ძებნის რეზულტატი:
მედია: გარკვეული კატეგორიის პირთათვის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საგარეო უწყებისთვის მიმართვა შესაძლოა, შეიზღუდოს
საქართველოს მთავრობა სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების მომზადებას აპირებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საგარეო უწყება ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე საშემოდგომო სესიის საქმიანობის იმ გეგმაში საუბრობს, რომელიც პარლამენტს მთავრობამ უკვე წარუდგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის განსხვავებული რეჟიმის დაწესების შესაძლებლობას უშვებს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობის N256 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნების ბინადრობის ნებართვისა და ვიზის ქონის შემთხვევაში, უცხოელს უფლება აქვს (აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე) შემოვიდეს საქართველოში და იმყოფებოდეს 180-დღიან პერიოდში, 90 კალენდარული დღის ვადით და რაც მათ ასევე არ უზღუდავს საიმიგრაციო ვიზაზე მიმართვის შესაძლებლობას. მთავრობის ცნობით, პრაქტიკამ ცხადყო, რომ ზემოაღნიშნული პირები ბოროტად იყენებენ კანონმდებლობის მოქმედი ნორმებით დადგენილ შესაძლებლობას (საქართველოში შემოვიდნენ მოკლევადიანი ვიზიტით და არა საიმიგრაციო მიზნებით) და სამინისტროს მიმართავენ საიმიგრაციო ვიზის გაცემის მოთხოვნით. „ცხადია, რომ მათი მიზანია ხანგრძლივ პერსპექტივაში ბინადრობის ნებართვის აღება, რისთვისაც საჭიროებენ კანონით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიის ვიზის ფლობას, რაც თავის მხრივ, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და ამასთან, კონტროლის მიღმა ტოვებს სახელმწიფო უსაფრთხოების ელემენტსაც. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული კანონის მოქმედი ნორმების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა, დღის წესრიგში დადგა კანონში შესაბამისი ცვლილების განხორციელების აუცილებლობის საკითხი, რომლის მიზანია, ზემოაღნიშნული კატეგორიის პირთა წრეს შეეზღუდოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის საიმიგრაციო ვიზის მიღების მოთხოვნით მიმართვის შესაძლებლობა“, - აცხადებს მთავრობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ახალი რეგულაციების ფარგლებში იგეგმება აღსრულებისას გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორება და რიგი ნორმების შინაარსის დაზუსტება. კერძოდ, იმ პირთა წრის დაზუსტება, რომლებზეც გაიცემა საქართველოს ვიზა; საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმისა და ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამიჯვნა და ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გაფართოება; საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტისა და ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის საფუძვლების ერთმანეთისგან გამიჯვნა/დაზუსტება (რადგან ვიზის შეწყვეტის საფუძვლები არ არის ამომწურავი და საჭიროებს განვრცობას). „კანონის მოქმედი რედაქცია საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლებში მოიაზრებს, როგორც ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის საფუძვლებს, ასევე ვიზის შეწყვეტის საფუძვლებს. არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ვიზა შეიძლება, შეწყდეს არა მხოლოდ უცხოელის საქართველოში ყოფნის პერიოდში, არამედ საქართველოში შემოსვლამდეც. შესაბამისად, მიზანშეწონილია ვიზის შეწყვეტის საფუძვლების ცალკე გამოყოფა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის დროშები თავის ადგილებს უბრუნდება
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება. უკრაინა ხერსონის ოლქში, სოფელ ვისოკოპოლეს გათავისუფლების შესახებ იუწყება „ომის დროს, შაბათ-კვირა არ არის. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ფრონტზე მყოფებთან. დეტალებს არ გეტყვით, მაგრამ უკრაინის დროშები ბრუნდება იმ ადგილებში, სადაც უნდა იყოს. ჩვენს მიწაზე ოკუპანტების ადგილი არ არის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ. უკრაინული მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამხედროებმა კონტრშეტევის შედეგად, ხერსონის ოლქში მდებარე სოფელი ვისოკოპოლე გაათავისუფლეს. თუმცა გენშტაბს ცნობა ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დამატებით დროში დაამარცხა
თბილისში მიმდინარე ევრობასკეტზე, საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 81, დამატებით დროში დაამარცხა. წუთის და 24 წამით ადრე, სანდრო მამუკელაშვილის სამქულიანით, საქართველოს ნაკრები წინ გავიდა. ამის შემდეგ თურქეთს ტექნიკური ჯარიმა მისცეს და საქართველო დაწინაურდა - 88:81. თურქეთმა თამაშის შემობრუნება ვეღარ შეძლო და მხოლოდ ორი ქულა მიითვალა. საბოლოო ანგარიში - 88:83 დაფიქსირდა. მანამდე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ანგარიში მატჩის დასრულებამდე 11 წამით ადრე გაათანაბრა. 34 წამით ადრე, ანგარიში 66:66 იყო. ბოლო შეტევა თურქეთის ნაკრებმა გამოიყენა და ორი ქულით გავიდა წინ. ამის შემდეგ, საქართველოს შესატევად 11 წამი დარჩა, რაც გუნდმა გამოიყენა და ანგარიში გათანაბრდა. პირველი ოვერტაიმიც ფრედ დასრულდა. 33:36 - ეს ანგარიში კი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ, პირველი ტაიმის შემდეგ დაფიქსირდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია. თბილისის შემოგარენში, ერთდროულად რამდენიმე ადგილას ხანძარია ამასთან, წავკისში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაო.
შმიგალი შოლცთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების გაზრდის აუცილებლობის შესახებ საერთო ხედვა არსებობს
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ბერლინში ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრის ოფისი იუწყება. შმიგალის თქმით, გერმანია არის უკრაინის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ევროპაში. „ჩვენ მივიღეთ 2,4 მილიარდი ევრო ევროკავშირისგან და ველოდებით კიდევ 8 მილიარდს მაკროფინანსურ დახმარებას. აქედან 5 მილიარდი - უახლოეს მომავალში. ამ საკითხში გერმანიაც აქტიურად გვეხმარება", - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა. მისი თქმით, ახალი იარაღის მიწოდების საკითხი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო და „არსებობს საერთო ხედვა მძიმე იარაღის მიწოდების გაზრდის აუცილებლობის შესახებ“. შმიგალმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა ევროპის წინააღმდეგ ენერგეტიკული ომი გააჩაღა. „გერმანია არის უკრაინის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ევროპაში. ფედერალურ კანცლერთან ოლაფ შოლცთან შეხვედრისას განვიხილეთ ფინანსებთან, იარაღთან, უკრაინის აღდგენასთან, სანქციებთან, ენერგეტიკულ კრიზისთან და გათბობის სეზონთან დაკავშირებული საკითხები", - განაცხადა შმიგალმა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გერმანიამ უკრაინას ჯამში 1,4 მილიარდი ევრო გადასცა.
