ შსს-ში. კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსაზღვრულია ცვლილებები: • დასჯადი ხდება ე.წ. დრიფტი, რაც გულისხმობს ავტომობილის განზრახ მოცურებას/მოსრიალებას ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელებას. სანქციად წესდება ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 30 ქულით შემცირება. დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, თუ ე.წ. დრიფტს მოჰყვება ზიანი. აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 35 ქულით შემცირებას. • დასჯადი ხდება ჩამოწერის შედეგად აღრიცხვიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალების მართვა. აღნიშნულისთვის წესდება ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის 30 ქულით შემცირდება. • შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების და/ან კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ავტომანქანით გაცილების გარეშე არაგაბარიტული სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობისთვის სანქცია, ნაცვლად 100 ლარისა, იქნება ჯარიმა 1 000 ლარი, ხოლო თუ აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვა ზიანი, 250 ლარის ნაცვლად, დაწესდება ჯარიმა 2 000 ლარი. • სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. • კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინებით სატრანსპორტო საშუალების მართვა, 50 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. • დასჯადი ხდება ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს. სანქციის სახედ წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირება. პირველ ეტაპზე მოწესრიგდება საკანონმდებლო ჩარჩო, ხოლო შემდგომ მოხდება ხმაურისმზომი აღჭურვილობის შეძენა. შსს-ს ცნობით, გარდა ამისა, აღმოიფხვრება ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები, მათ შორის, განისაზღვრება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების გამოქვეყნების წესი, რომლითაც შემცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების ჩაუბარებლობის შემთხვევები. ცვლილება შედის აგრეთვე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში. რიგი სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებულია მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირება. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტები საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა.  

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინიდან 20 მილიონ ტონამდე მარცვლეულის ექსპორტი იგეგმება

"მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის პორტების განბლოკვის თაობაზე ხელმოწერილი შეთანხმება სრულადაა ქვეყნის ინტერესებში, ხოლო ოფიციალურ კიევს საკუთარ პორტებზე კონტროლი აქვს - უკრაინიდან 20 მილიონ ტონამდე მარცვლეულის ექსპორტი იგეგმება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. სტამბოლში უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ, ხელშეკრულება გაფორმდა რას მოიცავს სტამბოლში მიღებული „მარცვლეულის შეთანხმება“ - დეტალები მისივე თქმით, სამხედროებმა პორტების მისადგომების 100%-იან კონტროლში დაარწმუნეს. „ხელმოწერილი დოკუმენტის ტექსტი გამოქვეყნდა და იქ არსებული საკითხების გაცნობა ყველას შეუძლია. ეს საკითხები სრულად აკმაყოფილებს უკრაინის ინტერესებს. ახლა ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ გავაგრძელოთ ჩვენი პორტების მუშაობა შავ ზღვაზე, არამედ მათ საჭირო დაცვასაც ვინარჩუნებთ. სამხედროებმა ჩვენი პორტების მისადგომების 100%-იან კონტროლში დამარწმუნეს“, – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 22 ივლისს სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მარცვლეულისა და სურსათის მიწოდების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.  შეთანხმება შედგა და უკრიანელები ბლოკირებულ მარცვლეულს სამი პორტიდან - ოდესის, ჩერნომორსკის და იუჟნეს პორტებიდან გაიტანენ. რუსეთის დელეგაცია სტამბოლში, უკრაინული მარცვლეულის საკითხზე ხელშეკრულების გასაფორმებლად ჩავიდა მანამდე, 13 ივლისს, თურქეთის მეტროპოლიაში უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან დაბლოკილი მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების მიწოდების საკითხზე რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლების ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართა.  თურქეთი აცხადებს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, რუსეთთან შეთანხმება მიღწეულია - BBC თურქეთის ეროვნული უშიშროების მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ მიღწეულია პროგრესი სტამბოლში საკოორდინაციო ცენტრის შექმნის საქმეში, სადაც ოთხი მხარის წარმომადგენლები განთავსდებიან.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 23 ივლისამდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 39 240 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.  უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 358 ბავშვი მოკლეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყების დღიდან რუსული ძალების მიერ ჩადენილი 36 383 დანაშაულია რეგისტრირებული უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს "უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1708 ტანკი, 3929 ჯავშანტექნიკა, 864 საარტილერიო სისტემა, 253 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 113 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 221 თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 714 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 167 ფრთოსანი რაკეტა, 2820 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 72 ერთეული სპეცტექნიკა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 2 000-ზე მეტმა რუსმა ოკუპანტმა ხერსონის მიმართულებით ალყაში მოექცევის შემდეგ, "მწვანე დერეფანი" მოითხოვა

2 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის მიმართულებით ალყაში მოაქციეს. უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 358 ბავშვი მოკლეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყების დღიდან რუსული ძალების მიერ ჩადენილი 36 383 დანაშაულია რეგისტრირებული უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ოკუპანტების 3 ტაქტიკურმა ბატალიონმა ალყიდან გამოსავლელად "მწვანე დერეფანი" მოითხოვა, მათ შორის სპეცრაზმებელბმაც. "უკრაინელი სამხედროების შეტევა ერთდროულად ორი მიმართულებით ხორციელდებოდა: ოლგინო-კოსტრიკაში და პოტიომკინო-ნოვოვოზნესენსკოეში. ამ დროისთვის ხერსონის ოლქში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქს ცეცხლი გაუხსნეს

რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით სუმის ოლქს ცეცხლი არტილერიიდან, ნაღმტყორცნებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან გაუხსნეს, - ამის შესახებ სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დმიტრო ჟივიცკი „ტელეგრამზე“ დაწერა. უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 358 ბავშვი მოკლეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყების დღიდან რუსული ძალების მიერ ჩადენილი 36 383 დანაშაულია რეგისტრირებული უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს "რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით სუმის ოლქს ცეცხლი არტილერიიდან, ნაღმტყორცნებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. რუსებმა იუნაკოვსკაიას, მიროპოლსკაიას, ბელოპოლსკაიას, ხოტინის დასახლებები დაბომბეს", - წერს ჟივიცკი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.