ძებნის რეზულტატი:

ოდესის პორტზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. არიან დაჭრილები

ოდესის საზღვაო პორტზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, არიან დაჭრილები,  - ამის შესახებ მოქალაქეებისადმი მიმართვაში ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: რაც არ უნდა თქვას და რა დაპირებაც არ უნდა გასცეს რუსეთმა, ყოველთვის გამონახავს გზებს, რომ არ შეასრულოს მან აღნიშნა, რომ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მეორე დღეს რუსეთის ფედერაციამ ოდესის პორტს შეუტია. გაერომ ოდესის პორტზე იერიში დაგმო და რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმება“ შეახსენა „სამწუხაროდ არიან დაჭრილები. პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია. ამ დარტყმის შემდეგ მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს რა არის რუსეთი. ეს არის ტერორისტული ქვეყანა, რომელთანაც შეუძლებელია რაიმეზე მოლაპარაკება. ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა არ არის მხოლოდ დარტყმა, არამედ გზავნილია გაეროსა და მთელი მსოფლიოსთვის, რომ რუსეთი არ აპირებს მოლაპარაკებას ან შეჩერებას“, - განაცხადა მარჩენკომ. აშშ-ს ელჩი უკრაინაში: ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს მისი თქმით, უკრაინამ უნდა გამოიყენოს ზეწოლის ყველა შესაძლო ინსტრუმენტი, რათა შეაჩეროს რუსეთის ხელისუფლება. უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ოდესის პორტში ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე სტამბოლში ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება  

ბრიტანეთი რუსეთის ყოველი სარაკეტო იერიშის შემდეგ, უკრაინას დახმარებას გაუზრდის - ლიზ ტრასი

გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის რუსეთის მიერ განხორციელებული ყოველი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, დახმარებას გაზრდის - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლიზ ტრასმა სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტზე ონლაინ გამოსვლისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: მივიღე გარანტიები, რომ დიდი ბრიტანეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა ძლიერი და ცალსახა დარჩება „ჩვენ უკვე გამოვყავით 4 მილიარდ ფუნტზე მეტი სხვადასხვა სახის დახმარებისთვის და ვმუშაობთ ერთობლივად G7-ის პარტნიორებთან, რათა შემოვიღოთ რუსეთის წინააღმდეგ მეტად ძლიერი სანქციები, გავზარდოთ კოლექტიური წნეხი ომის პუტინისტურ მანქანაზე და გავზარდოთ კოლექტიური დახმარება უკრაინისთვის“, - განაცხადა ლიზ ტრასმა. მისი თქმით, აგრესორი უნდა დამარცხდეს. „სწორედ ამიტომ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს განდევნონ რუსები თავისი ქვეყნიდან. დიდი ბრიტანეთი მას უწევს სხვადასხვა სახის სამხედრო დახმარებას ჯავშანმანქანებიდან დაწყებული უპილოტო საფრენი აპარატებით დამთავრებული, ჩვენ ვეხმარებით უკრაინელი სამხედროების მომზადებაში ბრიტანეთის ტერიტორიაზე, შემოვიღეთ სანქციები ათასზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ და ასზე მეტი საწარმოს წინააღმდეგ. ეს მკაცრი მოქმედებები მიმართულია პრეზიდენტ ზელენსკის გაძლიერებისკენ. არავინ არ შეიძლება თავი უსაფრთხოდ იგრძნოს იქამდე, ვიდრე რუსეთი უკან არ დაიხევს, ჩვენ ხომ არ შეიძლება დავუშვათ მსგავსი აგრესია მომავალშიც. სწორედ ამისკენ იქნება მიმართული გაერთიანებული სამეფოს მუშაობა“, - განაცხადა ლიზ ტრასმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ყაზახეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთში ჩავიდა

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში ჩავიდა.  თოყაევი საუდის არაბეთში სახელმწიფოს მეთაურის მიწვევით იმყოფება.  აეროპორტში თოყაევს საუდის არაბეთის მეფის მრჩეველი, მექას პროვინციის გუბერნატორი ფეისალ ჰალიდ ბენ აბდულაზიზი დახვდა. ასევე დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საუდის არაბეთის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები.  23-24 ივლისს ყაზახეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთის ხელისუფლებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შეხვდება.   

სალომე ზურაბიშვილი: ოდესის დაბომბვა ძალადობრივი ქმედებაა, რომელიც უნდა დაიგმოს

ოდესის დაბომბვა, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ დღეში მოხდა, არის ძალადობრივი ქმედება, რომელიც უნდა დაიგმოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე დაწერა.   აშშ-ს ელჩი უკრაინაში: ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს „ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს არც საკუთარ სიტყვას და არც გლობალურად არსებულ ჰუმანიტარულ და მომარაგებასთან დაკავშირებულ ვითარებას”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. გაერომ ოდესის პორტზე იერიში დაგმო და რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმება“ შეახსენა უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ოდესის პორტში ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. რუსებმა ოდესას ოთხი რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ დღეს გაავრცელა. სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.   

ოდესის პორტზე თავდასხმა გვიჩვენებს, რომ პუტინის არცერთ სიტყვას არ უნდა ვენდოთ - ლიზ ტრასი

„აბსოლუტურად შემზარავია, რომ ამ შეთანხმების დადებიდან ერთ დღეში, ვლადიმირ პუტინმა კვლავ დაიწყო სრულიად დაუსაბუთებელი შეტევა ოდესაზე. ეს გვიჩვენებს, რომ მისი ნათქვამი არცერთი სიტყვის ნდობა არ შეიძლება“, - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი რუსეთის ოდესის პორტზე თავდასხმას გამოეხმაურა.  ბრიტანეთი რუსეთის ყოველი სარაკეტო იერიშის შემდეგ, უკრაინას დახმარებას გაუზრდის - ლიზ ტრასი მისი თქმით, ბრიტანეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პარტნიორებთან მუშაობა და უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის ალტერნატიული გზა უნდა იპოვონ.  აშშ-ს ელჩი უკრაინაში: ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს „ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ვიპოვოთ უკეთესი გზა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის, რომელიც რუსეთისა და მისი შეუსრულებელი დაპირებების მიღმა იქნება", - თქვა ლიზ ტრასმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: რაც არ უნდა თქვას და რა დაპირებაც არ უნდა გასცეს რუსეთმა, ყოველთვის გამონახავს გზებს, რომ არ შეასრულოს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ოდესის პორტში ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. რუსებმა ოდესას ოთხი რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ დღეს გაავრცელა. სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა. 

რუსეთი ოდესის პორტზე იერიშს უარყოფს - თურქეთის თავდაცვის მინისტრი

თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი აცხადებს, რომ რუსეთის წარმომადგენლები მათთან საუბარში ოდესის პორტის დაბომბვასთან კავშირს უარყოფენ. თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოდესის პორტის დაბომბვის საკითხს აქტიურად და დეტალურად სწავლობენ. ოდესის პორტზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. არიან დაჭრილები „ფაქტი, რომ ასეთი ინციდენტი მოხდა მარცვლეულის გადაზიდვასთან დაკავშირებით გუშინ დადებული შეთანხმების შემდეგ, ნამდვილად გვაშფოთებს. ჩვენ ამ ფაქტით შეშფოთებული ვართ, თუმცა, ვაგრძელებთ ჩვენ მიერ გუშინ მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. შეხვედრებზეც განვაცხადეთ, რომ მომხრე ვართ მხარეებმა მშვიდად და მოთმინებით გააგრძელონ თანამშრომლობა“, – განაცხადა ჰულუსი აქარმა. უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ოდესის პორტში ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. რუსებმა ოდესას ოთხი რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ დღეს გაავრცელა. სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.   

უკრაინაში აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია ჩავიდა

23 ივლისს უკრაინას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული დელეგაცია ეწვია. დელეგაციას ხელმძღვანელობს რესპუბლიკელი ადამ სმიტი, რომელიც პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელია და პენტაგონის დაფინანსებას ზედამხედველობს. ასევე მას ნაწილობრივ ეხება ენერგეტიკული საკითხებიც. დელეგაციაში ასევე არიან რესპუბლიკელი - ყოფილი სამხედრო მაიკ უოლცი, CIA-სა და პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი დემოკრატი ელისა სლოტკინი, ყოფილი სამხედრო მფრინავი და პროკურორი დემოკრატი მიკი შერილი და დემოკრატი მაიკ კუიგლი. ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს ,  შემდგომ კი ირპენსა და ბუჩაში გამგზავრნენ. „კიევში ვიზიტისას ჩვენ უშუალოდ დავინახეთ, თუ რამხელა წარუმატებლობა განიცადა ვლადიმერ პუტინის ომმა უკრაინის წინააღმდეგ. პუტინის აგრესიამ მხოლოდ გააერთიანა უკრაინა და ევროპის სხვა დემოკრატიები. მისმა თავდასხმამ წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგზე გამოიწვია რუსეთის ეკონომიკის გამანადგურებელ იზოლაცია და NATO-ს აქტუალიზაცია“, - ნათქვამია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთიდან იმპორტის შემცირების ფონზე, ევროკავშირი ნიგერიიდან გაზის იმპორტის გაზრდის საკითხს განიხილავს

რუსეთიდან იმპორტის პოტენციური შემცირების ფონზე, ევროკავშირი ნიგერიიდან თხევადი გაზის იმპორტის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ევროკომისიის ენერგეტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე მეთიუ ბოლდუინმა ნიგერიაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ამ კვირაში აფრიკის ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლის ოფიციალურ პირებს შეხვდა. „ევროკავშირს თხევადი ბუნებრივი აირის 14%-ს ნიგერიიდან შემოაქვს, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ იმპორტი გაორმაგდეს“, - განუცხადა ბოლდუინმა Reuters-ს. ნიგერიაში ნავთობისა და გაზის წარმოებას გაზსადენებზე ქურდობა და ვანდალიზმი აფერხებს, რაც იწვევს იმას, რომ გაზის მწარმოებელმა Nigeria LNG Ltd-ის Bonnie Island-ის ტერმინალმა 60%-იანი სიმძლავრით იმუშაოს. თუმცა გაზსადენებზე მილსადენზე უსაფრთხოების გაძლიერებას გეგმავს. გასულ წელს, ნიგერიამ ევროკავშირში 23 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. მაგრამ ადრე ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო. ბოლდუინის თქმით, ევროკავშირმა ნიგერიიდან 36 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი გაზი იყიდა. როგორც ცნობილია, ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს. 18 ივნისს, ევროკომისიამ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაორმაგების შესახებ 2027 წლისთვის, რაც წელიწადში სულ მცირე 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას გულისხმობს.  

უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ, გაეროში 150-ზე მეტი განაცხადი შევიდა

გაეროში 24 თებერვლის შემდეგ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ, 150-ზე მეტი განაცხადი შევიდა. თუმცა ეს მხოლოდ „აისბერგის წვერია“, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა პამილა პატენმა განაცხადა. რუსი სამხედროები სამხრეთ უკრაინაში იტაცებენ და აწამებენ ადამიანებს - Human Rights Watch „24 თებერვლის შემდეგ გაერომ ქალების, ბავშვებისა და კაცების წინააღმდეგ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ 150-ზე მეტი განაცხადი მიიღო. ეს არის გაუპატიურების შემთხვევები, რომელიც იარაღის მუქარით ოჯახის წევრების თანდასწრებით განხორციელდა“,- განაცხადა პატენმა. მისი შეფასებით, ეს ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ფორმაა, რომელიც სამხედრო კონფლიქტების დროს ძირითადად  ქალებისა და გოგოების მიმართ, ასევე კაცებისა და ბიჭების წინააღმდეგაა ჩადენილი. „ეს ტოვებს საშინელ ნაკვალევს ცალკეული ადამიანების ცხოვრებაზე და მთლიან საზოგადოებაზე, ეს ანგრევს ოჯახებს და მძიმე შედეგები რამდენიმე თაობაზე აისახება“,- განაცხადა პატენმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს, მიწისძვრა თბილისის დროით 05:49 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. მისი სიდიდე 3.8 მაგნიტუდა იყო.    

ენტონი ბლინკენი: აშშ მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას ოდესის პორტზე

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ოდესის პორტზე რუსეთის სარაკეტო დარტყმა, რომელიც უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა. ოდესის პორტზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. არიან დაჭრილები „აშშ მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას ოდესის პორტზე დღეს. ეს გაჭირვებულ ადამიანებამდე საკვების მიტანის ძალისხმევას და გუშინ დასრულებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულების სანდოობას ძირს უთხრის“, - წერს ბლინკენი. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა.  სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება

ერდოღანის თქმით, ანკარა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ ძალისხმევას განაგრძობს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებით, თურქეთს გლობალური სასურსათო კრიზისის დაძლევის მცდელობებში „არსებითი წვლილი შეაქვს“. ერდოღანის თქმით, ანკარა მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ ძალისხმევას განაგრძობს. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სტამბოლში ხელმოწერილი შეთანხმება მნიშვნელოვანი წარმატებაა. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა აღწევს მხარდაჭერის ისეთ დონეს, რომელსაც რუსეთი ვერ დაუპირისპირდება

უკრაინამ ისეთ მასშტაბურ მხარდაჭერას მიაღწია, რომელსაც რუსეთი ვერ დაუპირისპირდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. კერძოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევმა მნიშვნელოვან სამიტს უმასპინძლა. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, წელს გამართულ სამიტზე უფრო მეტი მონაწილე შეიკრიბა. მან გააერთიანა კიევი ვარშავასთან, ბრიუსელთან, ლონდონთან, ვაშინგტონთან, გააერთიანა წამყვანი პოლიტიკოსები, სხვა ქვეყნების საზოგადო მოღვაწეები და უკრაინელი ჯარისკაცები, ბიზნესის, სპორტის, მედიის წარმომადგენლები. „უკრაინის პირველი ლედის ინიციატივამ ტრადიციული ხასიათი შეიძინა. ეს ინიციატივა უნიკალურია მსოფლიო საზოგადოებისთვის. ყველა აცნობიერებს რბილი ძალის პოტენციალს. ამ თითქმის ხუთი თვის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ უკრაინის ისეთ მასშტაბურ და დიპლომატიური მხარდაჭერას, რომელსაც რუსეთი ვერ დაუპირისპირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ. როგორც ცნობილია, უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ინიციატივით, 23 ივლისს კიევში სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტი გაიმართა.  

კიევში გამართული სამიტის მონაწილეებმა უკრაინის დასახმარებლად $3.2 მილიონი შეაგროვეს

სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების სამიტის მონაწილეებმა სამედიცინო დანიშნულებისთვის $3.2 მილიონი შეაგროვეს. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ კიევში სამიტის შედეგების შეჯამებისას განაცხადა. „დღეს, ჩვენს სამიტზე შევაგროვეთ თანხები უკრაინელი ექიმებისა და პაციენტებისთვის. მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ჩვენ შევაგროვეთ 3,2 მილიონი დოლარი და ეს არის 32 „სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა“. სიცოცხლე არ დაიკარგება იქ, სადაც მისი გადარჩენა შესაძლებელია“, - განაცხადა ოლენა ზელენსკამ. მან მოუწოდა მსოფლიოს, განაგრძოს უკრაინის დახმარება, მათ შორის ფინანსურად, რადგან ქვეყანას ეს ჯერ კიდევ ძალიან სჭირდება. როგორც ცნობილია, უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ინიციატივით, 23 ივლისს კიევში სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტი გაიმართა.  

შარლ მიშელი: ჩვენ არასოდეს მივიღებთ სასტიკი ძალადობით მართულ სამყაროს. უკრაინა აღდგება

„უკრაინას სჭირდება ევროკავშირი, ევროკავშირს ასევე სჭირდება უკრაინა. უკრაინა გახდება უფრო ძლიერი, თავისუფალი და აყვავებული, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიევში სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტისადმი მიძღვნილ ვიდეოგზავნილში განაცხადა. „თქვენ, უკრაინელი ხალხი, მამაცურად იბრძვით თქვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ მხარს გიჭერთ თქვენ და მხარს ვუჭერთ თქვენს ქვეყანას. პირველივე დღიდან ვდგავართ თქვენ გვერდით, ერთიანობით და კონკრეტული მხარდაჭერით. თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენ ვიდგებით თქვენთან ერთად იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. ჩვენ არასოდეს შევეგუებით სასტიკი ძალადობით მართულ სამყაროს. უკრაინა აღდგება. უკრაინას სჭირდება ევროკავშირი, ევროკავშირს ასევე სჭირდება უკრაინა. უკრაინა გახდება უფრო ძლიერი, თავისუფალი და აყვავებული”,- განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიევში გამართული სამიტის მონაწილეებმა უკრაინის დასახმარებლად $3.2 მილიონი შეაგროვეს როგორც ცნობილია, უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ინიციატივით, 23 ივლისს კიევში სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტი გაიმართა.

21-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის, მეორე ქვეითი ბრიგადის, 21-ე ჯავშანსატანკო ბატალიონის, მოტორიზებული ასეულის ათეულის დონის მომზადება-შეფასებაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გეგმიური საველე წვრთნები ორი კვირის განმავლობაში ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარეობდა. პირველი კვირა საბრძოლო ტექნიკით ეკიპაჟებისა და დესანტის საცეცხლე მომზადებას ითვალისწინებდა. „მეორე კვირა ტაქტიკურ სწავლებას დაეთმო, რაც საბრძოლო სროლებით დასრულდა. მხარდამჭერ ელემენტებს 82 და 120 მმ ნაღმტყორცნები და საინჟინრო ჯგუფები წარმოადგენდა. წვრთნების მიზანი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, ჯავშანტექნიკის, ეკიპაჟებისა და დესანტის შერწყმა, ასევე, მხარდამჭერ ქვედანაყოფებთან კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. წვრთნების დასკვნით ფაზას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და მეორე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.  

ამირან გამყრელიძე „მაიმუნის ყვავილზე“: პანიკის საფუძველი არ გვაქვს

 „მაიმუნის ყვავილი“ არ არის ისეთი გავრცელებადი, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსული დაავადებები, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა გამოაცხადა, რაც გამყრელიძის თქმით, არ არის პანდემია, ეს არის კონცენტრირებული ეპიდემია გარკვეულ ჯგუფებში. „ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა. საკმაოდ დიდი დისკუსია იყო, გამოცხადებულიყო თუ არა. ივნისში ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კომიტეტმა ეს საკითხი განიხილა და მაშინ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ გამოცხადებულიყო. მაშინ იყო შემთხვევების რაოდენობა 3 000-მდე და 47 ქვეყანაში. ამ ერთი თვის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, 16 000-ზე მეტია 75 ქვეყანაში. იყო ისევ ორი დღის წინ ამ კომიტეტის სხდომა, სადაც კონსენსუსი ვერ მოხერხდა. ნაწილი გამოცხადებას ემხრობოდა, ნაწილი არა. შემდგომ ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება გამოცხადების შესახებ. მისი დასაბუთება გახლავთ ის, რომ ეს არ არის პანდემია. არის კონცენტრირებული ეპიდემია გარკვეულ ჯგუფებში, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ გაძლიერდეს ზედამხედველობა, დიაგნოსტიკა, ქვეყნების შესაძლებლობა და ეს გადაწყვეტილება მიიღეს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ „პირველ არხთან“. მისივე განცხადებით, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ერთი შემთხვევა ივნისში დაფიქსირდა, პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ბოლო 21 დღეში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევა არ დაფიქსირებულა. „ქვეყნები დაყოფილია ოთხ ჯგუფად. პირველია, სადაც ჯერ კიდევ არ დაფიქსირებულა „მაიმუნის ყვავილი“, ბოლო 21 დღეში აღარ აღრიცხულა, აქ შევდივართ ჩვენ. ჩვენთან ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელიც უკვე განიკურნა. ბოლო 21 დღეში აღარ ყოფილა ახალი შემთხვევები. ანუ არ გავრცელებულა ვირუსი, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არის. რა თქმა უნდა, მზადყოფნა უნდა იყოს. ამიტომ გამოცხადდა ეს. მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზოგადოებას, პროფესიულ თემს, მაღალი რისკის მქონე ადამიანებს. დიაგნოსტიკის და გამოვლენის მზადყოფნა უნდა იყოს ანუ რაც ჩვენ გავაკეთეთ უკვე მაისში, როდესაც გავაძლიერეთ ზედამხედველობა. ამ ხნის განმავლობაში 10 სავარაუდო შემთხვევა იქნა აღრიცხული ქვეყანაში და აქედან, 9 უკუგდებული იქნა. გაძლიერებულია მზადყოფნა, შემუშავებულია რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს როგორც ზედამხედველობას, ასევე იმას, თუ როდის უნდა იქნას ეჭვი მიტანილი და ა.შ ინკუბაციის პერიოდი 21 დღემდე გრძელდება, ძირითადად მაინც არის 5-16 დღის პერიოდში. ის მიმდინარეობს გამონაყარით, რომელსაც სჭირდება დიფერენცირება. დამახასიათებელია ტემპერატურის მომატება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების ზრდის გამო, ჯანმომ საგანგებო მდგომარეობა 23 ივლისს გამოაცხადა.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ლავროვის განცხადებაზე: რუსეთი ამზადებს ნიადაგს ახალი „რეფერენდუმებისთვის“ ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების გარეთ

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა თვლის, რომ სერგეი ლავროვი ომის „გეოგრაფიის გაფართოებაზე“ საუბრობდა, რადგან რუსეთი ამზადებს ნიადაგს ახალი „რეფერენდუმებისთვის“ ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების გარეთ. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვაში. მისივე ცნობით, რუსეთს ამ განცხადების მიუხედავად, „ომის გეოგრაფიული მიზნები“ არ შეუცვლია.  ანალენა ბერბოკმა ლავროვის განცხადებას რუსეთის ახალი პროპაგანდა უწოდა შეგახსენებთ, ლავროვმა RT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო, ომის „გეოგრაფიული მიზნები“ შეიცვალა და ახალი ტერიტორიების დაპყრობით დაიმუქრა, იმ შემთხვევაში თუ პარტნიორები უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას გადასცემენ. ლავროვს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამაც უპასუხა. კულებამ მსოფლიოს მოუწოდა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს და უკრაინას იარაღი უფრო სწრაფად მიაწოდოს.

რუსეთმა ოდესის პორტზე თავდასხმა აღიარა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ რუსეთის მხრიდან ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმა დაადასტურა. მისი თქმით, ქალაქზე პორტის მახლობლად, სადაც მარცვლეული ინახებოდა ექსპორტისთვის, თავდასხმა „მაღალი სიზუსტის“ რაკეტით განხორციელდა. ზახაროვას მტკიცებით, დარტყმების სერიის სამიზნე, სავარაუდოდ, ნავი იყო და არა მარცვლეულის საწყობები. „ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის პორტის დაბომბვას უწოდა „უხეში რუსული ბარბაროსობა“. კალიბრის რაკეტებმა გაანადგურეს ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურა და უკრაინული სამხედრო ნავი გაგზავნეს კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე მაღალი სიზუსტით დარტყმით", - წერს ზახაროვა. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. ოდესის პორტზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. არიან დაჭრილები შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ოდესის პორტზე რუსეთის სარაკეტო დარტყმა, რომელიც უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა. „აშშ მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას ოდესის პორტზე დღეს. ეს გაჭირვებულ ადამიანებამდე საკვების მიტანის ძალისხმევას და გუშინ დასრულებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულების სანდოობას ძირს უთხრის“, - წერს ენტონი ბლინკენი. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომიდან 5 თვის შემდეგ, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინას ვერ გატეხენ

ომიდან 5 თვის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინას ვერ გატეხენ. ამის შესახებ ზელენსკიმ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ტექსტს უკრაინელი დამცველებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ფოტოები დაურთო. „ხუთი თვის შემდეგ, რვა წლის შემდეგ. ომმა ვერ გატეხა უკრაინა. მან ვერ შეაჩერა სიცოცხლე ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ არ დავემორჩილებით დამპყრობლებს. გავუძლებთ, დავიცავთ იმას, რაც ჩვენია, ჩვენ გავიმარჯვებთ!” - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.