ძებნის რეზულტატი:
ნედ პრაისი: გულითად სამძიმარს ვუცხადებთ გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების ოჯახის წევრებს
გულითად სამძიმარს ვუცხადებთ გუდაურში ჩამოვარდნილი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების ოჯახის წევრებს, - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა „გულითად სამძიმარს ვუცხადებთ გუდაურში ჩამოვარდნილი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. აშშ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველი მეგობრების გვერდით დგას“, - წერს პრაისი "ტვიტერზე". ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გრიგოლეთში, მდინარე სუფსაში ტრაილერი გადავარდა
გრიგოლეთში, მდინარე სუფსაში ტრაილერი გადავარდა. ამასთან, ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე მაშველები და შს სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. ამ ეტაპზე, მომხდარის შესახებ სხვა ჯერჯერობით უცნობია.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა ლატვიაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა
BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა ლატვიაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა. როგორც რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ Telegram-ზე წერს, ლატვიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერების მიზეზი მოსკოვსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი სანქციებია. ცნობისთვის, ევროპის ქვეყნები აცხადებენ, რომ მოსკოვი ენერგორესურსებს შანტჟისთვის იყენებს. 11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა. რის შემდეგაც, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების გეგმა წარმოადგინა. 21 ივლისს რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, თუმცა გაზსადენი მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით მუშაობს. 25 ივლისს კი, „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა, შედეგად ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ 20%-ით შემცირდა. ამასთან, რუსულმა „გაზპრომმა“ ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა პოლონეთში, ბულგარეთში, ფინეთში, დანიასა და ნიდერლანდებში. ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზად დასახელდა, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა რუსული გაზის რუბლში შესყიდვაზე უარი განაცხადეს. ცნობისთვის, პირველი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვდა. ამისთვის უცხოელ მყიდველებს ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გაეხსნათ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აპრილში განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“. ასევე წაიკითხეთ: ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა
ჯოზეფ ბორელი: პუტინს მალე მოუწევს არჩევანის გაკეთება იარაღსა და ხალხისთვის კარაქის მიწოდებას შორის
"ვლადიმერ პუტინს მალე მოუწევს არჩევანის გაკეთება იარაღსა და ხალხისთვის კარაქის მიწოდებას შორის", - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ვლადიმერ პუტინს მალე მოუწევს არჩევანის გაკეთება იარაღსა და ხალხისთვის კარაქის მიწოდებას შორის. შეხედეთ რუსულ ტანკებს, რომლებსაც ჭურვები მოხვდა და თქვენ დაინახავთ, თუ რამდენი ელექტრონული კომპონენტია ამ ტანკში, რომელთა უმრავლესობა დასავლეთშია წარმოებული და მათ ამ კომპონენტებთან წვდომა აღარ ექნებათ“, – განაცხადა ბორელმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი: სააკაშვილი ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ქართულ პოლიტიკასაც მთლიანად
"მიხეილ სააკაშვილი ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ქართულ პოლიტიკასაც მთლიანად. სააკაშვილის პოლიტიკურმა რესურსმა თავი ამოწურა და დღის წესრიგის ამოცანებიც ამის მიხედვით შეიცვალა, მისი მთავარი ამოცანაა, მიხედოს ჯანმრთელობას, გადაურჩეს მოსალოდნელ საფრთხეს, სიკვდილს - არანაირი პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილისთვის საინტერესო არ არის, არც საუბრობს ამ თემაზე", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა. „მას არავის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. მისმა პოლიტიკურმა რესურსმა თავი ამოწურა და დღის წესრიგის ამოცანებიც ამის მიხედვით შეიცვალა. მისი მთავარი ამოცანაა, მიხედოს ჯანმრთელობას, გადაურჩეს მოსალოდნელ საფრთხეს, სიკვდილს. ამ ამოცანიდან გამომდინარე, მისი პოზიცია ასეთია, რომ ვისაც უნდა, მიშა სააკაშვილი ცოცხალი იხილოს, მხარი დაუჭიროს, რომ წავიდეს ამ ქვეყნიდან და იმკურნალოს. არანაირი პოლიტიკა მისთვის საინტერესო არ არის, არც საუბრობს ამ თემაზე. ამბობს, რომ მან ყველა ვალი მოიხადა როგორც პარტიის, ასევე ქვეყნის წინაშე. დღემდე მეუბნება, რომ ძალიან გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ჩამოვიდოდა მას დააკავებდნენ, მაგრამ ეს არ აშინებდა და კიდევ ერთხელ უნდოდა, დაენახა ყველას, რომ ის არც მშიშარაა და არც ციხის პირობებს გაურბოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სასამართლო რაზეც განაჩენი იყო გამოტანილი, საეჭვო შთაბეჭდილებას ტოვებდა, ის მზად იყო ხელახლა მიეღო მონაწილეობა ყველა სასამართლო პროცესში“, – განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ. 9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება. ოჯახი და ექსპრეზიდენტის გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 24 მაისს განაცხადა, რომ „ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი“. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტების შეშვება დაავალა ადვოკატის თქმით, სააკაშვილი წოლით რეჟიმზეა, ვერ გადაადგილდება და წონა მკვეთრად დაკარგა
ნორვეგიამ უკრაინას IVECO LAV III-ის 14 ჯავშანმანქანა გადასცა
უკრაინული მედიის ცნობით, ნორვეგიის ხელისუფლებამ უკრაინას IVECO LAV III-ის 14 ჯავშანმანქანა გადასცა. „ნორვეგია განაგრძობს უკრაინელების თავისუფლებისთვის ბრძოლაში წვლილის შეტანას. ნორვეგიის მთავრობა მუდმივად ცდილობს დაეხმაროს უკრაინას, რათა თავი დაიცვას რუსული შემოჭრისგან", - ამის შესახებ, ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტერე 1-ელ ივლისს უკრაინაში იმყოფებოდა და ქვეყნის ხელისუფლებას დაჰპირდა, რომ 10 მილიარდი კრონის მოცულობის დახმარებას გაუწევს.
მატეუშ მორავეცკი: პოლონეთისა და უნგრეთის გზები გაიყო
პოლონეთის პრემიერმა მატეუშ მორავეცკიმ დაადასტურა, რომ უკრაინაში ომთან მიმართებით, განსხვავებული პოზიციების გამო, პოლონეთისა და უნგრეთის გზები გაიყო. „მე ვეთანხმები პრემიერ-მინისტრ ორბანის პოზიციას, რომ პოლონეთისა და უნგრეთის გზები გაიყო“, - განაცხადა მორავეცკიმ. მისი თქმით, პოლონეთი არ მონაწილეობს რუსეთ-უკრაინის ომში. „ომს აწარმოებენ უკრაინელები“, - აღნიშნა მორავეცკიმ. მისი თქმით, უკრაინელების გმირული ბრძოლა, მხარდაჭერილია „აშშ-ის იარაღით. ასევე უკრაინელებს ეხმარება ბრიტანეთი, პოლონეთი და ბევრი სხვა ქვეყანა. პრაქტიკულად მთელი ევროპა, რომლის მიზანიცაა საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა“. „ჩვენ გვსურს, რომ უკრაინა გადარჩეს და შეინარჩუნოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა, თავისი სუვერენიტეტი“, - აღნიშნა მორავეცკიმ. მანამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, პოლონეთისა და უნგრეთის ურთიერთობები „თავდაყირა დადგა“, რადგან უნგრეთი ამ ომს აფასებს, როგორც „ორი სლავი ერის კონფრონტაციას“, პოლონეთს კი სხვა პოზიცია აქვს და ამიტომ მათი გზები გაიყო.
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირმა რუსული გაზის შესყიდვის წილი ორჯერ შეამცირა
უკრაინაში ომის დაწყებიდან 6 თვეში ევროკავშირის შესყიდვებში, რუსული გაზის წილი განახევრდა. ამის შესახებ, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა. ევროპის გაზსაცავები შიდა მოთხოვნის მეოთხედს აკმაყოფილებენ. ევროკავშირი გაზის ახალ ექსპორტიორებს ეძებს „ომის დაწყებამდე ეს წილი 40% შეადგენდა, ახლა კი 20%-ია“, - თქვა ბორელმა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია „მოითხოვო გაზის შესყიდვების სრული შეწყვეტა ღამით“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს „ასწაულების მოხდენა არ შეუძლია“. „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა რუსეთიდან მიწოდებაზე უარის თქმის ფონზე, ევროკავშირის ქვეყნები ივლისის ბოლოს შეთანხმდნენ, რომ მომავალი ზამთრის სეზონისთვის გაზის მოხმარება ბოლო ხუთი წლის საშუალოდან 15%-ით შეამცირონ. ომის დაწყების შემდეგ ევროპაში ენერგიის მიწოდება მკვეთრად შემცირდა და ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით ავსტრიამ, ნიდერლანდებმა, დანიამ, შვედეთმა, უნგრეთმა და გერმანიამ ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
ცხვარიჭამიაში, 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 7 პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ხულიგნობის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ხულიგნობის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პოლიციამ ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებული მხარეები, მათ შორის დ.ჯ. – დანის გამოყენებით, ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რა დროსაც დ.ჯ.-მ მირიან კუკავას დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად მირიან კუკავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადილიდან მიიმალა. „გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფაქტს რამდენიმე პირი შეესწრო, თუმცა მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს, ხოლო მოგვიანებით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. სამართალდამცველებმა რვა პირი, მათ შორის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. პროკურატურამ დ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლთ (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხუთ პირს ბრალდება 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ პირს ბრალდება 370-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს მირიან კუკავას ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო. პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ და მართლმსაჯულება აღსრულდეს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე დაიღუპა
მატრყოფთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე დაიღუპა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. საპატრიარქოს ცნობითვე, შემთხვევის შედეგად დაშავებული სხვა პირები უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. „დღეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ყოვლადუსამღვდელოესი, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია). როგორც ამ ეტაპზე დგინდება, ავტომანქანას მართავდა მძღოლი, შემთხვევის შედეგად დაშავებული სხვა პირები კი გადაყვანილი არიან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. მწუხარებას გამოთქვამთ ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ სამთავისისა და კასპის ეპარქიას, განსვენებულის სამწყსოს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. უფალმა აცხონოს ეპისკოპოს დამიანეს უკვდავი სული და მართალთა თანა დააწესოს იგი“, – ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.
საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები წარუდგინა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის მიზნით, წარუდგინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან: რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი, გიორგი შაიშმელაშვილი, ნანული ბებია, თამარ ალფაიძე, ხოლო ცესკო-ს წევრობის კანდიდატები კი, ქრისტინე ქაჯაია, სიმონ პარუნაშვილი, ლევან ისაკაძე, თამაზ ფოლადაშვილი, მაია, ზარიძე, გია ცაცაშვილი, რუსუდან ქურდიანი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს შვიდი დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომის შემაჯამებელი ოქმი.
ირაკლი ღარიბაშვილი სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის დამიანეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის დამიანეს გარდაცვალების გამო, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის დამიანეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე დაიღუპა მთავრობის მეთაური სამძიმარსა და თანაგრძნობას უცხადებს ეპისკოპოსის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მრევლს, სამთავისისა და კასპის ეპარქიას, საქართველოს საპატრიარქოს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის დამიანეს გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მრევლს, სამთავისისა და კასპის ეპარქიას, საქართველოს საპატრიარქოს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ლატვიის ეკონომიკის სამინისტრო: „გაზპრომის“ მიერ გაზის შეწყვეტას, მომხმარებელზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება
ლატვიის ეკონომის მინისტრის ილზე ინდრიკსონეს განცხადებით, „გაზპრომის“ მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტას მომხმარებელზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა ლატვიაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა „გაზპრომის“ განცხადება კანონზომიერია, მაგრამ ამას ლატვიელი მომხმარებლისთვის მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ილზე ინდრიკსონემ. მისი თქმით, რუსული გაზის გიგანტის რეაქცია Latvijas Gāze-ს განცხადებამ განაპირობა. კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ რუსული გაზის საფასურს რუბლის ნაცვლად ევროთი დაფარავდა. ლიეტუვამ რუსული გაზის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა „ჩვენ უკვე კარგა ხანია აღარ გვაქვს იმედი, რომ რუსული გაზის მიწოდება უწყვეტი იქნება. ჩვენთვის ახლა პრიორიტეტულია კლაიპედის ტერმინალი, ამასთან ვმუშაობთ გაზის ალტერნატიულ მომწოდებლებთან. „გაზპრომის“ ეს ნაბიჯი ჩვენთვის არსებითად არაფერს ცვლის“, - აღნიშნა ილზე ინდრიკსონემ. ცნობისთვის, პირველი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვდა. ამისთვის უცხოელ მყიდველებს ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გაეხსნათ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აპრილში განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.
ჰიტლერის საათი აუქციონზე $1,1 მილიონად გაიყიდა
ნაცისტების ლიდერის, ადოლფ ჰიტლერის საათი, აშშ-ში აუქციონზე $1,1 მილიონად ანონიმურმა პირმა იყიდა. 1930 წელს გამოშვებულ Huber-ის ბრენდის საათზე სვასტიკა და ინიციალები AH ამოტვიფრული. „ანდრეას ჰუბერის“ ოქროს მაჯის საათი, რომელიც, სავარაუდოდ, ჰიტლერს 1933 წლის 20 აპრილს, 44 წლის იუბილეზე გადასცეს. მაშინ ის ყოფილ კანცლერ პოლ ფონ ჰინდენბურგთან ერთად ბავარიის საპატიო მოქალაქედ დასახელდა. საათზე სამი თარიღია: ჰიტლერის დაბადების დღე, თარიღი, როდესაც ის გახდა კანცლერი და დღე, როდესაც ნაცისტურმა პარტიამ 1933 წლის მარტში არჩევნები მოიგო. აუქციონის სახლის ცნობით, საათი სუვენირად მაშინ აიღეს, როდესაც 1945 წლის მაისში ბერგჰოფში, ჰიტლერის თავშესაფარში 30-მდე ფრანგი ჯარისკაცი შეიჭრა. ცნობისათვის, ადოლფ ჰიტლერი იყო გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. გერმანიის ფიურერი და რაიხსკანცლერი, ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის ლიდერი. ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ინიციატორი.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს
სამხრეთ უკრაინის ახლახან ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დანიშნული ხელისუფლების წარმომადგენლები რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების საკითხს ეხება. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 2199 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა "ადგილობრივი ხელისუფლებები, როგორც ჩანს, მოსახლეობაზე ზეწოლას ახორციელებენ პერსონალური დეტალების გასამჟღავნებლად, საიმისოდ, რომ საარჩევნო სიები შედგეს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, ოკუპირებული ხერსონის რეგიონის გარშემო მოსკოვის მიერ დანიშნულმა სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ემზადება რეფერენდუმისთვის რუსეთთან შეერთების საკითხზე. ამასთან, ხერსონი რუსეთის ძალების კონტროლის ქვეშ მარტის დასაწყისიდანაა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
აზოვი პუტინს: სიკვდილით თავად დაისჯებით, საკუთარ აფთრებთან ერთად
„აზოვის“ პოლკი, ელენოვკაში უკრაინელი სამხედროების მკვლელობის შემდეგ, აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ გასამართლდება. აზოვის პოლკი ავრცელებს ვიდეომიმართვას, რომელშიც დანაყოფის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკიტა ნადტოჩი საუბრობს უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახოცვის შესახებ და ვლადიმერ პუტინს მიმართავს. „დღეების განმავლობაში ისინი იტყუებოდნენ უკრაინის არმიის შესახებ და დღეს თავისი დანაშაული საელჩოს განცხადებით დაადასტურეს. მინდა შევახსენო პუტინს, რომელსაც ამ დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა პირადად ეკისრება, რომ ჩამომხრჩვალის სახლში თოკზე არ ლაპარაკობენ. თავად დაისჯებით სიკვდილით თქვენს აფთრებთან და საელჩოებთან ერთად. ყველაფერი ისე, როგორც გიყვართ, ცნობებითა და ბეჭდებით, საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით. ბარბაროსული ვერშემდგარი იმპერია განადგურდება,“ – განაცხადა „აზოვის“ მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა. მანამდე, ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ „აზოვის“ მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებდნენ. „აზოვის მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებენ, არა ათეულის ცეცხლით სიკვდილს, არამედ ჩამოხრჩობით, რადგან ისინი ნამდვილი ჯარისკაცები არ არიან. ისინი დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ". – წერდა რუსეთის საელჩო. 29 ივლისს „აზოვმა“ ელენოვკაში, უკრაინელი ჯარისკაცების მასობრივ მკვლელობაში ყველა მონაწილე პირზე „ნადირობა“ გამოაცხადა. 29 ივლისს რუსული მედია წერდა, რომ ელენოვკაში, სადაც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, უკრაინის ჯარმა კოლონა დაცხრილა და სულ ცოტა 53 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის გენშტაბმა ეს ბრალდება უარყო. თავის მხრივ უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთმა ამ აქტით ტყვეების წამებისა და გარდაცვალების ფაქტები დამალეს. უკრაინის დაზვერვა თვლის, რომ დონეცკის ოლქში, ელენოვკაში უკრაინელი პატიმრების მკვლელობა, „ვაგნერის“ დაქირავებულებმა, ევგენი პრიგოჟინის პირადი ბრძანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან კოორდინაციის გარეშე მოაწყვეს. უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ „ჩაჭრეს“ სატელეფონო საუბრები, რომლებშიც დამპყრობლები ადასტურებენ, რომ სწორედ რუსი ჯარები იყვნენ პასუხისმგებელი ოკუპირებული ელენოვკას კოლონიაში მომხდარ აფეთქებაზე, სადაც სულ მცირე 53 უკრაინელი პატიმარი დაიღუპა.
უკრაინის ვიცე-პრემიერი: უკრაინის ხელისუფლება დონეცკის ოლქის არაოკუპირებული რაიონებიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციას იწყებს
უკრაინის ხელისუფლება დონეცკის ოლქის არაოკუპირებული რაიონებიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციას იწყებს. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის ვიცე-პრემიერზე ირინა ვერეშჩუკზე დაყრდნობით აცხადებს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს "საუბარია არა ნებაყოფლობით, არამედ სავალდებულო ევაკუაციაზე. ასეთი ზომის გატარებას უკრაინის კანონმდებლობა ითვალისწინებს. უკრაინის მოქალაქე თუ უარს იტყვის ევაკუაციაზე, მაშინ მან შესაბამის განცხადებას უნდა მოაწეროს ხელი", - განაცხადა ვერეშჩუკმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
„აზოვის“ სამხედროების მკვლელობაზე რუსეთის საელჩოს განცხადების შემდეგ, ბრიტანელმა დეპუტატმა რუსი დიპლომატების გაძევება მოითხოვა
ბრიტანეთის „ლეიბორისტული“ პარტიის დეპუტატი კრის ბრაიტენი მიიჩნევს, რომ „აზოვის“ სამხედროების მკვლელობაზე რუსეთის საელჩოს განცხადების შემდეგ, ბრიტანეთმა რუსი დიპლომატები ქვეყნიდან უნდა გააძევოს. „ეს განცხადება უკანონოა და არის სამხედრო დანაშაულისკენ მოწოდება. დროა, ბრიტანეთმა რუსეთის საელჩოს ყველა თანამშრომელი მოსკოვში დააბრუნოს. ლიზ ტრას, რის გაკეთებას აპირებთ?“- დაწერა ბრიტანეთის „ლეიბორისტული“ პარტიის დეპუტატმა Twitter-ზე. აზოვი პუტინს: სიკვდილით თავად დაისჯებით, საკუთარ აფთრებთან ერთად მანამდე, ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ „აზოვის“ მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებდნენ. „აზოვის მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებენ, არა ათეულის ცეცხლით სიკვდილს, არამედ ჩამოხრჩობით, რადგან ისინი ნამდვილი ჯარისკაცები არ არიან. ისინი დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ,“ – დაწერა რუსეთის საელჩომ. 29 ივლისს რუსული მედია წერდა, რომ ელენოვკაში, სადაც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, უკრაინის ჯარმა კოლონა დაცხრილა და სულ ცოტა 53 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის გენშტაბმა ეს ბრალდება უარყო. თავის მხრივ უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთმა ამ აქტით ტყვეების წამებისა და გარდაცვალების ფაქტები დამალეს. უკრაინის დაზვერვა თვლის, რომ დონეცკის ოლქში, ელენოვკაში უკრაინელი პატიმრების მკვლელობა „ვაგნერის“ დაქირავებულებმა ევგენი პრიგოჟინის პირადი ბრძანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან კოორდინაციის გარეშე მოაწყვეს. უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ „ჩაჭრეს“ სატელეფონო საუბრები, რომლებშიც დამპყრობლები ადასტურებენ, რომ სწორედ რუსი ჯარები იყვნენ პასუხისმგებელი ოკუპირებული ელენოვკას კოლონიაში მომხდარ აფეთქებაზე, სადაც სულ მცირე 53 უკრაინელი პატიმარი დაიღუპა.
ჯო ბაიდენს COVID19 მეორედ დაუდასტურდა
CNN-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ნეგატიური ტესტის შემდეგ, COVID19 ხელმეორედ დაუდასტურდა. მისი ექიმის განცხადებით, ჯო ბაიდენს სიმპტომები არ აქვს, თუმცა თვითიზოლაციაში გადასვლა მაინც მოუწევს. ჯო ბაიდენის ტესტი COVID19-ზე უარყოფითია - Reuters თეთრმა სახლმა 21 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბადენს კორონავირუსი დაუდასტურდა.