ძებნის რეზულტატი:

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მათივე ინფორმაციით, 3.5 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 22:55 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქვემო ქართლში, სოფელ სამებასთან იყო.  

უკრაინა 2022 წელს 20 მილიონ ტონამდე ხორბლის მოსავლის აღებას გეგმავს

უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და ვაჭრობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 2022 წელს ქვეყანას აქვს მოლოდინი, რომ 18-20 მილიონი ტონა ხორბლის მოსავალს მიიღებს, რაც საკვებ მოთხოვნაზე 5-ჯერ მეტია.  ზელენსკი: უკრაინა მზადაა მარცვლეულის ექსპორტისთვის, ნიშანს ველით პარტნიორებისგან „ჩვენი შიდა მოთხოვნა ხორბალზე 4 მილიონი ტონაა. თანაც გვაქვს გასული წლის ხარისხიანი ხორბლის მარაგებიც“, - აცხადებენ სამინისტროში.  სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ხორბლის, წიწიბურის, სიმინდის, ქერის, შვრიის, ჭვავის და სხვა კულტურების მოსავლის მოცულობა სრულად დაფარავს უკრაინის შიდა მოხმარების საჭიროებებს. კულტურების უმეტესობას ექნება საექსპორტო შეთავაზება.  უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის პირველი მოადგილის, ტარას ვისოცკის თქმით, წელს გაცილებით მეტი წიწიბურა დაითესეს, ვიდრე წინა წლებში. ანალოგიური მდგომარეობაა ჭვავის, შვრიის და სხვა კულტურების შემთხვევაშიც.  პირველი თურქული გადამზიდავი უკრაინული მარცვლეულით დაიტვირთა და ექსპორტის მოლოდინში საზღვაო სავაჭრო პორტ „ჩერნომორსკში“ დგას. თურქული მედიის ცნობით, უკრაინული ხორბლის ექსპორტი შეიძლება უახლოეს დღეებში დაიწყოს.     

ყაზახეთი ნახშირის ექსპორტის აკრძალვას გეგმავს

ყაზახეთმა შესაძლოა, ქვეყნიდან ავტოტრანსპორტით ნახშირის ექსპორტი 6 თვით აკრძალოს. ამის შესახებ ინფორმაცია ყაზახეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს „დაწესდეს აკრძალვა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან ექვსთვიანი ვადით, საავტომობილო გზით, ნახშირის, ბრიკეტების, მარცვლებისა და მსგავსი ტიპის მყარი საწვავის, რომლებიც მიღებულია ნახშირიდან: ნახშირი, ფხვნილი ან არაფრაგმენტირებული, მაგრამ არა აგლომერირებული (ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 2701)“, - აღნიშნულია დოკუმენტის პროექტში. ანალიზი აჩვენებს, რომ მეზობელ ქვეყნებში ყაზახეთიდან ნახშირის ექსპორტი გაიზარდა: ყირგიზეთში - 19%, უზბეკეთში - 30%. 2021 წელს ყირგიზეთში 1 143 ათასი ტონა ნახშირი გავიდა, აქდან სარკნიგზო ტრანსპორტით 1 020 ათასი ტონა, ავტოტრანსპორტით კი 123 ათასი ტონა. ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე აჟიოტაჟის გამოსარიცხად, ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო მიიჩნევს, რომ საჭიროა ავტოტრანსპორტით, ნახშირის ექსპოტის 2022 წლის 1-ელი აგვისტოდან 6 თვით აკრძალვა. 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირი რუსული ემერგომატარებლების სრულ ემბარგოზე უარს ამბობს. 8 აპრილს იაპონიამ აშშ-ს და ევროკავშირის კვალდაკვალ რუსული ქვანახშირის იმპორტი აკრძალა.     

საქართველომ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, ძიუდოში გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ტურნირი სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში გაიმართა.  

მსოფლიო მოთხოვნა ოქროზე 8%-ით შემცირდა

World Gold Council-ის (WGC) გათვლებით, ოქროზე მსოფლიო მოთხოვნამ 2022 წლის მეორე კვარტალში 948 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის აპრილ-ივნისის მოთხოვნაზე 8%-ით ნაკლებია.   ევროკავშირმა რუსეთიდან ოქროსა და საიუველირო ნაწარმის იმპორტი აკრძალა 2022 ცა მეორე კვარტალში უნცია ოქროს ფაის $1871, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 3% მეტია. თუმცა მეორე კვარტლის განმავლობაში ოქრო 6% გაიაფდა.  მსოფლიო ცენტრალური ბანკები განაგრძობდნენ ოქროს ყიდვას. შესყიდვების მოცულობამ კვარტალში 180 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის II კვარტალთან შედარებით 14%-ით ნაკლებია. რუსულ ოქროზე დასავლეთის ემბარგო კრემლს ყოველწლიურად, $19 მილიარდი დაუჯდება - ბლინკენი    

ზელენსკი მსოფლიოს: რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იყოს აღიარებული

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ელენოვკაში, უკრაინელი ტყვეების მასობრივი მკვლელობის შემდეგ, მსოფლიომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ უნდა აღიაროს. აზოვი პუტინს: სიკვდილით თავად დაისჯებით, საკუთარ აფთრებთან ერთად „არაა საკმარისი განხილვა, მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკის დონეზე. ეს მასობრივი მკვლელობაა. ამის შემდეგ რა ურთიერთობის დამყარებაა შესაძლებელი ტერორისტებთან? ამ რა ბიზნესურთიერთობებია შესაძლებელი ამ ქვეყანასთან? საჭიროა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ  ცნობა ფორმალურად და იურიდიულად. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, არ უნდა იყოს მხოლოდ პოლიტიკური ჟესტი, არამედ, ეს უნდა იყოს მთელი მსოფლიოს დაცვის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილება, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს არსებობას ართულებს და ავტომატურად ხდება სხვადასხვა ბიზნეს-ურთიერთობების გაწყვეტა. ეს 100% მოხდება. ეს უნდა გაკეთდეს. აქ მხოლოდ დროის ფაქტორი მოქმედებს ამ გადაწყვეტილების მიღებაზე. რაც უფრო სწრაფად მიიღებს მსოფლიო ამ გადაწყვეტილებას, მით უფრო ცოტა ბოროტების ჩადენას მოასწრებს რუსეთი“, - აღნიშნა ზელენსკიმ. „აზოვის“ სამხედროების მკვლელობაზე რუსეთის საელჩოს განცხადების შემდეგ, ბრიტანელმა დეპუტატმა რუსი დიპლომატების გაძევება მოითხოვა მანამდე, ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ „აზოვის“ მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებდნენ.  „აზოვის მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებენ, არა ათეულის ცეცხლით სიკვდილს, არამედ ჩამოხრჩობით, რადგან ისინი ნამდვილი ჯარისკაცები არ არიან. ისინი დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ,“ – დაწერა რუსეთის საელჩომ. 29 ივლისს რუსული მედია წერდა, რომ ელენოვკაში, სადაც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, უკრაინის ჯარმა კოლონა დაცხრილა და სულ ცოტა 53 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის გენშტაბმა ეს ბრალდება უარყო. თავის მხრივ უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთმა ამ აქტით ტყვეების წამებისა და გარდაცვალების ფაქტები დამალეს.  უკრაინის დაზვერვა თვლის, რომ დონეცკის ოლქში, ელენოვკაში უკრაინელი პატიმრების მკვლელობა „ვაგნერის“ დაქირავებულებმა ევგენი პრიგოჟინის პირადი ბრძანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან კოორდინაციის გარეშე მოაწყვეს. უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ „ჩაჭრეს“ სატელეფონო საუბრები, რომლებშიც დამპყრობლები ადასტურებენ, რომ სწორედ რუსი ჯარები იყვნენ პასუხისმგებელი ოკუპირებული ელენოვკას კოლონიაში მომხდარ აფეთქებაზე, სადაც სულ მცირე 53 უკრაინელი პატიმარი დაიღუპა.  

ლატვია ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს

„ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა და ოფიციალურად აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“, ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა. „ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. მე ვიმეორებ წინადადებას რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტურისტული ვიზის აკრძალვის შესახებ", - განაცხადა რინკევიჩსმა. ლატვიელმა დიპლომატმა „რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების სასტიკი მკვლელობა ოლენივკაში და რუსი სამხედროების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკე“ დაგმო. უკრაინელმა სამართალდამცველებმა დონეცკის ოლქში, ოლენივკას ციხის რუსული ჯარების მიერ დაბომბვის ფაქტზე, რასაც დაახლოებით 40 ადამიანი ემსხვერპლა და 130 დაშავდა, გამოძიება დაიწყეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა განზრახ ცეცხლი გაუხსნეს ოლენივკას ციხეს, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იყვნენ განთავსებულნი. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, „ვაგნერის“ ჯგუფმა დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლენივკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეები მოკლა. ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა. 

შვეიცარია ჩინეთს სანქციებით ემუქრება, თუ პეკინი ტაივანში შეიჭრება

ტაივანში პეკინის შეჭრის შემთხვევაში, შვეიცარია ჩინეთს სანქციებით ემუქრება. შვეიცარიის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელიც ეკონომიკურ სანქციებს ახორციელებს, ელის, რომ ქვეყანა ნებისმიერ სადამსჯელო ზომას, რომელსაც ევროკავშირი  ჩინეთის წინააღმდეგ წამოიწყებს, თუ ის ტაივანში შეიჭრება.  მისივე თქმით, ჩინეთის შემთხვევაში სანქციები ბევრად უფრო მკვეთრი იქნება (ვიდრე სანქციები რუსეთის წინააღმდეგ), რადგან ეკონომიკური ურთიერთობები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. „ამიტომ, ალბათ, უფრო დიდი დისკუსია იქნება ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც შვეიცარიაში, ვიდრე იყო რუსეთში, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ აქამდე საქმე არასდროს მოვა“, - განაცხადა ფლაიშმა. Reuters-ის ცნობით, ჩინეთი ტაივანის გარშემო სამხედრო აქტივობას აძლიერებს, რათა ჩინეთის სუვერენიტეტის გასავრცელებლად, დემოკრატიულად არჩეულ მთავრობაზე ზეწოლა მოახდინოს. ტაივანის მთავრობა ამბობს, რომ მხოლოდ კუნძულის 23 მილიონ ადამიანს შეუძლია, თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი და მიუხედავად იმისა, რომ მას მშვიდობა სურს, თავდასხმის შემთხვევაში თავს დაიცავს. ასევე წაიკითხეთ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები  

რუსეთის ძალების მიერ მიკოლაივის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა - უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა მიკოლაივზე იერიში მიიტანეს. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ხანძარი გაჩნდა - ცეცხლი ორსართულიან შენობას, ორ ავტოფარეხს და ორ გარე შენობას გაუჩნდა. „31 ივლისის ღამეს, 01:00 საათზე და დაახლოებით 05:00 საათზე, მიკოლაივი მასიური ცეცხლის ქვეშ მოექცა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. დაბომბვის შედეგად რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა. კერძოდ, სასტუმრო, სპორტული კომპლექსი, ორი საგანმანათლებლო დაწესებულება და სერვის-სადგური. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსებიც“, - განაცხადა მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ვიტალი კიმმა. მანამდე, მიკოლაივის მერმა ალექსანდრე სიენკევიჩმა განაცხადა, რომ ღამის თავდასხმა ქალაქზე „ალბათ ყველაზე ძლიერი იყო, ვიდრე აქამდე განხორციელებული შეტევა“.  

ჯონ ტეფტი: საქართველოში ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ამერიკას მეორე ფრონტის გახსნა სურს - ეს საღ აზრს მოკლებულია

საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის განცხადებით, საღ აზრს და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, ზოგიერთი ადამიანის მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს, შეერთებულ შტატებს საქართველოში ომის მეორე ფრონტის გახსნა სურს. დიპლომატი აცხადებს, რომ ვაშინგტონი საპირისპიროს ცდილობს, თეთრ სახლს სურს დარწმუნდეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული ომი, უფრო ფართო მასშტაბებს არ მიიღებს. ტეფტის თქმით, ომის დაწყების დღიდან, ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომა, ამიტომ, მისთვის რთული წარმოასდგენია, რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს, საქართველოში გარკვეული პირების მხრიდან, „მეორე ფრონტის“ შესახებ მიმდინარე რიტორიკას. „ზოგიერთები საქართველოში რატომღაც ფიქრობენ, რომ ამერიკას მეორე ფრონტის გახსნა სურს. ეს ყველანაირ საფუძველს მოკლებული არგუმენტია. ყოველ შემთხვევაში, იქედან გამომდინარე, რაც მე რუსეთის ომთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის პოლიტიკის შესახებ ვიცი... როცა ადამიანები ამბობენ, რომ შეიძლება რაღაც სხვა ხდება, ჩემთვის ეს საღ აზრს მოკლებული განცხადებებია. არ მესმის, საიდან მოდის ეს ყველაფერი, რადგან ამის შესახებ აქ, ვაშინგტონში ნამდვილად არაფერი მსმენია და მე მჭიდრო კავშირი მაქვს უამრავ ადამიანთან, როგორც მთავრობაში, ასევე მის გარეთ“, - აცხადებს ჯონ ტეფტი. ტეფტის თქმით, მისთვის ისიც გაუგებარია, რატომ შეიძლება ფიქრობდეს ვინმე, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ელჩ დეგნანს შორის, „რაიმე განსხვავებაა“. „სიმართლე გითხრათ, ეს [ელჩის წინააღმდეგ მიმდინარე ნეგატიური კამპანია] ძალიან დამაბნეველია ჩემთვის და საქართველოს სხვა მეგობრებისთვის, რომლებიც მთავრობის გარეთ არიან. მაგრამ, თუ ვიმსჯელებთ იმ განცხადებით, რომელიც ნედ პრაისმა გასულ კვირას, ელჩი დეგნანის დასაცავად გააკეთა, ვფიქრობ, მთავრობის შიგნითაც იგივე ხდება. ხალხს უბრალოდ არ ესმის, კრიტიკოსები ამას რატომ აკეთებენ. კელი დეგნანი ამ ადმინისტრაციის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელია. ვიცი, რომ ის არის ძალიან ფრთხილი და პროფესიონალი დიპლომატი. ის წარმოადგენს შეერთებული შტატების ინტერესებს და ღიად საუბრობს ამ ინტერესებზე“, - აცხადებს ტეფტი, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას. ტეფტის განმარტებით, ზოგადად, თუ დიპლომატიაში რაიმე პრობლემა იქმნება, ამის შესახებ პირისპირ საუბრები იმართება და არა საჯარო გამოსვლები. „განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ნაწილია, გახდეს ევროკავშირის და ტრანსატლანტიკური საზოგადოების წევრი. „ეს ორი რამ ურთიერთგამომრიცხავია. სწორედ ამის გამო, საქართველოს მეგობრებს უჭირთ, ეს გაიგონ“, - ამბობს დიპლომატი. ჯონ ტეფტი, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს, 2005-2009 წლებში იკავებდა.

ირანში ჯაშუშობის ბრალდებით შვედეთის მოქალაქე დააკავეს

ირანის დაზვერვის ცნობით, ჯაშუშობის ბრალდებით შვედეთის მოქალაქე დააკავეს. „საიდუმლო სამსახურებმა ჯაშუშობის ბრალდებით შვედეთის მოქალაქე ამოიცნეს და დააკავეს“, იუწყება Reuters-ი. მისივე ცნობით, დაზვერვა ირანის ისლამური რესპუბლიკის დატოვებამდე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობებს აკონტროლებდა. უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ თეირანი უცხოეთიდან დათმობების მოპოვების ტაქტიკას მიმართავს და ბრალდებებს გამოგონილს უწოდებენ, რასაც თეირანი უარყოფს.  

ლიბანმა დააკავა სირიული გემი, რომელსაც მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა - უკრაინული მედია

ლიბანში სირიული გემი, რომელსაც მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, დააკავეს. ცნობილია, რომ გემი 72 საათის განმავლობაში იყო დაკავებული. უკრაინის საელჩომ ლიბანში შესაბამისი ნებართვა მიიღო. საელჩოში განმარტავენ, რომ რუსეთის ძალებმა გემი მარცვლეულით დროებით ოკუპირებულ ყირიმში გემზე 27 ივლისს დატვირთეს. მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გემი გამოძიების დასრულებამდე იქნება დაკავებული. ლიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „სირიის დროშის ქვეშ მცურავ გემს ქერი და ფქვილი გადაჰქონდა“. ლიბანი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ფინანსურ კრიზისს და პურის დიდ დეფიციტს განიცდის.

ლიბანში პურის დეფიციტია

ლიბანში პურის შესაძენად ხალხი ხანგრძლივ რიგებში დგას. მსოფლიო ბანკი მე-19 საუკუნის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე უარეს ფინანსურ კრიზისზე საუბრობს. ამის შესახებ France24 წერს. თონეების უმეტესობა თითო მომხმარებელზე პურის გაყიდვას ზღუდავს. თონეები ფულადი სახსრების ნაკლებობის მქონე ხელისუფლებას ადანაშაულებენ იმაში, რომ საკმარისი სუბსიდირებული ფქვილი ვერ უზრუნველყვეს. ლიბანმა დააკავა სირიული გემი, რომელსაც მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა - უკრაინული მედია ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ლიბანში ომით განადგურებული სირიიდან მილიონზე მეტი ლტოლვილის ყოფნა ნაწილობრივ, ლიბანის ეკონომიკურ კოლაფსშია დამნაშავე.

ნიუ-იორკი აშშ-ის მეორე უდიდესი ქალაქია, სადაც „მაიმუნის ყვავილის“ გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ნიუ-იორკი გახდა აშშ-ის მეორე უდიდესი ქალაქი, სადაც „მაიმუნის ყვავილის“ გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. CNN-ის ცნობით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ ეპიდემიას უნდა უპასუხონ სასწრაფოდ, ქმედებებით და რესურსებით, როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ დონეზე, და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო გამოცხადება ვითარების სერიოზულობაზე მიუთითითებს.  „ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 150,000 ნიუ-იორკელი შესაძლოა, ამჟამად „მაიმუნის ყვავილის“ გამოვლენის რისკის ქვეშ იმყოფებოდეს“, - განაცხადეს ერთობლივ განცხადებაში მერმა ერიკ ადამსმა და დოქტორ ეშვინ ვასანმა, ქალაქის ჯანმრთელობისა და ფსიქიკური ჰიგიენის დეპარტამენტის კომისარმა. სან ფრანცისკო იყო აშშ-ის პირველი დიდი ქალაქი, სადაც, „მაიმუნის ყვავილის“ გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 23 ივლისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში ვირუსი პირველად 15 ივნისს გამოვლინდა.      

ნენსი პელოსი აზიის ოთხ ქვეყანას ეწვევა, თუმცა სპიკერის ოფისი ტაივანს არ ახსენებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი კვირას აზიის ოთხ ქვეყანას ეწვევა, ამის შესახებ მისმა ოფისმა განაცხადა, თუმცა ტაივანი არ უხსენებია. იუწყება Reuters-ი. „სპიკერი ნენსი პელოსი ხელმძღვანელობს კონგრესის დელეგაციას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, მათ შორის, ვიზიტებს სინგაპურში, მალაიზიაში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში“, - ნათქვამია პელოსის ოფისის პრესრელიზში. ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, დაარწმუნოს ნენსი პელოსი, რომ ტაივანში მოგზაურობა რისკებს შეიცავს - CNN მისივე თანახმად, ვიზიტი ფოკუსირებული იქნება ორმხრივ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ პარტნიორობასა და დემოკრატიულ მმართველობაზე ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი საფრთხეს უქმნის მოსავალს, მაგრამ უკრაინა შეეცდება, თავიდან აიცილოს გლობალური სასურსათო კრიზისი

უკრაინა ცდილობს, თავიდან აიცილოს გლობალური სასურსათო კრიზისი, ხოლო რუსეთი მსოფლიოს შიმშილით აშანტაჟებს. „უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. წელს რუსეთის შემოჭრის გამო უკრაინულ მოსავალს საფრთხე ემუქრება. მაშინ, როცა რუსეთი შიმშილით აშანტაჟებს მსოფლიოს, ჩვენ ვცდილობთ, თავიდან ავიცილოთ გლობალური სასურსათო კრიზისი“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მარცვლეულის ექსპორტისთვის და პარტნიორებისგან ტრანსპორტირების დაწყების შესახებ სიგნალებს ელოდება. 27 ივლისს, შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადა. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება

30 წლის წინ საქართველო გაეროს წევრი გახდა

გაეროს სააგენტოთა ჯგუფი გაერო-საქართველოს პარტნიორობის 30 წლისთავს ეხამურება. განცხადების თანახმად, საქართველოს განვითარების მხარდაჭერისთვის სამი ათწლეულის განმავლობაში მუშაობის შედეგად გაერო დაეხმარა ქვეყანას ადამიანური და ინსტიტუციური პოტენციალის განვითარებაში და შესაძლებლობების შექმნაში ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობისთვის. ოცდაათი წლის წინ, 1992 წლის 31 ივლისს, გაეროს გენერალური ასამბლეის 46-ე სესიის 88-ე პლენარულ შეხვედრაზე საქართველო გაეროს ოჯახის წევრი გახდა. გაეროში გაწევრიანებამ შესაძლებლობა მისცა საქართველოს ახლად დამოუკიდებელ სახელმწიფოს, აღიარებულიყო ერების გლობალური თანამეგობრობის სრულუფლებიან წევრად და დაედასტურებინა ერთგულება მულტილატერალიზმისადმი. მას შემდეგ საქართველო თანმიმდევრულად უჭერს მხარს ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებს მშვიდობისა და უსაფრთხოების, განვითარების, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების სფეროებში, როგორც ეს გაეროს წესდებაშია გაწერილი. გაერო-საქართველოს პარტნიორობის პირველ წლებში, გაეროს გადაუდებელმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა 1992-93 წლების კონფლიქტებისა და 1990-იანი წლების დასაწყისის ეკონომიკური სირთულეების შემდგომ ქვეყნის აღდგენის მცდელობებში. მოგვიანებით, გაეროს მისია გაფართოვდა და გაცილებით მეტი სფერო მოიცვა, როგორიცაა, გარდამავალი ინიციატივები, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, სოფლად განვითარება, კლიმატის ცვლილება, განათლება, ჯანდაცვა, თავშესაფრით უზრუნველყოფა და მიგრაცია, ეკონომიკური განვითარება. საქართველოს განვითარების მხარდაჭერისთვის სამი ათწლეულის განმავლობაში მუშაობის შედეგად გაერო დაეხმარა ქვეყანას ადამიანური და ინსტიტუციური პოტენციალის განვითარებაში და შესაძლებლობების შექმნაში ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობისთვის. ჩვენ სიამაყით ვიხსენებთ ერთობლივ მიღწევებს ბოლო 30 წლის განმავლობაში. მათ შორის ჩვენ ძალისხმევას, იმისათვის, რომ მხარდაჭერა აღმოუჩინოთ საქართველოს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში და ყველა ადამიანის, მათ შორის ბავშვების, ქალების, ეთნიკური უმცირესობების, ლგბტქი+ პირების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ხანდაზმულების, იძულებით გადაადგილებული პირების, ლტოლვილებისა და მიგრანტების უფლებათა დაცვის გაძლიერებაში ქვეყნის ყველა კუთხეში. გაერო ამაყობს პარტნიორობით სახალხო დამცველის ოფისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა ეროვნულ ინსტიტუტებთან. ჩვენ ასევე მუდმივად ვუჭერთ მხარს კარგ მმართველობას და ხელს უწყობთ საქართველოს ეროვნულ ინსტიტუტებს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, ფაქტობრივ მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების, სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და დეცენტრალიზაციის საქმეში. მნიშვნელოვანი მიღწევებია საქართველოს არჩევა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარედ 2017 წელს და გაეროს საჯარო სამსახურის ჯილდოს მინიჭება იუსტიციის სახლისთვის 2012 წელს. დღეს, გაერო წარმოდგენილია საქართველოში იმ სფეროებში, სადაც ჩვენი გამოცდილება და რესურსები ყველაზე მეტად არის საჭირო. 2020 წლის ოქტომბერში, ჩვენ და საქართველოს მთავრობამ ხელი მოვაწერეთ გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალ, 2021-2025 წლების ხელშეკრულებას, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია კეთილდღეობის, ადამიანის შესაძლებლობებისა და სოციალური თანასწორობის გაძლიერება. 30 წლისთავი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, გადავხედოთ წარსულს, რათა მტკიცედ ვიაროთ წინ. ამ წლების განმავლობაში საქართველომ შეძლო რეალური წინსვლის მიღწევა განვითარების გზაზე. რაც შეეხება მომავალს, ჩვენი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან მიმართებით ურყევი რჩება. ჩვენ გავაძლიერებთ ერთობლივ ძალისხმევას, იმისათვის, რომ არავინ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა და რეალური ცვლილება შევიტანოთ არასახარბიელო მდგომარეობაში მოქცეული და მოწყვლადი მოსახლეობის ცხოვრებაში იმ დროს, როდესაც COVID-19 პანდემიისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ზეგავლენამ უფრო თვალსაჩინო გახადა ბევრი ნაკლოვანება და დაფარული სოციალური პრობლემები. დღეს ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოსთან პარტნიორობის მიმართ, რათა მივაღწიოთ მდგრადი განვითარების მიზნებს ხალხის სასიკეთოდ და ქვეყნის კეთილდღეობისთვის“, - ნათქვამია გაეროს სააგენტოთა ჯგუფის განცხადებაში.

მკვლელობაში ბრალდებული: ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ვაღიარებ, რომ მირიან კუკავა ჩემ მიერ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა

„ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ჩემ მიერ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა“, - ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდის, მირიან კუკავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა დავით ჯიჯეიშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა. ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე 7 პირი დააკავეს დაკავებულ რვავე პირს ბრალი ოფიციალურად 30 ივლისს წარუდგინეს. ბრალდებული 7 პირიდან 5 პირს ბრალი ჯგუფური ხულიგნობით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს ბრალდება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცხვარიჭამიაში, 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 7 პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს რაც შეეხება დავით ჯიჯეიშვილს, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე დაკავებული სხვა 7 პირი ბრალს არ აღიარებს. პოლიციამ ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა ცნობისათვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის, ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, როდესაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მომხდარს მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც ის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

პროკურორი ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე სასამართლო პროცესზე საუბრობს

ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულების მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. მისი განმარტებით, „მსგავსი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს პროკურატურა უმკაცრეს პოლიტიკას ატარებს“. ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე 7 პირი დააკავეს „დაახლოებით, ღამის ორ საათსა და ათ წუთზე, დაბადების დღეზე მყოფ გიორგი ხორავას ერთ-ერთი სტუმარი მირიან კუკავა შემთხვევით მხარზე მიეჯახა. უმნიშვნელო საბაბით გაღიზიანებულმა გიორგი ხორავამ მის მეგობრებთან, დავიჯ ჯიჯეიშვილთან და გიორგი კუჭავასთან ერთად, აგარაკზე მყოფი სტუმრების მისამართით გინება დაიწყო, მათ შორის, დავით ჯიჯეიშვილი დანის გამოყენებით აგრძელებდა ხულინგურ ქმდებებს. ეს ქმედებები ასევე განაგრძო აგარაკის გარეთ ტერიტორიაზე, რა დროსაც დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას, შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, გულ-მკერდისა და ბარძაყის არეში დანის გამოყენებით მიაყენა ჭრილობები. პროკურატურა შუამდგომლობს, რომ დავით ჯიჯეიშვილის მიმართ უალტერნატივოდ უნდა იყოს გამოყენებული პატიმრობა, ბრალდების მხარე შუამდგომლობს, რომ თითოეული ბრალდებულის მიმართ იყოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა - ესენი არიან: რატი ჩაჩანიძე, დავით ხარისჭილაშვილი, ირაკლი ასლანაძე, გიორგი კუჭავა და გიორგი ხორავა. დღევანდელ სხდომაზე ჩვენ წინაშე წარსდგა ნიკოლოზ ბაზაძე და განმარტა, რომ მას პროკურატურა ცხოვრებას უნგრევს, ცხოვრება მირიან კუკავას და მის ოჯახს დაენგრა“, - განაცხადა მოგვიანებით პროცესზე დავით ყაზარაშვილმა. ცხვარიჭამიაში, 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 7 პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულების მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ჩემ მიერ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა“, - ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდის, მირიან კუკავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა დავით ჯიჯეიშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა. ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს ცნობისათვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის, ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, როდესაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მომხდარს მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც ის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, 16 გემისგან შემდგარი პირველი კოლონა უახლოეს მომავალში გაემგზავრება

უკრაინის პორტებიდან უახლოეს მომავალში 16 გემისგან შემდგარი პირველი კოლონა გაემგზავრება. აფრიკაში გამგზავრებამდე, პირველი გემი თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, სავარაუდოდ, 3 აგვისტოს შევა. ამის შესახებ CNN Türk-ი იუწყება. მისივე ცნობით, მარცვლეულის ექსპორტისთვის პირველი მარშრუტი გამოყოფილია. პირველი გაჩერება სტამბოლი იქნება. გამგზავრების მომენტიდან, გემებს თვალყურს ადევნებენ უპილოტო საფრენი აპარატებითა და თანამგზავრებით. ანკარის ინიციატივით, პირველი გემები გაემგზავრებიან აფრიკის ქვეყნებისკენ, რომლებსაც შიმშილობა ემუქრებათ. მოსალოდნელია, რომ გემი, რომელიც ოდესის პორტს დატოვებს, სომალიში ჩავა. გაეროს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გემის ჩასვლას სომალიში შეიძლება, თვენახევარამდე დასჭირდეს. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა თურქულ მედიას განუცხადა, რომ უკრაინის პორტები პირველმა გემმა შესაძლოა, ორშაბათს, პირველ აგვისტოს დატოვოს.  ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი საფრთხეს უქმნის მოსავალს, მაგრამ უკრაინა შეეცდება, თავიდან აიცილოს გლობალური სასურსათო კრიზისი როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მარცვლეულის ექსპორტისთვის და პარტნიორებისგან ტრანსპორტირების დაწყების შესახებ სიგნალებს ელოდება. 27 ივლისს, შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადა. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება