ძებნის რეზულტატი:
დაიღუპა ტურისტი, რომელიც პარაპლანის კლდეზე შეჯახებისას დაშავდა
შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დაიღუპა ტურისტი, რომელიც პარაპლანის კლდეზე შეჯახებისას დაშავდა. მასთან ერთად მყოფი საქართველოს მოქალაქე კი მაშველებმა ამოიყვანეს. სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანაში უმძიმესი წუთებია. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება
ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა პატიმრების გაცვლის თაობაზე ტელეფონით ისაუბრეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პატიმრების გაცვლის თაობაზე ესაუბრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. CNN: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის რუსეთში დაკავებულ ორ ამერიკელზე გაცვლას სთავაზობს ამერიკის პირველმა დიპლომატმა რუს კოლეგასთან საუბარს „გულწრფელი და პირდაპირი“ უწოდა. მედიის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-სა და რუსეთს საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ერთმანეთთან სატელეფონო საუბარი გამართეს მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს უკრაინაში ომი დაიწყო. „მე დიდად ვეცადე დამერწმუნებინა კრემლი, რომ მიეღოთ არსებითი წინადადება, რომელიც ჩვენ პოლ უელანისა და ბრიტნი გრინერის გათავისუფლების შესახებ დავაყენეთ“, - აღნიშნა ბლინკენმა. როგორც მედია წერს, ამერიკული მხარე რუსეთს სთავაზობს აშშ-ის მოქალაქეები რუს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტში გაცვალონ.
მაია სანდუ: დახმარებისთვის რუმინეთს მივმართავთ, თუ უკრაინაში ომი მოლდოვაში გავრცელდება
მოლდოვა დახმარებისთვის რუმინეთს მიმართავს, თუ უკრაინაში ომი მოლდოვაში გავრცელდება და რუსეთთან ურთიერთობა გაუარესდება, - ამის შესახებ, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა . „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ. ყველაზე პესიმისტურ სცენარსაც განვიხილავთ. შესაბამისად, ყველა სცენარისთვის ვემზადებით. იმ სიტუაციაში, თუ რუსეთი შეეცდება მოლდოვაზე თავდასხმას, ჩვენ ცხადია, მოვითხოვთ დახმარებას“, - აღნიშნა მაია სანდუმ. 28 ივლისს მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის 60 დღით გახანგრძლივებას მას შემდეგ, რაც მთავრობამ განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ სჭირდება სპეციალური უფლებამოსილებები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგების მოსაგვარებლად.
ევროზონაში ინფლაცია რეკორდულ ნიშნულზეა
მიმდინარე წლის ივლისში ევროზონაში წლიურმა ინფლაციის დონემ 8.9%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროზონის ეკონომიკური ზრდის დონემ +4.0% შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალთან შედარებით მშპ-ის მოცულობა 0.7%-ითაა გაზრდილი. ევროსტატის განმარტებით, ინფლაციის დონის ზრდის ძირითადი მიზეზი ენერგორესურსების 40%-ით გაძვირება და სურსათის ფასების თითქმის 10%-ით ზრდაა. რეკორდულად გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო ათწლეულში პირველად მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზო პუნქტით გაზარდა. შეგახსენებთ, რომ ივნისში ევროკავშირის საშუალო ინფლაციურმა მაჩვენებელმა 9.6%-ს მიაღწია, ხოლო გასულ თვეს ევროზონის ინფლაცია 8.6 პროცენტს შეადგენდა. S&P Global-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, მწარმოებლები აფიქსირებენ მოთხოვნის მკვეთრ შემცირებას, ხოლო მაღალი ფასები აფერხებს აქტივობას მომსახურების სექტორში. JPMorgan-ი და Goldman Sachs-ი ევროზონაში რეცესიას პროგნოზირებენ. Goldman-ი აცხადებს, რომ ეკონომიკური ვარდნა რეალურად უკვე ამ კვარტალში დაიწყება.
აშშ-ის საელჩო გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
აშშ-ის საელჩო საქართველოში, გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სამძიმარს უცხადებს ტრაგიკულად დაღუპული მესაზღვრეების, საგანგებო სიტუაციების მართვის და პირველადი რეაგირების პერსონალის ოჯახებს და მეგობრებს მათი ტრაგიკული დაღუპვის გამო. ამერიკის შეერთებული შტატების მთელი გუნდი პატივს მიაგებს მათ მიერ აღებული ვალდებულებისადმი ერთგულებას, დაიცვან საქართველოს უსაფრთხოება“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. დღეს 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა და დაშავდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შსს-ს ინფორმაციით ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება
მინსკმა ლონდონიდან ელჩი გაიწვია
ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთიდან ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამის მიზეზი ბრიტანეთის მიერ ბელორუსისთვის დაწესებული უპრეცედენტო სანქციები გახდა. „ბელორუსის მოქალაქეების, საწარმოების თანამშრომლების, ბელორუსის ეკონომიკისა და ფინანსური სისტემის მიმართ უპრეცედენტო სანქციების შემოღება, ბელორუსი ჟურნალისტებისა და მედიის მუშაობის შეზღუდვა, ფრენების უსაფუძვლო აკრძალვა, ბელორუსი პარლამენტარებისთვის ვიზების გაცემაზე ნებაყოფლობითი უარი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, სხვა უკანონო შემაკავებელი ზომები ამ ეტაპზე არ იძლევა სრულფასოვანი დიალოგის შესაძლებლობას“, - აცხადებენ ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამასთან, ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ლონდონთან კომუნიკაციისთვის, ყველა „ფანჯარას არ დახურავენ“.
CNN: რუსეთი ამერიკელი პატიმრების, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ვლადომერ კრასიკოვში გაცვლას ითხოვს
CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთი ამერიკელი პატიმრების, პოლ უელანისა და ბრიტნი გრაინერის სანაცვლოდ რუსი იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის გარდა, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ვლადიმერ კრასიკოვში გაცვლას ითხოვს. CNN: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის რუსეთში დაკავებულ ორ ამერიკელზე გაცვლას სთავაზობს ვლადიმერ კრასიკოვი 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლის ზელიმხან ხანგოშვილის მკველობისთვის 2021 წლის დეკემბერში გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. გერმანელი გამომძიებლები აცხადებდნენ, რომ კრასიკოვმა ხანგოშივილის მოკვლის დავალება, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო უწყებებიდან მიიღო. CNN-ის ცნობით, ვაშინგტონში მოსკოვის თხოვნა მოისმინეს, თუმცა კრასიკოვი „პრობლემური პატიმარია“, რადგან ის პატიმრობაში ბერლინში იმყოფება. ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა პატიმრების გაცვლის თაობაზე ტელეფონით ისაუბრეს შეგახსენებთ, რუსეთში დაკავებული ორი ამერიკელი ბრიტნი გრინერი და პოლ უილანია. 31 წლის კალათბურთის ვარსკვლავი გრინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მას ნარკოტიკული ნივთიერება, კანაფის ზეთი ჰქონდა ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში. გრინერს ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვისთვის ათწლიანი პატიმრობა ემუქრება. 2020 წელს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ყოფილ ქვეითს, პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამერიკელი პოლ უილანი მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 2020 წლის 3 იანვარს დააკავეს.
ევროკავშირის წარმომადგენლობა გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულების ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს მომხდარ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აშშ-ის საელჩო გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს „საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპული ეკიპაჟის მამაცი წევრების, მაშველებისა და მედიკოსების ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს“, – აღნიშნულია განცხადებაში. სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანაში უმძიმესი წუთებია. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა და დაშავდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შსს-ს ინფორმაციით ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2022 წლის 29 ივლისს, გუდაურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნის პატივსაცემად, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა გლოვის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, საქართველოს რვა მოქალაქე დაიღუპა. შსს გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ განცხადებას ავრცელებს ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
Reuters: ევროპაში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ევროპაში, კერძოდ ესპანეთში ესპანეთში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „როიტერის“ განმარტებით, ეს გარდაცვალების მეორე შემთხვევაა, რომელიც აფრიკის ფარგლებს მიღმა დაფიქსირდა. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების 4 298 შემთხვევა დადასტურდა. ცნობისთვის, მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღწერილ 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშ აღწერეს. მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას. ასევე წაიკითხეთ: რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოში გლოვის დღეა
გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო.ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას. მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში. ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს
დამწუხრებული ვართ საქართველოში, გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენის ჩამოვარდნის და ბორტზე მყოფი ეკიპაჟის რვა წევრის გარდაცვალების გამო, - თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს. გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა „დამწუხრებული ვართ საქართველოში, გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენის ჩამოვარდნის და ბორტზე მყოფი ეკიპაჟის რვა წევრის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ჩვენი მეზობელი საქართველოს მეგობარ მთავრობას და ხალხს”, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამასთან, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
აშშ-ში წყალდიდობას, სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში, კენტუკიში წყალდიდობას, სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულთა შორის 6 ბავშვია. 23 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამასთან, სტიქიის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კენტუკის შტატი კატასტროფის ზონად გამოაცხადა და შტატისთვის ფედერალური დახმარების გადაცემის განკარგულება გასცა.
უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 2199 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა
უკრაინაში რუსეთის ძალების სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 2199 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, მათგან 225 სრულად განადგურებულია. ამის შესახებ ინფორამაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვებისა და თავდასხმების შედეგად 2199 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა“,- ვკითხულობთ ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქართველოში შვედეთის საელჩო: გუდაურში ვერტმფრენის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო, ღრმად ვართ დამწუხრებული
საქართველოში შვედეთის საელჩო ღრმადაა დამწუხრებული გუდაურში ვერტმფრენი ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს და გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს „საქართველოში შვედეთის საელჩო ღრმად არის დამწუხრებული გუდაურში ვერტმფრენი ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო და სურს სამძიმარი გამოუცხადოს ტრაგიკულად დაღუპული მესაზღვრეების, საგანგებო სამსახურების პერსონალის, მაშველების და სამედიცინო პერსონალის ოჯახის წევრებს და მეგობრებს“, – აღნიშნულია შვედეთის საელჩოს „ტვიტერის“ გვერდზე. ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ასევე წაიკითხეთ: გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
უკრაინის შეიარაღებული ძალები: უკრაინელებმა 24 თებერვლიდან დღემდე, 40 670 რუსი სამხედრო მოკლეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელებმა 24 თებერვლიდან დღემდე, 40 670 რუსი სამხედრო მოკლეს, აქედან 170 - ბოლო 24 საათში. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 2199 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა „უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 1759 ტანკი, 3995 ჯავშანტექნიკა, 906 ერთეული საარტილერიო სისტემა, 258 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 117 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 222 საბრძოლო თვითმფრინავი, 190 ვერტმფრენი, 733 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2889 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 78 ერთეული სპეცტექნიკა და 174 ფრთოსანი რაკეტა", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დავით ზალკალიანი: უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა გუდაურში - მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ამ მძიმე დროს სოლიდარობისთვის
აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ზალკალიანი, გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა გუდაურში. ჩვენი გმირი მაშველები, მედიკოსები და მფრინავები, საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს, სიცოცხლის გადასარჩენად, ტრაგიკულად დაიღუპნენ. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების, ახლობლების მწუხარებას და ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!“, - აღნიშნავს ზალკალიანი. გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა ზალკალიანმა სოლიდარობის გამოხატვისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს მადლობა გადაუხადა. „მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ამ მძიმე დროს სოლიდარობისთვის“, - წერს ზალკალიანი. შეგახსენებთ, რომ გუდაურში მომხდარ ტრაგედიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის საელჩო გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
ლევან რატიანი: გუდაურში დაშავებული ინსტრუქტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, გუშინ, 29 ივლისს გუდაურში პარაპლანით ჩამოვარდნისას დაშავებულ ინსტრუქტორს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა "პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. გუშინ ჩაუტარდა გადაუდებლად ოპერაცია. ამ ეტაპზე ქირურგიულ დეპარტამენტში დაკვირვების ქვეშ იმყოფება და დამატებით ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს", - განაცხადა რატიანმა. ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
რომის პაპი: შეიძლება, მალე მოვიდეს დრო, როცა გადადგომაზე ფიქრს დავიწყებ - მაშინ გადავდგები, როდესაც ვიგრძნობ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები საქმის კეთებაში ხელს მიშლის
შეიძლება, მალე მოვიდეს დრო, როცა გადადგომაზე ფიქრს დავიწყებ, რომის პაპის შეცვლა არც კატასტროფაა და არც ტაბუ, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრაცისკემ განაცხადა. როგორც რომის პაპი აღნიშნავს, მაშინ გადადგება, როდესაც იგრძნობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები საქმის კეთებაში ხელს შეუშლის. „შეიძლება, მალე მოვიდეს დრო, როცა გადადგომაზე ფიქრს დავიწყებ. გადადგომის, პენსიაზე გასვლის კარი ღიაა და ეს ნორმალური ვარიანტია, მაგრამ დღემდე ამ კარზე არ დამიკაკუნებია. რომის პაპის შეცვლა არც კატასტროფაა და არც ტაბუ“, - ამბობს პაპი. ცნობისთვის, 85 წლის რომის პაპი კანადას სტუმრობდა. კანადაში ვიზიტის განმავლობაში პაპი ძირითადად ეტლით გადაადგილდებოდა.
უკრაინის ეროვნული პოლიცია: რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში 17 დასახლებული პუნქტი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში 17 დასახლებული პუნქტი დაბომბეს, არიან დაჭრილები და დაღუპულები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 2199 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა "რუსეთის ჯარებმა დაბომბეს 17 დასახლებული პუნქტი: ავდეევკა, უგლედარი, ბახმუტი, კრამატორსკი, მიკოლაევკა, ველიკაია ნოვოსელკა, კრასნოგოროვკა, სლავიანსკი, ზალიზნოე, კამენკა, ვოდიანოე, ივანოვსკოე, კურდიუმოვკა, იასნობროდოვოე, კარლოვკა, პერვომაისკოე და ნიუ-იორკი. არიან დაღუპულები და დაჭრილები. თუმცა ამ ეტაპზე ზუსტი რაოდენობა უცნობია", - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის შეიარაღებული ძალები: უკრაინელებმა 24 თებერვლიდან დღემდე, 40 670 რუსი სამხედრო მოკლეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.