ძებნის რეზულტატი:

შეერთებული შტატები ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის გამოცხადების საკითხს განიხილავს - ბრიჯიტ ბრინკი

უკრაინაში აშშ-ის ელჩის ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების საკითხს შეერთებული შტატები სერიოზულად განიხილავს.  ბრინკის შეფასებას უკრაინული მედია ავრცელებს. „რაც შეეხება ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის გამოცხადებას, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, ეს მოითხოვს ფრთხილ ანალიზს ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. „ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად", - განაცხადა ამერიკის ელჩმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში. Washington Post-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად გამოცხადების შესახებ რეზოლუცია ივნისში მიიღო. ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინის დაზვერვამ გამოაქვეყნა რუსეთის სახელმწიფო ავიახაზების პილოტების სია, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში არიან ჩართულნი

უკრაინის დაზვერვამ გამოაქვეყნა რუსული სახელმწიფო ავიახაზების პილოტებისა და საავიაციო პერსონალის სია, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობენ. „An-124-100 და Il-76 MD ტიპის თვითმფრინავების ეკიპაჟებმა არაერთხელ გადაიტანეს იარაღი და სამხედრო ტექნიკა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ომისთვის“, - აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო. დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა სამხედრო დამნაშავე გამოაშკარავდება და სასამართლოს წინაშე წარსდგება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

მეუფე შიო: უფალი უშვებს ჩვენზე სნეულებებს, როგორც ერთგვარ გაკვეთილს, ან სულის საკურნებელ საშუალებას, რომ დავფიქრდეთ ჩვენს შეცდომებზე

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი)სულთმოფენობიდან მეხუთე კვირას ქადაგებისას განაცხადა, რომ უფალი უშვებს ჩვენზე უფალი სნეულებებს, როგორც ერთგვარ გაკვეთილს, შეიძლება ითქვას; ან თუ გნებავთ, სულის საკურნებელ საშუალებას, რომ დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს ღმერთისადმი დამოკიდებულებაზე, ცხოვრების აზრზე, არსზე, ჩვენს შეცდომებზე და გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება, გამოვსწორდეთ ჩვენ და სულიერად ფერი ვიცვალოთ მეუფე შიო: თანამედროვე ადამიანის წინაშეც დგას ხოლმე საკითხი: იესო ქრისტე თუ ჩემი შემოსავალი „უფალი ისმენს ჩვენს ლოცვებს, თუ ჩვენ გვაქვს საკმარისი რწმენა, მიუხედავად იმისა, ის ადამიანი, ვისთვისაც ჩვენ ვლოცულობთ, ახერხებს თუ არა უფალთან მოსვლას, გამოთქვამს თუ არა ამ სურვილს. შეიძლება ვერც გამოთქვამს და ვერც კი ხვდება იმას, რომ ჩვენ შეიძლება მას დავეხმაროთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ გვექნება ასეთი სარწმუნოება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, მას დავეხმაროთ. მაგრამ ამის პირობა არის სიყვარულიც, რომელიც აქ გამოვლინდა, რომ ჩვენში უნდა დათესოს ასეთმა გაჭირვებულმა ადამიანმა სიყვარული, რომ ჩვენც ასე ვიმოქმედოთ. ან ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი სიყვარული, რომ უცხო ადამიანის მიმართაც შევძლოთ ასეთი სიყვარული, რომ უფალთან მივიყვანოთ ადამიანი ჩვენი ლოცვებითა და ჩვენი ცხოვრებით. მოკლედ, ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი სახარება, რომ შევძლოთ სიყვარულის გამოვლინებაც მოყვასთან მიმართ და შევძლოთ, ჩვენ თავად დავთესოთ სიყვარული მათ გულებში, იმისთვის, რომ შემდეგ ადამიანები ვალდებულად მიიჩნევდნენ თავს, ჩვენ დაგვეხმარონ და მხარში ამოგვიდგნენ გაჭირვების ჟამს. ასევე გაძლიერებული უნდა გვქონდეს რწმენაც, რომ მივართვათ უფალს ადამიანთა გაჭირვებები, გაჭირვებაზე ლოცვა, ვუშუამდგომლოთ უფალთან მათ, იმიტომ რომ მხოლოდ უფალს შეუძლია ადამიანის განკურნება, სულისაც, ხორცისაც და განკურნება და გამრთელება რთული ურთიერთობებისა ადამიანთა შორის. აი, ამას გვასწავლის დღევანდელი სახარება“.

დმიტრო კულება: მსოფლიომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად უნდა აღიაროს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება მსოფლიოს მოუწოდებს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარონ. ამის შესახებ კულებამ Der Spiegel-თან დააფიქსირა.  კულებას თქმით, „რუსეთის ლიდერი არასოდეს მალავდა თავის განზრახვებს და ფიქრობდა, რომ უკრაინის სახელმწიფოდ არსებობა შეცდომაა, რომელიც გამოსწორებას საჭიროებს და უკრაინელები ფაქტობრივად, რუსები არიან. ამიტომ, ისინი ან დათანხმდებიან, რომ იყვნენ „ერთი ხალხი“, ან „განადგურებას დაექვემდებარებიან“. მისივე განცხადებით, რუსეთის ფედერაციის და მისი ოფიციალური პირების, შეიარაღებული ძალების და მასმედიის ქმედება უკრაინელების წინააღმდეგ არის გენოციდი და მსოფლიო ამაზე ვერ გაჩუმდება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რომის პაპი ისტორიული ვიზიტით კანადაში გაემგზავრა

რომის პაპი ფრანცისკე ისტორიული ვიზიტით კანადაში გაემგზავრა. ვატიკანმა მოგზაურობას„სინანულის მომლოცველობა" უწოდა. რომის პაპმა უკრაინაში ჩასვლის სურვილი კვლავ გამოთქვა. მანამდე, მან Reuters-თან ინტერვიუში 4 ივლისს განაცხადა, რომ შესაძლოა, ამ თვის ბოლოს კანადაში მოგზაურობის შემდეგ ეწვიოს უკრაინას და რუსეთს. აღნიშნა, რომ ასეთი ვიზიტისთვის შესაფერისი მომენტი უნდა შეირჩეს. მოსკოვში ჯერ არცერთი პაპი არ ჩამოსულა. Vatican News-ის ცნობით, რომის პაპი ფრანცისკე კანადას 24-30 ივლისს ეწვევა. რომის პაპი შესაძლოა, უკრაინაში ჩავიდეს კანადაში ვიზიტისას რომის პაპი პრემიერ-მინისტრ ჯასტი ტრუდოს შეხვდება. CNN წერს, რომ პონტიფიკოსი ადგილობრივი მკვიდრი ბავშვებისადმი სასტიკი მოპყრობის საკითხში კათოლიკური ეკლესიის როლის გამო ბოდიშის მოხდას აპირებს. მედიის მიერ გავრცელებული ცნობებით, კათოლიკური ეკლესიის მეთაური კვებეკს (ქალაქი კანადაში, კვებეკის პროვინციის დედაქალაქი) და იკალუიტსაც (ქალაქი კანადის ჩრდილოეთ ნაწილში, კანადის ტერიტორიის ნუნავუტის ადმინისტრაციული ცენტრი) ეწვევა. ცნობისთვის, 2021 წლის იანვარში კანადის სასკაჩევანის პროვინციაში, ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე ასობით უსახელო საფლავი იპოვეს. როგორც ბრიტანული გამოცემა კანადის მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერდა, აღმოჩენილია სულ მცირე 751 საფლავი. კანადის მკვიდრი მოსახლეობის ასამბლეის ხელმძღვანელმა, პერი ბელეგარდმა აღმოჩენას „ტრაგიკული, თუმცა არაგასაკვირი“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ მაისის ბოლოს კანადის ბრიტანული კოლუმბიის პროვინციაში ერთ-ერთი ინდიელი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს. მე-19-20 საუკუნეებში კანადაში, მკვიდრი მოსახლეობის ბავშვების იძულებითი ასიმილიაციის მიზნით, სკოლა-ინტერნატები სავალდებულო იყო. სკოლები მთავრობისა და რელიგიური ლიდერების კონტროლს ექვემდებარებოდნენ. 1863-1998 წლებში მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი 150 000 ბავშვი იძულებით დააშორეს ოჯახს და სკოლა-ინტერნატებში განათავსეს. სკოლა-ინტერნატებში ყოფნისას გარდაიცვალა 4 100-ზე მეტი ბავშვი. ექვსწლიანი გამოძიების შედეგად, 2015 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია სკოლებში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტებზე.

კონგრესმენი სმიტი: ჩვენ მზად ვართ, უკრაინას მივაწოდოთ HIMARS-ის ტიპის იმდენი საარტილერიო სარაკეტო სისტემა, რამდენიც შეგვიძლია

აშშ-სა და მის მოკავშირეებს შეუძლიათ, უკრაინას მიაწოდონ HIMARS-ის ტიპის ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემების 25-30 ერთეული და მათი მსგავსი ტექნიკა (MLRS). ამის შესახებ  რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელმა ადამ სმიტმა განაცხადა, რომელიც კონგრესის სხვა წევრებთან ერთად, კიევს 23 ივლისს ეწვია. „ჩვენ მზად ვართ, უკრაინას მივაწოდოთ HIMARS-ის ტიპის იმდენი დანადგარი, რამდენიც შეგვიძლია. მაგალითად, 50 ასეთი ერთეულის მიწოდება ალბათ შეუძლებელია, მაგრამ 25-30 ერთეულის - საკმაოდ რეალური“, - განაცხადა სმიტმა. კონგრესმენის თქმით, საუბარია ამერიკულ დანადგარებზე, ასევე მსგავს სისტემებზე დიდი ბრიტანეთიდან და NATO-ს სხვა ქვეყნებიდან. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შეიძლება, უფრო სწრაფად დასრულდეს, თუ დასავლეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უფრო დიდი რადიუსის ამერიკული HIMARS-ის მრავალჯერად სარაკეტო სისტემას მიაწვდის.  ,,მარტივი ლოგიკა: რაც უფრო შორს გაფრინდება HIMARS-ის რაკეტები (100+ კილომეტრი), მით უფრო მალე დასრულდება ომი. იქნება ნაკლები სამოქალაქო მსხვერპლი, ნაკლები ეკონომიკური ზეწოლა ევროპაზე, ნაკლები რუსეთისგან მიგრირებულები და საკვების იარაღად გამოყენება“, - აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკმა. უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსულ პოზიციებზე დასარტყმელად ამჟამად იყენებენ რაკეტებს 80 კმ-მდე სროლის რადიუსით. ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ამ დრომდე მიაწოდა 12 HIMARS-ის სისტემა და კიდევ ოთხის მიწოდება დააანონსა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, წლის ბოლომდე, ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ, სერიოზული ცვლილებები მოხდება. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაა, უკრაინა HIMARS-ს რუსეთის საბრძოლო მასალების საწყობების განადგურების მიზნით იყენებს, რითაც  რუსეთის სერიოზულ ზიანს აყენებს. „იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელს ჩვენ ვნახავთ კონტრშეტევით კამპანიას და ის წარმატებული იქნება. HIMARS-მა ომში თამაშის წესები შეცვალა“, - განაცხადა  რეზნიკოვმა Financial Times -თან ინტერვიუში 15 ივლისს. უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების თითოეული პაკეტი ბრძოლის ველზე სიტუაციის მიხედვით განისაზღვრება - ბრიჯიტ ბრინკი

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: პოლონეთის არმია იმდენად მრავალრიცხოვანი და ძლიერი უნდა იყოს, რომ ნებისმიერი აგრესორი შეაშინოს

NATO-ს ქვეყნებს შორის ევროპაში ყველაზე ძლიერი სახმელეთო ძალები პოლონეთს ეყოლება. ამის შესახებ რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა. ბლაშჩაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთის არმია იმდენად მრავალრიცხოვანი და ძლიერი უნდა იყოს, რომ მისი არსებობით ნებისმიერი აგრესორი შეაშინოს. „რაც შეეხება არტილერიას, ისევე როგორც სატანკო ძალებს, ევროპაში პოლონეთზე უფრო ძლიერი სახელმწიფო არ იქნება“, - განაცხადა ბლაშჩაკმა. „ჩვენ ვართ ფრონტის ხაზზე, გვაქვს საზღვარი რუსეთთან, როგორც ჩრდილოეთით, ასევე, ფაქტობრივად, სამხედრო თვალსაზრისით, ბელორუსიდან“, - აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

უკრაინა: თავდაცვიდან კონტრშეტევაზე გადავდივართ, ხერსონი რუსეთისგან სექტემბრისთვის გათავისუფლდება

უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კვირას განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთ რეგიონ ხერსონს, რომელიც თებერვლის დასაწყისში რუსეთის ჯარების კონტროლს ქვეშ მოექცა, კიევის ძალები სექტემბრისთვის დაიბრუნებენ. მისი თქმით, გარდამტეხი მომენტია ბრძოლის ველზე და ჩანს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვს უპირატესობა ბოლო ბრძოლებში. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 2 000-ზე მეტმა რუსმა ოკუპანტმა ხერსონის მიმართულებით ალყაში მოექცევის შემდეგ, "მწვანე დერეფანი" მოითხოვა „შეიძლება ვთქვათ, რომ ხერსონის ოლქი აუცილებლად გათავისუფლდება სექტემბრისთვის და ოკუპანტების ყველა გეგმა ჩაიშლება“, - განაცხადა უკრაინულ ტელევიზიასთან ინტერვიუში ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის თანაშემწემ სერგი ხლანმა. „ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ღიად მიიწევენ წინ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გადავდივართ თავდაცვითი მოქმედებებიდან კონტრშეტევაზე", - დაამატა ხლანმა. როგორ ცდილობენ ხერსონის მცხოვრებლები, ქალაქში რუსული რუბლის გამოყენებას წინააღმდეგობა გაუწიონ უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა 7 ივლისს მოუწოდა უკრაინის დროებით ოკუპირებული სამხრეთ რეგიონების მოსახლეობას, განსაკუთრებით, ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონებში, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ევაკუაცია ყველა შესაძლო გზით, რათა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ ტერიტორიების გათავისუფლება შეძლონ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნის გარეშე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოკავშირეებს აფრიკაში ეძებს - BBC

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფრიკის ქვეყნებში მოგზაურობა დაიწყო. ლავროვმა კაიროში მოლაპარაკებები გამართა ეგვიპტელ კოლეგასთან, სამეჰ შუკრისთან. მან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „დასავლეთი ახანგრძლივებს კონფლიქტს“. ლავროვის მტკიცებით, რუსეთი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა უკრაინა ამბობს, რომ დიალოგი არ იქნება, ვიდრე რუსეთს ბრძოლის ველზე არ დაამარცხებს. როგორც BBC წერს, ლავროვმა ვიზიტის წინ, ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა, რომ რუსეთი აფასებს აფრიკელების „დაბალანსებულ პოზიციას“ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. აფრიკის კავშირის ხელმძღვანელი პუტინს უკრაინის ომის გავლენის შესახებ აფრთხილებს აფრიკის ბევრი ქვეყანა მძიმედ განიცდის მარცვლეულის დეფიციტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა გამოიწვია. აფრიკის განვითარების ბანკის თქმით, აფრიკას ხორბლის 40%-ზე მეტით უკრაინა და რუსეთი ამარაგებენ. ეგვიპტე უკრაინული ხორბლის დიდი მომხმარებელია. 2019 წელს 3,62 მილიონი ტონა ხორბლის იმპორტი განახორციელა. მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება: კულება აფრიკის ქვეყნებს რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებს შეგახსენებთ, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე სტამბოლში ოთმხრივი შეთანხმება 22 ივლისს გაფორმდა. 23 ივლისს, უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ოდესის პორტში ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესის პორტზე იერიშს თავად რუსეთის პოლიტიკურ პოზიციებზე დარტყმად აფსებს.  „თუ ვინმეს მსოფლიოში ჯერ კიდევ შეუძლია, თქვას, რომ რუსეთთან რაღაც დიალოგი, რაღაც შეთანხმებებია საჭირო, შეხედეთ, რა ხდება. დღევანდელმა რუსულმა კალიბრმა რაკეტებმა გაანადგურეს ასეთი განცხადებების შესაძლებლობა. ჩვენ ვხედავთ მსოფლიო აბსოლუტურ ერთსულოვნებას ოკუპანტები ვეღარავის მოატყუებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ ვიდეომიმართვსას.

ვოლოდიმირ ზელენსკი ყაზახეთის პრეზიდენტს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტი ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ ჟომართ თოყაევს ესაუბრა. ზელენსკი თოყაევს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.  „ყაზახეთის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე ე.წ. დონეცკისა და ლუგანსის სახალხო რესპუბლიკების არაღიარებისათვის. განვიხილეთ ეკონომიკის, ენერგეტიკისა და დიჯიტალიზაციის მიმართულებით პროექტები. გავცვალეთ მილოცვები დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავთან დაკავშირებით“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. თავის მხრივ, თოყაევის პრესსამსახური იუწყება, რომ სატელეფონო საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა. ყაზახეთის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის შედეგები. მან ასევე დაადასტურა ყაზახეთის პოზიცია უკრაინაში სიტუაციის დიპლომატიური გადაწყვეტის შესახებ და მიესალმა გაეროს მხარდაჭერით მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვას გულისხმობს. ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, თოყაევი პუტინს ბოლოს 12 ივლისს ესაუბრა. ამასთან, იუწყებიან, რომ მარტიდან ყაზახეთმა კიევის მიმართვის საფუძველზე, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების ორი თვითმფრინავი გაგზავნა. ტვირთი მოიცავდა სამედიცინო მასალებსა და საკვებ პროდუქტებს.  ცნობისთვის, თოყაევმა 17 ივნისს, პუტინის თანდასწრებით განაცხადა: „არც ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს ვცნობთ და არც „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“.  

გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი იქნება

გერმანიის ახალი ელჩის ვინაობა ცნობილია. ჰუბერ ქნირშს პიტერ ფიშერი შეცვლის. „რამდენიმე პირადი სიახლე: აგვისტოს ბოლოს მე და მარია თბილისში გადავდიართ. მექნება პატივი, ვიმსახურო საქართველოში გერმანიის ელჩად“, - წერს მომავალი ელჩი Twitter-ზე. 2018 წლის ივლისიდან ამ დრომდე ფიშერი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩი იყო. მანამდე გახლდათ ენერგეტიკის, კლიმატის პოლიტიკისა და ექსპორტის კონტროლის მიმართულების დირექტორი ბერლინში, გერმანიის ფედერალურ საგარეო ოფისში. საქმიანობის სფერო მოიცავდა გლობალურ ენერგეტიკასა და კლიმატის პოლიტიკას, ასევე ექსპორტის კონტროლს და საერთაშორისო სანქციებს. ელჩი ფიშერი არის კარიერული დიპლომატი, რომელიც ფედერალურ საგარეო უწყებას 1986 წელს შეუერთდა. მისი პროფესიული გზა ეკონომიკურ პროგრესსა და მდგრადობაზე იყო ფოკუსირებული. მას ეკავა რამდენიმე თანამდებობა ბერლინის ფედერალურ საგარეო საქმეთა ოფისში, მათ შორის იყო საერთაშორისო გარემოსდაცვითი პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი და მთავარი ეკონომისტი. პიტერ ფიშერი ფედერალური პრეზიდენტის აპარატში, საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩევლად მუშაობდა.  მსახურობდა გერმანიის დიპლომატიურ მისიებში ვაშინგტონში, როგორც ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, თელ-ავივში ელჩის მოადგილედ, ასევე ლონდონში, შანხაისა და სინგაპურში. ელჩი ფიშერი ერთი წლით იყო გაგზავნილი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისში, სადაც ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მუშაობდა. ის რამდენიმე თვით იყო მივლენილი საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სამინისტროშიც.  მომავალი ელჩი ფლობს მაგისტრის ორ ხარისხს: ისტორია/პოლიტოლოგია ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი; მმართველობა/საერთაშორისო ურთიერთობები - ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, აშშ. (ფულბრაიტის პროგრამით). ასევე, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიით, სწავლობდა პარიზში, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. რაც შეეხება ჰუბერტ ქნირშს, ის საქართველოში ელჩად 2018 წლის 18 სექტემბრიდან მუშაობდა. გაეცანით ჰუბერტ ქნირშის ექსკლუზიურ ინტერვიუს Europetime-თან.

საუდის არაბეთის პრინცმა ყაზახეთის პრეზიდენტს უმასპინძლა

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა და ვიცე-პრემიერმა მოჰამედ ბინ სალმანმა ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ თოყაევი ჯედაში მიიღო. მხარეებმა ოფიციალური მოლაპარაკებებისას სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. სხდომას საუდის არაბეთის მთავრობის სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდნენ სამეფოს ენერგეტიკის მინისტრი პრინცი აბდულაზიზ ბინ სალმანი, ეროვნული გვარდიის მინისტრი პრინცი აბდულა ბინ ბანდარი და საგარეო საქმეთა მინისტრი პრინცი ფეისალ ბინ ფარჰანი. ყაზახეთის მხრიდან მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მუხთარ თლეუბერდი, პრეზიდენტის აპარატის უფროსის პირველი მოადგილე თიმურ სულეიმენოვი, ვიცე-პრემიერი და ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრი ბახით სულთანოვი და ენერგეტიკის მინისტრი ბულათ აქშულაკოვი.  ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო, ეკონომიკურ და საინვესტიციო თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში. პრეზიდენტმა თოყაევმა საუდის არაბეთს ყაზახეთის ერთ-ერთი წამყვანი სტრატეგიული პარტნიორი უწოდა.  ყაზახეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთში ჩავიდა „საუდის არაბეთმა ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ყაზახეთის დამოუკიდებლობა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობა ბევრ სფეროში გაძლიერდა. ყაზახეთ-საუდის ურთიერთობები ახლა მაღალ დონეზეა. თუმცა ჩვენი სურვილია, თანამშრომლობას ახალი იმპულსი მივცეთ. ეს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებს აკმაყოფილებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები მომავალშიც გაძლიერდება“, - განაცხადა თოყაევმა. მისივე თქმით, ყაზახეთი მზადაა საუდის არაბეთის ინვესტორებს შესთავაზოს განსაკუთრებული პირობები და პრივილეგიების ფართო სპექტრი ორმხრივი ინტერესის სხვადასხვა სფეროში. თავის მხრივ, მოჰამედ ბინ სალმანმა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მიზანი დაადსტურა.  ამ ძალისხმევაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, მისი თქმით, ენიჭება ბიზნეს საბჭოს, რომელიც ყაზახეთიდან და საუდის არაბეთიდან  ბიზნესმენებს აერთიანებს. გლობალური სასურსათო კრიზისის კონტექსტში, მოჰამედ ბინ სალმანმა ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციებისთვის საუდის არაბეთის კომპანიების ინტერესი გამოხატა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა თოყაევმა ტახტის მემკვიდრე პრინცი საპასუხო სახელმწიფო ვიზიტით ყაზახეთში მიიწვია. მოჰამედ ბინ სალმანმა განაცხადა, რომ სიამოვნებით იღებს მოწვევას და მზად არის, მიღწეული შეთანხმებების შედეგების განსახილველად ყაზახეთს ეწვიოს.

მარკ მილის თქმით, ჩინეთი აშშ-სთვის და მისი მოკავშირეებისთვის უფრო აგრესიული და საშიში გახდა

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო ძალები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უფრო აგრესიული და საშიში გახდა.  ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში მოგზაურობისას მილიმ განაცხადა: „გზავნილი არის ის, რომ ჩინელი სამხედროები ჰაერსა და ზღვაში, უფრო და უფრო აგრესიული გახდნენ ამ კონკრეტულ რეგიონში“. მარკ მილი ინდონეზიის ეროვნული თავდაცვის ძალების ხელმძღვანელს, გენერალ ანდიკა პერკასას შეხვდა. მისი თქმით, წყნარი ოკეანის ქვეყნებს, მათ შორის ინდონეზიას, სურთ აშშ-ის სამხედროების ჩართულობა რეგიონში. „ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ მათთან თავსებადობის განვითარების და ჩვენი სამხედროების ერთობლივად მოდერნიზების მიზნით, რათა ჩინეთის მიერ წარმოქმნილ  ნებისმიერ გამოწვევაზე პასუხი უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა მარკ მილიმ. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი უკრაინაში ომზე, რუსეთსა და ჩინეთზე მისი თქმით, ინდონეზია სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და დიდი ხანია, აშშ-ის მთავარი პარტნიორია.

სი ძინპინმა ბაიდენს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მიმართა. იტყობინება სახელმწიფო მაუწყებელი CCTV. მისივე ცნობით, ჩინეთის ლიდერმა ბაიდენს გამოჯანმრთელება უსურვა. ბოლო ვირტუალური სამიტიდან ოთხი თვის შემდეგ, პრეზიდენტებს შორის ეს პირველი საჯარო კონტაქტია. აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობები, მათ შორის ტაივანისა და უკრაინის საკითხების გამო კვლავ გაუარესდა. ენტონი ბლინკენმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის აგრესიის დაგმობისკენ მოუწოდა „მინდა, გამოვხატო ჩემი ღრმა თანაგრძნობა და სწრაფი გამოჯანმრთელება გისურვოთ“, - წერს სი ძინპინი გზავნილში. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. თეთრი სახლის ცნობით, მას მსუბუქი სიმპტომები აქვს და მუშაობას დისტანციურად განაგრძობს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ოკუპანტებიც კი აღიარებენ, რომ გავიმარჯვებთ

უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეოგზავნილი გაავრცელა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომდევნო კვირაში მნიშვნელოვანი ვიზიტები დააანონსა. აქვე განაცხადა, რომ უკრაინის პოზიციებში წინსვლაც მოსალოდნელია. „უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღე, 28 ივლისს დაადასტურებს უკრაინელი ხალხის მრავალი თაობის კავშირს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ აღვნიშნავთ ამ დღეს იმიტომ, რომ უკრაინელებს ვერ გატეხენ. მხოლოდ მათ, ვინც არ იცის ისტორიის სიმართლე და არ გრძნობს მის მნიშვნელობას, შეუძლია, გადაწყვიტოს ჩვენზე თავდასხმა. ყოველივე ამის შემდეგ, რაც ჩვენმა ხალხმა გამოიარა, იმის შემდეგ, რაც ჩვენ ვისწავლეთ საუკუნეების განმავლობაში, უკრაინელები არასოდეს იტყვიან უარს დამოუკიდებლობაზე. და ისინი არ გატყდებიან შიგნიდან, როგორც ეს არაერთხელ მოხდა. ახლა ერთიანობის შენარჩუნება და გამარჯვებისთვის ერთობლივი მუშაობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა, რომელსაც ჩვენ ყველა აუცილებლად შევასრულებთ. ოკუპანტებიც კი აღიარებენ, რომ გავიმარჯვებთ. ჩვენ გვესმის ეს მათი საუბრებიდან - მუდმივად, როდესაც საყვარელ ადამიანებს უკავშირდებიან. ამ კვირაში პარტნიორების მნიშვნელოვანი ვიზიტები და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გველის და რაც მთავარია, უკრაინის პოზიციების შემდგომი წინსვლის მომსწრე გავხდებით - ფრონტზე, დიპლომატიასა და ეკონომიკაში“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ჯონ კერის თქმით, კლიმატთან დაკავშირებით, ჯო ბაიდენი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი ჯონ კერი ამბობს, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კლიმატთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას განიხილავს. ჯო კერის თქმით, ბაიდენი მზადაა გამოიყენოს „მისი ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი“ კლიმატის ცვლილების დასაძლევად, მათ შორის აღმასრულებელი ბრძანებების ჩათვლით. მისივე თქმით, მსოფლიო მიხვდა, რომ მწვანე ენერგია ამცირებს ინფლაციას, ამცირებს ენერგიის ხარჯებს, ქმნის სამუშაო ადგილებს და აუმჯობესებს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. როგორც BBC წერს, აღნიშნული ნაბიჯი ბაიდენს განახლებადი ენერგიის წარმოებაზე დღის წესრიგის წინსვლის საშუალებას მისცემდა, რომელიც კონგრესში მხარდაჭერის ნაკლებობის გამო შეჩერებულია. მისივე თანახმად, კლიმატის ცვლილება ზრდის ცხელი, მშრალი ამინდის რისკს, რომელიც სავარაუდოდ, ტყის ხანძრებს გაამწვავებს.

ლოს-ანჯელესში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ლოს-ანჯელესის პარკში სროლის შედეგად მიღებული დაზიანებებით ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სამართალდამცველ უწყებებზე დაყრდნობით NBC News იუწყება. ქალაქის სახანძრო სამსახურმა მანამდე განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაშავდა. არხმა დააკონკრეტა, რომ ინციდენტი მხარეებს შორის გარკვეულ დავამ გამოიწვია. სროლა პეკ პარკთან მოხდა, სადაც ამ დროს ავტოშოუ იმართებოდა.  

გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი საქართველოს ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი. ეს იქნება გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მხარეთა მიერ გაკეთდება ერთობლივი განცხადებები. ამასთან, საქართველოში ყოფნისას, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, მოინახულებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას სოფელ წეროვანში და ადგილზე გაეცნობა  ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას. „ამასთან, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა იუსტიციის სახლს,სადაც გაეცნობა სახელმწიფო სერვისების მიწოდების მოქმედ მოდელს და იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველო ახორციელებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში და რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში. აბდულა შაჰიდი ასევე მოინახულებს საქართველოში გაეროს ოფისს და შეხვედრებს გამართავს გაეროს პროგრამაში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა კახეთის რეგიონს, რათა გაეცნოს რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს.  

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს კანადის მოქალაქე დაიღუპა

უკრაინაში ბრძოლების დროს კანადის მოქალაქე დაიღუპა. საკონსულო ახლობლებს უკვე დაუკავშირდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი: აშშ-ის ორი მოქალაქე, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, დონბასში დაიღუპა კანადის მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს. როგორც UNIAN-მა ადრე იტყობინებოდა, 22 წლის ჯარისკაცი ვილი ჯოზეფ კანსელი პირველი ამერიკელი იყო, ვინც უკრაინაში დაიღუპა. ის კერძო სამხედრო კომპანიაში მუშაობდა. აშშ-ის მეორე მოქალაქე, რომელიც უკრაინაში დაიღუპა, 52 წლის სამხედრო სტივენ ზაბელსკი იყო. ივნისში ცნობილი გახდა სამი ამერიკელი მოხალისის შესახებ, რომლებიც უკრაინაში ბრძოლების დროს გაუჩინარდნენ. გარდა ამისა, 1-ელ ივნისს ბრიტანეთის ორ მოქალაქეს ბრალი „DNR“-ში წაუყენეს. საუბარია 22 წლის დილან ჰილისა და 35 წლის ენდრიუ ჰილზე. მათ იგივე მუხლებით ედავებიან, როგორც ადრე „მსჯავრდებულ“ ბრიტანელებს, რომლებსაც სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.  

თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის ფასი დღეიდან იზრდება

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებლებლის ტარიფი გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. 25 ივლისიდან, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის ფასი იზრდება მათივე ცნობით, 25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებელებით მგზავრობის ღირებულებაა მეორე კლასისთვის 34 ლარი იქნება, პირველი კლასის ბილეთის ღირებულება 74, 00 ლარი, ბიზნეს კლასი კი 124 ლარი იქნება. „საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებზე ტარიფებს ცვლის. ტარიფის ზრდის რიგ ობიექტურ მიზეზებს წარმოადგენს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯები. სს „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ წლების განმავლობაში, არ განხორცილებულა ტარიფებში ცვლილება და კომპანია საკუთარი სახსრებით ახორციელებდა სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებას. აღსანიშნავია, რომ ალტერნატიულ ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები იზრდებოდა სისტემატიურად. კომპანიის ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით მგზავრობის ღირებულების ზრდის მიუხედავად რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი, კვლავ რჩება ალტერნატიულ ტრანსპორტთან შედარებით იაფი. 25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებელებით მგზავრობის ღირებულებაა: მეორე კლასი - 34 ლარი; პირველი კლასი - 74 ლარი; ბიზნესკლასი - 124 ლარი; მგზავრობის ფასის განსაზღვრა ადგილების კატეგორიების (კლასების) მიხედვით, მგზავრებს დამატებითი არჩევანის საშუალებას აძლევს. აქვე გაცნობებთ, რომ უცვლელი დარჩა თბილისი-ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ქუთაისის მიმართულებაზე მოძრავი სამგზავრო მატარებლებით მგზავრობის ღირებულება. ძალაში რჩება ყველა შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის ელექტრომატარებელზე სტუდენტებისთვის, ომის ვეტრანებისა და რკინიგზელებისთვის. ასევე მოქმედებს საბავშო ტარიფი (50%-იანი) - 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველა კატეგორიის ადგილებზე სამგზავრო მატარებლებში. აგრეთვე 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი იმგზავრებს უფასოდ მგზავრთან ერთად, თუ იგი არ დაიკავებს ცალკე ადგილს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.