ძებნის რეზულტატი:

გვატემალის პრეზიდენტი უკრაინას ეწვია

გვატემალის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალეხანდრო ჯამატეი კიევის რეგიონში ქალაქ ბოროდიანკას, ბუჩასა და ირპენს ეწვია. ამის შესახებ კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება. „ბოროდიანკა, ბუჩა, ირპენი - ეს დასახლებები იქცა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსული არმიის სისასტიკის ტრაგიკულ სიმბოლოდ. გვატემალის პრეზიდენტმა გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ხაზი გაუსვა, რომ მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს რუსეთის დანაშაულების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ინფორმაციისთვის, 23 ივლისს ირპენს ასევე ესტუმრნენ შეერთებული შტატების სენატორები, ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტების მეუღლეები. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

„გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა

რუსული გაზის გიგანტი, „გაზპრომი“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ აცხადებს. ამის შეახებ რუსული მედია გაზის კონცერნზე დაყრდნობით წერს. შედეგად გზსადენის დატვირთვა კიდევ 20% შემცირდება.  გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება „ტურბინის ექსპლუატაცია შეჩერებულია კაპიტალური რემონტის საჭიროების გამო, ძრავის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით“, - აცხადებენ გაზპრომში. 27 ივლისიდან დღე-ღამეში გაზის ამოტუმბვის მაჩვენებელი 33 მილიონი კუბური მეტრი იქნება. Nord Stream1-ის სიმძლავრე (გატარების მაჩვენებელი) დღე-რამეში 170 მილიონი კუბური მეტრია. 21 ივლისიდან, 10 დღიანი შეჩერების შემდეგ გაზსადენი მხოლოდ 40%-ით დაიტვირთა. 11 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, Nord Stream1-ით გაზის მიწოდება გეგმიური რემონტის გამო ოფიციალურად შეწყდა. ევროპაში შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, უარი თქვას მიწოდების განახლებაზე და სანქციების მოხსნის მიზნით, შანტაჟს მიმართოს. მოსკოვი ამას კატეგორიულად უარყოფს. უკრაინამ დაგმო კანადის ეს ნაბიჯი და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ძირს უთხრის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. „კანადა გერმანიას დაუბრუნებს გარემონტებულ ტურბინას, რომელიც საჭიროა Nord Stream 1 გაზსადენისთვის და შეიძლება, დაეხმაროს ენერგიის მიწოდებას, ვიდრე ევროპა არ შეწყვეტს დამოკიდებულებას რუსულ გაზზე“, - განაცხადა კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა. Reuters-ის ცნობით, კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ გასცემს „ლიმიტირებულ ნებართვას", რათა გაათავისუფლოს ტურბინების დაბრუნება რუსული სანქციებისგან და ასევე გამოაცხადა ახალი ზომები მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში მისი შეჭრის საპასუხოდ.

შაჰ-დენიზიდან თურქეთში გაზის მიწოდება დროებით შეჩერდება

აზერბაიჯანის „შაჰ-დენიზის“ გაზის კონდენსატის საბადოდან, თურქეთისთვის გაზის მიწოდება მიმდინარე წლის აგვისტოში შეჩერდება. ამის შესახებ  თურქეთის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანიის BOTAŞ-ის განცხადებაშია ნათქვამი.  „2022 წლის 14-დან 28 აგვისტომდე შაჰ-დენიზი-თურქეთის (ბაქო-თბილისი-ერზრუმის) მილსადენზე დაგეგმილი რემონტის გამო, ტურკგოზუს შესასვლელი პუნქტიდან ეროვნული გაზის გამანაწილებელი ქსელის გაზის მიწოდება 14 დღის განმავლობაში შეუძლებელი იქნება. გაზის გამანაწილებელ ეროვნულ ქსელში მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსზე პრობლემები გეგმიური რემონტის გამო მოსალოდნელი არ არის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში ბაქო-თბილისი-ერზრუმის გავლით 10,236 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება განხორციელდა, არც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,368 მილიარდი კუბური მეტრით მეტია. სამხრეთ კავკასიის გაზსადენით გაზის ტრანსპორტირება წლის განმავლობაში 22,3%-ზე მეტითაა გაზრდილი.  ზოგადად, 2022 წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 19,898 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტვირთა. რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,5 პროცენტით მეტია და 17,07 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.   

მუჰამედ ალის საჩემპიონო ქამარი აუქციონზე $6,18 მილიონად გაიყიდა

ამერიკელმა ბიზნესმენმა და Indianapolis Colts ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) გუნდის მფლობელმა ჯიმ ირსეიმ აუქციონზე მუჰამედ ალის მსოფლიო კრივის საბჭოს (WBC) საჩემპიონო ქამარი $6,18 მილიონად იყიდა.  ალიმ 1974 წელს ამერიკელ ჯორჯ ფორმენთან დუელში მოიგო ქამარი, რომელმაც მეტოქე მერვე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. ირსისთვის ეს აუქციონზე პირველი ძვირადღირებული შენაძენი არ არის. ბიზნესმენი ფლობს რამდენიმე გიტარას, რომელიც ელვის პრესლისა და ჯონ ლენონს ეკუთვნოდა. მუჰამედ ალი 1942 წელს დაიბადა. მან სახელი კასიუს კლეი უმცროსი, 1964 წელს ისლამის მიღების შემდეგ შეიცვალა. ალი არის 1960 წლის ოლიმპიური ჩემპიონი მსუბუქ წონაში, მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი მძიმე წონაში (1964-1966, 1974-1978). მოკრივემ 61 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 56 მოიგო (37 ნოკაუტით). ალი 2016 წელს გარდაიცვალა.  

მედია: საფრანგეთმა რუსი ოლიგარქების ქონებაზე გამოძიება დაიწყო

საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ივლისის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გარემოცვის, (ოლიგარქების) იმ ქონების წარმომავლობის შესწავლა დაიწყო, რომელიც საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. Le Parisien-ის ცნობით, გამოძიება ეხება ფულის გათეთრების შესაძლო შემთხვევებს, კორუფციულ გარიგებებს, საბიუჯეტო თანხის მოპარვას და საგადასახადო კანონმდებლობის უხეშ დარღვევებს. გამოცემა წერს, რომ საფრანგეთის ფინანსური პროკურატურის ცენტრალური ოფისის კვლევაში სერიოზული ფინანსური დანაშაულები გამოიკვეთა. Le Parisien-ის წყაროს ცნობით, გამოძიებით უნდა დადგინდეს, პუტინის გარემოცვამ (ოლიგარქებმა) რა გზებით მოიპოვა საფრანგეთში კუთვნილი მნიშვნელოვანი აქტივები.  

ირაკლი ღარიბაშვილმა აბდულა შაჰიდთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს აბდულა შაჰიდს შეხვდა. ინფორმაცას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი საქართველოს ეწვევა   შეხვედრაზე მხარეებმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და ორგანიზაციის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე და გაეროს მნიშვნელოვან როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. პრემიერ-ინისტრმა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო მშვიდობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის, მდგრადი განვითარებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელი -გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი საქართველოში ქემლინ ფერლი, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის მოადგილე ფერნანდო ანდერს მარანი, სამართლებრივ, საბიუჯეტო და რეფორმის საკითხებზე გუნდის ხელმძღვანელის მოადგილე ინგა ყანჩაველი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.  

სალომე ზურაბიშვილი: კატეგორიულად ვგმობ ირაკლი კობახიძის უკადრის გამოსვლას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტის მიმართ გამოთქმულ შეფასებებს „უკადრის საქციელს“ უწოდებს. „კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ზე დაწერა. „ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა! ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!“, - წერს ზურაბშვილი. დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებებთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. რასაც კობახიძის გაღიზიანება მოჰყვა და ჟურნალისტს უხეშად მიმართა.   

ოდესის პორტზე რუსეთის იერიშის შემდეგ ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა

რუსეთის არმიის მიერ ოდესის პორტზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა.  უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ, რუსეთის თავდასხმამ ეჭვები გააჩინა. ამის შესახებ Reuters წერს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 25 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის პოზიციებიდან ნასროლი ორი „კალიბრის“ კლასის შორი მოქმედების რაკეტა, რომლებიც ოდესის პორტში სატუმბი სადგურის მახლობლად დაეცა, მიზნად ისახავდა „ექსკლუზიურად“ სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას და „არ იყო დაკავშირებული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებასთან“, რომელსაც 22 ივლისს სტამბოლში რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მიაღწიეს. „ამან არ შეიძლება და არ უნდა იმოქმედოს მარცვლეული გადაზიდვის დაწყებაზე", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. ამ განცხადების მიუხედავად, ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის „ფიუჩერსები“ 25 ივლისს ბუშელზე (უდრის 36,4 ლიტრს) თითქმის 4 პროცენტით, 7,86 დოლარამდე გაიზარდა. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება  

ჰულუსი აკარმა და ლოიდ ოსტინმა უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების საკითხი განიხილეს

ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით თურქული მედია ავრცელებს. სატელეფონო საუბრისას აკარმა და ოსტინმა გაცვალეს ინფორმაცია და მოსაზრებები თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, კერძოდ, უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდებაზე, ტერორიზმთან ბრძოლაზე, თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობებსა და F-16-ების მიწოდებაზე. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება  

ბრიტანეთმა უკრაინას 6 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Stormer HVM გადასცა

უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, ბრიტანეთმა უკრაინას 6 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Stormer HVM გადასცა. საჰაერო თავდაცვის სისტემები უკვე უკრაინაშია.  Stormer HVM – ეს არის ახლო მანძილზე მოქმედი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი, რომელსაც რაკეტებისთვის განკუთვნილი 8 კონტეინერი აქვს და რომელსაც ბრიტანეთის არმია 1997 წლიდან იყენებს. Stormer-ი დაბალ სიმაღლეზე მყოფი ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების გასანადგურებლადაა შექმნილი, მის სახურავზე კი განთავსებულია გამაფრთხილებელი სისტემა, რომელიც განსაზღვრავს საჰაერო საფრთხეს, მტრის სამიზნეებსა და პრიორიტეტებს. კომპლექსის სიჩქარე საათში 80 კილომეტრია და მას 3 კაციანი ეკიპაჟი სჭირდება.    

კვიპროსი მზადაა, ევროკავშირს რუსულ გაზზე დამოკიდებულების დაძლევაში დაეხმაროს

კვიპროსის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის ნატაშა პილიდისის განცხადებით, ევროკავშირის სურვილი, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდეს, კუნძულოვანი სახელმწიფოს სტრატეგიულ როლს აძლიერებს. ამის შესახებ პილიდისმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. ევროკომისიის ახალი გეგმით, წევრმა სახელმწიფოებმა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 15%-ით უნდა შეამცირონ „კვიპროსის გაზისთვის ევროპა კარგი პოტენციური მომხმარებელია. რადგან ევროკავშირმა დაადასტურა, რომ  2049 წლამდე ბუნებრივი აირი სამომხმარებლო საწვავად დარჩება. ასე რომ კომპანიებს ახლა შეუძლიათ დადონ გრძელვადიანი კონტრაქტები“, - განაცხადა კვიპროსის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა. ვინაიდან კვიპროსი პატარა ქვეყანაა, ის ცოტა გაზს მოიხმარს, მისი კუნძულოვანი მდებარეობის წყალობით, გაცილებით მეტს აწარმოებს ოფშორში. ამრიგად, 2023 წლის დასაწყისში დაგეგმილია კიდევ ერთი ჭაბურღილის ბურღვა ოფშორულ აფროდიტეს საბადოზე, რომლის მარაგი 125 მილიარდ კუბურ მეტრამდეა შეფასებული. სამუშაოები სრულად 2027 წლისთვის დასრულდება. „კვიპროსს ასევე სურს, ისარგებლოს ბერძნული ენერგეტიკული კომპანიის Energean Plc-ის გეგმით, რათა ააშენოს დაახლოებით 200 კილომეტრიანი მილსადენი მისი ოფშორული საბადოდან ისრაელში, ქალაქ ვასილიკოსამდე კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე“, - თქვა პილიდისმა. დაგეგმილია, რომ მილსადენმა წელიწადში დაახლოებით 3,5 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირი გაატაროს. კვიპროსი მოელის, რომ მისი მშენებლობა 2026 წლისთვის დასრულდება.  20 ივლისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი გეგმა, რომელიც ევროპაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, პაკეტი მიზნად ისახავს, გაზზე მოთხოვნა ყველა წევრმა სახელმწიფომ 15%-ით, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე შეამციროს. წევრ სახელმწიფოებს სექტემბრამდე აქვთ ვადა, აჩვენონ, თუ როგორ შეძლებენ ამ მიზნის მიღწევას.

რუსეთი ევროპის წინააღმდეგ გაზის ომს აწარმოებს, რაც ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტისთვის დამატებითი სტიმულია - ზელენსკი

„ევროპის შანტაჟი გაზით ყოველ თვე უფრო ძლიერდება. სახელმწიფო ტერორისტს ეს სჭირდება იმისთვის, რომ თითოეული ევროპელის ცხოვრება გაუარესდეს. ეს შეიძლება დამატებით სტიმულად განვიხილოთ, რომ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი უფრო წონიანი იყოს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი, ასევე გამოეხმაურა „გაზპრომის“ განცხადებას „ჩრდილოეთ ნაკადი1“-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ. „დღეს ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი მუქარა. დათმობის მიუხედავად, რუსეთი არ აპირებს ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას, როგორც ამას კონტრაქტი ითვალისწინებს. ამას აკეთებს იმისთვის, რომ ევროპა ზამთრისთვის სათანადოდ ვერ მოემზადოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ესაა „გაზის ღია ომი“, რასაც რუსეთი გაერთიანებული ევროპის წინააღმდეგ აწარმოებს. „რუსეთისთვის სულ ერთია როგორ იქნებიან ადამიანები გაზის გარეშე, ემუქრებათ თუ არა მათ შიმშილი დაბლოკილი პორტების გამო. ან როგორ გრძნობენ თავს ზამთრის სიცივეში ან ოკუპაციის გამო. ეს უბრალოდ ტერორის სხვადასხვა ფორმებია“, - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ „გაზპრომმა“ დღეს Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა. შედეგად გზსადენის დატვირთვა კიდევ 20% შემცირდება.  27 ივლისიდან დღე-ღამეში გაზის ამოტუმბვის მაჩვენებელი 33 მილიონი კუბური მეტრი იქნება. Nord Stream1-ის სიმძლავრე (გატარების მაჩვენებელი) დღე-რამეში 170 მილიონი კუბური მეტრია. 21 ივლისიდან, 10 დღიანი შეჩერების შემდეგ გაზსადენი მხოლოდ 40%-ით დაიტვირთა.

ზელენსკიმ სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური შეცვალა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური გრიგორი გალაგანი გაათავისუფლა და მის ნაცვლად ვიქტორ ხორენკო დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „გათავისუფლდეს გრიგორი ანატოლიოვიჩ გალაგანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის თანამდებობიდან“, - აღნიშნულია ბრძანებაში. მედიის ცნობით, სხვა განკარგულებით, ზელენსკიმ ხორენკო უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურად დანიშნა. „უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურად დაინიშნოს ვიქტორ ალექსანდროვიჩ ხორენკო", - ნათქვამია განკარგულებაში. 25 ივლისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ცნობებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს რუსულ ძალებს ხარკოვის ფრონტზე, მაგრამ ზოგიერთმა რუსულმა ქვედანაყოფმა ვუჰლეჰირსკის თბოელექტროსადგურთან (TPP) გარკვეულ წარმატებას მიაღწია. ცნობისთვის, გალაგანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურად 2020 წლის 25 აგვისტოს დაინიშნა.  

ყაზახეთი რუსეთთან ომის შიშით თავდაცვას აძლიერებს - WSJ

ყაზახეთი ცენტრალური აზიის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც აქვს საზღვარი რუსეთთან. ამ სახელმწიფომ რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, გაზარდა თავდაცვის ბიუჯეტი და დაიწყო მოკავშირეების ძებნა შეერთებულ შტატებში, თურქეთსა და ჩინეთში, - წერს WSJ. თოყაევმა ყაზახეთის არმიის განვითარების კონცეფცია განიხილა მნიშვნელოვანი მომენტი დადგა ივნისში, როდესაც თოყაევმა, პუტინის თანდასწრებით, მხარი დაუჭირა უკრაინის მთლიანობას და უარი თქვა "LNR" და "DNR"-ის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ყაზახეთის პრეზიდენტმა მათ „კვაზისახელმწიფოებრივი ტერიტორიები“ უწოდა. ყაზახეთი სამხედრო ტექნიკის განახლებას 2030 წლამდე გეგმავს მან ასევე განაცხადა, რომ ყაზახეთი არ დაეხმარება რუსეთის ფედერაციას სანქციების გვერდის ავლით. გამოცემა აღნიშნავს, რომ ყაზახეთმა ისწავლა უკრაინის „გაკვეთილები“ და თავდაცვის ბიუჯეტის 441 მილიარდი ტენგეით (დაახლოებით 918 მილიონი დოლარით) გაზრდა გადაწყვიტა. WSJ-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, რომ თანხების ნაწილი მოხმარდება ქვეყნის სამხედრო რეზერვების გაზრდას. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ მაშინ, როცა დასავლეთში ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ რუსული არმია უწყინარი მოწინააღმდეგე გახდა, ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ქვეყნის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ რუსულ ამბიციებთან მიმართებით, შიში მხოლოდ იზრდება.  

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც სააგენტო „როიტერი“ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, დაღუპულებს შორის თავად შეიარაღებული თავდამსხმელიცაა.   როგორც ცნობილია, შეიარაღებულმა პირმა სულ მცირე ხუთ ადგილას გახსნა ცეცხლი და ორი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა. დაშავებულთაგან ერთ-ერთი ქალია და ის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ადგილობრივი პოლიციელის თქმით, თავდამსხმელი 28 წლის ჯორდან დანიელ გოგინი შემთხვევის ადგილზე დაკავების დროს სამართალდამცველებმა მოკლეს.  რა გახდა ცეცხლის გახსნის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.  

გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო

გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს აბდულა შაჰიდს შეხვდა. შეხვედრა კახეთში, წინანდალში გაიმართა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, აბდულა შაჰიდს თამარ ყორიაულმა საქართველოს ტურისტული მიმართულება, კახეთის ტურისტული პოტენციალი, ტურიზმის აღდგენის კუთხით შესრულებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. აბდულა შაჰიდი საქართველოში მთავრობის მოწვევით იმყოფება.  

უკრაინული მედია: სამხრეთ უკრაინა მასიური სარაკეტო თავდასხმის ქვეშაა

რუსეთის ძალებმა სამხრეთ უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში შავი ზღვიდან დღეს დილით მიიტანეს. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოპერატიული სარდლობა სამხრეთის Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მასიური სარაკეტო შეტევა განხორციელდა სამხრეთ უკრაინაზე, მათ შორის შავი ზღვიდან. „გაისროლეს საჰაერო ბაზირებული რაკეტა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ოდესის რეგიონში რუსული რაკეტები ზღვისპირა დასახლებებში ცალკეულ სახლებს მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ. წინასწარი მონაცემებით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის. გარდა ამისა, რუსული ჯარები თავს დაესხნენ მიკოლაივის რეგიონის საპორტო ინფრასტრუქტურას. ხერსონის რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან S-300 სარაკეტო სისტემით ასევე დაარტყეს მიკოლაევის რეგიონს. ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, დაზიანებულია ადგილობრივი ავტობაზრობა და სხვა ღია ადგილები. ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის მასშტაბის შესახებ ჯერ არ არის გადამოწმებული. რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე რუსტამ მინეკაევმა აპრილში განაცხადა, რომ სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლი რუსეთს მიერ მოლდოვის ოკუპირებულ ნაწილზე წვდომის საშუალებას მისცემს.  

რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში, სანავთობო ბაზა იწვის

რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში, ბუდენოვსკის რაიონში სანავთობო ბაზა იწვის. ამასთან, სოციალურ ქსელში ხანძრის ამსახველი კადრებიც ვრცელდება. უკრაინის ხელისუფლებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ დონეცკში მტრის საბრძოლო მასალების, საწვავისა და საპოხი მასალების ბაზას რამდენჯერმე შეუტიეს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მე-5 საარტილერო ბრიგადის ტაქტიკური საველე წვრთნები დასრულდა

ვაზიანის პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარის“ ბატარეის ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარი“-ს ბატარეა იყო მიზიდული, რომელსაც მხარს მე-5 საარტილერიო ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეული და 53-ე უზრუნველყოფის ბატალიონი უჭერდა. საველე სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფის ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას მხარდამჭერ ქვედანაყოფებთნ ერთად. დასკვნით ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებმა წინასწარ განსაზღვრული ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ოპერაცია განახორციელეს. საველე წვრთნებს სამი კვირის განმავლობაში მე-5 საარტილერიო ბრიგადიდან შერჩეული დამკვირვებელ-მაკონტროლებლები აკვირდებოდნენ.  

ბლინკენმა აზერბაიჯანს და სომხეთს მოუწოდა, თბილისში გამართული შეხვედრის მსგავსად, დიალოგი განაგრძონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრისას, მხარეებს თბილისში გამართული დიალოგის მსგავსი მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა და პრეზიდენტმა ალიევმა განიხილეს აზერბაიჯანისა და სომხეთის ისტორიული შესაძლებლობა რეგიონში მშვიდობის მისაღწევად. მდივანმა ევროკავშირის შუამავლობით ნაყოფიერი დისკუსიებისადმი მხარდაჭერა ასევე დაადასტურა. აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა 1994 წლიდან და მზადაა, ორმხრივად და თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს გრძელვადიანი ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში. მდივანმა ბლინკენმა ასევე მოუწოდა პრეზიდენტ ალიევს, გაათავისუფლოს დაკავებული სომეხი სამხედროები.  რაც შეეხება ფაშინიანთან სატელეფონო საუბარს, მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის შესახებ გავრცელებული ცნობის თითქმის იდეტურია, იმ განსხვავებით, რომ სომეხი სამხედროების გათავისუფლება არ არის ნახსენები. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ბლინკენმა პრემიერი ფაშინიანი სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო შეაქო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თბილისში გამართულ შეხვედრას 17 ივლისსაც მიესალმა. ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ამ შეხედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა. თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 16 ივლისს გაიმართა.