ძებნის რეზულტატი:
ანტონიო გუტერეში მოლდოვაში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 19 აგვისტოს საღამოს მოლდოვაში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა. მოლდოვის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გუტერეში ოდესიდან მანქანით ჩამოვიდა. „კიშინიოვში გაჩერება თავდაპირველად არ იყო დაგეგმილი. მოლდოვაში ჩსვლა გუტერეშმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოდესაში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მარშრუტით ხორბლის გადაზიდვის პროცესი შეამოწმა“, - აცხადებენ მოლდოვას პრეზიდენტის პრესსამსახურში. 20 აგვისტოს კიშინიოვში, გუტერეში მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდება, რის შემდეგაც ის სტამბოლში გაემგზავრება, სადაც ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მონახულებით ევროპის ტურს დაასრულებს.
შვედეთში, სავაჭრო ცენტრში სროლაში 15 წლის მოზარდია ეჭვმიტანილი
შვედეთის პოლიციამ, მალმაში, სავაჭრო ცენტრში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილი 15 წლის მოზარდი დააკავა. თვითმხილველების თქმით, სავაჭრო ცენტრში მან ხალხის მიმართულებით სროლა მოულოდნელად დაიწყო. შვედეთში, სავაჭრო ცენტრში კაცმა იარაღიდან ისროლა. არიან დაჭრილები პოლიცია მიიჩნევს, რომ სროლა კრიმინალურ გარემოს უკავშირდება. პოლიციის ცნობით, სროლის შედეგად, 31 წლის კაცი დაიღუპა, ხოლო მძიმედ დაჭრილი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. Emporia სკანდინავიაში, ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრია და მალმოს სტადიონთან და რკინიგზის სადგურთან მდებარეობს.
Reuters: ყირიმში „საკის“ ბაზაზე მომხდარმა აფეთქებამ შავი ზღვის სამხედრო ავიაციის ნახევარი გაანადგურა
აგვისტოს დასაწყისში ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედოროვკას მახლობლად, „საკის“ საჰაერო ბაზაზე აფეთქებების შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციის საბრძოლო თვითმფრინავების ნახევარზე მეტი მწყობრიდან გამოვიდა, ამის შესახებ Reuters ევროპის ოფიციალურ წრეებთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყარომ აცნობა. ანონიმური წყარო, გამოცემასთან აცხადებს, რომ უკრაინა „კუმულაციურ ეფექტს“ აღწევს რუსეთის არმიის სამხედრო ინფრასტრუქტურის ზურგში მიყენებული დარტყმით. ამან შეიძლება არა მხოლოდ შეასუსტოს რუსეთის ჯარების მატერიალური მხარდაჭერა, არამედ ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს რუსეთის ხელისუფლებაზე. მანამდე, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, უკრაინულმა Forbes-მა დათვალა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე განადგურებული ავიატექნიკის ღირებულება, $650-$850 მილიონია. უკრაინული Forbes ასევე რუსული სამხედრო თვითმფრინავების სავარაუდო ღირებულებაზე წერს: Су-30СМ – $50 მლნ, Су-24МР – $6 მლნ, Ил-76 – $86მლნ. რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შესაძლოა, ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა - CNN ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებზე სხვადასხვა წყაროს ცნობით, ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის ფედერაციის კუთვნილი 8-დან 24-მდე ავიატექნიკა განადგურდა. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, ამერიკულმა კომპანია Planet Labs-მა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ აეროდრომზე 20 თვითმფრინავი დგას. მათ შორისაა Су-30СМ და მზვერავი Су-24МР, Ил-76 და რამდენიმე შვეულმფრენი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 აგვისტოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის 9 სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა და ზარალმა დაახლოებით $505 მილიონი შეადგინა. ღია წყაროებზე არსებული დაზვერვის პროექტის UA Weapons Tracker-ის ცნობით, აეროდრომზე 11 თვითმფრინავი იყო და რუსეთის ფედერაციას დაახლოებით $300 მილიონის ზარალი მიადგა. დაზვერვა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, 11 -ზე მეტი თვითმფრინავი განადგურდა, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის. უკრაინის საჰაერო ძალები 10 აგვისტოს იუწყებოდა, რომ ყირიმში რუსი ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი განადგურდა. Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკიზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს
შვედეთში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად დაჭრილი კაცი დაიღუპა
შვედეთის ქალაქ მალმეს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად დაჭრილი კაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ამასთან, სროლის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. პოლიციელებმა 15 წლის თავდამსხმელი უკვე დააკავეს. პოლიცია მიიჩნევს, რომ სროლა კრიმინალურ გარემოს უკავშირდება. Emporia სკანდინავიაში, ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრია და მალმოს სტადიონთან და რკინიგზის სადგურთან მდებარეობს. შვედეთში, სავაჭრო ცენტრში კაცმა იარაღიდან ისროლა. არიან დაჭრილები
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
საქართველოს რეგიონების ნაწილში დღეს იწვიმებს. თბილისი - ღამით +20°, დღისით +35°, უმეტესად უნალექოდ. სოხუმი - ღამით +23°, დღისით +31°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ბათუმი - ღამით +24°, დღისით +32°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ფოთი - ღამით +24°, დღისით +32°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ზუგდიდი - ღამით +23°, დღისით კი +36°, უმეტესად უნალექოდ. ქუთაისი - ღამით +24°, დღისით +37°, უმეტესად უნალექოდ. მესტია - ღამით +17°, დღისით +33°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ბორჯომი - ღამით +15°, დღისით კი +37°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ახალციხე - ღამით +14°, დღისით კი +37°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცხინვალი - ღამით +14°, დღისით +35°, უმეტესად უნალექოდ. რუსთავი - ღამით +21°, დღისით +36°, უმეტესად უნალექოდ. თელავი - ღამით +20°, დღისით კი +35°, უმეტესად უნალექოდ. ლაგოდეხი - ღამით +20°, დღისით +37°, უმეტესად უნალექოდ. სიღნაღი - ღამით +19°, დღისით კი +33°, უმეტესად უნალექოდ.ცაგერი - ღამით +19°, დღისით კი +37°, უმეტესად უნალექოდ. რაც შეეხება ბახმაროს - ღამით +17°, დღისით +28°, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება.
რუსეთმა დონბასში, რამდენიმე მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყო - უკრაინის შეიარაღებული ძალები
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა დონბასში, რამდენიმე მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყო. მათივე ცნობით, ოკუპანტებმა თავდასხმის ოპერაციები განახორციელეს ბახმუტის, ზაიცევოესა და კოდემას დასახლებების ტერიტორიებზე, თუმცა წარუმატებლად. ბრძოლა გრძელდება. „ოკუპანტებმა თავდასხმის ოპერაციები განახორციელეს ბახმუტის, ზაიცევოესა და კოდემას დასახლებების ტერიტორიებზე, თუმცა წარუმატებლად. ბრძოლა გრძელდება. ავდიივკას მიმართულებით დამპყრობლებმა გამოიყენეს ტანკები, ქვემეხები და სარაკეტო არტილერია ნოვობახმუტოვკას, ნეველსკოეს, ნესკუჩნოეს, ალექსანდროპოლის, კერამიკის, კერმენჩიკისა და პესკოვის ტერიტორიებზე. მოწინააღმდეგე წინ მიიწევს ოპიტნოესა და მაიორსკის დასახლებების ტერიტორიებზე, მაგრამ წარმატების გარეშე ბრძოლა გრძელდება“, - აცხადებენ გენშტაბში. BBC: რუსეთმა უკრაინასთან ომში 20-მდე ბატალიონი დაკარგა ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სომხეთში, მერიაში შეიარაღებული კაცი ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიჭრა და ცეცხლი გასნა
სომხეთის ქალაქ მასისის მერიაში შეიარაღებული კაცი ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიჭრა და ცეცხლი გასნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. წინასწარი ვერსიით, დამნაშავე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ამასთან თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „პოლიცია შეიარაკებულ კაცთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რა დროსაც გასროლის ხმა გავიგეთ. სპეცრაზმი და პოლიციელები შენობაში შევიდა და დაინახეს, რომ თავდამსხმელმა თავი მოიკლა“, - აცხადებენ პოლიციის პრესსამსახურში. ამ ეტაპზე, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსი ჯარისკაცები დემორალიზებულები არიან
რუსი ჯარისკაცები დემორალიზებულები არიან, რაც განპირობებულია მათი როტაციის თარიღების მუდმივი გადადებითა და დაპირებული ანაზღაურების შეუსრულებლობით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სპიკერმა ოლექსანდრ სტუპუნმა განაცხადა. რუსეთმა დონბასში, რამდენიმე მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყო - უკრაინის შეიარაღებული ძალები "რუსული აგრესიის 178-ე დღეა უკრაინაში. დონეცკის ოლქის საზღვარზე მდებარე ოთხი დასახლებული პუნქტისთვის ბრძოლა გრძელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაბომბვის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 13 ადამიანი. ღამით ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა მელიტოპოლსა და მიკოლაივში. ოკუპანტების რაკეტების სამიზნე გახდა ხარკივის ტერიტორიაზე კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტებიც. რუსი ჯარისკაცები დემორალიზებულები არიან, რაც განპირობებულია მათი როტაციის თარიღების მუდმივი გადადებითა და დაპირებული ანაზღაურების შეუსრულებლობით", - განაცხადა სტუპუნმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთს „დიდი ოცეულის“ სამიტზე ყოფნის მორალური უფლება არ აქვს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის განაცხადებით, რუსეთს „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტის სხდომაზე ყოფნის მორალური უფლება არ აქვს, ვიდრე ის უკრაინაში შეჭრას განაგრძობს. „რუსეთს არ აქვს მორალური უფლება იჯდეს „დიდი ოცეულის“ სამიტზე, მაშინ როცა მისი აგრესია უკრაინაში გრძელდება“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა. ამასთან, ოფიციალური ლონდონი მიესალმება იმას, რომ უკრაინა G20-ის ლიდერთა სამიტზე, შესაძლოა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ იყოს წარმოდგენილი. ცნობითვის, ინდონეზია „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტს ნოემბერში უმასპინძლებს. სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი დაესწრებიან.
ალ-შაბაბის მებრძოლები სომალის ერთ-ერთ სასტუროში შეიჭრნენ - დაიღუპა სულ მცირე, 10 ადამიანი
ალ-შაბაბის მებრძოლები სომალის დედაქალაქ მოგადიშოში სასტურო „ჰაიატში“ შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრველებს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე, 10 ადამიანი. სამართალდამცავების ცნობით, თავდამსხმელებმა სასტუმროსთან ორი ასაფეთქებელი ნივთიერება აამოქმედეს, შემდეგ კი შენობაში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. ცნობისათვის, ალ-ქაიდას განშტოება, დაჯგფება ალ-შაბაბი, ფედერალურ მთავრობასთან გრძელვადიან კონფლიქტშია ჩართული.
სუს-მა აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საველე-პრაქტიკულ სწავლებას უმასპინძლა
აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ორგანიზებული საველე-პრაქტიკული სწავლება, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უმასპინძლა, წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ქართულმა დანაყოფებმა ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფების უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს. მათივე ცნობით, საველე-პრაქტიკულ სწავლებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს დანაყოფების 200-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. სწავლების მიზანს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების გავრცელების წინააღმდეგ უწყებათაშორის კოორდინირებული მუშაობა წარმოადგენდა. სწავლების დასასრულს მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები და პერსონალური მონეტები გადაეცათ. დახურვის საზეიმო ცერემონია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში გაიმართა. (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გენარალ-მაიორი): „სწავლების პროცესში კარგად წარმოჩინდა, თუ რა მნიშვნელობა აქვს საგანგებო სიტუაციების დროს ქვეყანაში არსებული ძალოვანი სტრუქტურების კოორდინირებულ და შეთანხმებულ მუშაობას. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის სპეც-სამსახურებმა წარმატებით გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობას და აჩვენეს მომზადების მაღალი დონე“, – სუს-ის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორ გიგა ნიკოლეიშვილმა. „სამივე უწყება მონაწილეობდა როგორც უწყებათაშორისი მორეაგირე ჯგუფი, რომელიც ახდენდა რეაგირებას სამ კომპლექსურ ქბრბ და განაღმვითი სამუშაოების სცენარზე. სამი დღის განმავლობაში სამივე დანაყოფმა დაამტკიცა ამ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით ტაქტიკის, სტრატეგიისა და ოპერაციების შედეგიანობა“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს პროგრამების ხელმძღვანელმა, მაიკლ ბრედვიკმა. „აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ქართულმა სპეცსამსახურმა მნიშვნელოვნად აიმაღლა პროფესიული უნარები, შესაბამისი დანაყოფები უზრუნველყოფილია სპეციალური აღჭურვილობით. უწყებათშორისი საველე სწავლება ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების, განაღმვისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში, ეფექტური ღონისძიებების გატარების, კოორდინირებული მუშაობისა და წარმატებული საქმიანობის გარანტიაა. დასკვნით ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ მღებრიშვილი, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს, ევროპაში აშშ-ის საავიაციო ძალებისა და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და სწავლებაში მონაწილე უწყებების პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. სწავლება უპრეცედენტოა და საქართველოში პირველად ჩატარდა“, – აცხადებენ სახელმწიფო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
სოჭის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ხანძარი გაჩნდა
სოჭის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის გაჩენის ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. „აეროპორტის ტერიტორიაზე არაფერი არ იწვის, ამ ტერიტორიაზე დამხმარე შენობას გაუჩნდა ხანძარი, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება“, - აცხადებენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში. ხანძარი ამ ეტაპზე უკვე ლოკალიზებულია.
უკრაინული მედია: ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში ძლიერი აფეთქება მოხდა
ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში, ევპატორიასა და ბახჩისარაიში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. Reuters: ყირიმში „საკის“ ბაზაზე მომხდარმა აფეთქებამ შავი ზღვის სამხედრო ავიაციის ნახევარი გაანადგურა "ბახჩისარაიში აფეთქებები სამხედრო აეროდრომზე მოხდა. ქალაქებში რუსეთის საჰაერო თავდაცვითი სისტემა ამოქმედდა", - განაცხადა საოკუპაციო მთავრობის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვიმ. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შესაძლოა, ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა - CNN ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებზე
20 აგვისტო დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღეა
20 აგვისტო დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღეა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია ქვეყნის წამყვანი უმაღლესი სამხედრო სასწავლებელია, რომელიც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, აკადემიური უმაღლესი და სამხედრო განათლების მქონე ოფიცერთა მომზადებას უზრუნველყოფს. ამჟამად აკადემიაში წარმატებით ფუნქციონირებს საბაკალავრო სკოლა, მაგისტრატურა, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი, უმცროს ოფიცერთა სკოლა, ენობრივი მომზადების სკოლა, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და უმაღლესი სამეთაურო სკოლა. საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია 1918 წლიდან, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იწყება. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ხელმძღვანელობით, 1919 წლის შემოდგომაზე, ქართველ იუნკერთა სამხედრო სკოლა შეიქმნა, რომელიც 1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად ამ დასახელებით გაუქმდა. 1921 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მე-11 წითელ არმიის შენაერთებთან ბრძოლაში მონაწილეობას ქართული სამხედრო სკოლის უკვე 148 იუნკერი იღებდა. ისინი ბოლომდე იდგნენ საბრძოლო პოზიციებზე. ქართულ სინამდვილეში სიტყვა „იუნკერი“ დამკვიდრდა, როგორც თავდადების, ღირსებისა და პროფესიული მოვალეობისადმი ერთგულების სიმბოლო.1993 წლის 28 მაისს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო აკადემია შეიქმნა, რომელმაც სტუდენტების პირველი ნაკადი 1993 წლის 1 სექტემბერს მიიღო. 2003 წლის 20 თებერვალს, აკადემიას დავით აღმაშენებლის სახელი მიენიჭა, 2009 წლიდან, სასწავლებელი ქალაქ გორში განლაგდა.
