ძებნის რეზულტატი:
ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე რუსლან დემჩენკო თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი განკარგულება სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „რუსლან დემჩენკო გათავისუფლდეს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის პოსტიდან“, - ნათქვამია დოკუმენტში. დემჩენკო ამ თანამდებობაზე 2020 წლის 16 ივნისს დაინიშნა. სხვა დეტალებზე უკრაინული მედია ჯერ არ წერს. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან 17 ივლისს გადააყენა გენერალური პროკურორი ირინა ბენედიქტოვა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი. ირინა ვენედიქტოვას თქმით, მისი ოფისის მთავარი პრიორიტეტი იყო სახელმწიფო ღალატის პრობლემებზე მუშაობა
თამარ გაბუნია: 75 ქვეყანა და 16 000-ზე მეტი ინფიცირებული - ასეთია მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების დინამიკა
"75 ქვეყანა და 16 000-ზე მეტი ინფიცირებული, ასეთია მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების დინამიკა. საქართველოში ვითარება არ შეცვლილა, 10 საეჭვო შემთხვევიდან დაავადება მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამირან გამყრელიძე „მაიმუნის ყვავილზე“: პანიკის საფუძველი არ გვაქვს მისივე თქმით, ვირუსი ახალი არ არის და მართვის გზები ნაცნობია. „მაიმუნის ყვავილს“ არ ახასიათებს ისეთი სწრაფი და უკონტროლო გავრცელება, როგორც ეს არის რესპირაციული ვირუსების შემთხვევაში. როგორც იცით, ყვავილის ვაქცინაცია წარსულში ჩვენს ქვეყანაშიც ტარდებოდა და ეს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს იმუნურს ხდის. მესამე არის ის, რომ ეს ვირუსი ახალი არ არის, მისი მიმდინარეობა და მართვის გზები ნაცნობია და აქედან გამომდინარე სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს ცნობისთვის, დაავადების პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში 7 მაისს დაფიქსირდა. ინფორმაციისთვის, მაიმუნის ყვავილი (Monkeypox) ჩუტყვავილას „ოჯახიდან“ არის.
საქართველოს ეროვნული ბანკი: ივნისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1.24%-ით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 534.61 მლნ ლარით (1.24%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.15%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის 43.65 მლრდ ლარი შეადგინა. მთივე ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 452.74 მლნ ლარით (2.06%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 81.87 მლნ ლარით (0.39%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.23%-ით). "რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის ივნისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.82 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.74%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.40 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.77%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.61%-ით მეტი). 2022 წლის ივნისის განმავლობაში, 1.03%-ით, ანუ 229.41 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის 22.58 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 51.37% შეადგინა, 2022 წლის პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.41 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.04 პროცენტული პუნქტით)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
Lufthansa-ს თანამშრომლებმა გაფიცვა დააანონსეს
Deutsche Lufthansa-ს (LHAG.DE) თანამშრომლები ოთხშაბათს ერთდღიან გაფიცვას მოაწყობენ. Reuters-ის ცნობით, გაფიცვებმა და პერსონალის დეფიციტმა უკვე აიძულა ავიაკომპანიები, მათ შორის Lufthansa, ათასობით ფრენა გაეუქმებინათ, რამაც მთავარ აეროპორტებში მრავალსაათიანი რიგები გამოიწვია. Lufthansa-ს სახმელეთო დანაყოფების თანამშრომლების გაფიცვა დამატებით პრობლემებს შექმნის, რადგან საუბარია ისეთ თანამშრომლებზე, რომლებსაც ეხებათ თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება და ბორტზე გადაადგილება. გაფიცვა გავლენას მოახდენს გერმანიის აეროპორტებზე, მათ შორის ფრანკფურტის, დუსელდორფისა და ბერლინის ჩათვლით. ფროფკავშირებმა გასულ თვეს მოითხოვეს ხელფასების 9,5%-ით გაზრდა დაახლოებით 20,000 მუშაკისთვის, რადგან ინფლაციამ იკლო და აეროპორტები პერსონალის დეფიციტის გამო გადატვირთულია. Lufthansa თავის მხრივ, თავისი პირობები წარმოადგინა, რასაც პროფესიული კავშირი არ დაეთანხმა. ხელფასების შესახებ მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გაიმართა. მესამე რაუნდი 3 და 4 აგვისტოს არის დაგეგმილი.
ეკონომიკის მინისტრი VTB ბანკის შესაძლო გაყიდვაზე: დავით ხიდაშელის გეგმებზე ინფორმაციას არ ვფლობ
ეკონომიკის მინისტრმა VTB ბანკის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება, არსებობს კონკრეტული პროცედურები, რომლებსაც ეროვნული ბანკი იცავს. „არ მაქვს ინფორმაცია ბატონი დავითის გეგმების შესახებ. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება, არსებობს კონკრეტული პროცედურები, რომლებსაც ეროვნული ბანკი იცავს იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ ბანკში ხდება აქციონერების ცვლილება და შესაბამისად, ეროვნული ბანკი იმოქმედებს იმ წესების მიხედვით, რომლებიც თანაბრად ეხება ნებისმიერ კომერციულ ბანკს საქართველოში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ. ეროვნული ბანკის განცხადებით, VTB ბანკის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს, თუმცა ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შესულა. VTB ბანკის ხელმძღვანელი: მხოლოდ საქართველოდან გავდივართ შეგახსენებთ, მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვითიბი“ ბანკს დავით ხიდაშელი ყიდულობს. მორიგი ცნობა კი, 25 ივლისს, bm.ge-ს მიერ გავრცელდა. ქართული მედიის ინფორმაციით, შეკითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ შესაძლო შესყიდვის შესახებ ინფორმაცია, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი პირდაპირი პასუხისგან თავს იკავებს. IPN-ის ცნობით, ბიზნესმენმა ერთი მხრივ აღნიშნა, რომ საქართველოში 47 პროექტი აქვს დაგეგმილი და ყველა მათგანს ბოლომდე მიიყვანს, მეორე მხრივ კი განაცხადა, რომ მის მიმართ „ჩირქის მოცხების უსაფუძვლო მცდელობებს აქვს ადგილი“. „საქართველოში დაგეგმილი მაქვს 47 პროექტი. რამდენი ტყუილიც არ უნდა წერონ ჩემზე, ვინც არ უნდა ეცადოს დეზინფორმაციის გავრცელებას ან ჩემ შეჩერებას, მაინც მივიყვან ბოლომდე ყველა პროექტს. მე პოლიტიკაში არ ვიღებდი, არ ვიღებ და არ ვაპირებ რაიმე მონაწილეობას არანაირი სახით. მე ვარ ქართველი და ვცდილობ, დავეხმარო საქართველოს საზღვრების აღდგენა-გასწორებაში. საქართველო ეკუთვნის ქართველებს და მეც მათი ნაწილი ვარ“, - განაცხადა ხიდაშელმა. ცნობისათვის, „VTB ბანკის“ საქართველოს ფილიალს ჩამოერთვა ფიზიკური პირების, მსესხებლებისა და დეპოზიტარების მომსახურების უფლება. საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი გადაეცა „ბაზისბანკს“, კორპორაციული საბანკო პორტფელი კი „ლიბერთი ბანკს“.
ეკონომიკის მინისტრი: საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. ეს საკითხი შეგვიძლია, დავხუროთ
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო სანქციებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით იცავს. „არცერთი შენიშვნა საქართველოს მიმართ ამ კუთხით არ არსებობს. კონკრეტულად, ამ კომპანიების მიერ შეძენილი ნავთობი არ არის სანქცირებული. ასეთივე ნავთობს ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა ყიდულობს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა „ვისოლის“, „არაგვი იმპექსისა“ და „ლუკოილის“ შესახებ შეკითხვის საპასუხოდ. რაც შეეხება სანქციების აღსრულების მექანიზმებს, დავითაშვილის თქმით, ამ კუთხითაც საქართველოს საბაჯო სტრუქტურებს ჰქონდათ სტრატეგიულ პარტნიორებთან ჰქონდათ კონტაქტი. „ყველა სახელმიწოფო უწყება ექსპერტებთან იყო ჩართული პროცესში, როდესაც ხდებოდა სანქციების აღსრულების მექანიზმების განმარტებები და გადაწყვეტილებები ნავთობთან და ნავთობპროდუქტებთან მიმართებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან არის შეთანხმებული. ასე რომ, ეს საკითხი შეგვიძლია, დავხუროთ“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს საველე ვიზიტისას უმასპინძლა
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დღეს, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე საველე ვიზიტისას გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის და მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბდულა შაჰიდს უმასპინძლა. გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი საქართველოს ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი, შაჰიდს ოძისის რაიონში შეხვდა და ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებული უახლესი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „შემდგომ მან ხაზგასმით აღნიშნა გამოწვევები, რომლებიც ოძისის გადაკვეთის პუნქტის ხანგრძლივად დაკეტვის ფონზე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის წინაშე დგას. ვიზიტის დასრულებისას, შაჰიდმა მადლობა გადაუხადა მისიას მოწოდებული ინფორმაციის და მისი, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის სტაბილურობაში შეტანილი უწყვეტი წვლილისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: რა საკითხები განიხილა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე
რა საკითხები განიხილეს მთავრობის სხდომაზე
მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს. ადმინისტარციის ცნობით, მთავრობის წევრებმა იმსჯელეს ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც „მოწესრიგდება დიპლომატიურ სამსახურში როტაციის ციკლი, რომლითაც დარეგულირდება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში თანამშრომლეთა გრძელავდიანი მივლინებით წარგზავნის წესი და ვადები“.ასევე, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც გარე ვაჭრობის საკითხების დარეგულირებას ითვალისწინებს. ცვლილების მიხედვით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობისა და არასათანადო რეკლამის განთავსებისათვის დარღვევებზე სანქციები და ჯარიმების გავრცელდება. აღნიშნულ მუხლებს ემატება სანქციები ამ მუხლებით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენისათვის.
ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე, მთავრობის მეთაურმა ელჩს მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიის ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და აღინიშნა ელჩის პირადი წვლილი ამ ურთიერთობის განმტკიცების მიმართულებით. „მთავრობის მეთაურმა გერმანიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობამ, ფაქტობრივად უკვე დაიწყო ევროპული საბჭოს მიერ გათვალისწინებული 12 პრიორიტეტის განხორციელება კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ხაზი გაესვა ასოცირების დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებას, ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმებასა (AA) და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. ითქვა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო და ერთგულ პარტნიორად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი იქნება
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: მელიტოპოლში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფის შენობაში დაკავებულებს აწამებენ
მელიტოპოლში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფის შენობაში უკრაინის მოქალაქეებს აკავებენ და აწამებენ - არსებობს მტკიცებულება, რომ დაკავებულებს აწამებენ - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „შენობა, სადაც მელიტოპოლში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იყო განთავსებული, გამოიყენება უკრაინის დაკავებული მოქალაქეების მოსათავსებლად. არსებობს მტკიცებულება, რომ დაკავებულებს აწამებენ", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები: ომის დაწყების დღიდან, უკრაინულმა ძალებმა 39 700 რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გერმანული წარმოების სამი Gepard-ის ტიპის საარტილერიო დანადგარი უკრინაშია
პირველი სამი გერმანული წარმოების Gepard-ის ტიპის საზენიტო თვითმავალი საარტილერიო დანადგარი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. „პირველი სამი Gepard-ი დღეს ოფიციალურად ჩამოვიდა გერმანიიდან. ეს არის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელშიც რამდენიმე ათეული ათასი ვაზნაც შედის. დღეიდან ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში არიან", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. კითხვას, მიიღებს თუ არა უკრაინა გერმანულ ტანკებს, მინისტრმა უპასუხა: „იმედი მაქვს. დიდი ალბათობით, ჩვენ დავიწყებთ ერთ-ერთი მეგობარი ქვეყნიდან, რომელსაც აქვს ლეოპარდის ტანკები და მზად არის, გადმოგვცეს ისინი“. მინისტრის თქმით, საუბარია არამხოლოდ ლეოპარდის ტანკებზე. მოლაპარაკებები ასევე შეეხება Abrams MBT-ებს და სხვა მოდელებს. რეზნიკოვის თქმით, უკვე გაფორმებულია შეთანხმებები, რომლებიც უკრაინელი სამხედროების მიერ უცხო მიწაზე საწვრთნელი მოედნების გამოყენებას გულისხმობს. ინფორმაციისთვის, Gepard (Flugabwehrkanonenpanzer Gepard) არის გერმანული საზენიტო თვითმავალი საარტილერიო ინსტალაცია, რომელიც Krauss-Maffei-ს მიერ სხვა კომპანიებთან თანამშრომლობით არის წარმოებული. განკუთვნილია ვერტმფრენებისა და საბრძოლო თვითმფრინავების თავდასხმისგან ჯავშანტექნიკის და სტაციონარული ობიექტების დასაცავად. მუშაობენ ნებისმიერი ამინდის პირობებში და მტრის ინტენსიური ელექტრონული ომის პირობებში.
უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება
უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან დაიწყება. ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, იური ვასკოვმა განაცხადა. ვასკოვმა აღნიშნა, რომ ორი კვირის განმავლობაში უკრაინა ტექნიკურად მზად იქნება სამივე პორტიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტისთვის. „ვიმედოვნებთ, რომ გადაზიდვას ამ კვირაში დავიწყებთ. 24 საათის განმავლობაში ჩვენ მზად ვიქნებით, ვიმუშაოთ ჩვენი პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლებაზე. ჯერ საუბარია ჩორნომორსკის პორტზე. შემდეგი იქნება ოდესისა და პივდენის პორტები“, - განაცხადა ვასკოვმა. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
უკრაინა: ჩვენმა ძალებმა ხერსონის რეგიონში რუსული ლოგისტიკის შეფერხების მიზნით სამ ხიდს დაარტყეს
რუსეთის ჯარებს ხერსონის ოლქში მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნათ ლოგისტიკასთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტიური დაბომბვის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები: ომის დაწყების დღიდან, უკრაინულმა ძალებმა 39 700 რუსი ჯარისკაცი მოკლეს ,,უკრაინულმა ძალებმა ხერსონის რაიონში რუსული ლოგისტიკის შეფერხების მიზნით სამ ხიდს დაარტყეს. უკრაინელი სამხედროები სიზუსტით და ეფექტურად მუშაობენ მოწინააღმდეგის საწყობებზე, ცოცხალი ძალის დაგროვებაზე და მტრის ლოგისტიკურ ჯაჭვებზე“, - განაცხადა ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დმიტრო ბუტრიმ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირანი გაზის დიდი საბადოს აღმოჩენის შესახებ იუწყება
სამხრეთ ირანში, „სპარსის გაზის საბადოს“ ჩრდილოეთით, გაზის ახალი საბადო აღმოაჩინეს. ამის შესახებ ირანის პარლამენტის ენერგეტიკის საკითხთა კომისიის წარმომადგენელმა მალიქ შარიათი ნიასერმა განაცხადა. საქართველომ, თითქმის გააორმაგა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი ირანიდან მისი თქმით, გაზის ახალ საბადოზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, გაზის საბადოს მარაგი ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. ირანი მზადაა, მსოფლიოს საჭირო მოცულობის ნავთობი მიაწოდოს
ევროვიზია 2023 დიდ ბრიტანეთში გაიმართება
„ევროვიზია 2023“ უკრაინის ნაცვლად, დიდ ბრიტანეთში გაიმართება. შოუს ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ კონკურსი გამარჯვებულ ქვეყანაში, უკრაინაში, რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო ვერ გაიმართება. წელს დიდი ბრიტანეთი მეორე ადგილზე გავიდა, ამიტომ მოლაპარაკებები BBC-სთან დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქალაქი აირჩევა მასპინძლად, გლაზგომ და მანჩესტერმა ინტერესი უკვე გამოხატეს. „ვწუხვარ, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო ვერ მოხერხდა ღონისძიების მასპინძლობა უკრაინაში. დიდი ბრიტანეთი ასახავს უკრაინის ბოლო გამარჯვებას ევროვიზიაზე და უკრაინის შემოქმედებითობას“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის კულტურის მდივანმა ნადინ დორისმა. უკრაინა „ევროვიზია 2022“-ის გამარჯვებულია ჯონსონმა Twitter-ზე დაწერა, რომ დიდი ბრიტანეთი ჩაატარებს ფანტასტიკურ კონკურსს უკრაინელი მეგობრების სახელით.
ოლექსი რეზნიკოვი: უკრაინულმა ძალებმა Himars-ის სარაკეტო სისტემების მეშვეობით რუსული საბრძოლო მასალების 50 საწყობი გაანადგურეს
"უკრაინულმა ძალებმა აშშ-ის მიერ მიწოდებული Himars-ის სარაკეტო სისტემების მეშვეობით რუსული საბრძოლო მასალების 50 საწყობი გაანადგურეს", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. რეზნიკოვი: HIMARS-ი უკრაინაშია, მადლობა ლოიდ ოსტინს „უკრაინულმა ძალებმა აშშ-ის მიერ მიწოდებული Himars-ის სარაკეტო სისტემების მეშვეობით რუსული საბრძოლო მასალების 50 საწყობი გაანადგურეს. ვართმევთ მათ შესაძლებლობას, განახორციელონ აქტიური საომარი მოქმედებები და დაბომბონ ჩვენი შეიარაღებული ძალები მძიმე საარტილერიო ცეცხლით,“ - განაცხადა რეზნიკოვმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები: ომის დაწყების დღიდან, უკრაინულმა ძალებმა 39 700 რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინის დასახმარებლად €1.59 მილიონი დაამტკიცა
ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), უკრაინის დასახმარებლად €1,59 მილიონიანი დაფინანსება დაამტკიცა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე წერს.„ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერით, უკრაინისთვის 1,59 მილიარდი ევროს დაფინანსება დაამტკიცა. თანხა ინფრასტრუქტურის აღდგენასა და სერვისების განახლებას შეუწყოვს ხელს. ასევე მოხმარდება ენერგეტიკას, ტრანსპორტსა და სამომავლო საგანმანათლებლო პროგრამებს", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას შეძლებენ
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, წლის განმავლობაში, ევროკავშირში დაახლოებით 250,000-ზე მეტი საჯარო შემსყიდველი ორი ტრილიონი ევროს ღირებულების პროდუქციას იძენს, ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართულ კომპანიებს ამ ბაზარზე სრულფასოვანი წვდომის შესაძლებლობა გაუჩნდათ. ქართული კომპანიებისთვის ევროკავშირის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვების ბაზარი გაიხსნა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილება ამ სიახლის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულების სრულყოფილად შესრულების შედეგია. „ვფიქრობთ, რომ ქართული კომპანიებისთვის ეს იქნება ახალი სტიმული. ამავე დროს, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტმა 2021 წლის 8 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი პირველი ეტაპის ვალდებულებების წარმატებით შესრულება საჯარო შესყიდვების სფეროში. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს უფლება ექნება, მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში და ამ ბაზარზე გაუწიონ ღია და სამართლიანი კონკურენცია მსოფლიოს სხვა მიმწოდებლებს. საგულისხმოა, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 250 ათასი ევროპელი შემსყიდველი საჯარო დაწესებულება და ორგანიზაცია ყიდულობს საქონელსა და მომსახურეობას 2 ტრილიონი ევროს ჯამური თანხის ოდენობით. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://ted.europa.eu/TED/browse/browseByMap.do
კურორტების განვითარების სააგენტოს ალექსანდრე ონოფრიშვილი უხელმძღვანელებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორად ალექსანდრე ონოფრიშვილი დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კურორტების განვითარების სააგენტო ავრცელებს. „სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო ბალნეოლოგიური კურორტების, ასევე მთის კურორტებისა და სხვა საკურორტო ადგილების განვითარება/ხელშეწყობის, ახალი, პოტენციური კურორტების კვლევა/შესწავლისა და შესაბამისი გენგეგმების მომზადების, ამ მიმართულებებით ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვის უზრუნველყოფისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განსახორციელებლად 2022 წელს შეიქმნა. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა, რასაც მოყვება შემოსავლების ზრდაც. თავის მხრივ, დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია კურორტების განვითარება, რომელიც აქტიურად იზიდავს ტურისტს. ქვეყანაში სამასამდე კურორტი და საკურორტო ადგილია, შესაბამისად, კურორტების განვითარებაზე ზრუნვა და ქვეყნის საკურორტო პოტენციალის სრულად ათვისება, საქართველოსთვის არის ეკონომიკის დამატებითი სტიმულაციის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ასევე, რომ საქართველოში საკურორტო ზონების განვითარება, მათი მდებარეობის გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე, დეცენტრალიზებულად განავითარებს არა მხოლოდ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრს, არამედ, მცირე ზომის დაბებსა და დასახლებებსაც, სადაც სხვა შემთხვევაში, განვითარების გარკვეული დონის მისაღწევად ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებითი საბიუჯეტო სახსრების მობილიზება ხდება საჭირო. რაც შეეხება სააგენტოს ახლად დანიშნულ დირექტორს – ალექსანდრე ონოფრიშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ და საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია კურორტების მართვის მიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის გამგეობის წევრი, ტურიზმის დეპარტამენტის გიდების გადამზადების კოორდინატორი, საქართველოს მთასვლელთა ფედერაციის ქვეყნის შიდა და გარე სამთო ექსპედიციების ხელმძღვანელი, საქართველოს “Ski mountaineering” ფედერაციის პრეზიდენტი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ტურისტული კომპანია „ჯორჯიან ნატურალისტ თრეველერის“ დამფუძნებელი და პარტნიორი, თბილისის მერიის სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილე და ა.შ. როგორც ალექსანდრე ონოფრიშვილი აცხადებს, განსაკუთრებით აქტიური მუშაობა იქნება საჭირო ბალნეოლოგიური მიმართულებით, რადგან ქვეყნის სამასამდე საკურორტო ადგილიდან ნახევარზე მეტი სწორედ ბალნეო და ბალნეოკლიმატური ტიპისაა. მისი შეფასებით, საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია სპორტული და რეკრეაციული ტურიზმის განვითარების მიმართულებითაც, რადგან მათთვის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს სწორედ სამთო და ბალნეოლოგიური კურორტები წარმოადგენენ. „ყველამ, კარგად ვიცით თუ როგორ იმოქმედა კოვიდპანდემიამ მსოფლიოს ეკონომიკაზე. სტაგნაცია განსაკუთრებით ხელშესახები იყო ტურიზმის სფეროში. დღეს ქვეყანაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ამ სექტორის აღდგენის პროცესი. საქართველოს კურორტების განვითარება დამატებით სტიმულს მისცემს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო ტურისტის როგორც რაოდენობრივ, ასევე ხარისხობრივ ზრდას, რაც აქტიურად აისახება ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკაზე და, რა თქმა უნდა, ტურიზმის სფეროში დასაქმებული მოქალაქეების შემოსავლებზე“, – აცხადებს ონოფრიშვილი.
ისრაელის ავიაკომპანია Arkia საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს
ისრაელის ავიაკომპანია Arkia საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს და მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ეილათი - ბათუმი - ეილათის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. რეისები ეილათსა და ბათუმს შორის 7 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს განხორციელდება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი დადებითად აფასებს ამ გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ისრაელიდან ახალი მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების ზრდას, განსაკუთრებით, მიმდინარე ზაფხულის სეზონზე. „ისრაელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, რომელიც მზარდია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რათა მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ისრაელიდან,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა უკვე მიანიჭა.