ძებნის რეზულტატი:
ხულოში სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა
ხულოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევისას 26 წლის კაცი დაიღუპა, დაშავდა კიდევ ერთი პირი. სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
გარდაბანში დაკარგულ არასრულწლოვნებს ეძებენ
სამართალდამცველები ორ დაკარგულ გოგოს ეძებენ. სამძებრო სამუშაოში სამართალდამცველები არიან ჩართულნი. ოჯახების ცნობით, არასრულწლოვნები უკვე 5 დღეა, არ გამოჩენილან. სხვა ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
სასამართლომ ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებულს და საქმეზე დაკავებულ კიდევ 7 პირს პატიმრობა შეუფარდა. „ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ჩემ მიერ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა“, - ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდის, მირიან კუკავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა დავით ჯიჯეიშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა. ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე 7 პირი დააკავეს დაკავებულ რვავე პირს ბრალი ოფიციალურად 30 ივლისს წარუდგინეს. ბრალდებული 7 პირიდან 5 პირს ბრალი ჯგუფური ხულიგნობით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს ბრალდება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცხვარიჭამიაში, 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 7 პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს რაც შეეხება დავით ჯიჯეიშვილს, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მკვლელობაში ბრალდებული: ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ვაღიარებ, რომ მირიან კუკავა ჩემ მიერ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა საქმეზე დაკავებული სხვა 7 პირი ბრალს არ აღიარებს. პოლიციამ ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა ცნობისათვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის, ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, როდესაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მომხდარს მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც ის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ქალაქ მიკოლაივის დაბომბვისას უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი მეუღლესთან ერთად დაიღუპა
უკრაინის ქალაქ მიკოლაივის მასიური დაბომბვისას, უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი მეუღლესთან ერთად დაიღუპა. 74 წლის ოლექსი ვადატურსკის სახლს რაკეტა მოხვდა. ამის შესახებ BBC უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. ვადატურსკი ფლობდა კომპანია Nibulon-ს - ჯგუფს, რომელიც მარცვლეულის ექსპორტში მონაწილეობდა. მას ასევე მიღებული ჰქონდა პრემია „უკრაინის გმირი“. Forbes-ის 2020 წლის მონაცემებით, ოლექსი ვადატურსკის ქონება $450 მილიონად იყო (369 მილიონი ფუნტი) შეფასებული. ცნობისთვის, მიკოლაივი უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია ოდესისკენ, მთავარი პორტისკენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა მიკოლაივზე იერიში მიიტანეს. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ხანძარი გაჩნდა - ცეცხლი ორსართულიან შენობას, ორ ავტოფარეხს და ორ გარე შენობას გაუჩნდა. „31 ივლისის ღამეს, 01:00 საათზე და დაახლოებით 05:00 საათზე, მიკოლაივი მასიური ცეცხლის ქვეშ მოექცა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. დაბომბვის შედეგად რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა. კერძოდ, სასტუმრო, სპორტული კომპლექსი, ორი საგანმანათლებლო დაწესებულება და სერვის-სადგური. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსებიც“, - განაცხადა მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ვიტალი კიმმა. მანამდე, მიკოლაივის მერმა ალექსანდრე სიენკევიჩმა განაცხადა, რომ ღამის თავდასხმა ქალაქზე „ალბათ ყველაზე ძლიერი იყო, ვიდრე აქამდე განხორციელებული შეტევა“.
რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს ორი დასახლებული პუნქტიდან გადიან - უკრაინის დაზვერვა
რუსმა ოკუპანტებმა თავისი ძალები ზაპოროჟიეს რეგიონის ორი სოფლიდან - ტოკმაკიდან და ჩერნიჰივკიდან გაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახური იტყობინება. „მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 29 ივლისს, ღამით ზაპორიჟიეს რეგიონის ხსენებული სოფლების მახლობლად, საოკუპაციო ძალების პოზიციებს დაარტყეს, „რაშისტებმა“ პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა სხვა პოზიციებზე გადაიყვანეს. დაახლოებით, 40-მდე დაჭრილი ქალაქ პოლოჰის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩერნიჰივკიდან თითქმის ყველა დანაყოფი გაიყვანეს. ამ დროისთვის დასახლებულ პუნქტთან არის არაუმეტეს 100 სამხედრო მოსამსახურე. დანარჩენი ოკუპანტები, ტექნიკასთან ერთად, გაგზავნეს ქალაქ ტოკმაკსა და ბერდიანსკში“, - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.
პუტინმა ახალ სამხედრო დოქტრინას მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ აშშ და NATO რუსეთისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ 55-გვერდიან საზღვაო-სამხედრო დოქტრინას, რომელიც შეერთებულ შტატებს რუსეთის მთავარ მოწინააღმდეგედ ასახელებს და ადგენს რუსეთის ფლოტის ფართო სტრატეგიულ მიზნებს, ასევე, მისი როგორც „დიდი საზღვაო ძალის“ ამბიციებს, რომელიც ვრცელდება მთელ მსოფლიოში, მათ შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიმართ, როგორიცაა, არქტიკა და შავი ზღვა. Reuters-ის ცნობით, დოქტრინაში ნათქვამია, რომ რუსეთისთვის მთავარი საფრთხე არის „აშშ-ის სტრატეგიული პოლიტიკა, მსოფლიო ოკეანეებზე დომინირების შესახებ“ და „NATO-ს სამხედრო ალიანსის მოძრაობა რუსეთის საზღვრებთან უფრო ახლოს“. დოქტრინაში ნათქვამია, რომ „რუსეთს შეუძლია, თავისი სამხედრო ძალა სათანადოდ გამოიყენოს მსოფლიო ოკეანეებში არსებული სიტუაციის შესაბამისად, თუ სხვა რბილი ძალები, როგორიცაა, დიპლომატიური და ეკონომიკური ინსტრუმენტები, ამოწურული იქნება“. პუტინს გამოსვლისას არ უხსენებია უკრაინის ომი, მაგრამ „სამხედრო დოქტრინა ითვალისწინებს რუსეთის გეოპოლიტიკური პოზიციის ყოვლისმომცველ გაძლიერებას“ შავ და აზოვის ზღვებში“.
„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს
„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ტედ ლიუმ წარმომადგენლობით პალატაში განსახილველად ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომელშიც ნათქვამია, რომ „პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მითითებით, რუსეთის ფედერაციის მთავრობა აგრძელებს საერთაშორისო ტერორისტული აქტების ხელშეწყობას პოლიტიკური ოპონენტების და ეროვნული სახელმწიფოების წინააღმდეგ“. „შეერთებულ შტატებს აქვს მთელი რიგი ინსტრუმენტები რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, მისი ომის მანქანის შესაკავებლად და მისი ეკონომიკური და დიპლომატიური იზოლაციისთვის, მათ შორის, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებითა და შესაბამისი სანქციების დაწესებით“, - ნათქვამია კანონპროექტში. ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა. The New York Times-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მზად არ არის.
მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: დღეს იმის ილუზია არ გვქონია, რომ შესაძლებელი იყო, სასამართლოს რაიმე სხვა გადაწყვეტილება მიეღო
20 წლის მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულის, დავით ჯიჯეიშვილის ადვოკატმა, გიორგი გვაჯაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გირაოს გამოყენების შესაძლებლობის საკითხი არც განხილულა. „დღეს იმის ილუზია არ გვქონია, რომ შესაძლებელი იყო, სასამართლოს რაიმე სხვა გადაწყვეტილება მიეღო“, - ამბობს ადვოკატი. ადვოკატის თქმით, მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი და მოკლული, მირიან კუკავა ერთმანეთს არ იცნობდნენ. ამასთან, მკვლელობის მოტივზე განმარტებებს არ აკეთებს. „29 ივლისს დავით ჯიჯეიშვილი დედის თანხლებით, პოლიციის განყოფილებაში აღიარებით მივიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მის მიერ ჩადენილ ბრალეულ ქმედებას ათვითცნობიერებს, გულწრფელად ინანიებს მას და უკვე 29 ივლისიდან შესაბამისი სასჯელისთვის ემზადება. ამდენად, დღეს იმის ილუზია არ გვქონია, რომ შესაძლებელი იყო სასამართლოს რაიმე სხვა გადაწყვეტილება მიეღო. მეტსაც გეტყვით, უფრო ნაკლებად მკაცრ აღკვეთის ღონისძიების შესაძლებლობასთან დაკავშირებით მას ჩემთვის არც უკითხავს და ჩვენს შორის გირაოს გამოყენების შესაძლებლობის საკითხი არც განხილულა,“ - განაცხადა გიორგი გვაჯაიამ. „მოტივი არის უკვე დეტალებზე საუბარი. დეტალებზე ორი მიზეზის გამო ვერ და არ ვისაუბრებ. პირველი: ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს და მეორე: მინდა იცოდეთ, რომ მე გარდა ჩემი პროფესიული ვალდებულების შესრულებისა, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა მაქვს. შესაბამისად, საზოგადოების ცნობისმოყვარე ნაწილის დაკმაყოფილების ხარჯზე საზოგადოების შეგნებულ ნაწილს ვერ დავაზარალებ, რომელსაც შეიძლება იმ დეტალების საჯაროდ გახმოვანებით ტკივილი მიადგეს, რასაც ამ საქმესთან ჰქონდა შემხებლობა“, - აღნიშა ადვოკატმა. მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ.
იტალია უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას მიაწვდის
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა იტალიას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა. „როდესაც ჩვენ ვართ ერთიანები, ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ! მინდა, მადლობა გადავუხადო იტალიის მთავრობას და პირადად ჩემს მეგობარს [იტალიის თავდაცვის მინისტრს] გუერინი ლორენცოს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის. უკრაინელ ხალხს ყოველთვის ემახსოვრება იტალიის ურყევი მხარდაჭერა“, - წერს რეზნიკოვი. იტალიური მედიის ცნობით, ახალი დახმარება მოიცავს სამხედრო მანქანებს, სხვადასხვა მარაგს და აღჭურვილობას. ცნობისათვის, იტალია კიევის, ოდესისა და ჟიტომირის რეგიონებში ომის შედეგად განადგურებული დასახლებების აღდგენაში ჩართვის საკითხს განიხილავს. მაისში იტალიამ უკრაინას 155 მმ-იანი FH70 ტიპის ბუქსირებადი ჰაუბიცები გადასცა.
სტინგი უკრაინაში ომზე: დემოკრატია ტირანიასთან არ უნდა დამარცხდეს
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი სიცრუეზე დაფუძნებული აბსურდია და დემოკრატიამ არ უნდა წააგოს ეს ბრძოლა ტირანიასთან. ამის შესახებ ბრიტანელმა მომღერალმა სტინგმა ვარშავაში სოლო კონცერტის დროს განაცხადა. „ნებისმიერი ტირანია დაფუძნებულია ტყუილზე. რაც უფრო დიდია ტირანია, მით უფრო დიდია ტყუილი. ტირანი ატყუებს თავის ქვეყანას. ის ატყუებს სამყაროს და ყველაზე მეტად ის ატყუებს საკუთარ თავს. ამ ტყუილს თუ გადავყლაპავთ, ტყუილი შეგვჭამს. ტყუილს სიმართლის ეშინია. ეს ბრძოლა არ უნდა წავაგოთ!", - ამბობს სტინგი.
დუნაის შესართავთან უკრაინული საპილოტე გემი აფეთქდა
უკრაინა საპილოტე გემი აფეთქების შესახებ იუწყება. შესაბამისი განცხადება ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა. მისივე ცნობით, აფეთქება გაურკვეველ ასაფეთქებელ მოწყობილობასთან შეჯახებამ გამოიწვია. ეკიპაჟის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. მსხვერპლი არ არის. შემთხვევის გარემოებები ჯერჯერობით დაუდგენელია. ასევე წაიკითხეთ კუნძულ ზმეინის გათავისუფლების შემდეგ, დუნაი-შავი ზღვის არხით გემებმა მოძრაობა დაიწყეს
ბეირუთის პორტის სილოსების ნაწილი, რომელიც 2020 წლის აფეთქებისას დაზიანდა, ჩამოინგრა
ბეირუთის პორტის მარცვლეულის სილოსების ნაწილი, რომელიც 2020 წლის აფეთქების შედეგად დაზიანდა, ჩამოინგრა. შემთხვევა ერთკვირიანმა ხანძრებმა გამოიწვია. უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე. 50 წლის, 48 მეტრის სიმაღლის გიგანტურმა სილომებმა აფეთქებას ორი წლის წინ გაუძლო და ფაქტობრივად, ბეირუთის დასავლეთი ნაწილი აფეთქებისგან დაიცვა. მომხდარს მაშინ 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 6000-ზე მეტი დაშავდა. ივლისში, პორტის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეებმა და ლიბანის არმიის ჯარისკაცებმა ცეცხლის ჩაქრობა ვერ შეძლეს.
რუსეთის ძალებმა უკან დაიხიეს სამი მიმართულებით, ნაწილობრივ, წარმატებას მიაღწიეს ავდიივკის სიახლოვეს - უკრაინის გენერალური შტაბი
უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ჯარები უკუაგდეს ისეთ მიმართულებებით, როგორიცაა, ხარკოვი, ბახმუტი და ავდიივკა. მტერმა ნაწილობრივ წარმატებაას მიაღწია ავდიივკას მახლობლად და გარკვეული შენაერთები სლოვიანსკის მიმართულებიდან ზაპორიჟჟიეს მიმართულებით გადაიყვანა. შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Facebook-ზე გაავრცელა. ავიაციის დახმარებით, რუსი ოკუპანტები ცდილობდნენ, გაეუმჯობესებინათ ტაქტიკური პოზიციები ვერშინას, სოლედარის, იაკოვლივკასა და პოკროვსკესთან ახლოს. უკრაინელმა დამცველებმა ზუსტი დარტყმით ჩაშალეს მათი გეგმები და აიძულეს, ოკუპანტებს უკან დაეხიათ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მედია: კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა
გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. უკრაინული Unian-ი ტელეგრამზე ავრცელებს ფოტოს და წერს, რომ სავარაუდოდ, ჩანს სერბული სამხედრო აღჭურვილობა კოსოვოს ჩრდილოეთით, სოფელ იარინიას მიდამოში. ცნობა ოფიციალურად ჯერ არ არის დადასტურებული. კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ სასაზღვრო გადასასვლელი შექმნილი ბლოკადების გამო დაიხურა. გავრცელებული ცნობებით, პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს. NATO-მ კოსოვო-სერბეთის საზღვარზე პატრულირება გააძლიერა შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ევროკავშირი, NATO და აშშ მოუწოდებენ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან. სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.
კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო
კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ განაცხადა, რომ სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა დღეს ჩრდილოეთ კოსოვოში ისროლეს. „მომავალი დღეები შეიძლება, რთული იყოს. ჩვენ წინაშეა სერბული შოვინიზმის გამოვლინება, რომელიც კარგად ვიცით", - განაცხადა კოსოვოს პრემიერმა. გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. უკრაინული Unian ტელეგრამზე ავრცელებს ფოტოს და წერს, რომ სავარაუდოდ, ჩანს სერბული სამხედრო აღჭურვილობა კოსოვოს ჩრდილოეთით, სოფელ იარინიას მიდამოში. ცნობა ოფიციალურად არ არის ჯერ დადასტურებული. კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ დახურულია სასაზღვრო გადასასვლელი შექმნილი ბლოკადების გამო. მედია: კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა გავრცელებული ცნობებით, პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს. NATO-მ კოსოვო-სერბეთის საზღვარზე პატრულირება გააძლიერა შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან შედის ძალაში. ევროკავშირი, NATO და აშშ მოუწოდებენ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან. სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.
სერბეთის პრეზიდენტის თქმით, კოსოვოს ჯარი ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმას გეგმავს
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ კოსოვოს არმია შუაღამისას გეგმავს ქვეყანაზე თავდასხმას, იტყობინება გამოცემა Danas-ი. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ იმაზე რთულ ვითარებაში, ვიდრე დღეს. რატომ ვამბობ ამას? პრიშტინის რეჟიმი ცდილობს, გამოიყენოს მსოფლიოში არსებული განწყობა საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენით", - განაცხადა ვუჩიჩმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე სროლების ხმა ისმოდა. ადგილობრივი დროით 18:00 საათის შემდეგ, ქალაქში საჰაერო თავდასხმის მომასწავებელი სირენები ხმა გაისმა, სერბები კოსოვოს ჩრდილოეთით, ბარიკადებს აშენებენ, გზები გადაკეტილია. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო. „მომავალი დღეები შეიძლება, რთული იყოს. ჩვენ წინაშეა სერბული შოვინიზმის გამოვლინება, რომელიც კარგად ვიცით", - განაცხადა კოსოვოს პრემიერმა. გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. უკრაინული Unian-ი ტელეგრამზე ავრცელებს ფოტოს და წერს, რომ სავარაუდოდ, ჩანს სერბული სამხედრო აღჭურვილობა კოსოვოს ჩრდილოეთით, სოფელ იარინიას მიდამოში. ცნობა ოფიციალურად არ არის ჯერ დადასტურებული. კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ სასაზღვრო გადასასვლელი შექმნილი ბლოკადების გამო დაიხურა. შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან შედის ძალაში. ევროკავშირი, NATO და აშშ მოუწოდებენ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან. სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.
სერბეთი მის არმიასა და კოსოვოს პოლიციას შორის შეტაკების შესახებ ცნობებს უარყოფს
სერბეთი მის არმიასა და კოსოვოს პოლიციას შორის სასაზღვრო კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ Anadolu წერს. „არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინმე დაშავდა. მივმართავთ ყველა მოქალაქეს და მედიას, არ აჰყვნენ ყალბ ამბებს, რომლებიც სიტუაციის დესტაბილიზაციას და პანიკას იწვევს“, - ნათქვამია კოსოვოს პოლიციის განცხადებაში. სერბეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კოსოვოს მთავრობა დიდი რაოდენობით დეზინფორმაციას ავრცელებს, მათ შორის ყალბი ანგარიშების საშუალებით სოციალურ მედიაში. „სავარაუდოდ, იყო გარკვეული კონფლიქტები სერბეთის არმიასა და ე.წ. კოსოვოს პოლიციას შორის", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც აქვე აღნიშნავს, რომ სერბეთის არმია „არანაირად არ შესულა კოსოვოს ტერიტორიაზე". სერბეთის პრეზიდენტის თქმით, კოსოვოს ჯარი ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმას გეგმავს „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ იმაზე რთულ ვითარებაში, ვიდრე დღეს. რატომ ვამბობ ამას? პრიშტინის რეჟიმი ცდილობს, გამოიყენოს მსოფლიოში არსებული განწყობა საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენით", - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე სროლების ხმა ისმოდა, ჩაირთო განგაშის სიგნალი. სერბები კოსოვოს ჩრდილოეთით, ბარიკადებს აშენებენ, გზები გადაკეტილია. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო. „მომავალი დღეები შეიძლება, რთული იყოს. ჩვენ წინაშეა სერბული შოვინიზმის გამოვლინება, რომელიც კარგად ვიცით", - განაცხადა კოსოვოს პრემიერმა. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. უკრაინული Unian-ი ტელეგრამზე ავრცელებს ფოტოს და წერს, რომ სავარაუდოდ, ჩანს სერბული სამხედრო აღჭურვილობა კოსოვოს ჩრდილოეთით, სოფელ იარინიას მიდამოში. ცნობა ოფიციალურად არ არის ჯერ დადასტურებული. კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ სასაზღვრო გადასასვლელი შექმნილი ბლოკადების გამო დაიხურა. შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან შედის ძალაში. ასევე შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, სერბეთის პროგრესული პარტიის წევრმა, ვლადიმირ ჯუკანოვიჩმა თქვა, რომ აუცილებელია ბალკანეთის ქვეყნების დენაციფიკაცია. ცნობისთვის, ევროკავშირი, NATO და აშშ მოუწოდებენ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან. სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.
ამერიკის ელჩი კოსოვოს პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კოსოვოში ჯეფრი ჰოვენიერმა კოსოვოს მთავრობას მოუწოდა, სანომრე ნიშნებისა და პირადობის მოწმობების შესახებ გადაწყვეტილებების განხორციელება 30 დღით გადადოს. „მე ვთხოვე ალბინ კურტის მთავრობას, გადადოს ამ გადაწყვეტილების შესრულება 30 დღით. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ბარიკადების ჩამოყალიბებას, მხარეებს შორის დიალოგის გზა უნდა მოიძებნოს", - განუცხადა ჰოვენიერმა მედიას კოსოვოს პრემიერსა და პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. სერბეთი მის არმიასა და კოსოვოს პოლიციას შორის სასაზღვრო კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. „არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინმე დაშავდა. მივმართავთ ყველა მოქალაქეს და მედიას, არ აჰყვნენ ყალბ ამბებს, რომლებიც სიტუაციის დესტაბილიზაციას და პანიკას იწვევს“, - ნათქვამია კოსოვოს პოლიციის განცხადებაში. სერბეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კოსოვოს მთავრობა დიდი რაოდენობით დეზინფორმაციას ავრცელებს, მათ შორის ყალბი ანგარიშების საშუალებით სოციალურ მედიაში. „სავარაუდოდ, იყო გარკვეული კონფლიქტები სერბეთის არმიასა და ე.წ. კოსოვოს პოლიციას შორის", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც აქვე აღნიშნავს, რომ სერბეთის არმია „არანაირად არ შესულა კოსოვოს ტერიტორიაზე". სერბეთის პრეზიდენტის თქმით, კოსოვოს ჯარი ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმას გეგმავს „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ იმაზე რთულ ვითარებაში, ვიდრე დღეს. რატომ ვამბობ ამას? პრიშტინის რეჟიმი ცდილობს, გამოიყენოს მსოფლიოში არსებული განწყობა საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენით", - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე სროლების ხმა ისმოდა, ჩაირთო განგაშის სიგნალი. სერბები კოსოვოს ჩრდილოეთით, ბარიკადებს აშენებენ, გზები გადაკეტილია. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო. „მომავალი დღეები შეიძლება, რთული იყოს. ჩვენ წინაშეა სერბული შოვინიზმის გამოვლინება, რომელიც კარგად ვიცით", - განაცხადა კოსოვოს პრემიერმა. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. უკრაინული Unian-ი ტელეგრამზე ავრცელებს ფოტოს და წერს, რომ სავარაუდოდ, ჩანს სერბული სამხედრო აღჭურვილობა კოსოვოს ჩრდილოეთით, სოფელ იარინიას მიდამოში. ცნობა ოფიციალურად არ არის ჯერ დადასტურებული. კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ სასაზღვრო გადასასვლელი შექმნილი ბლოკადების გამო დაიხურა. შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან შედის ძალაში. ამასთან, კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ასევე შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, სერბეთის პროგრესული პარტიის წევრმა, ვლადიმირ ჯუკანოვიჩმა თქვა, რომ აუცილებელია ბალკანეთის ქვეყნების დენაციფიკაცია. ცნობისთვის, ევროკავშირი, NATO და აშშ მოუწოდებენ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან. სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.
NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისიაში აცხადებენ, რომ კოსოვოში შექმნილ ვითარებას აკვირდებიან. ჩაერევიან, თუ სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება
NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისია კოსოვოში შექმნილ ვითარებას აქტიურად აკვირდება და მზად არის ჩასარევად, თუ სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება, – ამის შესახებ NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების პრესრელიზშია ნათქვამი. ამერიკის ელჩი კოსოვოს პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა განცხადების თანახმად, კოსოვოს საერთაშორისო ძალები ფოკუსირებულია გაერო-ს მანდატის ყოველდღიურად განხორციელებაზე კოსოვოს მოსახლეობის უსაფრთხო გარემოს და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისთვის. მათივე ცნობით, NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მეთაური მუდმივ კონტაქტზეა კოსოვოს უსაფრთხოების სტრუქტურებთან და სერბეთის თავდაცვის სამინისტროსთან. სერბეთის პრეზიდენტის თქმით, კოსოვოს ჯარი ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმას გეგმავს „NATO კვლავ აქტიურად უჭერს მხარს პრიშტინას და ბელგრადს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ევროკავშირის შუამავლობით და მხარეებს მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების, კანონის უზენაესობის, შიდა რეფორმებისა და კარგი მეზობლური ურთიერთობების გარეშე, ბალკანეთში უკეთესი მომავლის პერსპექტივა არ არსებობს. კოსოვოს საერთაშორისო ძალები მიიღებს ყველა საჭირო ზომას კოსოვოში უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. უკრაინული Unian-ი ტელეგრამზე ავრცელებს ფოტოს და წერს, რომ სავარაუდოდ, ჩანს სერბული სამხედრო აღჭურვილობა კოსოვოს ჩრდილოეთით, სოფელ იარინიას მიდამოში. ცნობა ოფიციალურად არ არის ჯერ დადასტურებული. კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ სასაზღვრო გადასასვლელი შექმნილი ბლოკადების გამო დაიხურა. შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან შედის ძალაში. ამასთან, კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ასევე შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, სერბეთის პროგრესული პარტიის წევრმა, ვლადიმირ ჯუკანოვიჩმა თქვა, რომ აუცილებელია ბალკანეთის ქვეყნების დენაციფიკაცია. ცნობისთვის, ევროკავშირი, NATO და აშშ მოუწოდებენ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან. სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.
გუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი სამების ტაძარში გაიმართება
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება. სამოქალაქო პანაშვიდი სამშაბათს, 2 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება. პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს სხვადასხვა ლოკაციაზე, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.