ძებნის რეზულტატი:
რუსეთმა სამი „ოფშორული სახელმწიფო" არამეგობრულად გამოაცხადა
რუსეთმა ბაჰამის, გერნსის და მენის კუნძულები რომლებიც ოფშორული კომპანიების შესაქმნელად პოპულარული იურისდიქციებია, „არამეგობრულ ტერიტორიებად“ აღიარა. შესაბამის ბრძანებას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა ხელი. რუსეთმა "არამეგობრული ქვეყნების" სია დაამტკიცა რუსეთის მთავრობის პრესსამსახურში „ოფშორული სახელმწიფოების“ „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შეტანის მიზეზები განმარტეს. ვლადიმერ პუტინი: რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ გერნსის და მენის კუნძულები „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში იმიტომ მოხვდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკრაინაში სამხედრო შეჭრის საპასუხოდ, ბრიტანეთის სანქციებს მხარი დაუჭირეს. ბაჰამის კუნძულები ე.წ. „შავ სიაში“ იმიტომ შეიტანეს, რომ რუსეთის ბანკებთან, ფინანსთა სამინისტროსთან და რუსეთის რიგ საკრედიტო ორგანიზაციასთან გადარიცხვები აკრძალეს. რუსეთმა „არამეგობრული ქვეყნების“ სია გააფართოვა შეგახსენებთ, 2022 წლის მარტში, უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ „არამეგობრული ქვეყნების“ სია შეადგინა.
ბრიტანული დაზვერვა: რუსულ ძალებს დონბასისა და ხერსონის მიმართულებით ხელშესახები შედეგი არ აქვთ
დონბასისა და ხერსონის მიმართულებაზე ბრძოლა ხელშესახები შედეგების გარეშე მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ოკუპანტებიც კი აღიარებენ, რომ გავიმარჯვებთ „დონბასისა და ხერსონის მიმართულებაზე ბრძოლა ხელშესახები შედეგების გარეშე მიმდინარეობს. კარგად დოკუმენტირებული საკადრო პრობლემების პარალელურად, რუსეთი, დიდი ალბათობით, განიცდის ათასობით დაზიანებული მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. რუსული სარდლობა დილემის წინაშე აღმოჩნდა, ან გააძლიერებს თავდასხმას აღმოსავლეთით, ან გააძლიერებს თავდაცვას დასავლეთით“, - ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ქუვეითში ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყო
ქუვეითის ემირმა შეიხ ნავაფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰმა ახალი მთავრობის შექმნა თავის უფროს ვაჟს, შეიხ აჰმედ ნავაფ ალ-აჰმედს ანდო. განკარგულების თანახმად, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის დადგენის შემდეგ, მინისტრები დასამტკიცებლად სახელმწიფოს მეთაურს წარედგინება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო KUNA. შეიხ აჰმედ ნავაფ ალ-აჰმედს, ქუვეითის ემირის უფროსი ვაჟს, მანამდე ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.
რომის პაპმა კანადის მკვიდრ მოსახლეობას კათოლიკური ეკლესიის ქმედებებისთვის ბოდიში მოუხადა
რომის პაპმა კანადის მკვიდრ მოსახლეობას კათოლიკური ეკლესიის ქმედებებისთვის ბოდიში მოუხადა. „აქ იმიტომ ვარ, რომ ესაა ჩემი „სინანულის მომლოცველობის“ პირველი ნაბიჯი. ისევ უნდა გთხოვოთ პატიება. მე გეუბნებით თქვენ, ძალიან, ძალიან ვწუხვარ“, - განაცხადა რომის პაპმა. ცერემონია ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე ჩატარდა. რომის პაპის ბოდიშის მოსახდელად ასობით ადამინი მივიდა. მათ ტრადიციული სამოსი ეცვათ. ცერემონიას ესწრებოდა კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო. რომის პაპი ფრანცისკე, 24 ივლისს კანადაში ხუთდღიანი ვიზიტით ჩავიდა. რომის პაპი ისტორიული ვიზიტით კანადაში გაემგზავრა ვატიკანმა ამ მოგზაურობას „სინანულის მომლოცვალობა“ უწოდა. რომის პაპს ედმონტონში პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და გენერალური გუბერნატორი მერი საიმონი დახვდნენ. ცნობისთვის, 2021 წლის იანვარში კანადის სასკაჩევანის პროვინციაში, ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე ასობით უსახელო საფლავი იპოვეს. როგორც ბრიტანული გამოცემა კანადის მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერდა, აღმოჩენილია სულ მცირე 751 საფლავი. კანადის მკვიდრი მოსახლეობის ასამბლეის ხელმძღვანელმა, პერი ბელეგარდმა აღმოჩენას „ტრაგიკული, თუმცა არაგასაკვირი“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ მაისის ბოლოს კანადის ბრიტანული კოლუმბიის პროვინციაში ერთ-ერთი ინდიელი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს. მე-19-20 საუკუნეებში კანადაში, მკვიდრი მოსახლეობის ბავშვების იძულებითი ასიმილიაციის მიზნით, სკოლა-ინტერნატები სავალდებულო იყო. სკოლები მთავრობისა და რელიგიური ლიდერების კონტროლს ექვემდებარებოდნენ. 1863-1998 წლებში მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი 150 000 ბავშვი იძულებით დააშორეს ოჯახს და სკოლა-ინტერნატებში განათავსეს. სკოლა-ინტერნატებში ყოფნისას გარდაიცვალა 4 100-ზე მეტი ბავშვი. ექვსწლიანი გამოძიების შედეგად, 2015 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია სკოლებში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტებზე. კანადის პრემიერმა, ჯასტინ ტრუდომ, რომელიც თვითონ კათოლიკეა, ინდიგენული მოსახლეორბის მიმართ პაპის ბოდიში მოითხოვა. ფრანცისკეს კანადაში ჩასვლას მთავრობა პოლიტიკურ წარმატებად აფასებს, რადგან მისი მიზანია ადგილობრივ მოსახლეობასთან შერიგება.
