ძებნის რეზულტატი:

სუს-ი: ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებულ ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში. "ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას არსებული ე.წ. გამშვები პუნქტების გამოყენებით საოკუპაციო ხაზის კვეთის შესაძლებლობა მიეცემა ყოველი თვის 20 რიცხვიდან, თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით. ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების აღნიშნული რეჟიმი ძალაში იქნება 2022 წლის 31 დეკემბრამდე. თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვების მოხსნა წარმოადგენდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ერთ-ერთ ძირითად საგანს. ცენტრალური ხელისუფლების მიერ საკითხი მუდმივად განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე. ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვები მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.  ასევე წაიკითხეთ: ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მოსახლეობისთვის 2019 წელს ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტები იხსნება  

ალექსანდრ ლუკაშენკო: უნდა დავმშვიდდეთ, ბელორუსი უკრაინის წინააღმდეგ არ იბრძოლებს

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ „არ აქვს სურვილი, ბელორუსმა უკრაინის წინააღმდეგ იომოს“ და „ბელორუსიდან უკრაინაში შეჭრა არ მზადდება“.  რუსეთი ბელორუსის სამხრეთით, სამხედრო ბაზასა და აეროდრომს აფართოებს - მედია „თვენ არ იფიქროთ, რომ აქ რამე შეთქმულებას ვგეგმავ და უკრაინაზე თავდასხმას ვაპირებ, ან ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინა დაიბომბება. არა, მე არ მაქვს არანაირი სურვილი, რომ ჩემმა და თქვენმა შვილებმა იომონ. რისთვის? ჩვენ უნდა დავმშვიდდეთ. არანაირი უკრაინა დღეს არ ომობს. დღეს რუსეთს NATO-ს ბლოკი და პირველ რიგში ამერიკა ეომება“, - აცხადებს ლუკაშენკო.  პოლონური მედიის ცნობით, რუსეთი ბელორუსის სამხრეთ ნაწილში, ბრესტის რეგიონში ლუნინკაში, სამხედრო ბაზასა და აეროდრომს აფართოებს.  შეგახსენებთ, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე ლუნინეცის სამხედრო აეროდრომი რეზერვი იყო და არ გააჩნდა სტრატეგიული მნიშვნელობა. იანვარში აეროდრომს ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვია და ამ ვიზიტიდან რამდენიმე დღეში, ეს ობიექტი რუსეთის ძალებმა დაიკავეს.  გომელის მახლობლად მდებარე ლუნინკას, ბარანოვიჩისა და ზიაბროვკას სამხედრო ბაზები რუსული არმიის მთავარი სტრატეგიული ცენტრებია ბელორუსში. აგვისტოში ზიაბროვკას ბაზა სარაკეტო სროლის შედეგად დაზიანდა.   

საქართველომ იანვარ-ივლისში ექსპორტზე 65 მლნ დოლარის ელექტროენერგია გაიტანა - საქსტატი

საქართველომ იანვარ-ივლისში ექსპორტზე 65 მლნ დოლარის ელექტროენერგია გაიტანა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცმებით, ყველაზე დიდი რაოდენობის ელექტროენერგია თურქეთში გავიდა.  "იანვარ-ივლისში ქვეყანამ 64,780 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 14,813 მლნ დოლარი იყო. ყველაზე დიდი რაოდენობის ელექტროენერგია თურქეთში გავიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი მესამე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს", - აღნიშნულია მონაცემებში. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს უმსხვილესი 10 საქსპორტო ქვეყანა და პროდუქტი - საქსტატი საქართველოში უმუშევრობის დონე 18.1%-მდე შემცირდა - საქსტატი  

G20-ის სამიტზე პუტინის მიწვევის შესახებ, ბრიტანეთის პრემიერობის კანდიდატების პოზიციები გაიყო

ბრიტანეთის პრემიერ-მნოსტრობის კანდიდატი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი, რუსეთის პრეზიდენტის „დიდი ოცეულის“ ქვეყნების სამიტზე მიწვევას მხარს უჭერს. ამის შესახებ Bloomberg წერს.  ამასთან, გასულ თვეში დებატებზე ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ პუტინთან პირისპირ შესახვედრად მზადაა.  ბრიტანეთის პრემიერობის მეორე კანდიდატი რიში სუნაკი აცახდებს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტზე არ უნდა დაუშვან, ვიდრე მოსკოვი უკრაინაში ომს არ შეწყვეტს.    G20-ის სამიტი, ინდონეზიაში სექტემბერშია დაგეგმილი. დღეს ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ინდონეზიაში, მიმდინარე წლის ნოემბერში G20-ის სამიტზე ჩასვლას გეგმავენ.   

ევროკავშირი: ყველა შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ჩაერთოს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობაში

ევროკავშირის წარმომადგენლობა სთხოვს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციას მიეცეს შესაძლებლობა არსებითი მონაწილეობა მიიღოს ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით. ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკომისიის რეკომენდაციებში ჩამოთვლილ მეათე პუნქტზე მიუთითებს. „მოვუწოდებთ საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, უზრუნველყოს, რომ ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია მოწვეული იყოს და მიეცეს შესაძლებლობა, არსებითი მონაწილეობა მიიღოს ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით. #10 პრიორიტეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით შეესაბამება პარლამენტში მიმდინარე მუშაობას“, - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობაის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს. „არასამთავრობო ორგანიზაციების პლატფორმას ჩვენგან წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ამ პროცესში ჩართვა არის ჩვენთვის სრულად მიუღებელი. ის ორგანიზაციები, რომლებიც არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული და თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირეს, ვერანაირად იქნება დაშვებული ამ ფორმატში - არ შეიძლება, მონაწილეობდეს მხარე. ამ ორგანიზაციამ ნეიტრალიტეტი დაკარგა", - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ. ხსენებული გადაწყვეტილების გამო სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმაც, რომელიც სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენდა. 18 აგვისტოს სიმონიშვილმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიუღებელია, გააგრძელოს იმ შეხვედრებში მონაწილეობა, სადაც ხელისუფლება ვინმეს არ უშვებს. „სამართლიანი არჩევნების" დირექტორი ნინო დოლიძე ამბობს, რომ„"ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით სამოქალაქო საზოგადოების აზრი იზღუდება. „ჩვენთვის ერთადერთი ამოსავალი წერტილია, საქართველო იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, გადადგას ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით. გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბრძოლას. პროცესს აზიანებს ის, რომ არჩევნების საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში პროფესიული ორგანიზაცია იბლოკება იმის გამო, რომ აქვს განსხვავებული მოსაზრება. ეს აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზას. მიუხედავად აზრთა განსხვავებულობისა, მნიშვნელოვანია ერთად დასხდომა და ქვეყნისთვის გასაკეთებელ საქმეებზე საუბარი. „სამართლიანი არჩევნები" ამისთვის მზად იყო", - განუცხადა ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს. სამუშაო ჯგუფი მმართველმა პარტიამ შექმნა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ორი კვოტა დაუშვა. ჯგუფში შედიან საპარლამენტო უმრავლესობის 4 წევრი, თითო წევრი პოლიტიკური ჯგუფებიდან „გირჩი“, მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები", ერთი უფრაქციო პარლამენტის წევრი პარტიიდან - „საქართველოსთვის“. ჯგუფის საქმიანობაში ასევე ჩართულები არიან ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, ევროკომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში, რომლის შესრულება საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი პირობაა, მეათე პუნქტში წერია: ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე. მიიღეთ კანონი, რათა ქართველმა მოსამართლეებმა პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები.

ზაპოროჟიეს სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უკრაინას ეკუთვნის და ეს პრინციპი სრულად უნდა იყოს დაცული - გუტერეში

"ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გათიშვა უკრაინის ელექტროქსელიდან დაუშვებელია", - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განცხადა. რატომ არის საშიში ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება "ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გათიშვა უკრაინის ელექტროქსელიდან დაუშვებელია. ზაპოროჟიეს სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უკრაინას ეკუთვნის და ეს პრინციპი სრულად უნდა იყოს დაცული", - განაცხადა გუტერეშმა. ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ვითარება კრიტიკულ ზღვარს უახლოდება, უკრაინა ყველაზე უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC ამასთან, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სადგურზე შესაძლოა, ელექტროენერგია გაითიშოს, რადგან მოსკოვი ცდილობს, ელექტროენერგიის გადამისამართებას ყირიმში, რომლის ანექსიაც რვა წლის წინ მოახდინა.  

სოჭში რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს

რუსული მედიის ცნობით, სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევის შეხვედრა მიმდინარეობს.  მანამდე, ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა.  თოყაევი პუტინის თანდასწრებით: არც ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს ვცნობთ და არც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ „უმაღლეს დონეზე რეგულარული დიალოგის გაგრძელებისას, დაგეგმილია სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის რუსეთ-ყაზახეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხების განხილვა“, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.  Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს ყასიმ-ჟომართ თოყაევი სოჭში, აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ ჩავიდა.   

ასპინძაში, ნიალას მთაზე დათვი კაცს თავს დაესხა

ასპინძაში, ნიალას მთაზე დათვი კაცს თავს დაესხა. მიყენებული დაზიანებების შედეგად კაცი ადგილზე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.  გარდაცვლილი კახეთის მუნიციპალიტეტიდან იყო და მთაში მწყემსად მუშაობდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.  

პროკურატურამ, ავლევში ქალის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, მეუღლეს ბრალდება წარუდგინა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შიდა ქართლის პოლიციამ ქალის გაგუდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 აგვისტოს, ბრალდებულმა მეუღლე ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით დაახრჩო. სამართალდამცველებმა ბრალდებული 19 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. გარდა ამისა, დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის.  

გუტერეში ოდესის პორტს ეწვია

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ოდესაში ჩავიდა. გუტერეში პორტს ეწვია, საიდანაც განბლოკვის შესახებ გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, მარცვლეულის ექსპორტი ხორციელდება.  „გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ისტორიაში პირველად სტუმრობს ოდესას“, - განაცხადა რეგიონულმა ადმინისტრაციამ.  17 აგვისტოს მდგომარეობით, გემებმა 600 000 ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქცია გადაზიდეს. 20 აგვისტოს გაეროს გენერალური მდივანი პრეზიდენტ ერდოღანის მიწვევით ოდესიდან სტამბულში გაემგზავრება, სადაც ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრსაც ეწვევა. მანამდე ის ლვოლვში სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობდა.  

ამერიკის საელჩო: ISFED-ის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

ევროკავშირის წარმომადგენლობის შემდეგ, ამერიკის საელჩოც ეხმაურება ISFED-ის არდაშვებას საარჩევნო რეფორმის საკითხზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობაში. ამერიკის საელჩოს შეფასებით, ISFED-ის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას. ევროკავშირი: ყველა შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ჩაერთოს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობაში „სამართლიანი არჩევნების" (ISFED), საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, საქართველომ უნდა „უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე“. სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოების წარსადგენად პარტნიორმა ორგანიზაციებმა ISFED-ი შეარჩიეს მისი კომპეტენციის, პროფესიონალიზმისა და საარჩევნო რეფორმებში ხანგრძლივი გამოცდილების გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რიგ საკითხებზე ხალხის ხმას წარმოადგენს და სასიცოცხლო როლს თამაშობს მოქალაქეთა საჭიროებების, პრიორიტეტებისა და არჩევანის უზრუნველსაყოფად. ISFED-ის არდაშვება პარლამენტის საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს. „არასამთავრობო ორგანიზაციების პლატფორმას ჩვენგან წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ამ პროცესში ჩართვა არის ჩვენთვის სრულად მიუღებელი. ის ორგანიზაციები, რომლებიც არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული და თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირეს, ვერანაირად იქნება დაშვებული ამ ფორმატში - არ შეიძლება, მონაწილეობდეს მხარე. ამ ორგანიზაციამ ნეიტრალიტეტი დაკარგა", - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ. ხსენებული გადაწყვეტილების გამო სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმაც, რომელიც სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენდა. 18 აგვისტოს სიმონიშვილმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიუღებელია, გააგრძელოს იმ შეხვედრებში მონაწილეობა, სადაც ხელისუფლება ვინმეს არ უშვებს. „სამართლიანი არჩევნების" დირექტორი ნინო დოლიძე ამბობს, რომ„"ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით სამოქალაქო საზოგადოების აზრი იზღუდება. „ჩვენთვის ერთადერთი ამოსავალი წერტილია, საქართველო იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, გადადგას ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით. გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბრძოლას. პროცესს აზიანებს ის, რომ არჩევნების საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში პროფესიული ორგანიზაცია იბლოკება იმის გამო, რომ აქვს განსხვავებული მოსაზრება. ეს აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზას. მიუხედავად აზრთა განსხვავებულობისა, მნიშვნელოვანია ერთად დასხდომა და ქვეყნისთვის გასაკეთებელ საქმეებზე საუბარი. „სამართლიანი არჩევნები" ამისთვის მზად იყო", - განუცხადა ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს. სამუშაო ჯგუფი მმართველმა პარტიამ შექმნა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ორი კვოტა დაუშვა. ჯგუფში შედიან საპარლამენტო უმრავლესობის 4 წევრი, თითო წევრი პოლიტიკური ჯგუფებიდან „გირჩი“, მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები", ერთი უფრაქციო პარლამენტის წევრი პარტიიდან - „საქართველოსთვის“. ჯგუფის საქმიანობაში ასევე ჩართულები არიან ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, ევროკომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში, რომლის შესრულება საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი პირობაა, მეათე პუნქტში წერია: ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე. მიიღეთ კანონი, რათა ქართველმა მოსამართლეებმა პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები.

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ნარკოტესტი გაიკეთა

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან ნარკოტესტი გაიარა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიტიკური ლიდერი ფინელ პოპ-ვარსკვლავთან ცეკვავს. 36 წლის სანა მარინი გავრცელებული ვიდეოში ასახული კადრების გამო, კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა.  პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე ფინეთის პრემიერმა თქვა, რომ ნარკოტესტი ჩააბარა და შედეგებს მომავალ კვირას ელის. „მე უკანონო არაფერი არ გამიკეთებია. თინეიჯერობის წლებშიც კი არ გამომიყენებია რამე სახის ნარკოტიკი ”, - განუცხადა სანა მარინმა ჟურნალისტებს ჰელსინკში.  

შვედეთში, სავაჭრო ცენტრში კაცმა იარაღიდან ისროლა. არიან დაჭრილები

შვედეთის პოლიციის ცნობით, ქალაქ მალმოში მდებარე სავაჭრო ცენტრ Emporia-ში სროლა იყო. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.  თვითმხილველების თქმით, უცნობმა კაცმა მოულოდნელად ხალხის მიმართულებით იარაღიდან სროლა დაიწყო. არაოფიციალური მონაცემებით, სავარაუდოდ, ორი ადამიანი დაშავდა და პოლიცია სავაჭრო ცენტრში იარაღით ხელში შევიდა. ამ დღისთვის, სავაჭრო ცენტრთან მატარებლის მოძრაობა სპეცოპერაციის გამო შეჩერდა. Emporia სკანდინავიაში, ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრია და მალმოს სტადიონთან და რკინიგზის სადგურთან მდებარეობს.   

რუმინეთმა რუსეთის საელჩოს თანამშრომელი გააძევა

ბუქარესტში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი, რუმინეთში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ განაცხადა, რომ დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილების შესახებ, რუსეთის საელჩო ინფორმირებულია.  „რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება, ვენის 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციის დებულებებთან გამომდინარე მივიღეთ. რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა, რუმინეთის ტერიტორია ამ კვირის განმავლობაში უნდა დატოვოს", - განაცხადეს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

რეკორდული ჯარიმა და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჩინეთში მილიარდერი გაასამართლეს

Reuters-ის ცნობით, შანხაის სასამართლომ ჩინელ მილიარდერ სიაო ჯიანხუას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო მის კომპანია Tomorrow Holdings-ს რეკორდული, $8.1-მილიარდიანი ჯარიმა დააკისრა.სასამართლოს მტკიცებით, ჯიანხუა 2001 წლიდან აქტიურად იყო ჩართული კორუფციულ გარიგებებში. მილიარდერს ბრალად ბიუჯეტის თანხების მითვისება, თანამდებობის პირების მოსყიდვა, ფულის გათეთრება და კორუფციული სქემების განხორციელება ედება. გამოცემა აღნიშნავს, რომ სიაო ჯიანხუას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობასთან. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2001 წლიდან 2021 წლამდე, მან 680 მილიონ იუანზე მეტი აქციები, უძრავი ქონება, ფული და სხვა აქტივები სახელმწიფო მოხელეებს ფინანსური ზედამხედველობის თავიდან აცილებისა და უკანონო სარგებლის მიღების მიზნით გადასცა.2017 წელს ის ჩინელმა სპეცრაზმელებმა გაიტაცეს, მას შემდეგ ჯიანხუა საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. ამასთან, მილიარდერს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და კანადის საელჩომ მისი ექსტრადიცია მოითხოვა, თუმცა ჩინეთის მთავრობამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მილიარდერი ბიზნესმენი ჩინური კანონმდებლობით გაასამართლა.  

თურქეთთან ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები თვის ბოლომდე გაიმართება

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა, რომ ფინეთის, შვედეთის და თურქეთის წარმომადგენლები აგვისტოში ფინეთში შეხვდებიან.  მისი თქმით, მოახლოებული შეხვედრის მიზანია ურთიერთგაგების მემორანდუმის პუნქტების განხილვა, რომელიც მადრიდში NATO-ს სამიტზე მიიღეს.  რატიფიცირება ამ დრომდე 23-მა ქვეყანამ მოახდინა. ანალოგიური პროცესი ჯერ კიდევ გასავლელი აქვს 7 ქვეყანას: ესპანეთს, საბერძნეთს, პორტუგალიას, სლოვაკეთს, ჩეხეთს, თურქეთსა და უნგრეთს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.  

რუსეთის არმიამ 6 ივლისის შემდეგ უკრაინაში, ტერიტორიული წინსვლის შესახებ პირველად არ გამოაცხადა - ISW

Institute for the Study of War-ის (ISW) 18 აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა 6 ივლისის შემდგომ ტერიტორიული წინსვლის შესახებ პირველად არ გამოაცხადა. „ამავდროულად, რუსეთის ხელისუფლება, ოკუპირებული ტერიტორიების გრძელვადიანი შემოერთებისთვის ემზადებოდა“,- ნათქვამია ISW-ს ანგარიშში.  ISW-ის ექსპერტების შეფასებით, რუსეთის სამხედრო ძალები, ცდილობდნენ შეტევას სევერსკის სამხრეთით (ქალაქი დონეცკთან) და ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ამის გარდა რუსეთის ჯარი განაგრძობს დაპყრობით ოპერაციას დონეცკთან ახლოს. როგორც ISW-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რუსეთის ძალების მცდელობა, განევითარებინათ შეტევა ზაპოროჟიეს მიმართულებით, წარუმატებელი აღმოჩნდა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

აშშ-მ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა

შეერთებული შტატები უკრაინას, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, სადაზვერვო თვითმფრინავებსა და ნაღმსაწინააღმდეგო მანქანებს პირველად გადასცემს. ამის შესახებ CNN პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.   აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების $800 მილიონიან პაკეტს ამზადებს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი $775 მილიონს შეადგენს, ამასთან უკრაინა დამატებით, საბრძოლო მასალასა და 16 ჰაუბიცის სისტემას მიიღებს. ამის გარდა, დახმარების პაკეტში შედის 15 უპილოტო Scan Eagle, 40 ავტომანქანა MaxxPro MRAP-ის დამცავი სისტემით და 1000-მდე ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსური სისტემა Javelin-ი.  ჯამში პაკეტი მოიცავს HIMARS-ის საბრძოლო მასალას, 16 ჰაუბიცას და საბრძოლო მასალებს, 1000 avelin-ს, გასანაღმვ მოწყობილობებს, 15 უპილოტო საფრენ აპარატს, 40 მანქანას MRAP-ის თავდაცვით, რომელიც დანაღმულ ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალებას იძლევა.  დახმარების პაკეტში შედის ჩქაროსნული ანტისალოკაციო რაკეტები HARM-ი, 1500 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა, ჰამერები, ტაქტიკური კავშირგაბმულობის სისტემები, ასაფეთქებელი საბრძოლო მასალა, ღამის ხედვის დანადგარები, თერმული გამოსახულების სისტემები, ოპტიკა და ლაზერული დიაპაზონის განმსაზღვრელი აპარატურა.  ამრიგად, უკრაინული მედიის ცნობით, 24 თებერვალს რუსეთის შემოჭრის შემდეგ უკრაინაში გაგზავნილი აშშ-ის ჯამური სამხედრო დახმარება $10,6 მილიარდის შეადგენს. შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა აშშ-ს თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან საუბრის შემდეგ  შეერთებული შტატების უსაფრთხოების ახალი დახმარების შესახებ განაცხადა.  

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: სანა მარინს ცეკვის მიზეზი აქვს, მისი ქვეყანა თითქმის NATO-შია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი, ფინელ კოლეგა სანა მარინს მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ფინეთის პრემიერ-მინისტრს ცეკვის მიზეი აქვს, რადგან მისი ქვეყანა თითქმის NATO-შია.   პოლონეთის ხელისუფლების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ნახა ვიდეოჩანაწერი და მიიჩნევს, რომ „პრემიერ-მინისტრს სიხარულის მიზეზი აქვს, რადგან ფინეთი პრაქტიკულად შეუერთდა NATO-ს“. „ასე რომ, თუ ამ შემთხვევაში, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ცოტა მეტი "ფინლანდია" (სასმელი) მიიღო და ცეკვა დაიწყო, აქ სანერვიულო არაფერია", - დასძინა მორავეცკიმ.  შეგახსენებთ, რომ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს ნარკოტესტი ჩააბარა.  მანამდე გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიტიკური ლიდერი ფინელ პოპ-ვარსკვლავთან ცეკვავს.   

„გაზპრომი“ ევროპას „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს

რუსული გაზის გიგანტი „გაზპრომი“ ევროპას გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს. „გაზპრომი“ მიზეზად „ჩრდილოეთის ნაკადზე“ ბუნებრივი აირის გადასაქაჩ აგრეგატ Trent 60- ზე ტექნიკური მომსახურების აუცილებლობას ასახელებს. „გაზპრომის“ განცხადებების შემდეგ ევროპაში გაზის ფასმა $2500-ს გადააჭარბა როგორც „გაზპრომის“ განცხადებაშია აღნიშნული, გაზის მიწოდება ევროპას 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე შეწყდება. შეგახსენებთ, რომ რუსეთს ამ დრომდე არ წაუღია გერმანიიდან კანადაში გარემონტებული სიმენსის ტურბინა, რომლის არქონის გამოც, ევროპას გაზის მიწოდების მოცულობა შეუმცირა.  შეგახსენებთ, რომ კანადამ გერმანიას Siemens-ის განახლებული ტურბინა 17 ივლისს გაუგზავნა.  Nord Stream1-ი ევროპისკენ რუსული გაზის მიწოდების მთავარი მარშრუტია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოქმედი იყო. 16 ივნისიდან გაზპრომმა ამ გაზსადენით მიწოდება ნომინალური სიმძლავრის 40%-მდე შეამცირა, რადგან სანქციების გამო კანადიდან ტურბინის რემონტის შემდეგ დანადგარის დაბრუნების საკითხი გაურკვეველი იყო. ამის შემდეგ გერმანიამ კანადის ხელისუფლებას გამონაკლისის სახით ტურბინის დაბრუნების თხოვნით მიმართა.