ლოგისტიკის სარდლობა გიორგი ანწუხელიძის სახელობის კალათბურთის ტურნირის გამარჯვებული გახდა
ბათუმში საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3x3 კალათბურთის ტურნირი ლოგისტიკის სარდლობის გამარჯვებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალურ მატჩებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ეროვნული გმირის ოჯახის წევრები, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ. „ფინალური ეტაპი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა თავდაცვის ძალების დასავლეთის და აღმოსავლეთის სარდლობების 22-მა გუნდმა მიიღო. ტურნირის ფარგლებში ამხანაგური შეხვედრა დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმაც გამართეს. ჩემპიონატი 2020 წელს ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა და ეროვნული გმირის დაბადების დღის თარიღთან დაკავშირებით, მას სიმბოლურად გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდება. 3X3 კალათბურთში ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ყოველი წლის აგვისტოს თვეში ტარდება. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვის ძალების მეთაურმა გადასცა.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პროკურატურამ მარნეულის რაიონში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ბრალდებულმა დაზარალებულს ურთიერთშელაპარაკების გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თან ნაქონი დანით, სხეულის სხვადასხვა ადგილას სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა. "მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", -აღნიშნილია ინფორმაციაში.
სუს-ი: ქარელის და დუშეთის მუნიციპალიტეტების სოფლების გასწვრივ უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესი განახლდა
ქარელის და დუშეთის მუნიციპალიტეტების სოფლების გასწვრივ უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესი განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამ სოფლების მიმდებარედ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი 2021 წლის აპრილში დაიწყო და ახლა პროცესის გაგრძელებაა. "უკანონო ბორდერიზაციის ყველა ფაქტი განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს", - განაცხადეს სუს-ში. შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლში უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესი აქტიურად მიმდინარე წლის თებერვლიდან განაახლეს, როცა სოფელ კირბალში სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია თეთრი ლენტებით მონიშნეს.
უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების შეჭრის დღიდან 363 უკრაინელი ბავშვი დაიღუპა
"უკრაინაში რუსული ძალების შეჭრის დღიდან 363 უკრაინელი ბავშვი დაიღუპა", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „18 ივნისის მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში სულ 323 ბავშვი დაიღუპა, 718 კი დაშავდა. ეს რიცხვები საბოლოო არაა“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის „ევრობასკეტი 2022“ გამოშვებას იწყებს
საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის „ევრობასკეტი 2022“ გამოშვებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „ევრობასკეტი 2022“ - წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საკალათბურთო ღონისძიებაა, როგორც მონაწილე ქვეყნების სპორტული მიღწევების, ასევე, ქვეყნის, როგორც მასპინძლისა და ორგანიზატორის საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსის თვალსაზრისით. ამასთან, საქართველომ ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება იტალიასთან (მილანი), გერმანიასთან (კიოლნი, ბერლინი) და ჩეხეთთთან (პრაღა) ერთად 2019 წელს მოიპოვა. „საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, თბილისი მსოფლიო ყურადღების ცენტრში ექცევა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და საკალათბურთო რეიტინგის მოწინავე ნაკრები გუნდების მასპინძლობით. თბილისს ეწვევიან უმაღლესი რანგისა და მნიშვნელობის სტუმრები და გულშემატკივრები, რაც ჩვენი ქვეყნის სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ქართულ კალათბურთს წელს 100 წელი უსრულდება. „ევრობასკეტი 2022“ - ის მასპინძლობას კი სპორტის ეს სახეობა ახალ საფეხურზე გადაჰყავს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ევრობასკეტი 2022 - ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა. საკოლექციო მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტის ავერსის ესკიზი - ალექსანდრე ვერულაშვილმა, ხოლო რევერსის ესკიზი - სოფიო წიქარიძემ მოამზადეს. მონეტა ბადენ-ვიურტემბერგის (გერმანია) სახელმწიფო ზარაფხანაში 5 000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 70 ლარია. ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს, გაითვალისწინოს ნუმიზმატების, კოლექციონერების და სხვა დაინტერესებული მხარეების სურვილები და რეკომენდაციები და ზრუნავს, გააუმჯობესოს საკოლექციო მონეტების რეალიზაციის პირობები. შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა წინასწარი შეკვეთების პრაქტიკა 2021 წელს დაიწყო და „ევრობასკეტი 2022“ იყო პირველი საკოლექციო მონეტა, რომელიც წინასწარი შეკვეთით გაიყიდა. წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის გვერდზე - https://moneymuseum.nbg.gov.ge, ასევე, საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში შემდეგი პირობებით: 2022 წლის 22 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით, მიწოდების პირობით, მათი ღირებულების დარჩენილი საფასურის (მათ შორის მიწოდებისა და დაზღვევის ღირებულება) გადახდით; შეკვეთის დასრულება-მიწოდების პირობები დეტალურად იხილეთ: https://moneymuseum.nbg.gov.ge 2022 წლის 29 აგვისტოდან 2 თვის განმავლობაში წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება საკასო ცენტრსა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და ყვარლის ფულის მუზეუმში (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) მათი დარჩენილი საფასურის გადახდით, შემკვეთის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის პირობით. 2022 წლის პირველი სექტემბრიდან დაიწყება მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით - https://moneymuseum.nbg.gov.ge, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) სალაროებში. თავისუფალ რეჟიმში მონეტების გაყიდვის პროცესში, მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს 1 მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის. მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს კალათბურთის ფარისა და ბურთის სტილიზებული გამოსახულება. მარჯვენა მხარეს კი სტილიზებული სახით შესრულებულია ნომინალის აღმნიშვნელი წარწერა „5 ლარი“. წრიულ რკალზე მარჯვენა ნაწილში დატანილია წარწერები „ქართული კალათბურთი - 100 წელი” და „საქართველო . Georgia“, რომელთა შორის გამოსახულია ევრობასკეტის თასი. მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ცენტრში განთავსებული ევრობასკეტი 2022-ის ლოგო ქვეყნისა და ქალაქის წარწერით, კალათბურთის ბურთის კონტურული გამოსახულების ფონზე. მონეტის ქვედა მარცხენა ნაწილში დატანილია გამოშვების წელი „2022“. მონეტის მახასიათებლები: ნომინალი: 5 ლარი შემადგენლობა: Ag 925 წონა: 15.5 გ დიამეტრი: 33 მმ წიბო: გლუვი ხარისხი: პრუფი მოჭრის რაოდენობა: 5000 ცალი გამოშვების წელი: 2022 დიზაინერები: ავერსი - ალექსანდრე ვერულაშვილი; რევერსი - სოფიო წიქარიძე საქართველოს ეროვნული ბანკი მადლობას უხდის საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მონეტის დიზაინში გამოყენებულ წარწერებსა და „ევრობასკეტი 2022“ - ის ლოგოსთან დაკავშირებით გაწეული დახმარებისათვის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
თურქეთში, ავტო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა
თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. აღნიშნულ ფაქტს თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილებს შორის მაშველები და ჟურნალისტებიც არიან. "საზარელი ავტო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. დაიღუპა 16 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს", - წერს ჯანჯღავა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალი ამბების სააგენტოს ავტომობილს, სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა. ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარების ჯგუფი მუშაობს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები.