ძებნის რეზულტატი:
ერდოღანი ბალკანეთის ქვეყნებს ეწვევა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომავალ კვირას ბალკანეთის ქვეყნებს ეწვევა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. „ბოსნია-ჰერცეგოვინაში არსებული ვითარება იქნება ჩვენი დღის წესრიგის სათავეში. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ ახალი კონფლიქტი ბალკანეთის შუაგულში", - განაცხადა ჩავუშოღლუმ. ჩავუშოღლუ ბელგრადში ორდღიანი ვიზიტით პირველ სექტემბერს ჩავიდა.
IAEA ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში მიიღებს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 12-კაციანი ჯგუფიდან, რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ექვსი ექსპერტი დარჩა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიზიტის შედეგები პარასკევს საღამოს, უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ, ვენის აეროპორტში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა. რაფაელ გროსის თქმით, უკრაინული და რუსული მხარეები შეთანხმდნენ, რომ ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს ორი ექსპერტი მუდმივად დარჩება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ჟურნალისტები არ შეუშვეს გროსის თქმით, დანარჩენი ოთხი ექსპერტი ქარხანას მომავალ კვირას დატოვებს. ამ პროცესების პარალელურად, უკრაინის გენშტაბმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან სამხედრო ტექნიკა გაიტანეს და სხვა ტერიტორიაზე გადაანაწილეს. გროსი მიიჩნევს, რომ მათი ყოფნა ქარხანაში საშუალებას მისცემს სააგენტოს, ატომური ელექტროსადგურიდან ინფორმაცია უწყვეტად მიიღოს. როგორც ცნობილია, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია რაფაელ გროსის ხელმძღვანელობით უკრაინაში პირველ სექტემბერს ჩავიდა. ZNPP, ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური, რუსმა სამხედროებმა 4 მარტს დაიკავეს. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მას შემდეგ ოკუპანტებმა სადგურის ადგილზე სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა განათავსეს, ასევე, დაბომბეს მიმდებარე ტერიტორია. გაერომ, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს სამხედრო ტექნიკა და პერსონალი ბირთვული ობიექტიდან. CNN: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ამსახველ სატელიტურ ფოტოებზე რუსული ჯავშანტრანსპორტიორები ჩანს უკრაინას აქვს მოლოდინი, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია არამხოლოდ შეისწავლის ვითარებას ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, არამედ დააყენებს მოთხოვნებს ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინულ მხარეს სურს, რომ IAEA-ს მისია გენერალური დირექტორის გროსის ხელმძღვანელობით შევიდეს ატომურ ელექტროსადგურზე და ყველაფერი გააკეთოს გლობალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ IAEA-ს პირველადი შეფასება ცნობილია ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ IAEA-მ და გაერომ დააყენონ მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს დემილიტარიზებული ზონის შექმნას.
