ძებნის რეზულტატი:

Starbucks-ის ნაცვლად, რუსეთში Stars coffee გაიხსნება

Starbucks-ი რუსეთში Stars coffee-ს სახელწოდებით გაიხსნება. მანამდე, თანამფლობელებმა როსპატენტში წარადგინეს სამი განაცხადი ყავის სახლების სახელების რეგისტრაციისთვის - Stars Pinskiy Coffee, Stars Kanokov Coffee და Stars Coffee. საბოლოოდ, „Stars coffee“ 18 აგვისტოს იხსნება. რუსული მედიის ცნობით, ლოგოზე ქალთევზის ნაცვლად „კოკოშნიკში“ გამოწყობილი გოგო იქნება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, Starbucks-მა რუსეთში ობიექტი დახურა. მაისში კი ქსელმა საბოლოო გასვლის შესახებ გამოაცხადა. ივლისში ცნობილი გახდა, რომ აქტივები რეპერმა ტიმატიმ შეიძინა. „ჩვენ არ გავუცრუებთ იმედებს ყავის მოყვარულთა მილიონობით არმიას, ამავდროულად, ხარისხიან პროდუქტს, სრულიად ახალ დონეს მივაღწევთ. გრანდიოზული რებრენდინგი არ იგეგმება“, - ამბობდა რეპერი.  

პროკურატურა არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 5 000 ლარის ოდენობით შეეფარდას არ ეთანხმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, დაზარალებულის ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე, 14 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროში თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით არ გამოიკვეთა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი და ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებული, ქორწინების მიზნით, ნებაყოფლობით წაიყვანა ნათესავის კუთვნილ სახლში და 14 აგვისტოს მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის კავშირი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე არ დააკმაყოფილა, რასაც პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

შემოსავლების სამსახური: აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა ბაზაში 1930 ადამიანია რეგისტრირებული

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, 1 მარტიდან დღემდე, აზარტულ და მომგებიან თამაშებზე დამოკიდებული 1 930 ფიზიკური პირი დარეგისტრირდა. უწყების განცხადებით, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 23 ადამიანი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე - 1 907, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 449 124 პირის შესახებ ინფორმაცია. „პირის მონაცემების აკრძალულ პირთა სიაში ასახვის გარემოებების გარკვევის მიზნით, გთხოვთ, მიმართოთ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებს ან ისარგებლოთ მოძრავი სერვისცენტრის – RS CAR მომსახურებით. ამასთან, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორებს (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა), მათ შორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობებს შესაძლებლობა აქვთ, თავად გადაამოწმონ ამ სიაში ფიზიკური პირის არსებობა შემოსავლების სამსახურის გადამხდელის პორტალიდან ჩანართით – სათამაშო ბიზნესი. შეგახსენებთ, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2022 წლის პირველი მარტიდან თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია: • არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა;• აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები;• აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია;• თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად 2022 წლის პირველი მარტიდან, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 8³ მუხლში განხორციელებული ცვლილების შედეგად: აიკრძალა აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე წამახალისებელი გათამაშების რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით გავრცელება, ასევე სრულად აიკრძალა აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით (მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით) გავრცელება. დასაშვები გახდა მხოლოდ:• იმ ვებგვერდზე, რომელზეც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა;• იმ ობიექტზე, სადაც დაშვებულია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობა და ამ რეკლამის განთავსების ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება;• სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლოდ;• საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ბმული“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.  

ერდოღანი უკრაინას ეწვია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის ქალაქ ლვოვს, სადაც თავის უკრაინელ კოლეგას და გაეროს ხელმძღვანელს შეხვდება. ერდოღანი პრეზიდენტ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს და სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე თურქეთ-უკრაინის ურთიერთობების ყველა ასპექტს განიხილავს. ორმხრივ მოლაპარაკებებს მოჰყვება სამმხრივი სამიტი გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრისას განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზითა და უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის შექმნილი მექანიზმის აქტივობის გაზრდით. გაეროს გენმდივანი ვოლოდიმირ ზელენსკის და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება გაეროს გენერალური მდივანი მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განსახილველად, 19 აგვისტოს ოდესაში გაემგზავრება. 20 აგვისტოს კი, სტამბოლს ეწვევა.

საუდის არაბეთი უზბეკეთში მსოფლიოში უდიდეს ქარის ელექტროსადგურს ააშენებს

უზბეკეთმა და საუდის არაბეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც საუდის არაბეთის კომპანია ACWA Power-ი ყარაყალპაკის რესპუბლიკაში 1,5 გვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შეთანხმება უზბეკეთის პრეზიდენტის შავქათ მირზიოევის საუდის არაბეთში ვიზიტისას გაფორმდა.  მედიის ცნობით, ეს იქნება უმსხვილესი ქარის ელექტროსადგური არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. დაგეგმილია, რომ ქარის ელექტროსადგურის სიმძლავრე შეძლებს ელექტროენერგიით უზრუნველყოს 1,65 მილიონი ოჯახი და მოახდონოს წელიწადში 2,4 მილიონი ტონა ნახშირბადის გამონაბოლქვის კომპენსაცია.  ამასთან, საუდის არაბეთი უზბეკეთის ენერგეტიკაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში $10 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს.  საერთო ჯამში, მხარეებმა 12 მილიარდი დოლარის ღირებულების სამ ძირითად ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. დღეისათვის უზბეკეთში საუდის არაბეთის პარტნიორებთან ერთად არაერთი ენერგეტიკული პროექტი ხორციელდება.  

ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე, სამართალდამცავი სტრუქტურების მონაწილეობით, სასწავლო წვრთნა დღეს ჩატარდება

საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები და ამერიკის საელჩო სასწავლო ერთდღიან წვრთნას საელჩოს ტერიტორიაზე და მის გარშემო დღეს გამართავენ. ამერიკის საელჩოს განცხადებით, წვრთნების ჩატარების მიზანია საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ამერიკის საელჩოს უსაფრთხოების პერსონალს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის განმტკიცება. „ეს წვრთნები არის ადგილობრივ სამართალდამცავებსა და ამერიკის საელჩოს შორის თვეების განმავლობაში დაგეგმილი პროგრამის კულმინაცია. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შესანიშნავი თანამშრომლობა აქვთ მრავალი მიმართულებით, მათ შორის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავ სტრუქტურებთან დაკავშირებულ საკითხებში. დღევანდელი წვრთნის მსგავსი პროგრამა უზრუნველყოფს აღნიშნული პარტნიორობის წარმატებულ გაგრძელებას“, - აცხადებს აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობა.  

რუსეთის ჯარმა უკრაინაში, ჩეჩნეთის ომში დაშვებული შეცდომები გაიმეორა - ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის ჯარებმა ტანკების დინამიური დაცვა ვერ შეძლეს, რაც ჩეჩნეთის პირველი ომის შეცდომების გამეორება იყო. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი. „უკრაინაში ძირითადი რუსული საბრძოლო ტანკის მძიმე ცვეთა, ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ რუსულმა მხარემ ჯავშანტექნიკისთვის განკუთვნილი ადეკვატური დინამიური ბრონირების საშუალება (ERA) არ გამოიყენა“, - ნათქვამია განცხადებაში. სწორად გამოყენებისას, ERA ბრონიტექნიკისთვის შემომავალი ჭურვების ეფექტურობას ამცირებს.   ასევე ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ ხარვეზებმა სავარაუდოდ, ხელი შეუწყო მძიმე ტექნიკის „კოშკის ამოგდების“ ფართოდ გავრცელებულ შემთხვევებს, რაც კარგად არის დაფიქსირებული უკრაინიდან თვითმხილველების მიერ გავრცელებულ ვიდეოში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე მეხის დაცემის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა

ხმელთაშუა ზღვაში მდებარე საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე მეხის დაცემის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სალაშქროდ იმყოფებოდა, როდესაც შტორმში მოყვა. დაშავებული კლინიკაში არიან გადაყვანილი. ამასთან, ხანგრძლივი გვალვის შემდეგ, ქვეყანას შტორმი სამშაბათს დაატყდა თავს.

საუდის არაბეთი წითელი ზღვაში კვლევებს იწყებს

საუდის არაბეთის სპეციიალური კომისია იწყებს უზარმაზარ კვლევით პროექტს, რომლის მიზანიc წითელ ზღვაში წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენაა. მეფე აბდულაზიზის უნივერსიტეტისა და იტალიის ნეაპოლის უნივერსიტეტის პარტნიორობით, ასევე ჩატარდება წყალქვეშა კვლევა გემებისა და სხვა ნივთების მოსაძებნად. „წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის კვლევა მიზნად ისახავს 25-ზე მეტი წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გამოკვლევას და დოკუმენტირებას, რათა აღვადგინოთ მნიშვნელოვანი არტეფაქტები და შევაგროვოთ ნიმუშები ანალიზისთვის“, - განაცხადა კომისიამ. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ წითელი ზღვა და არაბეთის ყურის ნავსადგური, სამეფოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ბევრ საიდუმლოს ინახავს. საუდის არაბეთისა და იტალიელი მკვლევრების ჯგუფი უმლუჯის კვლევას ატარებს, სადაც ასობით წლის წინანდელი ჩაძირული ხომალდი ასობით ჩინურ ნივთსა და სხვადასხვა ლითონს შეიცავს. ახლა მეტი აღმოჩენაა მოსალოდნელი, რადგან სამუშაო 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.    

პროკურორი ლაშა ნაკაიძის საქმეზე: დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიებაა

"დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიებაა - გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული „მთავარი არხის" ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე დანაშაულს არ აღიარებს", - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ნათია ნოზაძემ განაცხადა. ლაშა ნაკაიძეს პატიმრობა შეეფარდა მისივე თქმით, დაზარალებულთან დაკავშირებით დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა. „სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად გაიზიარა ის გარემოება, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან პირველ რიგში, მოწმეებზე, მათ შორის, დაზარალებულზე ზემოქმედების საფრთხე და ასევე დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან გამომდინარე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. დაზარალებულთან დაკავშირებით დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა და ყველა იმ დაზიანებასთან დაკავშირებით, რაც დაზარალებულს სხეულზე აღენიშნება, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა გაიცემა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ყველა ის დაზიანება, რაც შესაძლოა დაზარალებულს სხეულზე ჰქონდეს, იქნება ეს მოტეხილობა, სილურჯე თუ ა.შ." - აღნიშნა პროკურორმა. ცნობისთვის, პროკურატურამ ლაშა ნაკაიძეს ბრალდება გაუპატიურების, ოჯახში ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ნაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე. სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ „მთავარი არხის" ტელეწამყვანს, ლაშა ნაკაიძეს ბრალი წარუდგინა  

თურქეთი და ყირგიზეთი ერთობლივ საინვესტიციო ფონდს ქმნიან

თურქეთის ვიცე პრეზიდენტი ფუატ ოქტაი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯინბეკ კულუბაევს შეხვდა. პრეზიდენტის კომპლექსში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები განიხილეს. ამ კონტექსტში ფუატ ოქტაი და ჯინბეკ კულუბაევი ორ ქვეყანას შორის ვაჭრობაში ეროვნული ვალუტების გამოყენებისა და თურქულ-ყირგიზეთის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმდნენ. შეხვედრაზე გაიმართა კონსულტაციები იმ საკითხებზე, რომლებიც შესაძლოა, თურქეთ-ყირგიზეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დღის წესრიგში შევიდეეს, რომელიც მიმდინარე წელსაა დაგეგმილი. ამასთან, მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს თურქეთის სახელმწიფოთა ორგანიზაციის (OTG) საქმიანობას. ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე აკილბეკ ჯაფაროვი  (29 სექტემბერს - 2 ოქტომბერს) ბურსაში ვიზიტს გეგმავენ.   

ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ვითარება კრიტიკულ ზღვარს უახლოდება, უკრაინა ყველაზე უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გარშემო ძლიერი დაბომბვებია, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. BBC ამ საკითხს სტატიას უძღვნის. როგორც ბრიტანული მედია წერს, უკრაინაში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ვითარება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. უკრაინა: ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, 400 000 ადამიანის ევაკუაცია იქნება საჭირო მისივე ინფორმაციით, უკრაინა ყველაზე უარესი სცენარისთვის ემზადება, მაშველები შესაძლო ინციდენტთან დაკავშირებით, წვრთნებს გადიან. „მათ თვალყურს ადევნებენ ოფიციალური პირები, რომლებსაც სურთ დაინახონ, რამდენად მზად იქნება რეგიონი ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში“, - წერს სტატიის ავტორი. „რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ. სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, როდესაც რუსეთის ძალებმა 5 აგვისტოს ტერიტორიის დაბომბვა დაიწყეს“, - ციტირებს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრს BBC. იენს სტოლტენბერგი: რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება ზრდის ბირთვული ავარიის რისკს NATO ბოლო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელმაც მოითხოვა გაეროს ინსპექტორების შეშვება ზაპოროჟიეს ელექტროსადგურში და აცხადებს, რომ რუსეთის ძალების მიერ მისი დაკავება სერიოზულ საფრთხეს უქმნის უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებს. „შეუძლებელია ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ვიდრე იქ რუსული საოკუპაციო ჯარები არიან”, - ამბობს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, დენის მონასტრისკი.  უკრაინა: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარების გამო, ყველა სცენარისთვის ვემზადებით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია.   ვოლოდიმირ ზელენსკი: ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი შესაძლოა, დარტყმა აღმოჩნდეს თურქეთისთვის და საქართველოსთვის გაეროს გენერალური მდივანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარებით „სერიოზულად შეშფოთებულია". ანტონიო გუტერეშის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა „უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების“ შესახებ, შესაძლოა, „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“.  მან 11 აგვისტოს მოუწოდა მხარეებს, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. 

ნიკოლოზ სიმონიშვილმა საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებით შექმნილი ჯგუფის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სიმონიშვილმა საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებით შექმნილი ჯგუფის სხდომა დატოვა. როგორც სიმონიშვილმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუღებელია გააგრძელოს იმ შეხვედრებში მონაწილეობა, სადაც ხელისუფლება ვინმეს არ უშვებს. კითხვაზე, დაესწრება თუ არა ამ სამუშაო ჯგუფის შემდეგ შეხვედრებს, სიმონიშვილი ამბობს, რომ კოლეგებთან კონსულტაციას გაივლის. „პლატფორმის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საია-ს და „სამართლიანი არჩევნების“ ამ ჯგუფში წარმოდგენასთან დაკავშირებით და მმართველი გუნდი ამ ყველაფერს უბრალოდ არ ეთანხმება. არ სურს იხილოს ამ ჯგუფში „სამართლიანი არჩევნები“, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს საარჩევნო პროცესის დაკვირვებისა. შეხვედრაზე მოვისმინეთ, რომ „სამართლიან არჩევნებს“ აქვს გაკეთებული განცხადება, რომლის გამოც, არ დაუშვებენ ამ ჯგუფში. ვიტყოდი, რომ ეს არის ცალსახად დისკრიმინაციული გადაწყვეტილება. ისფედ-მა გამოხატა თავისი სურვილი, მონაწილეობა მიეღო აიამ პროცესში და ეს მიუთითებდა, რომ ის მზად იყო თანამშრომლობისთვის, მათ შორის როგორც სახელისუფლებო, ასევე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ვფიქრობ, ასეთი უხეში ჩარევა სამოქალქო სექტორის საქმიანობაში, ასეთი დისკრიმინაციული გადაწყვეტილება არსებითად ზიანს აყენებს იმ პროცესს, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ. ეს არის პირდაპირ უგულებელყოფა ევროკავშირის რეკომენდაციების. ორგანიზაციას, რომელსაც ენდობა ევროკავშირი, უნდობლობას, რომ უცხადებს მმართველი გუნდი და თიშავს პროცესებიდან, ეს არსებითად აზიანებს პროცესს“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში დღეს იმართება, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს.   

ჩვენი მიზანია, მსოფლიო ბაზრებზე კასპიის ზღვისა და თურქეთის გავლით გავიდეთ - ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯინბეკ კულუბაევმა სტამბოლში ვიზიტისას განაცხადა, რომ ყირგიზეთი, თურქეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს და ქვეყნის მიზანია, მსოფლიო ბაზარზე კასპიის ზღვისა და თურქეთის გავლით გავიდეს.  თურქეთი და ყირგიზეთი ერთობლივ საინვესტიციო ფონდს ქმნიან კულუბაევმა მედიის შეკითხვას, თუ რა მნიშვნელობა აქვს ცენტრალური კასპიის დერეფნს ყირგიზეთისთვის, რომელიც ჩინეთსა და ევროპას შუა აზიის გავლით აკავშირებს, ასე უპასუხა:  „ცენტრალური აზიის ქვეყნების სატრანზიტო გატარების პოტენციალი მაღალია, მაგრამ არსებული ვითარებაში სატრანზიტო ლოგისტიკა სირთულეებს განიცდის. მნიშვნელოვანია სასურსათო ტვირთების უსაფრთხო გატარება. ტვირთები ევროპიდან აზიაში მიდის, აზიიდან ევროპაში ცენტრალური აზიის, კასპიის ზღვისა და თურქეთის გავლით. ეს დერეფანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ თემაზე გამართულ სამმხრივ შეხვედრებს. ჩვენ გამოვხატავთ ინტერესს ამ დერეფნის შეერთებით. ჩვენი მიზანია მსოფლიო ბაზრებზე კასპიის ზღვისა და თურქეთის გავლით გავიდეთ“, - განცხადა ჯინბეკ კულუბაევმა.   

ყაზახეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი აზერბაიჯანს ეწვევა, იუწყება APA. მისივე ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დღეს ყასიმ-ჟომართ თოყაევს ტელეფონით დაუკავშირდა. ვიზიტის დღის წესრიგში შედის ყაზახეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების საკითხები. ყურადღება გამახვილდება სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ლოგისტიკის, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გააქტიურებაზე. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერა.  

სოჭში პუტინსა და თოყაევს შორის შეხვედრა გაიმართება

19 აგვისტოს, სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევის შეხვედრაა დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა.  თოყაევი პუტინის თანდასწრებით: არც ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს ვცნობთ და არც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ „უმაღლეს დონეზე რეგულარული დიალოგის გაგრძელებისას, დაგეგმილია სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის რუსეთ-ყაზახეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხების განხილვა“, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.  Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს მანამდე, ყასიმ-ჟომართ თოყაევი აზერბაიჯანს ეწვევა.    

თურქული მედიის ინფორმაციით, ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტს პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიფ ერდოღანი ლვოვში ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს. ამის შესახებ ტელეკომპანია A Haber დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. თავის მხრივ, CNN Turk-ი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პუტინი და ზელენსკი შესაძლოა, უკრაინის საგზაო რუკის შესაქმნელად შეხვდნენ. „რუსულმა მხარემ თქვა, რომ ლიდერებს შეუძლიათ, განიხილონ და განსაზღვრონ საგზაო რუკა. ამის შემდეგ დელეგაციებს შეუძლიათ, დაიწყონ მუშაობა ამ საგზაო რუკის რეალიზებისთვის“, - წერს გამოცემა. ვიზიტისადმი მიძღვნილ განცხადებაში თურქეთი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ერდოღანის ერთდღიანი ვიზიტი უკრაინაში, ომის დასრულებას ისახავს მიზნად. მედიის ცნობით, მხარეები განიხილავენ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებას. ერდოღანი უკრაინაში 18 აგვისტოს ჩავიდა. ის პრეზიდენტ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს და ასევე განიხილავს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე თურქეთ-უკრაინის ურთიერთობების ყველა ასპექტს. ორმხრივ მოლაპარაკებებს მოჰყვება სამმხრივი სამიტი გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრისას განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზით. საუბარი იქნება უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის შექმნილი მექანიზმის გააქტიურებაზეც. გაეროს გენმდივანი ვოლოდიმირ ზელენსკის და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება გაეროს გენერალური მდივანი მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განსახილველად, 19 აგვისტოს ოდესაში გაემგზავრება. 20 აგვისტოს კი, სტამბოლს ეწვევა.

დონეცკის ოლქიდან 600-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

დონეცკის ოლქში მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში მთავარი დეპარტამენტის თანამშრომლებმა დახმარება 601 ადამიანს გაუწიეს, მათ შორის 15 ბავშვი და 22 ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ინფორმაცია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა Facebook-ზე გამოაქვეყნა. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან 9795 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დონეცკის ოლქს, რომელიც ოკუპანტების მუდმივი თავდასხმის ქვეშაა, გაზი არ მიეწოდება, აქვს წყალმომარაგების პრობლემაა. დონეცკის ოლქში 24 თებერვლამდე, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, 1 670 000 ადამიანი ცხოვრობდა.  

გორში, დევნილთა დასახლებაში ხანძარის შედგად 80 წლამდე კაცი დაიღუპა

გორში, დევნილთა დასახლებაში გაჩენილი ხანძარის შედგად 80 წლამდე კაცი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფატზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  

ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს პირველი ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს

ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს პირველი ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს. პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება. „საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, პერიოდულად იგეგმება ცესკო-სა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომების გამართვა არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა კი, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის როგორც ყოველთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მოგმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, როგორც მედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს, დროულად გაიაროთ კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად. აღნიშნული მოგცემთ შესაძლებლობას, რომ გქონდეთ სრული ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ, შეუფერხებლად შეძლოთ ცესკო-სა და საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრება, საარჩევნო პროცესებზე დაკვირვება და გაშუქება. ინფორმაცია შუალედური არჩევნების აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადების და წესების შესახებ იხილეთ ბმულზე. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ცესკო-ს ვებგვერდს – cesko.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე – 2 51-00-51“, – აღნიშნულია ცესკოს ინფორმაციაში.