ძებნის რეზულტატი:
ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა
ბაქოში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ლევან კაკავას, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის რიზა თურაგაისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის შახინ ბაგიროვის მონაწილეობით, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობას, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციითვე, აღნიშნული შეთანხმება, მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, უზრუნველყონ წინასწარი ინფორმაციის გაცვლა 3 ქვეყნის საზღვრებს შორის გადაადგილებულ ტვირთებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე. ამასთან, შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, კიდევ უფრო ეფექტურ თანამშრომლობას, უსაფრთხოებასა და კანონიერ ვაჭრობას. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რეგიონში საერთაშორისო ტვირთების შეუფერხებელი მიწოდების მნიშვნელობაზე და გაზრდილი ტვირთნაკადის მართვის პროცესში, ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თქმით, თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რაც ხელს შეუწყობს, ტვირთნაკადის გაზრდას და გაამარტივებს საზღვრის კვეთის პროცედურებს. ,,ჩვენი მიზანი უნდა იყოს სავაჭრო და სატრანსპორტო დოკუმენტების მონაცემების საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციების ავტომატური შევსება და მომხმარებელთა მიერ, ელექტრონულად წარდგენილი ინფორმაციის წახალისება. ამასთან, უწყებაში აქტიურად იწყება ხელოვნური ინტელექტის პროექტის დანერგვა და იმედი მაქვს, რომ ჩვენი შემდეგი შეხვედრისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეებით წარვდგებით“, - აღნიშნა ლევან კაკავამ. სამმხრივი კომიტეტის ფარგლებში, აზერბაიჯანულ და თურქულ მხარეებთან, ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები. აღნიშნულ შეხვედრებში, შემოსავლების სამსახურის მხრიდან მონაწილეობა მიიღეს საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა სამსონ ურიდიამ.
რუსეთი ბელორუსის სამხრეთით, სამხედრო ბაზასა და აეროდრომს აფართოებს - მედია
რუსეთი ბელორუსის სამხრეთ ნაწილში, ბრესტის რეგიონში ლუნინკაში, სამხედრო ბაზასა და აეროდრომს აფართოებს. Polskoye Radio-ს ცნობით, ამ სამხედრო ბაზას რუსი სამხედროები თებერვლიდან, ბრესტის რეგიონში როგორც სამეთაურო პუნქტს ისე იყენებდნენ. „ამ ბაზიდან რუსეთის ჯარებმა რაკეტები უკრაინის მიმართულებით რამდენჯერმე გაუშვეს, ხოლო რუსული ავიაცია აეროპორტიდან საბრძოლო მისიებს ახორციელებდა. როგორც აღინიშნა, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე ლუნინეცის სამხედრო აეროდრომი რეზერვი იყო და არ გააჩნდა სტრატეგიული მნიშვნელობა. იანვარში აეროდრომს ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვია და ამ ვიზიტიდან რამდენიმე დღეში, ეს ობიექტი რუსეთის ძალებმა დაიკავეს. გომელის მახლობლად მდებარე ლუნინკას, ბარანოვიჩისა და ზიაბროვკას სამხედრო ბაზები რუსული არმიის მთავარი სტრატეგიული ცენტრებია ბელორუსში. აგვისტოში ზიაბროვკას ბაზა სარაკეტო სროლის შედეგად დაზიანდა“, - წერს უკრაინული მედია.
გაეროს ხელმძღვანელი მისიის უსაფრთხო დაშვებას მოითხოვს ოლენივკაში, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ლვოვში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის (MİT) ხელმძღვანელი ჰაკან ფიდანი და პრეზიდენტის პრესმდივანი იბრაჰიმ კალინი. ლვოვში პრეზიდენტების ერდოღანის, ზელენსკისა და გაეროს გენერალური მდივნის გუტერეშის სამმხრივი სამიტი მიმდინარეობს თურქული მედიის ცნობით, შეხვედრა პოტოცკის სასახლეში პრესისთვის დახურული იყო და 40 წუთს გაგრძელდა. CNN-ის ცნობით, მანამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განიხილა გაეროს ძალისხმევა, შექმნას ფაქტების დამდგენი მისია თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც, ივლისის ბოლოს, ოლენივკაში 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა. მისივე თქმით, ასეთი მისიის იდეა უკრაინასა და რუსეთსაც გაუზიარეს. გუტერეშის თქმით, მისიის ხელმძღვანელად დანიშნა ბრაზილიელი გენერალი კარლოს დოს სანტოს კრუზი, რომელსაც სამშვიდობო ოპერაციებში დიდი გამოცდილება აქვს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმის შემდეგ მაშინვე განაცხადა, რომ გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC) ადგილის დასათვალიერებლად იწვევდა, მაგრამ ICRC-მ მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა. მხარეები თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ, მაგრამ CNN-ის ცნობით, მის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მომხდარის რუსული ვერსია ნაკლებად სარწმუნოა. გუტერეშმა განაცხადა, რომ გაერო „ახლა გააგრძელებს მუშაობას საჭირო გარანტიების მისაღებად, რათა ადგილზე უსაფრთხო წვდომა უზრუნველყოს“. „გუნდს უნდა შეეძლოს საჭირო ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი. უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს უსაფრთხო და შეუზღუდავ წვდომას ადგილებსა და მტკიცებულებებზე, ნებისმიერი მხარის ჩარევის გარეშე", - დაამატა გუტერეშმა. მხარეებმა დღეს მარცვლეულის ექსპორტის საკითხი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული არასტაბილური ვითარება განიხილეს და თითქმის ექვსთვიანი ომის დასასრულებლად საჭირო ძალისხმევაზე იმსჯელეს. სამმხრივ სამიტს წინ უძღოდა უკრაინისა და თურქეთის პირველი პირების ორმხრივი შეხვედრა. ზელენსკი ასევე შეხვდა გაეროს გენმდივანს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ერდოღანის ვიზიტი მხარდაჭერის ძლიერი გზავნილია
უკრაინის პრეზიდეტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი მხარდაჭერის ძლიერი გზავნილია. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ზელენსკის Facebook-ზე განთავსდა. „განვიხილეთ მარცვლეულის ექსპორტის თაობაზე ინიციატივის კიდევ უფრო გააქტიურების შესაძლებლობა, ასევე, ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი ვითარება, ოკუპანტების მიერ ბირთვული შანტაჟი და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ მარცვლეულის ფართო მასშტაბით ქურდობა“, - წერია უკრაინის პრეზიდენტის გზავნილში. მისივე თანახმად, მოლაპარაკებების დროს ასევე შეეხნენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და უკრაინა-თურქეთს შორის ურთიერთობების შემდგომი გაფართოების საკითხებს. თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს დღესვე უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენმდივანს შეხვდა, რის შემდეგაც მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში გაგრძელდა. ვიზიტისადმი მიძღვნილ განცხადებაში თურქეთი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ერდოღანის ერთდღიანი ვიზიტი უკრაინაში, ომის დასრულებას ისახავს მიზნად. ერდოღანი უკრაინაში 18 აგვისტოს ჩავიდა.
თურქეთი უკრაინის აღდგენაში ჩაერთვება
ლვოვში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანდასწრებით მოეწერა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს ინფრასტრუქტურის აღდგენის შესახებ, რომელიც უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში თურქეთის მონაწილეობას ითვალისწინებს. პირველ პროექტად განიხილება კიევის რეგიონის სოფელ რომანივკაში ხიდის აღდგენა, რომელიც ქალაქ ბუჩასა და ირპენს დედაქალაქთან აკავშირებს. უახლოეს მომავალში შეიქმნება ერთობლივი უკრაინულ-თურქული სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც კონკრეტულ პროექტებში თურქული ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, მექანიზმები შემუშავდება. ხსენებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუსმა და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა უკრაინის ქალაქ ლვოვში, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და უკრაინის ლიდერის ვოლოდიმირ ზელენსკის ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ. „შეთანხმება ითვალისწინებს თურქული მხარის მონაწილეობას უკრაინის აღდგენის პროცესში“, - ნათქვამია უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში. „თურქული ბიზნესი და სამთავრობო სტრუქტურები შეძლებენ, განავითარონ კონკრეტული რეკონსტრუქციის პროექტები, ასევე, გასწიონ საკონსულტაციო და ტექნიკური დახმარება“, - აღნიშნავს უკრაინული მხარე.
უკრაინის დაზვერვა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოკუპანტებისგან მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ იუწყება
19 აგვისტოს ოკუპანტები ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას ამზადებენ, აცხადებს უკრაინის სადაზვერვო სააგენტო. „რუსმა დამპყრობლებმა 19 აგვისტოს, მოულოდნელად გამოაცხადეს „დასვენების დღე“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ენერგოდარში, ზაპოროჟიეს რეგიონში და განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, სავარაუდოდ, ამზადებდნენ „ტერორისტულ თავდასხმას", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სააგენტომ. მისივე თანახმად, „დამპყრობლებს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ფართომასშტაბიანი დაბომბვის შემდეგ, შეუძლიათ, „გაზარდონ ფსონები“ და მოაწყონ ნამდვილი ტერორისტული თავდასხმა ევროპის უდიდეს ბირთვულ ობიექტზე. გარდა ამისა, ეს ყველაფერი დრო შიემთხვევა გაეროს გენერალური მდივნის უკრაინაში ყოფნას“. ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ვითარება კრიტიკულ ზღვარს უახლოდება, უკრაინა ყველაზე უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 19 აგვისტოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მხოლოდ ოპერატიული პერსონალი იქნება და ყველა სხვა თანამშრომელს არ დაუშვებენ. ასევე ცნობილია, რომ Rosatom-ის წარმომადგენლებმა, რომლებიც ბოლო პერიოდში მუდმივად იმყოფებოდნენ სადგურზე, სასწრაფოდ დატოვეს ობიექტის ტერიტორია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის უკრაინაში ვიზიტის დროს, სავარაუდოდ, მზადდება რეზონანსული პროვოკაცია, რათა რუსეთი დაადანაშაულონ ადამიანის ხელით გამოწვეულ კატასტროფაში. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარება დღეს ლვოლში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. საერთაშორისი საზოგადოება მოსკოვს მოუწოდებს, გაიყვანოს ძალები ხსენებული ტერიტორიიდან, რადგან მის მიერ განხორციელებული დაბომბვები ბირთვული ავარიის რისკებს ზრდის.
სალომე ზურაბიშვილი: ყველა გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის
„საქართველოსთვის მომავალი წელი გადამწყვეტი წელი იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი ვიდეომიმართვისას აცხადებს. „მინდა მივმართო საზოგადოებას, მივმართო მთავრობას: ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას, პარლამენტს აქედან დიდი ჯიხაიშიდან, რამეთუ მომავალ წელს ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ნიკო ნიკოლაძის დაბადების 180 წელი. ეს საიუბილეო წელია და ამავე დროს ჩვენთვის, საქართველოსთვის მომავალი წელი გადამწყვეტი წელი იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე და ეს, დამთხვევა ალბათ, არ არის. ნიკო ნიკოლაძე იყო ის, რომელიც ყველაზე მეტად ამზადებდა საქართველოს ევროპისთვის და რომელსაც შემოჰყავდა ევროპა საქართველოში. ამიტომ, ძალიან სწორი იქნება, რომ მომავალი წელი იყოს ერთობლივად ნიკოს და ევროპის წელი. ამისთვის უნდა გავმართოთ ალბათ, საერთაშორისო კონფერენცია, რამეთუ საჭიროა, რომ ნიკოლაძის საქმიანობის შესწავლასა და მის პოპულარიზაციაში ჩავრთოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ასევე, ქვეყანაში სტუდენტებთან, ადგილობრივ მმართველობასთან, ფოთში, დიდ ჯიხაიშში და არა მხოლოდ, შევისწავლოთ ის, თუ რა იყო ნიკო ნიკოლაძის ევროპის გზა. ამავდროულად, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მართლაც ეროვნული თანხმობის საქმე. ის ყველასია, ნიკო ნიკოლაძე არავის არ ეკუთვნის, არც მე და ეკუთვნის ქვეყანას რომელსაც ემსახურებოდა და ეკუთვნის ამ ევროპულ იდეას. ასე რომ, ყველა გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის!“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტი ნიკო ნიკოლაძის 180 წლისთავის მასშტაბურად აღნიშვნის ინიციატივით ფოთში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრისას გამოვიდა.
შვეიცარიამ იანუკოვიჩსა და მის შვილს სანქციები დაუწესა
შვეიცარიამ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი ვაჟის ალექსანდრეს წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ იანუკოვიჩი, როგორც პრეზიდენტი, „აწარმოებდა პრორუსულ პოლიტიკას“ და „იყო სპეცოპერაციის ნაწილი, რომლის მიზანს 2014 წელს უკრაინის ხელმძღვანელობის შეცვლა წარმოადგენდა“. მანამდე ევროკავშირმა იანუკოვიჩისა და მისი შვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
ერდოღანი: ჩვენ არ გვინდა ახალი ჩერნობილი
თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინაში, ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა. დღეს ერდოღანი, ზელენსკი და გუტერეში უკრაინის ქალაქ ლვოვში შეიკრიბნენ, რათა ხსენებული საკითხის გარდა განეხილათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დიპლომატიური საშუალებებით და გააქტიურონ მექანიზმი, რომელიც ახლახან შეიქმნა უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის. „ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვინდა ახალი ჩერნობილი, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და გაეროს გენერალურ მდივანთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ. ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ვითარება კრიტიკულ ზღვარს უახლოდება, უკრაინა ყველაზე უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC პრეზიდენტების ერდოღანის, ზელენსკისა და გაეროს გენმდივნის შეხვედრა ლვოვში, მედიისთვის დახურულ ფორმატში ჩატარდა საერთაშორისი საზოგადოება მოსკოვს მოუწოდებს, გაიყვანოს ძალები ხსენებული ტერიტორიიდან, რადგან მის მიერ განხორციელებული დაბომბვები ბირთვული ავარიის რისკებს ზრდის. გაერო ადგილზე მისი ექსპერტების დაშვებას მოითხოვს.
ანტონიო გუტერეში: ზაპორიჟიეში ატომური ელექტროსადგურის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება „თვითმკვლელობა“ იქნება
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ხუთშაბათს უკრაინის ქალაქ ლვოვში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ზაპორიჟიეში ატომური ელექტროსადგურის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება „თვითმკვლელობა“ იქნება. გუტერეშმა მოუწოდა ტერიტორიის „დემილიტარიზაციისკენ და თქვა, რომ სასწრაფოდ საჭიროა შეთანხმება „ზაპორიჟიეს როგორც წმინდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. „ზაპორიჟჟიას ნებისმიერი პოტენციური ზიანი თვითმკვლელობაა”, - განაცხადა გუტერეშმა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან მჭიდრო კავშირში, გაეროს სამდივნომ შეაფასა, რომ ჩვენ უკრაინაში გვაქვს ლოგისტიკური და უსაფრთხოების შესაძლებლობები, რათა მხარი დავუჭიროთ IAEA-ს ნებისმიერ მისიას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, - დაამატა გუტერეშმა. მისივე თქმით, ადგილზე ძალების ან აღჭურვილობის შემდგომი განლაგება თავიდან უნდა იყოს აცილებული. „ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, რომ ქარხნის ობიექტები ან შემოგარენი არ გახდეს სამხედრო ოპერაციების სამიზნე. სამხედრო ტექნიკა და პერსონალი უნდა გაიყვანონ ქარხნიდან”, - აღნიშნავს გაეროს გენდმივანი.
ანტონიო გუტერეში: შავი ზღვის პორტების განბლოკვის შემდეგ, სურსათის ბაზრები სტაბილიზაციას იწყებენ
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ არსებობს ნიშნები, რომ გლობალური სურსათის ბაზრები სტაბილიზაციას იწყებენ. „უკრაინელი ფერმერების მიერ წარმოებული 560,000 ტონაზე მეტი მარცვლეული და სხვა საკვები მიემართება მთელ მსოფლიოში”, - აღნიშნა გაეროს გენმდივანმა. გუტერეშმა თქვა, რომ ხორბლის ფასი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ 8%-ით დაეცა, თუმცა მიწოდების ჯაჭვები კვლავ შეფერხებულია და ენერგიისა და ტრანსპორტირების ხარჯები მაღალია. მისივე თქმით, „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასუქების გლობალურ ბაზარზე არსებული ქაოსის გამოსწორება, რომელიც ახლა მომავალ სეზონს ემუქრება“. უკრაინისა და რუსეთის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის შავი ზღვის პორტების განბლოკვის შესახებ, რომელიც გაეროს და თურქეთის შუამავლობით 22 ივლისს სტამბოლში გაფორმდა. მხარეებმა დღეს მარცვლეულის ექსპორტის საკითხი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული არასტაბილური ვითარება განიხილეს და თითქმის ექვსთვიანი ომის დასასრულებლად საჭირო ძალისხმევაზე იმსჯელეს. სამმხრივ სამიტს წინ უძღოდა უკრაინისა და თურქეთის პირველი პირების ორმხრივი შეხვედრა. ზელენსკი ასევე შეხვდა გაეროს გენმდივანს.
დანია რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო თავდაცვას აძლიერებს
უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომისა და „ევროპაში უსაფრთხოების სიტუაციის“ გამო, დანია თავის საზღვაო ფლოტში 40 მილიარდი დანიური კრონის (5,5 მილიარდი დოლარი) ინვესტიციას განახორციელებს. NATO-ს წევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მორტენ ბოდსკოვმა განაცხადა, რომ ცდილობენ, საკუთარი თავდაცვა უკრაინაში რუსეთის თავდასხმისა და „ევროპაში უსაფრთხოების ახალი ვითარების“ გამო გააძლიერონ. ბოდსკოვმა ქვეყნის გემთმშენებლობის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, დანიის თავდაცვის სამინისტროსა და მის ეროვნულ საზღვაო ინდუსტრიას შორის პარტნიორობის შესახებ განაცხადა, რათა ქვეყნის გემთმშენებლობის შესაძლებლობები გაზარდოს. „ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, დანიამ შეძლოს თავის დაცვა“, - განაცხადა ბოდსკოვმა. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ დანია კიდევ 110 მილიონი ევროს (113,7 მილიონი დოლარი) ფინანსურ დახმარებას გაუწევს უკრაინას „იარაღის, აღჭურვილობისა და სწავლებისთვის“. „იმედი მაქვს, რომ ჩვენ დღეს აქ შევთანხმდებით კიდევ უფრო მეტი წვლილის შეტანაზე უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა, დანია მზად არის, შეასრულოს ჩვენი წილი ვალდებულება“, - განაცხადა ფრედერიკსენმა კოპენჰაგენში დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას. დანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დიდ ბრიტანეთში ამჟამად 130 დანიელი ჯარისკაცი უკრაინელ ჯარს წვრთნის, ხოლო კოპენჰაგენი ასევე ეხმარება უკრაინას კიბერთავდაცვის სფეროში.
ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია, თუ რუსეთის ჯარი უკრაინას დატოვებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ რუსეთის ფედერაციის ნდობა არ შეიძლება და რუსეთთან მოლაპარაკებები მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც რუსული ჯარები უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან გავლენ. ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მას განუცხადა, რომ ხორბლის ექსპორტის შესახებ მიღწეული შეთანხმება „დიპლომატიურ ფანჯარას ხნის“ ომის დასრულებისკენ, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ შესაძლებლობის ამ ფანჯარაში რუსული იარაღი ჩანს“. „მე ვუთხარი ჩემი მოსაზრება თურქეთის პრეზიდენტს, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართ ნდობა არ არსებობს. მიმაჩნია, რომ შესაძლებლობის ამ ფანჯარაში რუსული იარაღია გამოყოფილი. ძალიან მიკვირს, რომ რუსეთი მზადაა, რაიმე სახის მშვიდობისთვის. ადამიანებს, ვინც ყოველდღე კლავენ, აუპატიურებენ, ფრთოსან რაკეტებს უშენენ ჩვენს ქალაქებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, არ შეიძლება, მშვიდობა სურდეთ. ამიტომ, ჩემი აზრით, ჯერ მათ უნდა დატოვონ ჩვენი ტერიტორიები“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მანამდე, თურქული მედია წერდა, რომ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტს პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს.
რატომ არის საშიში ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება
ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში ეს ადგილი რუსულმა ძალებმა მარტის დასაწყისიდან დაიკავეს უკრაინა ამბობს, რომ ქარხანაში ვითარება კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა BBC სტატიაში განმარტავს, რატომ არის შემაშფოთებელი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება. საგულისხმოა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. გაერო გამოვიდა მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს ნებისმიერი სამხედრო მოქმედება ქარხნის მახლობლად და ყველა მხარე „ატომური კატასტროფის ძალიან რეალური რისკის შესახებ გააფრთხილა“. ადგილზე იქ მყოფმა ზოგიერთმა პერსონალმა BBC-ს განუცხადა, რომ ისინი „იარაღით კონტროლის ქვეშ არიან“. ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ვითარება კრიტიკულ ზღვარს უახლოდება, უკრაინა ყველაზე უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სადგურზე შესაძლოა, ელექტროენერგია გაითიშოს, რადგან მოსკოვი ცდილობს, ელექტროენერგიის გადამისამართებას ყირიმში, რომლის ანექსიაც რვა წლის წინ მოახდინა.
აშშ-მ ოკუპირებულ ყირიმში კიევის დარტყმებს მხარდაჭერა გამოუცხადა - Politico
აშშ მხარს დაუჭერს ოკუპირებულ ყირიმზე თავდასხმებს, თუ კიევი ამას საჭიროდ ჩათვლის, აშშ-ის ოფიციალურმა პირმა გამოცემა Politico-ს განუცხადა. „სამიზნეებს ჩვენ არ ვადგენთ. რა თქმა უნდა, უკრაინას იარაღი თავდაცვის მიზნით მივაწოდეთ, თუმცა ნებისმიერი სამიზნის განსაზღვრა, რომელსაც სუვერენული უკრაინის მიწაზე ჩათვლიან საჭიროდ, თავდაცვით ხასიათს ატარებს“, - ამბობს ამერიკის ოფიციალური პირი Politico-ს ცნობით. ამავე გამოცემასთან უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ მხარდაჭერის ეს გზავნილი კიევში მიღებულია. არცერთი უკრაინელი ოფიციალურ პირი საჯაროდ არ აღიარებს კიევის მონაწილეობას ოკუპირებულ ყირიმში მომხდარ აფეთქებებში, თუმცა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში 18 აგვისტოს განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და პარტნიორების მიერ მიწოდებული იარაღი არ შეიძლება, გამოყენებული იყოს რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არ ეხება ყირიმს. უკრაინა ოკუპორებულ ყირიმში სულ მცირე სამი აფეთქების უკან დგას - საკის საჰაერო ბაზაზე, საბრძოლო მასალის საცავში, მაისკში და გვარდეისკოეში, ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის მთავრობის მოხსენებაში, რომელიც CNN-ს უკრაინის ოფიციალურმა პირმა მიაწოდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ოკუპირებულ ყირიმში ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ დასავლეთის მიერ მოწოდებული იარაღი საკის ავიაბაზაზე აფეთქება 9 აგვისტოს მოხდა. განადგურდა სულ მცირე შვიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავი და დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი. უკრაინას არ აუღია პასუხისმგებლობა აღნიშნულ ჩანაწერზე. სამშაბათს ყირიმში კიდევ ერთი აფეთქება დაფიქსირდა - ამჯერად მაისკეში, საბრძოლო მასალის საცავში და გვარდეისკოეს აეროდრომზე. რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ინციდენტი მაისკში დივერსიის შედეგი იყო, მაგრამ მათ არ დაუკონკრეტებიათ დივერსიის სახეობა ან ვის თვლიან, მასზე პასუხისმგებლად. შეგახსენებთ, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, უკრაინულმა Forbes-მა დათვალა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე 9 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შემდეგ, განადგურებული ავიატექნიკის ღირებულება, $650-$850 მილიონია.
რუსეთში საბრძოლო მასალის საცავი იწვის - მედია
რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის რაიონის სოფელ ტიმონოვოს მახლობლად საბრძოლო მასალის საცავს ცეცხლი გაუჩნდა. ბოლო ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. გუბერნატორის თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. ზუსტი ზარალი ჯერ უცნობია. ბელგოროდის რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, ორი სოფლის - ტიმონოვოსა და სოლოტის ევაკუაცია განხორციელდა.
უკრაინელებმა $50 მილიონიანი, ერთ-ერთი უახლესი რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდეს - მედია
უკრაინული მედია იუწყება, რომ უკრაინელმა სამხედროებმა $50 მილიონიანი, ერთ-ერთი უახლესი რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდეს. „მტრის მებრძოლი, ნომრით - RF81771 სავარაუდოდ, ხარკოვის რეგიონში ჩამოაგდეს. ეს იყო ერთ-ერთი უახლესი თვითმფრინავი, რომელმაც ტერიტორია დაბომბა“, - წერს მედია. „ეს თვითმფრინავი წარმოებულია ირკუტსკის საავიაციო ქარხნის მიერ 2018 წელს და გადაყვანილია მე-14 გვარდიის მოიერიშე საავიაციო პოლკში, რომელიც ქალაქ კურსკში, უკრაინის საზღვართან მდებარეობს. პოლკის მეთაურის მოადგილე სერგეი კოსიკი მარტში დაატყვევეს და უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება“, - აზუსტებს უკრაინული მედია.
ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი დედამიწას უახლოვდება - NOAA
კოსმოსური სააგენტოს სინოპტიკოსების თქმით, მზის მიერ გამოწვეულმა ძლიერმა გეომაგნიტურმა ქარიშხალმა შეიძლება, დედამიწაზე ამ კვირის ბოლოს გავლენა მოახდინოს. ოკეანისა და ატმოსფერული ადმინისტრაციის ეროვნული კოსმოსური ამინდის პროგნოზირების ცენტრი (NOAA) მზეზე ბოლოდროინდელი აფეთქებების შესახებ საუბრობს და მრავალი „კორონალური მასის ამოფრქვევაზე მიუთითებს“, რომელმაც შესაძლოა, პლანეტამდე ხუთშაბათს მიაღწიოს. „შეიძლება, ელექტროქსელებში გარკვეული რყევების მომსწრე გავხდეთ, შეფერხდეს სატელიტური, რადიო და GPS კომუნიკაციები“, - განმარტავს NOAA. NASA-მ გასულ თვეში განაცხადა, რომ „ამგვარი განვითარება მოსალოდნელია, რადგან 2025 წელს მზის მაქსიმუმს მივუახლოვდებით“. ცნობილია, რომ მზის შტურმმა 1859 წელს გეომაგნიტური ქარიშხალი გამოიწვია. ეს ფაქტი „კერინგტონის მოვლენის“ სახელით არის ცნობილი, რამაც ევროპასა და აშშ-ში ტელეგრაფის სისტემის მოშლა გამოიწვია. ამასთან, 1989 წელს დაფიქსირდა „კვებეკის მოვლენა“, როცა გეომაგნიტურ ქარიშხალს კანადის კვებეკის პროვინციაში დენის გათიშვა და პოლარული ნათება მოჰყვა. 2003 წელს მაგნიტური ქარიშხალი მოხდა მალმაში, შვედეთში, სადაც ელექტროენერგია გაითიშა და რიგი კოსმოსური აპარატები მწყობრიდან გამოვიდა.
კოსოვო-სერბეთის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი მხარეებს მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. კოსოვოსა და სერბეთის ლიდერებმა კომპრომისს ვერ მიაღწიეს. „დღეს შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ მხარეები მზად არიან, განაახლონ მოლაპარაკებები „უახლოეს დღეებში“, - განაცხადა ბორელმა. მოლაპარაკებები ევროკავშირის შუამავლობით ბრიუსელში შედგა. სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ბრიუსელში შეხვედრებს გამართავენ 2011 წელს დაწყებული ბელგრადი-პრიშტინას დიალოგი მიზნად ისახავს დასავლეთ ბალკანეთის მეზობლებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ის გაეროს წევრი ქვეყნების უმეტესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და თურქეთმა აღიარეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.
Reuters-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის მთავარი სამხედრო აეროდრომის სიახლოვეს სულ მცირე ოთხი აფეთქება მოხდა
CNN-ის ცნობით, ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ სევასტოპოლში თვითმხილველები აცხადებენ, რომ ხუთშაბათს ღამით ჩაირთო განგაშის სიგნალები და გააქტიურდა საჰაერო თავდაცვის სისტემა. რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ადმინისტრაციის უფროსად დანიშნული მიხაელ რაზვოჟაევის თქმით, ბელბეკის აეროპორტთან უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისივე თქმით, დაშავებულები არ არიან. CNN წერს, რომ არ შეუძლია, დამოუკიდებლად გადაამოწმოს, რამ გამოიწვია საჰაერო თავდაცვის გააქტიურება ან მიადგა თუ არა რაიმე ზიანი ხსენებულ ტერიტორიას. ამასთან, სხვადასხვა წყაროს ცნობით, სევასტოპოლის სიახლოვეს მდებარე ბელბეკის აეროდრომთან აფეთქებების ხმა ისმოდა, თუმცა ოფიციალურად ჯერ ინფორმაცია არ დასტურდება. მაგალითად, Reuters-ი წერს, რომ სულ მცირე ოთხი აფეთქება მოხდა ანექსირებულ ნახევარკუნძულზე, რუსეთის მთავარი სამხედრო აეროდრომის მახლობლად. Reuters-ის წყაროების თქმით, აფეთქებები სევასტოპოლის ჩრდილოეთით, ბელბეკის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელდა ვიდეოც, თუმცა Reuters-მა ჯერ ვერ შეძლო დაუყოვნებლივ გადაემოწმებინა კადრების ავთენტურობა. შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში 18 აგვისტოს განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და პარტნიორების მიერ მიწოდებული იარაღი არ შეიძლება, გამოყენებული იყოს რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არ ეხება ყირიმს. უკრაინა ოკუპორებულ ყირიმში სულ მცირე სამი აფეთქების უკან დგას - საკის საჰაერო ბაზაზე, საბრძოლო მასალის საცავში, მაისკში და გვარდეისკოეში, ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის მთავრობის მოხსენებაში, რომელიც CNN-ს უკრაინის ოფიციალურმა პირმა მიაწოდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ოკუპირებულ ყირიმში ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ დასავლეთის მიერ მოწოდებული იარაღი საკის ავიაბაზაზე აფეთქება 9 აგვისტოს მოხდა. განადგურდა სულ მცირე შვიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავი და დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი. უკრაინას არ აუღია პასუხისმგებლობა აღნიშნულ ჩანაწერზე. სამშაბათს ყირიმში კიდევ ერთი აფეთქება დაფიქსირდა - ამჯერად მაისკეში, საბრძოლო მასალის საცავში და გვარდეისკოეს აეროდრომზე. რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ინციდენტი მაისკში დივერსიის შედეგი იყო, მაგრამ მათ არ დაუკონკრეტებიათ დივერსიის სახეობა ან ვის თვლიან, მასზე პასუხისმგებლად. შეგახსენებთ, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, უკრაინულმა Forbes-მა დათვალა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე 9 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შემდეგ, განადგურებული ავიატექნიკის ღირებულება, $650-$850 მილიონია.