ძებნის რეზულტატი:

სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება, 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს

ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დადგენილ ნორმებს აღემატება, 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. შესაბამისი ცვლილება შს სამინისტროს ინიციატივით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ხორციელდება, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა სატრანსპორტო საშუალების მიერ გამოწვეული ხმაურის ტექნიკური მახასიათებლები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, სატრანსპორტო საშუალების მიერ გამოწვეული ხმაურის დონის შემოწმების წესი კი - შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. ზემოთ აღნიშნულია გარდა, პროექტით, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან ხმოვანი სიგნალის, ასევე სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისთვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება გამოიწვევს დაჯარიმებას – 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის დაწესდება – 2 500 ლარის ოდენობით ჯარიმა. აღნიშნული ცვლილებების ინიციატორია შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროექტის ინიცირება, 5 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება. ასევე წაიკითხეთ: დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინების მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისას 500-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული  

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: არავის ეშინია რუსების და მათი გაფანტული არმიის

"ჩვენი ქვეყანა რუსოფობი არაა, არამედ სურს, რუსები თავიანთ სახლში წავიდნენ. არავის ეშინია რუსების და მათი გაფანტული არმიის", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყების დღიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 49 050 ჯარისკაცია მოკლული "არავის ეშინია რუსების და მათი გაფანტული არმიის. მოდით, გავასწოროთ ჩვენი ლექსიკონი: არა რუსო-ფობია (russo-phobia), არამედ რუსო წადი სახლში (russo-go-homia)“, - აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.  

ერდოღანი: თურქეთს ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის საკითხში ფასილიტატორის როლის შესრულება შეუძლია

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მის ქვეყანას ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის საკითხში ფასილიტატორის როლის შესრულება შეუძლია. როგორც სააგენტო „როიტერი“ თურქეთის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით წერს, ამის შესახებ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხდა. მათივე ინფორმაციით, ორმა ლიდერმა ასევე განიხილა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები და გამოთქვეს მზადყოფნა, გეგმის მიხედვით გაგრძელდეს თურქეთში აქუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა. ამასთან, ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ დეტალურად განიხილონ ეს საკითხები უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში, 15-16 სექტემბერს დაგეგმილ სამიტზე.  

მექსიკიდან ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის კვეთისას 8 მიგრანტი დაიღუპა

მექსიკიდან ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის კვეთისას 8 მიგრანტი დაიღუპა. შემთხვევა რიო-გრანდეს მდინარეზე მოხდა, სასაზღვრო პატრულმა 37 ადამიანის გადარჩენა შეძლო. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სასაზღვრო საბაჟო სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: სოფელ შილდაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, 200-მდე მეხანძრე-მაშველი და 3 ვერტმფრენია ჩართული

ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ შილდაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, 200-მდე მეხანძრე-მაშველი, თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დანაყოფი და 3 ვერტმფრენია ჩართული. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განცხადა. შსს: სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს „ჩართულია 200-მდე მეხანძრე-მაშველი და ამდენივე რაოდენობის თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დანაყოფი. დამატებით მუშაობს 3 ერთეული ვერტმფრენი და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა გზების გაყვანა ტყის მასივში, რათა სახანძრო ავტოტექნიკის შეყვანა მოხდეს", - მღებრიშვილმა. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად  

რუსეთში ევროკავშირის ელჩმა, მარკუს ედერერმა თანამდებობა დატოვა

"ჩემს თანამდებობას სუფთა სინდისით ვტოვებ. ვფიქრობ, რაც შემეძლო, გავაკეთე", - რუსეთში ევროკავშირის ელჩმა, მარკუს ედერერმა, თანამდებობა დატოვა.  რუსეთში ევროკავშირის ელჩს, მარკუს ედერერს წასვლის მიზეზი არ აუხსნია. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ედერერს რუსეთში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე. ცნობისთვის, რუსეთში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე მან თითქმის ხუთი წელი იმუშავა.  

ილჰამ ალიევი: სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, რამდენიმე თვეში გაფორმდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ შესაძლოა, რამდენიმე თვეში სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს. რა შედეგით დასრულდა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა ბრიუსელში „რეგიონში ვითარება მშვიდობისკენ მოძრაობს... მე ამის დიდი იმედი მაქვს. იტალიაში ბრიუსელიდან ჩავედი, სადაც ევროპული საბჭოს თავმჯდომარესა  და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან სამმხრივი შეხვედრა შედგა. ჩვენ შევთანხმდით, რომ თვის განმავლობაში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან და სამშვიდობო შეთანხმების დეტალებს განიხილავენ,“, - განაცხადა ალიევმა იტალიურ İl Sole 24 Ore-თან ინტერვიუში. მისი თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების საკითხი, 2020 წელს ბაქოში, ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ გაჟღერდა. ალიევმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ბევრი იქნება დამოკიდებული. „მიმაჩნია, რომ რამდენიმე თვეში შევძლებთ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას. თუ სომხეთის მხარე გამოიჩენს ანალოგიურ ნებას, ვფიქრობ ეს რეალურია. ჩვენ წამოვწიეთ 5 საბაზისო საკითხი, რაზეც უნდა დაშენდეს სამშვიდობო ხელშეკრულება და სომხეთმა ეს საკითხები მიიღო“, - აღნიშნა ალიევმა. ბრიუსელის ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ბრიუსელში კიდევ ერთხელ ნოემბერში გამართავენ შეხვედრას.  

უზბეკეთი იმპორტირებული ნავთობის გადამუშავებაზე უარს ამბობს

უზბეკეთი იმპორტირებული ნავთობის გადამუშავებაზე უარის თქმას გეგმავს და მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულზე კონცენტრირდება. ამის შესახებ უზბეკეთის ნავთობისა და გაზის კომპანია Sanoat Energetika Guruhi (SEG) პრესსამსახურში განაცხადეს. შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი იზრდება. რას მიიღებს საქართველო კომპანიის მონაცემებით, ფერგანას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში უზბეკური ნავთობის წილი, ახლა თითქმის 90 პროცენტს აღწევს. თუ 2020 წლის 7 თვის განმავლობაში უცხოური ნავთობის იმპორტი 37 პროცენტი იყო, 2021 წლის ანალოგიური პერიოდისთვი უკვე 24 პროცენტია, ხოლო მიმდინარე წლის 7 თვის შემდეგ, იმპორტირებული ნავთობის წილი FOR-ის გადამუშავების სტრუქტურაში 4 პროცენტს აღემატება. უცხოური ნავთობის იმპორტის შემცირების ფონზე, უზბეკეთში წარმოებული ნავთობის მოცულობა იზრდება. SEG-ის აღმასრულებელი დირექტორის, ტულკინ იუსუპოვის თქმით, ადგილობრივი ნედლეულის მოპოვებისა და გადამუშავების გაზრდა მნიშვნელოვან როლს თამაშობს უზბეკეთის ეკონომიკის განვითარებაში. „ადრე FNPZ ძირითადად ყირგიზეთიდან და ყაზახეთიდან შემოტანილ ზეთს ამუშავებდა. ახლა ჩვენ ვამუშავებთ ნავთობს, რომელიც წარმოებულია ჩვენი ქვეყნის რეგიონებში: მუბარეკში, კარსა და ანდიჯანში. ჩვენი გეგმები მოიცავს საწარმოს დატვირთვის მნიშვნელოვან ზრდას. მომავალი წლის ბოლომდე ვგეგმავთ 2 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავებას“, - აღნიშნა ტულკინ იუსუპოვმა. სამომავლოდ, FOR იმპორტირებული ნავთობის გადამუშავების შემცირებას 0 პროცენტამდე გეგმავს და მთელ ყურადღებას უზბეკეთში წარმოებული ნავთობის გადამუშავებაზე გაამახვილებს. Sanoat Energetika Guruhi (SEG) 2019 წლის ბოლოს Jizzakh Petroleum-ის ბაზაზე დაფუძნდა და უზბეკეთში 103 საბადოს ფლობს. SEG-ს აკონტროლებს ნავთობის წარმოების დაახლოებით 80 პროცენტსა და გაზის დადასტურებული მარაგების დაახლოებით 22 პროცენტს.  

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დაიწყო

ჩვენ დღეს ვიწყებთ მე ვიტყოდი, უნიკალური, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროექტს, რომელიც მართლაც გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ეს არის პროექტი, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ამბასადორ ბათუმი აილენდის“ მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პროექტში მინიმუმ $100 მილიონი დაიხარჯება და 2000 ადგილობრივი დასაქმდება. „მინდა ყველას დიდი პატივისცემით მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ვინაიდან, ჩვენ დღეს ვიწყებთ მე ვიტყოდი, უნიკალური, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროექტს, რომელიც მართლაც გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ეს არის პროექტი, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს, ასევე აშენდება ერთი კუნძული, რომელიც გააერთიანებს გასართობ-გამაჯანსაღებელ, სპორტულ, საგანმანათლებლო კომერციულ საცხოვრებელ ტურისტულ მიმართულებებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ბათუმის ისედაც ძლიერი საერთაშორისო რეპუტაციის ზრდას და აჭარის ეკონომიკურ წინსვლას. მე მინდა მივესალმო პროექტის ინიციატორს და ჩვენს ინვესტორს, „ამბასადორი ჯგუფის“ ხელმძღვანელს, ბატონ ქებურიას და მის ოჯახს. მინდა მადლობა გადავუხადო „ამბასადორი ჯგუფს“, ვინაიდან ამ კომპანიას მრავალი ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს უკვე განხორციელებული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მართლაც უნიკალური პროექტები აქვთ შექმნილი, მათ შორის თბილისში, კახეთში, აჭარაში და ახლა უკვე ასეთია ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის უნიკალური პროექტი. ასე, რომ მადლობა ინვესტორს. ამ პროექტში მინიმუმ 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება. საწყის ეტაპზე ასეა დაანონსებული და დასაქმდება 2000 ადგილობრივი ჩვენი მოქალაქე“,- განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, მშენებლობის ნებართვის გაცემამდე კომპანიამ და მისმა დამფუძნებელმა, ყველა, პროცედურა გაიარეს, გაატარეს ამ პროექტის ექსპერტიზა, ჩართული ჰყავდათ შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტები და პროექტი უმაღლესი კლასის პროფესიონალებმა შეაფასეს. „ზოგადად მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ ეს პროექტი შეესაბამება ეკოლოგიურ და უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბათუმელებისთვის, ჩვენი აჭარლებისთვის. კიდევე ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო „ამბსადორ ჯგუფს“, პროექტის ავტორებს, ინიციატორებს. ეს მართლაც უნიკალური პროექტი ჩვენ ყველას გვახარებს. მე მინდა ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამ ჯგუფს და სრული მხარდაჭერა გამოგიცხადოთ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

უკრაინაში დაღუპული გელა გოგიას ცხედარი სენაკში, საკუთარ სახლში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპული 54 წლის გელა გოგიას ცხედარი სენაკში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. მანამდე, ქართველი მებრძოლის ცხედარს ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილმა მოქალაქეებმა პატივი მიაგეს. როგორც ცნობილია, ქართველ მებრძოლს დილით ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენებენ და შემდეგ მშობლიურ სენაკში გადაასვენებენ. გელა გოგია ქალაქ კრამატორსკში იბრძოდა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 19 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.  

ვიქტორ ორბანი მოსკოვში, მიხეილ გორბაჩოვის დაკრძალვას დაესწრო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მოსკოვში საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბოლო თავმჯდომარის, ასევე, სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის, მიხაილ გორბაჩოვის დაკრძალვას დაესწრო. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა რუსული მედიის ცნობითვე, ორბანს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს. მიხეილ გორბაჩოვი დღეს, მოკოვში ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე, საპატიო ყარაულით დაკრძალეს.   

ნაფეტვრებში ხანძარი გაჩნდა

ნაფეტვრებში ხანძარი გაჩნდა. როგორც ცნობილია ცეცხლი ხეებს, ბუჩქებს და ტყის მასივს გაუჩნდა.  ამასთან, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.  ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები და ცეცხლის ლიკვიდაცია მიმდინარეობს. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად  

უკრაინა: „ბაირაქტარის“ უპილოტოებმა სამ დღეში $ 26,5 მილიონის რუსული ტექნიკა გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ, თავის „ტელეგრამ-არხზე“ დაწერა, რომ 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე „ბაირაქტარის“ უპილოტოებმა, რომლებსაც უკრაინული მხარე იყენებს, სამ დღეში $ 26,5 მილიონის რუსული ტექნიკა გაანადგურეს. ლიეტუვა უკრაინისთვის 37 კამიკაძე დრონს შეისყიდის მისი თქმით, განადგურდა შემდეგი ტექნიკა: 8 ტანკი Т-72 - თითოს ღირებულება $3 მილიონი; 2 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი „აკაცია“ (თითოს ფასი $1,6 მილიონი); ბრონიტრანსპორტიორი (ფასი $600 ათასი); ჰაუბიცა ( ფასი $300); „ჩვენი ჯარისკაცების ხელში თურქული „ბაირაქთარები“ ქმედითი და  ძლიერი იარაღია! ერთ-ერთი მოწყობილობა მეგობარი ლიეტუვის დახმარებაა", - წერს ზალუჟნი. ლიეტუვამ უკრაინისთვის გადასაცემად უპილოტო საფრენი აპარატები იყიდა  

სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება

სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება. შსს-ს საკანონმდებლო ინიციატივა სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გაორმაგებას ითვალისწინებს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა.  ცვლილებები ითვალისწინებს ე.წ. ჭკვიან კამერებზე ქულათა სისტემის მიბმას - თუ მძღოლი სიჩქარეს გადააჭარბებს, მას ქულაც დააკლდება და გაზრდილი ჯარიმაც გამოეწერება.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ცვლილების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებად ჩაითვლება არა 15კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა (როგორც დღეს), არამედ 10 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა. ამასთან, იზრდება ჯარიმებიც. კერძოდ, სიჩქარის 40 კმ/სთ-მდე გადაჭარბებაზე ფულადი სანქცია - არსებული 50 ლარის ნაცვლად, 150 ლარი, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებაზე ჯარიმა - 150-ის 250 ლარი იქნება. ახალი კანონპროექტის მიხედვით: 10 კმ/სთ-ზე მეტი და 40 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება - მინუს 10 ქულა და 150 ლარიანი ჯარიმა იქნება; 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება კი - მინუს 20 ქულა და 250 ლარიანი სანქცია იქნება. „ამავდროულად გათვალისწინებულია მესაკუთრის უფლება, სამართალდარღვევის ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებისას უფლებამოსილ პირის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც წერილობითი ახსნა-განმარტებით დაადასტურებს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თავად გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროს სამართალდარღვევის უშუალოდ ჩამდენ პირს,“-ვკითხულობთ პროექტში.  

რამზან კადიროვი გადადგომას გეგმავს

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა „ტელეგრამ არხზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. „მეგობრებო, დღეს გავიგე, რომ მე, თურმე ყველაზე ხანგრძლივი ვადით და სიცოცხლისუნარიანი ვარ ამ თანამდებობაზე, რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ერთეულების ამჟამინდელ ხელმძღვანელებს შორის. მე თვითონ შევამჩნიე, რომ ძალიან დიდხანს დავყავი აქ და [ჩამოვჯექი]. ვფიქრობ, რომ სრულად დავიმსახურე განუსაზღვრელი და ხანგრძლივი შვებულება. იმედი მაქვს, რომ მხარს დამიჭერთ და გამიგებთ“, - განაცხადა კადიროვმა. რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2007 წლის 15 თებერვალს გახდა (2016 წლის 25 მარტიდან არის ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი). კადიროვი „ერთიანი რუსეთის“ უმაღლესი საბჭოს ბიუროს წევრი და რუსეთის ფედერაციაში შესული ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის შვილია.  

პოლონეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა მინიმუმამდე შეზღუდა

პოლონეთმა უკვე შეზღუდა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის მოქალაქეების ევროკავშირში შესვლის აკრძალვას. მისი თქმით, პოლონეთი უკვე „დიდი ყურადღებით აანალიზებს რუსების სავიზო განაცხადს“.  მორავეცკი აცხადებს, რომ  უკვე დღეს „რუსეთიდან  გადაჭარბებული ვიზიტები აღარ ფიქსირდება და მინიმუმამდე შემცირდა. „ჩვენ ომში ვართ, ეს საგანგებო მდგომარეობაა, ჩვენს აღმოსავლეთ საზღვრებს მიღმა ომია და ამიტომ, რუსმა აგრესორმა თავისი ქმედების შედეგები უნდა იგრძნოს. მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში სასტიკ დანაშაულებს ჩადის, მის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეუძლიათ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა - ეს არასწორია", - თქვა მორავიეცკიმ. პოლიტიკური შეთანხმება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა 31 აგვისტოს განაცხადა. კულება ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდებს შეგახსენებთ, რომ უკრაინა ევროკავშირს აქტიურად მოუწოდებდა, წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსი ტურისტების შესვლა აეკრძალა.  

უკრაინა: ხერსონის ოლქის მცხოვრებებს რუსულ პასპორტებს სთავაზობენ

რუსი სამხედროები ხერსონის ოლქში კარდაკარ კითხვარებით დადიან და ადგილობრივ მოსახლეობას რუსულ პასპორტებს სთავაზობენ. ამის შესახებ  ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა Telegram-ში განაცხადა. CNN: უკრაინელი სამხედროები ხერსონის რეგიონში, სამიზნეებზე თავდასხმას განაგრძობენ „კახოვსკის რაიონში, დიდი ლეპეტიხას ქალაქური ტიპის დასახლებაში, რუსეთის ფედერაციის სამხედროები დადიან კარდაკარ და მოსახლეობას სთავაზობენ შეავსონ ფორმები რუსული პასპორტის მისაღებად“, - წერს იანუშევიჩი. ამავდროულად, რეგიონში მძიმე მდგომარეობაა, გრძელდება საცხოვრებელი უბნების დაბომბვა. „რუსეთის ჯარებმა პრაქტიკულად გაანადგურეს ნოვოვორონცოვსკაიას თემი“, - იუწყება იანუშევიჩი. „დაბომბვა მთელი საათის განმავლობაში გრძელდება, თემში ბევრია დანგრეული და დაზიანებული კერძო სახლი და ინფრასტრუქტურა. ხალხი იძულებულია იცხოვროს წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე, რადგან საომარი მოქმედებების გამო დაზიანებული ქსელების შეკეთება შეუძლებელია“, - წერს იანუშევიჩი.  

განათლების სამინისტრო: School Club Georgia-ს არ აქვს საქართველოში საქმიანობის უფლება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბათუმში ე.წ. რუსული სკოლის School Club Georgia გახსნაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.  „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ School Club Georgia არ არის ავტორიზებული და, შესაბამისად, მას არ აქვს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება. როგორც მოგეხსენებათ, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.  ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერძო სუბიექტისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა, კერძოდ, ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ან/და ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკითხის შესწავლის მიზნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებას, – აღნიშნულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში. მანამდე, Batumelebi.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით „რუსული სკოლა ბათუმში, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან", სადაც წერია, რომ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობას School club Georgia, სკოლის კლუბი, развивающие занятия აწერია, იქ შესულ ჟურნალისტებს კი არაფორმალურ საუბარში დაუდასტურეს, რომ ეს ადგილი კერძო სკოლა იყო, სადაც მოსწავლეებს რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამით ასწავლიან.  როგორც გამოცემამ გადაამოწმა, სკოლის დირექტორი ნატალია გეორგიევა რუსეთის მოქალაქეა და ბათუმში, ფალიაშვილის ქუჩის N4-ში 263.18 კვ/მ-ის მშენებარე ფართობის მესაკუთრეა.  

მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის ეკლესიის წინამძღვრის სტატუსით, საბერძნეთში პირველად ჩავიდა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე საბერძნეთში ეკლესიის წინამძღვრის სტატუსით პირველად ჩავიდა. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ეპიფანემ Twitter-ზე დაწერა.  უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა „პირველად, როგორც უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, ჩავედი საბერძნეთში, რათა დავამოწმო ჩვენი ურყევი სულიერი ერთიანობა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან და ათენის მთავარეპისკოპოს იერონიმესთან, იერარქებთან, სამღვდელოებასთან და სამი მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებთან ერთად“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ეპიფანემ.

ევრობასკეტზე საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი მიმდინარეობს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები წლევანდელ ევრობასკეტიზე მეორე მატჩს მართავს. მისი მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრებია.  მატჩის პირველი მეოთხედი დასრულდა. ანგარიში ესპანეთის ნაკრების სასარგებლოდ 18:16-ია. მატჩს ესწრება თორნიკე შენგელია.  პირველ ტურში ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ბელგიასთან 79:76 დამარცხდა.