რუსეთში უკრაინის არმიასთან ერთად მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის უფროსმა ალექსანდრ ბასტრიკინმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებითვე, „უკრაინის ტერიტორიაზე დანაშაულებრივი ქმედებებისთვის“ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული „დაქირავებულთა“ წინააღმდეგაც. „ასევე, არის საქმეები უკრაინის ტერიტორიაზე დაქირავებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი მოქმედებების ფაქტებთან დაკავშირებით. გამოძიება მიმდინარეობს დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, კანადის, ნიდერლანდებისა და საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით", – თქვა ბასტრიკინმა. მას ამ მოქალაქეების კონკრეტული რიცხვი და ვინაობა არ დაუსახელებია. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: ომის დაწყების დღიდან, უკრაინულმა ძალებმა 39 700 რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 25 ივლისამდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 39 700 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ოკუპანტებიც კი აღიარებენ, რომ გავიმარჯვებთ ბრიტანული დაზვერვა: რუსულ ძალებს დონბასისა და ხერსონის მიმართულებით ხელშესახები შედეგი არ აქვთ "რუსული შეჭრის ხუთი თვის თავზე, გაანადგურეს მტრის 1730 ტანკი, 3950 ჯავშანტექნიკა, 876 საარტილერიო სისტემა, 257 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 116 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 222 თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 719 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 174 ფრთოსანი რაკეტა, 2832 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 73 ერთეული სპეცტექნიკა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჩინეთმა რუსეთში „ერთი სარტყელი ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში ინვესტიციები შეაჩერა
ჩინეთმა თავისი გლობალური პროექტის „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ფარგლებში ინვესტიციები შეაჩერა. ამის შესახებ Financial Times წერს. ჩინეთის პროექტი „ერთი სარტყელი ერთი გზა“ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევრაზიის ახალ სავაჭრო გზებზე ფოკუსირდება გამოცემა შანხაის „მწვანე ფინანსების“ განვითარების ცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ პეკინმა ამ პროექტის ფარგლებში 2022 წლის პირველ კვარტალში რუსულ მხარესთან ხელშეკრულება არ გააფორმა და ინვესტიციების მოცულობა ნულს გაუტოლდა. გამოცემა წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით პეკინი, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესებული სანქციების ფონზე სიფრთხილეს იჩენს. თუმცა ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ პეკინის „თავშეკავება“ დროებითია, რადგან ორ ქვეყანას შორის „ძლიერი კავშირები“ არსებობს. ამასთან, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ჩინეთი რუსეთის ნავთობპროდუქტების შესყიდვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. საგულისხმოა ისიც, რომ რუსეთი „ერთი სარტყელი ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი იყო. 2021 წელს რუსეთსა და ჩინეთს შორის ამ პროექტის ფარგლებში $2 მილიარდის მოცულობის ხელშეკრულება გაფორმდა. ცნობისათვის, „ერთი სარტყელი ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინის მიერ 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი ერთი გზა“ კონსულტაციების გზითა და ყველა მხარის ინტერესების დაცვით მის ერთობლივ მშენებლობას გულისხმობს. „ერთი სარტყელი ერთი გზა“ შემდეგ პრინციპებს ეფუძნება: სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ღია თანამშრომლობა, ჰარმონია და ჩართულობა, ბაზარზე ორიენტაცია, საერთო ინტერესები და სარგებელი. იგი მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: პოლიტიკური კოორდინაცია, ინფრასტრუქტურის დაკავშირება, ვაჭრობა ბარიერების გარეშე, ფინანსური ინტეგრაცია და ხალხთაშორისი კავშირები. მისი მიზანია ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებით, ხელი შეუწყოს ერთობლივ განვითარებას და საბოლოოდ, ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელსაც ექნება საერთო ინტერესები, ვალდებულებები და მომავალი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური ნდობა, ეკონომიკური ინტეგრაცია და კულტურული ინკლუზიურობა. „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივას სამი წლის მანძილზე 100-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი და პროექტში ჩაერთო. საქართველო მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა. ჩინური მხარე აღიარებს „ერთი სარტყელი ერთი გზის“ მშენებლობის პროცესში საქართველოს დიდ პოტენციალს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩინეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ“, გაიხსნა პირდაპირი სატვირთო სარკინიგზო ხაზი და პირდაპირი ფრენა პეკინიდან თბილისის მიმართულებით, ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. საქარველო გახდა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი წევრი ქვეყანა. დღეისთვის, 30-მდე ჩინური კომპანია თანამშრომლობს ქართულ მხარესთან ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ფინანსების, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიული ზონების, ლოჯისტიკის, ტელეკომუნიკაციებისა და სხვა სფეროებში. საქსტატის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის 2022 წლის იანვარ-მაისში სავაჭრო ბრუნვამ $400 მილიონი შეადგინა.
ოპოზიციონერი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
პარლამენტის წევრები, თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური და ანა ნაცვლიშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათივე ცნობით, მმართველი პარტიის პოლიტიკური განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ სარჩელზე სხვა არაფერია, თუ არა სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობა პარლამენტის მხრიდან. როგორც პარლამენტის წევრების განცხადებაშია აღნიშნული, გასულ წელს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ნაჩქარევად და არაინკლუზიურად მიღებული ერთპარტიული ცვლილებები მკვეთრად უარყოფითად შეფასდა, ხოლო საკითხის კონსტიტუციურობის განხილვა უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. „დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების და ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია. ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წარუდგინა 12 წინაპირობა, რომელთა შორისაც დამოუკიდებელი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. ევროკავშირი და აშშ აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების გაძლიერებას. გასულ წელს ნაჩქარევად და არაინკლუზიურად მიღებული ერთპარტიული ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში, მკვეთრად უარყოფითად შეფასდა როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ასევე ყველაზე ავტორიტეტული პროფესიულ ინსტიტუტის – ვენეციის კომისიის მიერაც. სწორედ ამ საკითხის კონსტიტუციურობის განხილვა უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა საჯაროდ გამოხატა პოზიცია პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეზე და მოითხოვა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილება, მიუხედავად არსებული საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისა. ჩვენ, ხელისმომწერი საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები, მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას, თავი შეიკავონ საჯარო განცხადებებისგან იმ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც ჯერ არ დაწყებულა, მოსარჩელე მხარისთვისაც უცნობი იყო მომხსენებელი მოსამართლის ვინაობა, შესაბამისად მოსარჩელეებს არც მოსამართლის აცილების დოკუმენტი გადასცემია. მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის დეპუტატების პოლიტიკური განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ სარჩელზე მის განხილვამდე სხვა არაფერია, თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობა პარლამენტის მხრიდან და საქმის პოლიტიზაცია, რაც დაუშვებელია“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ ერთ-ერთ საქმეზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, კვერენჩხილაძემ სოციალურ ქსელში საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია და გამოხატა დამოკიდებულება საქმისადმი, რომელიც მან უნდა განიხილოს. "როდესაც ჩვენ ამ ნორმების განხილვა დავიწყეთ, საერთო სასამართლოების ერთ-ერთმა მოსამართლემ სოციალურ ქსელში დააფიქსირა პოზიცია, რომ ცვლილებები მოსამართლეთა დაშინებას, ზეწოლას და მათი თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვას ემსახურებოდა. მისი ეს პოზიცია სოციალურ ქსელში მხარდაჭერილი და გაზიარებული იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის გიორგი კვერენჩხილაძის მიერ, რომელიც აღნიშნულ საქმეზე მომხსენებელი მოსამართლეა. წარმოიდგინეთ მოცემულობა - ადამიანი, რომელიც არის მომხსენებელი მოსამართლე, წინასწარ, ღიად და საჯაროდ დააფიქსირა მხარდამჭერი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ მოსამართლეთა დაშინებისა და ზეწოლის ნორმებს ვიღებდით. ასეთ შემთხვევებში, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტი ითვალისწინებს, არსებობს ასეთი მოსამართლის აცილების ობიექტური და მყარი საფუძველი, ვინაიდან მან პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა და იქნება მიკერძოებული“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაციის პერიოდში Wizz Air-ი თბილისიდან იფრენს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციის პერიოდში, ორი კვირის განმავლობაში, ავიაკომპანია Wizz Air-ი ფრენებს თბილისიდან შეასრულებს, ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე აცხადებს. „ჩვენ ვიცით და გვაქვს ინფორმაცია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოების გამო იკეტება. იყო სახელმწიფოს თხოვნა, რომ თუ იქნებოდა შესაძლებლობა, ჩვენ მიგვეღო ყველა ის რეისი, რომელიც ქუთაისში დღეს სრულდება“, - განაცხადა თეა ზაქარიძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში. ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილია 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაცია. აეროპორტი მუშაობას შეაჩერებს 10-დან 24 ოქტომბრამდე.
შტაინმაიერი: პუტინი ომს აწარმოებს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ
გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე ევროპამ ერთიანი პოზიცია უნდა შეინარჩუნოს. ამის შესახებ Spiegel წერს. ევროკავშირმა რუსეთის 57 მოქალაქესა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა. სიაშია სობიანინი, ბეზრუკოვი და „სბერბანკი“ მისი თქმით, ომი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს „არის ომი ევროპის ერთობის წინააღმდეგ“. „ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება, რომ გაგვყონ და ევროპის ერთიანობა დაირღვეს“, - აღნიშნა შტაინმეიერმა. მისი თქმით, საქმე არ ეხება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიას, აქ „საუბარია ჩვენს ფასეულობებსა და სისტემას, რომელიც მშვიდობას უზრუნველყოფს.“ შეგახსენებთ, რომ ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონოტემ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს მოთმინება და არ დაიღალოს და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს.
რა საკითხები განიხილა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე
გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდის საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. აბდულა შაჰიდი საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ორგანიზაციის მუშაობაში საქართველოს აქტიური ჩართულობის ნათელი დადასტურებაა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გართულებულ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და ორგანიზაციის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს, მათ შორის, მშვიდობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის, მდგრადი განვითარების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების, ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშეწყობის საკითხებს. გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი საქართველოს ეწვევა როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველო აქტიურად არის ჩართული გაეროს გენერალური ასამბლეის, ისევე როგორც ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურის მუშაობაში. მათ შორის, მინისტრის თქმით, საქართველო მონაწილეობას იღებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცესების თანაფასილიტაციის და თემატური რეზოლუციების ინიცირებისა და თანაავტორობის კუთხით. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან. გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს, მოინახულებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას სოფელ წეროვანში და ადგილზე გაეცნობა ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას. გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა იუსტიციის სახლს, სადაც გაეცნობა სახელმწიფო სერვისების მიწოდების მოქმედ მოდელს და იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველო ახორციელებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში და რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში. აბდულა შაჰიდი ასევე მოინახულებს საქართველოში გაეროს ოფისს და შეხვედრებს გამართავს გაეროს პროგრამაში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ჯანმოს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი: საქართველოს "მაიმუნის ყვავილის" დაავადებაზე კარგი ზედამხედველობა აქვს დაწესებული
"მაიმუნის ყვავილთან" გამკლავება ითხოვს ჰარმონიზებულ ძალისხმევას სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით - საქართველოს აქვს კარგი ზედამხედველობის სისტემა და ეს გახლავთ ის, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, რომ გააძლიერონ დაკვირვება "მაიმუნის ყვავილის" გავრცელებაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიო დომენტემ ჟურნალისტებთან განაცხადა. რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს "მაიმუნის ყვავილი" არ არის ახალი დაავადება, მაგრამ მისი მიმდინარეობა გამონაკლისია და იშვიათი სიმპტომატიკით და გავრცელებით ხასიათდება. "მაიმუნის ყვავილთან" გამკლავება ითხოვს ჰარმონიზებულ ძალისხმევას სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ჯერჯერობით. საქართველოს აქვს კარგი ზედამხედველობის სისტემა და ეს გახლავთ ის, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, რომ გააძლიერონ დაკვირვება ამ დაავადების გავრცელებაზე“, - განაცხადა დომენტემ. ცნობისთვის, დაავადების პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში 7 მაისს დაფიქსირდა. ინფორმაციისთვის, მაიმუნის ყვავილი (Monkeypox) ჩუტყვავილას „ოჯახიდან“ არის. ასევე წაიკითხეთ: ივანე ჩხაიძე: დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს
გერმანიის მთავრობის ორი მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფაზერი და სოციალური დაცვის მინისტრი ჰუბერტუს გეილი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდნენ. ფაზერისთვის და გეილისთვის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი ვიზიტია. ირპენში ვიზიტის გარდა, დაგეგმილია მათი შეხვედრები უკრაინელ პოლიტიკოსებთან. კერძოდ, უკრაინის შს მინისტრ დენის მონასტირსკისთან, სამოქალაქო დაცვის ხელმძღვანელთან სერხი კრუკთან, ვიცე პრემიერ-მინისტრთან - ეკონომიკის მინისტრთან იულია სვირიდენკოსთან, სოციალური პოლიტიკის მინისტრთან ოქსანა ჟოლნოვიჩთან და კიევის მერ ვიტალი კლიჩკოსთან. მანამდე უკრაინას აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული დელეგაცია ეწვია. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იაირ ლაპიდი რუსეთს აფრთხილებს
ისრაელის პრემიერი ლაპიდი, რომელიც ასევე იკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას, დელეგაციას გზავნის მოსკოვში. დელეგაციაში იქნებიან პრემიერ-მინისტრის აპარატის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და იმიგრაციის სამინისტროს წარმომადგენლები. მას უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი ალონ უშპიზი. „პრემიერმა ლაპიდმა განაცხადა, რომ რუსეთთან კავშირები მნიშვნელოვანია ისრაელისთვის. ებრაული თემის საქმიანობა რუსეთში მნიშვნელოვანია და ის მონაწილეობს ყველა დიპლომატიურ დისკუსიაში მოსკოვის ადმინისტრაციასთან“, - ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში. ამასთან, მისივე შეფასებით, „ებრაული სააგენტოს ოფისების დახურვა იქნება მძიმე მოვლენა, რომელიც გავლენას მოახდენს ამ კავშირებზე“. ლაპიდის განმარტებით, დელეგაცია მზად იქნება მოსკოვში წასასვლელად, როგორც კი „მოლაპარაკებებზე რუსეთის თანხმობას მიიღებს“. გასულ კვირას, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ებრაული სააგენტოს საქმიანობის „დაშლის“ შესახებ ოფიციალურად მოუწოდა, მიზეზად კი, ორგანიზაციის მიერ „ადგილობრივი კანონების დარღვევა“ დაასახელა. თუმცა Timesofisrael-ის ცნობით, ისრაელი თვლის, რომ ეს ნაბიჯები არა სამართლებრივ საკითხებს, არამედ, უკრაინის მხარდაჭერისთვის მოსკოვის მიერ იერუსალიმის წინააღმდეგ შურისძიებას უკავშირდება. ინფორმაციისთვის, ებრაულ სააგენტოს, რომელიც ისრაელის მთავრობის არაოფიციალურ ნაწილს წარმოადგენს, ისრაელში იმიგრაციის ზედამხედველობა და წახალისება ევალება. ისრაელში ემიგრაციის მსურველებმა განაცხადები სწორედ ებრაული სააგენტოს მეშვეობით უნდა წარადგინონ. ორგანიზაცია ასევე აწარმოებს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სხვა აქტივობებს.
პოლონეთმა უკრაინას PT-91 Twardy-ს ტანკები გადასცა
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის ინფორმაციით, პოლონეთმა უკრაინას PT-91 Twardy-ს ტანკები გადასცა. ამის შესახებ კშიშფორტ პლატეკმა ტელეარხ Wolski o Wojnie-თან განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთი შეიარაღებაში დეფიციტის შესავსებად, ტანკებს სამხრეთ კორეისგან იყიდის. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ პოლონური PT-91 Twardy-ს ტანკები უკვე უკრაინაშია. რამდენი PT-91 Twardy-ს ტანკი გადასცა პოლონეთმა უკრაინას, არ ხმაურდება. ცნობისთვის, PT-91 Twardy - პოლონური T-72 ტანკის მოდერნიზაცია, რომელიც 90-იან წლებში შეიქმნა. ამ ვერსიის მანქანებს აქვთ უფრო ძლიერი ძრავი, განახლებული ცეცხლის მართვის სისტემა და დინამიკური ჯავშანი. როგორც ცნობილია, პოლონეთი სამხრეთ კორეისგან 48 მოიერიშე თვითმფრინავის და 180 ტანკის შეძენას გეგმავს. მარტში პოლონეთის სეიმმა მიიღო კანონი "სამშობლოს დაცვის შესახებ", რომელიც თავდაცვის ხარჯებისა და არმიის ზომის გაზრდას თითქმის სამჯერ ითვალისწინებს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ამირან გამყრელიძე: არაგადამდები დაავადებების პრევენციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა - ნაკლები ალკოჰოლი, ნაკლები მარილი
"არაგადამდები დაავადებების პრევენციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა - ნაკლები ალკოჰოლი, ნაკლები მარილის დაყრა საკვებზე", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მარილის მოხმარების ნორმა და საშუალოდ 5 გრამია, ხოლო ქართველი 8 გრ-ზე მეტს იყენებს. „არაგადამდები დაავადებების პრევენციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრება, ნაკლები თამბაქო და საერთოდ, უარი თამბაქოს, ნაკლები ალკოჰოლი, ნაკლები მარილის დაყრა საკვებზე. მოგეხსენებათ, 5 გრამია დღეში მარილის მოხმარების ნორმა და საშუალოდ, ქართველი 8 გრ-ზე მეტს იყენებს. ამიტომ, ეს თანდათანად უნდა დავივიწყოთ, რადგან მარილი გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი მომატებული წნევის, ხოლო მომატებული წნევა გახლავთ მაღალი რისკ-ფაქტორი გულის იშემიური დაავადებების, გულის კუნთის ინფარქტის და ინსულტის განვითარების, რაც ქვეყანაში სიკვდილიანობის პირველი მიზეზია. განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, არ უნდა მოწიოთ, ალკოჰოლი შეიძლება ძალიან ზომიერად მიიღოთ, ნაკლები მარილი და მეტი ფიზიკური აქტივობა, დღეში დაახლოებით 4-5 კმ იარეთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.
17 წლის შემდეგ პირველად, რუსეთი ევროკავშირში ელჩის შეცვლას გეგმავს
რუსეთი ევროკავშირში მუდმივი წარმომადგენლის, ვლადიმერ ჩიჟოვის შეცვლას გეგმავს. ჩიჟოვი ბრიუსელში 17 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამის შესახებ რუსული წერს. მედიის ცნობითვე, ჩიჟოვი შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის საბჭოში სენატორი გახდეს. ჩიჟოვი, რომელიც 2005 წლიდან ევროკავშირში რუსეთის ელჩია, ოფიციალურად სენატორის კანდიდატად კარელიის მოქმედმა გუბერნატორმა წარადგინა. სექტემბერში კარელიაში გუბერნატორის არჩევნები გაიმართება. თუ გუბერნატორის თანამდებობაზე არტურ პარფენჩიკოვს ხელახლა აირჩევენ, ის სამი შემოთავაზებული კანდიდატიდან ერთს ფედერაციის საბჭოში წარადგენს. ვლადიმერ ჩიჟოვი 17 წლის განმავლობაში იყო რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში, 2005 წლამდე კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ნედ პრაისისადმი მიმართვის შემდეგ, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ღია წერილს კელი დეგნანს უგზავნიან
პარლამენტის წევრები, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავენ. „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს, ნედ პრაისს საჯარო წერილით მიმართავენ „უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მოგმართეთ ღია წერილით და რამდენიმე კითხვით, რომელიც ქართული საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანია. თუმცა, სამწუხაროდ, არცერთ ჩვენს კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ჩვენ მიერ კითხვების დასმის მიზანი არა აშშ-ზე თავდასხმა, არამედ სწორედ მისი დადებითი იმიჯისა და რეპუტაციის დაცვა გახლდათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ქართულ საზოგადოებას არ დაეკარგა ნდობა სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და ეჭვის დონეზეც კი არ დაეშვა, რომ მისი მიზანი ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება და უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის შედარებით უკეთ შესაკავებლად, საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა. ვფიქრობდით, რომ ამგვარი ეჭვის გაღრმავების შემთხვევაში, დასავლური ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების მაღალ ნდობას, რომლის გამყარებაშიც საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის, უმძიმესი ზიანი მიადგებოდა. ჩვენი უმთავრესი მიზანი სწორედ აშშ-ის მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევის თავიდან აცილება და დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციული ზიანის პრევენცია იყო. სწორედ ამიტომ მივიჩნიეთ თავი ვალდებულად, თქვენთვის დაგვესვა რამდენიმე შეკითხვა, რომელზეც, შეურაცხყოფის ნაცვლად, მკაფიო პასუხების მიღებას ველოდით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ აღნიშნული შეკითხვების შინაარსს: 1. ჩვენ გვაინტერესებდა, ემიჯნებოდით თუ არა ქართველი რადიკალების, მათი უცხოელი ლობისტებისა და უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლების რიტორიკას, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ იყო მიმართული (სათითაოდ აღარ გავიხსენებთ გიგაურის, ლომჯარიას, უსუფაშვილის, მარგველაშვილის, ჩერგოლეიშვილის, ჭიაბერაშვილის, მშვილდაძის, სანაიას, პოდოლიაკის, არესტოვიჩის, გონჩარენკოს, დანილოვის, არახამიას, კასიანოვის, ილვესის და სხვების პირდაპირ თუ ირიბ მოწოდებებსა და განცხადებებს, რომლებიც საქართველოში ომის იდეის მომწიფებას ისახავდა მიზნად; აღარ გავიხსენებთ არც სანქციების დაწესებასთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებულ უმძიმეს პროვოკაციებს; აღარ გავიხსენებთ არც ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევას სანქციების არდაწესებისა და მოხალისეების არგაგზავნის გამო). ქალბატონო ელჩო, ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ფაქტებს თქვენ ტყუილი უწოდეთ, თუმცა, ჩვენს მიერ ნახსენები ყველა განცხადება საჯარო სივრცეში გაკეთდა და ისინი მედიამ ფართოდაც გააშუქა. შეკითხვაზე პასუხის არგაცემით, თქვენ დაგვიტოვეთ ერთადერთი დასკვნის გამოტანის საშუალება, რომ ომის რიტორიკას არათუ არ ემიჯნებით, არამედ მისი წახალისება თქვენი პრინციპული გადაწყვეტილებაა. კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის წერილზე: ეს წერილი, სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე ჩვენი ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ ნინო ლომჯარიასთან თქვენი დემონსტრაციული შეხვედრაც ამის უტყუარი მტკიცებულებაა. ჩვენი ეს ლოგიკური დასკვნა თავად ლომჯარიამაც დაადასტურა, როდესაც თქვა, რომ თქვენი შეხვედრა მისთვის მხარდაჭერის ღიად დაფიქსირებას ისახავდა მიზნად. ლომჯარიასთან შეხვედრით ქართულ საზოგადოებას თქვენ ღიად უთხარით, რომ საქართველოს მიერ სანქციების არდაწესებასა და საქართველოში „ბომბების ცეცხლს“ შორის უპირატესობას თქვენც საქართველოში ბომბების ცეცხლს ანიჭებთ. ალბათ, ხვალ კიდევ ერთ თქვენს ფავორიტს, ეკა გიგაურსაც შეხვდებით, რომელმაც სათქმელი კიდევ უფრო ნათლად გამოხატა და განაცხადა, „რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთო“. აქვე გავიხსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ თქვენ ნიშანდობლივი განცხადება გააკეთეთ - „როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველო და უკრაინა იყოს ერთიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგო“. ომის რიტორიკის ღია მხარდაჭერის ფონზე, ეს ფრაზა საბოლოოდ ამყარებს ჩვენს რწმენას, რომ რადიკალების მიერ წარმოებული კამპანიის მხარდაჭერა არა თქვენი პოლიტიკური სუბიექტივიზმის, არამედ წინასწარ მოფიქრებული გეგმის გამოხატულებაა; კელი დეგნანი: საქართველოსა და უკრაინას შორის ნებისმიერი დაყოფა ახლა რუსეთის მიზანს ემსახურება 2. ჩვენი მორიგი შეკითხვა ბაკურიანის შეკრებას შეეხებოდა. გვაინტერესებდა, ემიჯნებოდით თუ არა ამ შეკრებას, სადაც რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ენჯეოებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ამერიკიდან ჩამოსული პიტერ აკერმანი რევოლუციის მოწყობაში ატრენინგებდა. ასევე გვაინტერესებდა, ემიჯნებოდით თუ არა ბაკურიანის შეკრების მონაწილეთა მიერ მოგვიანებით დაყენებულ მოთხოვნას ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ფორმირების შესახებ. ამ კითხვაზე პასუხის მოსმენა საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინებით, რომ იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებმაც სცენიდან აღნიშნული მოთხოვნა წამოაყენეს, ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფულით ფინანსდება. თუმცა, ამ კითხვებზე თქვენი პასუხი არ მოგვისმენია, რასაც იმის დასტურად აღვიქვამთ, რომ, სამწუხაროდ, ბაკურიანის შეკრებასაც ქმედითად თანაუგრძნობდით და მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნასაც მხარს უჭერდით; კელი დეგნანი: აშშ-ის საელჩოში არავინაა ისეთი, ვინც ცდილობს ზეწოლის მოხდენას რომელიმე მოსამართლეზე 3. როგორც მოგეხსენებათ, ჯერ ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი ტელევიზიების, ხოლო, მოგვიანებით, მოსამართლეების მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ: ა) მოსამართლე ჩხიკვაძე დაიბარა თქვენი საელჩოს თანამშრომელმა; ბ) საელჩოს თანამშრომელმა მოსამართლე ჩხიკვაძეს თქვენი სახელით მოსთხოვა ანგარიში გვარამიას საქმის შესახებ; გ) შეხვედრის დასრულებისას, საელჩოს თანამშრომელმა მოსამართლე ჩხიკვაძეს აცნობა რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტიდან მისი მოხსნის შესახებ. ჩვენ დავინტერესდით, ადასტურებდით თუ არა ამ ფაქტს, რომელიც, ერთმნიშვნელოვნად, საქართველოს კონსტიტუციისა და ვენის კონვენციის უხეში დარღვევა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უხეში ხელყოფაა. სასურველი იყო, თქვენგან ამგვარი შესაძლო ფაქტის უარყოფითი შეფასებაც მოგვესმინა, რაც საზოგადოებას გაუმყარებდა რწმენას, რომ ამერიკის საელჩოს არცერთი თანამშრომელი სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და სისტემაში კლანური ელემენტების შეტანას მომავალში მაინც არ ეცდება და არ იკადრებს. თუმცა, თქვენ ეს ფაქტი არც უარყავით და არც შეაფასეთ, რამაც საბოლოოდ გაგვიმყარა რწმენა, რომ ჯერ ნაციონალური მოძრაობის, ხოლო შემდეგ მოსამართლეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა და თქვენ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ესოდენ უხეში ჩარევა ნორმად გინდათ წარმოგვიჩინოთ; 4. და ბოლოს, ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი შეკითხვაზე, გქონდათ თუ არა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას მოჰფენდა ნათელს და მრავალ ეჭვს გაფანტავდა, მათ შორის გარკვეულწილად მაინც გააქარწყლებდა ეჭვს შვეიცარიული ბანკის ქმედებებსა და ომში საქართველოს ჩართვის ინტერესს შორის შესაძლო კავშირის შესახებ. თუმცა, თქვენს მიერ შეკითხვის უპასუხოდ დატოვება ამ ეჭვს, პირიქით, საბოლოოდ გვიმყარებს. რომ შევაჯამოთ, თქვენი განცხადებებიდან და დუმილიდან შემდეგი მყარი დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ: 1. თქვენ არათუ არ ემიჯნებით ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერთ და თავად აღვივებთ მას. 2. თქვენ თანაუგრძნობთ ბაკურიანის რევოლუციურ შეკრებას და იზიარებთ მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის ფორმირების მოთხოვნას. 3. თქვენ ადასტურებთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და მეტიც, იწონებთ მას. 4. თქვენ შეხვდით ბიძინა ივანიშვილს 24 თებერვლის შემდეგ და რა გზავნილიც გექნებოდათ მისთვის გადასაცემი, რთული გამოსაცნობი არაა. რადგან გაქვთ იმის პრეტენზია, რომ ქართულ პოლიტიკაში და მართლმსაჯულებაში აქტიურად შეგიძლიათ ჩაერიოთ, ბუნებრივია, ქართული საზოგადოების წინაშე სათანადო ანგარიშვალდებულებასაც უნდა აცნობიერებდეთ. თუმცა, ჩვენს ლეგიტიმურ შეკითხვებზე პასუხის გაცემას თქვენ საქმეში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ჩართვა არჩიეთ. როდესაც ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარების ლეგიტიმურ კითხვებს გაურბიხართ, სიმართლის გაგებას გვიკრძალავთ და ჩვენი გაჩუმება გინდათ, ეს თქვენს დამოკიდებულებას სუვერენული სახელმწიფოს მიმართ ცხადად აჩვენებს. ნამდვილი პარტნიორები, რომლებიც პატივს სცემენ მეგობარ ხალხს, სახელმწიფოს, მის სუვერენიტეტს და ინსტიტუტებს, ასე არ იქცევიან. ამასთან, თავად ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის დონეზე თქვენი დაცვა გადაწყდა, ჩვენ ერთ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის - ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ, არა თქვენი პერსონალური გადაწყვეტილებები, არამედ საქართველოს მიმართ ამერიკის დღევანდელი სტრატეგიაა. იგივე ეხება მეორე ფრონტის საკითხსაც. რა თქმა უნდა, სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული შეღავათი იქნებოდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ამარაგებთ უკრაინას იარაღით და შესაბამისად, უკრაინაში რუსეთის სამხედრო უპირატესობის განეიტრალება თქვენთვის პრინციპული ამოცანაა. გარდა ამისა, გვესმის, რომ მეორე ფრონტი დამატებით შეარყევდა რუსეთის იმიჯს, რაც ევროპულ ქვეყნებს უკრაინის ფრონტის დახმარების მოტივაციას შეუნარჩუნებდა. თუმცა, როდესაც ამგვარი მიზანი გამოძრავებს, უნდა გაბედო და ქართველ ხალხს ეს ღიად უნდა უთხრა. რაც მთავარია, ხალხს არჩევანის საშუალება უნდა მისცე და მის ზურგსუკან, კულისებში მისი ხელისუფლების დარწმუნებას თუ იძულებას არ უნდა ეცადო. იმასაც ვიტყვით, რომ გვაქვს საკმაოდ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საუბრები იმართებოდა კონკრეტულ კაბინეტებში, თუმცა, ამ საუბრების დეტალების გასაჯაროებისგან კვლავაც თავს შევიკავებთ. აქვე ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ამერიკის ელჩმა არ გაგვცა პასუხი შეკითხვაზე შეხვედრასთან დაკავშირებით, თავად უთხრას საზოგადოებას, გაიმართა თუ არა შეხვედრა მასსა და კელი დეგნანს შორის 24 თებერვლის შემდეგ და თუ გაიმართა, ვისი ინიციატივით და რა საკითხი იქნა მასზე განხილული. კელი დეგნანი: საკმაოდ დიდი ხანია, არ მქონია შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან ჩვენ ვინარჩუნებთ იმედს, რომ „ქართული ოცნება“ ბოლომდე დაიცავს პოზიციებს და არ ჩაერთვება ისეთ ომში, რომელსაც გლობალური მიზნებისთვის გარკვეული უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას სრულ განადგურებას უქადის. თუმცა, იმისათვის, რომ მოვლენების სხვაგვარი სცენარით განვითარების მინიმალური რისკიც არ დავუშვათ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მაქსიმალური აქტიურობა და საზოგადოებისთვის სიმართლის თქმაა საჭირო, რაზეც მომავალშიც მაქსიმალურად ვიზრუნებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველ აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონში, სითბოს ფონზე, ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. მათი ინფორმაციით, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა დაფიქსირდეს. „ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34, მთაში +25, +30, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა, ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსია მოსალოდნელი“,-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
VTB-ის ყიდვაზე ოფიციალური მოთხოვნა არ შემოსულა - ეროვნული ბანკი
„ჩვენთვის ცნობილია, რომ VTB ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს. თუმცა ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში, რომელსაც VTB ბანკის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ ავრცელებს. VTB ბანკის ხელმძღვანელი: მხოლოდ საქართველოდან გავდივართ „ჩვენთვის ცნობილია, რომ VTB ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს. თუმცა ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა. საჯაროდ კონკრეტული კომპანიებისა და გვარების გაცხადების უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. გამომდინარე იქიდან, რომ VTB ბანკი არის სანქცირებული აშშ ხაზინის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, მის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ ხაზინის დეპარტამენტთან. ეროვნული ბანკი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე", - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, მედიაში დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვითიბი“ ბანკს დავით ხიდაშელი ყიდულობს. ცნობისათვის, „VTB ბანკის“ საქართველოს ფილიალს ჩამოერთვა ფიზიკური პირების, მსესხებლებისა და დეპოზიტარების მომსახურების უფლება. საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი გადაეცა „ბაზისბანკს“, კორპორაციული საბანკო პორტფელი კი „ლიბერთი ბანკს“. მაისის დასაწყისში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ შესაძლოა „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ გაიყიდოს. „ბიზნეს ფორმულას“ კითხვაზე, ვინ აპირებს ბანკის ყიდვას და არის თუ არა მსურველებს შორის ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ლეჟავამ აღნიშნა, რომ ბანკის ყიდვით რამდენიმე ჯგუფია დაინტერესებული, რომელთა ვინაობა კონფიდენციალურია.