ძებნის რეზულტატი:
ვოლოდიმირ ზელენსკი: მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ, დავეხმაროთ ერთმანეთს, დავიცვათ უკრაინის ინტერესები
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოლენივკაში მომხდარი რუსული ტერაქტის შესახებ სიმართლე უნდა დადგინდეს. სწორედ ამ მიზნით, ზელენკის თქმით, გაეროს გენმდივანთან შეხვდრისას, ადგილზე ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნის საკითხი განიხილა. გაეროს ხელმძღვანელი მისიის უსაფრთხო დაშვებას მოითხოვს ოლენივკაში, სადაც 150-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა შემდეგი თემა, რომელიც ასევე წარმოადგენდა განხილვის საგანს, მარცვლეულის ექსპორტია. ზელენსკის თქმით, შედეგი არის არამარტო უკრაინისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც, რადგან იგრძნობა, რომ გლობალური სასურსათო კრიზისი მსუბუქდება. „აქედან გამომდინარე, საჭიროა მეტი უსაფრთხოება, მეტი ექსპორტის მოცულობა, მეტი გემი, რომელსაც შეუძლია უკრაინული საკვების გატანა ჩვენი პორტებიდან“, - განაცხადა ზელენსკიმ. გვიან ღამით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობელი ვარ თურქეთის მზადყოფნისთვის, იტვირთოს ხარკოვის რეგიონის რეკონსტრუქცია. ეს არის მისია ჭეშმარიტად ძლიერი ქვეყნისთვის. დღეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა - ინფრასტრუქტურის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხარკოვში უკიდურესად მძიმე ღამე იყო - ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მიკოლაივი და ზაპორიჟიე კვლავ დაბომბეს. რუსული არმია ხარჯავს უზარმაზარ რესურსს დონბასის დასაკავებლად. რუსი ოფიციალური პირები იმეორებენ მუქარას ოდესისა და უკრაინის სხვა ქალაქების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე. ჩვენ ვხედავთ, რაც მოხდა ოლენივკაში. რუსი ოფიციალური პირები იმეორებენ მუქარას ოდესისა და უკრაინის სხვა ქალაქების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ჩვენ ვხედავთ, რაც მოხდა ოლენივკაში. ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვიფიქროთ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ მოვიგოთ. გავიმარჯვოთ ბრძოლის ველზე, პოლიტიკურ ფრონტზე, საინფორმაციო ომსა და ეკონომიკურ ფლანგზე, ყველგან... გვჯეროდეს საკუთარი თავის, დავეხმაროთ ერთმანეთს, დავიცვათ უკრაინის ინტერესები და ვიცოდეთ, რომ მშვიდობა იქნება. ვინც გააზრებულად იბრძვის, ის იმარჯვებს“, - აღნიშნავს უკრაინიზ პრეზიდენტი.
უჯარმაში, მდინარე იორის არხში, 16 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს
უჯარმაში, მდინარე იორის არხში, 16 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. როგორც ცნობილია, ძმები მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა. ამასთან, ახალგაზრდების ცხედრები გვიან ღამით, მაშველებმა იპოვეს. სამაშველო ბრიგადა ძებნის ოპერაციას რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდა.
რუსეთის არმიამ ხარკოვსა და ნიკოლაევზე იერიში მიიტანა
დღეს დილით ხარკოვსა და ნიკოლაევში აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ ქალაქების მერებმა იგორ ტერეხოვმა და ალექსანდრე სენკევიჩმა ტელეგრამზე განაცხადეს. ნიკოლაევის ხელმძღვანელის სენკეევიჩის თქმით, ძლიერი აფეთქებები ქალაქში დილის 4:06 საათზე საჰაერო იერიშის დროს მოხდა. თავის მხრივ, ხარკოვის მერმა ტერეხოვმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ იერიში სამ რაიონზე - კიევზე, ოსნოვსკისა და ნემიშლიანსკზე მიიტანა. „ერთ შემთხვევაში გვაქვს დარტყმა საცხოვრებელ კორპუსზე, ასევე ინფრასტრუქტურულ ობიექტზე სადაც ხანძარია", - წერს ტერეხოვი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საგამოძიებო სამსახური: კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც წარმოადგენდა უძრავი ქონების სერტიფიცირებულ კერძო ექსპერტ-შემფასებელს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს დაუმზადა ყალბი დასკვნა, რომლითაც შიდა ქართლის რეგიონში მდებარე 13 830 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შეფასებულ იქნა 1 094 060 ლარად. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალებას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს, მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა. როგორც ცნობილია, იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს), მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს, თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა.
BBC: რუსეთმა უკრაინასთან ომში 20-მდე ბატალიონი დაკარგა
BBC-ის რუსული სამსახური, ღია წყაროებზე დაყრდნობით მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ომში რუსეთის დანაკარგთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, ღია წყაროებზე დაყრდნობით 5 702 დაღუპული რუსი სამხედროს ვინაობა დაადგინდა. ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად ომში რუსეთის მხრიდან უმცროსი ოფიცრები იღუპებიან. BBC აღნიშნავს, რომ რუსული მხარე ცოცხალი ძალის დანაკარგის მხოლოდ დადასტურებულ შემთხვევებს აღრიცხავს, ამიტომ შესაძლოა, ეს მონაცემები დარუპულთა რაოდენობაზე 40-60%-ით ნაკლები იყოს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ პირველად 2 მარტს გაასაჯაროვა. მაშინ განაცხადეს, რომ 24 თებერვლიდან 2 მარტამდე დაღუპულია 498, დაჭრილია 1 500. მეორედ ინფორმაცია 25 მარტს გასაჯაროვდა. „სამწუხაროდ სპეციალური „სამხედრო ოპერაციის“ მსვლელობისას გვაქვს დანაკარგები. 25 მარტის მონაცემებით დაღუპულია 1351 სამხედრო, ხოლო დაზიანებები მიიღო 3815-მა სამხედრომ“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე სერგეი რუდსკოიმ განაცხადა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ბალიში G20-ის სამიტზე ჩასვლას გეგმავენ
ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ინდონეზიაში, მიმდინარე წლის ნოემბერში G20-ის სამიტზე ჩასვლას გეგმავენ. ამის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, წერს Bloomberg. „სი ძინპინი მოვა. პრეზიდენტმა პუტინმაც მითხრა, რომ მოვა", - განაცხადა ვიდოდომ. 18 აგვისტოს, კრემლის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ პუტინმა ვიდოდოსთან G20-ის სამიტის საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილა. მაგრამ ოფიციალურად ცნობილი არ არის, დაესწრება თუ არა პუტნი G20-სამიტს. Bloomberg-ის თანახმად, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის სამიტზე ყოფნა გამოიწვევს კონფრონტაციას აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და სხვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სი ძინპინის გეგმებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. კრემლმა ასევე უარი თქვა ამ ინფორმაციის ოფიციალურ კომენტირებაზე. თუმცა, ერთ-ერთმა რუსმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ პუტინი გეგმავს შეხვედრაზე პირადად დასწრებას. შეგასხენებთ, რომ ინდონეზია წელს დიდი ოცეულის თავმჯდომარე ქვეყანაა. მას დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ მოუწოდეს, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის გამო, ვლადიმირ პუტინის სამიტზე მიწვევა გაეუქმებინათ.
უკრაინის გენშტაბი: დონბაისის რეგიონში, რუსი ოკუპანტები შტურმის განხორციელებას ცდილობენ, მაგრამ უკრაინელი სამხედროები მტრის თავდასხმებს იგერიებენ
დონბაისის რეგიონში რუსი ოკუპანტები ცდილობენ შტურმის განხორციელებას, მაგრამ უკრაინელი სამხედროები მტრის თავდასხმებს იგერიებენ, - ამის შესახებინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. BBC: რუსეთმა უკრაინასთან ომში 20-მდე ბატალიონი დაკარგა „დონბაისის რეგიონში რუსი ოკუპანტები ცდილობენ შტურმის განხორციელებას, მაგრამ უკრაინელი სამხედროები მტრის თავდასხმებს იგერიებენ. მტერი შეეცადა თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას ბარაბაშოვკა-კარნაუხოვკას, სულიგოვკა-დიბროვნოეს, სულიგოვკა-ნოვაია დმიტროვკას მიმართულებებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პუტინი უკრაინის წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აგებს - ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი ჯერემი ფლემინგი თვლის, რომ ამ ექვსი თვის განმავლობაში, ფართომასშტაბიანი ომის მიუხედავად, რუსეთმა ვერ მოიპოვა უპირატესობა უკრაინაზე კიბერსივრცეში და საინფორმაციო ომს აგებს. ფლემინგი აღნიშნავს, რომ „თავდაპირველად რუსეთმაც და უკრაინამაც კარგად იცოდნენ, რომ ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განზომილება, გარდა თავად ბრძოლის ველისა, არის ინფორმაციული ბრძოლა გავლენისთვის და საკუთარი ნარატივები. რამდენადაც ეს ბარბაროსული და დესტრუქციული ომია, ის ასევე ძალიან თანამედროვე და ციფრული კიბერომია“. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ციფრულ და საინფორმაციო სივრცეში თავდასხმების თავდაპირველი გეგმები, თავიდანვე წარუმატებელი იყო. „მათ მიერ გამოყენებული თავდასხმის კიბერსაშუალებები იყო უპასუხისმგებლო და განურჩეველი. საინფორმაციო ოპერაციები იყო მოუხერხებელი და შეფერხებული. ხდებოდა სადაზვერვო ინფორმაციის გამოქვეყნება. ამასთან, რუსი სამხედროების მცდელობა, რომ გაენადგურებინათ უკრაინის ციფრული ინფრასტრუქტურა, წააწყდა სტაბილურ, პროფესიონალურ და უკრაინელი სპეციალისტების ეფექტიან წინააღმდეგობას“, - აღნიშნავს ფლემინგი. ის დადებითად აფასებს უკრაინის კიბერ წინააღმდეგობას და წერს, რომ ეს შეიძლება, „ისტორიაში ყველაზე ეფექტიანი თავდაცვითი კიბერაქტივობა იყოს". ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ევროპის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ძლიერი შტორმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი
ევროპის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ძლიერი შტორმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქარის მიერ წაქცეულ ხეს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა ავსტრიასა და იტალიაში, ასევე საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე. ამასთან, ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა კუნძულ კორსიკაზე გაანადგურა რამდენიმე ბანაკი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა, რომელიც კორსიკაში ხუთშაბათს ჩავიდა, განაცხადა, რომ დაშავებულია 20 ადამიანი, მათგან ოთხი კი განსაკუთებით მძიმედ.
რუსეთში რბოლები აღარ ჩატარდება - „ფორმულა 1“-ის პრეზიდენტი
„ფორმულა 1-ის“ პრეზიდენტმა სტეფანო დომენიკალიმ განაცხადა, რომ „რუსეთის გრანპრი“ რბოლების კალენდარში არ დაბრუნდება. ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციას 2023 წლიდან გრან-პრის გამართვა სანკტ-პეტერბურგში სურდა. მანამდე უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სოჭში წლევანდელი რბოლა გაუქმდა. ამის შემდეგ „ფორმულა 1“-ის კონტრაქტი რუსეთთან გაწყდა. „ფორმულა 1"-ის ხელმძღვანელის თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება. „მე ყოველთვის ვამბობ, რომ არასოდეს თქვა არასოდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში შემიძლია დაგპირდეთ: ჩვენ მათთან მოლაპარაკებას აღარ ვაწარმოებთ. აღარ იქნება რბოლა", - ხაზგასმით აღნიშნა დომენიკალიმ. მისი თქმით, რუსეთში გრან-პრის სერიოზული დაფინანსება აქვს, „მაგრამ არის რაღაცა, რაც განხილვას არ ექვემდებარება“.
ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი საქართველო-სომხეთის საზღვართან ახალი საავტომობილო ხიდის გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად მიიღებს ღონისძიებაში მონაწილეობას. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 03:18 საათზე, საქართველოში 3.6 (ML) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან დასავლეთით - 23კმ-ში, სოფელ სამებასთან 11 კმ - ში იყო.
აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების $800 მილიონიან პაკეტს ამზადებს
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინისთვის, დამატებითი სამხედრო დახმარების $800 მილიონიან პაკეტს ამზადებს. რეზნიკოვმა ოსტინთან საუბრის შემდეგ, აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარება დააანონსა Reuters-ის ცნობით, შესაძლოა, ეს ინფორმაცია დღეს ოფიციალურად გასაჯაროვდეს. ამასთან, გამოცემასთან თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ განცხადება შესაძლოა მომავალ კვირას გაკეთდეს ან სამხედრო დახმარების პაკეტის მოცულობა შეიცვალოს. ბაიდენი დახმარებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაამტკიცებს. შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა აშშ-ს თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან საუბრის შემდეგ შეერთებული შტატების უსაფრთხოების ახალი დახმარების შესახებ განაცხადა.
საქართველოში უმუშევრობის დონე 18.1%-მდე შემცირდა - საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1 პროცენტი შეადგინა. 2021 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე 22,1% იყო, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალში 19,4%-ს შეადგენდა. საქსტატი: 2021 წელს უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით, 2.1%-ით გაიზარდა 2022 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 36.2 ათასი კაცით (4.4%) და 867.9 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19.4 ათასით გაიზარდა (5.1%) და 401.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 63.0 ათასით (18.3%) და 281.6 ათასი შეადგინა. 2022 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 50.2 ათასი კაცით (6.1%), თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაზრდილია 18.9 ათასით (4.9%), ხოლო უმუშევართა რიცხოვნობა 8.1 ათასითაა (2.8%) შემცირებული. საქსტატი: საქართველოში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი ახალგაზრდებშია 2022 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.4 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. საქსტატის მონაცემებით, II კვარტალში უმუშევრობის დონე როგორც საქალაქო ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 4.0 პროცენტული პუნქტით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.8 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.2 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.5 პროცენტული პუნქტით. 2022 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში შესაბამისად 1.6 და 2.9 პროცენტული პუნქტით.
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბერდია ჯოხაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბერდია ჯოხაძე სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჯოხაძის ახლობლები იმყოფებოდნენ. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა ბერდია ჯოხაძის ცხედარი ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. უკრაინაში გარდაცვლილ მებრძოლს 21 აგვისტოს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. ცნობისთვის, უკრაინაში 18 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყების დღიდან უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 44 700 ჯარისკაცი მოკლეს
ომის დაწყების დღიდან უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 44 700 ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. BBC: რუსეთმა უკრაინასთან ომში 20-მდე ბატალიონი დაკარგა „მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1 899 ტანკს, 4 195 ჯავშანმანქანას, 1016 საარტილერიო სისტემას, 266 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 141 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 234 თვითმფრინავს, 197 ვერტმფრენს, 3130 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 795 უპილოტო საფრენ აპარატს, 94 ერთეულ სპეცტექნიკას, 190 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში მკვლელობა მოხდა. მეზობელმა კაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეზობელი კაცი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მეზობლად მცხოვრებ - 1991 წელს დაბადებულ ი.ა.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული რ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მეზობლად მცხოვრებ - 1991 წელს დაბადებულ ი.ა.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ რ.ბ., ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქართველოს უმსხვილესი 10 საქსპორტო ქვეყანა და პროდუქტი - საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში ექსპორტი 36.4%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 3.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი 34.8%-ით მოიმატა და 7.09 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. 10 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნა იანვარ-ივლისში: ჩინეთი - წილი მთლიან ექსპორტში - 15.3%, ზრდა - 29.4%; ა ზერბაიჯანი - წილი მთლიან ექსპორტში - 11.3, ზრდა - 19%; რუსეთი - წილი მთლიან ექსპორტში - 10.9%, ზრდა - 5.1%; თურქეთი - წილი მთლიან ექსპორტში - 9.5%, ზრდა - 54.9%; სომხეთი - წილი მთლიან ექსპორტში - 8.1%, ზრდა - 96.3%; ბულგარეთი - წილი მთლიან ექსპორტში - 7.6%, ზრდა - 84.7%; აშშ - წილი მთლიან ექსპორტში - 6.1%, ზრდა - 115.2%; უკრაინა - წილი მთლიან ექსპორტში - 4.2%, კლება - 21.1%; პერუ - წილი მთლიან ექსპორტში - 3.3%, ზრდა - 950.2%; ყაზახეთი - წილი მთლიან ექსპორტში - 3.1%, ზრდა 136.1%. 10 საექსპორტო პროდუქტი იანვარ-ივლისში: სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $620 953.1 წილი ექსპორტში 27.9% ფეროშენადნობები - $348 314.1 - 15.6 % აზოტოვანი სასუქები - $182 650.7 - 8.2% ყურძნის ნატურალური ღვინოები - $120 685.0 - 5.4% ელექტროენერგია - $64 780.7 - 2.9% მინერალური და მტკნარი წყლები - $55 003.8 - 2.5% სპირტიანი სასმელები - $52 684.5 - 2.4% ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $51 535.3 - 2.3% ტრიკოტაჟის ნაწარმი - $50 752.7- 2.3% ოქრო - $49 902.5 - 2.2% დანარჩენი საქონელი - $628 642.6 - 28.2%
შიდა ქართლის პოლიციამ ქალის გაგუდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული თ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებული ნაცნობი ქალი – თ.ჩ. გაგუდა. პოლიციამ თ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.