ძებნის რეზულტატი:
სოსო გოგაშვილი: საზოგადოებას მივაწვდი NGO-ებისა და მედიის სიას, რომლებსაც სუს-ი მართავს
"იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეეშალოს ქოცპარტიას და რუსულ სუსს ამ საბოტაჟის განხორციელებაში, მე საზოგადოებას მედიის საშუალებით მივაწვდი იმ ენჯეოების, მედიის, ექსპერტ-მპოსტავების და სხვათა სიებს, რომლებიც კონტროლდებიან სუსის მიერ და ფინანსდებიან ქოცპარტიის შავი სალაროდან", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა განაცხადა. ვახტანგ გომელაური სოსო გოგაშვილზე: ამბობს, ყველაფერს გამოვდებო, ველოდები. არანაირი პრობლემა არ იქნება, მეცინება უბრალოდ "ქოცპარტია და სუსი აგრძელებს ევროინტეგრაციის პროცესის წინააღმდეგ საბოტაჟს. ამ მიზნით ისინი დამოუკიდებელ ორგანიზაციებს არ აძლევენ საშუალებას იყვნენ ჩართული რეალური რეფორმების პროცესში, რომელიც მოცემულია თორმეტპუნქტიანი გეგმის შესრულების სახით. ისინი იმიტირებულ სამუშაო ჯგუფებშიც კი ანაცვლებენ დამოუკიდებელ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს ისეთი ენჯეოებით (GONGO) რომლებიც სრულად კონტროლდებიან მათ მიერ. ასე ჩაანაცვლეს ISFED და საია ორი სხვა ორგანიზაციით საარჩევნო რეფორმების ჯგუფში და იგივეს აკეთებენ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით. ჩანაცვლებულ ორგანიზაციებს (GONGO) აქვთ ძალიან კარგი გამოცდილება სუსთან თანამშრომლობის, რასაც მე პირადად ვადასტურებ. მხედველობაში მაქვს "მრავალეროვანი საქართველო" და ფუტკარაძის ორგანიზაცია. ისინი ზედმიწევნით ასრულებენ სუსის დირექტივებს, არიან კოორდინაციაში ოფიცრებთან და შესაბამისად იღებენ პარტიის შავი სალაროდან დაფინანსებას ან სხვა პრივილეგიებს მთავრობიდან. იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეეშალოს ქოცპარტიას და რუსულ სუსს ამ საბოტაჟის განხორციელებაში, მე საზოგადოებას მედიის საშუალებით მივაწვდი იმ ენჯეოების, მედიის, ექსპერტ-მპოსტავების და სხვათა სიებს, რომლებიც კონტროლდებიან და იმართებიან სუსის მიერ და ფინანსდებიან ქოცპარტიის შავი სალაროდან. ქვეყანა უნდა იცნობდეს "ГРУსული ოცნების სალოსებს". ვემსახურები საქართველოს", - ნათქვამია გოგაშვილის მიმართვაში. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სუსის ინფორმაციით, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას. თავად გოგაშვილი ბრალდებებს უარყობს და აცხადებს, ოჯახის განადგურებით ემუქრებიან. სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან
ერდოღანმა კორუფციული სკანდალის გამო, მრჩეველი გაათავისუფლა - Bloomberg
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მისი ერთ-ერთი უფროსი მრჩეველი სერქან თრანოღლუ თანამდებობიდან გაათავისუფლა. საუბარია კორუფციულ სკანდალზე, რომელშიც Bloomberg-ის ინფორმაციით, შესაძლოა, თურქეთის ლიდერის გარემოცვის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი. ერდოღანმა ხსენებული გადაწყვეტილება იმ დღეს მიიღო, როცა თურქეთის ოპოზიციურმა პარტიებმა კორუფციული სქემის გამოძიების მოთხოვნით, კოლექტიური სარჩელი მოამზადეს. თურქეთის პროკურატურას ჯერ არ გადაუწყვეტია, დაიწყოს თუ არა გამოძიება. მედია ვარაუდობს, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც ივნისში უნდა გაიმართოს, ერდოღანზე ზეწოლა შესაძლოა, გაიზარდოს.
ყვარლის მუნიციპალიტეტში, ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. შესაბამის დოკუმენტს მთავრობის მეთაურმა ხელი უკვე მოაწერა. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტყეში, ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა „საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად
უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილებს სანქციები დაუწესა
უკრაინის მთავრობამ რუსეთისა და ბელორუსის 99 ფიზიკური და 178 იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა. კიევის განმარტებით, სანქცირებული პირთა სიაში მყოფები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უწყობენ ხელს. ამის შესახებ უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. უკრაინული მედიის ცნობით, კიევი განმარტავს, რომ უკრაინის მიერ დაწესებული ყველა შეზღუდვა, შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორების მიერ ერთდროულად არის შემოღებული.
G7-ის ქვეყნები რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ
G7-ის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ დეკემბრიდან რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტი შემოიღონ. დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ოფიციალურად დაუჭირეს მხარი გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე ზეწოლის შემსუბუქებას, ხოლო მოსკოვის საერთო შემოსავლების შემცირებას, იტყობინება Bloomberg. მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროპამ მილსადენებით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარი უნდა შემოიღოს. პარალელურად, რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თუ ევროპა მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებს, რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას შეუჩერებს. ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.
საქართველოდან ბოლო 8 თვის განმავლობაში 105.1 მლნ დოლარის ღირებულების ხილი და კაკლოვნებია ექსპორტირებული
2022 წლის პირველი სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 8 თვის განმავლობაში საქართველოდან 105.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხილი და კაკლოვნებია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9.5%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. "2022 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული ხილის მნიშვნელოვანი წილი შემდეგ პროდუქციას უჭირავს: თხილი - აღნიშნულ პერიოდში, ექსპორტის ღირებულებამ 45.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.6%-ით აღემატება. თხილის ექსპორტი 35 ქვეყანაში განხორციელდა, ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, სადაც 33.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილია ექსპორტირებული. ატამი და ვაშლატამა - ექსპორტის ღირებულებამ 28.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.6%-ით აღემატება. მოცვი - ექსპორტის ღირებულებამ 8.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 49.0%-ით აღემატება. ვაშლი - ექსპორტის ღირებულებამ 5.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.5%-ით ნაკლებია", - აღნიშნიშნულია ინფორმაციაში.
მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიასა და ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში საქართველოს კვოტით ქეთევან ცინცაძის კანდიდატურა შეირჩა
ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიასა (CEPEJ) და ევროპის საბჭოს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში (CCJE) საქართველოს კვოტით წარსადგენი წევრობის კანდიდატი შეირჩა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, CEPEJ-სა და CCJE-ში წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 27 ივლისის №848 და №850 ბრძანებებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად. პირველ ეტაპზე, 2022 წლის 28 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ ოფიციალურ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) გამოცხადებულ საჯარო კონკურსში CEPEJ-ში წევრობის მიზნით ექვსმა კანდიდატმა წარადგინა განაცხადი, ხოლო CCJE-ის კონკურსში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი განაცხადების გადარჩევის შემდგომ, გასაუბრების ეტაპზე, სამი კანდიდატი გადავიდა და ორეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად CEPEJ-სა და CCJE-ში წევრობის კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ საქართველოს კვოტით წარსადგენ კანდიდატად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძის კანდიდატურა შეარჩია. "ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიასა (CEPEJ) და ევროპის საბჭოს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში (CCJE) ქეთევან ცინცაძე საქართველოს კვოტით ხუთი წლის ვადით იქნება წარდგენილი. CEPEJ თავისი საქმიანობის ფარგლებში მუშაობს ქვეყნებში მართლმსაჯულების სისტემათა ეფექტიანობისა და ფუნქციონირების გაუმჯობესების, ამასთან, ევროპის საბჭოს სტანდარტებსა და სამართლებრივ ინსტრუმენტებთან შესაბამისობის მიზნით; კომისიის წევრი ექსპერტების საქმიანობის მიზანს კი, კომისიის ფუნქციების განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში მართლმსაჯულების სისტემათა ეფექტიანი განხორციელების მხარდაჭერა წარმოადგენს. CCJE-ის წევრი მოსამართლეები მუშაობენ სამართლის უზენაესობის, ევროპული სტანდარტების დანერგვის, განსაკუთრებით, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და კომპეტენციის ზრდის, აგრეთვე, მათი სამოსამართლო საქმიანობის ეფექტიანად შესრულების ხელშეწყობის მიმართულებით. ეროვნულ დონეზე კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის ჩატარების შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესაბამისად, CEPEJ-სა და CCJE-ში წევრობის კანდიდატი საკონკურსო კომისიამ შეარჩია, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. იუსტიციის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრს საერთაშორისო სასამართლოებში, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ ორგანოებში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესისა და პროცედურის განსაზღვრის უფლებამოსილება მიენიჭა საქართველოს მთავრობის №234 დადგენილებით. საგულისხმოა, რომ ამ დადგენილების მიღებით ჩამოყალიბდა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოდან წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევის გამჭვირვალე პროცედურები, რომელთა ფარგლებშიც კანდიდატები შეირჩევიან ღია კონკურსის შედეგად", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის ახალმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა
საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის ახალმა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა. ცერემონიის შემდეგ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. "შეხვედრაზე განხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის მიმდინარე წლის ივნისში ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხი.მინისტრმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ევროპული საბჭოს 12 პრიორიტეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე წლის 6 სექტემბერს ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები. ევროკავშირის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი მიესალმა გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში. ასევე განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ევროკავშირის როლი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით. ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება 2022 წელს, რუსეთის 3 265-მა მოქალაქემ მოითხოვა - სააგენტო
იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა მსურველთა მიმართვიანობასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა. „პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის აუცილებელია, რომ პირი წარმოშობით იყოს საქართველოდან და აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. კერძოდ, მოქალაქეობის მიღების მსურველი უნდა იყოს - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული, ასევე სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი, რომელიც დღეისათვის სხვა ქვეყნის მოქალაქეა და სურს სამშობლოსთან კავშირის აღდგენა. სააგენტოში საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით 2022 წელს წარმოდგენილი იყო რუსეთის 3 265 მოქალაქის განცხადება. მათგან საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიენიჭა მხოლოდ 728 პირს, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან და ამასთან აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნას საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესახებ“, - აცხადებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. მანამდე IDFI-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2022 წელს, პირველი 7 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა ჯამში 1 598 ადამიანს მიენიჭა, მათგან 723 რუსეთის მოქალაქე იყო. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღეს რუსეთის 551-მა და უკრაინის 8 მოქალაქემ.
ანდრიუს კუბილიუსი: უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში შესაძლოა, 2029 წელს გაწევრიანდნენ, სად იქნება ამ დროს საქართველო?
ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ მომავალ წელს დაიწყება რეალური მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში წევრობაზე. მისივე აზრით, ეს მოლაპარაკებები 3-4 წელს გაგრძელდება და 2029 წელს, შესაძლოა, გაწევრიანდნენ კიდეც ეს ქვეყნები, აქვე კუბილიუსის შეფასებით, ისმის კითხვა - სად იქნება საქართველო ამ დროს? „თქვენ გაქვთ ერთი პრობლემა, რომელზეც უნდა ვილაპარაკოთ, ესაა, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია საქართველოში, რაც მკაფიოდ თქვეს ევროკომისიამაც და ევროპულმა საბჭომაც. რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რა გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს. ახალი არაფერია, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მსგავსი პრობლემები აქვს. მოლდოვას ჰქონდა პრობლემა პლაჰოტნიუკთან, უკრაინას - იანუკოვიჩთან, საქართველოს კი - ივანიშვილის გავლენასთან. ეს არის ის, რაც უნდა გადაწყვიტოთ. შემდეგი ათწლეული იქნება მნიშვნელოვანი. გერმანია მზადაა, გაუძღვეს გაფართოების პროცესს. მომავალ წელს დაიწყება რეალური მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში წევრობაზე. ჩემი აზრით, ეს მოლაპარაკებები 3-4 წელს გაგრძელდება და 2029 წელს, შესაძლოა, გაწევრიანდნენ კიდეც. სწორედ აქ ისმის კითხვა, სად იქნება საქართველო ამ დროს?“ - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა, რომლის კომენტარის თარგმანს ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.
თურქეთის თავდაცვის მინისტრი: ანკარა ათენის სითავხედეს უპასუხებს
„ანკარას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას თურქეთის უფლებები და ინტერესები ეგეოსის ზღვაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და კვიპროსში", - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა. აკარმა მოუწოდა საბერძნეთს, „მშვიდობისთვის გაწვდილ ხელს ადეკვატურად უპასუხოს და განაგრძოს თანამშრომლობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, კეთილმეზობლური ურთიერთობების ფარგლებში". თურქეთის თავდაცვის მინისტრმა მოუწოდა ათენს, გადახედოს ისტორიას. მისივე განცხადებით, საბერძნეთი ვერაფერს მიაღწევს ეგეოსის ზღვის კუნძულების შეიარაღებით. „ანკარა ყურადღებით ადევნებს თვალს ათენის ქმედებებს, რომლებიც უგულვებელყოფს საერთაშორისო კანონმდებლობას, კეთილმეზობლობასა და მეგობრობას. როგორც თურქეთი, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას არა როგორც ტვირთი NATO-სა და ჩვენი მოკავშირეებისთვის, არამედ როგორც ქვეყანა, რომელიც საკუთარ ვალდებულებებს ასრულებს. საბერძნეთის ქმედებები არის უკიდურესად მტრული და არასწორ. NATO-მ და მესამე ქვეყნებმა ასევე უნდა დაინახონ საბერძნეთის ქმედებები. ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა ჩვენი მოკავშირე. ჩვენ ველით, რომ ისინი იქნებიან ობიექტურნი. მათ უნდა იცოდნენ, რომ საბერძნეთის ქმედებები და რიტორიკა არ შეესაბამება მეგობრობას ან ალიანსს“, - განაცხადა აკარმა Anadolu-ს ცნობით. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ საბერძნეთის ნეგატიური მიდგომა NATO-სადმი, არ ასუსტებს თურქეთ-NATO-ს ურთიერთობებს. მისივე თქმით, საბერძნეთს NATO-ში არანაირი ღირებულება არ აქვს. ერდოღანი ამბობს, რომ საბერძნეთის ნეგატიური განცხადებები, NATO-სთან ანკარის კავშირებს ვერ დააზიანებს. თურქული მხარის ცნობით, 2022 წლის დასაწყისიდან ბერძნულმა სამხედრო თვითმფრინავებმა 256-ჯერ დაარღვიეს თურქეთის საჰაერო სივრცე. ამასთან, მათივე ცნობით, საბერძნეთის სანაპირო დაცვის კატარღებმა ასევე 33-ჯერ დაარღვიეს თურქეთის ტერიტორიული წყლები.
მედია: ევროკავშირი უკრაინას 5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გაუწევს
ევროკავშირის ეკონომიკის მინისტრები მომავალ კვირას, პრაღაში, მაკროფინანსური დახმარების პაკეტის მხარდასაჭერად, პოლიტიკურ დეკლარაციას მოაწერენ ხელს. იტყობინება ბრიუსელში დაფუძნებული გამოცემა Euractiv-ი. ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, უნგრეთის გარდა, გრძელვადიანი სესხების სახით, დამატებით, 5 მილიარდი ევროს გამოყოფას დაეთანხმა. წყაროების ცნობით, მიუხედავად უნგრეთის მთავრობის წინააღმდეგობისა, კომისია აპირებს, ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადება წარადგინოს. შესაბამისად, მომავალი კვირის ბოლოს, ევროკავშირის ეკონომიკის მინისტრები, სავარაუდოდ, ხელს მოაწერენ პოლიტიკურ დეკლარაციას 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების (MFA) მხარდასაჭერად. როგორც ცნობილია, 5 მილიარდი ევროს დახმარება მაისში გამოცხადებული 9 მილიარდი ევროს პაკეტის ნაწილია.
უკრაინამ „როსატომს“ სანქციები დაუწესა
უკრაინამ 700-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქიები დაუწესა. სანქციები შეეხო Rosatom-საც. უკრაინული მხარის განმარტებით, გადაწყვეტილება ზაპოროჟეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების სიტუაციის ფონზე მიიღეს. რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მარტში დააიკავეს. უკრაინული მხარის ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორიაზე რუსეთის ატომური ენერგიის მიმწოდებლის თანამშრომლებიც იმყოფებიან.
უკრაინის გენშტაბი: რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან სამხედრო ტექნიკის გატანა დაიწყეს
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან რუსეთის ატომენერგომაშის ქარხანაში ან მიმდებარე ტერიტორიებზე, დაახლოებით, 100 ერთეული სამხედრო ტექნიკაა გატანილი. „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ოკუპანტებმა ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან მთელი სამხედრო ტექნიკა ამოიღეს. 100-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა გადანაწილდა ატომენერგომაშის ქარხანაში, დანარჩენი კი, უახლოეს დასახლებებში გადანაწილდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ IAEA-ს პირველადი შეფასება ცნობილია პირველ სექტემბერს IAEA-ს მისია ქარხნის შესამოწმებლად ჩავიდა.
„გაზპრომი“ აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა
რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა. კომპანიის მტკიცებით, „პორტოვაიას“ საკომპრესორო სადგურის Trent 60-ის აგრეგატზე ზეთის გაჟონვა დააფიქსირეს. მათივე განცხადებით, პრობლემის აღმოფხვრამდე, გაზის ტრანსპორტირება Nord Stream-ით მთლიანად შეჩერებულია. კრემლი ნებისმიერი საბაბით გაზის სრულ შეწყვეტას ეცდება. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC
რა წერია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის სამუშაო დოკუმენტში
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა 6 სექტემბერს, ბრიუსელში გაიმართება. როგორ ასრულებს საქართველო იმ ვალდებულებებს, რომლებიც 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებით აიღო, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება. რადიო თავისუფლების ცნობით, ასოცირების საბჭოს სხდომის სამუშაო დოკუმენტში ჩამოთვლილია ის საკითხები, რომლებზეც ევროპელი დიპლომატები ქართულ დელეგაციას უნდა ესაუბრონ. ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ასეთია - სათანადო პოლიტიკური ნების შემთხვევაში, საქართველო შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს და გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას „მოვუწოდოთ საქართველოს, უფრო ეცადოს დემოკრატიის კონსოლიდაციას და პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევას, გააძლიეროს კანონის უზენაესობა, მათ შორის სასამართლო და კორუფციასთან ბრძოლა, უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა, რაც მოიცავს, გამოხატვის თავისუფლების დაცვას, მედიის თავისუფლებასა და გენდერულ თანასწორობას. ეს აუცილებელი პრიორიტეტებია იმისთვის, რომ საქართველომ წინ წაიწიოს ევროპულ გზაზე”, - წერია დოკუმენტში. გარდა ამისა, რადიო თავისუფლების ცნობით დოკუმენტში წერია: სამწუხაროდ, სულ უფრო მეტი დეტალი მიანიშნებს, რომ სასამართლოები პოლიტიკურ ზეგავლენის ქვეშაა; მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი; ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შესამცირებლად და ქართულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან საბრძოლველად, ევროკავშირთან უფრო მჭიდროდ თანამშრომლობაა საჭირო; საქართველომ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ადამიანის უფლებების დასაცავი სტრატეგია 2021-30 წლებისთვის, დაიცვას შრომითი უფლებები და უკეთ იმუშაოს უმცირესობების, მათ შორის ლგბტქ ადამიანების უფლებების დაცვაზე; საქართველოს მოუწოდებენ, დაიწყოს "გულწრფელი დიალოგი" აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, იმუშაოს ადამიანებს შორის კონტაქტის და ნდობის გაძლიერებაზე. კონტექსტი რთულია, მაგრამ ამის გაკეთება მნიშვნელოვანია; საქართველოსგან მოელიან, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა არ დაეხმაროს რუსეთს ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლაში; საქართველო კარგად ართმევს თავს ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს; ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს, ბოლომდე მიიყვანოს ყველა რეფორმა, რომელსაც მისგან ასოცირების ხელშეკრულება ითხოვს.
აზერბაიჯანი TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს
აზერბაიჯანი გეგმავს, ტრანსანატოლიური გაზსადენის - TANAP-ის სიმძლავრე გააორმაგოს, რის შედეგადაც ევროპა თურქეთის გავლით, 32 მილიარდ კუბურ მეტრ აირს მიიღებს. „ჩვენ ვგეგმავთ, რომ გავაორმაგოთ ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპაში და დარწმუნებული ვარ, რომ ამას მივაღწევთ. ამისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას - პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ტექნიკური ზომები და, რა თქმა უნდა, ინვესტიციები. TANAP-ის სიმძლავრე შეადგენს 16 მილიარდ კუბურ მეტრს, ჩვენ ვგეგმავთ მის გაზრდას 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე“, - განაცხადა ალიევმა იტალიაში, საერთაშორისო ფორუმზე. TANAP გაზის სამხრეთის კორიდორის ნაწილია და აზერბაიჯანულ გაზს „შაჰ-დენიზის“ საბადოებიდან კასპიის ზღვით თურქეთს, ხოლო შემდეგ TAP-ის მეშვეობით ევროპას აწვდის. TANAP-ის მილსადენი ითვალისწინებს გაზის ტრანსპორტირებას „შაჰ-დენიზის“ საბადოდან საქართველო-თურქეთის საზღვრიდან თურქეთის დასავლეთით. ინფორმაციისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში ვიზიტისას, აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა. შედეგად, ევროკავშირისთვის 2027 წლამდე ყოველწლიურად, სამხრეთის გაზის დერეფნის გამტარუნარიანობა უნდა გაორმაგდეს, არანაკლებ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაწოდებლად. გაეცანით Europetime-ის სტატიას რა სარგებლის მიღება შეუძლია საქართველოს ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკულ თანამშრომლობაში ახალი თავის გახსნით
ბაიდენი უკრაინისთვის 11,7 $მილიარდიანი დახმარების მოთხოვნით, კონგრესისთვის მიმართვას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარებისა და ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის კონგრესისგან 11,7 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის გადაუდებელ დაფინანსებას მოითხოვს. Reuters-ის ცნობით, თეთრი სახლის სპიკერმა განაცხადა, რომ გადაუდებელი დაფინანსების მოთხოვნა ასევე მოიცავს 2 მილიარდ დოლარს, რომელიც აშშ-ის ენერგომომარაგების საკითხის გადაჭრას მოხმარდება, რომელზეც გავლენა იქონია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა. ცნობისთვის, 31 აგვისტოს, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინას მორიგ სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. „ჩვენ გამოვუყავით 13 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ამას გავაგრძელებთ. უახლოეს დღეებში გაკეთდება განცხადებები უსაფრთხოების დამატებითი მხარდაჭერის შესახებ", - განუცხადა კირბიმ ჟურნალისტებს. აშშ-ის მიერ დამტკიცებული ბოლო, $6 მილიარდიანი პაკეტიდან, სამი თავდაცვას და სამიც ფინანსურ მხარდაჭერას მოიცავს. 24 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების ყველაზე დიდი ტრანშის ფარგლებში, 2,98 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარებას აგზავნის. რა შეიარაღებას უგზავნის ამერიკა უკრაინას
ევროკომისია: „გაზპრომის“ განცხადება სიცრუეა
ევროკომისია მიიჩნევს, რომ „გაზპრომმა“ ევროპას გაზი ცრუ საბაბით გაუთიშა. შესაბამისი განცხადება Twitter-ზეა ხელმისაწვდომი. „გაზპრომის“ განცხადება, რომ ის კიდევ ერთხელ აჩერებს NorthStream1-ით გაზის მიწოდებას მცდარი საბაბით, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ის არასანდო მომწოდებელია. ეს რუსეთის ცინიზმის კიდევ ერთი დასტურია, რადგან მას კონტრაქტების პატივისცემის ნაცვლად, გაზის დაწვა ურჩევნია“, - აცხადებს ევროკომისიის წარმომადგენელი. „გაზპრომი“ აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა. თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ „გაზპრომის“ ნაბიჯი გასაკვირი არ იყო. „გაზპრომის ნაბიჯი, სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის. გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს გზას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებას“, - წერს შარლ მიშელი. კრემლი ნებისმიერი საბაბით ეცდება გაზის სრულ შეწყვეტას. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC
მიშელი: ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს გზას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ „გაზპრომის“ ნაბიჯი გასაკვირი არ იყო. „გაზპრომის ნაბიჯი, სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის. გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს გზას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებას“, - წერს შარლ მიშელი. ევროკომისია მიიჩნევს, რომ „გაზპრომმა“ ევროპას გაზი ცრუ საბაბით გაუთიშა. „გაზპრომის“ განცხადება, რომ ის კიდევ ერთხელ აჩერებს NorthStream1-ით გაზის მიწოდებას მცდარი საბაბით, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ის არასანდო მომწოდებელია. ეს რუსეთის ცინიზმის კიდევ ერთი დასტურია, რადგან მას კონტრაქტების პატივისცემის ნაცვლად, გაზის დაწვა ურჩევნია“, - აცხადებს ევროკომისიის წარმომადგენელი. „გაზპრომი“ აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა. კრემლი ნებისმიერი საბაბით ეცდება გაზის სრულ შეწყვეტას. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC