ძებნის რეზულტატი:
ესპანელი მეხანძრეები ვალენსიას რეგიონში საცხოვრებელი უბნების გადარჩენას ცდილობენ - ევაკუირებულია 2000 ადამიანი
ესპანელი მეხანძრეები ვალენსიას რეგიონში საცხოვრებელი უბნების გადარჩენას ცდილობენ. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 2000 ადამიანი, არიან დაშავებულები. საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი ამასთან, ხანძრის კერები უახლოვდება საავტომობილო გზებს, სარკინიგზო მაგისტრალებსა და დასახლებულ პუნქტებს. ცნობისთვის, ცეცხლის ლოკალიზება 4 დღეა ვერ ხერხდება.
ესტონეთში მასობრივ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა, რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა Killnet-მა აიღო - მედია
18 აგვისტოს, ესტონეთის ციფრული განვითარების სამინისტროს უფროსის მოადგილემ, ლუკას ილვესმა განაცხადა, რომ 17 აგვისტოს ქვეყანა 2007 წლიდან მოყოლებული ყველაზე მასიური კიბერშეტევების მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ მინისტრმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ესტონეთში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო გავრცელებული ინფორმაციით, ესტონეთში მომხდარ მასობრივ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა Killnet-მა აიღო. ჰაკერული თავდასხმები სამთავრობო უწყებებსა და კერძო კომპანიებზე განხორციელდა. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 12 ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა სხვადასხვა სამთავრობო უწყებებზე, ვებგვერდებზე და ოთხი თავდასხმა კერძო სექტორის ორგანიზაციებზე. 18 აგვისტოდან ესტონეთი შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარს ჩაკეტავს საგულისხმოა, რომ ესტონეთში ჰაკერული შეტევები, ქალაქ ნარვაში რუსული ტანკის აღების შემდეგ მოხდა. მეორე დღეს კი ესტონეთმა შენგენის ვიზების მქობე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაკეტეს. შეგახსენებთ, რომ ესტონეთში ყველაზე მძლავრი ჰაკერული თავდასხმა 2007 წელს მოხდა, რომელიც 22 დღე გაგრძელდა.
ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ დაძაბულობის ფონზე, აშშ და ტაივანი ვაჭრობის საკითხებზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს იწყებენ
შეერთებული შტატები და ტაივანი ვაჭრობის საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ. აშშ და ტაივანი მოლაპარაკებებს ახალი ინიციატივის ფარგლებში დაიწყებენ. აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიეს და მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ამ შემოდგომის დასაწყისში გაიმართება. „ჩვენ ვგეგმავთ ამბიციური დღის წესრიგის მიღწევას, რაც ხელს შეუწყობს 21-ე საუკუნის უფრო სამართლიანი, უფრო აყვავებული და მდგრადი ეკონომიკის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელმა. თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა იგეგმება ტაივანი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები მომავალ თვეში დაიწყება და ამან შეიძლება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება გამოიწვიოს, რომელსაც კუნძული დიდი ხანია ელის. „დიპლომატიური კავშირების არარსებობის მიუხედავად, შეერთებულ შტატებს ტაივანის მხარდაჭერის გაძლიერება სურს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ის ჩინეთის მხრიდან გაძლიერებულ პოლიტიკურ ზეწოლას განიცდის. თავის მხრივ, ჩინეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი წინააღმდეგობა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განუცხადა, რომ ჩინეთი შეეწინააღმდეგება ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ხელს მოაწერს ოფიციალურ სავაჭრო შეთანხმებებს ტაივანთან და მან მოუწოდა შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს ურთიერთობა კუნძულთან“, - წერს Reuters-ი. „ჩინეთი მიიღებს გადამწყვეტ ზომებს თავისი ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად. ჩვენ ვურჩევთ შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს მცდარი შეფასებები", - აცხადებს ოფიციალური პეკინი. შეგახსენებთ, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ტაივანს აშშ-ის კონგრესის დელეგაციაც ეწვია. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი: რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, სლოვაკეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა განაცხადა, რომ სლოვაკეთის მთავრობა არ შეწყვეტს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, მიუხედავად რუსეთის ყველა მცდელობისა, გავლენა მოახდინოს მის ქვეყანაში საზოგადოებრივ აზრზე. მინისტრის თქმით, სლოვაკეთის მხრიდან სამთავრობო ინიციატივის არც თუ ისე დიდი მხარდაჭერა, მის ქვეყანაში რუსულ პროპაგანდას უკავშირდება, რომელიც უკრაინაში იარაღის მიწოდების დაბლოკვის მიზნით გააქტიურდა. „რუსული პროპაგანდა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეცვალოს მოსახლეობის დამოკიდებულება, შეაჩეროს ან დაბლოკოს შემდგომი სამხედრო დახმარება, რომელიც უკრაინას მიეწოდება, მაგრამ ამ მთავრობამ, რა თქმა უნდა, გადაწყვიტა დაეხმაროს უკრაინელებს - ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ოკუპაცია“, - განაცხადა იაროსლავ ნადმა. ბრატისლავაში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის GLOBSEC-ის თანახმად, სლოვაკეთში გამოკითხულთა მხოლოდ ნახევარი უჭერს მხარს გამანადგურებლების მიყიდვას კიევისთვის, რათა უკრაინას რუსული აგრესიისგან დაცვაში დაეხმაროს. სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრს, იაროსლავ ნადს, უკრაინისთვის MIG-29-ების ფლოტის გადაცემა 300 მილიონ ევროდ სურს.
სანქცირებულ სერგეი ლავროვს დელეგაციასთან ერთად, სექტემბერში აშშ-ში ჩასვლა სურს
რუსეთის საელჩომ შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ვიზების გაცემის შესახებ, განცხადებით მიმართა. სერგეი ლავროვს დელეგაციასთან ერთად, სექტემბერში, აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეში მონაწილეობა სურს. აშშ-მ პუტინს და ლავროვს სანქციები დაუწესა „აშშ-ში რუსეთის საელჩომ უკვე მიმართა თეთრ სახლს, სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ შეასრულონ იმ ქვეყნის ვალდებულებები, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს გაეროს შტაბ-ბინა და ვიზები სერგეი ლავროვისა და რუსეთის დელეგაციის ყველა წევრის სახელზე, დაუყოვნებლივ გასცენ“, - განაცხადა აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა. ელჩის თქმით, შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ შეუქმნა სირთულეები რუსულ მხარეს სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებით, მათ შორის გაეროს მეშვეობით. ანტონოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში ვიზიტისას, გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე, რუსეთის დელეგაციის სრული მონაწილეობის საკითხს დააყენებს.
თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოთანი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ლვოლვში ხვდება. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლვოვში ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს. ამის შესახებ ტელეკომპანია A Haber დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ვიზიტისადმი მიძღვნილ განცხადებაში თურქეთი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ერდოღანის ერთდღიანი ვიზიტი უკრაინაში, ომის დასრულებას ისახავს მიზნად. მედიის ცნობით, მხარეები განიხილავენ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებას. ერდოღანი უკრაინაში 18 აგვისტოს ჩავიდა. ის პრეზიდენტ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს და ასევე განიხილავს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე თურქეთ-უკრაინის ურთიერთობების ყველა ასპექტს. ორმხრივ მოლაპარაკებებს მოჰყვება სამმხრივი სამიტი გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრისას განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზით. საუბარი იქნება უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის შექმნილი მექანიზმის გააქტიურებაზეც. გაეროს გენმდივანი ვოლოდიმირ ზელენსკის და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება გაეროს გენერალური მდივანი მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განსახილველად, 19 აგვისტოს ოდესაში გაემგზავრება. 20 აგვისტოს კი, სტამბოლს ეწვევა.
სუს-ის ინფორმაციით, რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და $1,2 მილიონად გასაღების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2022 წლის 16 აგვისტოს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და 1,2 მლნ აშშ დოლარად გასაღების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ორგანიზებული ჯგუფი, ქალაქ თბილისსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მათსავე კუთვნილ საცხოვრებელ მისამართებზე უკანონოდ ინახავდნენ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ გამა-გამოსხივების მქონე რადიოაქტიურ ნივთიერებებს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, შემუშავებული გეგმის თანახმად, აქტიურად ახორციელებდნენ მყიდველი პირის მოძიებას, რადიოაქტიური ნივთიერებების შენახვის ადგილის სისტემატური ცვალებადობით ინარჩუნებდნენ კონსპირაციას და საბოლოოდ შეეცადნენ ხსენებული ნივთიერებების ერთი მილიონ 200 000 ამერიკულ დოლარად გასაღებას, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება. 2022 წლის 18 აგვისტოს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად, თავისუფლების აღკვეთას 5 დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მოსახლეობისთვის 2019 წელს ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტები იხსნება
„სამხრეთ ოსეთის“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭომ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის გამარტივების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. გამარტივებული პროცედურა ახალგორისა და ჯავის რეგიონის მოსახლეობას შეეხება და ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვის ჩათვლით გადაადგილებას შეძლებს. რადიო თავისუფლების ცნობით, მიმდინარე წლის 31 ნოემბრამდე მოსახლეობას გადაადგილება „ვადაგასული საშვებითაც“ შეეძლება. დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის თქმით, ხსენებული საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, რაიონული ადმინისტრაციებისა და დეპუტატის შუამდგომლობის საფუძველზე განიხილეს. დე ფაქტო რესპუბლიკის მაშინდელმა ე.წ. პრეზიდენტმა „რაზდახანის“ (ოძისი/მოსაბრუნის) ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. მას შემდეგ გზა სულ რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა.
სალომე ზურაბიშვილმა ფოთის საზღვაო ნავსადგურში აგვისტოს ომის დროს დაღუპული ნავსადგურელების ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფოთის საზღვაო ნავსადგურში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ნავსადგურელების ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ პატივი მიაგო. „ფოთის ნავსადგურში ეს მემორიალი არის ადგილი, სადაც უნდა გავიხსენოთ 2008 წლის ომის ეს ძალიან მძიმე ეპიზოდი. დღეს ასევე გიორგი ანწუხელიძის, საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღეა და მინდა, ერთად გავიხსენოთ ეს გმირები და ყველა ის, ვინც 2008 წლის ომის დროს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაიღუპა. ეს ის თარიღებია, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ“, –განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ჩინეთის სახელმწიფო კონგლომერატი Genertec-ი ყაზახეთში რეგიონულ ოფისს გახსნის
ჩინეთის სახელმწიფო კონგლომერატმა Genertec-მა ყაზახეთში ოფისის გახსნის გეგმების შესახებ განცხადა. ინფორმაციას Astana Times ავრცელებს. შეხვედრისას ჩინურმა მხარემ ხაზი გაუსვა კომპანიის მიზანს, გააფართოოს „KAZAKH INVEST“-ის პლატფორმის გამოყენება შესაბამის სფეროებში პროექტების განსახორციელებლად. განიხილება ერთობლივი პროექტები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით. „გთავაზობთ, მონაწილეობა მიიღოთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურისა და მულტიმოდალური სატრანსპორტო გზების განვითარებაში, რომელიც ჩინეთს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთთან აკავშირებს“, - განაცხადა კომპანია KAZAKH INVEST-ის თავმჯდომარის მოადგილემ. Genertec-ი ჩინეთის სახელმწიფო კონგლომერატია, რომელიც მოიცავს ინჟინერიის, მანქანათმშენებლობის, ფარმაცევტული პროდუქტების, სამშენებლო და განახლებადი ენერგიის სფეროებს. მისი წლიური ბრუნვა 25 მილიარდ დოლარზე მეტია. ცნობისთვის, „KAZAKH INVEST“-ი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ყაზახეთის მთავრობის მიერ დაარსებული კომპანიაა.
მზად ვართ, ზოგიერთ სკოლაში ქართული ენის სწავლების პროცესი დავიწყოთ - სომხეთის განათლების მინისტრი
„მზად ვართ, მიმდინარე წელს სომხეთის ზოგიერთ სკოლაში ქართული ენის სწავლების პროცესი დავიწყოთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს 18 აგვისტოს სომხეთის განათლების, მეცნიეერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ვაგრამ დუმანიანმა განუცხადა. მისი თქმით, ქართული ენის შესწავლა სავალდებულო არ იქნება. „ჩვენ სულაც არ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ სკოლებზე, რომლებიც მდებარეობს ქვეყნის სასაზღვრო რეგიონებში,” - აღნიშნა დუმანიანმა. მისი თქმით, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ლვოვში პრეზიდენტების ერდოღანის, ზელენსკისა და გაეროს გენერალური მდივნის გუტერეშის სამმხრივი სამიტი მიმდინარეობს
ლვოვში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის, უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის მონაწილეობით სამმხრივი სამიტი დაიწყო. მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკი ანტონიო გუტერეშს, შემდეგ კი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ცნობილია, რა საკითხები განიხილა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას ასევე გაიმართა თურქეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, სადაც მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების, თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ფოტო: Anadolu ფოტო: Anadolu თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს ერდოღანი უკრაინაში 18 აგვისტოს ჩავიდა. ის პრეზიდენტ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს და ასევე განიხილავს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე თურქეთ-უკრაინის ურთიერთობების ყველა ასპექტს. ორმხრივ მოლაპარაკებებს მოჰყვება სამმხრივი სამიტი გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრისას განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზით. საუბარი იქნება უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის შექმნილი მექანიზმის გააქტიურებაზეც. გაეროს გენმდივანი ვოლოდიმირ ზელენსკის და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება გაეროს გენერალური მდივანი მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განსახილველად, 19 აგვისტოს ოდესაში გაემგზავრება. 20 აგვისტოს კი, სტამბოლს ეწვევა.
მომხმარებლები თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის გამოყენებას 22 აგვისტოდან ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ
თბილისის ყველა მუნიციპალური ელექტრონული სისტემა, სადაც გარკვეული ხარვეზები ფიქსირდებოდა, 22 აგვისტოდან შეუფერხებლად იმუშავებს. თბილისის მერიის ცნობით, სისტემის განახლების გამო, რომელიც მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან დაიწყო, ფიქსირდებოდა ტექნიკური შეფერხებები და ზონალურ-საათობრივი პარკირების მომხმარებლები ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე, არ ჯარიმდებოდნენ. უწყების ცნობით, სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანების პერიოდში, სისტემაში არსებული ხარვეზები აღმოფხვრილია და 22 აგვისტოდან, ზონალურ-საათობრივი პარკირების მომხმარებლები სისტემით სარგებლობას ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ. „ტექნიკური შეფერხებები ამ დროისთვის, ასევე, აღარ ფიქსირდება თბილისის ტაქსის მომხმარებლებისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას მოქალაქეები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც მიიღებენ. თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, მოხდა სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს. მონაცემთა სრულყოფისთვის, მოქალაქეებს ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში, დამატება. მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ. ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს ან დარეკოთ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ ცხელ ხაზზე - 1399“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთმა კალინინგრადის ოლქში ზებგერითი რაკეტებით აღჭურვილი სამი მიგ-31 განათავსა
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კალინინგრადის ოლქში, სამი საბრძოლო თვითმფრინავი MiG-31 განათავსა, რომლებიც ჰიპერბგერითი, „კინდჟალის“ ტიპის რაკეტებითაა აღჭურვილი.საინფორმაციო სააგენტო RIA-მ 18 აგვისტოს, სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თვითმფრინავი დღე-ღამის განმავლობაში განახორციელებს პატრულირებას. როგორც ცნობილია, ბალტიისპირეთის ქვეყნები ასევე შეშფოთებულნი არიან რუსეთის მიერ კალინინგრადის რეგიონში განლაგებული „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემებით. 2018 წელს კალინინგრადში „ისკანდერების“ განლაგებაზე, კრემლმა განაცხადა, რომ „იარაღის განთავსება ყველგან შეუძლიათ“. შეგახსენებთ, რომ ვითარება კალინინგრადის ირგვლივ რუსეთ-უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ლიეტუვაში რუსული ტრანზიტის შეზღუდვის გამო დაიძაბა. 22 ივნისს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას კალინინგრადში. პატრუშევის თქმით, ეს პასუხი ბალტიისპირეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის მტკივნეული იქნება. ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი აკრძალა. პატრუშევის თქმით, ლიეტუვის „მტრულმა“ ქმედებებმა აჩვენა, რომ რუსეთი ვერ ენდობოდა დასავლეთს, რომელმაც, მისი მტკიცებით, დაარღვია წერილობითი შეთანხმებები კალინინგრადის შესახებ. „რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ასეთ მტრულ ქმედებებს,” - თქვა პატრუშევმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ევროკავშირის ელჩიც გამოიძახა. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს „ესკალაციური ნაბიჯებისა და რიტორიკისგან“. „ელჩმა გადასცა ჩვენი პოზიცია რუსეთის აგრესიის შესახებ და განმარტა, რომ ლიეტუვა ახორციელებს ევროკავშირის სანქციებს. ელჩმა სთხოვა მოსკოვს, თავი შეიკავოს ესკალაციის ნაბიჯებისგან და რიტორიკისგან“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.
ჩინეთში შობადობა იმდენად დაეცა, რომ აბორტები ნაწილობრივ აკრძალეს - BBC
ჩინეთში, შობადობის მკვეთრად შემცირების გამო, ხელისუფლებამ აბორტები ნაწილობრივ აკრძალა. დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდს გადააჭარბა რუსული BBC ცნობით, შობადობა ჩინეთში ბოლო ათწლეულში ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მოსახლეობა სულ უფრო და უფრო ბერდება, მთავრობა კი სიტუაციის გამოსასწორებლად მკვეთრ ზომებს იღებს. ჯანდაცვის წარმომადგენლების რეკომენდაციით, ჩინეთში ორსულობის შეწყვეტა მხოლოდ სამედიცინო მიზეზების გამო იქნება შესაძლებელი. ჩინეთის ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ გაფართოვდება სოციალური დახმარება დედებისთვის და ნაყოფიერების მკურნალობა უფრო ხელმისაწვდომი გახდება. Countrymetrics.info-ს მიხედვით, ჩინეთი დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობით პირველია.
17 წლის ლუკა პარკაძემ მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტი გააფორმა
„დინამო თბილისის“ ახალგაზრდა შემტევმა ლუკა პარკაძემ მიუნხენის „ბაიერნთან“ გააფორმა კონტრაქტი. მიუნხენური კლუბის აკადემიის ხელმძღვანელის, იოხენ ზაუერის განცხადებით, პარკაძეს „ბაიერნის“ სკაუტები აკვირდებოდნენ. "პარკაძეს „ბაიერნის“ სკაუტები აკვირდებოდნენ შემდეგ კი, მან წარმატებით გაიარა სინჯები მიუნხენში, „ბაიერნის“ აკადემიაში", - განაცხადა ზაუერიმ. ამასთან, გერმანული კლუბის ცნობით, 17 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონს საქართველოს უმაღლეს ლიგაში, „დინამოს“ რიგებში ჩაატარებს, 2023 წლის ზაფხულიდან კი „ბაიერნს“ შეუერთდება.
სალომე ზურაბიშვილი ფოთის ნავსადგურის საქმიანობას სპეციფიკას, გადამუშავებული ტვირთების მარშრუტებსა და ტვირთბრუნვას გაეცნო
საქართველოს პრეზიდენტმა, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან, თამარ იოსელიანთან ერთად, შავი ზღვის ტერმინალი (ყულევი), ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური (PACE GROUP), კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM Terminal) და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი - ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი დაათვალიერა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტი ნავსადგურის საქმიანობას სპეციფიკას, გადამუშავებული ტვირთების მარშრუტებს და ტვირთბრუნვას გაეცნო. ტერმინალების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს, როგორია პოსტპანდემიურ პერიოდში ტვირთების გადაზიდვის პროცესი და რა გავლენას ახდენს მასზე რეგიონში არსებული ვითარება. როგორც „პეის ჯგუფის“ პრეზიდენტი იოსებ დოლიძე აცხადებს, პრეზიდენტი მოხარულია ქართულ-ამერიკული პროექტის მჭიდრო ვადებში განხორციელებით და მხარს უჭერს ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის სრულ ოპერირებაში შესვლას. „მსურს სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცო ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური, ამ რთულ რეგიონულ პირობებში, როდესაც უკრაინაში ომიდან გამომდინარე, ჩვენ ქვეყანას მოაწყდა ძალიან დიდი რაოდენობის ტვირთი. სწორედ ჩვენს ნავსადგურში ხდება ტვირთების საგემო პარტიებად დაგროვება. პირველ გემს უახლოეს მომავალში მივიღებთ, რათა ეს ტვირთები დაიტვირთოს და გავიდეს ევროპისა და ამერიკის მიმართულებით. სამწუხაროდ, შეიქმნა პრობლემები, გამომდინარე იქედან, რომ გემები ჯერ ვერ შემოდიან, ამის მისაღწევად დიდი ძალისხმევაა კიდევ საჭირო, -აღნიშნა იოსებ დოლიძემ. „ეიპიემ ტერმინალ ფოთის" ოპერაციების დირექტორი მეთიუ რანტანენი აცხადებს, რომ იგეგმება საზღვაო ნავსადგურის გაფართოების პროექტის დაწყება, პრეზიდენტის ვიზიტი კი, კიდევ უფრო გაზრდის ამ პროექტის მნიშვნელობას. „საწყის ეტაპზე შეიქმნება 400 მეტრის სიგრძის ნავმისადგომი და ტალღების დამხშობი. მეორე ეტაპზე იქნება დამატებითი ნავმისადგომები და ინფრასტრუქტურა საქართველოში დიდი ხანია არის ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროება, რაც უფრო დიდ გემებს და სატვირთოებს ნავსადგურზე შესვლის საშუალებას მისცემს, ხელს შეუწყობს ექსპორტ-იმპორტს, გაზრდის შესაძლებლობებს და განავითარებს ფოთს“,- განაცხადა მეთიუ რანტანენიმ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ საქართველოს პრეზიდენტს ფოთის საზღვაო სასწავლ-საწვრთნელ ცენტრშიც უმასპინძლეს, სადაც პრეზიდენტმა სასწავლო ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერა.
ცნობილია, რა საკითხები განიხილა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა „მარცვლეულის დერეფნისა" და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის ბირთვული შანტაჟის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Telegram -ზე დაწერა. „ჩვენ შევთანხმდით, გავაგრძელოთ კოორდინაცია „მარცვლეულის ინიციატივის“ განხორციელებაში. განვიხილეთ ამ საკითხის განვითარების შესაძლო მიმართულებები. ასევე, უკრაინელების უკანონო და იძულებითი დეპორტაციის საკითხები, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისა და ექიმების ტყვეობიდან გათავისუფლება", - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, მხარეებმა შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის ბირთვული შანტაჟის თემას. „აგრესორის ამ მიზანმიმართულ ტერორს შეიძლება, ჰქონდეს გლობალურ დონეზე კატასტროფული შედეგები. ამიტომ, გაერომ უნდა უზრუნველყოს ამ სტრატეგიული ობიექტის უსაფრთხოება, მისი დემილიტარიზაცია და სრული გათავისუფლება რუსული ჯარისგან", - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ. ანტონიო გუტერეში ლვოვში 17 აგვისტოს ჩავიდა. შემდეგ გაეროს გენერალური მდივანი მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განსახილველად, 19 აგვისტოს ოდესაში გაემგზავრება. 20 აგვისტოს კი სტამბოლში ჩავა.
თურქეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანს უკრაინაში მოგზაურობისას თან ახლავს, უკრაინის თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. ცნობილია, რა საკითხები განიხილა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ ჰულუსი აკარისა და ოლექსი რეზნიკოვის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ცნობილია, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების, თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ერდოღანი უკრაინაში 18 აგვისტოს ჩავიდა. ის პრეზიდენტ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს და ასევე განიხილავს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე თურქეთ-უკრაინის ურთიერთობების ყველა ასპექტს. ორმხრივ მოლაპარაკებებს მოჰყვება სამმხრივი სამიტი გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრისას განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზით. საუბარი იქნება უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის შექმნილი მექანიზმის გააქტიურებაზეც. გაეროს გენმდივანი ვოლოდიმირ ზელენსკის და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება გაეროს გენერალური მდივანი მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განსახილველად, 19 აგვისტოს ოდესაში გაემგზავრება. 20 აგვისტოს კი, სტამბოლს ეწვევა.
საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით შეიქმნა, პირველი შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის მიზანია ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ფარგლებში ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების შესაბამისად მოამზადოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები.„შეხვედრაზე წარმოვადგინეთ დოკუმენტი, რომელიც ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადებულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მიერ. ამ დოკუმენტში წარმოდგენილი იყო ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის 18 რეკომენდაცია და ასევე, ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ორგანოს GRECO-ს 6 რეკომენდაცია, რომელთან დაკავშირებითაც ინფორმაცია იყო, რომ ისინი ნაწილობრივ შესრულებას საჭიროებენ. დეტალური განხილვის შედეგად გამოიკვეთა, რომ ამ რეკომენდაციათა საკმაოდ დიდი ნაწილი შესრულებულია და გამომდინარე იქედან, რომ GRECO-ს ბოლო შეფასება ქართული კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებული აქვს 2018 წელს, შეიძლება მათ არ აქვთ ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელს ვთხოვე, რომ იქნება პროაქტიულად მოხდეს მათი სამსახურიდან შესაბამისი დოკუმენტის გაგზავნა GRECO-ში, სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები დღეის მდგომარეობით რამდენად შესრულებულია. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის 18 რეკომენდაცია. ეს რეკომენდაციები სხვადასხვა საკითხებს ეხებოდა. დღეს სიღრმისეულად არ შევსულვართ ამ რეკომენდაციების განხილვაში გამომდინარე იქედან, რომ შეხვედრის მონაწილეებმა ითხოვეს გარკვეული პერიოდი იმისთვის, რომ მათ თავიანთი არგუმენტირებული პოზიციები წარმოადგინონ, თუმცა გვქონდა ზოგადი ხასიათის განხილვა. გამოიკვეთა, რომ რიგი საკითხები შესრულებულია, რიგი საკითხები საკმაოდ მარტივად შესასრულებელია და რიგ საკითხების დამატებითი განხილვა და პოზიციების შეთანხმება სჭირდება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.მისი თქმით, 25 აგვისტოს მეორე სამუშაო შეხვედრა შედგება, სადაც ჯგუფის წევრების მიერ წარმოდგენილი ყველა პოზიციის დეტალური განხილვა მოხდება, რის შემდეგაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე მუშაობას დაიწყებს.გივი მიქანაძის განცხადებით, 10-11 სექტემბრისთვის ცვლილებების პაკეტი უკვე მზად იქნება და სავარაუდოდ, 15 სექტემბრისთვის სამუშაო ჯგუფი პირველ მოსმენით განხილვამდე დასკვნით შეხვედრას გამართავს.სამუშაო ჯგუფში შედის: საპარლამენტო უმრავლესობის 4 წევრი, თითო წევრი პოლიტიკური ჯგუფებიდან - „გირჩი“, „მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“, ერთი უფრაქციო პარლამენტის წევრი პარტიიდან „საქართველოსთვის“. ჯგუფის საქმიანობაში, ასევე, მონაწილეობენ: ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და სამოქალაქო საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) წარმომადგენლები.