ძებნის რეზულტატი:
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი: ევროკავშირის რეგულაციები ჩვენს ბიზნესს ხელს უშლის - ევროკავშირის მოძველებულ ჩარჩოებზე უარი უნდა ვთქვათ
"ევროკავშირის რეგულაციები ხელს უშლის ჩვენს ბიზნესს და ეს უნდა შეიცვალოს - უარი ვთქვა ევროკავშირის მოძველებულ კანონებსა და ჩარჩოებზე", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ლიზ ტრასიმ განაცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდება ევროკავშირის ყველა დარჩენილ კანონს გააუქმებს. „ევროკავშირის რეგულაციები ხელს უშლის ჩვენს ბიზნესს და ეს უნდა შეიცვალოს. დაუნინგ სთრითზე გამოვიყენებ შანსს, უარი ვთქვა ევროკავშირის მოძველებულ კანონებსა და ჩარჩოებზე და გამოვიყენო ის შესაძლებლობები, რაც წინ გვაქვს. 2023 წლისთვის გავაუქმებ ევროკავშირის ყველა დარჩენილ კანონს, თუ პრემიერ-მინისტრი გავხდები “, – აღნიშნა ლიზ ტრასმა. ამასთან, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ თავს მეამბოხე უწოდა - "ქვეყნის პოლიტიკის ცვლილება მსურს", - განაცხადა ტრასიმ.
25 ივლისიდან, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის ფასი იზრდება
25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებელებით მგზავრობის ღირებულებაა მეორე კლასისთვის 34 ლარი იქნება, პირველი კლასის ბილეთის ღირებულება 74, 00 ლარი, ბიზნეს კლასი კი 124 ლარი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. „საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებზე ტარიფებს ცვლის. ტარიფის ზრდის რიგ ობიექტურ მიზეზებს წარმოადგენს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯები. სს „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ წლების განმავლობაში, არ განხორცილებულა ტარიფებში ცვლილება და კომპანია საკუთარი სახსრებით ახორციელებდა სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებას. აღსანიშნავია, რომ ალტერნატიულ ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები იზრდებოდა სისტემატიურად. კომპანიის ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით მგზავრობის ღირებულების ზრდის მიუხედავად რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი, კვლავ რჩება ალტერნატიულ ტრანსპორტთან შედარებით იაფი. 25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებელებით მგზავრობის ღირებულებაა: მეორე კლასი - 34 ლარი; პირველი კლასი - 74 ლარი; ბიზნეს კლასი - 124 ლარი; მგზავრობის ფასის განსაზღვრა ადგილების კატეგორიების (კლასების) მიხედვით, მგზავრებს დამატებითი არჩევანის საშუალებას აძლევს. აქვე გაცნობებთ, რომ უცვლელი დარჩა თბილისი-ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ქუთაისის მიმართულებაზე მოძრავი სამგზავრო მატარებლებით მგზავრობის ღირებულება. ძალაში რჩება ყველა შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის ელექტრომატარებელზე სტუდენტებისთვის, ომის ვეტრანებისა და რკინიგზელებისთვის. ასევე მოქმედებს საბავშო ტარიფი (50%-იანი) - 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველა კატეგორიის ადგილებზე სამგზავრო მატარებლებში. აგრეთვე 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი იმგზავრებს უფასოდ მგზავრთან ერთად, თუ იგი არ დაიკავებს ცალკე ადგილს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სოსო გოგაშვილი: ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება და ამას თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი
ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება და ამას თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი. ვინც მე მაკრიტიკებთ, თუ სად ვიყავი აქამდე, გაიარეთ იმ გზის ნახევარი იმ გარემოცვაში, რაც მე მოვახერხე და ისე დამამუნათეთ, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, დაკავებული სოსო გოგაშვილის მიმართვაშია ნათქვამი. „დანიშვნის შემდეგ, როდესაც გახშირდა უკანონო დავალებები, მივხვდი, თუ რა სისტემაში აღმოვჩნდი, ამიტომ დავდექი არჩევანის წინაშე. ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება და ამას თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი. მქონდა სამი არჩევანი: 1. სამსახურიდან წამოსვლა, 2. ყველაფერზე ხელის მოწერა და ჩაყოლა, 3. დარჩენა, ყველა მტკიცებულების მოგროვება და სისტემის მხილება, რომელიც, ხვდებით რომ ავირჩიე და ამიტომ ვზივარ აქ. ვინც მე მაკრიტიკებთ, თუ სად ვიყავი აქამდე, გაიარეთ იმ გზის ნახევარი იმ გარემოცვაში, რაც მე მოვახერხე და ისე დამამუნათეთ. ახლა დროის კარგვის ნაცვლად, ჯობია ეს ბინძური სისტემა დავამთავროთ და ჩემს დასჯას ყოველთვის მოახერხებთ, არ ვაპირებ ამ ქვეყნიდან არსად წასვლას”, - ნათქვამია სოსო გოგაშვილის მიმართვაში. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს. გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად წარედგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა. „მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან. მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ. ასევე წაიკითხეთ: სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
უკრაინული მედია: რუსებმა ოკუპანტებმა ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს
რუსებმა ოდესას ოთხი რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 358 ბავშვი მოკლეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყების დღიდან რუსული ძალების მიერ ჩადენილი 36 383 დანაშაულია რეგისტრირებული უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს „რუსებმა ოდესას ოთხი რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. ორი რაკეტა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ორი კი პორტის ინფრასტრუქტურას მოხვდა“, - ნათქვამია ანგარიშში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირანის სამხრეთ პროვინციაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა
ირანის სამხრეთ პროვინცია ფარსში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ირანის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობას მინიმუმ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა როგორც ცნობილია, წყალდიდობამ ქალაქ ესტაჰბანთან ახლოს რამდენიმე დასახლება და სოფელი დააზარალა. ამასთან, სტიქიის შედეგად სულ მცირე 55 ადამიანი დაშავდა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: ხერსონის ოლქში ბოლო ორი დღის განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს
ხერსონის ოლქში ბოლო ორი დღის განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს. უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 358 ბავშვი მოკლეს უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყების დღიდან რუსული ძალების მიერ ჩადენილი 36 383 დანაშაულია რეგისტრირებული უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს „ბრძოლები გრძელდება უკრაინული ჯარის კონტრიერიშის ფარგლებში, მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს. როგორც ჩანს, რუსეთი ცდილობს, შეაყოვნოს უკრაინული ჯარის იერიში, რისთვისაც მდინარე ინგულეცის გასწვრივ არტილერიულ ცეცხლს იყენებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თბილისში, რომანოზ ხომლელის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
ვარკეთილში, რომანოზ ხომლელის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სავარაუდოდ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ავტომობილი ექსპერტ-კრიმინალისტებს ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. როგორც ცნობილია, ავტომანქანას ჩამტვრეული აქვს შუშები და ტერიტორიაზე არის სისხლის კვალი. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. Europetime-ს შშს-ში განუცხადეს, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
თბილისში, ვარკეთილში ხანძარი ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ვარკეთილში ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი მაღალია არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ღია ტერიტორიაზე, ბალახს გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ.
აშშ-ის ელჩი უკრაინაში: ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს
უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმას დაუშვებელი უწოდა და განაცხადა, რომ კრემლი საკვების იარაღად გამოყენებას განაგრძობს. უკრაინული მედია: რუსებმა ოკუპანტებმა ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს „ეს დაუშვებელია. რუსეთმა საპორტო ქალაქ ოდესაზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის დაშვების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 24 საათზე ნაკლებ დროში თავდასხმა განახორციელა. კრემლი განაგრძობს სურსათის იარაღად გამოყენებას. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს", - წერს ბრინკი Twitter-ზე. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. ოდესის პორტზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. არიან დაჭრილები სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა, ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გაერომ ოდესის პორტზე იერიში დაგმო და რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმება“ შეახსენა
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ცალსახად გმობს უკრაინის პორტ ოდესაში დღეს რუსული მხარის მიერ განხორციელებულ იერიშს. ამის შესახებ უკრაინული მედია ანტონიო გუტერეშის პრესმდივნის მოადგილის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. უკრაინული მედია: რუსებმა ოკუპანტებმა ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს „გუშინ, ყველა მხარემ აიღო მკაფიო ვალდებულება, რომ უზრუნველყოს უკრაინული მარცვლეულის და მასთან დაკავშირებული პროდუქტების უსაფრთხო გადაადგილება მსოფლიო ბაზრებზე“, - ნათქვამია განცხადებაში. აშშ-ს ელჩი უკრაინაში: ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს „ეს პროდუქტები მთელს მსოფლიოში გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად და მილიონობით გაჭირვებული ადამიანის ტანჯვის შესამსუბუქებლადაა საჭირო. აუცილებელია, რომ რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და თურქეთის შეთანხმება განხორციელდეს", - აცხადებენ გაეროს პრესსამსახურში. „შაბათს ოდესაში აფეთქებების ხმა ისმოდა და მტრის დაბომბვის შემდეგ კვამლი ჩანს“, - სახალხო დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო ოდესის პორტში ხანძრის შესახებ იუწყება. რუსებმა ოდესას ოთხი რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა,
რუსი სამხედროები სამხრეთ უკრაინაში იტაცებენ და აწამებენ ადამიანებს - Human Rights Watch
Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების ფაქტებზე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, შემთხვევები ხერსონში და ზაპოროჟიეს მხარეში დაფიქსირდა. ოკუპირებულ ქალაქებში, მოსახლეობამ უფლებადამცველებს რუსეთის ძალოვნების მიერ ადამიანების გატაცების 42 შემთხვევის შესახებ აცნობა. რუსი ძალოვნების მიერ გატაცებული ადამიანების უმრავლესობა აწამეს. უფლებადამცველებმა ასევე დააფიქსირეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი სამი ტყვეს წამება. ორი მათგანი გარდაიცვალა. იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დააკავეს, გაიტაცეს და აწამეს არიან ანტირუსული აქციები ორგანიზატორები, მონაწილეები, ჟურნალისტები და ადგილობრივი სახელმწიფო მოხელეები. რამდენიმე ადამიანმა პატიმრობის დროს სასტიკი მოპყრობის და ბეისბოლის ჯოხით ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ განაცხადეს. პატიმრების ცემისას ასევე იყენებდნენ მეტალის ძაფებსა და ელექტროშოკს. „ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის უმიზეზო და უკანონო დაკავებები, ომის დანაშაულად ითვლება“, - აცხადებენ უფლებადამცველები. „როგორც ჩანს, ძალადობის მიზანი იყო ინფორმაციის მოპოვება და ადამიანებში შიშის გაღვივება, რომ შეეგუონ ოკუპაციას, რადგან რუსეთი საერთაშორისო სამართლის დარღვევით ცდილობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი სუვერენიტეტი განამტკიცოს“, - აცხადებენ Human Rights Watch-ის წარმომადგენლები. უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების დაკავებისა და გატაცების შესახებ, ომის პირველივე კვირებიდან იყო ცნობილი. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის უშიშროების ძალები პირველ რიგში დევნიან მემარჯვენე მოძრაობების აქტივისტებს, დონბასში მებრძოლებს, სამართალდამცველებს, ასევე ყირიმელ თათრებს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერდოღანი, პუტინთან ერთობლივი ფოტოს გამო გააკრიტიკა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანა ლენა ბერბოკმა, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერრდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გადაღებული ერთობლივი ფოტოს გამო გააკრიტიკა. „ის რომ ამ ფოტოზეა თურქეთის პრეზიდენტი, რბილად რომ ვთქვათ გამოწვევაა“, - განაცხადა ბერბოკმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთი NATO-ს წევრია და ამასთან სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინას. შეგახსენებთ, 20 ივლისს თეირანში თურქეთის, ირანისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.
გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა
გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი მაღალია როგორც Europetime-ს შსს-ს საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ და ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ასევე წაიკითხეთ: თბილისში, ვარკეთილში ხანძარი ლიკვიდირებულია
მიხაილო პოდოლიაკი ოდესის პორტის დაბომბვაზე: შეხსენება მსოფლიოსთვის, თუ რა ფასი აქვს რუსული "მშვიდობის ძიებას"
"რუსეთის ფედერაციის მოსალოდნელი უღირსობა - შეხსენება მსოფლიოსთვის, თუ რა ფასი აქვს რუსული "მშვიდობის ძიებას", - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსული ძალების მიერ ოდესის პორტზე განხორციელებულ თავდასხმას. გაერომ ოდესის პორტზე იერიში დაგმო და რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმება“ შეახსენა უკრაინული მედია: რუსებმა ოკუპანტებმა ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს „რუსეთის ფედერაციის მოსალოდნელი უღირსობა. მელანმა გაშრობა ვერ მოასწრო, რომ ორი უზნეო პროვოკაცია განხორციელდა - თავდასხმა ოდესის პორტზე და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ უკრაინის პორტები "საშიშია გადაზიდვისთვის". შეხსენება მსოფლიოსთვის, თუ რა ფასი აქვს რუსული "მშვიდობის ძიებას", - წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში. აშშ-ს ელჩი უკრაინაში: ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ცნობისთვის, რუსებმა ოდესას ოთხი რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამასთან, სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რაც არ უნდა თქვას რუსეთმა, ყოველთვის გამონახავს გზებს, რომ დაპირება არ შეასრულოს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ოდესის პორტში განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ეხმაურება. გაერომ ოდესის პორტზე იერიში დაგმო და რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმება“ შეახსენა „რაც არ უნდა თქვას და რა დაპირებაც არ უნდა გასცეს რუსეთმა, ყოველთვის გამონახავს გზებს, არ შეასრულოს ის“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი გააკეთებს ყველაფერს, რომ სტამბოლში მიღწეული შეთანხმება არ შეასრულოს. უკრაინული მედია: რუსებმა ოკუპანტებმა ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს აშშ-ს ელჩი უკრაინაში: ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. ოდესის პორტზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. არიან დაჭრილები სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე „მეგობრობის ორდენით" დააჯილდოვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე მსახურების 40 წლის აღსანიშნავად და ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ჯილდოთი - „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური „ფეისბუქზე“ ავრცელებს. მათივე ცნობით "მეგობრობის ორდენზე" გამოსახულია ლოტის მიერ დარგული მამამთავარ აბრაამისთვის ანგელოზისგან მიცემული სამი ხის კვერთხისგან აღმოცენებული სასწაულებრივი ხე - ნიშანი ღვთის შეწყალებისა და მფარველობისა. ამასთან, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მას 25-ზე მეტი უმაღლესი ჯილდო და ორდენი აქვს მიღებული და მათ შორის განსაკუთრებულად ძვირფასი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გადაცემული ,,მეგობრობის ორდენია“. „შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები, ისტორიულ ჰერეთში მცხოვრებ ქართველთა საჭიროებები, ასევე დავით გარეჯის საკითხი და გამოითქვა იმედი, რომ ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებული ძმური დამოკიდებულებით მშვიდობიანად და წარმატებით გადაილახება ნებისმიერი დაბრკოლება. ღონისძიების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით გაიმართა საზეიმო ვახშამი, რომელსაც ჩამოსულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები და მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწენი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ოლექსი რეზნიკოვი: გამარჯვების შემდეგ, ხარკოვი რუსეთის ტრიბუნალისთვის სწორი ადგილი იქნება
უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ხარკოვი რუსეთისთვის ტრიბუნალის მოსაწყობად საუეთესო ადგილი იქნება. რუსი სამხედროები სამხრეთ უკრაინაში იტაცებენ და აწამებენ ადამიანებს - Human Rights Watch „სალტივკა ხარკოვში არის ყველაზე დიდი საცხოვრებელი რაიონი უკრაინაში, მოსახლეობის მიხედვით, როგორც მარიუპოლი. ახლა ეს არის ოკუპანტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულის ადგილი. ხარკოვი არის ცივილიზაციის პირველი საგუშაგო მორდორთან საზღვარზე. გამარჯვების შემდეგ, ეს იქნება სწორი ადგილი რუსეთის ტრიბუნალისთვის“, - წერს რეზნიკოვი Twitter-ზე. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
„მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების ზრდის გამო, ჯანმომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ივანე ჩხაიძე: დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს ჯანმო-მ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილება ვირუსის შესახებ საგანგებო კომიტეტის მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღო. საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა BBC-ის ცნობით, ჯანმო-ს გადაწყვეტილება მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების შემთხვევების ზრდას უკავშირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, ამ დროისთვის 75 ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილის“ 16 000-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული.
პაკისტანში წყალდიდობას 290 ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანში ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას 290 ადამიანი ემსხვერპლა. პაკისტანში ძლიერი წვიმა ივნისის შუა რიცხვებიდან არ წყდება. ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში 9 ათასზე მეტი სახლი, ხიდები და გზები დაზიანდა. მედიის ცნობით, სამხრეთ აზიაში მუსონური წვიმები ყოველწლიურად მასშტაბურ სტიქიურ უბედურებებსა და ავარიებს იწვევს.
თურქეთის მიზანია ჩქაროსნული სარკინიგზო სისტემის განვითარება - ერდოღანი
თურქეთი სარკინიგზო ტრანსპორტის სისტემის შემდგომ განვითარებასა და ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზების გაფართოებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარა-იერქოი-კაისერის მარშრუტზე ჩქაროსნული სარკინიგზო მონაკვეთის გაყვანის პროექტის დაწყების ცერემონიაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი 142 კილომეტრიანი ავტომაგისტრალი დედაქალაქსა და ქალაქ კაისერს შორის მგზავრობის დროს შვიდიდან ორ საათამდე შეამცირებს. ერდოღანმა აღნიშნა, რომ 2003 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში, თურქეთში ყოველწლიურად საშუალოდ 134 კმ რკინიგზის ხაზი აშენდა. ამ პერიოდში ქვეყანაში 2 149 სარკინიგზო ლიანდაგი დაიგო. დღეს თურქეთში სარკინიგზო ხაზების საერთო სიგრძე 12 803 კმ-ს აღწევს.