ძებნის რეზულტატი:

როგორ ხორციელდება თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა: აშშ-ის ევროპული სარდლობის ბრიგადის გენერალი საქართველოს ეწვია

საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) მიმდინარეობის შუალედური შეფასების მიზნით, საქართველოს ეწვია აშშ-ის ევროპული სარდლობის ბრიგადის გენერალი ედვარდ ვონი. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მხარეებმა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის მიმდინარეობა დადებითად შეაფასეს და შეკავების, წინააღმდეგობისა და მედეგობის გაძლიერების კუთხით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. „შეხვედრის მიმდინარეობისას ვიდეოკონფერენციის საშუალებით აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერი ჩაერთო. მან თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის მიმდინარეობას დადებითი შეფასება მისცა და მის იმპლემენტაციაში მონაწილე მხარეებს წარმატება უსურვა. აღინიშნა, რომ აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ გაფორმებული ინიციატივა, რომელიც ქვეყნის მედეგობას განამტკიცებს, სტრატეგიული პარტნიორობის ახალ საფეხურად და მომავალი ათწლიანი დინამიური თანამშრომლობის საფუძვლად განიხილება. სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები NATO-ს მოკავშირეებთან მუშაობს, რათა საქართველოს უსაფრთხოებასა და თავდაცვის მოდერნიზაციის ძალისხმევას მხარი დაუჭიროს საუბარი შეეხო ასევე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მძიმე გარემოსა და მზარდ საფრთხეებს, საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების კონკრეტულ ნაბიჯებს, აშშ-საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებებს, ამ პროცესში აშშ-ის ევროპული სარდლობის მნიშვნელოვან კონტრიბუციასა და მხარდაჭერას“, - აღნიშნავს თავდაცვის უწყება. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოსებ ბილბო, დელეგაციის წარმომადგენლები და საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის ძალისხმევის ხაზების ხელმძღვანელები დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროში გამართულ გაფართოებულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა. საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის პროგრესის მიმოხილვის შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრო. შეხვედრაზე ამერიკული მხარე წარმოდგენილი იყო აშშ-ის ევროპული სარდლობის, პენტაგონის და საქართველოში აშშ-ის წარმომადგენლებით. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი, რომელიც საქართველოს მხარდაჭერასაც მოიცავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-თან ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ის შორის მიმდინარე კონსულტაციების შესახებ, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს.  საქართველო აშშ-სა და NATO-ს ძალიან ღირებული პარტნიორია. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს NATO-ში და მუშაობს NATO-ს მოკავშირეებთან, რათა მხარი დაუჭიროს მის უსაფრთხოებასა და თავდაცვის მოდერნიზაციის მცდელობებს. 20 მაისს, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გამართა.   საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI), შეერთებული შტატებისა და საქართველოს ოფიციალური ორმხრივი ძალისხმევაა, რათა ქვეყნებს შორის ძლიერი სამხედრო ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდეს. მოგეხსენებათ, ეს ინიციტივა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებას ეფუძნება.   DDEI GDRP-ის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს ეფუძნება,  რომელიც თავის მხრივ მოიცავს შეკავებისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, NATO-სთან თავსებადობის ხელშეწყობას, ინსტიტუციურ რეფორმებსა და მოდერნიზაციას ორგანიზაციული ცვლილებების მართვის გზით“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 20 მაისს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები (BDC) მიმდინარეობს. ამ მიზნით კი მაშინ საქართველოს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია. NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) გასული წლის ბოლოს დასრულდა. ეს პროგრამა ჩაანაცვლა „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივამ“ (GDDEI), რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალებთან აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების თანამშრომლობის მრავალწლიანი ინვესტიციაა. GDDEI-ს დაწყების შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 2021 წლის ოქტომბერში გამოაცხადეს. აშშ-მ საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალი ფაზა ოფიციალურად, 2021 წლის ოქტომბერში, ახალი ინიციატივით დაიწყო აშშ-ის საელჩო: ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ უფრომ მეტი GDDEI-ს შესახებ „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ (GDDEI) არის უსაფრთხოების სფეროში ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ინიციატივა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და განვითარებას საერთო უსაფრთხოების ინტერესების მხარდასაჭერად.  

USAID-მა საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისა და გაძლიერების მიზნით, სამინისტროსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის, საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ და საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კლერ მეისონმა. „სწავლა სიბერემდეო“ ვამბობთ ხოლმე და ვგულისხმობთ უწყვეტ განვითარებას სკოლის დამთარების შემდეგ. USAID ამ ბრძნულ მოსაზრებას იზიარებს და სწორედ ამიტომ, აქ, საქართველოში, დღეს გავაფორმეთ ურთიერთგაგების მემორანდუმი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მიერ საქართველოს განათლების სისტემის მუდმივ მხარდაჭერას დაწყებითი საფეხურიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით. USAID მხარს უჭერს დაწყებითი კლასის მასწავლებლებს მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვაში; ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდითა და ტექნოლოგიების აქტიურად ინტეგრირებით; აძლიერებს იურიდიულ და მასწავლებლის მომზადების პროგრამების ხარისხს უმაღლეს სასწავლებლებში; შეიმუშავებს და ახორციელებს კერძო სექტორთან ერთად შრომის ბაზრის მიერ მოთხოვნილ პროფესიულ პროგრამებს. მოუთმენლად ველით მასწავლებლებისა და სტუდენტების დიდი მიღწევებს და წარმატებებს“, - აღნიშნულია აშშ-ის საერთაშორისო გავითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, განათლების სამინისტროს ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას საგანმანათლებლო სისტემის გაძლიერების გზით, რაც განათლების ყველა მიმართულებით, მათ შორის ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საფეხურზე, სხვადასხვა მხარდამჭერი პროექტის განხორციელებას გულისხმობს. მისივე ცნობით, სხვადასხვა მხარდამჭერი საგანმანათლებლო პროექტის განსახორციელებლად, USAID საქართველოს მხრიდან ჯამში, 55 699 880 ამერიკული დოლარია გამოყოფილი.  

მაცხოვრის ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მეუფე შიომ ღვთისმსახურება ჩაატარა

მაცხოვრის ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიომ ღვთისმსახურება ჩაატარა და ტაძარში შეკრებილებს ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა. მართლმადიდებელი ეკლესია ​ფერისცვალებას აღნიშნავს „გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, უფალმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ჩვენც ისე ვიცხოვროთ ამ წუთისოფლის წყვდიადში, რომ შეძლებისდაგვარად ვანათებდეთ ჩვენი სულებით, ამისთვის ვართ ჩვენ მოწოდებული, ხოლო გარდაცვალების შემდეგ როგორც ამბობს უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, "ვბრწყინავდეთ, როგორც მზე ჩვენი ზეციური მამის სასუფეველში!"-აღნიშნა მეუფე შიომ. ცნობისთვის, ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს, მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა. როგორც ცნობილია, იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს), მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს, თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა.  

საქართველოში USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი ჯონ პენელი იქნება

საქართველოში USAID-ის მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ჯონ პენელის ფიცის დადების ცერემონია უკვე გაიმართა. ჯონ პენელმა აღნიშნა რომ მოხარულია, გააგრძელოს მუშაობა საქართველოში სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით. ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსვა რეგიონული სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოხატა მზაობა, აღნიშნული მიმართულების გააქტიურების მიმართულებით. ჯონ პენელმა ამ თანამდებობაზე პიტერ ვებლერი შეცვალა. ჯონ პენელი USAID-ის რეგიონული წარმომადგენელი იყო ლიბანში. მანამდე, 2015-2019 წლებში, მას უკრაინასა და ბელორუსში USAID-ის რეგიონული მისიის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 1999-2001 წლებში პენელი უკრაინაში მსახურობდა. მას ნაირობიში USAID-ის აღმოსავლეთ აფრიკის მისიის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. სხვადასხვა დროს მუშაობდა სააგენტოს მისიებში ავღანეთში, სალვადორში, ინდონეზიაში, ერაყსა და უზბეკეთში ჯონ პენელი ლონდონის სამეფო კოლეჯის დოქტორის ხარისხის კანდიდატია საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევებში. ამასთან, ფლობს აშშ-ის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის ეროვნული ომის კოლეჯის მაგისტრის ხარისხი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. პენელს მიღებული აქვს ამერიკული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში, ასევე, ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკაში.

რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის სარდალი შეცვალა

Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის მოვალეობის შემსრულებლად სამხედრო-საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელი ვიქტორ სოკოლოვი დაინიშნა. ამ პოსტზე მან იგორ ოსიპოვი შეცვალა, რომელიც ფლოტს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა. ამ ჩანაცვლებამდე ერთი კვირით ადრე, ოკუპირებულ ყირიმში ავიაბაზაზე აფეთქებებმა ფლოტის ერთ-ერთი საჰაერო პოლკი გაანადგურა. აპრილში, ფლოტის ფლაგმანი, კრეისერი Moskva უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ სარაკეტო დარტყმის შედეგად ჩაიძირა. ორი თვის შემდეგ, შავი ზღვის ფლოტი გავიდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი „გველების“ (ზმეინი) კუნძულიდან.  

ვახტანგ გომელაური სოსო გოგაშვილზე: ამბობს, ყველაფერს გამოვდებო, ველოდები. არანაირი პრობლემა არ იქნება, მეცინება უბრალოდ

ამბობს, ყველაფერს გამოვდებო, მე ველოდები, გამოვიტან რაღაც ჩანაწერებსო, ძალიან ველოდებით. არანაირი პრობლემა არ იქნება, მეცინება უბრალოდ. თავად სოსო გოგაშვილზე გული მწყდება, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს გომელაურის თქმით, აბსურდია ყველაფერი, რასაც სოსო გოგაშვილი ამბობს. ამასთან შს მინისტრის თქმით, გოგაშვილს გუნდისგან იცავდა. „გოგაშვილი გავიცანი 2013 წელი იყო, წამოვიყვანე მე პირადად, ის იყო რიგით თანამდებობაზე, აღარ მახსოვს განყოფილების უფროსის მოადგილე თუ განყოფილების უფროსის მოადგილე გენინსპექციაში. მე მაშინ მოადგილე ვიყავი, ბატონი ირაკლი იყო ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ვთხოვე, ჩემს საკურატოროში გადმოვიყვანე, დავაწინაურე და ასე ეტაპობრივად. ბოლოს გახდა ჩემი პირველი მოადგილე. თითქმის სამი წელი იყო ჩემი მოადგილე, ის იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც, დავახლოვდით ოჯახებით. ახლა რასაც აცხადებს, სამწუხაროა. თურმე სამი წელი იდგა და აგროვებდა ჩემზე და ჩვენს გუნდზე კომპრომატებს, თურმე გომელაური ციხეში უნდა იჯდეს. თუ არ ვცდები, 2018-ში გათავისუფლდა თანამდებობიდან, რატომ მოხდა ეს თვითონ ყველაზე კარგად იცის, თუმცა ახლა ამას არ ვიტყვი. არაერთხელ დამიცვია ის გუნდისგან“, - განაცხადა გომელაურმა. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სუსის ინფორმაციით, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას. თავად გოგაშვილი ბრალდებებს უარყობს და აცხადებს, ოჯახის განადგურებით ემუქრებიან. სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან  ასევე წაიკითხეთ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს  

შეერთებული შტატები ჩეხეთს რვა სამხედრო ვერტმფრენს გადასცემს

შეერთებული შტატები ჩეხეთს რვა Bell-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენს გადასცემს. აშშ-ის საელჩოს განმარტებით, გარდა ტრანსფერისა და განახლების ხარჯებისა, ჩეხეთს ვერტმფრენები უფასოდ გადაეცემა. ჩეხეთი ცდილობს, დააჩქაროს თავისი არმიის მოდერნიზაცია და უარი თქვას საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობაზე. პრაღას ზურს, უფრო მეტი ტექნიკა გადასცეს უკრაინას, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის.   

ვახტანგ გომელაური: ბადრი ესებუას ვეძებთ

ძებნაზეა დასმული და ანუ ვეძებთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტან გომელაურმა „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუასთან დაკავშირებით განაცხადა. "გამოძიების პროცესში ახალი არაფერი არ არის. ძებნაზეა დასმული და ანუ ვეძებთ", - განაცხადა გომელაურმა. ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა ბადრი ესებუამ გასული წლის 25 ოქტომბერს განახორციელა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: სომხეთ-საქართველოს შორის მეგობრობის ახალი ხიდი ავაშენეთ და დღეს ჩვენ ამას ოფიციალურად ვზეიმობთ

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი საავტომობილო ხიდი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 160 მეტრი სიგრძის 4-ზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია. „ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს“. „მოხარული ვარ, ვუმასპინძლო მას საქართველოში. კარგად ვიცით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არამხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს. ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე ერთობლივად აშენებული, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების, 160 მეტრი სიგრძის 4-ზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია. მისი ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად ორმაგდება საზღვარზე ტრანსპორტის გამტარობა. უმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ხიდი არამხოლოდ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ იგი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი. მან მადლობა გადაუხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომლის მხრიდანაც ხიდის მშენებლობისთვის 7 მლნ ევროზე მეტი გამოიყო. „მინდა აღვნიშნო, რომ ხიდი არამხოლოდ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ იგი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეს ჩვენს ქვეყანაში საგზაო დერეფნის განვითარება მაღალი ტემპებით მიმდინარეობს, უკვე აშენებული გვაქვს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის ნახევარი, ხოლო სულ რაღაც 2 წელიწადში მისი ყველა ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება. ასეთი მასშტაბური პროექტების კონტექსტში კიდევ უფრო აქტუალური ხდება, რა თქმა უნდა, გამშვები პუნქტების თანამედროვე სტანდარტების ხიდის ფუნქციონირებაც და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ორი მეგობარი ქვეყნის თანამშრომლობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანადგომა. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. შეიძლება ითქვას, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის ახალი ხიდი ავაშენეთ და დღეს ჩვენ ამას ოფიციალურად ვზეიმობთ. ეს ხიდი გვაძლიერებს ჩვენ, ჩვენს ქვეყნებს, მთლიანად რეგიონს, ამიტომ კიდევ ერთხელ გილოცავთ, მადლობას მოგახსენებთ, ვუსურვებ ჩვენს ქვეყნებს მშვიდობას, ჩვენს ხალხს კეთილდღეობას და წინსვლას. დიდი მადლობა!“, - განაცხადა პრემიერმა.  

ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის, ენერგორესურსების, კავშირგაბმულობის, ტელეკომუნიკაციების საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: სომხეთ-საქართველოს შორის მეგობრობის ახალი ხიდი ავაშენეთ და დღეს ჩვენ ამას ოფიციალურად ვზეიმობთ სომხეთის პრემიერმა ახალი საავტომობილო ხიდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტის განხორციელებისთვის ყველა ჩართულ მხარეს მადლობა გადაუხადა. „საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის, ენერგორესურსების, კავშირგაბმულობის, ტელეკომუნიკაციების საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ. ასევე, უნდა აღვნიშნო, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ყოველდღიური სამუშაოები უნდა ჩატარდეს შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ საჭიროა, ორ ქვეყანას შორის განვითარდეს სასაზღვრო თანამშრომლობა, რაც საპრევენციო ღონისძიებებში გამოგვადგა კოვიდის პერიოდში. ჩვენს ქვეყნებს შორის საჭიროა კულტურულ-ჰუმანიტარულ, ტურიზმის სფეროში ერთობლივი პროექტების და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შეთავაზება. სომხეთის და საქართველოს რეგიონებს შორის დეცენტრალიზაციის მიმართულებით მინდა აღვნიშნო, რომ აქ გვაქვს დიდი შესაძლებლობა და უნდა ჩავრთოთ საერთაშორისო პროექტები. მნიშვნელოვანია ასევე გარემოს დაცვის, დასაქმების, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროებში შემდგომი ურთიერთობების განვითარება. უნდა გავააქტიუროთ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება და ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ამ ყველაფრის განსახორციელებლად საჭიროა უწყებათაშორისი შეხვედრები, მჭიდრო კავშირები, ამიტომ უნდა გაადვილებული იყოს ჩვენი ურთიერთობა, რასაც ხელს შეუწყობს ეს ხიდი. მადლობას ვუხდი ყველა ჩართულ მხარეს, ვინც განახორციელა ეს დიდი პროექტი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევა დადებით შედეგს გამოიღებს და ურთიერთსასარგებლო საქმიანობაში ხელს შეგვიწყობს. ყველას ვუსურვე წარმატებას ჩვენი ქვეყნების სასარგებლოდ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.  

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული შენგენის ვიზების გაუქმების ინიციატივით გამოდის

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ევროკავშირმა, რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული შენგენის ვიზების ანულირება უნდა მოახდინოს. ამის შესახებ, მან Politico-ს სვეტში დაწერა.  18 აგვისტოდან ესტონეთი შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარს ჩაკეტავს ლანდსბერგისმა, მანამდე ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ რუსეთის მოქალაქეებზე ახალი ვიზები არ გასცენ.  ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშრმა მხარი უნდა დაუჭიროს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც „თავშესაფარს ეძებენ და არ მათ ვისაც, ევროპაში არდადეგების გატარება სურთ“.  რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს ასევე არ გასცემენ ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და ჩეხეთი. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.   

ივნისში რუსეთის მოქალაქეებმა უცხოეთში, ვალუტით რეკორდული თანხა გადარიცხეს

2022 წლის ივნისში, რუსეთის მოქალაქეებმა უცხოეთში, ანგარიშებსა და დეპოზიტებზე $4,7 მილიარდი გადარიცხეს, რაც რუსეთის ცენტრალური ბანკის ცნობით, 2018 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.   გაზპრომბანკის Private Banking-ის მმართველი დირექტორის ეგორ სუსინის თქმით, საზღვარგარეთ ანგარიშებზე და დეპოზიტებზე გადარიცხვების ზრდა ორი მიზეზით არის განპირობებული. „ჯერ ერთი, შიდა ბაზარზე უნაღდო უცხოური ვალუტის ჭარბი რაოდენობაა და ამასთან დაკავშირებით ბანკებში დოლარისა და ევროს განთავსების პირობები არაკომფორტული გახდა. და მეორეც, ამ სიტუაციაში, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა უცხოეთში ვალუტის გადარიცხვები შეამსუბუქა, რომელიც კრიზისის დასაწყისში იყო შემოღებული. მთლიანობაში, რუსეთის ფედერაციის რეზიდენტებს, რუსეთის ბანკის მონაცემებით, პირველი ივლისის მდგომარეობით, უცხოურ ბანკებში  2,29 ტრილიონი რუბლი, ანუ $44,7 მილიარდი ჰქონდათ შენახული.  შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ, უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრიდან რამდენიმე დღეში სავალუტო რეგულირების მკაცრი ზომები შემოიღო. აიკრძალა ვალუტის გაყიდვა ფიზიკურ პირებზე, შეზღუდული იყო ვალუტის აღება ანგარიშებიდან და გადარიცხვები საზღვარგარეთ. თანდათან ეს შეზღუდვები რბილდება, მაგრამ მათი სრულად მოხსნა ჯერ არაა დაგეგმილი.   

იენს სტოლტენბერგი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტს დაესწრება

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 23 აგვისტოს, „ყირიმის პლატფორმის“ სამიტს დაესწრება. ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, „2022 წლის 23 აგვისტოს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მონაწილეობას „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში ონლაინ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას. ყირიმის პლატფორმის სამიტი ონლაინ ფორმატში გაიმართება ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეები, რომლებიც 23 აგვისტოს ონლაინ შეიკრიბებიან, აზოვის ზღვის, ასევე, შავი ზღვების უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. განსახილველ საკითხებს შორისაა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები და ნახევარკუნძულის უკანონო ანექსია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი თამილა ტაშევა აცხადებს. მისივე თქმით, ცალკე ყურადღება დაეთმობა ადამიანის უფლებებს. ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება. მანამდე პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იჰორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ სამიტს უკვე შეუერთდა 48 სახელმწიფოს წარმომადგენელი. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ათობით ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ უკვე დაადასტურა ღონისძიებაში მონაწილეობა უმაღლეს და მაღალ დონეზე. „ეს არის ნათელი სიგნალი იმისა, რომ რუსეთის უპრეცედენტო აგრესიის ფონზე უკრაინის მხარდაჭერა შენარჩუნებულია და ძლიერდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. უკრაინის მიერ 2021 წელს ინიცირებული კონსულტაციებისა და კომუნიკაციების ფორმატის უმთავრესი მიზანი ნახევარკუნძულის დეოკუპაციაა. „ყირიმის პლატფორმის“ პირველ სამიტს 2021 წლის 23 აგვისტოს, კიევმა უმასპინძლა. მასში მონაწილეობა 40-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.  

სომხეთთან დამაკავშირებელი ახალი ხიდი გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ოფიციალური გახსნის ცერემონიალის შემდეგ, ახალი საავტომობილო ხიდი დაათვალიერეს. მთვრობის ადმინისტრაცის ცნობით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე, მდინარე დებედაზე, ახალი, ე.წ. მეგობრობის ხიდი საქართველომ და სომხეთის რესპუბლიკამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, ერთობლივად ააშენეს. „ერთობლივი ხიდი რეგიონში უნიკალური ტრანსსასაზღვრო პროექტია, რადგან მისი ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე ნაწილი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს. ირაკლი ღარიბაშვილი: სომხეთ-საქართველოს შორის მეგობრობის ახალი ხიდი ავაშენეთ და დღეს ჩვენ ამას ოფიციალურად ვზეიმობთ ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების ხიდის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისათვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის. ძველ ხიდთან შედარებით, ორმაგდება ახალი ხიდის გამტარობა, რაც ეფექტური სასაზღვრო და საბაჟო მომსახურების პირობებში, მნიშვნელოვნად გაზრდის ორ მეზობელ ქვეყანას შორის როგორც სატვირთო მიმოსვლას, ისე ტურისტების გადაადგილებას და ხელს შეუწყობს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას“, - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

ნიკოლ ფაშინიანი: რაც შეეხება ტვირთგადაზიდვებს, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა და ერთობლივი უწყვეტი სამუშაო მათი ადვილი გადაადგილებისთვის

„97%-ით გვაქვს სავაჭრო ბრუნვის ზრდა დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არსებობს ყველა საჭირო წინაპირობა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების შესაბამისად განვავითაროთ და გავაღრმავოთ ძმურ საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობა“, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მისივე თქმით, ამჟამინდელი ურთულესი გამოწვევების პირობებში, თვალსაჩინო ზრდა დაფიქსირდა სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. „ღრმად პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვარ მოგესალმოთ ყველას სომხურ-ქართული პარტნიორული, მჭიდრო და მრავალშინაარსიანი თანამშრომლობის მაუწყებელი ამ ხიდის ამოქმედების ღონისძიებაზე. უსათუოდ საერთო ღირებულებებსა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ჩვენი ორი მეგობარი ქვეყნის საუკუნოვან კავშირებს აქვს ასეთი თანამედროვე და დროის მოთხოვნილების შესაბამისი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის საჭიროება, რაც მყარ საფუძველს უქმნის ჩვენს მომავალ ვრცელ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არსებობს ყველა საჭირო წინაპირობა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების შესაბამისად განვავითაროთ და გავაღრმავოთ ძმურ საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობა. პატივცემულო დამსწრეებო, ამჟამინდელი ურთულესი გამოწვევების პირობებში, თვალსაჩინო ზრდა დაფიქსირდა სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. დღეს გამიკვირდა, დავაფიქსირეთ, რომ გასულ წელთან შედარებით, ამ დროსთან შედარებით 97%-ით გვაქვს სავაჭრო ბრუნვის ზრდა. მართალია, წინა წლების ბაზა არ იყო დიდი, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რაც უწყვეტი, თანმიმდევრული, ერთობლივი სამუშაოების განხორციელების შედეგია“, - განაცახდა ფაშიანმა.  მისი თქმით, სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს მეტად დიდი პოტენციალი აქვს. „არის შესაძლებლობები მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ფარმაცევტიის, ინფორმატიკის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში. აშკარაა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს საკომუნიკაციო გზებს, რაც იძლევა მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაციის საშუალებას და სასიცოცხლო კავშირის უზრუნველყოფას ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე. ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის სატრანსპორტო სფეროს პრიორიტეტი ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, რეალური ნაბიჯები გადავდგათ არამხოლოდ სპარსეთის ყურის და შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის, არამედ სატრანსპორტო სფეროს საკვანძო კავშირის უზრუნველყოფა საკვანძო სხვა ინიციატივებში. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეთანხმებების შერწყმით, აქტიური სამუშაოებით დავაინტერესებთ უკვე დაინტერესებულ და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, ჩავრთოთ რეგიონულ თანამშრომლობაში. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის კანონიერი მგზავრგადაზიდვა, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზებით. რაც შეეხება ტვირთგადაზიდვებს, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა და ერთობლივი უწყვეტი სამუშაო მათი ადვილი გადაადგილებისთვის. ამ კონტექსტში ასევე ხაზს ვუსვამ სარკინიგზო და მულტიმოდალურ, კერძოდ, საბორნე გადაზიდვების მნიშვნელობას“, -  განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.  

რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა პირისპირ შეხვედრისას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში. ხაზი გაესვა არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს ერევანში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი და ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში, მათ შორის თბილისში გამართული სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

სოფელ იგოეთთან მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომანქანა ერთმანეთს დაეჯახა

სოფელ იგოეთთან მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. როგორც ცნობილია, მიკროავტობუსი დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც ავტობანზე ავარია მოხდა. ამასთან, ყველაზე მძიმეა სამგაზვრო მიკროავტობუსის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.  

ირაკლი ქარსელაძე: საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდი ორი ერის მეგობრობის კარგი მაგალითია

საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდი ორი ერის მეგობრობის კარგი მაგალითია, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა პირისპირ შეხვედრისას „საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდი ორი ერის მეგობრობის კარგი მაგალითია. აღნიშნული ხიდის პროექტი განხორციელების თვალსაზრისითაც უნიკალურია, ვინაიდან აშენდა ორი ქვეყნის მიერ ერთობლივად და შესაბამისად, კარგი მაგალითია, როგორ ვითარდება ისტორიულად ჩვენი მეგობრობა და ძმობა“, – განაცხადა ქარსელაძემ. ირაკლი ღარიბაშვილი: სომხეთ-საქართველოს შორის მეგობრობის ახალი ხიდი ავაშენეთ და დღეს ჩვენ ამას ოფიციალურად ვზეიმობთ ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს  

ხარკოვში რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა

უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქ ხარკოვში რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყების დღიდან უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 44 700 ჯარისკაცი მოკლეს „სალტოვსკის რაიონში გარდაცვლილია 16 ადამიანი. სლობოდსკოის რაიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. გარდაცვლილია ხუთი ადამიანი“, - განაცხადა ხარკოვის საოლქო პროკურატურის წარმომადგენელმა, დმიტრი ჩუბენკომ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ესტონეთი ევროკომისიას მოუწოდებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცოს

ესტონეთი ევროკომისიას მოუწოდებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცოს. ამის შესახებ ქვეყნის წარმომადგენლები, ევროკომისიას ოფიციალურად მიმართავენ.   ესტონეთს, სურს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტში, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა სექტორებთან მიმართებით, შეზღუდვები გამკაცრდეს.   ესტონეთი ასევე აცხადებს, რომ სანქციები რუსეთის მოქალაქეების ევროპაში მოგზაურობაზეც გამკაცრდეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტალინი შეეცდება მიაღწიოს პოლიტიკურ კონსენსუსს შენგენის სავიზო ზონაში, რათა რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაწესდეს.    უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ესტონეთმა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა სანქციები დააწესეს. დღეისათვის უკვე შემოღებულია სანქციების შვიდი პაკეტი, რომელს მიზანია რუსეთის ეკონომიკის სრული პარალიზება, რათა ომის დაფინანსება შეუძლებელი გახდეს.