ძებნის რეზულტატი:
NASA-მ რაკეტა SLS-ის სტარტი მეორედ გადადო
აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ ზემძიმე მზიდი რაკეტა SLS-ის სტარტი, რომელსაც ხომალდი Orion-ი მთვარისკენ უნდა წაეყვანა, ხუთ დღეში მეორედ გადადო. NASA-მ გიგანტური რაკეტის გაშვება ტექნიკური პრობლემის გამო შეაჩერა ახალი სავარაუდო სტარტის თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა, YouTube-ზე ღონისძიების ოფიციალურ ტრანსლაციას ახალი თარიღად 5 სექტემბერი აქვს მითითებული. NASA-მ აღიარა, რომ SLS-ის სტარტი შესაძლოა, ოქტომბრამდე გადაიდოს. მანამდე SLS-ის გაშვება 29 აგვისტოს იყო დაგეგმილი. რაც SLS-ის პირველი ეტაპის ცენტრალური ბლოკის ერთ-ერთ ძრავთან შესაძლო პრობლემების გამო გაუქმდა.
ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა
ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრები, ესპანეთთან 90:64 დამარცხდა. ევრობასკეტზე საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი მიმდინარეობს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ესპანეთთან ორ თვეში მეორე მატჩი გამართა. პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა 82:76 გაიმარჯვა. 4 სექტემბერს ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრები თურქეთს შეხვდება.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისშია
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისშია. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „მოხარული ვარ თბილისში ყოფნით, რუსული აგრესიის დამარცხების გზების განსახილველად. უკრაინის გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ პოლონეთისთვის, საქართველოსთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის“, – წერს ანა ფოტიგა. ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ საქართველოში ყოველ ვიზიტს პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, საქართველოს დიდი მეგობრის, ლეხ კაჩინსკისთვის პატივის მიგებით იწყებს, რომელსაც რუსული საფრთხეები ძალიან კარგად ესმოდა. რაც შეეხება თბილისში ვიზიტის მიზეზს, ფოტოგა წერს, რომ საქართველოში რუსული აგრესიის დამარცხების გზების განსახილველად იმყოფება.
მაკა ბოჭორიშვილმა და ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში შეხვედრებზე, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი განიხილეს
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტის წევრებს - სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდს, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს, სვენ მიკსერს და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრს, ტონინო პიცულას შეხვდა. ქართველმა პარლამენტარებმა შეხვედრა, ასევე, გამართეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კაბინეტის უფროსთან და საგარეო პოლიტიკის საკითხებში მთავარ მრჩეველთან, ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მმართველ დირექტორთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან. შეხვედრებისას, მხარეებმა, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს, საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და სამომავლო გეგმებს. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ბრიუსელში 31 აგვისტო-2 სექტემბერს გაიმართა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები,ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან გამართა.
ჩეხეთში ანტისამთავრობო მიტინგში 70 ათასი ადამიანი მონაწილეობდა
Reuters-ის ცნობით, პრაღის ცენტრში ჩეხეთის მთავრობის, ევროკავშირისა და NATO-ს წინააღმდეგ ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებმა მოუწოდეს მმართველ კოალიციას, ენერგორესურსებზე მზარდი ფასები გააკონტროლონ და რუსეთთან იაფ გაზზე დიალოგი დაიწყონ. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ულტრამემარჯვენე და რადიკალური პოლიტიკური პარტიები არიან. მათ შორის „კომუნისტური პარტია“. ოპოზიცია ითხოვს, რომ ჩეხეთი სამხედრო კუთხით ნეიტრალური უნდა იყოს და უზრუნველყოს პირდაპირი კონტაქტები გაზის მომწოდებლებთან, მათ შორის რუსეთთან. პოლიციის შეფასებით, დემონსტრაციაში 70 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
ევროკავშირი: რუსეთის მხრიდან გაზის შანტაჟის ექსტრემალური ვერსიისთვის მზად ვართ
ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის მზადაა. ევროკომისია: „გაზპრომის“ განცხადება სიცრუეა „კარგად ვართ მომზადებული, რომ დავუპირისპირდეთ რუსეთის მიერ გაზის ექსტრემალურ გამოყენებას იარაღად. ჩვენ არ გვეშინია პუტინის გადაწყვეტილებების, მოვუწოდებთ რუსებს, შეასრულონ კონტრაქტები, მაგრამ ისინი ამას თუ არ გააკეთებენ, მზად ვართ რეაგირებისთვის“, – განაცხადა ჯენტილონიმ. კრემლი ნებისმიერი საბაბით გაზის სრულ შეწყვეტას ეცდება. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს, ტექნიკური მიზეზების გამო, ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. რუსული მხარე აცხადებს, რომ ზეთის გაჟონვამ, ხელი შეუშალა გაზის ტურბინის ძრავის ამოქმედებას. ტურბინების მწარმოებელი Siemens ამტკიცებს, რომ გაჟონვის გამოსასწორებლად ძრავის გაჩერება საჭირო არ არის. ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ელოდნენ მიწოდების პრობლემებს, ბოლო თვეებში გაზსაცავები შეავსეს. ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები მომავალ პარასკევს შეხვედრას გეგმავენ. ევროკავშირი ეძებს გზებს, რათა დაამშვიდოს არასტაბილური ბაზარი და დაიცვას ხალხი მაღალი ფასებისგან.
ერდოღანი ათენს: თუ განაგრძობთ ახლანდელ კურსს, მძიმე ფასს გადაიხდით
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთის ხელისუფლრბას მოუწოდა, რომ ისტორიის გაკვეთილებიდან დასკვნები გააკეთონ. „თუ განაგრძობთ ახლანდელ კურსს [პროვოკაციებს], მძიმე ფასს გადაიხდით. მინდა ათენს ვუთხრა: არ დაივიწყოთ იზმირი.“ თურქეთის ლიდერმა გაიხსენა 100 წლის წინანდელი გამარჯვება, როდესაც საბერძნეთის ჯარები ანატოლიის ოკუპირებული მიწებიდან, მათ შორის იზმირიდან, მუსტაფა ქემალ ათათურქის მეთაურობით არმიამ განდევნა. „თქვენ მიერ კუნძულების ოკუპაცია ჩვენ არ გვზღუდავს. როდესაც დადგება დრო, საათი, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა“, – განაცხადა ერდოღანმა. მანამდე ერდოღანმა არაერთხელ დაადანაშაულა საბერძნეთი ეგეოსის ზღვაში მდებარე დემილიტარიზებული კუნძულების შეიარაღებაში, რასაც ათენი უარყოფს, თუმცა ერდოღანს საბერძნეთი მანამდე ოკუპაციაში არ დაუდანაშაულებია. ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულები საბერძნეთს 1923 და 1947 წლების შეთანხმებებით გადაეცა, მხოლოდ იმ პირობით, რომ არ მოახდენდა ამ კუნძულებზე შეიარაღების განთავსებას. Reuters-ის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეჭვქვეშ დააყენებს კუნძულებზე საბერძნეთის სუვერენიტეტის საკითხს, თუ ათენი მათ შეიარაღებას განაგრძობს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ახალ კახოვკაში საავტომობილო ხიდი გაანადგურეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსეათის მიერ ოკუპირებულ „ახალ კახოვკაში“, ხერსონის ოლქში, საავტომობილო ხიდი გაანადგურეს. შესაბამისი სატელიტური სურათი Twitter-ზე გამოქვეყნდა. კიევი: უკრაინულმა სამხედროებმა ხერსონში რუსეთის ძალების დაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა სამხედროებმა ხერსონში რუსეთის ძალების დაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს. შაბათს, 3 სექტემბერს, ოკუპირებულ ხერსონში მორიგი აფეთქებების შესახებ გახდა ცნობილი. დაფიქსირდა 8 აფეთქება. მოგვიანებით გაირკვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს კოლაბორაციონისტი ვოლოდიმირ სალდოს სასტუმრო-საუნა „დაკარგული სამყარო“, სადაც რუსი ოკუპანტების ბაზა იყო განთავსებული.
დნეპროპეტროვსკის ოლქში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 9 წლის ბიჭი დაიღუპა. არიან დაშავებულები
უკრაინული მედიის ცნობით, დნეპროპეტროვსკის ოლქში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 9 წლის ბიჭი დაიღუპა, 10 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას მედია ადგილობრივ მაღალჩინოსანზე ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობილია, რომ რუსეთის ჯარმა ზელენოდოლსკის დასახლებაზე მიიტანა იერიში. დაბომბვის შედეგად დაზიანდა ათამდე მაღალსართულიანი კორპუსი, ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრის შენობა, საბავშვო ბაღი და მაღაზია.
ყაზახეთის ჩრდილოეთში ტყის ხანძრების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
ყაზახეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ტყის ხანძრების გამო, 1000-მდე მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის არეალი ფართოვდება და რეგიონში მდებარე ნავთობის ბაზას უახლოვდება. ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს აღწევს. ძლიერი ქარის შედეგად, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება. ამ დროისთვის განადგურებულია 3 000 ჰექტარი ტყის მასივი. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა იური ილიინმა ხელისუფლება სოფელ ამანკარაგაის მახლობლად ნავთობის საცავში ხანძრის გავრცელების საშიშროების შესახებ გააფრთხილა. იმავდროულად, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი კოსტანის რეგიონში სამუშაო ვიზიტის დროს გეგმავს ეწვიოს ოპერატიული შტაბს და ტყის ხანძრის ლიკვიდაციისთვის გატარებულ ღონისძიებებს გაეცნოს.
ზელენსკი: რუსეთი ევროპელებზე გადამწყვეტი ენერგეტიკული დარტყმისთვის ემზადება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ევროპელებზე გადამწყვეტი ენერგეტიკული დარტყმისთვის ემზადება. ევროკავშირი: რუსეთის მხრიდან გაზის შანტაჟის ექსტრემალური ვერსიისთვის მზად ვართ „ამ ზამთარს რუსეთი ემზადება ყველა ევროპელზე გადამწყვეტი ენერგეტიკული დარტყმისთვის და ამაზე მთავარი პასუხი უნდა იყოს ორი რამ: პირველი, ჩვენი ერთიანობა – ერთიანობა ტერორისტული სახელმწიფოსგან თავდაცვაში და მეორე – ჩვენი ზეწოლის გაზრდა რუსეთზე – ეს არის როგორც ყველა დონის სანქციების გაძლიერება, ასევე რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლების შეზღუდვა. რაც უფრო მეტ დარტყმას მივაყენებთ ერთად, მით უფრო ნაკლებ დარტყმას შეძლებენ ეს ტერორისტები“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ევროკომისია: „გაზპრომის“ განცხადება სიცრუეა ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ დღეებში რუსეთი ცდილობს, კიდევ უფრო გაზარდოს ენერგეტიკული ზეწოლა ევროპაზე. „რუსეთს სურს, გაანადგუროს ყველა ევროპელის ნორმალური ცხოვრება – ჩვენი კონტინენტის ყველა ქვეყანაში. მას სურს, დაასუსტოს და დააშინოს მთელი ევროპა, ყველა სახელმწიფო. სადაც რუსეთი ამას ჩვეულებრივი იარაღით ვერ ახერხებს, ამას ენერგეტიკული იარაღით აკეთებს. ის ცდილობს, დარტყმა მოახდინოს სიღარიბით და პოლიტიკური ქაოსით, სადაც ჯერ კიდევ არ შეუძლია დარტყმის განხორციელება რაკეტებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების საქმეზე გამოძიება დაიწყო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. განათლების სამინისტრო: School Club Georgia-ს არ აქვს საქართველოში საქმიანობის უფლება „2022 წლის 3 სექტემბერს, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, მყისიერად, დაიწყო გამოძიება ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით“, – აცხადებენ უწყებაში. საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება. მანამდე, Batumelebi.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით „რუსული სკოლა ბათუმში, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან", სადაც წერია, რომ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობას School club Georgia, სკოლის კლუბი, развивающие занятия აწერია, იქ შესულ ჟურნალისტებს კი არაფორმალურ საუბარში დაუდასტურეს, რომ ეს ადგილი კერძო სკოლა იყო, სადაც მოსწავლეებს რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამით ასწავლიან. როგორც გამოცემამ გადაამოწმა, სკოლის დირექტორი ნატალია გეორგიევა რუსეთის მოქალაქეა და ბათუმში, ფალიაშვილის ქუჩის N4-ში 263.18 კვ/მ-ის მშენებარე ფართობის მესაკუთრეა.
ჩეხეთში ატრაქციონზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა
ჩეხეთში, ატრაქციონზე ავარიის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ქალაქის ცენტრში დაახლოებით 15:15 საათზე მოხდა. ჯაჭვის კარუსელის სავარძლების ნაგებობა ცენტრალურ სვეტზე დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლეზე ადიოდა. დაშვებისას ბრუნი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ შესრულდა. პოლიციის ცნობით, ხალხი დაშავდა, რადგან როდესაც არტაქციონის სავაძლების კონსტრუქცია მიწაზე დაეცა, მექანიზმი ბრუნვას განაგრძობდა. მომხდარის დეტალებს პოლიცია იკვლევს. ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე სასწრაფო დახმარების 5 ბრიგადა მუშაობდა.
ბულგარეთი რუსი ტურისტებისთვის სავიზო მოსაკრებელს აორმაგებს
ბულგარეთი რუსი ტურისტებისთვის სავიზო მოსაკრებელს ორჯერ ზრდის. ამის შესახებ ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა ილინ დიმიტროვმა განაცახდა. პოლონეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა მინიმუმამდე შეზღუდა მისივე თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად, სოფია გააუქმებს სხვადასხვა შეღავათს სავიზო გადასახადზე, რომლითაც რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში შესვლისას სარგებლობენ. ამრიგად, რუსი ტურისტებისთვის სავიზო მოსაკრებელი 35 ევროდან 80 ევრომდე გაიზრდება. პოლიტიკური შეთანხმება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა 31 აგვისტოს განაცხადა. კულება ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდებს შეგახსენებთ, რომ უკრაინა ევროკავშირს აქტიურად მოუწოდებდა, წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსი ტურისტების შესვლა აეკრძალა.
ISW უკრაინის სამხრეთში კიევის ახალ მიზნებზე საუბრობს
აშშ-ის ომის შესწავლის ინსტიტუტმა სამხრეთ ნაწილში უკრაინული ძალების მიზნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევა მიზანმიმართულ მეთოდურ ოპერაციას ითვალისწინებს რუსული ძალებისა და ლოგისტიკის დეგრადაციის მიზნით და არა ტერიტორიების დაუყოვნებლივ აღებას. ომის შესწავლის ინსტიტუტის შეფასება ემთხვევა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის სიტყვებს, რომ სამხრეთში უკრაინული ძალების ამჟამინდელი მიზანი არის რუსეთის „სისტემური დაფქვა“. „შეიარაღებული ძალები ეტაპობრივად ანადგურებენ რუსეთის ოპერატიული ლოგისტიკური მომარაგების სისტემას საარტილერიო და ზუსტი იარაღის დარტყმებით“, - წერს ამერიული ინსტიტუტი. „სწორედ ამიტომ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ტაქტიკამ დადებითი შეფასება მიიღო ბრიტანული დაზვერვისგან - მათ შაბათს განაცხადეს, რომ ჯარებმა მიაღწიეს ტაქტიკურ სიურპრიზს. ფრონტზე ოკუპანტები შესაძლოა, არჩევანის წინაშე დადგნენ - რომელი მიმართულებით გადაიყვანონ ჯარები“, - ნათქვამია ანგარიშში.
მედია: გერმანია უკრაინელ დევნილებს $200 მილიონიან დახმარებას ჰპირდება
გერმანია უკრაინელ დევნილებს 199 მილიონი დოლარის დახმარებას ჰპირდება. გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ბერლინი გამოყოფს 200 მილიონ ევროს (199 მილიონი აშშ დოლარი) უკრაინაში იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამების დასაფინანსებლად. იტყობინება Reuters Funke Media Group-ზე დაყრდნობით. ამასთან, სააგენტოს ცნობით, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ორშაბათს ბერლინს ეწვევა, სადაც გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება.
აშშ-მ ტაივანისთვის $1,1 მილიარდის იარაღის მიყიდვა დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტაივანისთვის 1,1 მილიარდი დოლარის სამხედრო აღჭურვილობის პოტენციური მიყიდვა დაამტკიცა, მათ შორის 60 ხომალდსაწინააღმდეგო და 100 საავიაციო რაკეტა (AAM) იტყობინება CNN. პენტაგონმა ამ პაკეტის შესახებ, ტაივანის ირგვლივ ჩინეთის სამხედრო წვრთნების შემდეგ, პარასკევს გამოაცხადა, რასაც წინ უძღოდა, გასულ თვეში, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტი კუნძულზე. პაკეტში ასევე შედის Sidewinder რაკეტები, რომელთა ღირებულება დაახლოებით, 85,6 მილიონი დოლარია. ასევე, 355 მილიონი დოლარის ღირებულების Harpoon საზენიტო რაკეტები. აშშ ტაივანის „სარადარო პროგრამის“ მხარდაჭერასაც გეგმავს, რომლის ღირებულებაც პენტაგონის თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს ცნობით, განაცხადა, დაახლოებით, 665,4 მილიონი დოლარია.
კირბი: კონფლიქტი მხოლოდ პუტინის სურვილით ხანგრძლივდება
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, არსებული სიტუაცია არ იძლევა იმედს, რომ პუტინი მზადაა, უკრაინაში ომი დაასრულოს. „პუტინმა გადაწყვიტა ომის დაწყება უკრაინასთან და უკრაინელ ხალხთან. სამწუხაროდ, არაფერი, რასაც დღეს ვხედავთ, არ გვაძლევს რაიმე იმედს, რომ ის მზადაა, დაასრულოს ეს ომი და შეაჩეროს მშვიდობიანი უკრაინელების მკვლელობები”, - განაცხადა ჯონ კირბიმ. რუსი ოფიციალური პირების განცხადებებთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მხოლოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს, კირბიმ განაცხადა, რომ ეს კონფლიქტი მხოლოდ პუტინის სურვილით ხანგრძლივდება”. „პუტინს შეუძლია ომის დასრულება დღესვე, თუ დათანხმდება ჯარების გაყვანას და შეუერთდება ზელენსკის მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა განიხილოს ამ კონფლიქტის დასრულება“, - აღნიშნა კირბიმ.
უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, 382 ბავშვი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, სულ 382 ბავშვი დაიღუპა და 740-ზე მეტი დაშავდა. ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგანგამოძიება საომარი მოქმედებების, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა. „2022 წლის 4 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 1122-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა. სულ დაიღუპა 382 ბავშვი და 740-ზე მეტმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება“, - ნათქვამია ანგარიშში. უკრაინული მედიის ცნობით, 2022 წლის 3 სექტემბერს, დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვისას 9 წლის ბიჭი დაიღუპა. „გუშინ ასევე განახორციელეს საარტილერიო დარტყმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით (MLRS), აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით, მიკოლაივის რაიონის სოფელ ვისუნსკზე. შედეგად, დაიღუპა 8 წლის ბიჭი, დაშავდა სამი ბავშვი, 9, 7 და 11 წლის. რუსეთის ყოველდღიური საჰაერო და საარტილერიო დარტყმების შედეგად, უკრაინაში სულ 2328 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა და მათგან 289 მთლიანად განადგურდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, უკრაინაში სულ 228 ბავშვი ითვლება დაკარგულად“, - წერს უკრაინული მედია.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა რუსი სამხედროების პრობლემებსა და მეთაურთა შორის კორუფციაზე მიუთითებს
ბრიტანეთის დაზღვევის ცნობით, რუსი სამხედროებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მათი ანაზღაურება რჩება. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი. „რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეების შემოსავალი შედგება მოკრძალებული ძირითადი ხელფასისგან, რომელსაც ავსებს პრემიები და დანამატები. უკრაინაში, დიდი საბრძოლო პრემიების გადაუხდელობასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, სერიოზული პრობლემები იყო“, - ამბობს დაზვერვა. მისივე ცნობით, აღნიშნული, ალბათ, გამოწვეულია არაეფექტიანი სამხედრო ბიუროკრატიით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ უჩვეულო სამართლებრივი სტატუსით და, სულ მცირე, მეთაურთა შორის აშკარა კორუფციით. ბრიტანული დაზვერვა ასევე მიუთითებს რუსი სამხედროების გადაღლილობასა და დიდ დანაკარგებზე.