ზელენსკიმ დაასახელა ტერიტორიები, რომლებიც უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს
უკრაინის პრეზიდენტმა შტაბთან გამართული შეხვედრისა და მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესახებ ვიდეომიმართვისას ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს, რომლებმაც მისი თქმით, შედეგი უზრუნველყვეს. „დღეს უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გავმართე. მიუხედავად იმისა, რომ კვირაა, ომის დროს, დასვენების დღეები არ არის. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოპერატიული ზონების მეთაურებმა და დაზვერვის უფროსმა კარგი ანგარიშები წარმოადგინეს. მინდა, მადლობა გადავუხადო 103-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 63-ე ბატალიონის მეომრებს, რომლებმაც შედეგი უზრუნველყვეს დონეცკის რეგიონში: დასახლება გათავისუფლდა.ლისიჩანსკ-სივერსკის მიმართულებით 54-ე ბრიგადამაც კარგი ნაბიჯები გადადგა, დაწინაურდა და გარკვეული სიმაღლეები დაიბრუნა. ასევე მინდა აღვნიშნო 42-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბატალიონის გმირული მოქმედებები, რომლის შედეგად, ჩვენი ქვეყნის სამხრეთით, ორი დასახლება გათავისუფლდა. მჯერა, რომ უკრაინის დროშა და თავისუფალი ცხოვრება ყირიმს ისევ დაუბრუნდება. ჩვენ გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს მიწას, მთელ ჩვენს ხალხს. ყველა ხედავს, რომ ოკუპანტებმა უკვე დაიწყეს ყირიმიდან გაქცევა. ეს არის სწორი არჩევანი ყველა მათგანისთვის. უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, სპეცსამსახურები ამისთვის უკვე დგამენ საჭირო ნაბიჯებს. ყველა ხედავს, რომ ოკუპანტები ყირიმიდან უკვე გარბიან. ჩვენ დავუბრუნებთ თავისუფლებას ყირიმს, ყირიმში მყოფ ყველა ჩვენს ხალხს და აუცილებლად ვაქცევთ ყირიმს ერთ-ერთ საუკეთესო, ყველაზე კომფორტულ ადგილად ევროპაში. ყირიმი ამას იმსახურებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის გათავისუფლებული სოფლების სახელები არ დასახელებულა, რამდენიმე საათით ადრე, ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ფოტო, რომელზეც უკრაინელი ჯარისკაცები ვისოკოპოლეში უკრაინის დროშას აღმართავდნენ. სამხედროებმა ასევე გამოაქვეყნეს სოფელ ოზიორნოეში უკრაინელი ჯარისკაცების შესვლის ვიდეო.
ზელენსკი: ყირიმს ვაქცევთ ერთ-ერთ საუკეთესო, ყველაზე კომფორტულ ადგილად ევროპაში
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ყირიმში რუსეთის ყოფნამ ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და არათავისუფალ ადგილად აქცია. ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ეს გარემოება შეიცვლება და ყირიმი ერთ-ერთ საუკეთესო, ყველაზე კომფორტულ ადგილად იქცევა ევროპაში. „ყირიმში ოკუპანტების მიერ ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნარიმან ჯელალის დაკავებიდან ერთი წელი გავიდა, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ერთადერთი, რითაც მან გააღიზიანა ოკუპანტები, იყო თავისი ხალხისა და თავისი ქვეყნის - უკრაინის დაცვა. ყირიმში რუსეთის ყოფნამ ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და არათავისუფალ ადგილად აქცია. მჯერა, რომ უკრაინის დროშა და თავისუფალი ცხოვრება ყირიმს ისევ დაუბრუნდება. ჩვენ გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს მიწას, მთელ ჩვენს ხალხს. უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, სპეცსამსახურები ამისთვის უკვე დგამენ საჭირო ნაბიჯებს. ყველა ხედავს, რომ ოკუპანტები ყირიმიდან უკვე გარბიან. ეს არის სწორი არჩევანი ყველა მათგანისთვის. ჩვენ დავუბრუნებთ თავისუფლებას ყირიმს, ყირიმში მყოფ ყველა ჩვენს ხალხს და აუცილებლად ვაქცევთ ყირიმს ერთ-ერთ საუკეთესო, ყველაზე კომფორტულ ადგილად ევროპაში. ყირიმი ამას იმსახურებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი: ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი უნდა მოიცავდეს პანევროპულ სავიზო გადაწყვეტილებებს რუსეთის მოქალაქეებისთვის
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სანქციების მერვე პაკეტი უნდა მოიცავდეს პანევროპულ სავიზო გადაწყვეტილებებს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რათა ომში ჩართულთაგან ვერავინ ისარგებლოს ევროპული სტუმართმოყვარეობით. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ რუსეთის მოქალაქეები მხარს უჭერენ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ, მთელი ევროპის წინააღმდეგ, თუ ისინი ჩუმად აკვირდებიან უკრაინის გენოციდს, მაშინ მათ არ უნდა შეეძლოთ, ევროპა გასართობად გამოიყენონ. „დღეს ვესაუბრე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. ეს იყო, როგორც ყოველთვის, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტზე. მადლობა გადავუხადე უკვე გაწეული მხარდაჭერისთვის და მცდელობებისთვის, რომ შეიზღუდოს რუსეთის ზედმეტი მოგება ნავთობიდან და გაზიდან. მოვუწოდე, დაჩქარდეს უკრაინის ფინანსური დახმარება. განვიხილეთ სანქცირებისკენ ახალი ნაბიჯები. კერძოდ, ვფიქრობ, რომ სანქციების მერვე პაკეტი უნდა მოიცავდეს პანევროპულ სავიზო გადაწყვეტილებებს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რათა ამ ომში ჩართულებმა ვერ ისარგებლონ ევროპული სტუმართმოყვარეობით. თუ რუსეთის მოქალაქეები მხარს უჭერენ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ, მთელი ევროპის წინააღმდეგ, თუ ისინი ჩუმად აკვირდებიან უკრაინის გენოციდს, მაშინ მათ არ უნდა შეეძლოთ, ევროპა გასართობად გამოიყენონ. ეს მნიშვნელოვანი მორალური საკითხია. ევროპა არის ღირებულებების ტერიტორია და არა დისნეილენდი ტერორის მომხრეებისთვის. სავიზო შეზღუდვები ამას აუცილებლად აჩვენებს. თავისუფალმა სამყარომ რუსებს მოქმედებისკენ უნდა უბიძგოს – მოქმედებისკენ მათ წინააღმდეგ, ვინც დაიწყო ეს ომი. სხვათა შორის, იგივეა, რაც გაზის საკითხთან დაკავშირებით. უკრაინამ არაერთხელ გააფრთხილა ევროპა, რომ რუსეთთან „ჩრდილოეთის ნაკადის“ კავშირების შენარჩუნება იქნებოდა პრობლემა, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება, კატასტროფაში გადაიზარდოს. ზუსტად ასე მოხდა. სავიზო პოლიტიკა აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეებთან მიმართებით, რუსეთთან ფინანსური კავშირები, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება არის ყველაფერი, რასაც მოსკოვი იყენებს ევროპის წინააღმდეგ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
დენის შმიგალი: ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე სამშვიდობო მისია უნდა გაიგზავნოს
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ სამშვიდობო მისია ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით უნდა გაიგზავნოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, რათა მისი სრული დემილიტარიზაცია მოხდეს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ბერლინში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გერმანელ კოლეგებს ვაცნობე უკრაინის ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ, ასევე ვესაუბრე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ ველით, რომ IAEA-ს მისია, რომელიც ეწვია ქარხანას, შედეგიანი იქნება. ჩვენ ვისაუბრეთ შემდეგი მისიის ორგანიზების აუცილებლობაზე: სამშვიდობო მისია ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით, რომელიც უზრუნველყოფს ატომური ელექტროსადგურის სრულ დემილიტარიზაციას და 30-კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონის შექმნას ქარხნის გარშემო“, - განაცხადა გერმანიაში ვიზიტით მყოფმა დენის შმიგალმა.
უკრაინის გენშტაბი: დონეცკის ოლქში, უკრაინის შეიარაღებული ძალებმა მტრის შეტევა წარმატებით მოიგერიეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა მტრის შეტევა რამდენიმე რაიონში წარმატებით მოიგერიეს. ზელენსკიმ დაასახელა ტერიტორიები, რომლებიც უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს "მოწინააღმდეგის ძალისხმევა კონცენტრირებულია დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარებაზე, ხერსონის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და მიკოლაივის ოლქების მიტაცებული ტერიტორიების შენარჩუნებაზე, ასევე შეტევის განახლებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე და გარკვეულ მიმართულებებზე ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს. ხარკოვის მიმართულებით მტერმა დაარტყა დემენტიევკას, ნოვოეს, ოდნორობოვკას, ბორშჩევას, სოსნოვკას, უდის, რუსკი ტიშკის, პიტომნიკის, რუსკა ლოზოვაიას, სლობოჟანსკოეს, მომოტოვოს, პეტროვკას, ბაირაკის, გუსაროვკას და ჩეპილის დასახლებების ტერიტორიებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
ანა ფოტიგას თქმით, საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მეორედ განუცხადა
ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებთ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე ისევ უარი უთხრა. ამის შესახებ ფოტიგამ Twitter-ზე დაწერა. ანა ფოტიგამ ჩამოთვალა საკითხები, რომლებიც ოპოზიციასთან შეხვედრისას განიხილა მისი თქმით, ექსპრეზიდენტის დედისგან, გიული ალასანიასგან და თანაგუნდელისგან, გიორგი ჩალაძისგან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია მოისმინა. „აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობითა და მხნეობით", - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში. ევროპარლამენტარმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტი გასული წლის 10 ნოემბერსაც ითხოვა, თუმცა უარყოფითი პასუხი მიიღო. ცნობისთვისმ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
კანადის პროვინციაში, ცივი იარაღით თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
კანადის სასკაჩევანის პროვინციაში, ცივი იარაღით თავდასხმების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულებრივ საქმეს ორი ეჭვმიტანილი ჰყავს: დემიენ სანდერსონი და მაილს სანდერსონი. ორივე სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია და ადგილობრივი პოლიციის, ცნობით, ისინი შეიარაღებულები და სახიფათოები არიან. სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდოებენ, რომ გარეთ გამოსვლისგან თავი შეიკავონ. ამასთან, დამნაშავეების ძებნის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
ბრიტანეთის დაზვერვა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიზნებს ასახელებს
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის გეგმებზე სამხედრო დაზვერვის ანალიზს აქვეყნებს. ბრიტანული დაზვერვის თანახმად, „ავდიევკა (დონეცკის მახლობლად) და ბახმუტი (60 კმ ჩრდილოეთით) დონბასში რუსეთის შეტევის მთავარ მიმართულებად რჩება. აქ რუსი სამხედროები ყველაზე წარმატებულები არიან, მაგრამ მაინც მიიწევენ წინ, კვირაში არაუმეტეს 1 კმ-ით (ბახმუტისკენ)“, - ნათქვამია მოხსენებაში. დონბასში ოპერაციის პოლიტიკური მიზანია დონეცკის მთელი რეგიონის აღება, რაც საშუალებას მისცემს კრემლს „დონბასის გათავისუფლების შესახებ“ გამოაცხადოს, მიიჩნევენ მოხსენების ავტორები. თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ „რუსეთის ძალებმა არაერთხელ დაარღვიეს ამ მიზნის მიღწევის ვადები“. „პირველ სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა, რომ რუსეთის ჯარი დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებთან 15 სექტემბრამდე უნდა მისულიყო“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. ბრიტანეთის დაქვერვის ექსპერტები ამ მიზნის მიღწევას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ. მათი პროგნოზით, რუსეთის გეგმები რეფერენდუმის ჩატარებისა და ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ, კიდევ უფრო გართულდება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
წავკისში ხანძარი ლიკვიდირებულია
წავკისში ხანძარი ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველებს ცეცხის ჩაქრობად დაახლოებით 10 საათი დასჭირდათ. თბილისის შემოგარენში, ერთდროულად რამდენიმე ადგილას ხანძარია ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შეგახსენებთ, რომ წავკისში ხანძარი გუშინ, დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის, ტყეში შენიშნეს.
ჩინეთის დასავლეთ ნაწილში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ჩინეთის სეისმოლოგიური ქსელების ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები გარდაძე-ტიბეტის ავტონომიური რეგიონის დასავლეთით დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 16 კმ სიღრმეზე, ხოლო ეპიცენტრი ლუდინის ოლქიდან 39 კილომეტრში მდებარეობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 30 მაშველი ლუდინიდან და კიდევ 530 მიმდებარე დასახლებული პუნქტიდან მიწისძვრის ზონისკენ მიემართებიან. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. ამასთან, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც მიწისძვრით გამოწვეული ნგრევის კადრები ჩანს.
საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი, ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"უმთავრეს პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, რისთვისაც მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მიერ წარდგენილ ინიციატივებზე და მხარი დავუჭიროთ ევროკომისიის რეკომენდაციების რეალურად შესრულებისთვის საჭირო ყველა ინიციატივას", - საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად საჭირო სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება, კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდეგ ევროკავშირის წევრობა არის საქართველოს ისტორიული შანსი და მთავარი ამოცანა. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ თავიდანვე, რეკომენდაციების მიღებისთანავე დააყენა 3 კონკრეტული დათქმა, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას. დათქმა 1: დეოლიგარქიზაცია არ შეეხება ბიძინა ივანიშვილს და უფრო მეტიც, ოლიგარქები არიან ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და კრიტიკული მედიის დამფუძნებლები. დათქმა 2: „ქართული ოცნება“ არ აღიარებს სასამართლო სისტემაში კლანის არსებობას და პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებას, ხოლო სასამართლოსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულებას პროცედურული საკითხების ფორმალური გადაწყვეტით ცდილობს. დათქმა 3: „ქართულმა ოცნებამ“ წინსწრებით უარი თქვა შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული და უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესრულებაზე, ხოლო დეპოლარიზაციად მიაჩნია ოპოზიციური სპექტრის და კრიტიკული მედიის გაჩუმება, მათ შორის, ხელისუფლების ანტიდასავლურ გზავნილებზე. ამის პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული ჰიბრიდული ომის ხერხის გამოყენებით წამოიწყო საინფორმაციო შეტევა პროდასავლურ ოპოზიციურ სპექტრზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ელჩებზე, აშშ და ევროკავშირის ინსტიტუტებზე იმ საბაბით, თითქოს ყველა ზემოაღნიშნულს სურდა საქართველოში ომის დაწყება და მეორე ფრონტის გახსნა. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის ლიდერების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი მოსახლეობისთვის იყო, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება დაკავშირებულია ომში ჩართვასთან და არა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ უხეშად შეზღუდა დასავლეთიდან დაფინანსებული ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების (სამართლიანი არჩევნები-ISFED) მონაწილეობა ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ სამუშაო პროცესში, რასაც მოჰყვა სხვა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი. მიუხედავად „ქართული ოცნების“ პოზიციისა, რეკომენდაციების მიღებისთანავე, ჩვენ მოვითხოვეთ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევა, რომ ერთობლივად, მმართველი პარტიის მონაწილეობით, შევთანხმებულიყავით საერთო სამოქმედო გეგმაზე და დაგვეწყო მუშაობა კონკრეტული მიმართულებებით. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა და დემონსტრაციულად ჩაკეტა სასესიო დარბაზის კარები. ამის შემდეგ, ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს მოგვიწია ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად სამუშაო პროცესის დაწყება საჭირო ინიციატივების მოსამზადებლად. პროცესი წარიმართა ინკლუზიურად, არასამთავრობო სექტორის ფართო ჩართულობით, განსხვავებით ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ფაქტობრივად ერთპარტიული, არაგამჭვირვალე და არაინკლუზიური პროცესისგან. ზაფხულის განმავლობაში, არასამთავრობო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით ჩვენ მოვამზადეთ ევროპული რეკომენდაციების შესრულებისთვის საჭირო სათანადო გადაწყვეტები და საკანონმდებლო ინიციატივები თორმეტივე მიმართულებით. ჩვენს მიერ მომზადებული ინიციატივების დიდი ნაწილი თანხვედრაშია არასამთავრობო სექტორის ხედვებთან და შეესაბამება ევროკომისიის, ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და დასკვნებს. წინა კვირაში მოხდა შემუშავებული ხედვების და ინიციატივების გაცნობა სამოქალაქო სექტორისთვის. მიმდინარე კვირაში დაგეგმილია ფინალური შეხვედრები დეოლიგარქიზაციის, სასამართლო, საარჩევნო და მედია საკითხების მიმართულებით. მომდევნო კვირაში, საბოლოო შეჯერების შემდეგ, მოხდება დოკუმენტის გასაჯაროება და შესაბამისი კანონპროექტების ინიცირება საქართველოს პარლამენტში სექტემბრის ბოლომდე. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უმთავრეს პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, რისთვისაც მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მიერ წარდგენილ ინიციატივებზე და მხარი დავუჭიროთ ევროკომისიის რეკომენდაციების რეალურად შესრულებისთვის საჭირო ყველა ინიციატივას“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის ავტორები არიან: „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „რესპუბლიკური პარტია“, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები - თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე და ნატო ჩხეიძე", - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთში ელჩები შეცვალეს
უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა რუსეთში ელჩები სინქრონულად შეცვალეს. „იგეგმება ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის შეცვლა მოსკოვში. მარკუს ედერერმა დატოვა რუსეთი და უახლოეს მომავალში ამ თანამდებობას დაიკავებს საფრანგეთის ყოფილი ელჩი მალაიზიაში როლანდ გალიარაგი“,- წერს მედია წყაროებზე დაყრდობით. 4 სექტემბერს რუსეთში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ელჩმა ჯონ სალივანმა დაასრულა მუშაობა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად და მოსკოვი დატოვა. მანამდე UNIAN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთში ევროკავშირის ელჩმა, მარკუს ედერერმა თანამდებობა დატოვა. თუმცა, მაშინ არ იყო ცნობილი, ვინ შეცვლდა ედერერს.
შს სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.ხ., გამოძალვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი ახლობლის დიდი ოდენობით ვალის გადახდა მოქალაქე ვ.ჩ.-ს მოსთხოვა, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით დაემუქრა. ვ.ჩ.-მ მოთხოვნილი თანხის ნაწილი ა.ხ.-ს გადასცა. "ბრალდებული, ვალის სრულად გადაუხდელობის მოტივით, ვ.ჩ.-ს ტელეფონით რამდენჯერმე დაუკავშირდა და ძალადობის გამოყენების მუქარით, დარჩენილი თანხის გადახდა მოსთხოვა. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, კომპლექსური საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები განახორციელა, რის შედეგადაც ა.ხ.-ის მიერ ვ.ჩ-ის მიმართ ჩადენილი უკანონო ქმედებები დადასტურდა. სამართალდამცველებმა ა.ხ., საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაზარალებულის მიერ დარჩენილი თანხის გადაცემის შემდეგ, ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძალვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთის ავიაციამ ნიკოლაევზე C-300-ის რაკეტებით იერიში მიიტანა
ღამით, რუსმა ოკუპანტებმაი ნიკოლაევის გარეუბანში C-300-ის რაკეტებით სამრეწველო საწარმოები დაბომბეს. ამის შესახებ ტელეგრამში ნიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვიტალი კიმი იტყობინება. შეგახსენებთ, გუშინ ნიკოლაევის ღამის თავდასხმების შედეგად 26 სახლი დაზიანდა. ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდა სამი სამედიცინო დაწესებულება. ამასთან, დაზიანდა სასტუმროსა და მუზეუმის შენობები, ასევე სამი საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის ორი სკოლა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
პოლიციამ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული შ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეუღლე - 1995 წელს დაბადებული მ.ა. სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში დაჭრა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა შ.ხ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.