Reuters: უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად, რუსეთის პოზიციებს დაარტყეს
Reuters-ის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადე, რომ ქალაქ ენერგოდარის ირგვლივ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად, რუსეთის პოზიციებს დაარტყეს. გენშტაბის ცნობით, ქალაქ ხერსონისა და ენერგოდარის მიმდებარე რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შედეგად, მტრის სამი საარტილერიო სისტემა, საბრძოლო მასალის საწყობი და სამხედროები გაანადგურეს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესება აუცილებელია
რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესების შესახებ, G7-ის ქვეყნების გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი მიესალმა. ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ პარტნიორებს გაზის ფასთან დაკავშირებითაც ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ასეთი ნაბიჯი შეზღუდავს შემოსავლების ნაკადს მოსკოვში და აღადგენს სამართლიანობას ყველა ევროპელისთვის, რომელთა შანტაჟს რუსეთი ხელოვნურად გაბერილი ფასებით ცდილობს. „უკრაინის დაცვა ევროპისა და მთელი დემოკრატიული სამყაროს დაცვაა. სწორედ ამ გადმოსახედიდან უნდა განვიხილოთ დღეს დიდი შვიდეულის მიერ შეთანხმებულ გადაწყვეტილებას, რუსულ ნავთობზე ფასის შეზღუდვის შესახებ. როდესაც ეს მექანიზმი ამოქმედდება, ის გახდება ცივილიზებული სახელმწიფოების, ენერგობაზრების და რუსეთის ჰიბრიდული საფრთხისგან დაცვის მნიშვნელოვანი ელემენტი. რა თქმა უნდა, აუცილებელია რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესება. მადლობელი ვარ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის, რომელმაც ეს დღეს თქვა. რუსეთს უნდა დაუწესდეს ისეთი სანქციები, რომლებიც არამხოლოდ შეზღუდავს ნავთობიდან და გაზიდან შემოსავლების მიღებას, არამედ აღადგენს სამართლიანობასაც ყველა ევროპელისთვის, რომელთა შანტაჟს რუსეთი ენერგობაზარზე ხელოვნურად გაბერილი ფასებით ცდილობს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შეგახსენებთ, G7-ის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ დეკემბრიდან რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტი შემოიღონ. დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ოფიციალურად დაუჭირეს მხარი გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე ზეწოლის შემსუბუქებას და მოსკოვის საერთო შემოსავლების შემცირებას, იტყობინება Bloomberg. მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპამ მილსადენებით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარი უნდა შემოიღოს. პარალელურად, რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა თქვა, რომ თუ ევროპა მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებს, რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას შეუჩერებს.
ლატვია NATO-ს მოუწოდებს, უკრაინას დასავლური წარმოების ტანკები და თვითმფრინავები მიაწოდოს
ლატვიის პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი NATO-ს სთხოვენ, უკრაინას დასავლური წარმოების ტანკები და თვითმფრინავები მიაწოდოს. The Times-თან ინტერვიუში ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა და თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა NATO-ს მოკავშირეებს მოუწოდეს, არამხოლოდ მხარი დაუჭირონ უკრაინას, არამედ გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ოკუპანტებმა დნიპროს რაიონს ხუთი რაკეტა ესროლეს, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა ხუთივე ჩამოაგდეს
ოკუპანტებმა დნიპროს რაიონს ხუთი რაკეტა ესროლეს, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა ხუთივე ჩამოაგდეს, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო „ტელეგრამში“ წერს. "ოკუპანტებმა დნიპროს რაიონს ხუთი რაკეტა ესროლეს, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა ხუთივე ჩამოაგდეს. ნიკოპოლის რაიონი „გრადებითა“ და მძიმე არტილერიით დაბომბეს, თუმცა არავინ დაშავებულა ან დაღუპულა. თავდასხმას ნგრევა არ მოჰყოლია. მარგანეცში კი დაზიანდა რამდენიმე სახლი, სამეურნეო შენობა, ავტომობილები და გაზსადენი", - განაცხადა რეზნიჩენკომ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გელა გოგია სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს. ქართველი მებრძოლის ცხედარს ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილმა მოქალაქეებმა პატივი მიაგეს. როგორც ცნობილია, ქართველ მებრძოლს დილით ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენებენ და შემდეგ მშობლიურ სენაკში გადაასვენებენ. გელა გოგია ქალაქ კრამატორსკში იბრძოდა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
„დამოუკიდებლობა“ - სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელებში ერთსიტყვიანი პოსტი დაწერა
„დამოუკიდებლობა“, – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელებში ერთსიტყვიანი პოსტების ტრენდს შეუერთდა. „დამოუკიდებლობა“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერში“. შეგახსნებთ, რომ ბოლო ორი დღეა, „ტვიტერში“ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და კომპანიები ერთსიტყვიან პოსტებს აქვეყნებენ.
პოლიციამ აჭარასა და შიდა ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, აჭარასა და შიდა ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს, ორი პირი დააკავეს, ერთი პირი კი ამხილეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო დამზადების და შეძენა-შენახვისა ბრალდებით დააკავეს. „სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. ასევე ამოღებულია ნ.ტ.-ის მიერ კუსტარულად გადაკეთებული იარაღები. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ, 1970 წელს დაბადებულ ჯ.ღ.-ს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება ედება ბრალად. სამართალდამცველებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ჯ.ღ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 215 ვაზნა. ჩხრეკისას ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანა და 49 ძირი კანაფი. ამავე დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1950 წელს დაბადებული ვ.მ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ამხილეს. ვ.მ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და 16 ვაზნა. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და დამზადების, აგრეთვე, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით, 273-ე პრიმა მუხლითა და 265-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.
უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყების დღიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 49 050 ჯარისკაცია მოკლული
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 49 050 ჯარისკაცია მოკლული. ამასთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტების კუთვნილი კიდევ 25 ტანკი, 37 ჯავშანმანქანა, 8 საარტილერიო სისტემა და სხვა სახის აღჭურვილობა გაანადგურეს. "მტრის საერთო დანაკარგი კი მოიცავს: 2034 ტანკს, 4403 ჯავშანმანქანას, 1134 საარტილერიო სისტემას, 293 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 153 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 235 თვითმფრინავს, 205 ვერტმფრენს, 3268 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 864 უპილოტო საფრენ აპარატს, 105 ერთეულ სპეცტექნიკას, 203 ფრთოსან რაკეტას", - აღნისნულია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
სვანეთში, სოფელ ლატალში, ტყეს ცეცხლი გაუჩნდა
სვანეთში, სოფელ ლატალში, ტყეს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ცნობილია, ადგილობრივები ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენს ელოდებიან. რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა ამ ეტაპზე უცნობია. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად
ბორჯომში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია
ბორჯომში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების მონიტორინგი. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად ამასთან, ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც. ცნობისთვის, ბორჯომში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. ასევე წაიკითხეთ: სვანეთში, სოფელ ლატალში, ტყეს ცეცხლი გაუჩნდა
საბერძნეთში 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
საბერძნეთში 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამასთან, მიწისძვრის ეპიცენტრი ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ კრეტაზე მდებარე ქალაქ ზაკროსიდან 30 კილომეტრში მდებარეობდა. უცხოური მედიის ცნობით, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 7:13 საათზე დაფიქსირდა. ამ ეტაპზე დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.
თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან სოფელ ზარდიაანთკარში იმყოფებოდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან სოფელ ზარდიაანთკარში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრი გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან სოფელ ზარდიაანთკარში იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, სოფელ ზარდიანთკარს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძესთან, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილთან, გორის მერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეწვია. როგორც თეა ახვლედიანმა შეხვედრაზე განაცხადა, კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების აღდგენის მიზნით, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული და სამომავლო, თანმიმდევრული ქმედებების გაცნობა. ამასთან, ზარდიაანთკარში საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან განიხილეს მათ წინაშე არსებული საჭიროებები და აქტუალური საკითხები. „შერიგების და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა. შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მნიშვნელოვანი მიმართულებაა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაცია. ამ მიზნით, გუშინ ვიმყოფებოდი ნიქოზში, დღეს კი ვეწვიეთ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა. ამ სოფლის შემთხვევა და მდგომარეობა განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისით, რომ ომით დაზარალებული სხვა სოფლებისგან განსხვავებით, ზარდიაანთკაარში საოკუპაციო ძალების მიერ შექმნილი სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას ყველაზე გვიან მიეცა სოფელში დაბრუნების შესაძლებლობა. შესაბამისად, გახანგრძლივებული ოკუპაციისა და სახლებისთვის ომით მიყენებული დაზიანებების შედეგად, შეუძლებელი აღმოჩნდა მათი საცხოვრებლად გამოყენება. გამომდინარე აქედან, სახელმწიფოს მხრიდან, ოჯახების ნაწილმა მიიღო ფინანსური კომპენსაცია, ხოლო 28 ოჯახი უზრუნველყოფილ იქნა დროებითი საცხოვრებლით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით, დაისახა სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების აღდგენის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმადაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელდა თანმიმდევრული ქმედებები ინდივიდუალურად, თითოეულ სახლთან მიმართებაში არსებული საჭიროებების შესაბამისად. ვფიქრობ, ზარდიაანთკართან მიმართებაში, უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილება და მიმდინარე ძალისხმევა, არის საქართველოს მთავრობის ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი გზავნილი არა მარტო გამყოფი ხაზის მოსახლეობისთვის, არამედ კონფლიქტით დაზარალებული იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც დღესდღეობით იმყოფებიან გამყოფი ხაზის მეორე მხარეს, ოკუპირებულ რეგიონებში“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
3 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს.4 სექტემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერი მასების გავრცელება, რის გამოც დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა", - ნათქვამია ინფორმაციაში. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად
შსს: სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
კახეთის რეგიონში, ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტყეში, ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, მობილიზებულია, სახანძრო-სამაშველო და სხვა ტიპის სპეციალური ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური. „ხანძრის ქრობის პროცესის პარალელურად მიმდინარეობს გზების მიყვანა ცეცხლის კერებამდე. სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაცია“, – აცხადებენ შსს-ში. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად
FBI-იმ დონალდ ტრამპის სახლში, ჩატარებული ჩხრეკისას 18 „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ დოკუმენტი ამოიღო
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ფლორიდაში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას 18 „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, 54 „საიდუმლო“ და 31 „კონფიდენციალური“ დოკუმენტი ამოიღო. ბაიდენმა ტრამპის სახლში ჩხრეკის ჩატარებაზე კომენტარი გააკეთა როგორც უცხოური პრესა წერს, საერთო ჯამში სამართალდამცველებმა ტრამპის სახლიდან 11 000-ზე მეტი სამთავრობო დოკუმენტი ამოიღეს. " აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას 18 „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, 54 „საიდუმლო“ და 31 „კონფიდენციალური“ დოკუმენტია ნაპოვნი. ამასთან, ჩხრეკისას ნაპოვნია 88 ცარიელი საქაღალდე, რომელთაგან 48-ში საიდუმლო ინფორმაცია, ხოლო 40-ში კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა ყოფილიყო.", - ნათქვამია ინფორმაციაში. ტრამპი აცხადებს, რომ FBI-მ მის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. მისმა ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო. დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა.
დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინების მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისას 500-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული
შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომლის გათვალისწინებით, დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინების, ან შეზღუდული შუქგამტარობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის 500-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული. საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება 5 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება. კანონპროექტით, იზრდება ჯარიმა აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, რომლისთვისაც სანქციის ოდენობა იქნება – 1 000 ლარი. ამასთან, სანქცია წესდება მძღოლის მიერ სხვისი მართვის უფლებით სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით. 250 ლარიდან 300 ლარამდე იზრდება ჯარიმა არარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე წარედგინება.
დიდ ბრიტანეთში ახალი პრემიერ-მინისტრის და კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა
დიდ ბრიტანეთში ახალი პრემიერ-მინისტრის და კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა. პარტიის ლიდერობისთვის საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრი ლიზ ტრასი და ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი იბრძვიან. შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონის შემცვლელის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. ამასთან, 7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ „კონსერვატიული პარტიის“ ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ მთავრობის მეთაურის თანამდებობას დატოვებს.
ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ტყის ხანძრიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ჩრდილოეთ კალიფორნიაში გაჩენილი ტყის ხანძრის გამო ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. ამასთან ცეცხლი 400 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოედო. ხანძარმა სისკიუს ოლქში მრავალი სახლი გაანადგურა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. როგორც ცნობილია, ხანძარი რეგიონში ძლიერ სიცხეს მოჰყვა. ადგილზე მეხანძრეები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.